ეკოლოგიური ფსიქოლოგია
ეკოლოგიური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები და მიდგომები
შინაარსი
ეკოლოგიური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები
ჯ. გიბსონის აღქმისადმი ეკოლოგიური მიდგომა.
ჯგუფური დავალება 1 სემინარისთვის.
მოამზადეთ ეკოლოგიური ფსიქოლოგიის ყველა ცნების ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარი ავტორებისა და წყაროების სავალდებულო მითითებით.
ეკოლოგიური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები
ფსიქოლოგიაში ეკოლოგიური მიდგომა ჩამოყალიბდა XX საუკუნის 60-იან წლებში.
ფსიქოლოგიის „ეკოლოგიზაციის“ მიმართულებით მეთოდოლოგიური ძიების შედეგი იყო ეგრეთ წოდებული Ecological Approach - ეკოლოგიური მიდგომის წარმოშობა, რომელსაც დასავლურ სამეცნიერო ტრადიციაში უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Ecological Psychology - ეკოლოგიურ ფსიქოლოგიას (ს.დ. დერიაბო, 1996).
ცნებების „ადამიანი“, „გარემო“ და „ბუნება“ სხვადასხვა სემანტიკური მნიშვნელობით გამოყენების ანალიზი ჩაატარა ვ.ი. პანოვმა.
„ადამიანის“ ცნება
ადამიანი, როგორც ფსიქიკის მატარებელი, სხვადასხვა ეკოფსიქოლოგიურ კვლევებში სხვადასხვაგვარად განიხილება:
გნოსეოლოგიურ როლში ადამიანი განიხილება, როგორც აქტიური, ბუნებასთან ურთიერთმოქმედი. ადამიანი, რომელიც შეიცნობს, აქტიურია იმ პირობებში, რომელშიც ის იმყოფება. გარემოდან სტიმულები გარდატყდება და ირეკლება ადამიანის მიერ.
ონტოლოგიურ როლში ადამიანი ჩართულია რაიმე სახის საქმიანობაში და ავლენს თავის თავს ამ საქმიანობის სხვადასხვა ფორმით. ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები არ ეწინააღმდეგებიან ბუნებას, არამედ ქმნიან ხელსაყრელ პირობებს.
ადამიანი ცნობიერი არსებაა, მაგრამ გარემოსთან ურთიერთობა განპირობებულია სააზროვნო პროცესებითა და კოგნიტური წარმოდგენებით. ადამიანისა და გარემოს შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული პარადიგმა შემოთავაზებულ იქნა ჯ. გოლდის მიერ ქცევითი გეოგრაფიის ფარგლებში (გოლდი, 1990).
„პიროვნების“ ცნება
პიროვნების ცნება ეკოლოგიურ ფსიქოლოგიაში გულისხმობს ფსიქიკის უნარს საკუთარი „მე“-სა და სხვა ადამიანების „მე“-ს რეფლექსიისკენ.
- ეკოლოგიური ფსიქოლოგია, პირველ რიგში, არის ბუნების სუბექტივიზაცია, მეორე, მის მიმართ პარტნიორული (დიალოგიური) დამოკიდებულების ფორმირება, უნარი განახორციელოს კორპორატიული სინთეზი სქემით „მე (ფსიქო) + შენ (ეიკოს (სამყარო)) + ჩვენ (ფსიქო+ეიკოსი“.
(მ. რაუდსეპი).
„თვითსახის“ ცნება
თვითსახე დინამიური სახეა, რომელშიც აისახება სახის აქტუალიზაციის პროცესი.
„თვითსახის“ ცნების დანერგვა მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ფსიქიკაში ფსიქიკური წარმონაქმნების მდგომარეობის და შესაბამისად ფსიქიკური პროცესების ფსიქიკური რეგულაციის შესაძლებლობების, ანუ ფსიქიკური თვითრეგულაციის ასახვის იდეის თვალსაზრისით.
„გარემოს“ ცნება
„გარემოს“ ცნება - კაცობრიობის არსებობის და საქმიანობის გარემოა, ადამიანის გარშემო არსებული ბუნება და მის მიერ შექმნილი მატერიალური სამყარო.
გარემო არ არის მხოლოდ ფიზიკური ადგილი, არამედ სოციალური, კულტურული და ორგანიზაციული სისტემაა. ადამიანის თვისებები შეიძლება განიხილებოდეს როგორც სიტუაციური ცვლადი, რადგან ისინი ნაწილობრივ განსაზღვრავენ სიტუაციის არსს.
ადამიანის გარემო მოიცავს ბუნებრივი (ბუნებრივი და ანთროპოგენური; ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, სივრცით-საგნობრივი და ა.შ.) და სოციალური (საგანმანათლებლო, ინფორმაციული, პიროვნებათშორისი, არქიტექტურული და სხვ.) ფაქტორების და პირობების მთლიანობას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მყისიერად ან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაზე.
ზოგადად, ტერმინი „გარემო“ (ადამიანის გარემო) გულისხმობს ადამიანის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, რომელიც წარმოადგენს გავლენებისა და პირობების ერთობლიობას და უზრუნველყოფს მისი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს, ასევე მისი უნარების გამოვლენას და განვითარებას.
„ბუნების“ ცნება
ბუნება არის ადამიანის ბინადრობის ლანდშაფტური, ბიოლოგიური და კლიმატური ბუნებრივი პირობების ერთობლიობა.
ს.ი. ოჟეგოვის და ნ.ი. შვედოვას რუსული ენის განმარტებით ლექსიკონებში ბუნების ცნების რამდენიმე მნიშვნელობა არის მოცემული:
1. ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, ორგანული და არაორგანული სამყარო;
2. ადამიანთან დაპირისპირებული ორგანული და არაორგანული სამყარო;
3. ადგილები ქალაქგარეთ (მინდვრები, ტყეები, მთები, წყლის სივრცეები);
4. მთავარი თვისება, არსი.
(ს.ი. ოჟეგოვი,ნ.ი. შვედოვა, 1999)
ბუნების ცნება განიხილება, როგორც ბუნება ადამიანის გარშემო, და როგორც ბუნება ადამიანში (არსებობის და ფსიქიკურის, როგორც მისი ფორმის, ბუნება), რომელიც გამოიხატება ინდივიდის დამოკიდებულებაში ბუნებრივ გარემოსთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან მიმართებაში.
„სიტუაციის“ ცნება
სიტუაცია (ფრანგ. situation - მდგომარეობა, გარემო) წარმოადგენს სუბიექტის მიმართ გარე პირობების სისტემას, რომელიც არაპირდაპირ ასტიმულირებს მის აქტიურობას.
სიტუაციაში შეიძლება ორი საკვანძო რგოლის გამოყოფა:
ინდივიდი
მისი აღქმის ობიექტი
აღქმის ობიექტი კონსტრუირებულია გარემოს
ფიზიკური (ვავილოვი, 1961)
გეოგრაფიული (გოლდი, 1990)
ეკოლოგიური (გიბსონი, 1988) თავისებურებებით, ასევე
სოციოკულტურული დეტერმინანტებით - ნორმებით, წესებით, როლებით (როსი, ნისბეტი, 1999), რომლებსაც დასაშვებად მიაჩნიათ „დრამატურგიული“ აღწერა (გოფმანი, 2000)
„მოვლენის“ ცნება
„მოვლენის“ ცნება ახასიათებს არსებობის ლოკალურ სტრუქტურირებას დროის მოკლე პერიოდში - მოცემულ მომენტში, აქ და ახლა.
მოვლენა არ არის უბრალოდ არსებობის დროს დაკავებული ადგილი, არამედ თვით არსებობის განხორციელებაა, მისი ფრაგმენტი ან ეპიზოდი. ის ყოველთვის ურთიერთობაა, ურთიერთგანაწილება, ურთიერთკავშირი, რომლის პროცესში საწყისი მწარმოებელი უცვლელი არ რჩება
(ვ.ა. ბარაბანშჩიკოვი, 2002, გვ. 13)
„დამოკიდებულების“ ცნება
დამოკიდებულება არის სხვადასხვა სიდიდეების, საგნების, მოვლენების, მოქმედებების ურთიერთკავშირი; სხვადასხვა ობიექტების ან მოცემული ობიექტის მხარეების გონებაში შედარება.
დამოკიდებულების იდეა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური სამეცნიერო იდეა, რომელიც შემუშავებული იქნა ფილოსოფიის, მათემატიკის, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიისა და სხვა მეცნიერებების ფარგლებში.
ფილოსოფიაში „დამოკიდებულება“ განიხილება, როგორც ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც ვლინდება „კავშირის“, „ურთიერთკავშირის“, „ურთიერთქმედების“, „ურთიერთდამოკიდებულების“ ცნებებით.
თავდაპირველად, დამოკიდებულების იდეა განვითარდა ცოდნის სამ სფეროში:
ლოგიკაში
ინტროსპექტულ ფსიქოლოგიაში
ბიოლოგიაში
პირველად, „დამოკიდებულების“ ცნება ჩნდება ლოგიკურ ხაზში.
პირველი, ვინც დამოკიდებულება შეიყვანა ლოგიკის კატეგორიათა რიცხვში, ანუ მიაკუთვნა ზოგადის და განზოგადებულის რიცხვს, იყო არისტოტელე.
„დამოკიდებულების“ ცნების შემდგომმა განვითარებამ ადგილი ჰპოვა ჯ. სტ. მილემის (1806-1873) შრომებში.
ლოგიკაში დამოკიდებულება გაგებულია, როგორც ობიექტის მიერ დაკავებული პოზიცია ობიექტების განხილვისას.
დამოკიდებულების ინტროსპექტულ-ფსიქოლოგიური ტრადიციის იდეას კავშირის იდეის მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც შეიცავს ცნობიერების (ფსიქიკას) ელემენტებს და აქტიურობის იდეას და რომელიც ეკუთვნის სუბიექტს და მიმართულია ობიექტისაკენ.
ინტროსპექტულ ფსიქოლოგიაში დამოკიდებულებას შეისწავლიდნენ ი.ფ. ჰერბარტი (1776-1841), გ. გეფდინი (1843-1931), ვ. ვუნდტი (1832-1920) და კ. შტუმფი (1848-1936).
ბიოლოგიურ ხაზში დამოკიდებულების ამ იდეას სუბიექტ-ობიექტური მნიშვნელობა ჰქონდა და განიხილებოდა სისტემაში „ორგანიზმი - გარემო“.
პირველად ეს სისტემა განიხილა გ. სპენსერმა (1820-1903).
დამოკიდებულების იდეის ბიოლოგიურ ხაზს მიეკუთვნება რუსი ფსიქოლოგის მ.მ. ტროიცკის შრომები (1835-1899).
ტროიცკიმ შემოიტანა „ფსიქიკური დამოკიდებულების“ ცნება, რომელშიც იგი გულისხმობდა ფსიქიკურ მოვლენებს (ლევჩენკო, 1999)
ХХ საუკუნის დასაწყისში ა.ფ. ლაზურსკიმ, ს.ლ. ფრანკმა და ვ.მ. ბეხტერევმა საფუძველი ჩაუყარეს რეალობის სხვადასხვა ასპექტების მიმართ ადამიანის დამოკიდებულების ანალიზის თეორიულ საფუძვლებს (ა.ფ. ლაზურსკი, ს.ლ. ფრანკი, 1912; ვ.მ. ბეხტერევი, 1924).
ვ.მ. ბეხტერევს დამოკიდებულება გააზრებული ჰქონდა, როგორც „გამოძახილი გარეგან გამაღიზიანებლებზე, რაც გამოიხატება არა მხოლოდ გარემოს ასახვაში, არამედ მის გარდაქმნაში“.
(ციტ. ლევჩენკოს მიხედვით, 1999, გვ. 68)
ა.ფ. ლაზურსკი გარე ობიექტებისადმი პიროვნების დამოკიდებულებას განიხილავდა, როგორც „გარემოს დამოკიდებულებას, რომელიც ფართო მნიშვნელობით არის გაგებული. იგი მოიცავს მთელ სფეროს, რომელიც უპირისპირდება პიროვნებას და რასაც შეიძლება პიროვნება უკავშირდებოდეს“ (ლაზურსკი, 1916, გვ. 4).
ა.ფ. ლაზურსკიმ გამოყო დამოკიდებულების ოთხი პარამეტრი:
„ინტენსიურობა“,
„დიფერენციულობა“,
„სიფართოვე“,
„მოცულობა“
ა.ფ. ლაზურსკიმ გადალახა ზოგადი ბიოლოგიური ცნება „ორგანიზმის დამოკიდებულება გარემოს მიმართ“.
„აქტიურობის“ ცნება
აქტიურობა. აქტიურობის კატეგორია ერთ–ერთი ყველაზე ზოგადია ფსიქოლოგიაში. ამ პრობლემას განიხილავდნენ ლ.ს. ვიგოტსკი, დ.ნ. უზნაძე, ს.ლ. რუბინშტეინი, ნ.ა. ბერნშტეინი, ა.ნ. ლეონტივი, ვ.ა. პეტროვკი ბ მრავალი სხვა.
„... ადამიანის აქტიურობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც განწყობილია ამა თუ იმ ურთიერთქმედების მიმართ, ან შედარებით მყარი თვისება, რომელიც გამოიხატება ქცევის, საქმიანობის და მათი შედეგების რეალიზაციის ინტენსივობის დონეში, რაც გამომდინარეობს მისი შინაგანი ინიციატივიდან“.
(ა.ი. კრუპნოვი, 1984, გვ. 26)
აქტიურობის ცნება მოიცავს:
დინამიკურ, პროცესუალურ მომენტს, რომელიც არსებობს რეალიზაციაში, გამოვლინებაში,
პროცესის ინტენსივობის დონის ან ნებისმიერი ურთიერთქმედების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლები;
ურთიერთქმედებისადმი სუბიექტის პოტენციური შესაძლებლობების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებელები;
შეხედულება ნებისმიერი პროცესის წყაროს ან ურთიერთქმედების შესახებ, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება სუბიექტის შინაგანი წინააღმდეგობებიდან, რომელიც განპირობებულია გარედან ზემოქმედებით.
(ვ.ა. პეტროვსკი, 1996. გვ. 434).
დასკვნა
ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა ცნებები, რომლებსაც ეკოლოგიურ ფსიქოლოგიაში თავისი სპეციფიკა აქვთ.
ადამიანი, რომელიც აქტიურად ურთიერთმოქმედებს ბუნებასთან და გარკვეული სახის საქმიანობაშია ჩართული, ავლენს საკუთარ თავს ამ საქმიანობაში.
პიროვნების ცნება ეკოლოგიურ ფსიქოლოგიაში გულისხმობს საკუთარი „მე“-სა და სხვა ადამიანების „მე“-სთან რეფლექსიისკენ ფსიქიკის უნარს.
გარემო - კაცობრიობის ბინადრობის და საქმიანობის გარემო, ადამიანის გარშემო არსებული ბუნებრივი და მის მიერ შექმნილი მატერიალური სამყარო.

მოვლენა - ეპიზოდის დიფერენცირებული (განსხვავებული) მცირე ზომის ერთეული, ან ცხოვრებისეული სიტუაციის შედარებით სრული ფრაგმენტი.

ადამიანის აქტიურობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც განწყობილია ამა თუ იმ ურთიერთქმედების მიმართ, ან შედარებით მყარი თვისება, რომელიც გამოიხატება ქცევის, საქმიანობის და მათი შედეგების რეალიზაციის ინტენსივობის დონეში, რაც გამომდინარეობს მისი შინაგანი ინიციატივიდან

ჯ. გიბსონის აღქმის ეკოლოგიური მიდგომა
თეორიული თვალსაზრისით აღქმისადმი ეკოლოგიური მიდგომის არსი ფიქსირდება შემდეგი საწყისი საფუძვლების პოსტულირებაში, რაც განასხვავებს ამ მიდგომას აღქმის კლასიკური ფსიქოლოგიიდან.
შეცვლილია შეხედულებები გარე სამყაროს, როგორც ვიზუალური აღქმის ობიექტის, სივრცითი თვისებებისა და დამოკიდებულების შესახებ.
თვალების უძრაობის, როგორც აუცილებელი პირობის, უარყოფა აღქმის პროცესის განსახორციელებლად.
სისტემა „ინდივიდი - საცხოვრებელი გარემო“, როგორც საწყისი საფუძველი აღქმის ობიექტის განსაზღვრისათვის, სადაც „ინდივიდის“ როლშია დამკვირვებელი, როგორც გარკვეული ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელი, ხოლო „საცხოვრებელი გარემოს“ როლში დადებითი და უარყოფითი შესაძლებლობების ერთობლიობა მოცემული ცოცხალი არსების სიცოცხლისუნარიანობის განსახორციელებლად.
ეკოლოგიური მიდგომისთვის დამახასიათებელია ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური თავისებურება:
1) მკვლევარი აბსტრაგირებულია ობიექტების იმ თვისებებისგან, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი ამ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის, და განიხილება მხოლოდ ისინი, რომელთა ურთიერთქმედება ქმნის მისი საცხოვრებელი გარემოს რეალურ, „ეკოლოგიურ“ (და არა „ფიზიკურ“) საცხოვრებელ გარემოს,
2) ფსიქიკის ფუნქციონირება განიხილება ბუნებრივ, „ეკოლოგიურ“ პირობებში.
ასე რომ, ვიზუალური აღქმის ეკოლოგიური მიდგომის შესაბამისად:
აღიქმება არა მხოლოდ სივრცითი საგანი (ობიექტი), როგორც ასეთი, არამედ მოცულობითი სინათლის წყობის შედგენის, ტექსტურების, გრადიენტების, მოვლენების და ინვარიანტების ერთობლიობა, როგორც ვიზუალური (პერცეპციული) შესაძლებლობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახეობის ცოცხალი არსების სიცოცხლისუნარიანობას მის საცხოვრებელ გარემოში;
აღიქმება არა ფიზიკური სტიმული, როგორც აღქმის ობიექტის ოპტიკური ასლის სახე, არამედ მოცულობითი სინათლის ნაკადი დამკვირვებლის საკუთარი მოძრაობისა და მისი თვალების პირობებში;
აღქმის შესწავლილი პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, თითქოს ის მიმდინარეობდა ბუნებრივ პირობებში.
==========
1. ელიტა
ციტატები
2. თუ მმართველ ელიტაში არ არის კოოპტირებული „ელიტარული თვისებების“ მქონე არაელიტარული წარმოშობის პიროვნება, ამ შემთხვევაში ელიტის შემადგენლობა უარესდება და კონტრელიტა განიცდის რაოდენობრივ ზრდაა.
(ვილფრედო პარეტო)
3. არასოდეს დაფიქრებულხართ, როგორ ცხოვრობენ რჩეულნი? მე მოგიყვებით. ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩვენ არ ვართ მოდელები, მსახიობები, პოპ-კერპები, გენიალური მათემატიკოსები. ჩვენ დაბადებიდან ვართ რჩეულნი. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ, და ამას ვიღებთ, როგორც ჯეროვანს.
(სერიალი „ჭორიკანა“)
4. ბოჰემა, საზოგადოდ მიღევული შეხედულებების მიუხედავად, ძალიან მოსაწყენი ხალხია.
(მაქს ფრაი. გასაღები ყვითელი ლითონისგან)
5. ჩვენთან რატომღაც მიღებულია, რომ ელიტას ეკუთვნის ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული აქვს. ის არ არის ელიტა, ის უბრალოდ მდიდარი ადამიანია. ელიტას წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. ინტელექტუალური ელიტა, შეიძლება. პოლიტიკური ელიტა, შეიძლება. მდიდრები კი ჯერ კიდევ არ არიან ელიტა. ეს ვაჭრები იყვნენ რუსეთში. ასე რომ, ისინი ახლა მხოლოდ ინდუსტრიალისტები არიან.
(ანდრეი კონჩალოვსკი)
6. საზოგადოებაში ძირითადი კონფლიქტები საზოგადოებაში ელიტებს შორის ვითარდება: უმცირესობის, რომელიც ინარშუნებს ძალაუფლებას, და სხვა უმცირესობას შორის, რომელიც ხელისუფლების მოპოვებას ცდილობს.
(ნიკოლო მაკიაველი)
7. ყველაფერს წყვეტს ადამიანის პიროვნება და არა კოლექტივი, ქვეყნის ელიტა და არა მისი დემოსი, და დიდწილად მისი აღორძინება დამოკიდებულია ჩვენთვის უცნობი დიდი პიროვნებების გამოჩენის კანონებზე.
(ვლადიმირ ვერნადსკი)

============
სიღრმისეული ფსიქოლოგიის ასოციაცია ტერუნგიტმ
ვიდეო
ელექტრას კომპლექსი. ნაწილი 1.
კასანდრას კომპლექსი
იუნგიური ფსიქოლოგია: მთლიანოვა, სიღრმა, აუთენტურობა
ლამაზმანი და ურჩვული. ნაწილი 2
ანიმა და ანიმუსი. პროექციული დიაგნოსტიკა.
„ლამაზმანი და ურჩხული. თუ არის დრაკონი, ე.ი. არის განძიც?“ ნაწილი 1
პანის არქეტიპი და მისი გავლენა მასობრივ ცნობიერებაზე
ყველას, ვინც დაინტერესებულია იუნგიური ფსიქოლოგიით და თვითგანვითარებით, სიღრმისეული ფსიქოლოგიის ასოციაცია „ტეურუნგი“ სთავაზობს პროექტს „ბედის არქეტიპები“.
ჩვენი შეხვედრები იმართება პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. მონაწილეობა უფასოა.
„ბედის არქეტიპები“ - განსაკუთრებული ჯგუფური ფსიქოლოგიური სივრცეა თვითშეცნობის, პიროვნული განვითარების, ფსიქოლოგიური კულტურის გაზრდის, ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.
იმისათვის, რომ იყოთ ჩვენი ღონისძიებების კურსში, შემოგვიერთდით Viber-ში: http://bit.ly/teurung-viber ან შეავსეთ ანკეტა: https://goo.gl/UiCGic
უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გვერდზე Facebook-ში დაYouTube-ის არხზე : http://bit.ly/youtube_teurung

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised