пятница, 9 декабря 2022 г.

ჟაკ ფრესკო: „პროექტი „ვენერა“ უტოპია არ არის“

 https://naked-science.ru/article/interview/zhak-fresko-proekt-venera-ne

ჟაკ ფრესკო:  „პროექტი „ვენერა“ უტოპია არ არის“ 

ის 100 წლისაა. მას სურს სამყაროს ხელახლა შექმნა, მონეტარული სისტემის ლიკვიდირება და მსოფლიოში ყველა ადამიანის გამდიდრება. ის ცხოვრობს ფლორიდაში, მაგრამ მისი მიმდევრების რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. ჩვენი სტუმარია ჟაკ ფრესკო, „ვენერას“ პროექტის ავტორი.

ზოგი ამ პროექტს კომუნისტურ უტოპიად მიიჩნევს, ზოგი კი - თანამედროვე საზოგადოების ერთადერთ ალტერნატივად. ზოგი მის ავტორს პლანეტაზე ყველაზე საჭირო ადამიანს უწოდებს, ზოგიც – „ექსცენტრიულ მოხუცს“. სხვებმა არაფერი იციან მის შესახებ.

პროექტი „ვენერა“ არის არაკომერციული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ჟაკ ფრესკოს მიერ და მუშაობს პროექტის რეალიზაციაზე, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, მდგრადი, მუდმივად და სტაბილურად განვითარებადი გლობალური ცივილიზაციის მიღწევაზე, მსოფლიო რესურსებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე, საყოველთაო ავტომატიზაციაზე, ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში ყველა უახლესი სამეცნიერო მიღწევის დანერგვაზე და გადაწყვეტილების მიღების მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენებაზე.

–  პატივცემულო ჟაკ! ის, რასაც თქვენ გთავაზობთ თქვენს პროექტში, შთამბეჭდავია. „ვენერას“ კომუნისტურ უტოპიასთან შედარების შესახებ თქვენ არაერთხელ გსმენიათ. პროექტი გვთავაზობს ბედნიერი საზოგადოების შექმნას ტექნოკრატიული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დახმარებით. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისად განვითარებულ და მომწიფებულ საზოგადოებას მოითხოვს. „გაიზარდა“ კაცობრიობა, განსაკუთრებით განვითარებადი თუ ჩამორჩენილი ქვეყნების მოსახლეობა ასეთი ცვლილებებისათვის?

პროექტი „ვენერა“ არასგზით არ არის უტოპია. უტოპია არის იდეალური, სტატიკური საზოგადოების ცნება. ჩვენი პროექტი არ მიისწრაფვის ასეთი საზოგადოებისკენ. ჩვენ მხოლოდ ვთავაზობთ გადასვლას ახალ ეტაპზე, სოციუმის მიმართ რესურსების ადექვატური და რაციონალური მენეჯმენტის, ყველაზე მოწინავე სამეცნიერო მიღწევების გამოყენებას. და ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი ნამდვილი, რეალური ცივილიზაციისკენ.

სანამ ჩვენ ვაწარმოებთ ომებს, სანამ გვაქვს სიღარიბე, ციხეები, პოლიცია, ჩვენ ვერ მივიჩნევთ თავს ცივილიზებულად. 

მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობა უკეთეს სამყაროს წარმოიდგენდა, მაგრამ ყველა მეოცნებე ეყრდნობოდნენ იმას , რაც იმ მომენტისთვის იცოდა. თომას მორის „სამოთხე დედამიწაზე“ და „უტოპიის“ შუა საუკუნეების იდეები დღეს პრიმიტიულად გამოიყურება. ჩვენ დიდი ხანია ვაჯობეთ ზღაპრულ მფრინავ ხალიჩებს, ელექტროენერგია არ აღიქმება როგორც რაღაც მისტიური, არამედ ყოველდღიური რეალობაა, რომელიც გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მარცხი ხდება. 

ასეა კომუნიზმის იდეებთან დაკავშირებით: ისინი თავის დროზე ადეკვატურად ჩანდნენ, მაგრამ დღეს ვეღარ ეწევიან ყველა ახალ ტექნიკურ და სამეცნიერო შესაძლებლობებს, რომლებიც ყოველდღიურად იხსნება ჩვენს წინაშე. 

 ამ დროისთვის წარსულის ეს იდეები საკმარისად რადიკალური არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ, მიუხედავად იმისა, მზად ვართ თუ არა, საზოგადოება უკვე იცვლება ტექნოლოგიების ზემოქმედების ქვეშ. ის იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ დავეწიოთ პროგრესს, თუ მოძველებულ სქემებს მივყვებით. 

მობილური კავშირი, ინტერნეტი და კომპიუტერიზაცია შლის საზღვრებს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის. 3D პრინტერები უკვე იძლევა საქონლის ფართო სპექტრის წარმოებას სახლში, და ეს მხოლოდ დასაწყისია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა არ იძლევა ყველა ახალი ტექნოლოგიების ადეკვატურად გამოყენების საშუალებას. ჩვენ დღემდე ვაწარმოებთ რესურსებისა და ცოდნის განაწილების მოძველებული პროცესებით ოპერირებას, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ფულადი სისტემა. 

პროექტი „ვენერა“ გვთავაზობს მიდგომას, რომელიც საშუალებას მოგვცემს წარსულში დავტოვოთ სიღარიბე, დანაშაული, ომები და ამ სისტემის სხვა ნეგატიური მხარეები ისეთი გარემოს დანერგვით, რომელშიც ყველა ეს პრობლემა უბრალოდ არ წარმოიქმნება. ჩვენ ვთავაზობთ გადასვლას რესურსებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე (ROE).

ეს არის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელშიც საქონელი და მომსახურება ხელმისაწვდომია ფულის, კრედიტის, ბარტერის, ვალის სისტემებისა და იძულებითი შრომის ნებისმიერი ფორმით გამოყენების გარეშე. ცივილიზაციის ყველა სიკეთე ხდება პლანეტის ყველა მკვიდრის საერთო საკუთრება და არა მხოლოდ ერთი მუჭა რჩეულთა. წარმოების ტოტალური კიბერნეტიზაციის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ იმდენი პროდუქციის წარმოებას, რომ უზრუნველვყოთ ყველა, გამონაკლისის გარეშე.

 ასეთ საზოგადოებაში არ არის საჭირო მატერიალური სიმდიდრის დაგროვება ან სხვის ხარჯზე საკუთარი თავისთვის უპირატესობის უზრუნველყოფა. პირიქით, რაც უფრო ფართოა ხელმისაწვდომობა შეღავათებზე ამ საზოგადოების თითოეული წევრისთვის, მით უფრო მეტად შეძლებს ის თავად მოიტანოს სარგებელი, აამაღლოს მთელი სოციუმის ცხოვრების დონე. 

სამწუხაროდ, იმისათვის, რომ ROE რეალობად იქცეს, გარდამავალი პერიოდი უნდა გავიაროთ. პროექტი „ვენერა“ გვთავაზობს ამ პერიოდის უმოკლეს დროში გადალახვას თვითუზრუნველყოფილი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებით, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმუშავებენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებაზე, ბუნებრივი ეკოსისტემების დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად. ეს არ იქნება „კომუნა“ ან „თემი“ ჩვეულებრივი გაგებით, არამედ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც შეძლებს პრაქტიკაში წარმოაჩინოს ჩვენი იდეების განხორციელებადობა. 

– რა კანონები დაარეგულირებს ასეთ საზოგადოებას?? 

ეს საზოგადოება არ იქნება რეგულირებული გარკვეული კანონებით ან წესებით. ამის ნაცვლად, შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებშიც ჰუმანური და რაციონალური ქცევა იქნება სოციალური მოწყობის ბუნებრივი ნაწილი. 

მაგალითად: ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს გარკვეული ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. აგიტაციის, წესებისა და რეკომენდაციების დაწერის ნაცვლად, ქალაქს ისე ვაწყობთ, რომ ადამიანს ერთი წერტილიდან მეორეში გადასასვლელად დასჭირდეს ბორცვების გადალახვა, ველოსიპედის გადაადგილება ან ნიჩბით მუშაობა. ჩვენ უარს არ ვამბობთ სწრაფ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტზე, მაგრამ ფიზიკური აქტივობის გარკვეული დონე მარტივად შეიძლება დაინერგოს სისტემაში და სტიმულირდეს სხვადასხვა წახალისებით. 

– რა მოტივირება ექნება ადამიანებს იმისათვის, რომ იმუშაონ საზოგადოებაში, სადაც ანაზღაურება არ არის? 

დასაწყისისთვის, ჩვენ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ მონოტონურ სამუშაოს თითქმის ყველა სფეროში, გარდა იმ სფეროებისა, რომელშიც კრეატიული აზროვნებაა ჩართული. მაგრამ ეს ასევე დროებითია: გამოთვლითი სიმძლავრე იმდენად სწრაფად იზრდება, რომ „კრეატიული კომპიუტერების“ გაჩენა არც თუ ისე შორეული მომავლის საკითხია. 

როდესაც ადამიანები გათავისუფლდებიან მონოტონური სამუშაოსგან, ისინი შეძლებენ საკუთარი თავის ნამდვილ რეალიზებას, მათთვის საინტერესო ცოდნის მიღებას და არა იმის, რაც საჭიროა წარმატებული კარიერისთვის. ადამიანი მოტივირებული იქნება იმით, რომ მისი შრომა უკეთესს ხდის საზოგადოებას და ამ საზოგადოების მომავალი უკეთესია. თუ განვითარების გზას დავადგებით, ყოველთვის გვექნება ამოცანები, რომელთა გადაჭრაც საინტერესო და სასარგებლო იქნება. 

ნაწილობრივი ავტომატიზაციის გარდამავალი პერიოდში, სანამ ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება სამუშაოზე ხალხის მოზიდვის აუცილებლობა, ჩვენ შევძლებთ წარმოგიდგინოთ წახალისების სისტემა, რომელიც იქნება ადეკვატური დასახული ამოცანისთვის. დღესაც, „ველური“ კაპიტალიზმის პირობებში ადამიანები ხომ პოულობენ  ძალასა და მიზეზებს ნებაყოფლობითი შრომისთვის. 

– თუ თქვენი პროექტი რეალობად იქცევა, სად ხედავთ საკუთარ თავს ახალ საზოგადოებაში?

ქალაქები, რომლებიც მე დავაპროექტე, რა თქმა უნდა, მომავლის ხალხს გიჟის პერანგად მოეჩვენება. ისინი სულ სხვა პირობებში გაიზრდებიან და საკუთარ ქალაქებს შექმნიან. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვქმნით და ვაპროეცირებთ მომავალს იმის საფუძველზე, რაც ახლა ვიცით. ხვალინდელ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს დღევანდელ ამბიციებს და, მით უმეტეს, პიროვნების კულტს.

– მაგრამ რაც შეეხება ადამიანის პიროვნების „ბნელ მხარეს“? არ გეშინიათ, რომ ტექნოკრატიულ იდეალზე ძლიერი იქნება?

ადამიანში არაფერია, გარდა გენეტიკური მიდრეკილებისა სხეულის გარკვეული აგებულების, თმის ფერის, თვალების და ა.შ. მის ღირებულებებს აყალიბებს გარემო. თუ თქვენ აღზრდილი იქნებით ამაზონის ინდიელების მიერ, რომლებიც შიშველი დადიან, თქვენ არ შეხედავთ საპირისპირო სქესის სხეულის გარკვეულ ნაწილებს ვნებით. ნორმალური მოთხოვნილებების ჩახშობა და საზოგადოებრივი ცრურწმენა არის ის, რაც შობს მკვლელებს და დამნაშავეებს. 

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეგოიზმი, სიხარბე და შური შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ იმით, რომ ადამიანს მისცეთ ყველაფერი, რაც მას სურს? 

მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობა ცხოვრობდა ამა თუ იმ სახის დეფიციტის პირობებში, ამიტომ რესურსების დაგროვება ყოველთვის ასე მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო. მაგრამ, სინამდვილეში, ეს არ არის ადამიანის ბუნებრივი ქცევა. თუ ხვალ ციდან ოქროს წვიმა წამოვა, ხალხი ქაოტურად დაიწყებს ამ ოქროს შეგროვებას, აავსებს სხვენებს, სარდაფებს და კარადებს. და თუ ოქროს წვიმა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, ოქროს ქუჩაში ნაგავივით გაყრიან. ასე მოხდა ალუმინთან დაკავშირებით: სანამ არ ვისწავლეთ მისი მარტივად, სწრაფად და იაფად მიღება, ის მხოლოდ მეფეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, დღეს კი ყველა ნაგავსაყრელია ამით სავსე. 

როდესაც რესურსები და საქონელი ხელმისაწვდომია შეზღუდვისა და ფასის გარეშე, არავინ მოიპარავს ან მოაგროვებს მათ გამოყენების გარეშე. ამაშია აზრი. 

– თქვენი პროექტი ასევე გვთავაზობს შობადობის „ნებაყოფლობით კონტროლს“. რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ ადამიანები თავად გადაწყვეტენ, გააჩინონ თუ არა შვილი. გადაწყვეტენ არა ტრადიციების, ოჯახის და სახელმწიფოს ზეწოლის ქვეშ, არამედ ბუნებაში არსებული დინამიური ბალანსის საკუთარი ცოდნის საფუძველზე. ეს ბუნებრივი კანონია: თუ პოპულაცია რესურსებს უფრო სწრაფად მოიხმარს, ვიდრე ისინი ივსება, რესურსები ამოიწურება, იწყება შიმშილობა, და პოპულაციის ნაწილი იღუპება. 

თუ გვესმის, რომ გარკვეულ ტერიტორიას შეუძლია უზრუნველყოს ცხოვრების საჭირო დონე გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ოჯახის შეგნებული დაგეგმვა. განათლებულ მოსახლეობას გარე კონტროლი არ სჭირდება. 

დიდი ოჯახის იდეა წარსულში ადეკვატური იყო, სანამ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალი იყო, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალი, სანამ ბევრი ფიზიკური შრომა იყო საჭირო უბრალოდ გადარჩენისთვის. დღეს ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში შობადობა იკლებს. 

მაგრამ ახლაც კი ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ცხოვრების მაღალი დონე მთელი ადამიანური პოპულაციისთვის, და კიდევ უფრო მეტი. საკმარისია გავერთიანდეთ და დავიწყოთ პლანეტიადმი დამოკიდებულება, როგორც მთელი კაცობრიობის საერთო სახლის მიმართ. ჩვენმა პოტენციალმა საზღვრები არ იცის, და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ განსხვავებები და შევუდგებით განვითარების კონსტრუქციულ გზას, რომელსაც გვთავაზობს პროექტი „ვენერა“. სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.  

 


 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised