суббота, 9 июля 2022 г.

ეს ზაფხულის წვიმაა: 5 სუნამო სიახლის არომატით ივლისის ჭექა-ქუხილი შესანიშნავი მიზეზია სუნამოს ასარჩევად. გამოვიკვლიოთ წვიმის სურნელოვანი არომატები.

 https://vogue.ua/article/beauty/parfyum/chelovek-dozhdya-5-aromatov-kotorye-pahnut-dozhdem-i-nesut-prohladu.html


ეს ზაფხულის წვიმაა: 5 სუნამო სიახლის არომატით  

 ივლისის ჭექა-ქუხილი შესანიშნავი მიზეზია სუნამოს ასარჩევად. გამოვიკვლიოთ წვიმის სურნელოვანი არომატები.

 წვიმის სუნი ერთი ჩასუნთქვით გამოიცნობა – ის ყველასთვის სასიამოვნოა. მის აღსანიშნათ სპეციალური სიტყვაც კი არსებობს - „პეტრიკორი“ (ბერძნ. xpetra, „ქვა“ და ichor, „ღმერთების სისხლი“). ის გამოიგონეს მეცნიერებმა 60-იან წლებში, როდესაც წერდნენ სტატიას ჟურნალ Nature-სთვის, სადაც ისინი იკვლევდნენ, თუ საიდან მოდის ეს განსაკუთრებით სპეციფიკური არომატი. პასუხი: გვალვის დროს მიწაში ჩავარდნილი მცენარეების ზეთებიდან. როდესაც მიწა სველდება წვიმისგან, ისინი გამოიყოფა ნაერთთან ერთად, რომელსაც გეოსმინი ეწოდება. ზეთებისა და გეოსმინის აღნიშნული კომბინაცია პასუხისმგებელია იმაზე, რასაც ყველა წვიმის არომატს უწოდებს. პარფიუმერებს გეოსმინი თავიანთი კომპოზიციების შედგენილობებში შეაქვთ.

მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „სველ მიწას“, როგორც ამერიკული ბრენდის A Lab on Fire  არომატში California Snow-ში.

კომპოზიციაში წვიმის ილუზიის შექმნა ალეგორიულად შეიძლება: მაგალითად, სველი მუხის ხის და ფოთლების შეგრძნებით, როგორც ბრიტანული მარკის Jo Malone London-ის  English Oak & Hazelnut-ში. ამ სუნამოს ჟღერადობა უფრო  საშემოდგომაა. 

 ვიკიპედია წვიმის არომატისადმი ხალხის სიყვარულს იმით ხსნის, რომ ისტორიულად ადამიანი წვიმიან ამინდზე იყო დამოკიდებული – ის ჰპირდებოდა მოსავალსაც და წყურვილის მოკვლასაც. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქარიშხლისგან დროულად დამალვა. როგორც არ უნდა იყოს, წვიმის შეგრძნება პარფიუმერიაში სინთეტიკური მოლეკულების - იგივე კალონის, დახმარებით გადაიცემა, რომელიც შედის ლეგენდარული აკვატური არომატების L'Eau d'Issey, Acqua di Gio Giorgio Armani, Cool Water Davidoff-ის და ა. შ. შემადგენლობაში. 

ოლფაქტოლოგი, პარფიუმერი ბოგდან ზუბჩენკო ამბობს, რომ სუნამოებს გალბანუმის ნოტით შეუძლიათ შექმნან „წვიმიანი“ განწყობა, როდესაც ისინი შექმნილია არა ბალახზე და სიმწვანეზე აქცენტით, არამედ იისფერ-ზამბახისფერ ქვეტექსტზე. შემდეგ ისინი ქმნიან წვიმისგან დაგროვილი მტვრის განცდას. ასეთი სუნამოების ერთ-ერთ მაგალითს ზუბჩენკო Grey Flannel Geoffrey Beene-ს უწოდებს, რომელიც ცნობილი Dior Fahrenheit წინამორბედი იყო.

Marc Jacobs-ს აქვს გამჭვირვალე, Rain-ის სუფთა არომატი - მასში სიახლეს ქმნის ახლად მოჭრილი ბალახის, ტროპიკული წვიმისა და მუშკის აკორდები.

არომატი Guerlain Après L'Ondée, რომელიც გამოიგონა ჟაკ გერლენმა 1906 წელს, ეძღვნება დამამშვიდებელ სიახლეს და ნათელ ამინდს, რომელიც მხოლოდ წვიმის შემდეგ არის. კომპოზიცია აგებულია იის ნოტების ირგვლივ, არანჟირებულია ზამბახით და ვანილით.

კიდევ ერთი არომატი „წვიმის შემდეგ“ მხოლოდ ბაღში წვიმის შეგრძნებითაა გამსჭვალული, ის ჟან-კლოდ ელენამ შექმნა Hermes-ისთვის.

Sisley Eau Tropicale ჩაფიქრებულია, როგორც ტროპიკულ ტყეში სეირნობის შემდგომი შეგრძნება, რომელსაც ახლახანს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს.


====

https://www.bbc.com/ukrainian/news-russian-45017293
რატომ მოგვწონს წვიმის სუნი
მარი ჰალტონი
ბევრ ადამიანს მოსწონს სუნი წვიმის შემდეგ. ის ანიჭებს სიგრილეს, ტოვებს სასიამოვნო სიახლის შეგრძნებას.
რა არის მიზეზი სასიამოვნო არომატისა, რომელიც ჩნდება, როდესაც მიწაზე იღვრება წვიმა?
წვიმის სუნს აქვს ტერმინი - პეტრიკორი (petrichor), რომელიც ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება - „პეტრა“ - ქვა და „იხორი“ - სითხე, რომელიც მიედინება ღმერთების ძარღვებში. და ეს ეტიმოლოგია შემთხვევითი არ არის, რადგან წვიმის სუნი არის ნიადაგიდან გამოსული არომატი.
ის შემოიღეს მკვლევარებმა იზაბელ ბირმა და როდერიკ თომასმა 1964 წელს Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სველი მიწა
როდესაც წვიმა იღვრება მიწაზე, წყალი ხვდება მიკრობზარებსა და ფორებში. მათში არსებული ჰაერი სველ ზედაპირზე წარმოქმნის ბუშტებს, რომლებიც სკდება და ჰაერში უამრავ მიკროწვეთს აგდებს.
ამ პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც შეიცავს მცენარეული წარმოშობის ზეთებს, აიტაცებს ჰაერის ნაკადი და გადააქვს ირგვლივ, ამით ქმნის უნიკალურ და ბევრისთვის საყვარელ არომატს.
ამავე მიზეზით, სხვათა შორის, წვიმის დროს ჰაერში ნიადაგის ბაქტერიების დიდი რაოდენობა აღმოჩნდება.
„ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სველი ნიადაგის სუნს გრძნობთ, ეს სინამდვილეში არის მოლეკულა, რომელიც წარმოიქმნება გარკვეული ტიპის ბაქტერიების მიერ“, - განმარტა პროფესორმა მარკ ბატნერმა, მოლეკულური მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯონ ინესის ცენტრიდან (დიდი ბრიტანეთი).
ამ მოლეკულას, გეოსმინს, აწარმოებს ბაქტერია Streptomyces. ისინი არსებობენ ჯანსაღ ნიადაგში, მათ ასევე იყენებენ ანტიბიოტიკების შესაქმნელად.
მიწაში ჩავარდნილი წყლის წვეთები ჰაერში გეოსმინის გამოყოფას იწვევს.
„ბევრ ცხოველს შეუძლია იგრძნოს მისი სუნი, მაგრამ ადამიანები არ არიან ძალიან მგრძნობიარე მის მიმართ“, - დასძინა პროფესორმა ბატნერმა.
დღეს გეოსმინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპონეტია პარფიუმერიაში.
„ეს მართლაც ძლიერმოქმედი მასალაა, და მას ისეთივე სუნი აქვს, როგორც ბეტონს, როდესაც მას აწვიმს“, - თქვა პარფიუმერმა მარინა ბარჩენილამ. „არის რაღაც ხელუხლებელი ამ სურნელში“.
„მაშინაც კი, როცა მას გააზავებ რამდენიმე ნაწილად მილიარდზე, [ადამიანები] მაინც გრძნობენ ამას“, დასძინა მან.
და მაინც ადამიანებს გეოსმინის მიმართ არაერთგვაროვანი გრძნობები აქვთ - ჩვენ მისი სუნი გვიზიდავს, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს მისი გემო.
„ჩვენ არ ვიცით, რატომ არ გვიყვარს გეოსმინი“, - კომენტარს აკეთებს პროფესორი ეპე ლუნდ ნილსენი დანიის ოლბორგის უნივერსიტეტიდან.
„ის არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის იმ რაოდენობით, რაც ბუნებაშია, მაგრამ რატომღაც ჩვენ მას რაღაც ნეგატიურს ვუკავშირებთ“, - დასძინა მან.

მცენარეები
პროფესორ ნილსენის აზრით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არომატის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ გეოსმინი, არამედ სხვა ორგანული ნაერთები, რომლებიც გვხვდება სხვადასხვა მცენარეებში, კერძოდ, ტერპენები.
წვიმას შეუძლია გამოამჟღავნოს ეს არომატები, ამბობს პროფესორი ფილიპ სტივენსონი, სამეფო ბოტანიკური ბაღის წამყვანი მკვლევარი (კიუ, დიდი ბრიტანეთი).
„ხშირად, მცენარეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც კარგი სუნი აქვთ, წარმოიქმნება ფოთლებზე არსებულ თმებში... და წვიმამ შეიძლება დააზიანოს ისინი, როდესაც გამოჰყოფს ქიმიურ ნივთიერებებს“.
„წვიმას ასევე შეუძლია დაამტვრიოს გამხმარი მცენარეები, გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერებები, როგორც ხმელი ბალახის დაქუცმაცებისას - სუნი ძლიერდება“, - განუცხადა მან BBC-ს.
გვალვის პერიოდებმა ასევე შეიძლება შეანელოს მეტაბოლიზმი, ნალექი კი ააქტიურებს მას. შედეგად მცენარეები იწყებენ სასიამოვნო არომატის გამოყოფას.

ელვა
ელვა ასევე თამაშობს თავის როლს ოზონის წარმოქმნით, რომელსაც აქვს დამახასიათებელი მძაფრი სუნი. ის ჩნდება ატმოსფეროში ელექტრული განმუხტვის შედეგად.
მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი მარიბეტ სტოლცენბერგი განმარტავს: „ელვა, ჭექა-ქუხილი და წვიმა აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. მტვრის ნაწილაკები, აეროზოლები და სხვა გამონაბოლქვი წვიმის შედეგად ჩამოირეცხება, და ჰაერი იწმინდება“.

===
https://www.cosmo.ru/beauty/parfum/parfyum-s-zapahom-dozhdya-7-glavnyh-aromatov-etoy-vesny/amp/
პარფიუმერია წვიმის სუნით: 7 საუკეთესო არომატი სიცხისთვის
ჰაერი წვიმის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული, უნიკალური და, ალბათ, ცოტა მაგიურია. რატომ გვიყვარს ეს სუნი ასე ძალიან? ალბათ იმიტომ, რომ ეს სიმსუბუქესთან, გამოღვიძებასთან და რომანტიკასთან ასოცირდება. გსურთ ყველა მოხიბლოთ ახალი არომატით? დადეთ ფსონი წვიმაზე! ჩვენ შევაგროვეთ თქვენთვის 7 ყველაზე მოდური არომატი, რომელსაც წვიმის სუნი აქვს.

L’Eau d’Hiver, Frederic Malle
 ელეგანტური, მშვიდი და ახალი არომატი აქვს. „ზამთრის წყალი“ თამაშობს განსხვავებულობის მეტყველ კონტრასტზე - ცივი სიახლისა და მწველი სითბოს. ულამაზესი თეთრი ყვავილებისა და ახალი ბერგამოტისგან შემდგარი კომპოზიციის სუფთა ზედა ნოტები თანდათან გარდაიქმნება ამაღელვებელი თეთრი მუშკიდან თბილ და მშვიდ აკორდში ტკბილი თაფლის ელფერით.
ფასი — დაახლოებით 16 000 რუბლი.

Ombrella Crash, Jacques Zolty
 Ombrella Crash ადგილობრივი ხუმრობაა სენ-ბარტის „ბოროტი სულის“ შესახებ, რომელიც აღიზიანებს ტურისტებს და ხელს უშლის მათ ქოლგის გახსნაში უეცარი ტროპიკული ქარიშხლის დროს. Ombrella Crash-ის არომატი ეძღვნება ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ინსტინქტებით, აქვს გამბედაობა გასცდეს ჩარჩოებს, იმოქმედოს დადგენილი ჩვევების საწინააღმდეგოდ. ხილის და ყვავილების კომპოზიცია ჟღერს კივის, ლიმონისა და საზამთროს კაშკაშა, ხმოვანი ნოტებით.
ფასი — დაახლოებით 7000 რუბლი.

Rain, Marc Jacobs
 თუ გიყვართ ახლად მოჭრილი ბალახის სუნი, მაშინ Rain  ნამდვილად თქვენი არომატია. მსუბუქი და სუფთა სუნამო იხსნება კლემენტინის, კვიპაროსისა და ველური მარწყვის ნოტებით. კომპოზიციის გულია ტექის ხე, ამბრი, მუშკი და მუხის ხავსი. შლეიფზე პასუხისმგებელია მუშკი და თეთრი ორქიდეა.
ფასი — დაახლოებით 2000 რუბლი.

Fragrance Library Rain, Demeter
ეს სუფთა არომატი გადმოსცემს იმ სიახლეს ზაფხულის თბილი წვიმის შემდეგ. ყველა წყლის არომატების მსგავსად,  Demeter-ის „ზაფხულის წვიმა“ Summer Rain არ არის მკვეთრი ან მომაბეზრებელი, საუკეთესოდ იხსნება ცხელ ამინდში და იდეალურად შეეფერება ზაფხულს.
ფასი — დაახლოებით 1700 რუბლი.

Un Jardin Après la Mousson, Hermès
 „ბუნების უშფოთველი სურათი, რომელიც ხელახლა დაიბადა მუსონური წვიმის შემდეგ“, - ასე აღწერს ამ სუნამოს მისი შემქმნელი. არომატი  ინდოეთის მოულოდნელ სურათს გვიხატავს - როცა მუსონი დედამიწას უბრუნებს იმას, რაც მზემ წაართვა და გვალვის ცეცხლოვან სუნთქვას აშორებს. ჯანჯაფილი, კარდამონი, ქინძი, წიწაკა და ვეტივერი ამ ნოველაში მოგვითხრობს ბუნების აღორძინების შესახებ ინდოეთის წყლით მდიდარ კერალში.
ფასი — დაახლოებით 5000 რუბლი.

M2 Black March, CB I Hate Perfume
 არომატს M2 Black March-ს სახელი დაარქვეს სტივი სმიტის „შავი მარტის“ პოემის მიხედვით, რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: „მე მყავს მეგობარი ქვეყნიერების მეორე კიდეს. მისი სახელი სუფთა ჰაერის სუნთქვას ჰგავს“. Christopher Brosius-მა, CB I Hate Perfume-ის დიზაინერმა, ამ დამაინტრიგებელ ბუკეტში გააერთიანა წყლის, ხეების, სიმწვანეს, ასევე ნიადაგის და მუხის ხავსის ნოტები. ამ არომატის შესახებ ასე ამბობენ: „გაზაფხულის კვინტესენცია, თვით მისი არსი“. სველი ნესტიანი ნიადაგის, მდნობი თოვლის მკაფიო სუნი, მწვეთავი ლოლუა, რომლის მეშვეობითაც პირველი გაზაფხულის ყვავილებისა და ბალახის დახვეწილი და ტკბილი სუნი იშლება...
ფასი — დაახლოებით 5000 რუბლი.

Silver Rain, La Prairie
 „წვიმის მათრობელა არომატი“, - ასე აღწერენ სურნელს მისი ერთგული თაყვანისმცემლები. კომპოზიცია იხსნება წვნიანი მწვანე ვაშლის და ხილის ნოტების მიმზიდველი ნაზავით, ბალახებისა და სანელებლების უნიკალური ბუკეტით. არომატის გული გარს შემოხვეულია ხილის ნოტებით, რომლებიც შერწყმულია თეთრი ყვავილების ახალი თაიგულით, გამდიდრებული წითელი ვარდის სითბოთი და ხაზგასმული მაგნოლიის გრაციოზულობით.
ფასი — დაახლოებით 10 000 რუბლი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised