вторник, 7 июля 2020 г.

რა საფრთხე მოაქვს დედამიწისთვის მზის მინიმუმს ,მეცნიერები: მომდევნო 30 წლის განმავლობაში დედამიწას ახალი გამყინვარების პერიოდი ელოდება

რა საფრთხე მოაქვს დედამიწისთვის მზის მინიმუმს

მზეზე თითქმის არ არის ლაქები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მნათობი მზის მინიმუმის ფაზაში შევიდა. რას მოუტანს ეს დედამიწის მოსახლეობას?
მზის მინიმუმი ხდება 11 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მზის აქტივობა მინიმალურია. მასზე არ არის ლაქები ან აფეთქებები. მაგრამ, ვინც თვლის, რომ ამ მდგომარეობაში  არაფერია საინტერესო, ძალიან ცდება.
მზის მინიმუმი ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. რაც უფრო გრძელი და მშვიდია ის, მით უფრო აქტიური იქნება მზე მის შემდეგ. ამგვარი მშვიდი პერიოდის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, კოსმოსური აფეთქებები და მაგნიტური ქარიშხალი ძალიან ინტენსიური იქნება.
ამან შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები ორბიტალური თანამგზავრების მუშაობაში და ასტრონავტებისთვის, აგრეთვე დედამიწაზე ელექტროქსელების ლოკალური გამორთვა. ასტროფიზიკოსების ვარაუდით, ამ ყველაფრის უნდა ველოდოთ მომდევნო კალენდარულ წელს.
მზის მინიმუმის დასრულებამ შესაძლოა კიდევ ერთი პრობლემა შექმნას. საქმე იმაშია, რომ „მშვიდი მზის“ დროს დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა მცირდება, ხოლო როდესაც მინიმუმი მთავრდება, პირიქით, იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა ნამდვილად უჭირს კაცობრიობას, ძალიან რთული წლები გველის.

მეცნიერები: მომდევნო 30 წლის განმავლობაში დედამიწას ახალი გამყინვარების პერიოდი ელოდება 

         არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ჩრდილოეთ რაიონში ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა -50 ° C- მდე  დაეცემა.

მინსკი, 3 თებერვალი – Sputnik.  მომდევნო 30 წლის განმავლობაში დედამიწა შესაძლოა გამყინვარების ახალი პერიოდის წინაშე აღმოჩნდეს შემდეგი მომავალი „მზის მინიმუმის“ დაწყების გამო, აღნიშნავს ნორტუმბრიის უნივერსიტეტის ექსპერტი ვალენტინა ჟარკოვა,  წერს გაზეთი The Sun.
მისი თქმით, პლანეტა მალე შევა მზის ჰიბერნაციის ახალ პერიოდში - მისი აქტიურობა ბოლო 200 წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცემა. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს საშუალო ტემპერატურის ვარდნას 1 ° C-ით.
”მზის ზედაპირზე ნაკლები ლაქა შეიქმნება და, შესაბამისად, დედამიწა ნაკლებ ენერგიას მიიღებს“, - აღნიშნავს ჟარკოვა.
მოახლოებული მზის დიდი მინიმუმი ხდება 400 წელიწადში ერთხელ და მხოლოდ 2053 წელს დასრულდება. მოსალოდნელია, რომ ამ დრომდე ზამთარი უფრო ცივი და ნოტიო იქნება, უფრო გრილი ამინდი იქნება ზაფხულში. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ჩრდილოეთ რაიონში ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა -50 ° C- მდე დაეცემა.
 მაგრამ გამოცემის ინფორმაციით, ყველა მეცნიერი არ იზიარებს ამ მოსაზრებას: პროფესორი მეთიუ ოუენსი რედინგის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ მზის მინიმუმის გავლენა კომპენსირებული იქნება ვულკანური ამოფრქვევების შედეგებით და ადამიანის საქმიანობით, რაც დაკავშირებულია ნახშირორჟანგის აირის ატმოსფეროში ამოფრქვევასთან.

==========

მზე შედის „მზის მინიმუმში“, მაგრამ დედამიწა თავიდან აიცილებს კიდევ ერთ „მცირე გამყინვარების პერიოდს“
მზის მინიმუმი მზის ლაქების ციკლის ნაწილია, ისინი მიუთითებენ ვარსკვლავების აქტივობის ზრდაზე.
კოსმოსური სხივები - მაღალი პოტენციური ენერგიის ნაწილაკებია, რომლებიც მოძრაობენ სივრცეში სინათლის სიჩქარით - ძლიერდებიან, რადგან მზე შედის „მზის მინიმუმში“. ეს შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს კოსმონავტებისთვის და ახალი ქარიშხლები გამოიწვიოს.
მიზეზი იმისა, თუ რატომ ძლიერდება სხივები, მდგომარეობს მზის ლაქების - მუქი ლაქების არარსებობაში, რომლებიც მზის ზედაპირზე ჩნდება. ისინი გამოწვეულია მაგნიტური ველებით, რომლებიც ანათებენ დედამიწას რენტგენული და ულტრაიისფერი გამოსხივებით.
დინ პესნელის (Dean Pesnell) თქმით ნასა-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენის ცენტრიდან, მზის მინიმუმი, რომელიც წარმოადგენს „მზის სხივების რეგულარული ციკლის ნაწილს“, ნიშნავს, რომ მზის მაგნიტური ველი სუსტია. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ უფრო მეტი კოსმოსური სხივი მოხვდება მზის სისტემაში.
 „ნეიტრონული გათვლები ოულუს უნივერსიტეტის სოდანკულის (Sodankyla) გეოფიზიკური ობსერვატორიიდან ცხადყოფენ, რომ კოსმოსური სხივები, რომლებიც 2020 წელს დედამიწას მიაღწევენ, თითქმის ყველაზე ინტენსიურია კოსმოსური ერის ისტორიაში“, - წერს დოქტორი ტონი ფილიპსი (Dr. Tony Phillips) თავის ვებ–საიტზე.
 „ჯერ-ჯერობით წელს მზე დარჩა სუფთა დროის 76%-ის განმავლობაში, ხოლო კოსმოსურ ეპოქაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა მხოლოდ ერთხელ. გასულ წელს მზე ცარიელი იყო დროის 77%. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში რეკორდული სისუფთავე მზის ძალიან ღრმა მინიმუმია“, - აკეთებს კომენტარს ფილიპსი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ზედმეტი კოსმოსური სხივები ... გავლენას ახდენენ დედამიწის ზედა ატმოსფეროს ელექტროქიმიაზე და შეიძლება ელვა გამოიწვიონ“.
ზოგი მიიჩნევს, რომ მზის გამოსხივების ინტენსივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს „მცირე გამყინვარების პერიოდი“, მსგავსი იმისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე–14 – მე–19 საუკუნეებამდე პერიოდში, ასევე მთის მყინვარწვერის გაფართოებასთან ერთად ევროპის ალპებში, ახალ ზელანდიასა და ალასკაში სხვა წერტილებთან ერთად. ასევე აღინიშნა ტემპერატურის ზოგადი ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
 მაგრამ ეს ვარაუდებიც სადავოა, რადგანაც კვლევებმა აჩვენა, რომ „მრავალგვარ ფაქტორს, განსაკუთრებით ვულკანურ აქტიურობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტემპერატურის დაწევისთვის“ და რომ „ზოგადი მზის გამოსხივების დაქვეითებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყო კლიმატურ ცვლილებებს ... დაახლოებით იგივე ზომით, როგორც მიწათსარგებლობის მეთოდების განვითარებამ“.
ნასა-ში ასევე მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა: „მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ მზის აქტიურობას, ვარაუდობენ, რომ კლიმატზე ზემოქმედება გავლენის  შეიძლება განისაზღვროს მნიშვნელობით იყოს -0.1 ვტ/მ2 – ის იმდენივეა, რამდენსაც  იწვევს ნახშირორჟანგის გაზის (CO2) კონცენტრაციის სამწლიანი ზრდა“.
„ამრიგად, ახალი დიდი მზის მინიმუმი, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული რამდენიმე წლის დათბობის კომპენსაციას შეუწყობს ხელს. სათბურის გაზების ამოფრქვევა ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ექვსჯერ უფრო მეტ დათბობას იწვევს, ვიდრე აცივება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული დიდი მზის მინიმუმის ათწლეულები“,- განმარტავენ კოსმოსურ სააგენტოში.
იმ დროს, როდესაც დოქტორი ფილიპსი მიიჩნევს, რომ წინ „რეკორდული“ პერიოდია ლაქების გარეშე, სხვები სადავოდ მიიჩნევდნენ ამ მტკიცებულებას. „ზოგიერთმა სპეციალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მზის ციკლის ქცევა ძალიან სუსტია. მაგრამ მასში უკიდურესად სუსტი არაფერია - იქნებ ის ყველაზე სუსტია მზის უკანასკნელ ბოლო ოთხ ციკლში“, - განმარტავს ალექსანდრ შაპირო (Alexander Shapiro), გერმანიაში მაქს პლანკის სახელობის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერი, და დასძენს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში (დაახლოებით მზის ოთხი ციკლი) მზე უჩვეულოდ აქტიური იყო.
თუმცა დედამიწაზე ამ ცვლილების შედეგები შეიძლება არც ისე საგრძნობი იყოს, ასტრონავტები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. „მზის მინიმუმის დროს, მზის მაგნიტური ველი სუსტდება და უზრუნველყოფს ნაკლებ დაცვას ამ კოსმოსური სხივებისგან. აქედან გამომდინარეობს გაზრდილი საფრთხე მათთვის, ვინც მუშაობს კოსმოსში“, - განმარტავს პესნელი.



მზის მინიმუმმა“  შეიძლება გამოიწვიოს სიცივე, მიწისძვრა და შიმშილი
მზე შედის „მზის მინიმუმის“ პერიოდში, მისი აქტივობა მკვეთრად დაეცა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცივე, მიწისძვრა და შიმშილი, იუწყება The Sun. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მზის „რეცესიის“ ყველაზე ღრმა ოდესმე შემჩნეულ მზის „რეცესიის“ პერიოდებს, რადგან მზის ლაქები  პრაქტიკულად გაქრა.
ასტრონომის, დოქტორი ტონი ფილიპსის თქმით, მზის ლაქების  გამოანგარიშება მეტყველებს იმაზე, რომ „მზის მინიმუმის“ პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა გასულ საუკუნეში. მზის მაგნიტური ველი გახდა სუსტი, რაც საშუალებას აძლევს კოსმოსურ სხივებს შეაღწიონ მზის სისტემაში.
ნასა-ს მეცნიერები შიშობენ „დალტონის მინიმუმის“ გამეორებას, რომელიც მოხდა 1790-1830 წლებში და გამოიწვია ძლიერი სიცივე, მოსავლის დაკარგვა, შიმშილი და ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები.
20 წლის განმავლობაში ტემპერატურის დაქვეითებამ 2°С-ით გამოიწვია პრობლემები საკვები პროდუქტების მსოფლიო წარმოებაში და ე.წ. წელიწადი ზაფხულის გარეშე 1816 წელს, როდესაც ივლისში თოვლიც კი მოვიდა.
1815 წლის 10 აპრილს ინდონეზიაში ტამბორას მთაზე მოხდა სიდიდით მეორე ვულკანური ამოფრქვევა 2 ათასი წლის მანძილზე, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 71 ათასი ადამიანი.

მზის აქტივობის კიდევ ერთმა მინიმუმმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური აცივება
მზის აქტივობის შემდეგი მინიმუმი მოსალოდნელია 2030-დან 2040 წლამდე პერიოდში. ამავე დროს, აქტიურობის მაჩვენებლები XVII საუკუნის დასასრულის მინიმუმის ანალოგიური იქნება, როდესაც მოხდა ახალი ეპოქის ყველაზე სერიოზული აცივება. ასეთია სამეცნიერო ჯგუფის გამოთვლების შედეგი, რომელშიც შევიდნენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები და ასტრონომები. კვლევის შედეგები მეცნიერებმა წარმოადგინეს National Astronomy Meeting-ის კონფერენციაზე ლლანდიდნოში, უელსი, დიდი  ბრიტანეთი.
ავტორებმა შეიმუშავეს მზის დინამოს მოდელი ორი ფენით და მერიდიონალური ცირკულაციით. მიღებული ფორმულები გამოყენებული იქნა წარსულში აქტიურობის პროგნოზირებისთვის, 1200 წლიდან, და მომავალში - 3200-მდე. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორის, მეცნიერებათა კანდიდატის, ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის ელენა პოპოვას თქმით, მაგნიტური აქტივობის პროგნოზი 24-ე მზის ციკლში, რომელიც 2008 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება, შეადგენს 97 პროცენტიან სიზუსტეს დაკვირვებებთან შედარებით .
 ნაშრომის მთავარი შედეგია მტკიცება, რომ 26-ე მზის ციკლი, რომელიც დაახლოებით 2030 წლიდან დაიწყება, აღნიშნავს მზის მინიმალურ აქტივობას. ეს ციკლი შეიძლება გახდეს მაუნდერის მინიმუმის ანალოგი, რომელიც თარიღდება შუალედით დაახლოებით 1645 წლიდან 1715 წლამდე. ასტრონომის ედუარდ უოლტერ მაუნდერის გამოთვლებით, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 50 მზის ლაქა დაფიქსირდა, ჩვეულებრივი 40-50 ათასის ნაცვლად. მაუნდერის მინიმუმი დროში ემთხვევა ბოლო 2000 წლის ყველაზე ცივ ეპიზოდს - ე.წ. პატარა გამყინვარების პერიოდს.
მზის მინიმალური აქტივობის ახალი ციკლი, წარმოდგენილი ნამუშევრის მიხედვით, გაცილებით მოკლე იქნება, ვიდრე მაუნდერის მინიმუმი, რომელიც გაგრძელდა 55-60 წელს. მწვავე ფაზა დაემთხვევა 26-ე ციკლს, ხოლო მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 30 წლისა და დაფიქსირდება 25–27 ციკლებში. შემდეგ მზის აქტივობა დაიწყებს ზრდას.

==========
მაუნდერის მინიმუმი - როდის უნდა ველოდოთ?

 მზის აქტიურობაზე ციკლურმა დაკვირვებამ, რომელსაც აქვს 11-წლიანი პერიოდი, მეცნიერებს მისცა დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ 2030 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება მკვეთრად აცივდეს. ამ მოვლენას „მყინვარის მინი პერიოდს“ უწოდებენ. უკანასკნელად ტემპერატურის ასეთი ვარდნა დაფიქსირდა 1645 წელს. მაშინ გაიყინა წყალი მდინარე ტემზას კალაპოტში. ამ ფენომენს ეწოდა მაუნდერის მინიმუმი. პერიოდი გაგრძელდა 1715 წლამდე.
 მზის ციკლები შეიძლება შევიდნენ რეზონანსში და გააძლიერონ მნათობის მოქმედება, ან პირიქით, აღმოჩნდნენ  ანტიფაზაში და შეამცირონ მზის აქტივობა მინიმუმამდე. 2030-დან 2040 წლამდე დაიწყება 26-ე მზის ციკლი, რამაც შეიძლება ბოლო 300 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ყინვები გამოიწვიოს. მაუნდერის ახალი მინიმუმის შედეგები ახლანდელი კლიმატისთვის შეიძლება არაპროგნოზირებადი გახდეს.
ამავე დროს, 2013 წელს გამოქვეყნდა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები, რომლის თანახმად მზის აქტივობა არ არის კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი ჩვენს პლანეტაზე, ასე რომ არ უნდა ველოდოთ დედამიწაზე არანორმალურად დაბალ ტემპერატურას მზის ციკლის ქვედა საზღვრის დროს.
დიდხანს ლოდინი არ დაგვრჩენია - ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო!


https://scitechdaily.com/the-most-popular-textbook-example-of-punctuated-evolution-has-been-debunked-by-researchers/

https://m.uz.sputniknews.ru/radio/20200627/14430523/My-vse-umrem-Kosmicheskaya-pogoda-kak-Zemlya-meshaet-Solntsu-nas-unichtozhit.html?mobile_return=no
https://grandsolarminimum.com/catastrophic-grand-solar-minimum-risks/
https://www.cheltv.ru/magnitnaya-anomaliya-zemlya/
https://zen.yandex.ru/media/id/5a73763ea936f4b89f6e4d0c/v-zasekrechennyh-arhivah-cru-obnarujili-knigu-s-drugoi-istoriei-iisusa-hrista-5cbf81c4bc785500b3b6f287

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised