воскресенье, 31 июля 2022 г.

მომაკვდინებელი სიცოცხლე ან როგორ არ უნდა დავუტოვოთ მორტიდოს მცირედი შანსიც კი?

 https://www.b17.ru/article/smertelnaja_zhizn/

მომაკვდინებელი სიცოცხლე ან როგორ არ უნდა დავუტოვოთ მორტიდოს მცირედი შანსიც კი?

ავტორისგან: ლიბიდო და მორტიდო, ორი საპირისპირო საწყისია ადამიანში... ერთი ისწრაფვის სიცოცხლისაკენ, მეორე - განადგურებისა და სიკვდილისკენ. როგორ უნდა გახადოთ დამანგრეველი საწყისი (მორტიდო) თქვენი მოკავშირე?

მე არ ვარ სულით დაჯილდოებული სხეული, მე ვარ სული, რომლის ნაწილიც ჩანს და მას სხეული ჰქვია.

პაულო კოელიო 

პასუხი კითხვაზე „რა არის სიცოცხლე?“ არ არის მარტივი. იმისდა მიუხედავად, თითქოს ეს ცნება საკმაოდ ნათელია, გაცილებით ადვილია აქ გარკვეული განმარტების მიცემა უარყოფის გზით, ანუ იმის გაგებით, თუ რით განსხვავდება სიცოცხლე „არასიცოცხლისგან“. გვახსენდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა განვითარება, შექმნა, გადარჩენა... მართლაც, სამყაროს ყველა ცოცხალ არსებას რომ ვუყურებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსულოსგან განსხვავებით, ის მოძრაობს, იზრდება და სადღაც მიისწრაფვის. შეიძლება იგივე ითქვას ადამიანზე?

ლიბიდო და მორტიდო

ჩნდება პასუხი „რა თქმა უნდა, დიახ!“. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ყველაფერი არც ისე მარტივია. ზიგმუნდ ფროიდი საუბრობდა ადამიანის ორ მთავარ მოტივზე: ლიბიდოსა და მორტიდოზე. პირველი წარმოადგენს არა მხოლოდ გამრავლების ინსტინქტს, არამედ იგივე სწრაფვას, თუ არა სიცოცხლის, მაშინ გადარჩენის მაინც. ეს იმდენად აშკარა და ბუნებრივი ჩანს, რომ ეჭვს არ იწვევს: ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი და თანდაყოლილი განვითარების პროგრამა.

მორტიდო კი რაღაც სრულიად საპირისპიროს წარმოადგენს. ის ადამიანში გამანადგურებელი საწყისის განსახიერებაა. თვით ასეთი საწყისის არსებობის ფაქტი სრულიად არაბუნებრივი ჩანს, რადგან ის ეწინააღმდეგება ყველა იმ თვისებას, რომელიც განასხვავებს ცოცხალს არაცოცხალისგან. განვითარება, ზრდა, შემოქმედება - ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში უარყოფილია, და ადამიანი იწყებს საკუთარი თავის და სხვების განადგურებას.


მორტიდო და ძირითადი სცენარები

ზ.ფროიდის აზრით, სიკვდილისკერ სწრაფვა ყველა ადამიანშია. მხოლოდ სხვადასხვა ხარისხით და გამოხატვის სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, თუ გავიხსენებთ კლოდ შტაინერის ძირითადი სცენარების ვარიანტებს, გამოდის, რომ მხოლოდ პირველ ვარიანტს აქვს „ნორმაში“ მორტიდო:

1.„მე წესრიგში ვარ, სხვებიც წესრიგში არიან“

მთავარი სცენარი: „იცხოვრე და იყავი ბედნიერი“

გასასვლელი კარი: „ცვლილებები“

2. „მე არ ვარ წესრიგში, სხვები წესრიგში არიან“

მთავარი სცენარი: „უსიყვარულოდ“

გასასვლელი კარი: „თვითმკვლელობა“

3.„მე წესრიგში ვარ, სხვები არ არიან წესრიგში“

მთავარი სცენარი: „გრძნობების გარეშე“

გასასვლელი კარი: „მკვლელობა“

4.„მე არ ვარ წესრიგში, სხვებიც არ არიან წესრიგში“

მთავარი სცენარი: „უგონოდ“

გასასვლელი კარი: „სიგიჟე“

 ყველა სხვა ვარიანტი გარკვეულწილად დაკავშირებულია მკვლელობასთან ან განადგურებასთან: ან საკუთარი თავის (მე-2 ვარიანტი), ან ვინმე სხვის (მე-3 ვარიანტი), ან საკუთარი პიროვნების (მე-4 ვარიანტი).

აქედან დასკვნა საკმაოდ აშკარაა. რაც უფრო მეტს უარყოფს ადამიანი და არ იღებს საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს, მით უკეთესად არის განვითარებული მისი „მორტიდული არსი“. რა თქმა უნდა, ასეთი უარყოფა ხდება მხოლოდ არაცნობიერის დონეზე იმ დამოკიდებულებების გავლენის ქვეშ, რომელიც ბავშვმა ბავშვობაში მიიღო მშობლებისგან.

დამეთანხმებით, რომ სურათი არც ისე სახარბიელოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძირითადი სცენარების დიდი ნაწილი შეიცავს ერთგვარ ანტისიცოცხლის პროგრამას.


ნუთუ ასე საშინელია ყველაფერი?

 შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორტიდო ერთგვარი ნელი მოქმედების ბომბია. სინამდვილეში, ეს არასოდეს იმუშავებს, თუ არ „ასაზრდოებთ“ თქვენი ჩრდილის ნაწილს. გახსოვთ იგავი ორი მგლის შესახებ?

ოდესღაც დიდი ხნის წინ მოხუცმა ინდოელმა შვილიშვილს ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გაუმხილა.

- ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ბრძოლას ორ მგელს შორის. ერთი მგელი განასახიერებს ბოროტებას - შურს, ეჭვიანობას, სინანულს, ეგოიზმს, ამბიციას, ტყუილს...

მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს - მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებას, სიკეთეს, ერთგულებას...

პატარა ინდიელს ბაბუის სიტყვები სულის სიღრმემდე ჩაწვდა, რამდენიმე წამი დაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა:

რომელი მგელი იმარჯვებს ბოლოს?

მოხუცმა ინდოელმა თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა და უპასუხა:

ყოველთვის იმარჯვებს მგელი, რომელსაც თქვენ ასაზრდოებთ. 


როგორ არ უნდა დავუტოვოთ მორტიდოს ოდნავი შანსიც კი?

1.არ უყუროთ ახალ ამბებს

კლიენტებისგან, ნაცნობებისა და ახლობლებისგან ხშირად მესმის ერთი და იგივე: „თუ ახალ ამბებს მოუსმენ, სიცოცხლე აღარ მოგინდება“. ასეც არის, ჟურნალისტების ჭიქა, რომლებიც ტელევიზიისთვის გადაცემებს ამზადებენ, ყოველთვის ნახევრად ცარიელია.

მე ვიგრძენი საინფორმაციო არხების მორტიდული გავლენა, როდესაც ვიგრძენი, რომ ზოგჯერ ვიწყებ კანკალს მორიგი საგანგებო რეპორტაჟის ან პირდაპირი ეთერის დროს. მაშინ მარტივად ვიმოქმედე: წავშალე ახალი ამბების ბლოკი ბრაუზერში და იქ ჩავრთე რუბრიკა ანეკდოტებითა და დიდი ადამიანების ციტატებით. ახლა ყოველთვის მაქვს მარაგში რამდენიმე ხუმრობა ახალი ამბების სანაცვლოდ ... მაგალითად (ბოდიშს ვიხდი გარკვეული უხამსობისთვის):

- გაზეთების კითხვა ტუალეტში უნიტაზზე ჯდომისას სწორია.

- რატომ?

- იმიტომ რომ მზად ხარ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე საშინელი ამბებისთვის.


2.შეცვალეთ სამეგობრო წრე

ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ ამად ღირს. დავრწმუნდი საკუთარ და სხვის მაგალითზე. როდესაც ჩემმა მეუღლემ შეწყვიტა ურთიერთობა მეგობართან, რომელიც გამუდმებით „ასწავლიდა მას ცხოვრებას“, უყვებოდა, თუ როგორ არის ყველაფერი  ყველასთან ცუდი, მან პირველმა იგრძნო განწყობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

ურთიერთობა არ არის მხოლოდ სიტყვები. ზოგჯერ თანამოსაუბრისგან მარტივად შეგიძლიათ „დაიჭიროთ“ რაღაც მორტიდული და ეს არ იქნება მხოლოდ სურდო ან ხველა. ამავდროულად, ორიოდე წუთის საუბარმა პოზიტიურ და სიცოცხლით სავსე ადამიანთან შეიძლება მთელი დღე ენერგია შეგმატოთ. კიდევ ერთი ანეკდოტი გამახსენდა:

ჩავატარე მასტერ-კლასი პოზიტიურ აზროვნებაში, მაგრამ დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო.


3.იუმორი

როგორც მიხვდით, ანეგდოტების მოყოლით შემთხვევით არ მივსულვარ ამ პუნქტამდე. მორტიდო ვერ იტანს მოქნილობას და ელვარებას, რომელიც იუმორს ახასიათებს. ყველაფრის სხვა კუთხით შეხედვის ან თუნდაც საკუთარ თავზე სიცილის უუნარობა ქმნის ინერტულობას, ვიწრო აზროვნებას. და აი კიდევ ერთი ანეგდოტი პოზიტიური აზროვნების თემაზე, რომელიც ძალიან მომწონს:

მამაკაცი ტროლეიბუსით მგზავრობს... წარბშეკრულია. ის ფიქრობს: „ირგვლივ ყველა ნაძირალაა, უფროსი კრეტინია, ცოლი კაპასი“. მის უკან მფარველი ანგელოზი დგას რვეულითა და კალმით და იწერს: „ირგვლივ ყველა ნაძირალაა, უფროსი კრეტინია, ცოლი კაპასი... ჰმმ, თითქოს, ეს უკვე იყო. და რატომ სჭირდება მას ეს მუდმივად? .. მაგრამ, რადგან შეკვეთას იძლევა, უნდა შევასრულო“.


4.სიყვარული

ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად, მორტიდო წარმოიქმნება არარეალიზებული ლიბიდოს და სოციალური თვითდამტკიცების საჭიროების შედეგად. როდესაც ადამიანი არ იღებს სიყვარულს და საკუთარი თავის აღიარებას გარედან, მისი სასიცოცხლო ენერგია გამოსავალს ვერ პოულობს და დამანგრეველ ძალად იქცევა.

სიყვარული არის უნივერსალური საშუალება, რომელსაც შეუძლია ამ პროცესის შებრუნება. ეს შესაძლებელია, რადგან მორტიდოს მიღმა იმალება არარეალიზებული მოთხოვნილება, ანუ რაღაც პოზიტიურის და მნიშვნელოვანის სურვილი. ხშირად ცხოვრების სიყვარული სიყვარულითვე ბრუნდება.

ამ პოზიტიურ ნოტაზე, მინდა დავასრულო ეს სტატია, რომლის მთავარი იდეაა, როგორ იპოვო ცხოვრების სიყვარული და შენი გამანადგურებელი არსი მოკავშირედ აქციო. მორტიდო ძალას იკრებს იქ, სადაც სიყვარული არ არის და სადაც ადამიანი ცდილობს საკუთარი გრძნობების დამალვას სხვებისგან... დასასრულს, ციტატა პაულო კოელიოსგან:

 „ყოველი ადამიანის დიდი მიზანი სიყვარულის გაცნობიერებაა. სიყვარული სხვაში კი არა, საკუთარ თავშია, და ჩვენ მას საკუთარ თავში ვაღვიძებთ. მაგრამ მის გასაღვიძებლად ეს მეორეა საჭირო. სამყაროს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ჩვენ გვყავს ვინმე, ვისთანაც ჩვენი გრძნობების გაზიარება შეგვიძლია“.

ვოსტრუხოვ  დმიტრი დმიტრიევიჩი,

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised