вторник, 21 июля 2020 г.

გაეროს მოხსენება: ძროხები აბინძურებენ დედამიწის ატმოსფეროს უფრო მეტად, ვიდრე ყველა ტრანსპორტი ერთად აღებული

გაეროს მოხსენება: ძროხები აბინძურებენ დედამიწის ატმოსფეროს უფრო მეტად, ვიდრე ყველა ტრანსპორტი ერთად აღებული 

ძროხები უფრო მეტ ზიანს აყენებენ დედამიწის ეკოლოგიას, ვიდრე მანქანები ან თვითმფრინავები, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოხსენებაში. მოხსენებიდან ამონარიდები გამოაქვეყნა ბრიტანულმა გაზეთმა „The Independent“-მ.
სპეციალისტებმა შეისწავლეს არა მხოლოდ ძროხების, არამედ ცხვრების, თხების, ღორების და ქათმების გარემოზე ზემოქმედება. მაგრამ სწორედ ძროხები აღმოჩნდნენ ყველაზე საშიში ეკოლოგიისთვის.
400–გვერდიანი კვლევის თანახმად, პლანეტაზე მცხოვრები დაახლოებით 1,5 მილიარდი ძროხა პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებელია მსოფლიოში ყველა სათბურის გაზების 18%–ის გამოყოფაზე. ეს აღემატება ყველა ტრანსპორტის ერთად აღებულის მაჩვენებლებს.
საკვებისთვის სასუქების წარმოების, ხორცის გამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის, ასევე საძოვრების შესაქმნელად, საჭიროა საწვავი. ამ საწვავის წვა იძლევა მსოფლიოში გამონაბოლქვის 9%-ს ყველაზე გავრცელებული სათბურის გაზებიდან - ნახშირორჟანგიდან , იუწყება ინტერფაქსი.
ძროხის გაზები და ნაკელი პასუხისმგებელია ატმოსფეროში მოხვედრილი სხვა სათბურის გაზის - მეთანის - მესამედზე მეტიც, რომელიც დედამიწას ათჯერ უფრო სწრაფად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი.
მთლიანობაში, ძროხების სულადობა აწარმოებს 100-ზე მეტ მავნე აირს, მათ შორის ამიაკს, რომელიც მიიჩნევა მჟავური წვიმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ატმოსფეროში აღმოჩენილი ამიაკის ორი მესამედი მოდის ძროხებიდან.
გარდა ამისა, საძოვრებისთვის აუცილებელია დიდი ტერიტორიების გასუფთავება, რაც იწვევს ტყეების გაქრობას. ხშირად, ძროხების შემდეგ, საძოვრები უდაბნოებად იქცევა.
დაბოლოს, ძროხების მოვლის პროცესში წარმოიქმნება მავნე ნარჩენები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე. მაგალითად, ზღვებში და ოკეანეებში  ნარჩენების მოხვედრის გამო ზიანი ადგება მარჯნის რიფებში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგნოზით, შემდგომში მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს: რადგან მსოფლიოში იზრდება ხორცზე მოთხოვნა, მომდევნო ათწლეულებში ადამიანები უფრო მეტად მოაშენებენ ძროხებსა. შედეგად, ამ ცხოველების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეიძლება გაორმაგდეს უკვე 2050 წლისთვის.

https://www.thinkinghumanity.com/2020/04/animals-have-emotions-just-like-humans-proven-once-again-by-baby-elephant-wailing-after-the-loss-of-its-mother.html

https://www.thinkinghumanity.com/2015/04/the-recognition-of-the-genocides-as-the-beginning-of-justice-against-the-crimes-against-humanity.html#sthash.qW28mFUz.dpuf


https://www.healthyfoodhouse.com/swan-dies-from-a-broken-heart-after-teenagers-smashed-her-unborn-cygnets-with-bricks/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised