მასობრივი არაცნობიერი
რამდენიმე წლის წინ, „ცოცხალი ჟურნალის“ ზენიტის დროს, ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი მოქმედებას „როგორ გავხადოთ სრული უბადრუკობა კულტის საგნად“.
იმ მომენტში, ფეხსაცმლის კომპანია „Crocs“ უშვებდა ფეხსაცმელს, რომლის გარეგნულ იერს სხვაგვარად ვერც კი შევაფასებდი, გარდა დეგენერატიულისა. ამ კომპანიამ დააფინანსა რამდენიმე ტოპ-ბლოგერი, რომლებმაც, რასაკვირველია, პოსტის საშუალებით დაიწყეს ქალამნებში გამოწყობილი თავისი ბანჯგვლიანი ფეხებით შესვლა ისეთი კომენტარებით, რომ თაფლის ამოღება საჭირო აღარ იყო - კითხვის დროს ისედაც იგრძნობდით პირში ტკბილ გემოს.
ტოპ-ბლოგერებს შეუერთდნენ სხვები, რადგან ყველა ნამდვილი ბიჭი „კროკსში“ დადიოდა - შესაბამისად ისინი უნდა ყოფილიყვნენ ამ ფეხსაცმელებში ჩაცმული. ამათ „კროქსი“ არაფერს უხდიდა, მათ თვითონ მოჰქონდათ მაღაზიებში მძიმე შრომის შედეგად ნაშოვნი ფული (ეს ჯამბაზების ფეხსაცმელი ძალიან ძვირი კი ღირდა), რათა ზიარებოდნენ მშვენიერებას.
რაღაც მომენტში მეტროში შევნიშნე ადამიანები, რომლებიც ამაყობდნენ ამ უბადრუკობით, და, ალბათ, არ ესმოდათ, როგორ სასაცილოდ გამოიყურებოდნენ.
როგორც მიღებულია, გარკვეული დროის შემდეგ სარეკლამო კონტრაქტი დასრულდა და Livejornel-ის მნათობებმა შესამჩნევი შვებით მოიშორეს მეგა-კომფორტული, ბუმბულივით მსუბუქი, ანატომიურად ადაპტირებული, ძალიან მყარი, მოკლედ, ლეგენდარული კროქსები, და ჩაიცვეს ნორმალური ბოტასები.
ეს რატომ გავიხსენე?
ახლა, დაუფარავი კმაყოფილების გრძნობით მე ვაკვირდები დაახლოებით მსგავს ისტერიკას, მაგრამ „ცოცხალი ჟურნალის“ ბლოგერების გარეშე.
აქ ბრენდის მაგიაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანმა ერთდროულად ჩათვალა სრული უაზრობა დიზაინერულ გამოცხადებად და ახლა ამაყად დაატარებენ ამ უბადრუკობას.
თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ Apple Watch- ს ვგულისხმობ?
ვფიქრობ, ტიომა ლებედევიც კი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ფეკალიებიც კი შეუძლია გაასაღოს, როგორც კანფეტი, აძლა ძალიან ეჭვიანობს. ასე მას არასოდეს გამოუვიდა და არც გამოუვა - ის მასშტაბი არ არის.
PS. არ იფიქროთ, რომ მე ვგმობ. მე თავადაც მაქვს წითელი კედები. ისე, უბრალოდ, ვხითხითებ.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised