четверг, 8 декабря 2022 г.

უცხო ენის შესწავლის 4 უჩვეულო მეთოდი

 

  • https://languagelifeschool.com/4-neobychnye-metodiki-izucheniya-inostrannogo-
    yazyka/
    უცხო ენის შესწავლის 4 უჩვეულო მეთოდი
    არაჩვეულებრივი მეთოდები და დაპირებები, რომლებიც დაგეხმარებათ ენის
    მოკლე დროში შესწავლაში, ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობდა. ამ სტატიაში
    ჩვენ განვიხილავთ ოდესღაც (და შესაძლოა ახლაც) პოპულარულ მეთოდიკას,
    რომლებიც გვპირდებიან სწრაფ შედეგებს მცირე დატვირთვით. დავიწყოთ!
    1. ჰიპნოზი
    რამდენიმე წლის წინ ჰიპნოთერაპია და მათ შორის ჰიპნოზის ქვეშ სწავლა
    პოპულარობის პიკზე იყო. სტუდენტებს ხომ ყოველთვის სურდათ მიეღოთ ყველაზე
    მეტი ცოდნა მინიმალური ძალისხმევით და, თითქოს, ჰიპნოზს შეეძლო ამაში
    დახმარების გაწევა. ამ მეთოდით უცხო ენის სწავლება გულისხმობდა, პირველ
    რიგში, მოსწავლის შეყვანას ჰიპნოზის მდგომარეობაში და მეორეც, ჰიპნოლოგი
    მასწავლებლის არსებობას, რომელიც ხელმძღვანელობდა ასეთი სწავლის
    პროცესს.
    ახლა სპეციალისტებიც კი, რომლებმაც ადრე პრაქტიკაში იყენებდნენ ამ
    მეთოდს, წერენ, რომ მისი ეფექტურობა არცთუ მაღალია, განსაკუთრებით თუ
    გავითვალისწინებთ დროის და მატერიალურ ხარჯებს. სამაგიეროდ ფსიქოლოგთან
    მუშაობა გაკვეთილების პარალელურად ხშირად შეიძლება დაეხმაროს ახალი ენის
    შესწავლის ეფექტურობის გაზრდას, მაგალითად, ყურადღების კონცენტრაციასთან
    დაკავშირებული პრობლემების ან ცრურწმენების არსებობის შემთხვევაში.
    2. ენის სწავლა ძილში (ჰიპნოპედია)
    არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენი ტვინი ძილის დროსაც
    მუშაობს. მაგრამ შეგვიძლია ეს დრო გამოვიყენოთ აქტიური სწავლისთვის? ძილის
    დროს სწავლის მეთოდიკის ავტორები, რომლებიც ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში
    შეიქმნა, დარწმუნებული იყვნენ, რომ შეგვიძლია. დღევანდელი მასწავლებლები,
    რომლებიც ჰიპნოპედიას იყენებენ, ახორციელებენ უცხო სიტყვების, ფრაზების ან
    თუნდაც მთელი მოთხრობების აუდიო ჩანაწერებს, სტუდენტები კი ჩართავენ
    ჩანაწერს, როდესაც დასაძინებლად მიდიან.
    რა თქმა უნდა, ვარაუდობენ, რომ სტუდენტი მოუსმენს ამ აუდიოებს არა
    მხოლოდ ძილში, არამედ სიფხიზლის დროსაც. ამ მეთოდიკაში ღამის მოსმენა
    გამოიყენება მხოლოდ როგრც მასალის გამეორება და განმტკიცება, ანუ დღის
    განმავლობაში სწავლა მაინც საჭიროა.
    კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივია: ვიღაცამ აღმოაჩინა ტვინის რეაქცია
    ხმაზე, ვიღაცამ, პირიქით, უარყო ჰიპნოპედიის სარგებლიანობა. იმის
    გათვალისწინებით, რომ დღის განმავლობაში ჩვენ ყველანი ჩვეულებრივ ძალიან
    დატვირთულები ვართ, და ამ დროს ჩვენი ტვინი მთელი დატვირთვით მუშაობს,
    მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი დასვენება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძილის დროს
    აუდიოს მოსმენა, ამიტომ არ გირჩევთ ამ მეთოდის ბოროტად გამოყენებას.
    3. 25 კადრი
    1
    https://languagelifeschool.com/4-neobychnye-metodiki-izucheniya-inostrannogo-yazyka/
  • მეოცე საუკუნის შუა წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯეიმს ვიკერიმ შექმნა
    თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტვინს შეუძლია წამში მხოლოდ 24
    კადრის დამუშავება, 25-ე კი უკვე ქვეცნობიერად, ანუ ქვეცნობიერის მიერ აღიქმება.
    ამ იდეიდან გამომდინარე, მასწავლებლებმა შეიმუშავეს ენის შესწავლის ახალი
    მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ დღეში მხოლოდ 30 წუთი უნდა
    დახარჯოს ვიდეოების ყურებაზე, რამდენიმე თვეში კი სტუდენტს უკვე ექნება
    სიტყვების მნიშვნელოვანი მარაგი.
    შემქმნელთა სამწუხაროდ, ამ მეთოდმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ერთის
    მხრივ, ის არასრული იყო, რადგან ყურადღება მხოლოდ ლექსიკას ექცეოდა, ხოლო
    მეორე მხრივ, არ მოიძებნა 25 კადრის მეთოდიკის ეფექტურობის მეცნიერული
    დადასტურება.
    4. გადახტი და ისწავლე
    სრული ფიზიკური რეაგირების მეთოდი 1960-იან წლებში ამერიკელმა
    ფსიქოლოგმა ჯეიმს აშერმა შექმნა. ეს მეთოდიკა გაჩნდა მას შემდეგ, რაც
    ტარდებოდა დაკვირვება ბავშვებზე, რომლებიც მეტყველებას ითვისებდნენ.
    ფსიქოლოგმა შენიშნა, რომ ბავშვები იმახსოვრებენ სიტყვებს და გამოთქმებს,
    როდესაც გამუდმებით მოძრაობენ, და გადაწყვიტა, რომ სწავლის ეს გზა
    უფროსებსაც დაეხმარებოდა.
    მეთოდიკის არსი მდგომარეობდა ფიზიკური აქტივობის პარალელურად
    სიტყვებისა და ფრაზების დამახსოვრებაში. იმისდა მიუხედავად, რომ მეთოდის
    თეორიული საფუძველი დიდი ხანია მოძველებულია, მის ზოგიერთ დეტალს კვლავ
    იყენებენ მასწავლებლები მთელ მსოფლიოში. მაგალითად, მოძრაობებთან
    დაკავშირებული ლექსიკის შესწავლისას („ადექი“, „დაჯექი“ და ა.შ.) შეგიძლიათ
    სთხოვოთ სტუდენტებს ვიზუალურად აჩვენონ მოქმედებები უკეთესად
    დასამახსოვრებლად.
    მასწავლებლები ყოველთვის დაინტერესებულნი არიან თავიანთი სტუდენტების
    წარმატებაში, ამიტომ ისინი ცდილობენ შექმნან ჯადოსნური მეთოდიკა, რომელიც
    დაეხმარება ეფექტურ სწავლაში. თუმცა ბევრი მეთოდი კრიტიკას ვერ უძლებს ან
    სწრაფად კარგავს პოპულარობას, პრაქტიკულად თითქმის ყველა მათგანში
    შეიძლება სტუდენტებისთვის რაღაც საინტერესოს ან სასარგებლოს აღმოჩენა და
    გაკვეთილებში შემოტანა. ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური ჩანს
    „კომბინირებული“, ინდივიდუალური მეთოდი, სადაც თითოეული მასწავლებელი
    არეგულირებს პროგრამას თავისი მოსწავლეებისთვის, მათი სურვილებისა და
    შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევთ არ ეძებონ
    „ჯადოსნურ აბი“, ეძიეთ ჯადოქარი მასწავლებელი, და წარმატებასაც მიაღწევთ

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised