воскресенье, 31 июля 2022 г.

15 ციტატა იაროსლავ ჰაშეკის რომანიდან „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“.

 https://eksmo.ru/selections/15-tsitat-iz-romana-pokhozhdeniya-bravogo-soldata-shveyka-yaroslava-gasheka-ID5766115/ 

15 ციტატა იაროსლავ ჰაშეკის რომანიდან „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“.

კარგად აღზრდილ ადამიანს ყველაფრის წაკითხვა შეუძლია

ანარქისტი მწერალი, გამოუსწორებელი მოგზაური, გამომგონებელი, რომელმაც დააბნია ბიოგრაფები ისე, რომ მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ გაარკვიონ, სად არის სიმართლე და სად გამონაგონი - ასეთი იყო თაღლითი და ხუმარა  იაროსლავ ჰაშეკი (1883 - 1923).

მხოლოდ ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას მის ცხოვრებაზე: ჰაშეკს ჰქონდა ფენომენალური ბიოგრაფია. გარდა იმისა, რომ მომავალ მწერალს ჩვეულებად ჰქონდა არა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში საომრად წასვლა და გადაკარგვა, მისი სახელი შესაშური კანონზომიერებით ჩნდებოდა პოლიციის ოქმებში. ჯარიმები, რომლებსაც მას დროდადრო აკისრებდნენ, გვარიან თანხას შეადგენდა, მაგრამ მისი ამოღება შეუძლებელი იყო, რადგან სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ „მოვალეს არ აქვს ნივთები, რომლის კონფისკაცია შესაძლებელია, ის ცხოვრობს დედასთან და არა აქვს არავითარი ქონება, გარდა იმისა, რაც მას ტანზე აცვია“. თავად ჰაშეკი თავის „თავგადასავლებზე“ ფულსაც კი შოულობდა პრაღის გაზეთებში ჩანაწერებისა და ფელეტონების გამოქვეყნებით.

         მწერალი პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზეც არის ნამყოფი, ტყვეობაში და წითელი არმიის სამსახურში. მრავალი სამხედრო მონათხრობი და ანეგდოტი, რომლითაც მან სახელი გაითქვა, საფუძვლად დაედო დაუმთავრებელ რომანს „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი“.

ჩვენ შევარჩიეთ 15 ციტატა ამ შესანიშნავი ნაწარმოებიდან:

საგიჟეთში ყველას შეეძლო ელაპარაკა ის, რაც თავში მოუვიდოდა, როგორც პარლამენტში.

... კარგად აღზრდილ ადამიანს ყველაფრის წაკითხვა შეუძლია.

ალბათ ასეს ხდებოდა: უცებ შენი თანამოსუფრე თავზე ხელს იტაცება, წამოხტება და ყვირის: „იესო მარიამ! რვა საათზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი!“ ეს არის ეგრეთ წოდებული მოვალეობის შეგნების შეტევა, რომელიც ადამიანში ხდება სინანულის გაყოფის შედეგად.

პოლიციის სამმართველოს კედლებს ხალხისთვის უცხო ძალაუფლების სუნი ჰქონდა.

გენერალი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა საპირფარეშოებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ავსტრია-უნგრეთის მონარქიის გამარჯვება.

ჩვენი ძმისთვის, ჯარისკაცისთვის მომწამვლელი აირები ყაზარმებიდანაა ნაცნობი - ჯარისკაცის პურის და ბარდა მარცვლეულის შემდეგ.

თაღლითობის გარეშეც არ შეიძლება.  ყველა ადამიანს რომ ეზრუნა მხოლოდ სხვის კეთილდღეობაზე, ისინი უფრო სწრაფად წაეჩხუბებოდნენ ერთმანეთს.

გაყიდული სიყვარულის, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ატმოსფეროში უხილავად თავს დასტრიალებდა ძველი დევიზი: „ჩვენს შემდეგ, წყალსაც წაუღიხართ“.

ყველას ჭკვიანი ხომ არ იქნება. გამონაკლისის სახით, სულელებიც უნდა იყვნენ, რადგან ყველა ჭკვიანი რომ იყოს, მაშინ იმდენი ინტელექტი იქნებოდა მსოფლიოში, რომ ყოველი მეორე ადამიანი ამისგან სრული იდიოტი გახდებოდა.

შვეიკმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაზე არასდროს უსაუბრია დუქანში და საერთოდ, მთელი პოლიტიკა მცირეწლოვანი ბავშვების საქმეა.

დიდ ეპოქას დიდი ადამიანები სჭირდება. მაგრამ ქვეყნად არსებობენ  მოკრძალებული გმირები, რომლებსაც არავინ იცნობს და რომლებმაც ვერ მოიპოვეს ნაპოლეონის დიდება. ისტორია მათზე არაფერს ამბობს. მაგრამ ყურადღებიანი ანალიზის შედეგად ნათელი გახდება, რომ მათი დიდება ალექსანდრე მაკედონელის დიდებასაც კი დაჩრდილავდა.

... გვყავდა ჩვენ ლეიტენანტი პროხაზკა, აი ის ძალიან ბევრს არ იგინებოდა. ეტყოდა ხოლმე თავის დენშჩიკს: „ეი შენ, მომხიბვლელო ძროხა!“

ვერაფერს ვერ გამიკეთებ, - სერიოზულად უპასუხა შვეიკმა. - იდიოტობის გამო გამათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან. სპეციალურმა კომისიამ ოფიციალურად იდიოტად მაღიარა. ოფიციალური იდიოტი ვარ.

მისი სისულელე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ყველა საფუძველი არსებობდა იმის იმედის, რომ რამდენიმე ათწლეულში ის მოხვდებოდა ტერეზიის სამხედრო აკადემიაში ან სამხედრო სამინისტროში.

და მაინც, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ადამიანი არ არის ისეთი ნაძირალა, როგორიც შეიძლება მათზე იფიქრო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised