Восстановление целостности наиглавнейший вопрос жизни одна из жизненных задач состоит в сборке себя не только как личности, но и как андрогина, объединившись в кластер существ, обладающих цельным сознанием. Unlearning, unfucking, deprogramming , what you not know is mine Amor wincit omnia Honesty is a love word. We love by being honest" John Estrellas All my publication are dedicated to my muse E.M
четверг, 15 июня 2017 г.
ფსიქოპათები სარწმუნო ამბავი იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი, სიბრალულის და სინანულის გრძნობა
Сводка недоступна.
Нажмите эту ссылку, чтобы открыть запись.
воскресенье, 28 мая 2017 г.
"პროპაგანდით გამარჯვება შეუძლებელია. ტექნოლოგიებში დომინირებით - შესაძლებელია"

სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ რუბანოვი საუბრობს მოჩვენებითი და რეალური საფრთხეების შესახებ. ესაუბრა სვეტლანა სუხოვა
გვიან საბჭოთა პერიოდში პოპულარულ პროპაგანდისტულ წიგნად მიჩნეული იყო „საიდან ემუქრება მსოფლიოს საფრთხე?“, რომელიც ეხება დასავლეთთან კონფრონტაციის საკითხს. დღეს, სხვადასხვა ეთერში თითქმის პირდაპირ ისმის ციტატები ამ წიგნიდან, რაც იწვევს შეშფოთების გამომწვევ გრძნობებს და კითხვებს: ნუთუ ყველაფერი ასე ცუდადაა, როგორ უნდა გადავრჩეთ ამ „შერკინებაში“ და მზად თუ ვართ „ახალი გამოწვევებისათვის“?
ამ საკითხთან დაკავშირებით „ოგონიოკი“ გაესაუბრა სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს, ინტელექტუალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის „ინტელტეკის“ სამეცნიერო ხელმძღვანელს, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ერთ-ერთ დამფუძნებელს და პრეზიდიუმის წევრს, ვლადიმერ რუბანოვს.
— ვლადიმერ არსენტიევიჩ, რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო ომის მდგომარეობაში იმყოფება?
„საინფორმაციო ომის“ ცნებაში დღეს უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული აზრია ჩადებული, ვიდრე პროფესიულ-ტექნიკური. იგი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს დასავლური მედიის ჟურნალისტებმა, ერაყში ჩატარებულ ოპერაციასთან „ქარიშხალი უდაბნოში“ დაკავშირებით, როდესაც პირველად კომპლექსურად ამოქმედდნენ ოფიციალური საინფორმაციო-პროპაგანდისტული სტრუქტურები, და პენტაგონის მიერ დაარსებული სტრატეგიული გავლენის განყოფილების ხელმძღვანელობით ფართოდ იქნა გამოყენებული უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი დეზინფორმაცია. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა: შეიცვალა მეთოდებიც, სტრატეგიებიც და საშუალებებიც. თანამედროვე შეხედულებებს საინფორმაციო სივრცეზე საფუძვლად უდევს დამოკიდებულება, როგორც სამხედრო მოქმედების თეატრისადმი (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურთან ერთად), რომლის ფარგლებში შესაძლებელია ფარული ზეგავლენა მოწინააღმდეგეზე, მაგრამ ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს და მიიღოს გადაწყვეტილებები ან ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მის განზრახვებს, ან ხელს შეუშლის მათ განხორციელებას. საინფორმაციო ომში გამარჯვება ნიშნავს მოწინააღმდეგის დამორჩილებას და აბსოლუტურ ძალაუფლებას მასზე. სწორედ ამაში გამოიხატება ჯორჯ სტეინის კონცეფციის მნიშვნელობა, რომელიც საინფორმაციო ომის მიზნად მიიჩნევდა იმ ადამიანთა გონებასა და ცნობიერებაზე გავლენას, ვინც ღებულობს ომსა და მშვიდობასთან, სტრატეგიული დონის პოტენციალის და შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამრიგად, საუბარია საინფორმაციო ომის ტრანსფორმაციაზე „ცოდნის ომში“, ანუ, როგორც ეს კონცეფციის ავტორმა განსაზღვრა, „ეპისტემოლოგიურ ომში“. ცხადია, რომ ეს განმარტება შორს დგას „საინფორმაციო ომის“, როგორც ფართომასშტაბიანი, მასობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი პროპაგანდის გავრცელებულ მნიშვნელობისგან.
—მაგრამ, როგორც კი ტელევიზორს ჩავრთავთ, იქ ვერაფერს ვხედავთ მაღალტექნოლოგიურს - პროპაგანდა აფრიკაშიც პროპაგანდაა...
—ამ კუთხით რუსულ მედიას და პროპაგანდის დამკვეთებს დიდი გამოცდილება აქვთ და საგრძნობლად უსწრებენ მსოფლიო დონეს, როგორც პროდუქციის თვალსაზრისით, ასევე ამ პროდუქციის საწარმოებლად გაწეული ხარჯებით. მაგრამ მასობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების მიზანია არა ცენტრალური ხელისუფლების წაქეზება არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არამედ ქვეყნის ხელსაყრელი იმიჯის და თავად მედიის რეპუტაციის შექმნა. რაც შეეხება ჩვენი მედიის რეპუტაციას და ქვეყნის იმიჯს, დღეს ამ კუთხით ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. დღეს, როდესაც რუსეთს ზოგიერთ რამეში უსამართლოდ ადანაშაულებენ (რაც არც თუ იშვიათად ხდება), უცხოურ აუდიტორიაში ნაკლებად თუ ვინმეს უჩნდება მტკიცებულებათა მოთხოვნის სურვილი: რუსეთია, ისედაც ყველაფერი ნათელია. ირკვევა, რომ მოწინააღმდეგისათვის (ოპონენტის, კონკურენტის) ჩირქის მოცხობა და სხვადასხვა სახის საფრთხეების დემონსტრირება (მაგალითად, „გამოვრთავთ ბუნებრივ აირს“) კონტრპროდუქტიულია. მედიის მუშაობის შედეგი არ განიზომება პროპაგანდისტული საინფორმაციო ნაკადის გიგაბაიტებით, არამედ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც მათი გავლენის ქვეშ ყალიბდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ყალიბდება ჩვენთვის არასასურველი კუთხით. არსებობს კიდევ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც თან ახლავს ზომაგადასულ არასარწმუნო ინფორმაციას და, აქედან გამომდინარე, ფაქტების ფალსიფიკაციას, მათ ინტერპრეტაციას, რომელსაც მასობრივი პროპაგანდის სახე ეძლევა. მსოფლიო მიიწევს საინფორმაციო საზოგადოებისაკენ, სადაც წარმოების და მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ხდება ინფორმაცია, ხოლო მისი მთავარი სიმდიდრე სანდოობაა. ინფორმაციის, როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულების, სანდოობაში ეჭვის შეტანა შეიძლება იქცეს „შენელებული მოქმედების ნაღმად“, რომელიც საფუძვლად ედება საინფორმაციო კულტურის ფორმირების პროცესებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ქვეყნებში მედიის კულტურა და ეთიკა როგორღაც გამოეყო საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებს, როგორც მრავალფუნქციური სისტემის ელემენტს, რომელიც გამიზნულია სამხედრო ოპერაციებში წარმატების მიღწევაზე.
— ესე იგი იქ არ მალევენ, რომ საინფორმაციო ომს ეწევიან?
—რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ასეთი ომი არ შემოიფარგლება პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც არცთუ მაღალი ხარისხისაა და, მით უმეტეს, მოძველებული, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. საინფორმაციო ომში უპირატესობის მიღწევა შეიძლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში დომინირებით. ჩვენ კი ამ მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს. საინფორმაციო ომს ვერ მოუგებ მას, ვისზეც ტექნოლოგიურად დამოკიდებული ხარ. წარმატება საინფორმაციო ომში განისაზღვრება გლობალური საინფორმაციო სივრცის და ტრანსნაციონალური სოციალური ქსელების ინფრასტრუქტურის კონტროლის შესაძლებლობებით. ასეთი შესაძლებლობები, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს აქვთ, რომელთა კომპანიები აწარმოებენ კომპონენტურ ბაზას, კომუნიკაციის საშუალებებს და საკომუნიკაციო ქსელების მართვას, პროცესორებს, მობილურ მოწყობილობებს და პროგრამულ პლატფორმებს სოციალური ქსელებისათვის (Intel, Apple, Microsoft, Google, Facebook და ა.შ. სიის მიხედვით). გარდა ამისა, რუსი სტრატეგები კვლავ განიხილავენ „ომის“ ცნებას გეოგრაფიული ტერიტორიების და ფიზიკური სივრცის კონტროლის და არა დროის კატეგორიებში, საინფორმაციო გავლენის და ტექნოლოგიური ლიდერობის, როგორც კონტროლის მეთოდის, კატეგორიებში.
„საინფორმაციო ომის“ მთავარი ტექნოლოგიური მიზანია საინფორმაციო არხების და ნაკადების ხელში ჩაგდება და მათზე კონტროლი, ასევე მოწინააღმდეგის ანალოგიური ქმედებებისგან თავდაცვა. საშუალებების და მეთოდების გაუმჯობესება აქ მიმდინარეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად: თუ გასული საუკუნის 70-იან წლებში საუბარი იყო აქტიური დაპირისპირების შესახებ რადიოელექტრონული საშუალებების დონეზე (ამით ადრე მეც ვიყავი დაკავებული), დღეს მას დაემატა ფიზიკური (ანტისარადარო რაკეტები, მაგნიტური იმპულსის გენერაციის საშუალებები და ა.შ.) და ფსიქოლოგიური (თანამედროვე მედია და გლობალური საინფორმაციო ქსელები) ზემოქმედების იარაღი, ინფორმაციის გაყალბების ან განადგურების და მონაცემთა ბაზების განადგურების საშუალებები, და ბოლოს, საშუალებები, რომლებიც იწვევენ ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვის უზრუნველყოფის ქსელების მუშაობის დაზიანებას და პარალიზებას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ორგანიზაციისათვის. რადიოელექტრონული დაპირისპირების სფეროში რუსული შეიარაღება, სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ დაუცველია საკუთარი კომპონენტური ბაზის არარსებობის გამო.
— ამ შემთხვევაში რას ნიშნავს საინფორმაციო უპირატესობა?
—ეს ცნება საინფორმაციო ომზე ბევრად უფრო ფართოა და, უსაფრთხოების სამხედრო ასპექტების გადაწყვეტის გარდა, ასევე მოიცავს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და კულტურულ კომპონენტს. ასე, მაგალითად, კრიტიკულ სფეროებში ტექნოლოგიური დამოკიდებულების დასაძლევად, ჩვენთან მიმდინარეობს იმპორტის ჩანაცვლების პროგრამების რეალიზაცია. მაგრამ ეს პროგრამები კონცენტრირებულია უკვე არსებული პროდუქტების კოპირებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე განწირული ვართ ჩამოსარჩენად. სხვების მიერ შემუშავებული პროდუქტის ან ტექნოლოგიის კოპირება დიდ მიღწევას არ წარმოადგენს. პრობლემა პროდუქტების ხელმისაწვდომობაში კი არ არის, არამედ ინტელექტუალურ-შემოქმედებით პოტენციალში, მათი გამოგონების უნარში. კომპლექსური პროგრამული პლატფორმების დამოუკიდებლად შექმნა შესაძლებელია მხოლოდ განვითარებული ინდუსტრიის, ხარისხის ტესტირების, სუსტი ადგილების აღმოფხვრის და მათი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის გლობალური სისტემების არსებობის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ ხელმძღვანელის ადგილზე ხართ, რომელსაც, მაგალითად, სჭირდება პროგრამის არჩევა საშიში ქიმიური წარმოების მართვისათვის. რა უნდა აირჩიოს მან: უცხოელი მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელმაც დაამტკიცა თავისი საიმედოობა, თუ სამამულო მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელმაც პრაქტიკულად ვერ დაადასტურა თავისი საიმედოობა. რომელი უფრო სარისკოა: უცხოელი მიმწოდებლის სავარაუდო ბოროტი განზრახვა თუ სამამულო დამწყები მწარმოებლის შეცდომები? მაგრამ, პირველ შემთხვევაში, პროგრამის უზრუნველყოფის ტესტირებას ატარებენ უსაფრთხოების სტრუქტურები არადეკლარირებული თვისებების (სანიშნეების, საეჭვო ბრძანებების) გამოსავლენად, ხოლო პროდუქტის არასრულყოფილების გამოვლენა შეუძლებელია. ჩვენთან მუდმივად წარმოიქმნება მოთხოვნა აიკრძალოს იმპორტული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კორპორაციებისათვის. მაგრამ „ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად“ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთანავე (რომელსაც პროპაგანდისტული ფლერის საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი აქვს), იწყება ცვლილებების შეტანა, და დასაშვებად მიიჩნევა უცხოურ პროგრამის გამოყენება „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. მიზეზი ნათელია: პრაქტიკაში პრიორიტეტი ენიჭება პროგრამის უზრუნველყოფის ხარისხს, და არა მწარმოებელ ქვეყანას. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად საკუთარი განვითარებული IT-ინდუსტრიისა, მართვის სისტემები თავდაცვის სამინისტროსთვის მეტწილად ეყრდნობა კომპანიის SAP (გერმანია) გადაწყვეტილებებს. ხოლო არაპროფესიონალურმა პოლიტიკურმა დემაგოგიურმა მიდგომამ ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხისადმი ნათელი გამოხატულება ჰპოვა სენსაციურ „იაროვაიას კანონში“. რა აზრი აქვს ტრაფიკის მონაცემების ჩაწერას და შენახვას დეშიფრაციის ეფექტური საშუალებების და გიგანტური ინფორმაციული ნაკადის ანალიზის გარეშე?
— მთავარია არსებობდეს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მისი ანალიზი კი...
— ყველაფერი ასე ადვილი რომ იყოს! რა უნდა გამოიყენონ ფილტრად? საკვანძო სიტყვებად? მაგრამ პროგრამებს სიტყვების ამოცნობა შეუძლიათ მხოლოდ ასოების კომბინაციის და არა მათი მნიშვნელობის და კონტექსტის მიხედვით. ჟარგონი? მაგალითად: თქვენ გინდათ მიიღოთ ფულთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამიტომ შეგაქვთ საკვანძო სიტყვები „ფული“, „ფინანსები“, „ანგარიშები“ და ა.შ. რის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას „ფრენდები“ ქსელში? „მაყუთის“. დაამატეთ სიტყვა „მაყუთი“ როგორც საკვანძო, და იმდენ ნაყარნუყარს მიიღებთ, ცოტა არ მოგეჩვენებათ. ბოროტმოქმედებს კი საერთოდ შეუძლიათ საკუთარი სლენგის გამოყენება, და ასეთი ანალიტიკის შედეგად ეძებეთ მერე ისინი გიგანტურ ნაკადში! ინფორმატიკისგან შორს მდგომი ადამიანები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უკეთესია. მაგრამ სპეციალისტებმა იციან, რომ პრობლემას სწორედ ინფორმაციის სიჭარბე წარმოადგენს. წლიდან წლამდე, სიტყვიერი რახარუხის რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება და ამცირებს სასარგებლო ინფორმაციის კონცენტრაციის დონეს. ეს გარდაქმნის „მონაცემთა საცავს“ მათ „სასაფლაოდ“, სადაც, როგორც ჩანს, თავის განსასვენებელს ჰპოვებს „იაროვაიას კანონიც“.
ვლადიმერ რუბანოვი, სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი. - რუსეთში დღემდე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ „ფაბრიკების“, და არა „ლაბორატორიების“ განვითარება. მაგრამ დღეს ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი უნიკალური პროდუქტის წარმოება, და არა უცხოური პროდუქტის ტირაჟირება.
— შეუძლიათ კი პროგრამისტებს ამ პრობლემების გადაწყვეტა?
—საქმეც იმაშია, რომ ეს პროგრამისტების კომპეტენცია არ არის, არამედ ე.წ. არქიტექტორების, რომლებიც ახდენენ მართვის სისტემების და პროცესების მოდელირებას. ისინი არიან ანალიტიკოსები, საქმიანობის შესაბამისი სფეროების აღწერის სპეციალისტები და საინფორმაციო სისტემათა არქიტექტორები. წარმოადგენენ თანამედროვე IT-ინდუსტრიის უმაღლეს დონეს, მის ინტელექტუალურ ბირთვს. ეს ის ტვინია, რომელზეც დღეს გლობალური მასშტაბით მიდის ნადირობა. ჩვენთან არქიტექტორის სპეციალიზაციას და კომპეტენციას ზერელედ და ფორმალურად ეკიდებიან. როგორც წესი, საინფორმაციო სისტემათა არქიტექტორებად და უწყებათაშორის საბჭოების წარმომადგენლებად PR და GR უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს ნიშნავენ, თანამდებობის და არა პროფესიული მომზადების მიხედვით. მაგრამ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანები უსახავენ პროგრამისტებს ამოცანებს. მსოფლიო პრაქტიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დონეს განსაზღვრავენ ის პირები, რომლებიც ეწევიან ონტოლოგიურ (აზრობრივ) პროექტირებას და არა ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნას. მსოფლიოს პროგრამული კომპანიებიც კი იწყებენ პროგრამული პროდუქტიდან მმართველობით კონსალტინგზე გადასვლას და პროგრამირებას ტექნიკურ ნიშას უტოვებენ. ძნელია რუსეთში შთამბეჭდავ წარმატებებს ველოდოთ საინფორმაციო სფეროში, თუ ჩვენთან მთავარ ფიგურად პროგრამისტი დარჩება. მაგალითად, ყაზანის „ინოპოლისში“ რამდენიმე ათას პროგრამისტს იწვევენ და არა სისტემების არქიტექტორებს და მასშტაბური ინოვაციური ამოცანების დამსახველებს. ეს იგივეა, რაც საავიაციო ქარხნის საწარმოო კოლექტივის შექმნა თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორის გარეშე, და შემდეგ იმის მოლოდინი, რომ შედეგი თავისთავად გაჩნდება. საქმე ასევე იმაშია, რომ მასშტაბური გლობალური სისტემების შემქმნელებს ასევე შეუძლიათ მათი მართვა ექსპლუატაციის პროცესში. მაგალითად, Facebook-ის შექმნასა და მისი ფუნქციონალურობის განსაზღვრაში თავისი როლი ითამაშეს სპეცსამსახურების და აშშ თავდაცვის სამინისტროს მოწინავე კვლევების პროექტების სააგენტოს (DARPA) წარმომადგენლებმა. უკვე თავად სისტემის არქიტექტურას და ქსელის მართვის, სისტემის ფუნქციონალში მიმდინარე დაცვის ინფორმაციული ნაკადების დახარისხებას და ანალიზის ტექნოლოგიას სახელმწიფოს მოთხოვნით შეუძლია ავტომატურ რეჟიმში საჭირო ანალიზის ჩატარება - იაფად და საიმედოდ. მათ არ სჭირდებათ ამისათვის ძვირადღირებული და არაეფექტური ზედნაშენი, როგორიცაა „იაროვაიას კანონი“, რადგან ასეთი სისტემების და სოციალური ქსელების გამოყენების სცენარი ინფორმაციულ ომში თავიდანვე ჩადებულია მათ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში.
— როგორ?
— ძალიან მარტივად. მაგალითად, რუსი მეცნიერების გარკვეულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ფაქტებზე არსებულ მონაცემთა დამუშავების შედეგების თანახმად, საკმაოდ მარტივად შეიძლება რუსეთის თემატიკის, წარმატებების და პრობლემების განსაზღვრა კონკრეტულ ინდუსტრიაში. საკმარისია Facebook-ში აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროფესიული საზოგადოება, გაანალიზოთ, თუ რის შესახებ საუბრობენ მისი წარმომადგენლები, მაგალითად, ფიზიკოსები, რის შესახებ წერენ, რა წიგნებს კითხულობენ, და ყველაფერი ნათელი გახდება. ამასთან ინფორმაციული ნაკადებით მსგავსი მართვა და ანალიტიკა შეიძლება ავტომატების და „ჭკვიანი აგენტების“ დახმარებით. ქსელებით შესაძლებელია ცნობიერების მოდიფიკაციის ვირუსების ამოქმედება. მაგალითად, დღეს აქტიური მოთხოვნით სარგებლობს video on demand ტექნოლოგია („კინო მოთხოვნით“): მომხმარებელს, როგორც წესი, არ სურს დროის დაკარგვა კინოშედევრის მოსაძებნად, ხოლო ვიდეონაკადების მართვის პროგრამების მწარმოებლებს შეუძლიათ თავისი „არააბეზარი მომსახურების“ გაწევა კონკრეტული ვიდეოკონტენტის ხელშეწყობით, და ამით მომხმარებლის ცნობიერების დაპროგრამება. ეს საშუალებები ნამდვილად ინფორმაციული არსენალიდან არ არის, არამედ ეპისტემოლოგიური დაპირისპირებიდან. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჭკუით უნდა ვიცხოვროთ, ავაგოთ საკუთარი მოდელები საკუთარი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გავიმეოროთ საბჭოთა ელექტრონული ინდუსტრიის სამწუხარო გამოცდილება.
რა დაემართა მას?
მთლიანად დაღუპეს. ჩამორჩენის დაძლევის მცდელობამ სხვისი მოდელების კოპირების გზით და სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის დახმარებით დათვური სამსახური გაუწია ელექტრონული ინდუსტრიის განვითარებას. უცხოს კოპირებამ საკუთარი კომპეტენციის გავითარების ნაცვლად გამოიწვია შესაბამისი მათემატიკური სკოლების, მოდელირებისა და დიზაინის უნარის, იმ სამეცნიერო ფონდის, იმ ინტელექტუალური კულტურული ნიადაგის დაკარგვა, რომელზეც ელექტრონული ტექნოლოგიები აღმოცენდება. უცხო მოდელების და ალგორითმების წარმოება ლითონში არ არის ძალიან რთული. ჩინეთმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, როგორც თანამედროვე ელექტრონიკის „ფაბრიკამ“, შთამბეჭდავი მიღწევები აჩვენეს. მაგრამ ელექტრონული ტექნიკის „ლაბორატორიები“ აშშ-შია კონცენტრირებული, და სწორედ მათზეა დამოკიდებული, რომელი პროდუქტის, როდის, რამდენის და რამდენად წარმოებას შეძლებენ „ფაბრიკები“. ზოგიერთ შემთხვევაში „ფაბრიკების“ პროდუქციიდან მიღებულ 90 პროცენტამდე მოგებას „ლაბორატორიები“ იღებენ. რუსეთში კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ „ფაბრიკების“ და არა „ლაბორატორიების“ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს კონკურენცია ფასებში ჩინეთთან, ვიეტნამთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან, ამისათვის კი საჭიროა მუშახელის ღირებულების შემცირება ამ ქვეყნების დონეზე ქვემოთ. როგორ მოგწონთ ასეთი პერსპექტივა? ეფექტური დღეს შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი უნიკალური პროდუქტის წარმოება და არა სხვის დუბლირება. ჯერ კიდევ 1970-1980-იანი წლების ზღვარზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს და განახორციელებს „მსოფლიო მეცნიერების ლაბორატორიის“ პროგრამა. ამ სტრატეგიის ფარგლებში ისინი ეწევიან ტვინების მოზიდვას მთელი მსოფლიოდან, ამის სანაცვლოდ კი სხვა ქვეყნებში ყიდიან ლიცენზიებს იმის საწარმოებლად, რაც მათ ლაბორატორიებში იქმნება. ხედავთ განსხვავებას? მათ გათვალეს, რომ სამეცნიერო მოდელებს ძალიან დიდი მოგება მოაქვთ: ისინი თანამედროვე ეკონომიკური პირამიდის მწვერვალზე არიან, ქვევით კი ტექნოლოგიების გაყიდვაა, ხოლო საფუძვლად წარმოება უდევს. იდეა მარტივია: მეცნიერებაზე კონტროლი ნიშნავს მსოფლიოზე კონტროლს საუკეთესო ტვინების კონცენტრაციის გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საწყის ეტაპზე ასეთი სტრატეგია ეჭვს იწვევდა. მახსოვს, როგორ გამოთქვა შეშფოთება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა იგლბერგერმა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მეცნიერი მუშაობს აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრებში და კარგი იქნებოდა მათი „შენჯღრევა“, თორემ დაგვავიწყდა სიფხიზლეო. ნაცნობი რიტორიკაა?
— და როგორ გამოეხმაურა სამეცნიერო საზოგადოება?
—განაცხადა, რომ სტატისტიკურად მოღალატეები უფრო მრავლადაა მზვერზავებსა და სამხედროებს, ვიდრე მეცნიერებს შორის, ასე რომ, თუ საღერღელი აქვთ აშლილი და სურთ „რიგების გაწმენდა“, საკუთარი თავიდან დაიწყონ. გარდა ამისა, მეცნიერებმა შეახსენეს, რომ სწორედ მათ მოაქვთ სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად სასარგებლო იდეები და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ, თუ დაეყრდნობიან მსოფლიოში საუკეთესო ტვინებს. ასეთი მიდგომით დაცვა სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვისგან პრიორიტეტული არ არის, რადგან ის, ვინც ახორციელებს სხვისას, თავიდანვე განწირულია დამარცხებისათვის. ჩამოყალიბდა პრინციპი: ერთადერთი გზა გამარჯვებისათვის შეჯიბრში - სხვებზე სწრაფად მოქმედებაა. და ისინი მართალი არიან: დღეს IT-ინდუსტრიაში მოდელების განახლება ხდება ყოველი ექვსი თვე, ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოდელების მოპარვა არ ღირს - ისინი პროდუქტის ბაზარზე გასვლამდე ბევრად უფრო ადრე ძველდება. მოწინავე „ლაბორატორიას“ სამრეწველო ჯაშუშობის მეთოდებით ვერ დაეწევი. შტატებში სწორად გათვალეს: დღეს უმაღლესი ღირებულებაა შემოქმედებითი გონება, ის ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მის მიერ გუშინ მიღებული შედეგები. მთავარია გქონდეს უნარი პასუხი გასცე დღევანდელ აქტუალურ გამოწვევებს და მიიღო პრინციპულად ინოვაციური გადაწყვეტილებები. ამის გაკეთება კი შეუძლია მხოლოდ შემოქმედებითად მზად მყოფ ადამიანებს. ამაშია აშშ-ს წარმატების მთავარი გასაღები ცოდნის სფეროში დომინირების გზაზე და, აქედან გამომდინარე, გლობალურ საინფორმაციო სივრცეში.
— რუსეთში რა ხდება?
—რუსეთში შექმნეს ფონდი „სკოლკოვო“ და განვითარების რამდენიმე ინსტიტუტი. მე თავად ვარ ამ ფონდის ექსპერტთა კოლეგიის წევრი. თითქოს, თქვეს: ჩვენი პასუხია DARPA. პასუხი კი აღმოჩნდა სუსტი და საერთოდ არა ადეკვატური. ათასობით მცირე ინიციატივიდან არ შეიძლება გაკეთდეს ერთი და მეტ-ნაკლებად მასშტაბური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთს გავიდეს უფრო მაღალ პოზიციებზე მსოფლიო ტექნოლოგიურ და საინფორმაციო სივრცეში.
— როგორ არის ორგანიზებული პროცესი აშშ-ში?
—ავიღოთ, მაგალითად, მობილური ტელეფონი. მას აქვს მიკროსქემის ფირფიტა და ბატარეა. თანამედროვე მოდელებმა მინიატურიზაციის და ენერგოეფექტურობის სფეროში უკვე მიაღწიეს ატომის დონეს. DARPA-მ წამოჭრა შემდეგი საკითხები: სიბრტყიდან მოცულობაში თუ არის შესაძლებელი გადასვლა? ან ელექტროენერგიის შეცვლა სინათლით? აშშ-ში გამოიყო 25 მიმართულება ფუნდამენტურ მათემატიკურ და ფიზიკურ კვლევებში, რომლებიც გამახვილებულია სწორედ ამ ორი ფუნდამენტური მიმართულების გადასაწყვეტად. ეს საკითხი მეცნიერთა წინაშე სახელმწიფო სააგენტომ დააყენა ეროვნული ინტელექტუალური ლიდერის პოზიციებიდან, რომელიც პასუხისმგებელია მომავალზე. ამავე დროს მე გადავხედე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სიას, რომელშიც მოცემული იყო 270 სხვადასხვა მიმართულება, ყოველგვარი სისტემატიზირებული იდეის გარეშე და იმის გააზრებისა, თუ რომელი ტექნოლოგიური მიმართულება ჩამოყალიბდება მათი წარმატებით დასრულების შედეგად. მიზანმიმართული სტრატეგიის ნაცვლად მოცემულია ცალკეული მეცნიერისა და სამეცნიერო კოლექტივების ინდივიდუალური გეგმების კომპილაცია. მაგრამ 100 დიდი თაგვიდან ვერ მივიღებთ თუნდაც ერთ პატარა სპილოს! თუმცა, ჩვენთან სპილო არავის აინტერესებს, ყველა თაგვებზე ნადირობითაა დაკავებული. ერთხელ ვესაუბრე ერთ-ერთი სახელმწიფო კორპორაციის მაღალჩინოსანს და ვკითხე, ვინ არიან მათი კონკურენტები. უმსხვილესი ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ი აღმოჩნდა. დამაინტერესა, თუ რა პრობლემები აქვს ჩვენ კორპორაციას. დამისახელეს მფრეზავების და სხვა სამრეწველო პროფესიების ნაკლებობა. ვიკითხე IT-სპეციალისტებისა და მათი წახალისების გზების შესახებ. კითხვა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ამეხსნა, რომ მათი გლობალური კონკურენტის მატერიალური წარმოება შეადგენს 17 პროცენტს, ხოლო 34 პროცენტს - საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამერიკელებს აქვთ ციფრული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების გლობალურ კოოპერაციას, რომელიც ციფრულად არის ორგანიზებული. მატრიცის მიხედვით ფორმის ჩამოსხმა, ნამზადის ჩამოჭრა და დეტალში შაბლონის თანახმად ნახვრეტების გაბურღვა - ადვილი საქმეა. ხოლო იმ სპეციალისტების მოძებნა და სტიმულირება, ვისაც შეუძლია ურთულესი კომპლექსების ციფრული მოდელების აგება და გლობალურად ორგანიზებული ციფრული წარმოების ორგანიზება - ეს არის დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. სწორედ სპეციალისტთა ეს ფენაა მთავარი ღირებულება და წამყვანი კონკურენტული უპირატესობა თანამედროვე ეკონომიკაში. ნედლეულს, ენერგიას და პროდუქციას ჩვენ ვვანგარიშობთ მსოფლიო ფასების, ხოლო უნიკალური კომპეტენციების მქონე სპეციალისტებზე ხარჯებს - შიდა ინსტრუქციების მიხედვით. ამიტომაც არის, რომ ტვინები კონკურენტებთან მიედინება. ამ უნიკალურმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ხმა მიეწვდინათ მათთვის, ვინც სათავეში დგას, როგორც ვერ შეძლო ამის გაკეთება მათმა წინაპარმა ლევშამ: „გადაეცით იმპერატორს, რომ შეუძლებელია იარაღის აგურით გაწმენდა!“ და სანამ „პროფესიული პატრიოტები“ აქტიურად ეძებენ „მეხუთე კოლონას“, ლევშას შთამომავლები საზღვარგარეთ მიდიან. კონკურენტებისა და მეტოქეებისათვის გაკეთებული გულუხვი საჩუქარია. სამაგიეროდ, ნაკლებად არიან ისინი, ვისაც შეუძლია არასწორად აზროვნება.
— ეს იმის ნიშნავს, რომ იქ არ ვეძებთ საფრთხეს?
—აქტუალური საფრთხე რუსეთისათვის მშვიდობიან კონკურენციაში ჩვენი ჩამორჩენაა, და ამ კონკურენციის გარეშე საეჭვოა წარმატების მიღწევა სამხედრო სფეროში. ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასეთი მიდგომისას საკუთარ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განვითარებაში ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაშია. მაგრამ, როგორც ვ. ჩერნომირდინი აღნიშნავდა, „ვცდილობთ გავაკეთოთ უკეთესად, მაგრამ გამოგვდის, როგორც ყოველთვის“. დავუბრუნდეთ ფონდს „სკოლკოვოს“. იგი შეიქმნა, რათა მას უზრუნველყო შემოქმედების თავისუფლება და შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, მივიღეთ კანტორა ჩვენიანების, ახალი „სამეცნიერო ბიუროკრატიისათვის“: „სკოლკოვოს“ თანამშრომლების ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტი საბიუჯეტო ფული დაიხარჯა, ვიდრე პროექტების მხარდასაჭერ ყველა გრანტზე. საშუალო ხელფასი ფონდში უახლოვდება 500 ათას რუბლს (მთელ რუსეთში საშუალოზე თითქმის 14-ჯერ უფრო მაღალი). მაგრამ სცადეთ მიუთითოთ ხუთჯერ დაბალი ხელფასი მოწვეული სპეციალისტებისათვის გრანტის მისაღები პროექტის დასასაბუთებლად! ისევ ვმოქმედებთ, როგორც ყოველთვის: არა დამხმარე სტრუქტურებია მეცნიერებისათვის, არამედ მეცნიერება, როგორც გამართლება მათთვის, ვინც განაგებს ბიუჯეტს. გამოდის, რომ რუსეთში სამეცნიერო კვლევებში მთავარი ისევ მოხელეა, თუმცა ხელფასს იღებს „სკოლკოვოში“. ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირიქითაა. DARPA-ში მუშაობის მთავარი პრინციპია: ადამიანის დაკარგვა უფრო საშიშია, ვიდრე ფულის. მეორე: ახალმა პროექტმა ოპონირება უნდა გაუწიოს ტრადიციულ მიდგომებს. თქვენ წარმოგიდგენიათ გრანტის მხარდასაჭერი პროექტის მომავალი, თუ ის ეწინააღმდეგება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რომელიმე აკადემიკოსის კონცეფციას? შტატებში მთავარია მეცნიერი, და აქედან გამომდინარე უკვე იქმნება სტრუქტურა. იქ მშვენივრად ესმით განსხვავება, ვთქვათ, კელდიშსა და მისი სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელთა კოლექტივს შორის. ამიტომ უზრუნველყოფენ იდეის მქონე კონკრეტული მეცნიერის და არა სტრუქტურის დაფინანსებას. ხოლო მეცნიერი მხოლოდ მეცნიერებაში რომ იყოს ჩართული, მას დასახმარებლად აძლევენ ეკონომისტებს და იურისტებს და ყოველდღე ანგარიშის ჩაბარებას არ აიძულებენ.
— ვინ მართავს იქ პროცესს?
—გაგიკვირდებათ: ძირითადად სამეცნიერო ფანტასტები. ჰოლივუდი, როგორც „ოცნების ფაბრიკა“ მხოლოდ ხალხის ფართო მასების გართობაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ მთელ პლანეტაზე სახეებისა და მნიშვნელობების მწარმოებელია. ჰოლივუდთან ერთად და ჰოლივუდისთვის მუშაობენ მსოფლიოში ცნობილი მრავალი სპეციალისტები IT და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. სხვათა შორის, ტიმურ ბეკმამეტოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „სკოლკოვოს“ გრანტი მიიღო პროექტისათვის, რომლის განხორციელება მიმდინარეობს ჰოლივუდის დაკვეთით და მასთან თანამშრომლობით. ასეთი ფუტურისტული მიდგომით ამერიკელები ცდილობენ საიდუმლოთ შეინახონ მათი მეცნიერების მთავარი ნაკლი, რომელიც მეტისმეტადაა ორიენტირებული მოგებაზე და სწრაფ რეალიზაციაზე. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ისწავლეს იმის ინვესტირება, რაც „არ არსებობს“. როდესაც თავის დროზე მე ვესაუბრე ანიტა ჯონსს, რომელიც იმ დროს სათავეში ედგა DARPA-ს, ამერიკული პროპაგანდა თავგამეტებით ამუშავებდა „ვარსკვლავური ომების“ თემას. რუსეთი კი ცდილობდა მთელი მსოფლიოსათვის ეცნობებინა „ვარსკვლავური ომების“ ტექნიკური განუხორციელებლობის შესახებ. ჩვენ აგვიხსნეს: ფულის ბიუჯეტიდან მიღება „იმისათვის, რაც არ არსებობს“ და რაც ათეული წლის შემდეგ რეალობად იქცევა, შესაძლებელია ჰოლივუდის დახმარებით. და ისინი მართლები არიან: „ვარსკვლავური ომების“ ფანტაზიამ DARPA-ს იმდენი ტექნოლოგიები შეაქმნევინა, რომლებიც დღეს საფუძვლად დაედო ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, და მათ ფართო პრაქტიკული გამოყენება აქვს.
სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის შედეგია რუსი ახალგაზრდების მტკიცე გადაწყვეტილება იმუშაონ მხოლოდ მსხვილ კომპანიებში ან სახელმწიფო სტრუქტურებში. არსებული სიტუაცია პარაზიტულ-სამომხმარებლო განწყობის მქონე სოციალური ჯგუფების დომინირებაა საზოგადოებაში.
— გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსონს დებენ კულტურასა და მეცნიერებაზე?
— დიახ. ეკონომიკა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კულტურულ-ცენტრისტული ხდება: სოციალურ-ეკონომიკურ იერარქიაში მწვერვალზე ისინი არიან, ვისაც შესწევს უნარი გამოავლინოს და გადაწყვიტოს ახალი პრობლემები, შექმნას და წინ წასწიოს სიმბოლოები. როგორც სტივ ჯობსმა შეძლო ბრენდის „Apple“-ს შემთხვევაში. პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესების ფორმირების და მართვის ცენტრის გადანაცვლება წარმოების სფეროდან ფინანსების სფეროში. ასე რომ იდეის მომგებიან საწარმოდ გარდაქმნის ამოცანა წყდება კონკურენტულ ბრძოლაში მომხმარებლის, და არა მწარმოებლებისათვის. ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში მეცნიერება გარდაიქმნა რთულ სოციალურ ინსტიტუტად, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას და ეროვნულ თვითშეგნებას. დღეს მსოფლიოში არაფერია ღირებულებაზე უფრო ეფექტური, რომელსაც საფუძვლად უდევს ცოდნა.
— ეს არის ციფრული ეკონომიკა?
— ნაწილობრივ. ციფრულ ეკონომიკაში ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მოდელის შექმნა, სადაც მომხმარებელი დაკავშირებული იქნება შუამავალთან და მწარმოებელთან. ეს ე.წ. მრავალმხრივი ბაზრის პლატფორმებია, რომელშიც ფრანგმა ტიროლმა ორიოდ წლის წინ მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში. ციფრულ რეალობაში მანქანა უკვე გადაადგილების საშუალება კი არ არის, არამედ ქსელის მიერ მართული რთული კომპიუტერი. „ჭკვიანი მანქანაც“ კი უკვე გუშინდელი დღეა: ვის სჭირდება ის „ჭკვიანი ქალაქის“ გარეშე? ევროკავშირი უკვე ერთი წელია მუშაობს ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაზე. სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ რუსეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ზოგიერთმა კომპანიამ უკვე შეიტანა ეს პუნქტი თავის გეგმაში, თუმცა ყველაფერი დეკლარაციით შემოიფარგლა. დღეს დასავლეთში წინა პლანზეა არა ტექნოლოგიური იდეები, არამედ სოციალური. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ბერდება, ამიტომ სოციალურ ქსელებს იყენებენ არა სალაპარაკოდ, არამედ, როგორც გარემოს, რომელსაც მათი მონაწილეები იყენებენ ორმხრივი მომსახურების, ფართო დიაპაზონში კი, თვითმომსახურების აღმოსაჩენად - დაწყებული რჩევის მიღებიდან და დახმარების აღმოსაჩენად კონკრეტული ქმედებებით დამთავრებული. ჩვენც ვცდილობთ შევქმნათ ტელემედიცინის სისტემა, მაგრამ ჯერ კიდევ სხვისი გამოცდილების და ტექნოლოგიების კოპირებას ვახდენთ. ისევ საკმარისად არ გვყავს ქსელის კონსტრუქტორები, რთული სისტემების არქიტექტორები, სამაგიეროდ ჭარბად გვაქვს ადმინისტრაციული ბარიერები.
— რატომ არ გვყავს ისინი?
—იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა ეს მოთხოვნილება. ეს მასობრივ ცნობიერებაში „წარმოების გარეშე სამომხმარებლო სამყაროს“ 20-წლიანი კულტივირების შედეგია. სოციოლოგთა მონაცემებით, რუსული საინფორმაციო სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია რუსეთის ახალგაზრდობის მტკიცე მცდელობა მიიღოს ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ და სანედლეულო რენტაზე, იმუშაოს მხოლოდ მსხვილი კომპანიებსა და სამთავრობო სტრუქტურებში. უპირატესობა ენიჭება „გაზპრომს“, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს დისბალანსი ასევე გავლენას ახდენს საწარმოო პროფესიების პრესტიჟზე. არსებული სიტუაცია შედეგია საზოგადოებაში პარაზიტულ-სამომხმარებლო განწყობის მქონე სოციალური ჯგუფების დომინირებისა. ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების საშიშროება დღეს მოდის არა სიტყვამრავალი რუნეტიდან და მით უმეტეს, დაკავშირებულია არა სამრეწველო შპიონაჟთან ან პროპაგანდასთან დასავლეთის მხრიდან, არამედ ასეთ გაუკუღმართებულ განწყობასთან ქვეყნის შიგნით და დღეს ჩვენთვის ასე საჭირო ტვინების გადინებასთან.
ესაუბრა სვეტლანა სუხოვა "
თარგმანი 05.28.17 MFL (C)
სარედაქციო

понедельник, 15 мая 2017 г.
ცინიზმი ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის ხელოვნებაა" ა. ნევზოროვი
სიყვარული არ ექვემდებარება ადამიანის ლოგიკას, რათა არ გახდეს ამპარტავანი (რომ არ აუვარდეს თავში)
"ცინიზმი ესაა ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის ხელოვნება
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ცხოვრება ერთადერთი და ძალიან დიდი ფასეულობაა. სხვა არ გვექნება! არ გვექნება შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა, ამიტომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ერთმანეთის მიმართ უნდა გვქონდეს უფრო ნაზი და უშეცდომო დამოკიდებულება, რადგან ადამიანი სუსტია და განუმეორებელი!“
„პატრიოტიზმი - იდეოლოგიური ნარკოტიკია, რომლის გავლენის ქვეშ ადამიანი უსასყიდლოდ ჩადის ქმედებებს, რომელთა ღირებულება 3-5-10 მილიონი ევროა“.
„ჩემი სამშობლო დასრულდა 91 წელს. რაც შეეხება ჩემ სამშობლოს ნანგრევებზე თქვენ მიერ აგებულ ბერენდეის ქოხს, თქვენ დაიტირეთ“.
„ეროვნება ბიოლოგიური ცნება არ არის. ნებისმიერი ეროვნება ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის. ჩემი ეროვნებაა: მე საბჭოელი ვარ“.
„თქვენ ამბობთ რწმენა? მაგრამ, რა არის რწმენა? ცოდნის ელემენტარული ნაკლებობაა. შეუძლებელია გჯეროდეს, რომ ნავთს წვის თვისება აქვს, სისულელეა ამის რწმენა გქონდეს, რადგან ვიცით, რომ ეს თვისება გააჩნია“.
„თუ ადამიანს სურს პაპუასების მეფე იყოს, იგი განწირულია იმისათვის, რომ თავში გაირჭოს დიდი ბუმბულები, კისერზე ჩამოიკიდოს ყელსაბამი ყველაზე დიდი ნიჟარებით და ყველაზე სწრაფად შეასრულოს შესაბამისი ცეკვა“.
„ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რწმენას, ანუ მთელი ის რიტუალი, როდესაც დიდი მონდომებით მივრბივართ მღვდელთან ნებისმიერი საბაბით, - ეს ყველაფერი ძალიან სუსტი და პრიმიტიული ადამიანებისთვისაა. მათთვის, ვისაც არ უნდა დამოუკიდებლად აზროვნება, და სურს მზა რეცეპტების მიღება: როგორ იცხოვროს, როგორ იფიქროს, როგორ გრძნობდეს“.
„მე ნებისმიერი ათეისტური პროპაგანდის აკრძალვის მომხრე ვარ, თუ შეწყდება რელიგიური პროპაგანდა“.
„“.
„მე არ მინდა ჩემი ჯიბიდან ვიხადო გუნდიაევის ან ჩაპლინის ბიჟუტერიის საფასური, მაგრამ, როგორც გადასახადის გადამხდელი, იძულებული ვარ ეს გავაკეთო“.
„როდესაც ნორმალური ადამიანები პრივატიზაციას უკეთებდნენ გაზეთებს, ქარხნებს და გემებს, მე სულელივით ბარიკადებზე დავრბოდი“.
„ჩვენ წარმოუდგენლად კონფლიქტურ და აგრესიულ სახეობას ვეკუთვნით - მე არ ვიცი არც ერთი ცხოველი, რომელიც კონკურენციას გაგვიწევდა შიგასახეობრივ მკვლელობათა რაოდენობით, მათ შორის, სრულიად უაზროს“.
„რას ასწავლის, პირველ რიგში, ნებისმიერი ორგანიზებული რელიგია? პირველ რიგში, ასწავლის ღვარძლს და შეუწყნარებლობას. ღვარძლს და შეუწყნარებლობას ყველას მიმართ, ვინც განსხვავებულად აზროვნებს. ყველას მიმართ, ვინც მილიმეტრით მაინც ბედავს გადაუხვიოს იმ სტანდარტებს, რომელსაც ადამიანები, რომლებიც თავს მიიჩნევენ მბრძანებლებად, მასწავლებლებად და მწყემსებად, სთავაზობენ, როგორც აბსოლუტურ დოგმას და სიმტკიცეს“.
„ტრადიცია ყავარჯენია, რომლის დახმარებით მარაზმი გვსტუმრობს წარსულიდან“.
„საკუთარი სისულელით სიამოვნების მიღება - ძალიან ძლიერი განცდაა“.
„არ შემიძლია იმ ადამიანების პატივისცემა, რომლებმაც, ჩემი აზრით, გაიძვერობა მათი ცხოვრების საქმედ და პროფესიად აქციეს. - მართლმადიდებელი სამღვდელოება (მეხუთე არხის „ღია სტუდია“, 14 მარტი 2012 წელი)“
„სულიერება ის გაზია, რომელსაც მღვდლები გამოჰყოფენ სხვადასხვა წვერით დაფარული ხვრელიდან. როგორც კი ამ გაზით გულს იჯერებენ, მიდიან საბავშვო ბაღის ასაყრელად, რათა მის ადგილზე გახსნან მადლით სავაჭრო კომერციული წერტილი“.
„ცხადია, ხვალ რომ პრეზიდენტმა ბუდიზმი მიიღოს, ისინი თავის მდიდრულ კაბინეტებში ყველა ხატს ნაგვის ყუთში ჩაყრიან, შუბლზე წითელ ხალს დაიხატავენ და „ომ მანი პადმე ჰუმ“-ის იმღერებენ“.
„ეკლესიამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია რეპრესიული აპარატის მხარდაჭერის გარეშე არსებობა. იგი გვთავაზობს იდეოლოგიას, რომელსაც არ შეუძლია პასუხის გაცემა თანამედროვე გამოწვევებზე. გვთავაზობს იმდენად სუსტ კონსტრუქციას, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ამიტომ მისი დაცვა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ეკლიანი მავთულის, ხელკეტების და სისხლის სამართლის მუხლების საშუალებით. მეორდება ის, რაც იყო ჩვიდმეტი წლის რევოლუციამდე, როდესაც რუსეთის სიწმინდის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის კანონის თოთხმეტი მუხლით. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ახლა ყველა პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. თუ რევოლუციამდე ჩვენში ზოგადეროვნული სიძულვილის ინკუბაციას ორასი-სამასი წელი დასჭირდა, ახლა ყველაფერს თვეები სჭირდება, უკიდურეს შემთხვევაში, - რამდენიმე წელი. - კანონის მორწმუნეთა შეურაცხმყოფელი გრძნობების შესახებ (ინტერვიუ Off-the-record.ru)“
„ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარი ცივილიზაციის მნიშვნელობას, და ვერ ხვდება, რომ მისი ცივილიზაცია წამიერია“.
„ყველაფერი, რაც ოდესღაც შეურაცხყოფდა რელიგიურ გრძნობებს, აუცილებლად ხდებოდა კაცობრიობის სიამაყე“.
„მკრეხელობის უფლება ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი უფლებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მკრეხელობა თავისუფლად აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იძლევა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებას იმ არქაულ შეუსაბამობათა ნაკრების მიმართ, რომელიც ნებისმიერ რელიგიას უდევს საფუძვლად. უფრო მეტიც, საჯარო მკრეხელობა საუკეთესო საშუალებაა, რათა შეახსენო მორწმუნეთ, რომ ისინი არ არიან სამყაროს, კულტურის და საინფორმაციო სივრცის ერთადერთი მფლობელები“.
“მეგობრობა ყოველთვის მძიმე შრომაა. როგორც ცნობილია, ჩვენ ხშირად ვხდებით იძულებული მეგობრობის გამო საკუთარ თავს გადავაბიჯოთ. მეგობრობა ჩვენ თუ არ შევქმენით, თუ დაუსრულებელი მოთმინებით არ მოვქსოვეთ მისი ტილო, თუ ძაფს ძაფი არ მივუმატეთ, არაფერი გამოგვივა“.
„პოლიტიკით რუსეთში ყოველთვის მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. დანარჩენი მის დაკრულზე ცეკვავს. ალბათ, გინახავთ ბიჭები, რომლებიც საროსკიპოსთან სხედან. მათ იციან, რომ იქ უფროსი ბიძაა შესული, და მსჯელობენ: მე იმ ქალს ასე და ასე, ან კიდევ ჩაჩს დავახურებდი. ამ დროს კი უფროსი ბიძა, დახურულ კარებს მიღმა თავისი საქმით არის დაკავებული. ელცინიც ართობდა, მაგრამ ართობდა ლოკალურად“.
„ბატები და სულელები იმისთვის არსებობენ, რომ დასცინონ“.
„თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რაში გამოიხატება გეი-აღლუმის პრინციპული განსხვავება მორწმუნეთა ლიტანიისგან? ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კოსტიუმირებულ პათოსურ მსვლელობას, რომლის მიზანია ამ მსვლელობაში მონაწილეთა გარკვეული გამორჩეულობის დემონსტრირება“.
„რაც შეეხება ფრაზას, რომ ჭეშმატირად რუსი ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თაყვანს სცემს და აცხადებს თავისი ერთგულების შესახებ ებრაელთა ღმერთისადმი ... ბატები და სულელები, როგორც ლევ დავითის ძე ლანდაუ ამბობდა, საგანგებოდ არსებობენ იმისათვის, რომ მათ დასცინონ. ეს ფრაზა რუს შავრაზმელებში იწვევს აბსოლუტურ მძვინვარებას. მათ არ იციან, რა უპასუხონ. ტრადიციული პასუხი იქნება, რომ ქრისტე ან სმოლენსკის ოლქში დაიბადა, ან, რომ ყველაფერი ებრაელებმა გამოიგონეს, და სინამდვილეში ის იყო რუსი, რომ მისი რუსი დედა ისრაელიდან რუსეთში გაიქცა“.
„ვის გაერთიანება შეუძლია რელიგიას? მას შეულია მხოლოდ განხეთქილების შეტანა ისედაც გატანჯულ საზოგადოებაში. ქვეყანაში მრავალი მილიონი ათეისტია. ნებისმიერ რელიგიას შეაქვს განხეთქილება. სჯეროდეთ ყველაფრის, რაც სურთ, თუნდაც შუქნიშნების შეწყვილების, მაგრამ მათ ხომ სურთ, რომ ჩვენ შევინახოთ! წარმოიდგინეთ, რომ ისინი თავს არიდებენ გადასახადების გადახდას იმის გამო, რომ დაახლოებული არიან ზებუნებრივ არსებასთან. მათ არ სურთ საშემოსავლო გადასახადების გადახდა უძრავი ქონებიდან, სავაჭრო წერტილებიდან, სადაც იყიდება რელიგიური და მაგიური მომსახურება“.
„ცხოვრება შეისწავლო მედიაში გაშუქებული ახალი ამბების მიხედვით - ეს იგივეა, რაც მცდელობა გაარკვიო პარმეზანის ხარისხის იმ ადამიანის ფეკალიების გემოს მიხედვით, ვინც ეს პარმეზანი შეჭამა. ალექსანდრე ნევზოროვი. „შეურაცხყოფის ხელოვნება“.
„თუ ადამიანს არ სურს, რომ მის რელიგიას დასცინონ, მას ყოველთვის შეუძლია არ აირჩიოს ასეთი სასაცილო რელიგია“.
„პატრიოტიზმი დღეს - უსაფრთხო და მოდური ჰობია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში. როდესაც იგი საშიში და არამოდური იყო, რაღაც არ მახსოვს არც ერთი დღევანდელი პატრიოტი, არ მახსოვს დნესტრისპირეთის სანგრებში, არ მახსოვს არც ერთი მათგანი ალყაში მოქცეულ თეთრ სახლში 1993 წელს, არ მახსოვს არც ერთი მათგანი 1991 წელს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის მოქმედების დღეებში. საერთოდ არ მახსოვს“.
„დაფუძნების დღიდან დღემდე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია არსებობა მხოლოდ ტოტალიტარულ ვარიანტში, როდესაც მისი „ექსკლუზიურობა“ საზოგადოებრივ სივრცეში უზრუნველყოფილია, როგორც მინიმუმ, სისხლის სამართლის 14 მუხლით, ათეული კანონით და კანონს დაქვემდებარებული აქტებით, ხიშტებით, ხელკეტებით, შოლტებით, კატორღის, გადასახლების და ყველა უფლების აღკვეთის შიშით (შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ფაქტორები აძლევენ საშუალებას მართლმადიდებლობას შეინარჩუნოს არსებობა, როგორც დომინანტურმა რელიგიამ ე.წ. „წმინდა რუსეთში“, ანუ მეფის რუსეთში). არავითარი სხვა რეცეპტი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შესანარჩუნებლად არ არსებობს. თანამედროვე ადამიანის სურვილი იყოს თავისუფალი, მეცნიერების განვითარება, ინტერნეტის გავრცელება და ა.შ. - რელიგიური ობსკურანტიზმისათვის ასეთ მძიმე პირობებში „მართლმადიდებლობის ზეიმისათვის“ საჭირო გახდება უკვე არა 14, არამედ 114 სისხლის სამართლის მუხლი, რეპრესიული აპარატის ხუთჯერ გაზრდა და დაახლოებით 25 მილიონი შოლტის დამზადება“.
„საერთოდ, მაშინ წვავდნენ ყველაფერს, რის ახსნაც არ შეეძლოთ. მეთოდი, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ ძალიან არაეფექტური. ცეცხლში წვავდნენ კატებს, ძაღლებს, ერეტიკოსებს, არასწორი ფორმის ჯვრებს, გათავხედებულ მეცნიერებს, ძმებს-ქრისტიანებს, რომლებიც განსხვავებულად იწერდნენ პირჯვარს, ქათმებს, რომლებსაც შეეძლოთ ჩაედინათ მკრეხელობა და აეკენკათ ჯვრის ფორმით მიმოფანტული მარცვლეული. ცხენებსაც მიწვდნენ. ამასთან, ანაბელთად დაკავშირებული შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი. ქრონიკების შესწავლის შედეგად, შეიძლება დავასახელოთ, მიახლოებითი გამოთვლით, მინიმუმ 100 ასეთი შემთხვევა. და ეს მხოლოდ ცხენებთან დაკავშირებით. ძაღლებთან და მეცნიერებთან დაკავშირებული შემთხვევები არ დამითვლია“.
„ტრადიციები, რა თქმა უნდა, ლამაზი სანახაობაა, მაგრამ გამბედაობა უნდა გვეყოს და დროულად დავშორდეთ მათ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე, რადგან სწორედ ისინი არიან ყოველგვარი განვითარების მთავარი მტერი. ტრადიციული აზროვნების და მსოფლმხედველობის შენარჩუნება არასდროს მისცემდა რუსეთს უფლებას ჰყოლოდა ი.მ. სეჩენოვი, ი.პ.პავლოვი, მ.ვ. ლომონოსოვი და კ.გ. ციოლკოვსკი. ისინი განასახიერებდნენ ბუნტს სამყაროზე ტრადიციული, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელი შეხედულების წინააღმდეგ, და არა მისი შედეგს“.
„ტელევიზია საღეჭი რეზინაა თვალებისთვის“.
„მიუხედავად პატრიოტიზმისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა, პატრიოტიზმი, და არც რუსული პატრიოტიზმი, არ გულისხმობს ქალამნების ტარებას, არც ტილების ყოლას, არც მართლმადიდებლობას. ველური რუსოფობობა, ველური სიძულვილი ამ ქვეყანისადმი მოითხოვს, რომ ამ ქვეყნის მსოფლმხედველობა და მოქცევა დაუბრუნდეს XIV ან XV საუკუნეში“.
„ყოველთვის არსებობდა ორი კულტურა: ჭეშმარიტი კულტურა, თეთრი კულტურა, ნამდვილი და პირველადი კულტურა, პლებსის და მოსამსახურეთა კულტურა, კულტურა, რომელმაც შექმნა კირშა დანილოვის ლექსები: «бездырые бегут, попердывают, безносые бегут, понюхивают». კირშა დანილოვს ყოველთვის ჰყავდა ასობით და ათასობით მკითხველი და ბევრად მეტიც, ხოლო ჯამბაზების გამოსვლებს, სადაც ისინი აჩვენებდნენ თავის გენიტალიებს და ისე მოჰქონდათ თავი, თითქოს ენას აგლეჯდნენ ერთმანეთს, ყოველთვის უფრო მეტი ხალხი ესწრებოდა, ვიდრე შესაძლებლობას მოესმინათ ავტორისეულ ორიგინალში „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.
„ვფიქრობ, რომ მშობელი, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას შვილის წინაშე, რომელიც ხვდება, რომ რელიგიის არაკრიტიკული შესწავლა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგია იქნება ეს: ვუდუს კულტი, მართლმადიდებლობა ან აცტეკთა რელიგია, რომლებიც თაყვანს სცემდნენ კეცალკოატლიას, ან სკანდინავური რელიგიები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ ოდინს ან ტორას. ისინი მაინც ჩამოაცილებენ ბავშვს სამყაროს ბუნებრივ, ნორმალურ გაგებას, ჩამოაცილებენ ბიოლოგიას, ევოლციონისტიკას, თუ სინამდვილეში რისგან შედგება სამყარო და როგორ განვითარდა. თქვენ გეტყვიან, რომ მეცნიერება - ერთია, რელიგია კი - სრულიად სხვა. ეს აბსურდია, რადგან მეცნიერების საფუძველს წარმოადგენს კრიტიკულობა [...]“
„ამიტომ აღნიშნული საგანი თქვენ მიგაჩნიათ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევად, და მოითხოვთ ჩამოაშორონ თქვენი შვილი ამ საგანთან ნებისმიერ კონტაქტს“.
„იმას, რაც თქვენ ახლა განაცხადეთ, თან უნდა ახლდეს ცეკვა“ (ვიაზემსკის გორდონის გადაცემაში).
„არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტაბილური ან არცთუ ძალიან სტაბილური ჰობი, მე მხედველობაში მყავს მორწმუნენი. მართლმადიდებლობა იგივე ჰობია. თუმცა პრინციპულად არც ერთ ნებისმიერ ჰობისგან არ განსხვავდება. შეიძლება არსებობდნენ კაქტუსის მოყვარულები, ფელინოლოგები, ადამიანები, რომლებსაც უყვართ მძივებით ქარგვა. მაგრამ რით განსხვავდება რელიგია კაქტუსის მოყვარულებისა და ფელინოლოგებისგან? რელიგია ცდილობს ყველა, ვინც არ იზიარებს მის შეხედულებებს რეალობაზე, ყველა ეს ადამიანი გამოაცხადოს არასრულფასოვნად, არასწორად, ავადმყოფად, დაბნეულად, უმწეოდ და ასე შემდეგ“.
„მე ვარ ნებისმიერი ათეისტური პროპაგანდის შეწყვეტის მომხრე, თუ შეწყდება რელიგიური“.
„ათეიზმი ინტელექტუალური სერფინგია. მაგრამ ამისათვის საჭიროა ობსკურანტიზმის აზვირთებული ტალღები. ხოლო ვლადიმერ პუტინი პოსეიდონად მუშაობს“.
„რუსეთის კლერიკალიზაცია ახალ ბარბოროსობისკენ მიმავალი გზაა“.
„აქცია „უკვდავი პოლკი“ - კოლექტიური სპირიტიული სეანსია სტალინის სულის გამოსაძახებლად“
„ტაძარი მაგიური მომსახურების შემოთავაზების სავაჭრო წერტილია“.
„ღმერთის როლი რომ შეასრულო, არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. მხოლოდ გადასახადები თქვენი საეკლესიო ბიზნესიდან გადაიხადეთ“.
„მართლმადიდებლობამ შეძლო გამხდარიყო საზოგადოების გამაერთიანებელი, სადაც მონობა ყოველთვის იყო ნორმა“.
„რუსული მხედრიონის მახვილი გადატყდა უკრაინულ გარზანაზე“.
„უმეცრება, როგორც ცნობილია, ყოველთვის შეეცდება მოძებნოს და მოძებნის კიდეც რელიგიურ ნუგეშს“.
„ორგაზმით გამოწვეული ყვირილი ბიულეტენის „ხელისუფლების ცნობილ ხვრელში“ ჩაგდების პიკანტურ მომენტში არავის გაუგია, თუმცა კომისიონერებსა და დამკვირვებლებსაც ჰქონდათ ნორმალური ზომის სრულიად ჯანსაღი ყურები“.
„საქმე იმაშია, რომ „ადამიანის“ ცნების კორელირება „მონის“ ცნებასთან ძალიან რთულია. წარმოუდგენელია, რომ მონას უყვარდეს ის სისტემა, რომელიც გულისხმობს მისი გაყიდვის, საჯაროდ გამათრახების, ჩუმად მოკვლის, იძულებითი შრომით ნებისმიერი წამების შესაძლებლობას, უვიცობას, უაზრო და სიბინძურეში ცხოვრებას. მონა არ შეიძლება იყოს არც პატრიოტი, არც მოქალაქე. ასეთი მონები, ასეთი ყმები რუსეთის იმპერიაში 1861 წლამდე შეადგენდნენ მოსახლეობის თითქმის 88%-ს. გამოდის, რომ მართლმადიდებლობა მათი რელიგიაა?“
„სხვა სიტყვებით, არ არსებობს არც ერთი დამაჯერებელი განმარტება სკოლაში რელიგიის დასანერგად. ერთის და ყველაზე მარტივის გარდა - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი სურვილისა უზრუნველყოს თავისი თავი სანთლების მყიდველთა რამდენიმე თაობით“.
„ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს აჰიპნოზებენ სისულელეებით იმის შესახებ, რომ სხვა გზა, გარდა მტკივნეულისა, პრინციპში არ არსებობს, ან იმის შესახებ, რომ ცხენს, მაგალითად, „უყვარს ხტომა“. ეს ძალიან ჰგავს ძველ კულინარულ წიგნებს, რომლებშიც შესანიშნავადაა ფორმულირებული, რომ „კარჩხანას უყვარს, როცა არაჟანში წვავენ“.
„ადამიანთა ფუნდამენტური თვისებები ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც „საკუთარი ტყავის გადარჩენის“ ცნება გამოიყენებოდა პირდაპირი, და არა გადატანითი მნიშვნელობით“.
„კაცობრიობის ინტელექტუალურ ელიტას არასოდეს აინტერესებდა ადამიანის განვითარების თემა“.
„არ შემიძლია სერიოზულად მივაყენო შეურაცხყოფა ადამიანს, თუ ჩავთვალე, რომ მისი რწმენა გულწრფელია. თუ ჩავთვალე, რომ რწმენა გულწრფელია, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდო, რომ ადამიანს სჯერა მოლაპარაკე ბუჩქების არსებობა, რომ მიცვალებულები ვერტიკალურად აფრინდებიან, რომ, თუ ავიღებთ ფუნთუშის ნაჭერს და რამდენიმე სიმღერას ვუმღერებთ, ფუნთუშის ნაჭერი იქცევა გარდაცვლილი რავინის ხორცის ნაჭრად, რომელიც მოკლეს 2000 წლის წინ. იმის ვარაუდი, რომ თქვენს თანამოსაუბრეს შეიძლება ამის სერიოზულად სჯეროდეს, - შეურაცხმყოფელია“.
„რეალობა, თავისი ბუნებით, რუსოფობური და ანტისახელმწიფოებრივია. მისი ადგილი რუსეთში არ უნდა იყოს, ხოლო მისდამი შეუწყნარებლობა უნდა გახდეს ჭეშმარიტი პატრიოტის სავალდებულო თვისება“.
„მაგრამ შეიძლება უფრო ზუსტი შედარება - მართლმადიდებლობა ტურისტული სააგენტოების ერთობლიობაა. საერო ტურისტული სააგენტოები იზიდავენ ტურისტებს თურქეთსა ან ეგვიპტეში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უყვართ ეს ადგილები, არამედ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მართლმადიდებლობის ტურაგენტებიც ასევე იზიდავენ წმიდა მონასტრებში, სასწაულებრივი წყაროებისა და წმიდა. ნაწილების სანახავად და ა.შ. არა იმიტომ, რომ ამ სისულელის სწამთ, არამედ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გამო“.
„რელიგიას ტურისტული სააგენტოების ჩვევები აქვს. მაგრამ საერო მუზეუმებიც მიმართავენ ამ მეთოდებს: ტელევიზიით (NTV?) 07-დან 08-მდე 2012: “მუსიკის ღამეები გატჩინაში“: ამა და ამ სასახლეში (მუზეუმში) - მოჩვენებებია (რათა მიიზიდონ ხალხი)“.
„... ათეიზმი რთული რამ არის. რწმენისგან განსხვავებით, - ეს შრომაა. რადგან თქვენ ათეისტი ხდებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ცოდნის გავლენის ქვეშ, განათლების, იმ სამუშაოს გავლენის ქვეშ, რომელსაც შინაგანად ეწევით. რწმენა კი მზა კლიშეა, ბევრად უფრო მარტივი, და მას სწორედ ამ სიმარტივის გამო ირჩევენ. მაგრამ არა მგონია, რომ მორწმუნე ადამიანი რეალურად ბევრია. მთელ ამ ფანატიზმს, როგორც წესი, გამოხატავენ ისეთი არშემდგარი მსახიობი ქალები, რომლებსაც აღარ იღებენ ეპიზოდებში, და მაშინ ისინი მიდიან მონასტრებში და ტელევიზიით ხმამაღლა ყვირიან რწმენისა და მართლმადიდებლობის შესახებ“.
„როგორც წესი, მე ვამბობ: „ბიჭებო, ჭამეთ ხორცი და რაც შეიძლება ბევრი. მე დაინტერესებული ვარ იმაში, რომ ჩემს გარშემო იყვნენ მხოლოდ იდიოტები“.
“რატომ უნდა დაგარწმუნოთ რამეში? ჩემთვის ხელსაყრელია, როდესაც ჩემ გვერდით მხოლოდ იდიოტები არიან“.
„ჩემთვის, ცინიზმი ხელოვნებაა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. და სხვაგვარად, გარდა დადებითი მნიშვნელობისა, მე არ ვიყენებ სიტყვას „ცინიზმი“. მიმაჩნია, რომ ცინიზმით ჩვენ დაუმსახურებლად აღვნიშნავთ სისულელეს, აღვირახსნილობას, სხვადასხვა „წელს ქვემო“ იუმორს. ნამდვილი ცინიზმი, პირველ რიგში, უნაკლო ფორმულირებაა“.
„მე მესმის, როდესაც ეს კეთდება კეთილშობილების პოზიციიდან, როდესაც ეს კეთდება ურთიერთგაგებისა და ჩემი უფლებების პატივისცემის პოზიციდან, მაშინ მე მზად ვარ ჯანდაბამდე გავუყენო გზას მოწევაც და სხვა დანარჩენიც. მაგრამ, როდესაც მოდიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაზე თავისი შეხედულებების გავრცელების, საკუთარი იდეალების გამარჯვების მიზნით უცებ ცხოვრებას ასწავლიან უფროს ადამიანებს ...“
„სცენარი რომ დავწერო მართლმადიდებლობის საბოლოო კრახის შესახებ, სწორედ ისეთი იქნებოდა, რომელსაც ამჟამად ახორციელებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ზუსტად ასეთი რეპლიკები იქნებოდა. ეჭვიც კი მტანჯავს: ხომ არ არის აქ კრემლის ორმაგი ან სამმაგი თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ეკლესიას თავად ურტყას თავი კედელს? ის, რასაც აკეთებს „ჩარლი“ (ვსევოლოდ ჩაპლინი), ხომ ნამდვილი სიგიჟეა. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ იგი არც ერთ სიტყვას არ ამბობს თავისი სახელით, მხოლოდ გუნდიაევის იდეათა ტრანსლატორია წმინდა სახით. დარწმუნებული ვარ, რომ საქმე რეპეტიციებამდე და დაზეპირებამდეც კი მიდის“.
„იმისათვის, რომ რუსი ვიყო, რატომ უნდა მჯეროდეს ებრაული ხალხური ზღაპრების...“
„ლენინგრადის სიყვარული ძალიან რთულია, რადგან, რა თქმა უნდა, მხოლოდ დეკორაციებია. ეს არის ქალაქი, რომელიც საცხოვრებლად ნაკლებად მოსახერხებელია. ეს არის ქალაქი, რომელიც შეიქმნა, როგორც ევროპული რეალობის მსგავსი დეკორაცია. ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ ღებავს დეკორაციის უკანა მხარეს“.
„უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ, როგორც ნევროანატომისტი, მე სერიოზულად არ აღვიქვამ საუბარს ქალის განსაკუთრებული ფსიქოლოგიის შესახებ. ან რაღაც განსაკუთრებულ ქალურ თვისებების შესახებ. უბრალოდ, ქალის ტვინი და მამაკაცის ტვინი არაერთხელ მინახავს პროზექტურის მაგიდაზე, და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი თავს იკატუნებენ, რადგან სრულიად სრულყოფილი ადამიანები არიან“.
„რუსეთის ეროვნული გმირები სინამდვილეში მხოლოდ „კომიკსებია“, რომელიც უნდა საკუჭნაოში შეინახო და ადამიანებს არ აჩვენო, განსაკუთრებით მოზარდებს“.
„როგორც კი წარმოვთქვამთ სიტყვას „ცხოველი“, მაშინვე ვიხსნით ყველა მორალურ ვალდებულებას ამ არსების წინაშე. ადამიანის ასეთ ქედმაღლობას უკიდურესი სისულელის დაღი ასვია. აქედან გამომდინარე, უზარმაზარ სიამოვნებას ვართ მოკლებული. ჩვენ ვეძებთ სიამოვნებას გმირ ქალში, ომებში, სტრიპტიზ-კლუბებში, ჩვენს ხელთ კი უზარმაზარი სამყაროა. და ეს სიამოვნება ბევრად უფრო ძლიერი, მდიდარი და ფუნდამენტურია, ვიდრე ის, რომელსაც ვიგონებთ მოწყენილობისგან. ნაცნობი წრეა: ქალები, ალკოჰოლური სასმელი, ომი, არჩევნები და ა.შ. ყველაფერი მოცემულ ორბიტაზეა .... როგორც კატა უვლის გარშემო ცხელ ფაფას, ისე დავდივათ ჩვენ ერთ და იგივე გართობის იდიოტურ წრეზე“.
„ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი აბსოლუტურად გენიალური ადამიანია, მაგრამ ისიც უყურებდა ცხენს, როგორც ქრისტიანი. ხოლო ქრისტიანებს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ჰქონდათ პირდაპირი შეხედულება ცხენზე. ქრისტიანობას ხომ არ გულისხმობს, რომ რომელიმე ცოცხალ არსებას, ადამიანის გარდა, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი ბედი, თავისი გრძნობები, თავისი სული, თავისი ხასიათი. ყოველივე ცოცხალი უნდა იყოს შესანსლული ადამიანის მიერ, ემსახურებოდეს ადამიანს და ა.შ. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ მილიარდობით ცოცხალ არსებას, რომელთან ერთად ჩვენ ვიყოფთ ამ დედამიწას, რაღაცის უფლება აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ყურადღების მაინც, არასოდეს არ ყოფილა დამახასიათებელი ქრისტიანობისათვის“.
„თქვენ იცით, მღვდელი რომ გამოიჭიროთ სიცრუეში, არც არის საჭირო უწოდო მას მატყუარა. ის უკვე მატყუარაა თავისი განმარტების, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე“.
„მათ არ ჰყავთ ინტელექტუალები, არ ჰყავთ ორატორები, არ ჰყავთ პოლემისტები, საერთოდ არავინ ჰყავთ. ХХI საუკუნეში ისინი მოვიდნენ ობმოკიდებული სინოდალური დეკლარაციების ტვირთით, რომლებიც დღეს არავის აინტერესებს, და ნებისმიერ დავაში არგუმენტად არ გამოდგება. მათ არაფერი აქვთ, გარდა რეპრესიების შესაძლებლობისა. ესეც ძალიან ნათელია, ამასაც, ასე ვთქვათ, ექნება თავისი შორს მიმავალი შედეგი“.
„მე არ მაქვს ეროვნება. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, მე დავწერე განცხადება, სადაც უარი ვთქვი ვიყო რუსი. მე არ ვარ მსმელი, არ ვარ მორწმუნე, არც ბალალაიკაზე არ ვიცი დაკვრა - სადაური რუსი ვარ?
„სამშობლო ისეთივე მითია, როგორც ღმერთი. ისეთივე რელიგიაა. და ამ რელიგიას ერთი პრობლემა აქვს, ზუსტად ისეთივე, როგორც ყველა რელიგიას: - ხელშესახები ღმერთის არარსებობა, რომლის გამოცხადება შესაძლებელი იქნებოდა. გასაგებია, რომ არსებობს პეიზაჟები, სოპკები და არყის ხეები, მაგრამ ეს დეკორაციაა, რომელიც არაფერზე არ ახდენენ გავლენას, არაფერი შეუძლია: არ შეუძლია უწყებების გაგზავნა, ომის გაჩაღება, არც არყის ხეები არ კრებენ გადასახადებს. ხალხს კი ზოგჯერ უნდა, რომ ღმერთი გამოეცხადოს, გამოავლინოს თავისი მრისხანება, სიყვარული, ზრუნვა. ამიტომ, ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა რელიგიაში, რელიგიაში „სამშობლო“ ღმერთის სახელით ღაღადებენ ქურუმები: გენერლები, მეფეები, პრეზიდენტები, პოლიტოლოგები, ნდობით აღჭურვილი პირები, მაგრამ არსი იგივე რჩება. ამ სამშობლოსათვისაც, რომელიც მუნჯია, რომელიც მდუმარეა, ხმადაკარგული, თუ ოდესმე ჰქონდა მაინც. პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ მისი ხმა არავის გაუგონია, გარდა განსაკუთრებით საშიში შეშლილებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პირადად ესმით სამშობლოს ხმა. და მაშინაც გროზნოში, როცა მივხვდი, რომ ყველა ეს ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ სამშობლოსათვის იღუპებოდა. სწორედ ამ ფორმულირებით უშვებდნენ მათ სასაკლაოზე შეზარხოშებული მეთაურები. და ჩვენთვის გასაგები ხდება, რა არის იმპერია, რა არის ყველა ეს დერჟავული სულელური ამბიციები. და მაშინ მივხვდი, რომ სამშობლო კიდევ ერთი რელიგიაა, და, როგორც ნებისმიერ რელიგიას, მასაც შეცდომაში შევყავართ“.
„რუსეთს უყვარს კორუფცია. ყველა რუსს შეუძლია გახდეს კორუფციული სქემის მონაწილე“.
„ალბათ, რუსეთს არ შეუძლია იყოს სხვაგვარი. მას არ შეუძლია არ მოიპაროს, არ დაიპყროს, არ იძალადოს, არ დაალპოს და არ იყოს რეაქციული. სამწუხაროდ, იგი განწირული ქვეყანაა. მართვის პრინციპები თუ შეცვალა - დაიშლება. და თუ შეინარჩუნებს, მაშინ საბოლოოდ ჩამოშორდება ცივილიზაციას და მისივე ხელით დაიღუპება. უკანასკნელი ტრაქტორისტი გასრისავს უკანასკნელ ბატს და, საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდება“.
„რაც შეეხება საუბარს ღვთის გმობის შესახებ, ეს, რა თქმა უნდა, არაფერზე არ არის დაფუძნებული და უბრალოდ დღეს სისულელეს წარმოადგენს, რომელიც ჩვენთვის, ვინც ცხოვრობს საერო სახელმწიფოში და ემორჩილება კონსტიტუციას, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ ყველა ჩვენ - არც თქვენ და არც მე, არც ის - არ ვართ ვალდებული ვიცოდეთ, რა არის კონკრეტული კორპორაციისათვის, ადამიანთა გარკვეული წრისათვის, რომელიც გაერთიანებულია რელიგიური მიდრეკილებებით, წმიდა. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავერკვიოთ იმაში, რამდენი ღმერთი და ქალღმერთი არსებობს, რამდენი ხელი აქვს ქალღმერთს. ჩვენ არ ვართ ვალდებული ეს ვიცოდეთ. და იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვართ „ვალდებული“, ჩვენ არ შეგვიძლია დაგმობა. მისი განმარტებიდან გამომდინარე. და რადგან ჩემთვის, უამრავი სხვა ადამიანისათვის არ არსებობს განსხვავება მითის ერთი გმირის - იესოს და, მაგალითად, ოსირისს შორის. ერთიც და მეორეც - კულტუროლოგიური ფიგურაა, რომლის გააზრება შესაძლებელია კრიტიკულად ან ირონიულად. როგორც გენებოთ!“
„ორგანიზაციამ, რომელმაც სახელი გაითქვა ალკოჰოლიზმით, გარყვნილებით, გაუმაძღრობით, ანეკდოტად იქცა და ყბადაღებული გახდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ სწორედ მან უნდა გვასწავლოს მორალი“.
„სანამ მღვდელს ხელზე აკოცებთ, დაფიქრდით, რას აკეთებდა ამ ხელით ათი წუთის წინ“.
„მაგრამ ბოლო დროს ზებუნებრივ არსებათა თაყვანისმცემლები ცდილობენ თავს მოახვიონ თავისი შეხედულებები ფიზიოლოგიაზე იმ მილიონობით ადამიანს, რომელიც ამ შეხედულებებს ან არ თანაუგრძნობს, ან თუნდაც პრიმიტიულად მიაჩნია. - მართლმადიდებელი პროპაგანდის შესახებ“.
„საუბარი იმაზე, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, დაფუძნებულია რელიგიის აბსოლუტურ გაუგებლობაზე და არცოდნაზე, პრიმიტიულ გულუბრყვილობაზე“.
„მატერიალური კეთილდღეობა, აგარაკები გელენჯიკში, საათები, სქელი საჯდომები მერსედესში - ზოგადად, არავითარი სხვა მიზეზი არსებობისათვის ამ ორგანიზაციას არ აქვს“.
„ნათელია, რომ ისტორია იდეოლოგიისათვის მხოლოდ მოახლეა, რომელიც ყოველთვის მზად არის მოემსახუროს თავის ქალბატონს, მიიღოს ნებისმიერი პოზა და კონფიგურაცია, მოახდინოს მიმიკრაცია, ჩაიფუშოს ან გაიბეროს. იგი ყოველთვის მზად არის შეასრულოს იდეოლოგიის ნებისმიერი ახირება, რაც ადასტურებს ამ დისციპლინაში არსებული მეთოდების სიმდიდრეს“.
„რა არის „ტურისტი“? გარეგნულად - ეს არის არსება, რომელიც იქითკენ მიემართება, რაც მისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, მიემართება უაზრო შთაბეჭდილებების მისაღებად, რომლებიც არასდროს გამოადგება და, მისი პროფესიიდან გამომდინარე, არ იქნება მოთხოვნადი ან რეალიზებული“.
„სწორედ მღვდლებმა მრავალი ასეული წლის განმავლობაში ბევრი რამ ჩადეს იესოში, აფინანსებდნენ მისი უამრავი ხატის, ასევე მისთვის მიძღვნილი სიმღერების, შენობების, სიტყვების და წარმოდგენების შექმნას. ახლა მათ უნდათ, რომ ერთპიროვნულად გამოიყენონ იესო და მათ სასარგებლოდ გამოწურონ ყველაფერი ამ ბრენდიდან“.
„დიქტატორები და პრეზიდენტები მხოლოდ ტამბურმაჟერები არიან, რომლებიც „ხელისუფლების კვერთხის“ გამოყენებით რიტმს აძლევენ მასებში ბუნებრივი გზით აღმოცენებული ღვარძლისა და აღფრთოვანების კრუნჩხვებს“.
„არსებობს ისეთი რამ, როგორც პერსონალური ევოლუცია. იგი აბსოლუტურად გარდაუვალია, რადგან არსებობენ წიგნები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც გარდაქმნიან ადამიანს. თუ იგი განვითარების რაღაც ეტაპზე გაჩერდა, უკვე სიბრალულის, და არა აღფრთოვანების, ღირსია“.
„თუ თქვენ ისევ თავს გახვევენ გადაჭარბებული დოზით ამ ნაფტალინს ..., ან ზეწოლას ახდენენ თქვენზე სულიერებით და მღვდლებით, მაშინვე დაადანაშაულეთ სექსუალურ ძალადობაში“.
„როგორ უნდა ესაუბროთ მორწმუნეთ
გახსოვდეთ, რომ ეს თემები მათთვის ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, რომ ისინი ადვილად ვარდებიან ისტერიკაში, ამიტომ კარგი იქნება მოაცილოთ მათ ასანთი, ყველა სახის მჭრელი და მძიმე საგანი და გამოავლინოთ მოთმინება, სიმშვიდე და კეთილგანწყობა.
ამასთან ერთად, არ არის საჭირო თავგზა აიბნიოთ სულელური საუბრით ვიღაც ღმერთზე. ეს უაზრო თემაა, და ნებისმიერი მორწმუნე, თუ მას შესთავაზებთ დაგიმტკიცოთ ღმერთის არსებობა, 3-4 წუთის შემდეგ თავს იდიოტად იგრძნობს, და ამან შეიძლება მათი გააფთრება დამოიწვიოს. ნუ გააკეთებთ ამას.
საქმე იმაშია, რომ ხატების ან სხვა სურათების, ჯვრების, პატარა ხმელი ორცხობილების შეგროვება, მარტივ წარმოადგენებში მონაწილეობა, სადაც ჭამენ ან არ ჭამენ ღმერთის ხორცს, სადღაც გამგზავრება, შესაბამისი ფრაზეოლოგია, შესაბამისი ჩაცმულობა, - ყველაფერი ეს არ ადასტურებს ე.წ. რწმენის არსებობას. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ადამიანი რაღაც როლურ თამაშს ასრულებს.
მათი რწმენა სწორედ მათგან მოითხოვს, და საკმაოდ მკაცრად მოითხოვს მრავალი განსაცდელის გადატანას, საკუთარი თავის შეზღუდვას. თქვენ ყოველთვის უნდა შესთავაზოთ მორწმუნეს, ე.წ. მორწმუნე ადამიანს, დაამტკიცოს, რომ ის მორწმუნეა ამ სიტყვის სახარებისეული მნიშვნელობით.
უნდა დადგინდეს, რომელ უსახლკაროს მისცა მან ბინა, ვის მისცა ქურთუკი, რომელ მათხოვარს გადააწერა მანქანა, რამდენ კეთროვანს აკოცა ტუჩებში, აპირებს თუ არა წასვლას, ვთქვათ, სადღაც სუდანში ან ჩადის ტბის სანაპიროზე, რათა იქადაგოს იქ ქრისტიანობა, როგორც ეს უანდერძეს. როგორც წესი, ეს კითხვები ჩიხში ამწყვდევს მორწმუნეთ.
მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მორწმუნენი არიან, და, როგორც ვირი ვინი პუხის შესახებ ცნობილი წიგნიდან, ნაწყენი ხმით მოგვმართავენ: „იცით, ჩვენ ისეთი განსაკუთრებულები ვართ, რომ არ უნდა გვიწოდოთ „ბურთი“ “.
მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ, ისევე როგორც ია-იას არ გიწოდოთ ბურთი, დაამტკიცეთ, რომ თქვენც ია-ია ხართ.
დაამტკიცეთ, რომ განსაკუთრებულები ხართ, რადგან ჯერ-ჯერობით მხოლოდ აცხადებთ ამას.
და აქ, როგორც წესი, მათ რაღაც კაზუსი ემართებათ. მათთვის ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ ისინი მორწმუნენი არიან. დატოვეთ ისინი მარტო ამ აზრებთან.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ დათესეთ გარკვეული ეჭვი, რამდენიმე მარცვალი დათესეთ იმის გასაგებად, რომ ყველაფერი ასე დეკლარაციული არ არის, ასე მარტივად არ არის ამქვეყნად საქმე ე.წ. რწმენასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულია სინოდალურ ჟურნალებში.
ეკლესია ამბობს, რომ ქადაგებს ღმერთის რწმენას, ასე არ არის?
კი ბატონო, მივიღოთ ეკლესიის თვალსაზრისი, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეკლესია ქადაგებს არა ღვთის რწმენას, არამედ რწმენას ერთი ღმერთისა.
მღვდელთა თავხედობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კაცობრიობის ისტორიიდან ამოშალონ ყველა სხვა ღმერთი, რომელსაც კაცობრიობა იცნობდა შუმერის და ბაბილონიდან მოყოლებული. ასეთი ღმერთები, დაახლოებით, სამასი ან ოთხასია.
თუ შეიძლება გვწამდეს ერთ-ერთი ღმერთი, ე.წ. იესო, რატომ არის ზევსის, ოსირისის ან კეცალკოატლის რწმენა, მათი აზრით, აბსურდი? ან რით არის ერთი ღმერთი უკეთესი, ხოლო მეორე ღმერთი უარესი?
სხვათა შორის, მთელმა ამ სულიერებამ გაძლო მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის თოთხმეტი მუხლის, მრავალი კანონზე დაფუძნებული აქტის, კატორღის, ქონების წართმევის, ციმბირში გადასახლების შიშის წყალობით, და ბევრი სხვა არასასიამოვნო რამის გამო.
და ეს ხდებოდა სწორედ იმ დროს, როდესაც მართლმადიდებლობა ითვლებოდა სახალხო რელიგიად. როგორ მოხდა, რომ სწორედ ამ იდეოლოგიურმა სისტემამ მიიყვანა სახელმწიფო სრულ კრახამდე 1917 წელს?
თხოვეთ მათ კომენტარი თეზისზე იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა უკვე დაკომპოსტირებული ტალონია და მცდელობა მეორედ იმგზავრო ამავე ტალონით „ისტორიის ტრამვაიში“, მინიმუმ, გულუბრყვილობაა.
ჩვენ თითქოს ისტორიული სამედიცინო ფაქტის წინაშე ვართ: სახელმწიფოს კრახისა, რომელსაც შვიდასი წლის მანძილზე არაფერი ჰქონდა ამ იდეოლოგიის გარდა. საერთოდ არაფერი. და სხვაც არაფერი ყოფილა ნებადართული. სისხლის სამართლის კოდექსის რამდენი მუხლია საჭირო: ოცდარვა, ორმოცდაათი, სამოცი? რა სადამსჯელო ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყო მთელი ეს სულიერება ... აშკარაა, რომ მართლმადიდებლობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხიშტების მხარდაჭერით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო დახმარების გარეშე დაუყოვნებლივ გარდაიქმნება, დანაწევრდება მრავალ მცირე სექტად ან გარდაიქმნება ერთ-ერთ ასეთ სექტად.
ან რა არის ათეიზმი? ათეიზმი არ არის ყვირილი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არსებობს. არც ამა თუ იმ დოგმის, არც მათი რიტორიკის დაცინვა არ არის, სრულებითაც არა. ათეიზმი არის უფლება გქონდეს შენი აზრი, ეს თავისუფალი აზრის ტრიუმფია, კრიტიკულად, სკეპტიკურად აზროვნების უნარი, უნარი ყველაფერი შეაფასო, პირველ რიგში, ანალიზის შედეგად, დამოუკიდებლად. ნებისმიერი სიტყვის მიმართ, რომელიც დაიწერა ან თქმულა, ათეიზმის გულისხმობს კრიტიკულ გააზრებას.
ამაზე საუბრობდა დიდი ლამეტრი, ამაზე საუბრობდა პოლ ანრი გოლბახი. და ჩემი სიტყვებიც ისევე კრიტიკულად უნდა განიხილოთ, როგორც ბიბლიის ნებისმიერი ლექსი. ყველაფერი კრიტიკულად უნდა განიხილოთ.
და როგორც კი ეს კრიტიკა, როგორც კი ეს სკეპტიციზმი და უნარი და ანალიზის სურვილი ნორმად იქცევა, სწორედ მაშინ ღმერთები თავად დაიხოცებიან. ან ემიგრაციაში წავლენ იქ, სადაც მათთვის ჯერ კიდევ დარჩა ადგილი: სადღაც ჩადის ტბის სანაპიროზე და ახალ გვინეაში“
==---------
უნდა იყოს ვინმე, ვისაც ასწავლიან მორალს და ვისაც მიაჩნია, რომ მეორე მხარეც არსებობს, რომელიც ასწავლის; თქვენ ხედავთ საკუთარ თავს რომელიმე კატეგორიაში?
- არსებობს იმ ადამიანთა კატეგორია, ვისაც განუმარტავენ, თუ როგორ უნდა იფიქროს ზრდასრულმა ადამიანმა, როგორ უნდა გრძნობდეს, როგორ უნდა ესმოდეს სხვადასხვა რამ, და არიან ისინიც, ვინც ასწავლიან ამას.
თქვენ მოგწონთ იდეა, რომლის მიხედვითაც ხდება ამ მორალის დანერგვა და მისი დუბლირება სისხლის სამართლის კოდექსში?
-საკუთარ თავს, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილად ვხედავ.
- ეკლესია საშიში რამაა, და ჩემთვის არავის წაურთმევია ამა თუ იმ რელიგიური ინსტიტუტის კრიტიკის უფლება.
ვინ არის ტაძრის შენობის პატრონი და როგორ რეაგირებს ის კრიტიკაზე?
ჩუმად იყო არა? აბა მაშინ თქვენ რას ფორიაქობთ?
თუ რელიგიური პროპაგანდა შეწყდება, პირობას ვდებ, რომ არ ვიტყვი არც ერთ ათეისტურ სიტყვას.
მარტივი ანალოგია: თქვენ თქვენი რწმენა სილამაზის კონკურსზე გაიყვანეთ, პოდიუმზე და გწყინთ, რომ ისინი, ვისაც აჩვენებთ, გეუბნებიან: იღლიიდან თმა უჩანს, და, მაპატიეთ, კოჭლობს. თქვენ მუდმივად პარანოიაში ხართ.
უნდა გიყვარდეთ ათეისტები, რომლებიც თქვენი ოპონენტები არიან.
" როგორ აღვზარდოთ სამშობლოსადმი სიყვარული?
სანამ სამშობლოსადმი სიყვარულს ვისწავლით, სამშობლოს უნდა ვასწავლოთ ჩვენი სიყვარული!
რადგან ჯერ-ჯერობით მისი დედობრივი მოვალეობა და დედობრივი მოთხოვნები გამოიხატება იმაში, რომ დაგვამციროს, დაგვაქციოს, გაგვძარცვოს, ციხეში ჩაგვსვას, მოგვკლას, ფეხქვეშ გაგვთელოს ან უბრალოდ ყურადღება არ მოგვაქციოს.
პირველ რიგში, კარგი იქნება სამშობლოს ვასწავლოთ ჩვენი სიყვარული, და მაშინ, შეიძლება, აზრი ჰქონდეს ფიქრს ურთიერთსიყვარულზე.
ა. ნევზოროვი
==============
„ღმერთი მამაა, ეკლესია კი დედა. - ეს ნეიროლინგვისტური პროგრამის კლასიკაა, ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების სკრიპტი ქვეცნობიერის დონეზე, არა ურთიერთდაკავშირებულ ალგორითმთა ლოგიკური აგებულებაა, არამედ ბუნებრივი ლიბიდოს დევიანტური გადართვა კულტის ობიექტზე, სადაც გარკვეულ დოქტრინას და საზოგადოებას, რომელსაც მოაქვს სწავლების პატერნები, ეძლევა ნათესაური კავშირის მქონე სუბიექტების მახასიათებლები, ანუ მამების, დედების, შვილების, ძმების. ეს ისევეა, რომ მეცნიერმა ფიზიკოსმა ფარდობითობის თეორია გამოაცხადოს თავის დედად, ხოლო პლანკის მუდმივა, როგორც თავისი და, მაგრამ ასეთ მეცნიერს მისივე კოლეგები გააგზავნიან ფსიქიატრთან, ნეიროლეფსიკოსების მყუდრო გარემოში“. ავტორი უცნობია
Serial killers ruin families. Corporate, political and religious psychopaths ruin economies and societies." R. Hare Criminal Psychologist
http://www.pathocracy.net/
People who accept you EXACTLY as you are. Don't let them go."- Jacqueline Kabat
"Nothing is more threatening and confusing to an angry person consumed with fear than a free spirit. It pisses them off." Jacqueline Kabat
თარგმანი (C) მ.ფ.ლ
05.15.2017

ბობოკიდან ადამიანამდე. სამყაროს ზნეობრივი ევოლუციის შესახებ

რუსმა ფილოსოფოსმა მიხაილ ე. „ფოკუსთან“ ინტერვიუს დროს განმარტა, თუ როგორ მოხდა „სოვოკის“ ტრანსფორმირება „ბობოკში“, როგორ ვქმნით ჩვენ სამყარო-მატრიოშკებს და რატომ მივალთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად გონების მშვიდობიან და თვითკმარ არსებობამდე.
წიგნში „სოვოკიდან ბობოკამდე“ თქვენ აღწერეთ იმ ადამიანთა ახალი მდგომარეობა, რომლებმაც ვერ შეძლეს საბჭოთა აზროვნების უარყოფა. თქვენ წერთ, რომ „ბობოკი“ - იმედგაცრუებული „სოვოკია“, რომელმაც გააცნობიერა თავისი მარტოობა და უნიათობა. გამოდის, რომ ზოგადად უნიათობის და არასრულფასოვნების კომპლექსის გადალახვა შესაძლებელია?
— დოსტოევსკის მოთხრობაში „ბობოკი“ მოქმედება ვითარდება სასაფლაოზე, „ბობოკი“ კი გახრწნილ ცხედართა ბლუყუნის ხმაა, რომლებსაც საბოლოოდ სურთ „გაშიშვლება“, რათა თავის შესახებ სრული სიმართლე თქვან, და არ ერიდებიან არავითარ ზრდილობის წესებს. სოვოკმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა ოცნების უნარი, უწყინარობა, სჯეროდა ბედნიერი მომავლის, ხალხთა ძმობის, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების. ბობოკი მოკლებულია ილუზიებს და ისტორიულ პერსპექტივას. ბობოკი აგრესიულ-დ
რა უნდა გავაკეთოთ? პატივისცემასა და ტოლერანტობისკენ მოვუწოდოთ? მათთვის ეს ფუჭი სიტყვებია. ალბათ, „ბობკოვშჩინის“ წინააღმდეგ ყველაზე საიმედო საშუალება პროფესიონალიზმია. მოქმედი რეჟიმი რუსეთში თავად უწყობს ხელს ნგრევას არა მხოლოდ სიცრუით და ქურდობით, არამედ ხალტურით, საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ბობოკები, როგორც წესი, ცუდი სპეციალისტები არიან. იქ კი, სადაც კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა საკუთარი საქმისადმი, საგნისადმი, რომელსაც ქმნი, ან ტექსტისადმი, რომელსაც წერ, იწყება ადამიანის სულის გაჯანსაღება.
სსრკ-ში, პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაციაშიც, ხელობის და პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით საქმე მაინც და მაინც კარგად არ ყოფილა. ამ თემაზე ესსე მაქვს დაწერილი მანდელშტამისეული სახელწოდებით „შრომის სიძვა“ (1988). მაგრამ თანამედროვე გლობალიზმი, რომელიც გარდაუვალია სოციალურ ქსელებში, იხრება იქით, რათა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს პროფესიული მინიმუმი. დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პარლამენტზე ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუცია რეპუტაცია. ყველაფერი, რასაც აკეთებ, ტოვებს ღია ან მუქ კვალს. რეპუტაცია საზოგადოებრივი მეხსიერების სიღრმეა. რუსეთში კი რეპუტაციის მექანიზმი არ ჩამოყალიბებულა, და ადამიანს, რომელმაც ოდესღაც სახელი გაითქვა, შეუძლია თამამად ჩაიდინოს უღირსი საქციელი იმ იმედით, რომ დაივიწყებენ, ხოლო ნიჭიერი ფილმი ან წიგნი დარჩება.
კულტურალები და ნატურალები
ერთ-ერთ სტატიაში („ინფორმაციული აფეთქება და პოსტმოდერნული ტრავმა“), თქვენ წერთ სხვადასხვა საზოგადოებაში მზარდ უფსკრულზე „სულელებსა“ და „ჭკვიანებს“ შორის. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ამერიკული საზოგადოების მაგალითზე, როდესაც ადგილი აქვს კონფლიქტს განათლებულ, მოწინავე და გლობალიზებულ ადამიანსა და მათ შორის, ვინც ფეხს ვერ აყოლებს ცხოვრების ტემპს და ცივილიზაციის განვითარებას, ჩამორჩება ისტორიას, რაღაცით ჰგავს ბობოკთა შეგრძნებებს?
—კაცობრიობა ჩამორჩება და ამავე დროს წინ უსწრებს თავის თავს, და ეს უფსკრული უფრო ღრმავდება, რაც ტრამპიზმის ფენომენით დასტურდება. აღმოჩნდა, რომ ამერიკაშიც კი, რომელიც მომავლისკენ მიისწრაფვის, ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია. მე ვილაპარაკებდი არა „სულელებსა“ და „ჭკვიანებზე“, არამედ „ნატურალებსა“ და „კულტურალებზე“. არიან ბუნების ადამიანები და კულტურის ადამიანები, ეს კი განსხვავებული მენტალიტეტია. ზოგიერთისთვის ბუნებრივია თევზის ჭერა, ნადირობა, ფიზიკური შრომა, თავისი ხელით სახლის შეკეთება, სხვებს კი აინტერესებს მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, მუზეუმები, უახლესი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. იქ, სადაც მწვავდება ურთიერთგაუცხოება ნატურალებსა და კულტურალებს შორის, ჩნდება ფაშიზმის წინაპირობა. როგორც მაქს ჰორკჰაიმერმა და თეოდორ ადორნომ აღნიშნეს გერმანიის ნაციფიკაციასთან დაკავშირებით, ამ პროცესს მხარს უჭერდნენ ისინი, „რომელთა ცნობიერება ვერ ეწეოდა პროგრესს, ანუ ბანკროტები, სექტანტები, სულელები“. იქ, სადაც საზოგადოება იყოფა მათზე, ვისთვისაც გასაგებია და არ არის გასაგები, ვინც ეზიარა და არ ეზიარა, ინტელექტუალთა მიმართ ჩნდება ნიადაგის, სისხლის და სიძულვილის იდეოლოგია.
რა თქმა უნდა, შეიძლება გაუგო ნატურალებს და გაიაზრო ის შეცბუნება, რომელსაც ისინი განიცდიან უახლეს ტექნოლოგიათა „თარეშის“ გამო, მათ შორის ისეთის, რომლებიც მათ დევნიან წარმოების სფეროდან. ალბათ, ძალიან მალე „ნატურალური“ ტიპი დიდ ეკონომიკურ ინვესტიციებს მოითხოვს, რადგან მომავლის ზეცივილიზაციაში უკვე აღარ დარჩება სამუშაო ფერმერებისათვის, ქარხნების პროლეტარებისათვის, მძღოლებისა და მაღაროელებისათვის. შესაძლებელია, რომ მრავალი კულტურალი, კომპიუტერული ოპერატორი და დიზაინერი, მოხელე დარჩეს უმუშევარი რობოტოტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო. ყველას ექნება მეტი დრო თვითგანვითარებისათვის. თითოეული ადამიანი მიიღებს ხელფასს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს. ამის განხორციელება, ჩემი აზრით, უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში და იგეგმება ფინეთში. თავისუფალ დროს გათავისუფლებულ მოქალაქეს შეეძლება დაკავდეს კულინარიით, სპორტით, მხატვრული თვითშემოქმედებით. ცივილიზაციაში მუდმივად იცვლება ბუნებრივი და კულტურული საწყისის თანაფარდობა. ნოოსფერო სულ უფრო მეტად შთანთქავს და აქრობს ბიოსფეროს. ოდესმე ყველა ჩვენ, „ჭკვიანი“ და „სულელი“, ჩამოვრჩებით ტექნიკას, რომელიც გამუდმებით ვითარდება, და მაშინ, როცა აღმოვჩნდებით პროგრესის ბოლოს, ალბათ, გავერთიანდებით.
ისტორიის მოდალობა და მორალი
რაც შეეხება ისტორიის არაპროგნოზირებადობას. ერთ-ერთ სტატიაში თქვენ აღწერეთ ისტორიულ მოვლენათა დიაგონალური განვითარების თეორია, რომლის არსი იმაშია, რომ ნებისმიერ მოვლენას აქვს განვითარების ალტერნატიული ვარიანტი სხვა, პარალელურ რეალობაში. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ისტორიის მცდელობაა ყურადღება გააამახვილოს ჩვენი თაობის დაავადებაზე? რა კრიტერიუმებით ირჩევს ისტორია ამ მოვლენებს? არსებობენ ეთიკური კატეგორიები მის შერჩევისას, თუ ისტორია უბრალოდ ერთად აგროვებს სხვადასხვა პაზლს?
—თქვენ ერთდროულად რამდენიმე საკითხი წამოჭერით. ერთი საკითხია ისტორიის მოდალობა. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ისტორიას აქვს კონიუნქტივი: ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად. ისტორიის ნებისმიერ წერტილში მოვლენებს შეეძლო მიეღო სხვა მიმართულება, და მაშინ შეიცვლებოდა ყველა ისტორიული მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაცია.
კიდევ ერთი საკითხია ისტორიის მორალი. მე მიმაჩნია, რომ ისტორიას აქვს ეთიკური ვექტორი, რომელიც პოზიტიურია. თანამედროვეთა უმრავლესობისათვის საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენები იძენენ კიდევ უფრო მწვავე ზნეობრივ მნიშვნელობას, ვიდრე ამას წარსულში ჰქონდა ადგილი, ძალიან ჰუმანური და განათლებულ ადამიანებისთვისაც კი. მაგალითად, ვლადიმერ სოლოვიოვი, დიდი ფილოსოფოსი და მორალისტი, მიუხედავად ამისა, მიიჩნევდა, რომ ათასობით ადამიანის მსხვერპლად შეწირვა რელიგიური იდეისათვის სავსებით გამართლებულია. დღეს კი ჩვეულებრივი, „მასობრივი“ ადამიანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ მეტისმეტად ტრამვირებული ვართ ХХ საუკუნის მოვლენებით, რომ არ გვესმოდეს: არც ერთი მიზანი, ყველაზე დიდებულიც კი, ვერ შეძლებს გაამართლოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.
ზოგადსაკაცობრიო ისტორიის ვექტორი მორალურად ერთმნიშვნელოვანია. პრობლემა იმაშია, რომ თითქმის ყველას შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი თავი არა როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი მთლიანობაში, არამედ მხოლოდ როგორც გარკვეული ერის, კონფესიის, პარტიის, სქესის, ასაკობრივი ან პროფესიული ჯგუფისა. სწორედ ამიტომ, გაადამიანება - ყველაზე აქტუალური მორალური იმპერატივია. ბიოლოგიურად ჩვენ ვიბადებით „ადამიანებად“, მაგრამ იმისათვის, რომ ინტელექტუალურად და მორალურად გავხდეთ ადამიანი, ყველას ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. საკუთარ თავში ადამიანურის ყველა სხვა იდენტიფიკაციაზე (ეროვნულის, კლასობრივის და ა.შ.) მაღლა დაყენება - კაცობრიობის ერთგულებაზე ფიცის დადების მსგავსია, ან საჭიროა მოწიფულ ასაკში გაიარო კონფირმაცია, როგორც ნათლობის დროს: დიახ, მე დავიბადე ადამიანად, მაგრამ ახლა ამას ვიღებ ჩემ თავზე, როგორც შეგნებულ ამოცანას.
1990-იან წლების დასაწყისში რუსეთში გადაწყდა, რომ საერთაშორისო სამართალი ეროვნულზე პრიორიტეტული უნდა გახდეს. რაღაც მსგავსი უნდა არსებობდეს ეთიკის თვალსაზრისითაც. გლობალიზაცია მუშაობს ასეთ საკაცობრიო ცნობიერებაზე, მაგრამ მოქმედებს პიროვნებისგან დამოუკიდებლად. გლობალიზაცია გარე გამოხატულებაა იმისა, თუ რა უნდა გახდეს თითოეულის საშინაო საქმე: საკუთარ თავში ადამიანის შექმნა.
ვშიშობ, რომ ნამდვილი გაადამიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ტრაგიკული მოვლენების: ან უცხოპლანეტელთა შემოჭრის ან მანქანების ამბოხების შედეგად, რომელთა წინააღმდეგ ჩვენ გავერთიანდებით, ან სამხედრო ან სტიქიური კატასტროფის შედეგად, რომელიც მთელ კაცობრიობას დაღუპვით დაემუქრება. ასეთი კრიზისის გარეშე ადამიანთა რასას გაუჭირდება გაერთიანება.
გონების მომავალი
ერთ-ერთ სტატიაში თქვენ ასევე წერთ, რომ ჩვენ მატრიცული სტრუქტურის ნაწილი ვართ, როდესაც მხოლოდ ჩვენ არ ვქმნით ვირტუალურ სამყაროს სოციალურ ქსელში, არამედ თავად ვართ სხვა ვირტუალური სამყაროს ნაწილი, რომელიც შექმნეს უფრო მაღალი რანგის „პროგრამისტებმა“.
—ვერ ვიტყვი, რომ მე მიყვარს კომპიუტერული თამაშები და დროს ვატარებდე ვირტუალურ სამყაროში, სრულებითაც არა! მიუხედავად ამისა, ინტუიციურ-ემოციურ დონეზე მე უკვე ვგრძნობ, რომ პირველადი, ფიზიკური რეალობა, თუმცა უფრო ღრმადაა დამუშავებული, ვიდრე კომპიუტერული, საბოლოო ჯამში, ასევე ვირტუალურია, მეორადი. მე უკვე უკეთ მესმის, თუ როგორ გონებას შეეძლო შეექმნა ეს სამყარო თავის კანონზომიერებითა და შემთხვევითობებით, პიროვნების თავისუფლებით და ბედის ირონიით. კაცობრიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არსებობს ოსტატი, დიზაინერი, რომელიც თითქოს-და ამ მატერიალური კოსმოსის უკან დგას. ეს აძლიერებს ჩვენ პასუხისმგებლობას შემოქმედის წინაშე და მივყავართ მატრიოშკა-სამყაროების, სამყაროთა ერთმანეთში ჩასმულობის აზრამდე. ჩვენ ვქმნით ჩვენ პატარა მატრიოშკას, მაგრამ თავადაც რაღაც დიდ მატრიოშკაში ვიმყოფებით, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ მატრიოშკაშია ჩასმული.
ყოველ წელს კომპიუტერის ეკრანებზე მსოფლიო წარმოგვიდგება ონტოლოგიურად სულ უფრო დამუშავებული სახით. თავდაპირველად მისი აღქმა შეიძლებოდა მხოლოდ ვიზუალურად, შემდეგ - სმენით, ახლა იქმნება რეალობის იმიტაციის ტაქტილური და ყნოსვის მეთოდები. გამორიცხული არ არის, რომ რეი კურცვეილი, ილონ მასკი და სტივენ ჰოკინგი ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ 50-100 წლის შემდეგ ვირტუალური სამყაროები თავისი ღრმა ემპირიული შინაარსით უკვე ნაკლებად იქნებიან განსხვავებული ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროსგან.
მეორე მხრივ, ფიზიკური სამყაროს რეალობის მიღმა ჩნდება თეთრი ლაქები, რომლებიც ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამით ამჟამად მეცნიერება არის დაკავებული. სამყარო ჩამოყალიბების პროცესშია, მაშასადამე, მხატვარი აგრძელებს მუშაობას ამ სურათზე. სხვათა შორის, ამჟამად მეცნიერულ მნიშვნელობას იძენს სამყაროს, როგორც ჰოლოგრამის, თეორია, რომელსაც აქვს ორი განზომილება, დანარჩენი კი - ჰოლოგრაფიული ილუზიების შედეგია.
თქვენ ფიქრობთ, რომ ვირტუალური სამყაროს და გარე სამყაროს დამუშავების პროცესი უსასრულოა?
—ვფიქრობ, რომ უსასრულოა, თუმცა ძნელია იმის თქმა, სად დაიწყება გარდამავალი ეტაპი და ახალი პარადიგმა. ის აღწერილია, როგორც აპოკალიფსი რელიგიაში და სინგულარობა ტექნიკურად ორიენტირებულ ფუტუროლოგიაში. ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ძალა გაგვიძღვება ჩვენ, და გაცილებით ნაკლებად გვეცოდინება, რომელ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველა ჩვენგანი, ჩამორჩენილიც და მოწინავეც, ყოვლისმომცველ გონებასთან შედარებით, „ნატურალები“ აღმოვჩნდებით.
თქვენ თქვით, რომ ჩვენ ინტელექტი გაგვიძღვება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეთიკური და ზნეობრივი კატეგორიები გაქრება, ანუ გონება და პრაგმატიზმი გახდება დომინანტური იდეოლოგია, ხოლო ეთიკა და მორალი საჭირო აღარ იქნება?
—მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური გონება, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უფრო მეტად დაემსგავსება ეკოსისტემას, მაგალითად, ტყის მასივს. ნიშნური პროცესები დამახასიათებელია ცოცხალ არსებათა ყველა ფორმისათვის, მათ შორის, მცენარეებისათვის; აქედან გამომდინარე, კოლექტიური ხელოვნური გონება, რომელიც წარმოიქმნება ნეიროელექტრონულ ქსელში, შეიძლება ახლოს იყოს მცენარეთა სისტემასთან. მცენარეებში მიმდინარეობს წვენის ცირკულაციის, ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მაგრამ არაძალადობრივი. მათ არ აქვთ ეს ყოვლისშთანმთქმელი, ხარბი, გაუმაძღარი ეგო, რომელიც აიძულებს ცხოველებსა და ადამიანებს ერთმანეთი დახოცონ. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჩვენ მივაღწევთ გონების უფრო მშვიდობიან, თვითკმარ არსებობას, რადგან არ აღმოჩნდება მოთავსებული ცალკე ორგანიზმში, რომელიც მოითხოვს საზრდოს და გამრავლებას და ებრძვის სხვა ორგანიზმებს შეზღუდული რესურსების გამო. არასწორი იქნება წარმოვიდგინოთ ხელოვნური გონება ზეადამიანის, ყოვლისშემძლე კიბორგის, რობოტის სახით, რომელიც კარნახობს ადამიანებს თავის ნებას. რობოტი მხოლოდ ტერმინალია, ცალკე მონიტორი. ელექტრონული აზროვნება შეიძლება უფრო ახლოს იყოს ვეგეტატიურთან, არატოტალიტარულთან და არაინსტრუმენტალურთან, რადგან მას ფესვები არ აქვს გადგმული ეგოცენტრულ სუბიექტში. ტყეში ყველა ხე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ბიოცენოზს ქმნის. დაახლოებით ამ სახით მოხდება ნოოცენოზი ელექტრონულ ქსელში. ერთობლივ გონებას არაფერში სჭირდება ვინმეს დაესხას თავს და რაღაც გაანადგუროს, ისევე, როგორც ხეს არ სჭირდება თავისი ფესვების განადგურება, რომლებიც მას ნიადაგთან და სხვა ხეებთან აკავშირებენ. ადამიანის საქმიანობის მნიშვნელობა იმაშია, რომ ცოცხალ სხეულში დანერგილი ტვინის მეშვეობით გონება გავიდეს სამყაროს თვითმმართველობის ახალ დონეზე - და ეთიკის ახალ დონეზე. ჩვენ უზენაესი წესი გვაქვს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. იქ კი სხვა გაჩნდება: „შეიყვარე მთელი, იმიტომ, რომ მის გარეშე შენც არ იარსებებ“.
ჩემი აზრით, ამერიკაში უკვე არსებობს ტაქსი მძღოლის გარეშე ...
— ცოტა ხნის წინ ვიყავი კალიფორნიაში და ვიმგზავრე ასეთი ავტომობილით. წინა სავარძელში მძღოლია, მაგრამ როდესაც საჭეს ხელს მოაშორებს, მანქანა თვითონ მართავს თავის თავს, ავტომატურად ადგენს დისტანციას სხვა მანქანებთან, ელოდება სასურველ ინტერვალს გვერდით ზოლზე, რათა უსაფრთხოდ გადავიდეს მასზე. და ეს ყველაფერი ხდება 120-130 კმ სიჩქარით საათში. ძლიერი გრძნობაა! მაგრამ თანდათან უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ვიდრე ცოცხალ მძღოლთან, რომელსაც შეიძლება აზრად ნებისმიერი რამ მოუვიდეს, ან რამეზე დაფიქრდეს, ვერ გაუმკლავდეს მართვას.
მე ვიფიქრე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ხელი შეუწყოს არა მხოლოდ შინაგანი უსაფრთხოების გრძნობას, არამედ გარშემომყოფთა მიმართ უფრო დიდი ნდობის განვითარებას. მოდით დაველოდოთ ამ დროს.
— ეს დრო უკვე გველოდება, როგორც უნივერსიტეტში ელოდებიან სკოლის კურსდამთავრებულებს.
ეპრესიული სოვოკია, რომელიც უკვე კარგს არაფერს ელოდება სამყაროსგან. ამიტომ მზად არის პირველმა მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა, და, მიუხედავად იმისა, რომ საფლავში იხრწნება, „ბობოკალიფსითაც“ კი იმუქრება. მაგალითად, პროფესორი-ბობოკი, უკრაინაზე საუბრისას, ხმამაღლა აცხადებს შემდეგ ფორმულას: „განადგურება, განადგურება და განადგურება. სხვა რამეზე საუბარი არ შეიძლება იყოს. როგორც პროფესორი, მე ასე ვფიქრობ“ (ა. დუგინი). „ბობოკი“ „საშუალო ადამიანის“ გააფთრებული სიძულვილია ყველას მიმართ, ვინც მისგან განსხვავდება. სამყარო უნდა აფეთქდეს და დარჩეს მხოლოდ გაპარტახებული სამშობლო: „ჩუჩმეკები“, „ხოხოლები“, „ლიბერალები“, „მეხუთე კოლონა“ ... მიუხედავად იმისა, რომ ბობოკები პირად ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცევიან, როგორც კი მათი აზროვნება აღწევს პოლიტიკის დონეს, ტრანსში ვარდებიან.

Подписаться на:
Сообщения (Atom)