вторник, 21 июля 2020 г.

ეპიდემია და ინფოდემია ფსიქოლოგი ალექსანდრე ასმოლოვი

ეპიდემია და ინფოდემია

როგორ გავუმკლავდეთ პანიკის ვირუსს? საუბრობენ ფსიქოლოგი ალექსანდრე ასმოლოვი და ჟურნალისტი მაქსიმ კაშულინსკი

კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა გლობალური დღის წესრიგი და თითოეული ადამიანის ცხოვრება, გახდა მთავარი სიახლე მედიაში.
 პარალელურად იზრდება ინფოდემია: დეზინფორმაციების, ჭორების, ნავარაუდევისა, ხმის დაგდების, პანიკის, უარყოფის ტალღა.
 ეპიდემიის პირობებში კონსპიროლოგიურ თეორიებს და მკურნალობის საეჭვო მეთოდებს, რომლებსაც ზოგჯერ პრესაში გვთავაზობენ, მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლიათ.
 ასეთ სიტუაციაში, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მიიღოს მკაფიო და გააზრებული გადაწყვეტილებები და გამოიწვიოს ნდობა საზოგადოებაში.
 როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კრიზისი, ის ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს შანსი თავიდან გაიაზროს ბევრი რამ თავის და მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.

სერგეი მედვედევი:  კორონავირუსის პანდემია მოაბიჯებს პლანეტაზე. ჩვენი სამყარო უკვე შეიცვალა და შეიძლება არასოდეს იყოს უწინდელი. შეიცვალა გლობალური ატმოსფერო, შეიცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრება. და ვირუსის ტალღის პარალელურად კიდევ ერთი ტალღა იზრდება - ინფოდემია, ჭორების, სპეკულაციების, პანიკის, უარყოფის მეორე ტალღა. როგორ გავუმკლავდეთ პანიკას? როგორ მოვაწყოთ ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევის ეფექტური სტრატეგიების ორგანიზება?
კორესპონდენტი:  მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე გამოჩნდა ინფოდემიის ცნება - სპეკულაციები, ჭორები და დეზინფორმაცია ვირუსის შესახებ. შტამისგან განსხვავებით, შეუიარათებელი თვალით მისი დანახვა შესაძლებელია: სოციალურ ქსელებში, მესენჯერებში ცირკულირებს უამრავი ცრუ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა ვირუსი, როგორ ხდება მისი გადაცემა, დაავადებულთან არსებული ვითარების და ბრძოლის აუცილებელი ზომების და პროფილაქტიკის  შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად მიიჩნევს ინფოდემიას ძალიან სერიოზულ საფრთხედ. კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გაზვიადებას და დამახინჯებას არ თაკილობენ არც სოციალური ქსელების მომხმარებლები და არც ზოგიერთი მედია. ეპიდემიის პირობებში კონსპიროლოგიურ თეორიებს და საეჭვო თერაპიებს  მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ. ბოლო მაგალითია - სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრასნოდარში ვერტმფრენებიდან ქიმიკატების დაფრქვევას აპირებენ, და მიზანშეწონილია საღამოს ფანჯრების დახურვა. ასეთი ინფორმაცია ქმნის ზედმეტ პანიკას მოსახლეობაში, ხოლო ოფიციალური ინფორმაციის წყაროებისადმი უნდობლობის პირობებში მას შეუძლია ზიანის მოტანა.
სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი უარყოფა, პირიქით, აღიქმება, როგორც მოქმედების სიგნალი. ითქვა, რომ პროდუქტებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება, დეფიციტი არ არის მოსალოდნელი და საჭირო არ არის სასწრაფოდ წიწიბურისა და კონსერვების შეძენა? შედეგად მივიღეთ  მაღაზიებში რიგები, სუპერმარკეტებში დაცარიელებული თაროები ...
სერგეი მედვედევი: ჩვენთან სტუმრად არის ჟურნალისტი, Reminder-ის გამომცემელი მაქსიმ კაშულინსკი, და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პიროვნების ფსიქოლოგიის კათედრის გამგე ალექსანდრ ასმოლოვი.
თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ტუალეტის ქაღალდის პარადოქსი? რატომ სწორედ მის გამო გამოთქვამენ ადამიანები  შეშფოთებას?
ალექსანდრ ასმოლოვი:  ტუალეტის ქაღალდი ჰიგიენის, სისუფთავის ერთ–ერთი სიმბოლოა. როდესაც პლანეტარულ ფობიას (ეს ტერმინი კარლ იუნგს ეკუთვნის) გადააწყდებიან, ადამიანები იწყებენ თავის დაცვას ამ სიტუაციისგან. ინფოდემია ავსებს სიტუაციის გაგების ნაკლებობას, და ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა საკმაოდ კონკრეტული და მკაფიო ფსიქოლოგიური და სოციალური მოქმედებები.
სერგეი მედვედევი:  იქნებ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ რაიმე სახის სიმბოლოები, რომლითაც ისინი გარე სამყაროს ემიჯნებიან? ტუალეტის ქაღალდი კი ისეთივე რბილია, როგორც დამამშვიდებელი ბალიში.
მაქსიმ კაშულინსკი: დაგეთანხმებით. უფრო მეტიც, ყოველ შემთხვევისთვის, მე გადავწყვიტე ტუალეტის ქაღალდის მცირე მარაგი გამეკეთებინა.
სერგეი მედვედევი:  შესაძლებელია თუ არა ეპიდემიის განცალკევება ინფოდემიისგან, ობიექტური ინფორმაციის  სუბიექტური პანიკისგან იმ გლობალურ კრიზისში, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს: ბაზრების დაცემაში, მასობრივ პანიკაში, რომლის ტალღებიც ერთმანეთის მიყოლებით მიგორავს?
        ალექსანდრ ასმოლოვი: მათი განცალკევება შეუძლებელია. ჩვენს გონებაში ისინი სიმბიოზში იმყოფებიან, რადგან, პირველ რიგში, კორონავირუსი მოქმედებს, როგორც დრამატულ შედეგებთან დაკავშირებული ნიშანი. მე კითხვას სხვაგვარად დავაყენებდი: კონკრეტულად რომელი სოციალური ფსიქოთერაპია არის აუცილებელი, რომ არ წარმოიქნას ისეთი რამ, რაც გამოიწვევს სტრესული ან პანიკური რეაქციების კიდევ უფრო დიდ ესკალაციას, პანიკის შეტევებს. იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და ყველაფერი კარგად იქნება, რაც მხოლოდ უფრო დიდ შფოთვას იწვევს, შეიძლება ნორმალური ეფექტების ორგანიზება. ერთ-ერთი მათგანია სავსე ვიტრინების ეფექტი. ჩვენ რომ მიგვეღწია იმისთვის, რომ არ ყოფილიყო დეფიციტის შევსების მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემა, და მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ ყველა მაღაზიას აქვს ყველაფერი, მაშინ ეს ინფოდემიის საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
მეორე მომენტი. საკარანტინო სიტუაციებში, როდესაც წარმოიქმნება დეპრივაცია, არსებობს სატელევიზიო პროგრამების, ინტერნეტ–პროგრამების, ქსელური ჟურნალების ასორტიმენტის გაფართოების უნიკალური შესაძლებლობა, რომლებიც ადრე ჩვენს კულტურაში უფრო მზარდ ფონს წარმოადგენდა, ხოლო პანდემიური სიტუაციის დროს ისინი მნიშვნელობას იძენენ: მოულოდნელად ვიღაცამ გადატრიალა ეს ბერკეტი. პარადოქსული რეაქციაა. ერთმა კოლეგამ თქვა: „როგორ კარგად და თავისუფლად ვიმგზავრე დღეს მეტროში!“ და მის ტუჩებზე მშვიდი ნაზი ღიმილი თამაშობდა. ჩვენი ქცევა პოულობს კრიზისული სიტუაციების დაძლევის პარადოქსულ ფორმებს.
სერგეი მედვედევი: ისეთი მემებიც გაჩნდა, რომ ახლა ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი Zewa, თითქოს მზად არის შეიძინოს Facebook-ის და Apple-ს აქციები, მე კი ვფიქრობ, უფრო ავიაკომპანიების. ამასთან დაკავშირებით ონლაინ სერვისებმა და არამარტო მიმდინარე წელს, არამედ, პრინციპში, ძალიან ძლიერი აჩქარება უნდა განიცადონ. დღეს ძალიან ბევრი უზრუნველყოფს უფასო წვდომას, მაგრამ ახლა ონლაინმა უნდა გაიაროს მეორე დაბადება.
მაქსიმ კაშულინსკი:  რასაკვირველია, ამით ყველა თამაშობს, მათ შორის გარკვეული საგანმანათლებლო და გასართობი სერვისებიც, რადგან ახლა  საზოგადოება კარგავს იმას, რაც ადამიანებს აკავშირებდა. ხალხი ჩაკეტილია საკუთარ ბინებში, და მათ რაღაცის გაკეთება სჭირდებათ. აქ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე. ვიღაც ამ დროს დახარჯავს საკუთარი თავის სასარგებლოდ, ვიღაც - არა.
როდესაც მედიაზე და ინფორმაციის გავრცელებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვყავს არა მხოლოდ მედია. ახლა ინფორმაციის გამვრცელებელი, ისევე როგორც მიმღები, შეიძლება იყოს ნებისმიერი, ხოლო სოციალური პლატფორმები („ტვიტერი“, „ფეისბუკი“ და ა.შ.) იძლევა ამ ინფორმაციების გავრცელების, ანუ მისი ტრანსლაციის  საშუალებას მილიონიან აუდიტორიაზე. ამასთან ყველა ინფორმაცია, რომელსაც სმარტფონზე ვხედავთ, ერთნაირად ლამაზად გამოიყურება. თუ ეს „ინსტაგრამის“ ან „ტვიტერის“ დიზაინშია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერა ის, ყველაფერი ზუსტად ერთნაირად გამოიყურება: ეს დაწერა CNN- მა, Wall Street Journal–მა თუ ნებისმიერმა უბრალო ადამიანმა, ვინც თავს ექიმად აცხადებს. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნიადაგზე ჯდება ეს ინფორმაცია. ჩვენ კი ვხედავთ, რა შეტყობინებები ვრცელდება  მესენჯერებისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ისინი ვირუსებივით არიან, განსაკუთრებით წარმატებული, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის შიშებსა და ცრურწმენებზე.
სერგეი მედვედევი:  დიახ, მედია „სუქდება“ ზუსტად ნეგატიურ ინფორმაციაზე. ეს კანონია: ყველაზე დიდი click rate სწორედ ნეგატივიდან მოდის.
მაქსიმ კაშულინსკი:  მედია უფრო დაწერს იმის შესახებ, რომ ვიღაც გარდაიცვალა, ვიდრე იმაზე, რომ ვიღაც გამოჯანმრთელდა. მაგრამ მე მხედველობაში მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ვრცელდება. ახლახან ფეისბუკზე წავიკითხე პოსტი, რომელიც ჩინეთში მცხოვრებმა რუსმა ქალმა  დაწერა. ის წერდა, რომ ჩინეთი გაუმკლავდა კორონავირუსს და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. ამ პოსტს ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია. ამავე დროს, იგი შეიცავს ცრუ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსისგან განკურნება. მიუხედავად ამისა, ეს აღიქმება, როგორც რაღაც მსგავსი მოსაზრებისა, რომელიც ადამიანს უკვე აქვს. ვთქვათ, ადამიანს აქვს მოსაზრება, რომ ნიორი ეხმარება გაციებისა და ვირუსისგან. და თუ ვინმემ საკმაოდ გამართულად დაწერა, რომ მას ნიორი დაეხმარა, ეს ინფორმაცია მაშინვე რეზონანს იძენს და კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება.
არსებობს ორი ძირითადი თემა, რომელიც აღელვებს ადამიანებს: საიდან გაჩნდა ეს და რა უნდა გაკეთდეს. ჩნდება უცხოელთა, სხვა ქვეყნების მიმართ შიში, აზრი, რომ არსებობს საიდუმლო სპეცსამსახურები. ადამიანს ვერ წარმოუდგენია, რომ ვირუსი როგორღაც თავად გაჩნდა ცოცხალ ორგანიზმში, ევოლუციის და მუტაციების ბრმა მექანიზმების წყალობით. ე.ი. ვინმემ ეს მიზანმიმართულად გააკეთა? ვინ? ჩვენი ხალხი ხომ არ გააკეთებდა, ე.ი. უცხოების გაკეთებულია. ამრიგად, ჩნდება ქსენოფობია და კიდევ სხვა რაღაც შიში.
სერგეი მედვედევი : დიახ, ტრადიციული მექანიზმები და არქეტიპები.
მაქსიმ კაშულინსკი:  იგივე ხდება სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებებთან  დაკავშირებით: თუ ნიორია კარგი, ე.ი. კარგია, თუ ცხელი წყალი, ე.ი. ცხელი წყალი.
სერგეი მედვედევი: ყველა წერს, რომ დადგება ზაფხული, ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე აიწევს,  და ვირუსი მოკვდება.
მაქსიმ კაშულინსკი: მაგრამ ამავე დროს, ვირუსი მშვენივრად არსებობს ადამიანის სხეულში, რომლის ტემპერატურაა 36,6.
სერგეი მედვედევი : იგი ვითარდება ტროპიკულ ზონებშიც.
ვისაუბროთ მედიისა და ცალკე ბლოგერების პასუხისმგებლობაზე. ამ დილით ძალიან ძლიერი კადრები დავპოსტე: ბერგამოში უამრავი ადამიანი იღუპება, იქ ვერ ასწრებენ მათ დაკრძალვას და კრემაციას, და კუბოები პირდაპირ ეკლესიებშია მოთავსებული. ეს აბსოლუტურად ბოსხისეული შუასაუკუნეების სურათებია. მე მწერენ: „რატომ ამძაფრებთ სიტუაციას?“ და ამასთან დაკავშირებით მთელი დისკუსია მიმდინარეობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ამ ადამიანებისადმი ემპათიის, თანაგრძნობის გამოვლინების მორალური ვალდებულება. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ: არ მოგწონთ - ნუ უყურებთ ამ ინფორმაციას. რატომ აჩვენებენ ადამიანებს ოსვენციმის ღუმელებს ან ბესლანის  ჭკუაზე შეშლილ დედებს? ეს ძალიან რთული საკითხია.
ალექსანდრ ასმოლოვი:  სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც ახდენს მტრისა და შეთქმულების ძებნის არქეტიპების რეინკარნაციას, ისევ ვთესავთ „ვის წინააღმდეგ მეგობრობთ“. „მაუგლიში“ იყო ე. წ. „წყლის ზავი“, შერხანი მხოლოდ იმიტომ განდევნეს, რომ მან ეს ზავი დაარღვია. აი, რა უნდა გამოცხადდეს! ზოგიერთ ქვეყანაში კრიმინალურ სტრუქტურებსაც კი მიმართავენ და ეუბნებიან: „ამ სიტუაციაში ცოტა ნაკლებად კრიმინალურები იყავით“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
2010 წელს მომხდარმა ხანძარმა გამოავლინა ქსელებში ის, რაზეც კროპოტკინი საუბრობდა: ურთიერთდახმარების უნიკალური პოტენციალი. შეიქმნა ე. წ. „დახმარების ბარათი“. ახლა ჩვენ პირველად აღმოვჩნდით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომელსაც კაცობრიობისთვის შექმნილ ეგზისტენციალურ ტესტს ვუწოდებდი. გავიხსენოთ ჯონ დონის სიტყვები: „ვისთვისაც რეკავს ზარი?“ ჩვენ ახლა პლანეტარული იდენტურობის შემოწმებას გავდივართ.
სერგეი მედვედევი: არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ჩვენ ყველა არქიპელაგის ნაწილები ვართ.
ალექსანდრ ასმოლოვი:  ამ სიტუაციაში თქვენ აჩვენებთ ამ ფოტოებს არა იმიტომ, რომ შეაშინოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ემპათია, დახმარება, თანაგრძნობა. კროპოტკინის წიგნის სათაურია: „ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი ადამიანთა და ცხოველთა სამყაროში“, ხაზს ვუსვამ - კონფლიქტი არა! არსებობს სამი დიდი კონფლიქტოლოგი, რომლებმაც კონფლიქტი გვაჩუქეს: დარვინი, ფროიდი და მარქსი. მაგრამ დღეს წინა პლანზე ურთიერთდახმარების პოტენციალი ჩნდება, ადამიანები იწყებენ ერთმანეთისთვის რჩევების მიცემას და დახმარებას. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ტონიც კი, როდესაც ხალხს ესაუბრები. დოქტორი კომაროვსკი ყოველთვის ამბობს: „კარგი, მეგობრებო, ასე და ასე მოვიქცეთ“. ის კაცობრიობას მიმართავს, როგორც თანამებრძოლებს. და ეს მიმართვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია პლანეტარული ზავის სიტუაციაში.
მხოლოდ ერთად მოქმედებას შეუძლია ახლა შეაჩეროს ნებისმიერი ქსენოფობიური რეაქციები, რაც, სამწუხაროდ, არა მხოლოდ არქეტიპებია, არამედ რეაგირების აქტუალური ტიპები. როდესაც ეს მოხდა ჩინეთში, ჩვენ ისევ მტერს ვეძებდით: „ყველაფერში ჩინელები არიან დამნაშავე“. ტრადიციული კონსპიროლოგიური კონცეფციები იძლევა იმის, რაც ხდება,  მარტივ განმარტებას: ეს მტერია. ეს არის თავის არიდება სირთულეებისგან, რეალური სიტუაციისგან.
სერგეი მედვედევი:  მინდა ვისაუბროთ ამ სიტუაციაში ხელისუფლებისა და ექიმების მიმართ უნდობლობაზე. მე ამას „ჩერნობილის სინდრომს“ ვუწოდებდი. ყველას კარგად გვახსოვს სიცრუისა და დეზინფორმაციის ეს კამპანია: იმისათვის, რომ არ ჩაშლილიყო პირველი მაისის დემონსტრაციები, უამრავი ადამიანი დააინფიცირეს რადიაციით. ჩინელებიც თავიდანვე ასე იქცეოდნენ კორონავირუსთან დაკავშირებით. როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ უნდობლობას? თუ ეს ხელისუფლებისადმი გამართლებული უნდობლობაა, საზოგადოება ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს ყველაზე უარესი სცენარიდან?
       მაქსიმ კაშულინსკი: ეს სწორედ ხელისუფლებისადმი ის უნდობლობაა, რომელიც იმალება სადღაც ღრმად, და ჩვეულებრივ სიტუაციაში ის არ ჩანს. ჩვეულებრივ სიტუაციაში ხელისუფლებისადმი ნდობა სრულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ რამეს, რაც კონკრეტულად არ არის დაკავშირებული პიროვნებასთან. მაგრამ, როდესაც საფრთხე ადამიანს უახლოვდება, ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა იმის ნდობა, რასაც მეუბნებიან?  ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამოცდას აბარებს. და გასაგებია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა ... მაგალითად, ისლანდიამ ყველაზე მეტი ტესტი ჩააბარა ერთ სულ მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ არ მალავენ, თუ ვის ტესტირებენ, როგორი შედეგებია. ამის დასაძლევად ერთადერთი გზა მხოლოდ იმაშია, რომ მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობები აგებულია გამჭვირვალობის საფუძველზე. მაგრამ ეს არ შეიძლება შეიცვალოს არც სამ დღეში, არც ერთ თვეში.
სერგეი მედვედევი: გაუძლებს რუსეთის ხელისუფლება გამჭვირვალობაზე ამ ტესტს? როგორ შეიძლება ნდობის ორგანიზება?
ალექსანდრ ასმოლოვი:  ნდობის ასეთი დიაგნოსტიკა ხელისუფლებასთან მიმართებაში პარადოქსული პროცესია. „ნუ ენდობი მედიცინას, ნუ ენდობი ხელისუფლებას“, ამავე დროს ამ უნდობლობის უკან დგას ის, რომ ხელისუფლებისგან ველოდებით ხსნას და დახმარებას. და ხელისუფლებისთვის ეს ის მომენტია, როდესაც მას შეუძლია ნდობის პოტენციალის გაზრდა. ვისგან ველოდებით ვაქცინის ან ფილტვების ახალი აპარატის შექმნას? პროფესიონალებისგან, მედიცინისგან, ხელისუფლებისგან. ამიტომ ის კოლექტიური სოციალური მოქმედებები, რომელსაც იღებს ხელისუფლება, იქნება პასუხი იმაზე, რაზეც ახლა მაქსიმი საუბრობდა. ახლა იმის დრო არ არის, რომ ერთმანეთს გავეთიშოთ და ვეძებოთ განტევების ვაცი. მხოლოდ სოლიდარობამ, მხოლოდ ერთობლივმა მოქმედებებმა, მხოლოდ „წყლის ზავმა“ ამ სიტყვის ფართო გაგებით შეიძლება აჩვენოს, რომ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ ამ სიტუაციაში ადამიანები ელოდებიან ხელისუფლებისგან გადაწყვეტილებების მიღებას. ამავე დროს, გავიხსენოთ ერიხ ფრომის ნაშრომი „მოტყუებული მოლოდინების რევოლუცია“:  ჩვენ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
სერგეი მედვედევი:  და აქ არა იმდენად  სიტყვების, რამდენადაც მოქმედებების საკითხია.
ადამიანი ელოდება ხელისუფლებისგან გადამწყვეტ მოქმედებებს, თუნდაც სკოლებში კარანტინის შემოღებას. სიგნალები, რომლებსაც გასულ კვირას აგზავნიდნენ, ამ კვირას ცოტათი შეიცვალა, და ისინი განსაცვიფრებლად შერეული იყო: „ჩვენ ვურჩევთ მშობლებს გადაწყვიტონ, ღირს თუ არა შვილების სკოლაში გაგზავნა“, „ჩვენ გირჩევთ უნივერსიტეტების დახურვას“, „ჩვენ გირჩევთ ღონისძიებების რაოდენობის შეზღუდვას“. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც, როდესაც საჭიროა ოპოზიციური მიტინგის დარბევა, უკვე აღარ ურჩევენ, არამედ  უკრძალავენ აპელაციის უფლების  გარეშე.
მაქსიმ კაშულინსკი:  მაგრამ ისინი ასევე გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან. გასაგებია, რომ ნებისმიერ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში იმარჯვებს ის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რაც არ უნდა უცნაური იყოს ის. და თუ ისინი მიღებულია, მაშინ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგრამ სიტუაცია უკიდურესად რთულია, უამრავი ცვლადია. გამოდის, რომ სკოლების დახურვაა საჭირო, მაგრამ არსებობს პლუსებიც და მინუსებიც. ამიტომ მიიღება მხოლოდ სანახევრო გადაწყვეტილებები.
ალექსანდრ ასმოლოვი : სკოლები მთელს ქვეყანაშია დახურული.
სერგეი მედვედევი : მხოლოდ მეორე დღეა.
ალექსანდრ ასმოლოვი: ამას ეწოდება „პასუხისმგებლობის დიფუზია“. კრიტიკულ სიტუაციაში ის უადგილოა, არ შეიძლება უცებ გახდე დემოკრატიული და თქვა: „თქვენ, მშობლებო, თავად მიიღეთ გადაწყვეტილება, წაიყვანოთ თუ არა თქვენი შვილები სკოლაში“. დღეს ყველას დახმარება სჭირდება: ექიმებს, მასწავლებლებს, ბავშვებს - ეს ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს. ჩვენ კი ვიწყებთ იმის გარკვევას, თუ სად არის კონტროლის ლოკუსი, სად არის პასუხისმგებლობის ლოკუსი, და გადაგვაქვს ეს თითოეული ადამიანის ცნობიერებაზე, რომელსაც, ალბათ, არ აქვს ინფორმაციის საჭირო რაოდენობა.
ასევე მნიშვნელოვანია კრიტიკული რეფლექსია მოსახლეობის მხრიდან. რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ სტრესულ სიტუაციაში საუბარი, ჩნდება უამრავი ახალი შესაძლებლობა: ტელევიზიით უნიკალური მაუწყებლობის ასორტიმენტი, უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები პორტალების საშუალებით. ისინი სადღაც წინ იყვნენ, მაგრამ პანდემიის სიტუაციამ უთხრა მათ: საგანმანათლებლო ონლაინ-პროგრამები, ქსელური ჟურნალები, თქვენი გამოსავალი, თქვენი სიტყვა! მშობლების  ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა - თქვენი გამოსავალია!
სერგეი მედვედევი:  მკითხველებმა ფეისბუკში გამახსენეს ციტატა ტერი პრატჩეტის წიგნიდან „საინტერესო დრონი“: „რინსვინდი მშვენივრად იცნობდა პანიკის ამ ოთხ პატარა, საზიზღარ მხედარს. პირველმა სამმა: დეზინფორმაციამ, სმენამ და ჭორმა  ცუდად იციან თავისი საქმე, მაგრამ ეს არაფერია მეოთხე მხედართან შედარებით, რომლის სახელიც უარყოფაა“. უარყოფის ვირუსი:  „მაჩვენეთ გარდაცვლილები, სად არის ცნობები საავადმყოფოდან?“, „ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი იღუპება გრიპისგან“, „100 ათასამდე  ადამიანი დაავადდა, და რა არის 70 ათასი 1,5 მილიარდიანი ჩინეთისთვის? და რა არის 100 ათასი კაცობრიობისთვის, ნახეთ, რამდენი ადამიანი იღუპება გრიპისგან ყოველწლიურად!“ ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს ყველას თავი ქვიშაში აქვს ჩაფლული და ამბობენ: „არა, არა, არაფერი ხდება“.
ალექსანდრ ასმოლოვი:  ასეთ სიტუაციაში ქცევაში ორი სტრატეგია გამოიყოფა. პირველს ეწოდება „სირაქლემას სტრატეგია“, როდესაც ვამბობთ: „თქვენ ამბობთ, რომ მზეზე ლაქებია?! არა, ეს არ შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ასე არ არის!“ მეორე - ეს არის სიფხიზლის სტრატეგია, როდესაც ცვლილებებისადმი მგრძნობელობა იზრდება. უარყოფის უკან არის ძლიერი ფსიქოლოგიური დაცვა, ძალიან ძლიერი არქეტიპული მექანიზმები. მაგრამ, როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, წინა პლანზე სიფხიზლის სტრატეგია დგება. და, დავუბრუნდეთ მმართველ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს: საჭიროა უფრო მკაფიო მოქმედებები, და არა გაწელილი ქცევა.
მაქსიმ კაშულინსკი: ეს ასევე იმ თემაში ჯდება, რომ კაცობრიობამ უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა მთელმა. შეიძლება, რაღაც მომენტში საჭირო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს უარყოფენ, წინ მიიწევენ და, ყველაფრის მიუხედავად, ამ გზით გამოჰყავთ კაცობრიობა კრიზისიდან. და რაღაც მომენტში საჭირო არიან ადამიანები, რომლებიც დამალული იყვნენ, ახლა კი მოთხოვნილები არიან, უფრო მეტად აღშფოთებულები, რომლებსაც ესმით, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, რომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ინფორმაციას, რომ ეს სერიოზულია.
ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა დავწერეთ იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო მოდუნება, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვში დაავადების შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ვიცით. და პირველებმა დავიწყეთ ლაპარაკი სიმპტომებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსის მკურნალობა. ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ სიფხიზლის სტრატეგიას.
ალექსანდრ ასმოლოვი:  დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირველ პლანზე კაცობრიობის ისტორიაში წარსდგება ვიზუალური კულტურა - უკეთესია ჩვენება, ვიდრე ლაპარაკი. მაგალითად, როდესაც მოსკოვში დაიწყეს იმის ჩვენება, თუ როგორ ირეცხებოდა მეტროს ვაგონი, მხოლოდ ეს ჩვენება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ღირებულებით ბევრჯერ უფრო ძლიერი და გამოსადეგი იყო, ვიდრე ჩვენი ასობით ისტორია.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ სიტუაციის გადატანაში. აქ ხელოვნება ეხმარება ამის გადატანაში საკარანტინო სიტუაციაში სახლიდან გაუსვლელად. იყო თითქმის პროგნოზირებადი ფილმი  დანტინ ჰოფმანის მონაწილეობით „ეპიდემია“: იქ ჩვენ ვხედავთ ამ სიტუაციებს, ვხედავთ, როგორ პოულობდნენ გამოსავალს. არის მშვენიერი ნამუშევრები, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ გადალახავენ  ადამიანები კრიზისს.
რით არის საშიში ინფორმაციული შეტევა, რომელიც პანიკას იწვევს? არსებობს ფენომენი სახელწოდებით - „სიკვდილი სიკვდილის მოლოდინისგან“. ინფოდემიის ეფექტს შეუძლია ადამიანების უფრო მასიურად, უფრო ფატალურად წაქცევა, ვიდრე ვირუსის ბუნებრივ ფაქტორს. სტრესულ სიტუაციაში ასევე ხდება ფსიქოსომატური რამ. მაგრამ სიტუაციის სირთულის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება სხვადასხვა მოქმედებების შესაძლებლობები.
სერგეი მედვედევი:  როგორია ამჟამად ყველაზე ეფექტური ფსიქოლოგიური სტრატეგიები კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც აწყდება უცოდინარობას, გაურკვევლობას? ჩვენ აბსოლუტურად არ გვესმის, სად ვიქნებით ერთი კვირის, ერთი თვის შემდეგ. როგორც ვირუსოლოგი ნილ ფერგიუსონი ამბობს, ეპიდემია შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელი, წელიწადნახევარი.
ალექსანდრ ასმოლოვი: თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ გითხრათ, რომ მას ჯიბეში ამ სიტუაციაში, რომელიც აქამდე არასდროს მომხდარა, ქცევის რეცეპტები აქვს, ეჭვი შემეპარებოდა, რომ ამ წინადადებების უკან რეალობა დგას. გასაგებია, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანისთვის აშკარა მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მაგალითად, ახლა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მოხუცები რისკის ჯგუფში  არიან, და ეს ფაქტია. ჩვენ ვამბობთ, რომ  ჩნდება კარანტინის აუცილებლობა. როდის არის ადამიანი მშვიდად? როდესაც მან იცის, რომ კარანტინის სიტუაციაში არსებობს კომპანია „უტკონოსი“, რომელიც პროდუქტებს დაატარებს. სახელმწიფო იღებს და მხარს უჭერს მასობრივ სოციალურ „უტკონოსს“, რომელსაც ნებისმიერი ზარის შედეგად შეუძლია პროდუქტების მიტანა, პირველ რიგში, ხანდაზმული ადამიანებისთვის. როდესაც თქვენ ტოტალური გაურკვევლობის სიტუაციაში მკაფიოდ აცხადებთ,  რომ ეს ცნობილია და ეს გამოიწვევს ამას, ამით თქვენ შეამცირებთ ტოტალურ გაურკვევლობას და დახმარებას გაუწევთ სტრესული სიტუაციიდან გამოსასვლელად.
       მეორე. თუ საკარანტინო სიტუაციაში სახლში დაჯებით და დაელოდებით, თუ რა მოხდება, ჩნდება მარტოობა. ისევ და ისევ, აქ საჭიროა სატელევიზიო და ქსელური ასორტიმენტის უნიკალური შესაძლებლობები. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის აჩვენონ გლობალური Discovery, სასწავლო პროგრამები, რომლებიც მათ განვითარებას უწყობს ხელს და აჩვენებს მათ, რომ  მარტო არ არიან. ტოტალური გაურკვევლობის ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა. როდესაც ადამიანი ხედავს კონკრეტულ სოციალურ ქმედებებს, ხედავს, რომ მასზე ზრუნავენ, რომ ის არ არის მარტო, მიტოვებული, რომ მის გვერდით არიან ისინი, ვინც დაეხმარება, საკუთარ „მე“-ზე დაყრდნობით ამ „მე“-ს ძალა გაიზრდება.
სერგეი მედვედევი: სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერი ნაწილი ყოველთვის ებრძოდა ამ ბიოპოლიტიკას, პოლიციის კონტროლს და ახლა, ფაქტობრივად, სამოქალაქო მოძრაობა არ უნდა იყოს „პუტინო, შემოიყვანე ჯარი“, არამედ „პუტინო, შემოიღე კარანტინი“. მაგრამ პუტინს ჯერჯერობით შემოაქვს ახალი კონსტიტუცია და 22 რიცხვში ხმის მისაცემად   უნდა წავიდეთ.
მაქსიმ კაშულინსკი: ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან, ამიტომ ხშირად გადაწყვეტილებები სანახევრო ხასიათს ატარებენ. იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხმის მიცემაში, მათ მაინც დატოვეს გარკვეული ფანჯარა, და, შეიძლება, გაუქმდეს.
რა თქმა უნდა, საჭიროა გულდასმით მივუდგეთ საინფორმაციო ჰიგიენას. მე გირჩევთ შეარჩიოთ რამდენიმე, სასურველია არც თუ ისე სანდო ინფორმაციის წყარო, გარკვეული მაღალი ხარისხის გამოცემები და უყუროთ, თუ რა ხდება.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მე საკმაოდ მაღალი ნდობა მაქვს მოსკოვის მთავრობის მიმართ. მე ვხედავ, რა გააკეთა მან მანამდე საინფორმაციო კუთხით და მესმის, რომ მათ ჩადებული აქვთ, მათ შორის გამჭვირვალობის მექანიზმი: საჭიროების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ აცნობონ, მიაწოდონ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. და ინსტრუქციებიც კი, რომელსაც აქვეყნებს მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები,  გასაგებად არის დაწერილი.
სერგეი მედვედევი:  სხვათა შორის, გუშინ ექიმმა პაველ ბრენდმა გამოაქვეყნა რეზონანსული პოსტი სოციალურ ქსელებში, სადაც დაწერა: „გაოცებული ვარ, მაგრამ უნდა განვაცხადო მოსკოვის მთავრობისადმი ნდობის შესახებ“. მან ჩამოთვალა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ზომების ნუსხა: მას უთხრეს, რომ გაიხსნება 24 პუნქტი, სადაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე ტესტირება.
მოსკოვს მაინც ბევრი ფული და სამედიცინო რესურსი აქვს. მაგრამ, შეიძლება თმა ყალყზე დაგიდგეს იმის გამო, თუ რა ხდება რეგიონებში, მაგალითად, ციმბირში, სადაც ღია იყო საზღვარი ჩინეთთან და ათასობით ადამიანი გადმოდიოდა ჩვენთან. იქ ადამიანებს უბრალოდ ეუბნებიან: „ჩვენ არ ჩაგიტარებთ ტესტირებას, წადით და დაჯექით სახლში“. შეიძლება მოსკოვმა თავი დაიზღვიოს კარანტინის გზით, მაგრამ რა მოხდება უზარმაზარ ქვეყანაში, ეს სრულიად სხვა  ამბავია.
ალექსანდრ ასმოლოვი: სანდო ინფორმაციის წყაროების რაოდენობა შეზღუდულია. ონკოფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი მიმართულება - მნიშვნელოვანი სხვების პრინციპი, მათი, ვისაც ენდობით, ვინც ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში შეძლებს სასწაულის მოხდენას, თქვენს მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანი, სანდო ინფორმაციის წყაროების გამოყოფა თითოეული ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა. ურწმუნოება, შიში მხოლოდ აძლიერება იმ მოვლენებს, რომლებზეც დღეს ტკივილით ვსაუბრობთ.
სერგეი მედვედევი: დიახ, როგორც ჩანს, შიშისადმი დაპირისპირება შეიძლება მხოლოდ კოლექტიური იყოს.
თუ მკაცრი ზომები იქნება შემოღებული, შეიძლება, რომ ისინი შემდეგ დარჩეს? ახლა ადამიანები მშვიდად აცხადებენ უარს უცხოეთში გამგზავრებაზე: სხვა ქვეყნები დახურულია.
მაქსიმ კაშულინსკი:  მე ამის არ მჯერა. ეს უბრალოდ არავისთვის არის ხელსაყრელი და არც არის საჭირო.
სერგეი მედვედევი: ანუ, ეს დროებითი ზომებია, და ეპიდემიური პოლიციურობა მუდმივი არ გახდება.
ალექსანდრ ასმოლოვი:  მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ ზომების სიმკაცრის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის გაგებული ეს ზომა. უნდა შემოღებული იქნას არა მკაცრი, არამედ გააზრებული ზომები. ამ შემთხვევაში უკანა მხარეზე იწევს, იქნება ეს მკაცრი თუ არა.
სერგეი მედვედევი:  და ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ტესტი მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთისთვის, ხელისუფლების და მთელი რუსული სისტემის გამჭვირვალობისთვის, რადგან ნებისმიერ პოლიტიკას უნდა ახლდეს მოსახლეობის მუდმივი ინფორმირებულობა და ნდობის გრძნობა. რაც არ უნდა საშიშად გამოიყურებოდეს კორონავირუსი, შესაძლოა, ჩვენთვის ეს ნამდვილად არის შესაძლებლობა, გადავხედოთ საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ხელისუფლებას, როგორი დამოკიდებულება გვააქვს სხვების მიმართ. ჩინურ ენაში არსებობს ერთი იეროგლიფი კრიზისისა და შესაძლებლობებისთვის. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კორონავირუსი შეიძლება იყოს შესაძლებლობა.































https://standartgost.ru/g/%D0%93%D0%9E%D0%A1%D0%A2_%D0%A0_22.3.04-96


https://standartgost.ru/g/%D0%93%D0%9E%D0%A1%D0%A2_%D0%A0_22.3.04-96


https://atomtex.com/ru/application/nacionalnaya-bezopasnost



http://www.consultant.ru/document/cons_doc_LAW_130014/a1300d3e2304e387ebf8c3e23992d1f26fc99726/



https://sferatb.by/izmereniya-radona-i-gamma-izlucheniya-dlya-fizicheskih-i-yuridicheskih-lits/



https://phys.org/news/2020-07-physicists-ways-gamma.html



Осознанное отношение к своему пространству
Многие люди сейчас стараются жить осознанно. Есть правильную пищу, поддерживать тело в порядке, выбирать экологичные продукты и материалы, не вредить своему организму вредной пищей, неправильным образом жизни, по возможности не пить антибиотики и не делаь прививки.
Но немногие в России знают про вред для организма от электромагнитных излучений (ЭМИ). Между тем, во всём мире проводятся исследования влияния ЭМИ на человека, результаты исследований публикуются, снимаются фильмы с участием учёных, и люди стараются защитить себя и своих детей. Выводы независимых учёных не утешительны:
ЭМИ – канцерогенный фактор, в особенности его высокочастотные диапазоны: WiFi, сотовая связь, 5G. Большинство волновых частот, которые сейчас интенсивно облучают нас, нкогда не существовало на земле, это неестественные для человека излучения.
Но производителям беспроводной техники и телефонии эта информация не выгодна, поэтому они вкладывают огромные деньги в другие исследования, которые подтвердят безопасность ЭМИ. Вопрос – кому верить.
На западе, на производителей телефонов и беспроводной техники можно подать в суд за нанесённый ущерб здоровью и даже выиграть его. Существует термин “электромагнитная болезнь”
В обычной квартире многоквартирного дома можно поймать от 9 до 25 вай-фаев. Электромагнитные излучения суммируются друг с другом и этот электросмог негативно влияет на здоровье. Особенно это вредно ночью, когда организму положено отдыхать. И дети страдают от этого больше, чем взрослые.
Да, мы не готовы отказаться от сотовой связи и интернета. Но давайте по крайней мере стараться сводить вредоносное воздействие ЭМИ к минимуму.
Спите в защищенном от ЭМИ пространстве.
Защитите детскую комнату, спальню, туалет). Помещения, где не надо быть «на связи». Распечатайте и повесьте в подходящем для этого месте это объявление, чтобы люди выключали роутер ночью, ссылка на pdf для печати
Скопируйте ссылку и опубликуйте в соцсетях.
 Запустим кампанию за сон без WiFi!!
И изучите насколько возможно эту проблему! Знание — здоровье.
https://superit.pro/osoznannoe-otnoshenie-k-svoemu-prostranstvu/


https://aboutspacejornal.net/2020/07/07/%D0%B2-%D0%BD%D0%B0%D1%88%D0%B5%D0%B9-%D0%B3%D0%B0%D0%BB%D0%B0%D0%BA%D1%82%D0%B8%D0%BA%D0%B5-%D1%81%D1%83%D1%89%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D1%83%D0%B5%D1%82-%D0%BB%D0%B8%D1%88%D1%8C-36-%D1%80%D0%B0%D0%B7/?_utl_t=fb





Эти знания не скрывались, их не прятали, они не принадлежали тайному заговору в целях управления человечеством. Научное сообщество, обладающее технологиями на порядки выше всех достижений нашего человечества пыталось отдать информацию и поделиться своими знаниями. По причинам непонимания, банального эгоцентризма и застоя современной фундаментальной науки цивилизация до сих пор не смогла принять спасительное предложение, и итог может быть плачевным для всего человечества. На фоне увеличивающихся климатических потрясений , роста эпидемий и смертельных болезней техногенный мир, зашедший в тупик, может бесследно исчезнуть в истории. Раз представители власти и науки так и не смогли акцентировать свой взор на новой научной парадигме, то остается надеяться лишь на то, что эту информацию сможем услышать мы с вами. Подробнее на официальном сайте НАУ ЭРА.[https://w.w.w.youtube.com/watch?v=g-nFTUt8_Oc](https://w.w.w.youtube.com/watch?v=g-nFTUt8_Oc&fbclid=IwAR2yednKI084dl6MMLo4zclLj8taz79FZooFVLtR3yCWsrg7IAogJME_Xpo)https://youtu.be/g-nFTUt8_Oc?fbclid=IwAR0UpeZigplO-CBeYc_7tiehdGcVAJOvEKOcHk70hAc2xrfCRPy8Sx123Gg




https://zen.yandex.ru/media/futurycon/novoe-issledovanie-opisyvaiuscee-vselennuiu-kak-stroki-kompiuternogo-koda-pretenduet-na-rol-teorii-vsego-5eb3dc826cedb240248379a8?fbclid=IwAR2e4SAjXTpAPDzghh-i_VcBwXv_nv43-O176t99oD2EHX5unB-kHnx8PVI


https://zen.yandex.ru/media/futurycon/matematiki-izuchaiut-kvantovye-kompiutery-planetarnogo-razmera-s-bogopodobnymi-sposobnostiami--2-chast-5eba867d4ca89236df2d6ead



https://www.businessinsider.com/what-if-earth-had-two-moons-tides-sea-level-collision-2019-1?utm_source=facebook.com&utm_medium=social&utm_campaign=sf-bi-ti


https://m.youtube.com/watch?v=dHcWsi2JQEI&feature=youtu.be


https://www.amerikiskhma.com/a/covid-19-vaccine-update/5510247.html





Вот две цитаты из пресс-конференции Дональда Трампа сегодня (видео в комментариях«Мы просим всех, что, когда вы не можете социально дистанцироваться, носить маску, получить маску, нравится ли вам маска или нет, они оказывают влияние. Они будут иметь эффект, и нам нужно все, что мы можем Данные показывают, что дети имеют самый низкий риск летального исхода, 99,96 из всех случаев смерти от вируса у взрослых, подумайте об этом. Так что гораздо меньше, чем один процент для детей молодых людей, понимая эти профили риска и изучая, как лечить болезнь мы смогли значительно снизить смертность в Соединенных Штатах ". «Вакцины поступают, и они приходят намного раньше, чем кто-либо думал, по годам. Если вы посмотрите на старую систему и посмотрите на новую систему, я думаю, годами. Вирус Китая - это опасная и опасная болезнь, но мы многое узнали об этом, и в конечном итоге наша цель - не просто справиться с пандемией, но и положить ей конец. Мы хотим избавиться от него как можно скорее, поэтому получение вакцины остается главным приоритетом. В этом месяце кандидаты на вакцины вступают в заключительную стадию клинических испытаний, это было достигнуто в рекордно короткие сроки. Раньше у вас были годы, когда вы были в таком же положении, как мы сейчас, для других вакцин. Мы проведем финальные испытания и в следующие недели, и мы будем массово производить всех лучших кандидатов, чтобы первая утвержденная вакцина была доступна немедленно. И с логистической точки зрения у нас есть военные, готовые пойти. У нас есть замечательные люди, военные логисты, замечательный генерал, который ждет вакцины, чтобы они могли распространить ее в рекордно короткие сроки. Вот что должно произойти. Итак, наши военные готовы. Мы доставим вакцину, лекарственные препараты, все, что нужно, и победим вирус раз и навсегда ». Мысли?












Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised