რა განსხვავებაა ინტროვერსიასა და სოციოფობიას შორის?
ინტროვერსია ნორმაა. უფრო სწორედ, ნორმის ერთ-ერთი ვარიანტი. ინტროვერსიის დროს ადამიანი ორიენტირებულია საკუთარი თავის შიგნით. მარტივად რომ ვთქვათ, ის კარგად გრძნობს თავს და მისთვის საინტერესოა საკუთარ თავთან ყოფნა. თუ ასეთ ადამიანს ბევრჯერ უწევს გარე სამყაროსთან შეხება და ამავე დროს მას არ აქვს მარტო ყოფნის შესაძლებლობა, ის იღლება. „კონსტრუქცია“ არ ითვალისწინებს ხანგრძლივ სოციალურ დატვირთვას გადატვირთვის გარეშე. ამასთანავე ინტროვერტს შესანიშნავად შეუძლია კომუნიკაცია, იყოს შესანიშნავი მომლაპარაკებელი და სიამოვნებაც მიიღოს ამ პროცესებით, მაგრამ, ალბათ, ის თავად არ მოძებნის ურთიერთობის საბაბს. და ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთობის შემდეგ მას სჭირდება მარტო ყოფნა.
სოციოფობია - როგორც ეს ჩანს სიტყვის მეორე ნაწილიდან - „ფობია“ - სოციალური კონტაქტის შიშია. ანუ, შეიძლება ადამიანს უნდოდეს კიდეც ურთიერთობა, მაგრამ ის დისკომფორტს გრძნობს, ან ეშინია „ხალხთან წასვლა“. ამის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც რეალური, ისე მოგონილი. ჩემი დაკვირვებით, ძალიან ხშირად - მოგონილი. რადგან სოციალური კონტაქტების შენარჩუნებასაც სწავლა უნდა, ისინი თავისთავად არ ჩნდება. ახლა კი იმის გამო, რომ ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ და შეიძლება რეალურ კონტაქტში არ შესვლა, სადაც შეუძლებელია სხვა პირის დაბლოკვა ან უბრალოდ გათიშვა, ბევრი მიდის ამ გზას და ამაყად ამბობს საკუთარ თავზე: „მე სოციოფობი ვარ!“
„ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“
მოკლე შინაარსი
ეს ტექსტი წიგნის „ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“ შემოკლებული ვერსიაა. მხოლოდ ყველაზე მთავარი: იდეები, ტექნიკა, ძირითადი ციტატები. აბრაჰამ მასლოუმ შექმნა ახალი ფსიქოლოგია, რომლის ცენტრში ჯანმრთელი ადამიანების ფსიქიკის შესწავლაა. მასლოუ დარწმუნებული იყო, რომ ფსიქოლოგია არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ავადმყოფობასა და ფსიქოლოგიურ უბედურებაზე. მან უნდა შეისწავლოს ჯანმრთელი ბედნიერი პიროვნებები, რათა დაეხმაროს დანარჩენს უკეთესობისკენ გამოასწოროს თავისი ცხოვრება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
დღეს სამყარო გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პროდუქტიული და მივაღწიოთ ამბიციურ მიზნებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მასლოუ არ დაგეხმარებათ ამაში. მისი ფსიქოლოგია არ შეიქმნა სუპერეფექტური მუშაკის აღსაზრდელად, რომელიც დაუღალავად შეძლებს კრეატიული იდეების და მოგების მიწოდებას. მასლოუს ჰუმანისტური თეორიის ერთადერთი მიზანია დაეხმაროს ადამიანს გახდეს სრულფასოვანი, ჯანმრთელი და ბედნიერი. ამიტომ ნუ მოელით, რომ მასლოუს ბესტსელერის ჩვენს მიმოხილვში თქვენ იპოვით რჩევებს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ ეფექტურობა და უფრო მეტი მიიღოთ. უფრო საპირისპირო ეფექტია მოსალოდნელი - თქვენ უფრო მეტს ნახავთ და ნაკლებად იმოქმედებთ. შეიძლება თქვენ არ გახდეთ უფრო პროდუქტიული, მაგრამ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ იყოთ და მოიპოვებთ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
შეგახსენებთ, რომ ეს ტექსტი წიგნის მოკლე შინაარსს წარმოადგენს.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised