вторник, 21 июля 2020 г.

5 კატაკლიზმა, რომელმაც შეცვალა ისტორია


5 კატაკლიზმა, რომელმაც შეცვალა ისტორია
ბუნებრივი კატაკლიზმები კაცობრიობის ისტორიის განსაკუთრებული შემქმნელები არიან. მათი ყოვლისშემძლე „ფუნჯის“ წყალობით, იცვლებოდა კლიმატი, იღუპებოდა დიდი ცივილიზაციები, მიმდინარეობდა ხალხთა მასშტაბური გადასახლება. მაშინ, ძველ დროში, ასეთი კატასტროფები ღმერთების სასჯელად ითვლებოდა. ციურნი, თქმულების თანახმად, ასე ანადგურებდნენ გაამპარტავნებულ ადამიანებს. როგორც, მაგალითად, ეს დაემართა კრეტანურ-მინოსურ ცივილიზაციას. და, ალბათ, ლეგენდარულ ატლანტიდას.
სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა

ეს მოვლენა თარიღდება ძვ. წ. 1645–1600 წლებით (ისტორიკოსთა აზრი განსხვავებულია). ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან გამოიწვია დაახლოებით 100 მეტრიანი სიმაღლის ცუნამი. ფერფლის ღრუბელი გავრცელდა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე.
ვულკანის ამოფრქვევის დროისთვის კრეტას უძველესი მოსახლეობა ერთ-ერთ საუკეთესო მეზღვაურებად და ვაჭრად ითვლებოდა, ხოლო მათი ფლოტი კი ეგეოსის ზღვის მთავარი ძალა იყო. მთავარი ქალაქი მდებარეობდა კუნძულ ტირაზე (ფერა), სანტორის მთის ძირში.
როდესაც მიწისძვრა დაიწყო, მოსახლეობა გემებზე ავიდა და კუნძული დატოვა. ვულკანმა კი ვერ გაუძლო საკუთარ წონას, და დაცარიელებულ დასახლებებთან ერთად წყალქვეშ ჩაიძირა. ამ  კატასტროფის გამო დაიღუპა მთელი ცივილიზაცია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა უმოკლეს დროში. ძლიერ დაზიანდა  კრეტაც. სწორედ მას დაატყდა გიგანტური ცუნამი.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სწორედ კუნძულ ტირაზე მდებარეობდა პლატონის მიერ აღწერილი ლეგენდარული ატლანტიდა. ასევე ამოფრქვევას უკავშირებენ ერთ ბიბლიურ ეპიზოდს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ცეცხლის სვეტი, რომელიც მოსემ დაინახა, სანტორინის ამოფრქვევა იყო. ზღვა კი იმის გამო გაიპო, რომ კუნძული წყალში ჩაიძირა, რადგან ამან გამოიწვია უზარმაზარი ცუნამი. მართალია, ბევრი არ ეთანხმება ამას. რადგან ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი კატასტროფა ვერ შეძლებდა გავლენას წითელ ზღვაში არსებულ სიტუაციაზე.
 
პომპეის უკანასკნელი დღე

რომაელთა ქალაქ პომპეის მაცხოვრებლები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი სახლების ზემოთ მდებარე მთა ვულკანი იყო. მხოლოდ დაძინებულენს. რადგან მწვერვალიც კი ხშირი ხეებით იყო დაფარული. მისი უცნაური ფორმა, თითქოს შიგნით შეწეული, არ იწვევდა ეჭვს.
საინტერესოა, რომ ერთხელ პომპეიში იმყოფებოდა არისტოტელე. ეს მოხდა ვეზუვის გაღვიძებამდე დიდი ხნით ადრე. უჩვეულო მთამ მისი ეჭვი გამოიწვია და მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ვულკანია. ბერძენმა თავისი მოსაზრება ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარა. მაგრამ, რა თქმა უნდა,  მას ყური არავინ ათხოვა.
მართალია, ერთ დღეს ვეზუვიმ გადაწყვიტა პომპეის მოსახლეობის გაფრთხილება, რომ მოვიდა აქედან მოშორებით წასვლის დრო. ეს მოხდა ჩვენი წელთაღირცხვის 62 წლის 5 თებერვალს. მაგრამ ხალხმა უგულებელყო მოსალოდნელი კატაკლიზმის ნიშნები. თუმცა ტაციტუსმა აღწერა ეს მოვლენა თავის „ანალებში“.
ამოფრქვევა, რომელიც ლეგენდარული გახდა, მოხდა ჩვენი წელთაღირცხვის 79 წლის 24 აგვისტოს. დაახლოებით ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. პლინიუს უმცროსი წერდა: „დიდი შავი ღრუბელი სწრაფად მიიწევდა წინ... იქიდან დროდადრო გამოჩნდებოდა ცეცხლის გრძელი, ფანტასტიკური ენები, რომლებიც ელვას ჰგავდა, ოღონდ  გაცილებით დიდი იყო“.
მსხვერპლის რაოდენობის დადგენა რთულია. მაგრამ ნამდვილად 2 ათასზე მეტი ადამიანია. ქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მოახერხა თავის დაღწევა. სხვათა შორის, იმ დღეს დაიღუპა არა მხოლოდ ეს ქალაქი, არამედ კიდევ ორი ​​- ჰერკულანუმი და სტაბია.

კრაკატაუ
მალაის არქიპელაგის ვულკანმა ხმამაღლა ამცნო თავის შესახებ 1883 წლის 27 აგვისტოს. კრაკატაუს ამოფრქვევა კაცობრიობის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დამანგრეველია. აფეთქების გამო გაჩნდა დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლის ცუნამი. ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 40 ათასი ადამიანი და ზღვაში ჩაიტანა  დაახლოებით სამასი ქალაქი.
სპეციალისტების შეფასებით, კრაკატაუს აფეთქების ძალა 10 ათასჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის აფეთქების ძალას.
ცნობილია, რომ ვულკანი მანამდეც აწყობდა „აჯანყებას“. ვულკანოლოგთა ვარაუდით, ჯერ კიდევ 535 წელს კრაკატაუს ამოფრქვევამ გამოიწვია მძლავრი კლიმატური შედეგები პლანეტაზე. ამას ასევე ადასტურებენ დენდროქრონოლოგიები, რომლებიც შეისწავლიდნენ უძველესი ხეების წლიურ რგოლებს. ითვლება, რომ ამ ამოფრქვევამ ხელი შეუწყო ზონდის სრუტის გაჩენას, რომელმაც შუაზე გაყო იავა და სუმატრა.
 
მიწისძვრა შენსიში
კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი მიწისძვრა მოხდა 1556 წელს. შენსის პროვინციაში, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში. სპეციალისტების აზრით, მიწისძვრა 11 ბალიანი იყო.
მთლიანად დაინგრა ეპიცენტრიდან ათას ხუთას კილომეტრში მდინარე ვეიხეს ხეობაში მდებარე ტერიტორია. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, მიწისძვრის შედეგად 800 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავად შენსის პროვინცია მრავალი წლის განმავლობაში დაცარიელებული იყო. ხალხს უბრალოდ ეშინოდა იქ დასახლებულიყო.

წყალდიდობა ჩინეთში
საშინელი სტიქიური უბედურება 1931 წელს თავს დაატყდა ჩინეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილს. მაშინ ძლიერი წყალდიდობის გამო დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 50 მილიონზე მეტი ძლიერად დაზიანდა და დაკარგა მთელი ქონება.
მაგრამ კატაკლიზმამდე უპრეცედენტო გვალვა დაატყდა ამ ტერიტორიებს, რომელიც გაგრძელდა 1928 წლიდან 1930 წლამდე. შემდეგ ბუნებამ ხუმრობა გადაწყვიტა. 1930-1931 წლების ზამთარი ძალიან მკაცრი და თოვლიანი აღმოჩნდა. გაზაფხულზე დაიწყო წვიმები. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ აგვისტოს ბოლოს ყველაზე დიდი მდინარეები - იანცზი, ჰუანხე და ჰუაიხე ადიდდა.
 ძალიან სწრაფად წყალმა მიაღწია დიდ არხს, დაანგრია კაშხლები და წამში დაიხრჩო 200 ათასი ადამიანი. დაღუპულთა დიდი რაოდენობის გამო მათ დამარხვას ვერ ასწრებდნენ.  ტიფისა და ქოლერის გავრცელება დაიწყო. მალე კარანტინს დაემატა საშინელი შიმშილი, რამაც კანიბალიზმი გამოიწვია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised