пятница, 9 декабря 2022 г.

თავად ამოიყვანე საკუთარი თავი ჭაობიდან (კრიზისიდან)! ბარონი მიუნჰაუზენი.

 https://aster-c.com.ua/ru/baron-myunkhauzen/

თავად ამოიყვანე საკუთარი თავი ჭაობიდან (კრიზისიდან)! ბარონი მიუნჰაუზენი.

რთულ სიტუაციაში, ყველაზე სასწაულებრივად, ზღაპრის გმირმა ბარონ მიუნჰაუზენმა ჭაობიდან თმებით ამოათრია საკუთარი თავი. პერმანენტული მდგომარეობა, რომელშიც, ამჟამად, ბაზრები იმყოფება, შეიძლება ჭაობს  შევადაროთ. როგორც არასდროს, დღეს სწორია  მტკიცებულება „წყალწაღებულის გადარჩენა თავად წყალწაღებულთა საქმეა!“. ცხადად მეორდება ფანტაზიის „ბარონ მუნჰაუზენის თავგადასავალის“ სიუჟეტი! იმ მეწარმეებისთვის, ვინც „არ დანებდა“, კომპანია „ასტერ კონსალტინგი“ იწყებს პუბლიკაციების სერიას, რომელიც ეძღვნება ბიზნესის ყველაზე საჭირბოროტო თემას - დღეს, თუ როგორ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ კომპანიის გაყიდვების მოგების დონე.

        ჩვენ გთავაზობთ ისეთი სტრატეგიების გამოყენებას, რომლებიც გამიზნულია გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების დონის ამაღლებაზე, რომელთა სიდიდე პირდაპირ გავლენას ახდენს მოგების დონეზე. გაყიდვების ეფექტურობის ასეთი მაჩვენებლები შედის ფართოდ ცნობილ „გაყიდვების ოქროს ფორმულაში“.

P = L * K * CHср. * Nср. * Mср.


მოგება P განისაზღვრება პროდუქტით:

L (lead) – პოტენციური კლიენტების რაოდენობით (მაგალითად, მათი, ვინც დააწკაპუნა თქვენი საიტის გვერდზე).

K – კონვერსიის კოეფიციენტით (განსაზღვრავს პოტენციური მყიდველების რაოდენობას, რომლებმაც გააკეთეს შესყიდვა).

CHср – შესყიდვის საშუალო ქვითარი.

Nср – გარიგების საშუალო რაოდენობა მყიდველზე.

Mср – средняя маржа (рентабельность) по сделкам. საშუალო მარჟა (რენტაბელობა) გარიგებაზე.

რეზიუმე: თითოეული კოეფიციენტის 10%-ით გაზრდით, მოგება ერთ პერიოდზე იზრდება 1,61-ჯერ.

         ცხადია, გაყიდვების მართვა მდგომარეობს ეფექტურობის ზემოაღნიშნული მაჩვენებლების კონტროლში და, რა თქმა უნდა, მათი დონის გაზრდაში. ჩვენს შემდეგ პუბლიკაციებში ჩვენ გაგიწევთ რეკომენდაციას, თუ როგორ ოპტიმალურად დასახოთ თქვენი სამოქმედო სტრატეგიის პრიორიტეტები და განიხილოთ ასეთი მაჩვენებლების დონის გაზრდის შესაძლებლობა.

===

https://lenta.ru/news/2021/12/31/ploxo_dlya_zavtraka/
დასახელებულია საუზმისთვის ყველაზე ცუდი პროდუქტები
„იზვესტია“: საუზმეზე შაქრის შემცველი საკვები ორგანიზმს არ მოუტანს სარგებელს

ექსპერტებმა საუზმისთვის ყველაზე ცუდი პროდუქტები დაასახელეს. პირველ ადგილზეა პოპულარული ტკბილი მარცვლეულის ფანტელი, და ზოგადად, შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, რომელიც, როგორც  „იზვესტია“ იუწყება, ორგანიზმს სარგებელს არ მოუტანს.
დიეტოლოგ კორტნი დანჯელოს თქმით, მარცვლეულის ფანტელის მოხმარებამ შეიძლება დააჩქაროს დაბერების პროცესი და წონაში მატება, ასევე გამოიწვიოს ნაწლავის ანთების პროვოცირება. მისმა კოლეგამ ავსტრალიიდან, სუზი ბარელმა დაამატა, რომ საკვები ბოჭკოების სიმცირის გამო ისინი დიდხანს არ იძლევიან დანაყრების შეგრძნებას. კვების სპეციალისტი აშშ-დან ლაურა ბურაკი თვლის, რომ საუზმეზე ყველაზე ცუდია შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, როგორიცაა ბლინები, ფუნჩულები და კექსი.
რუსი ექსპერტის იულია ჩეხონინას აზრით, უმჯობესია უარის თქმა შემწვარ საკვებზე დილით, რადგან დღის დასაწყისში მან შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ღვიძლის დაავადება. უმჯობესია ხაჭოში ხილის და კენკრას დამატება, რადგან ორგანიზმი მათ ცარიელ კუჭზე ყოველთვის წარმატებით არ ითვისებს, დასძინა მან.
დიეტოლოგმა ელენა სოლომატინამ რეკომენდაცია გაუწია დაბალანსებულ საუზმეს საკმარისი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობით. „ეს შეიძლება იყოს ფაფა ყველით, ხაჭოთი, უცხიმო ხორცის ნაჭერით. ან შეგიძლიათ მონაცვლეობით - ერთ დღეს ნახშირწყლები, ფაფა, მეორე დღეს ცილოვანი საუზმე - ომლეტი ან ხაჭო“, - თქვა სპეციალისტმა.
ექსპერტების აზრით, საუზმის ზოგიერთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ეს არის შვრიის ფაფა, კვერცხი, ცილოვანი კოქტეილი, ბერძნული იოგურტი.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა დიეტოლოგმა გამოავლინა წონის დაკლების გზა საკვების შეზღუდვის გარეშე. თამარა ვილნერმა განმარტა, რომ კალორიების დათვლა არ მუშაობს, როგორც ჭარბი წონის პრობლების გრძელვადიანი გამოსავალი. იმისათვის, რომ ფორმაში იყოთ და არ შეიზღუდოთ თავი კვების დროს, საჭიროა მოიხმაროთ მოუხდელი პროდუქტები და საკვები ცილების და ჯანსაღი ცხიმების დაბალანსებული შემცველობით, რაც უზრუნველყოფს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised