https://mos-jkh.livejournal.com/10676428.html
ა. პოდჩუფაროვი
რუსების 90% განიცდის დასწავლილი უმწეობის სინდრომს
ცნობიერების გაყოფა გახდა სამოქალაქო ნების დათრგუნვისა და ძირშივე თავისუფალი აზროვნების ამოძირკვის მთავარი იარაღი.
„დასწავლილი უმწეობის სინდრომი პირველად აღწერეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მარტინ სელიგმანმა და სტივენ მაიერმა 1967 წელს.
სელიგმანმა დასწავლული უმწეობა აღწერა, როგორც მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ვგრძნობთ, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული და ვერაფერს გავაკეთებთ უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად ან შესაცვლელად. უმწეობა ვლინდება სამ სფეროში - მოტივაციურ, ემოციურ და კოგნიტურში.
მოტივაციურში ვლინდება საკუთარი თავის რწმენის დაკარგვის და სიტუაციაზე გავლენის მოხდენის სურვილის სახით.
ემოციურში - უგუნებობაში, ღრმა დეპრესიამდე.
კოგნიტურში - უუნარობაში ისწავლოს როგორ გამოვიდეს არსებული სიტუაციიდან.
ჩვენს ქვეყანაში, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების შეფასებით, მოსახლეობის 90%-მდე დასწავლული უმწეობის სინდრომით იტანჯება.
რუსები მიზანმიმართულად ყალიბდებიან როგორც ამორფული, მორჩილი, მანიპულირებადი საზოგადოება, ამისათვის იყენებენ ყველანაირ პოლიტიკურ, რეპრესიულ და საინფორმაციო რესურსებს.
„ხალხი ქაღალდის ცარიელი ფურცელია, რომელზეც შეგიძლიათ დახატოთ ნებისმიერი იეროგლიფი“, - ამტკიცებდა ოდესღაც მაო ძედუნი. რუსი ხალხი თეთრი ეკრანია, რომელზეც ნებისმიერი ფილმის ჩვენება შეიძლება.
ცნობილმა მეცნიერმა გრეგორი ბეიტსონმა ჩამოაყალიბა „ორმაგი ნაკერის“ კონცეფცია.
ეს უკანასკნელი ჩნდება მაშინ, როდესაც საზოგადოებას ეგზავნება საპირისპირო სიგნალები. მაგალითად, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ებრძვის ოლიგარქებს და შემდეგ აჯილდოვებს მათ ორგენებით. ან მთავრობა გვპირდება, რომ ფასები არ გაიზრდება, მაგრამ ერთ თვეში სწრაფად ორმაგდება. ან როცა პატრიარქი გვასწავლის, რომ მომხვეჭელობა ცოდვაა, თვითონ კი კორტეჟში მცველებთან ერთად მგზავრობს და ყველაზე მდიდრების გარდა სხვას არავის ცნობს.
ადამიანები, რომლებიც მუდმივად ექვემდებარებიან ასეთ ზემოქმედებას, ვეღარ არჩევენ პირდაპირს და მეტაფორულს, ჰგონიათ შეთქმულება იქ, სადაც არ არის და, პირიქით, კარგავენ ირონიისა და ქვეტექსტის გაგების უნარს.
„ორმაგი ნაკერის“ მთავარი მომენტია შეუსაბამობის კრიტიკული ანალიზის აკრძალვა. ამიტომ მართლმადიდებლებმა არ უნდა გააკრიტიკონ იერარქები, გადასახადის გადამხდელებმა კი ხელისუფლება.
ცნობიერების გაყოფა გახდა სამოქალაქო ნების დათრგუნვისა და ძირშივე თავისუფალი აზროვნების ჩახშობის მთავარი იარაღი. რუსეთის ფედერაციაში საზოგადოება ნერვული აშლილობის ზღვარზეა. ფედერალურ არხებზე ახალი ამბების ყურება შეიძლება შევადაროთ ქალა-ტვინის ტრავმას, ტელევიზორის წინ მუდმივი ჯდომა კი ნებაყოფლობითი ლობოტომიის ტოლფასია.
რიგი დეპუტატები, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური პირები, მთავრობის წევრები და კულტურის მოღვაწეები გამოთქვამენ მიზანმიმართულად უაზრო წინადადებებს ან წამოაყენებენ ოდიოზურ ინიციატივებს, რომლებიც ხშირად გულმოდგინედ უარყოფილია უმაღლესი ხელისუფლების მიერ. მათი განცხადებები არ არის მხოლოდ სკანდალური პიარ ქმედებები. გამუდმებით უაზრო, წინააღმდეგობრივი ამბების მოსმენა, მუდმივ მოლოდინში ყოფნა, რომ ახალი სულელური კანონი იქნება მიღებული, როცა უკვე ვეღარ განასხვავებ შავსა და თეთრს, სიმართლეს და ტყუილს, ყველაფერი ეს თრგუნავს ადამიანებს, იწვევს მათ გულგრილობას საკუთარი მომავლის მიმართ.
ათობით მილიონი მოქალაქე ჩაძირულია სომნამბულისტურ მდგომარეობაში, რომელიც ესაზღვრება თვითგადარჩენის ინსტინქტის დაკარგვას. მათ სძულთ ხელისუფლება, მაგრამ პათოლოგიურად ეშინიათ მისი ცვლილების. ისინი გრძნობენ უსამართლობას და დაუცველობას, მაგრამ სძულთ სამოქალაქო უფლებების დამცველები. მათ სძულთ მოხელეები და მთავრობა, მაგრამ მხარს უჭერენ ტოტალურ სახელმწიფოს ჩარევას ცხოვრების ყველა სფეროში. ისინი წყევლიან კორუმპირებულ სტრუქტურას, მაგრამ აკურთხებენ ძალაუფლების ვერტიკალს, რომელზედაც ისინი მიჯაჭვულნი არიან, როგორც მწვადი შამფურზე. მათ ეშინიათ პოლიციის, მაგრამ პოლიციის კონტროლის გაძლიერება სურთ. ისინი სულ უფრო ღარიბდებიან, მაგრამ აღფრთოვანებულნი არიან მდიდრებით. თავს მოტყუებულად გრძნობენ, მაგრამ ტელევიზორის სჯერათ. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ, არამედ არ სურთ რაიმეზე გავლენის მოხდენა.
მათ ტანჯავთ მსხვერპლის კომპლექსი, მათ სჯერათმ რომ მათზე არაფერია დამოკიდებული და ვერაფერს შეცვლიან. „და ასე იყო ყოველთვის“, - თავს არიდეგენ ისინი და აღიარებენ თავიანთ სამოქალაქო ქმედუუნარობას, ფაქტობრივად, განიცდიან დასწავლილი უმწეობის სინდრომს“.
https://citwatch.org/wp-content/uploads/2020/10/posev-nomer-3-1997-god-statya_sud-pokayaniya-sovesti-i-proshheniya.pdf
„მონანიების, სინდისის და პატიების სასამართლო“
რუსეთში ნაკლებად ცნობილი ბუდაპეშტში პრეზიდენტ ელცინის გამოსვლის შესახებ
ბორის პუსტინცევი
ორმოცზე მეტი წლის წინ, 1956 წლის 23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში და უნგრეთის სხვა ქალაქებში დაიწყო მასობრივი მიტინგები და დემონსტრაციები საბჭოთა სისტემის ტოტალიტარული მმართველობის წინააღმდეგ. უნგრელების ძირითადი მოთხოვნები იყო: საბჭოთა ჯარების გაყვანა, ძირითადი სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების გამოცხადება, პოლიტიკური პარტიების უფლებების აღდგენა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. უნგრეთის არმიამ უარი თქვა ასე აშკარად წინააღმდეგობის გაწევაზე ხალხის გამოხატული ნება-სურვილის მიმართ, ბევრი სამხედრო პირი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა.
მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების ნაწილები გამოვიდნენ იარაღით ხელში კომუნისტური ხელისუფლების დასაცავად, რამაც გამოიწვია პირველი შეიარაღებული შეტაკებები. პირველ დღეებში საბჭოთა ჯარი ზოგიერთ ადგილას ქუჩის ბრძოლებში ჩაერთო აჯანყებულებთან, მაგრამ 30 ოქტომბერს მათ დატოვეს ბუდაპეშტი. შეიქმნა მთავრობა იმრე ნაგის მეთაურობით - პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული მთავრობა 1947 წლის შემდეგ. მან მოლაპარაკება დაიწყო საბჭოთა სარდლობასთან უნგრეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ადგილზე გაჩნდნენ თვითმმართველობის დემოკრატიული ინსტიტუტები. ქვეყანა ზეიმობდა.
მაგრამ უკვე 1 ნოემბერს დაიწყო ახალი საბჭოთა ნაწილების შეჭრა. პროტესტის ნიშნად, ნაგის მთავრობამ გამოაცხადა უნგრეთის გასვლა ვარშავის პაქტიდან და მიიღო დეკლარაცია ნეიტრალიტეტის შესახებ. 3 ნოემბერს უნგრეთის დელეგაციის წევრები საბჭოთა სამხედრო ნაწილის განლაგებაში გამართულ მოლაპარაკებებზე დააპატიმრეს მათ პატივსაცემად გამართული ვახშმის დროს. მეორე დღეს საბჭოთა ტანკებმა დაიწყეს ბუდაპეშტის შტურმი. გამოცხადდა იანოშ კადარის მარიონეტული მთავრობის შექმნა, რომელმაც საბჭოთა ჯარებს მიმართა თხოვნით დახმარებოდა „რეაქციული ძალების“ ჩახშობაში. სასტიკი ბრძოლები მთელი კვირა გაგრძელდა.
„გამარჯვებულთა“ შურისძიება სასტიკი იყო. სიკვდილით დასჯილთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. 1994 წელს მემორიალურ სასაფლაოზე ბუდაპეშტში, სადაც სახელმწიფო უშიშროება მარხავდა თავის მსხვერპლს, ასობით უსახელო საფლავი ვნახე: ვინ არის დაკრძალული იქ - უცნობია, ყველა დოკუმენტი, საგამოძიებო საქმე განადგურდა. მე მაჩვენეს ბიჭის საფლავი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა. იგი ჩამოახრჩეს დაბადების დღეს, როცა სრულწლოვანი გახდა. და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან იცოდა რა ელოდა.
კიდევ 35 წლის შემდეგ დაემხო კომუნისტური სისტემა. საბჭოთა ორბიტის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. 1992 წლის ნოემბერში ბორის ელცინი სახელმწიფო ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა. ეს იყო ე.წ რუსული დემოკრატიის „რომანტიკული“ პერიოდის დასასრული. პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოწინააღმდეგეები, რომლებიც გონს მივიდნენ 1991 წლის აგვისტოს დამარცხების შემდეგ და დარწმუნდნენ იმაში, რომ „ალქაჯებზე ნადირობა“ არ იქნება, სწრაფად გადაჯგუფდნენ და დაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნის გზაზე პირველი ნაბიჯების გარდაუვალი ნეგატიური შედეგები, პრეზიდენტის გარემოცვაში რეფორმატორების ჯგუფის მცირე რიცხვი, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ახალ ეკონომიკურ პირობებში ცხოვრების ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა ყოვლისშემძლე სახელმწიფოს მეურვეობის გარეშე - ეს ყველაფერი სიმტკიცეს და ძალას აძლევდა მათ, ვინც მიისწრაფოდა ტოტალიტარული რევანშისკენ. 1992 წლის ბოლოს მოიძებნა ბრძოლის ახალი ორგანიზაციული ფორმები: ჰორიზონტზე გაჩანდა რუსეთისთვის ერთი შეხედვით დაუჯერებელი პოლიტიკური სიმბიოზის - ნაციონალური კომუნიზმის აჩრდილი. ნადირობა თავად ალქაჯებმა დაიწყეს.
უკვე გამოიკვეთა მომავალი განხეთქილების ნიშნები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ერთი წლის შემდეგ გამოიწვევს სისხლიან დრამას დედაქალაქში. უმაღლეს საბჭოში დაიწყო რუსეთისთვის „განსაკუთრებული გზის“ მომხრეების ყველა პოლიტიკური ამბიციის აკუმულირება, მისი ახალი იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოებისგან. საბჭოთა იმპერიის აღორძინების მცდელობის იდეოლოგიას, „ალყაში მოქცეული ციხის“ ფსიქოლოგიას მოჰყვა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში პრიორიტეტების ცვლილების აშკარა საფრთხე.
ამ პირობებში პრეზიდენტმა ელცინმა, უნგრეთის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა ბოლო, მე ვიტყოდი, გმირული მცდელობა არ დაეშვა სამთავრობო კურსის შეცვლა, რომელიც ჩამოყალიბდა 1991 წლის აგვისტოს შემდეგ და ეფუძნებოდა აღიარებას, რომ რუსეთს და დასავლეთის ქვეყნებს აქვთ პრიორიტეტული საერთო ინტერესები, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ახალი რუსეთის უპირობო ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისადმი. მისი გამოსვლა, არსებითად, ასახავდა მთავრობის სამომავლო სამოქმედო პროგრამას. აღიარა რა ის ფაქტი, რომ „ევროპაში უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხეები დღეს მოდის რეგიონიდან, რომელსაც ბოლო დრომდე სოციალისტურ თანამეგობრობას უწოდებდნენ, მან გამოთქვა რწმენა, რომ „არანაირი უკუსვლა, არანაირი გადახრები რუსეთში რეფორმების სტრატეგიული კურსიდან არ დაიშვება. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ წინააღმდეგობის გასაწევად, ვინც ისტორიის უკან დაბრუნებას ცდილობს“. მან არ დატოვა ეჭვი იმაში, რომ რუსეთი მიზნად ისახავს „მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურებში შესვლას“. და ბოლოს, პირველად ჩვენს ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურმა გამოაცხადა აუცილებლობა „ამოქმედდეს პროგრესის ისეთი ძლიერი ბერკეტები, როგორიცაა სინდისის სასამართლო, მონანიება და პატიება“. ამას უკვე ევროპელი ლაპარაკობდა.
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გაჩნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „Zuhnezeichen Aktion“ - აქცია „გამოსყიდვის ნიშანი“. ამ ორგანიზაციის წევრები მუშაობენ ყველა ქვეყნებში, სადაც გერმანული საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცმა ფეხი დადგა. მუშაობენ უფასოდ, მოხალისეებად, ქმნიან და ემსახურებიან სამედიცინო და საქველმოქმედო დაწესებულებებს, სკოლებს, - ანტისაომარ მემორიალურ ცენტრებს. მოხალისეების დიდი ნაწილი 20-25 წლისაა. მოძრაობის საქმიანობას რომ გავეცანი, დავინახე, რამდენი ახალგაზრდა გერმანელია მზად ომის დასრულებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ თავდაუზოგავად იმუშაოს ბაბუების და დიდბაბუების ცოდვების გამოსასყიდად, და განცვიფრებული დავრჩი. დავრწმუნდი, რომ გერმანელმა ხალხმა, მიუხედავად 12 წლიანი საყოველთაო ნაცისტური სიგიჟისა, შეინარჩუნა მორალური ჯანმრთელობა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ანტიტოტალიტარული განწყობები დაფუძნებულია მყარ მორალურ ფუნდამენტზე. და ამავე დროს განვიცადე ღრმა სიმწარის განცდა, რადგან გავაცნობიერე, თუ როგორ არ არის ჩემი ხალხი მზად მოინანიოს სხვა ქვეყნების ხალხთა წინაშე, რომელთა სიცოცხლეც, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ბედნიერი, ჩვენ თავის დროზე ჯარისკაცის ჩექმის ფეხქვეშ გავთელეთ. ან, როგორც გავანადგურეთ 1956 წელს უნგრეთში, ნორმალური ცხოვრების იმედი, რომელიც ხალხს გაუჩნდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი კატეგორიების შეტანის მცდელობისას, როგორიცაა „სინდისის სასამართლო, მონანიება და პატიება“, პრეზიდენტი იყო სრულიად გულწრფელი და (იმ მომენტში) განზრახული ჰქონდა სათანადოდ მოქმედება. ის დარწმუნებული იყო, რომ ქმნის კიდევ ერთ პრეცედენტს, რომელიც გზას უხსნის რუსეთს ხალხთა საერთო ევროპულ ოჯახში. მოსკოვში დაბრუნებისას მან უმაღლეს საბჭოს რატიფიკაციისათვის წარუდგინა „ხელშეკრულება მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ უნგრეთის რესპუბლიკასა და რსფსრ შორის“, რომელსაც ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 1991 წლის დეკემბერში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ანტალა იოჟეფის ვიზიტის დროს.
მაგრამ რუსეთის პარლამენტმა მაშინვე დააბრუნა პრეზიდენტი ციდან დედამიწაზე, და უარი უთხრა დოკუმენტის რატიფიცირებაზე, რომელშიც რუსეთის, როგორც სსრკ-ს მემკვიდრის, მზადყოფნა მონანიებისთვის, მითითებული თუ არ იყო, იგულისხმებოდა მაინც. მთავარი მოტივი, რატომაც დეპუტატებმა უარი თქვეს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, ასე ჟღერდა: „როგორ შევხედოთ თვალებში 1956 წელს ბუდაპეშტის ქუჩებში ბრძოლებში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების დედებს?” ყოფილი რეჟიმის მსხვერპლის თვალებში ჩახედვის სურვილი მისი ფარული და ღია მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა პრეზიდენტის ზოგიერთი უახლოესი თანამოაზრე. წინააღმდეგობა პროგრამის თითქმის ყველა პუნქტზე, რომელიც ბუდაპეშტში გამოსვლისას იქნა წარმოდგენილი, იმდენად მწვავე იყო, რომ ბორის ელცინი დაიბნა და უკან დაიხია. ამ დროიდან „რეფორმების გონივრული კორექტირების“ პრინციპი საგარეო პოლიტიკაზეც გავრცელდა. ეს იყო „კოზირევის ხაზის“ დასასრულის დასაწყისი.
უამრავი თეთრი ლაქა - ღია ჭრილობები ჩვენი ისტორიის სხეულზე - მოჩანს არა მხოლოდ უძველეს და უახლესში წარსულში, არამედ დღესაც მკაფიოდ ჩანს. ჩვენ აღარ გვაკვირვებს, რომ დღემდე არ ვიცით იმ საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეების სახელები, რომლებმაც უარი თქვეს ებრძოლათ უსამართლო საქმისთვის და რომლებიც დახვრიტეს იმ შორეულ 1956 წელს ჩვენი საელჩოს ტერიტორიაზე ბუდაპეშტში. არ ვიცით, პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად, რომ „უნგრეთის და რუსეთის მოქალაქეები აუცილებლად გაიგებენ მთელ სიმართლეს უახლოეს მომავალში იმ ტრაგიკული დროის შესახებ“. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ოთხი წლის წინანდელი გარემოებების შესახებ, როდესაც პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ვეტოს დადება მისი სიტყვის პუბლიკაციაზე, რომელიც მან უნგრეთის პარლამენტში წარმოთქვა. უფრო მეტიც, აკრძალვა აშკარად იმდენად მკაცრი იყო, რომ ჩვენმა დამოუკიდებელმა მედიამ ერთხმად ჩაიგუბეს პირში წყალი. რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ბრწყინვალე პოლიტიკური გამოსვლა ფუჭ გასროლად დარჩა.
მას შემდეგ მთავრობამ რამდენჯერმე გაიტანა ხელშეკრულება პარლამენტში განსახილველად. და ბოლოს, 1995 წლის იანვარში წინა სახელმწიფო დუმამ მოულოდნელად მოახდინა მისი რატიფიცირება, განხილვის გარეშე, ისე სწრაფად და ჩუმად, რომ ეს ნაბიჯი პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა ბუდაპეშტში, რომელიც იცის და ახსოვს ყველა უნგრელს, ჯერ კიდევ უცნობია რუსებისთვის.
1992 წლის ნოემბერში ბორის ელცინმა თქვა: „რუსეთი ღრმად არის დაინტერესებული, რომ დაპირისპირების ლოგიკა, რომელიც რეალურად წამლავდა ჩვენი კონტინენტის სიცოცხლეს, სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს“. შარშან, არჩევნებზე, ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ამ მოწამლული წარსულის დაბრუნება. 1996 წელს ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის საბჭოს წევრი. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პირველი პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი დებულებები, რომელიც მან წარმოთქვა თითქმის ხუთი წლის წინ, უახლოეს მომავალში საფუძვლად დაედება რუსეთის მთავრობის რეალურ პოლიტიკას.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised