понедельник, 16 марта 2020 г.

ისტორიის პროექტი: „დალესის გეგმა: ბოდვა, რომელიც რეალობად იქცა“

ისტორიის პროექტი: „დალესის გეგმა: ბოდვა, რომელიც რეალობად იქცა“
ეს პროექტი განკუთვნილია ტექნიკუმის სტუდენტებისთვის. შეთქმულების თეორიის თანახმად, დალესის გეგმა (დალესის დოქტრინა), აშშ–ს სამოქმედო გეგმაა სსრ კავშირის წინააღმდეგ, რომელიც შექმნეს ცივი ომის დროს და რომელიც გულისხმობდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ფარულ მორალურ გახრწნაs. გეგმის ავტორად 1953-1961 წწ. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთაურს ალენ დალესს მიიჩნევენ. ამ გეგმის მიზანი, თითქოსდა, სსრკ-ს განადგურება იყო პროპაგანდისტული მეთოდებით, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების გამიჯვნას, ტრადიციების, ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვას, ქვეყნის მოსახლეობის ზნეობრივ დაშლას. მისი ნამდვილობის მომხრეების მიერ ციტირებული დალესის გეგმა არასოდეს გამოქვეყნებულა, და ამ ტექსტის ინგლისური ორიგინალი არ ყოფილა წარმოდგენილი.
ალენ დალესი
ალენ უელშ დალესი (ინგლ. Allen Welsh Dulles) – ამერიკელი დიპლომატი და მზვერავი, მეორე მსოფლიო ომის დროს ბერნში (შვეიცარია) სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს რეზიდენტურის ხელმძღვანელი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი (1953—1961 წწ.)
ოჯახი და ბავშვობა
ალენ უელშ დალესი დაიბადა 1893 წლის 7 აპრილს, ნიუ–იორკის შტატის ქალაქ უოტერტაუნში, ოჯახში, რომლის მრავალ წარმომადგენელს მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა ამერიკის დიპლომატიურ სამსახურში. მისი ბაბუა მამის მხრიდან მისიონერი იყო, დიდხანს მოღვაწეობდა ინდოეთში. მისი ბაბუა დედის მხრიდან, გენერალი ჯონ უოტსონ ფოსტერი, იყო სამოქალაქო ომის მონაწილე, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ბენჯამინ ჰარისონის დროს, ხოლო მოგვიანებით აშშ-ს ელჩი მექსიკაში, რუსეთსა და ესპანეთში. მისი დეიდის ქმარი რობერტ ლანსინგი იყო სახელმწიფო მდივანი ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციაში. ალენ უელშის უფროსი ძმა, ჯონ ფოსტერ დალესი, შემდგომში სახელმწიფო მდივნად დაინიშნა პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მმართველობის დროს. დედა ევროპაში გაიზარდა, მამამ მიიღო ევროპული განათლება.
დალესის მოგონებებით, იგი გაიზარდა ოჯახური კამათის ატმოსფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 1901 წელს, როდესაც ალენი 8 წლის იყო, ბაბუას და ლანსინგს შორის კამათის გავლენის ქვეშ ინგლის-ბურების ომის შესახებ, მან ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებები ქაღალდზე გადაიტანა. მან მტკიცედ მიიღო „შეურაცხყოფილთა“ მხარე. ბავშვის ჩანაწერები შენიშნეს უფროსებმა და გამოაქვეყნეს ბროშურის სახით, რომელიც „ბესტსელერად“ იქცა ვაშინგტონის მხარეში.

კარიერა
1914 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი და მოგზაურობაში გაემგზავრა. მუშაობდა სკოლის მასწავლებლად ინდოეთში, შემდეგ ჩინეთში. მან ბევრი იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთში. 1915 წელს იგი დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაიწყო დიპლომატიური სამსახური. მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ევროპაში - ვენაში (1916), ბერნში (1917), ბერლინში (1919), კონსტანტინოპოლში (1920). საკუთარი აღიარებით, სამუშაოს უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, ვიდრე დიპლომატიური. მან მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შესახებ, როგორც ამერიკული დელეგაციის წევრმა. 1922 წელს იგი გახდა ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელი. პარალელურად, მან სამართლის შესწავლა დაიწყო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. 1926 წელს მან დატოვა დიპლომატიური სამსახური და დაიწყო ადვოკატური პრაქტიკა, გახდა საადვოკატო ფირმის „სალივანი და კრომველი“ თანამშრომელი, რომელშიც მისი უფროსი ძმა ერთ–ერთი პრესტიჟულ თანამდებობას იკავებდა. მისი წვლილი გამოიხატებოდა არა იმდენად მის იურიდიულ შესაძლებლობებში, რამდენადაც იმის ცოდნაში, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა, მისი კლიენტების ინტერესების დაცვაში. 1928 წელს მან ჩააბარა გამოცდა ადვოკატის ლიცენზიის მისაღებად.
საკანონმდებლო სფეროში მუშაობამ ნაკლებად მიიზიდა, ვიდრე დიპლომატიამ, და დალესი განაგრძობდა სხვადასხვა სამთავრობო დიპლომატიური მისიის  შესრულებას. 1927 წელს მან ექვსი თვე გაატარა ევროპაში, ჟენევაში, როგორც  სამხედრო-საზღვაო შეიარაღების კონფერენციის იურიდიულმა მრჩეველმა. იყო ამერიკელი დელეგატი კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა იარაღის ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. 1932-1933 წლებში წარმოადგენდა შეერთებულ შტატებს ერთა ლიგაში განიარაღების კონფერენციაზე.
1930-იან წლებში ჰამილტონ ფიშ არმსტრონგთან თანაავტორობით დაწერა ორი წიგნი - „შეგვიძლია თუ არა ვიყოთ ნეიტრალურები“ (1936) და „შეუძლია თუ არა ამერიკას დარჩეს ნეიტრალური“ (1939).
 ომის დაწყებისთანავე, დალესის კარიერაში მკვეთრი გარდატეხა მოხდა. ის მუშაობას იწყებს ახლადშექმნილი სტრატეგიული სამსახურის სამმართველოში (მომავალი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო), ხოლო 1942 წლის ბოლოდან 1945 წლამდე ხელმძღვანელობს სადაზვერვო ცენტრს ბერნში. ცენტრის მუშაობა წარმატებული იყო, დალესმა შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ნაცისტური გერმანიის შესახებ, ძირითადად, მაღალჩინოსანი გერმანელი ანტიფაშისტი დიპლომატის ფრიც კოლბეს მეშვეობით. 1945 წელს დალესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოლაპარაკებებში, რამაც განაპირობა გერმანიის არმიის კაპიტულაცია ჩრდილოეთ იტალიაში.
ომის დასრულებისთანავე, სტრატეგიული სამსახურების სამმართველო დაიშალა, ხოლო 1947 წელს მისმა შემქმნელმა უილიამ დონოვანმა მიაღწია იმას, რომ პრეზიდენტ ტრუმენის განკარგულებით შეიქმნა ახალი სადაზვერვო ორგანო - ცენტრალური სადაზვერვო სამართველო, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილებოდა და რომელიც აწარმოებდა როგორც ღია სადაზვერვო, ისე ფარულ ოპერაციებს. 1950 წელს დალესი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ დაგეგმარების საკითხებში, და პასუხისმგებელი გახდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფარულ ოპერაციებზე. 1951 წელს თავისი მნიშვნელობით იგი მეორე ადამიანია ორგანიზაციაში.
ტრუმენის შემცვლელმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დალესი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსად დანიშნა, ამ თანამდებობაზე დალესი რჩება 1953 წლიდან 1961 წლამდე. სწორედ დალესმა შექმნა ეს ორგანიზაცია იმ სახით, როგორც დღეს მას ვიცნობთ, განსაზღვრა მისი მუშაობის სტილი და მისი ადგილი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების სისტემაში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დაკავებული იყო როგორც საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებით და ანალიზით, ასევე ფარული ოპერაციებით. დალესის ხელმძღვანელობით ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყველაზე ცნობილი სადაზვერვო წარმატება არის U-2 ჯაშუშური თვითმფრინავის პროგრამა და აღმოსავლეთ ბერლინის სატელეფონო ქსელთან მიერთება ბერლინის კედლის ქვეშ განთავსებული გვირაბის მეშვეობით, რომელიც თავიდანვე მიმდინარეობდა სსრკ-ს სუკ-ის კონტროლის ქვეშ.

გადადგომა და ცხოვრების ბოლო წლები
რაც შეეხება საიდუმლო ოპერაციებს, აქ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმატებებს თან ახლდა წარუმატებლობაც. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმატებულ ოპერაციებს მიეკუთვნება  1953 წელს ირანის პრემიერ-მინისტრის მოსადიკის დამხობა, გვატემალას პრეზიდენტის არბენსის დამხობა 1954 წელს. 1961 წელს კუბაში შეჭრის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დალესი იძულებული გახდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა დაეტოვებინა. მოგვიანებით წარუმატებლობაში დალესი პრეზიდენტს ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ კენედიმ არ გამოყო საკმარისი ძალები ოპერაციის განსახორციელებლად.
1963 წელს, დალესი უკანასკნელად დაუბრუნდა სახელმწიფო საქმიანობას, როდესაც გახდა კენედის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის წევრი.
პენსიაზე დალესმა დაწერა რამდენიმე წიგნი მოგონებებით თავისი დიპლომატიური და სადაზვერვო სამსახურის შესახებ. იგი გახლდათ სატელევიზიო გადაცემების ხშირი მონაწილე, რომელიც მიეძღვნა საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
1969 წელს დალესი გარდაიცვალა ფილტვების ანთების შედეგად. დაკრძალულია ბალტიმორის სასაფლაოზე. მისი მეუღლე, მარტა კლოვერ ტოდი, რომელთანაც 1920 წელს იქორწინა, 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. წყვილს სამი შვილი ჰყავდა.

რას წარმოადგენს დალესის გეგმა
რუსეთში 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პოპულარული შეთქმულების თეორიის თანახმად, აშშ-ს სამოქმედო გეგმა სსრკ-ს წინააღმდეგ, რომელიც შედგენილია ცივი ომის პერიოდში, ვარაუდობდა სსრკ მოსახლეობის ფარულ მორალურ დაშლას. გეგმის ავტორად მიიჩნევდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს (1953-1961) ალენ დალესს. ამ გეგმის მიზანი, თითქოს, იყო სსრკ-ს განადგურება  პროპაგანდისტული მეთოდებით, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანების და სოციალური ჯგუფების გამიჯვნას, ტრადიციების, ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვას და ქვეყნის მოსახლეობის მორალურ დაშლას. მისი ნამდვილობის მომხრეების მიერ ციტირებული დალესის გეგმა არსად გამოქვეყნებულა, ხოლო ამ ტექსტის ინგლისური ორიგინალი არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი.
ერთი ვერსიის თანახმად, ეს მოხსენება დალესმა 1945 წელს აშშ-ს კონგრესში წაიკითხა, მეორე ვერსიის თანახმად,  ეს ტექსტი წარმოადგენს ნაწყვეტს მისი წიგნიდან, რომელიც გამოქვეყნებულია ან 1945 წელს ან 1953 წელს. „გეგმის“ ტექსტი ძალიან ჰგავს ანატოლი ივანოვის რომანის „მარადიული ძახილის“ 1981 წლის რედაქციის ფრაგმენტს (რომანში ამ სიტყვებს წარმოთქვამს ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟი, ყოფილი თეთრგვარდიელი, რომელიც ნაცისტებს ემსახურებოდა).
ასევე სათაურით „დალესის გეგმა” რუსეთში ფიგურირებს ამონარიდების ნაკრების სახით აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს 1948 წლის 18 აგვისტოს მემორანდუმი 20/1-დან „ამოცანები რუსეთის მიმართ“. ეს მემორანდუმი წარმოადგენს რეალურ ამერიკულ დოკუმენტს, მაგრამ ალენ დალესთან საერთო არაფერი აქვს, და მას არ ჰქონია საბჭოთა საზოგადოების ზნეობრივი დაშლის მიზნები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმი 20/1, როგორც „დალესის გეგმა“
ზოგჯერ „დალესის გეგმას“ უწოდებენ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს 1948 წლის 18 აგვისტოს (NSC 20/1 1948) მემორანდუმს („რუსეთთან დაკავშირებული ამოცანები“), რომელიც წარმოადგენს თავდაცვის მინისტრის ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს აშშ-ს პოლიტიკის გრძელვადიანი მიზნების შესახებ სსრკ-ს მიმართ. ეს დოკუმენტი შედგენილია კრიზისის დროს, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთ ბერლინის საბჭოთა ბლოკადასთან და არ არის დაკავშირებული არც ალენ დალესთან და არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. დამთხვევები და საერთო ადგილები ე. წ. „დალესის გეგმის“ ტექსტში (რომელიც ივანოვის რომანს უკავშირდება) და „აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მემორანდუმში 20/1“ არ არის. ამასთან, „დალესის გეგმის“ სახელით ფიგურირებს დოკუმენტის არა სრული ტექსტი, არამედ ნ.ნ. იაკოვლევის წიგნში „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სსრკ-ს წინააღმდეგ“ (მოსკოვი: პრავდა, 1983) მოყვენილი ამონარიდების კონტამინაცია.
მემორანდუმის 20/1 დეკლარირებული და გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, სსრ კავშირის მიმართ ამერიკის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები დაყოფილი იყო:
 სამხედროზე (ომის და სსრკ-ზე გამარჯვების შემთხვევაში)
მშვიდობიანზე (ომის არარსებობის შემთხვევაში). „მშვიდობიანი“ მიზნები გულისხმობდა შემდეგს:
ა. მოსკოვის ძლიერების და გავლენის იმ ზომამდე შემცირებას, რომელშიც ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
ბ. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანის მიღწევა, რომელსაც მისდევს რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა“.

პოპულარობა რუსეთში
პირველად დალესის გეგმის ტექსტი გამოიცა სანქ-პეტერბურგის და ლადოგის მიტროპოლიტის იოანეს (სნიჩევის) ერთ-ერთ გამოსვლაში გაზეთში „სოვეტსკაია როსიაში“ 1993 წლის 20 თებერვალს, როდესაც სსრკ უკვე დაიშალა. მიტროპოლიტი იოანე იმოწმებდა ამ გეგმას „სიონის ბრძენთა ოქმებთან“ ერთად, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ დასავლეთი აწარმოებს „საზიზღარ, ბინძურ, კარგად ანაზღაურებულ, საგულდაგულოდ დაგეგმილ, მუდმივ და დაუნდობელ ომს“ რუსეთის წინააღმდეგ. თითქმის ერთდროულად „გეგმის“ ციტირება განახორციელა პოეტმა და პუბლიცისტმა ბორის ოლეინიკმა ჟურნალ „ახალგაზრდა გვარდიაში“ (№7, 1993 წლის ივლისი), რომლის რედაქტორი მაშინ ანატოლი ივანოვი იყო. ტექსტი ასევე არაერთხელ დაიბეჭდა მემარცხენე და ნაციონალურ-პატრიოტული მიმართულების სხვადასხვა გაზეთში. „გეგმა“ ასევე ციტირებული იყო  ცნობილი ადამიანების მიერ, როგორიცაა ვლადიმერ ჟირინოვსკი, ნიკიტა მიხალკოვი და მიხაილ ზადორნოვი.
დალესის დოქტრინის ტექსტი
„ომი დასრულდება, ყველაფერი როგორღაც მოგვარდება,  ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, მთელ ოქროს, მატერიალურ ძალას გამოვიყენებთ ადამიანების გამოჩერჩეტების და გამოსულელებისთვის. ადამიანის გონება, ადამიანების ცნობიერება შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ იქ ქაოსს დავთესავთ, შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ ირწმუნონ ისინი. როგორ? ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მეკავშირეებს თვით რუსეთში. ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული  დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია.
მაგალითად, ჩვენ თანდათანობით წავშლით ხელოვნებისა და ლიტერატურიდან მის სოციალურ არსს; გადავაჩვევთ მხატვრებს და მწერლებს იმ პროცესების აღწერასა და შესწავლას, რომლებიც მასების სიღრმეში ხდება.  ლიტერატურა, თეატრი, კინო - ყველაფერი დაიწყებს ყველაზე ქვენა გრძნობების ასახვას და განდიდებას. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ეგრეთ წოდებულ შემოქმედებს, რომლებიც დაიწყებენ ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის კულტის დანერგვას - ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობის.
სახელმწიფო მართვაში ჩვენ შევქმნით არეულობას. შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად შევუწყობთ ხელს მოხელეების, მექრთამეების, უპრინციპობის თვითნებობას. ბიუროკრატიზმი და საქმის გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოებაში.
პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება, წარსულის გადმონაშთი. უტიფრობა და თავხედობა, სიცრუე, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთისადმი უნდობლობა, შიში, ღალატი, ხალხთა მტრობა, რუსებისადმი სიძულვილი - ამის კულტივირებას ჩვენ დაჟინებით განვავითარებთ.
            და მხოლოდ ცოტა ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ცილისწამების გზას, გამოვაცხადებთ საზოგადოების ნაძირალებად. ჩვენ ძირფესვიანად გავანადგურებთ სულიერ ფესვებს, გავაუხამსებთ და გავანადგურებთ ხალხურ ზნეობრივ საფუძვლებს. ამ გზით, ჩვენ შევარყევთ თაობების ცნობიერებას, ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ, გავხრწნით მას. ჩვენ მათგან შევქმნით ცინიკოსებს, უგვანებს და კოსმოპოლიტებს.
ჩვენ ასე მოვიქცევით!

ალენ დალესი, 1945 წ.
                                                                     

მიმდინარეობს კამათი ამ ჩანაწერების ავთენტურობის შესახებ, მაგრამ უეჭველი რჩება ერთი რამ: ამ დოკუმენტის შინაარსი გასაკვირი სიზუსტით და ცალსახად ასახავს რუსული კულტურული სივრცის ამჟამინდელ მდგომარეობას, ისევე როგორც ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც იმყოფებიან ტრადიციული კულტურული ფასეულობების შეცვლის ზემოქმედების ქვეშ.
არ არსებობს, მაგრამ მუშაობს
უკვე ერთნახევარი ათეული წლის განმავლობაში, რუსეთში მიმდინარეობს ცხარე დებატები დალესის გამოსვლის და „ჰარვარდის პროექტის“ ნამდვილობის შესახებ. მაგრამ არც ერთს, ვისაც ეჭვი შეეპარა დალესის გეგმის ავთენტურობაში, არ შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე: თუ დალესის გეგმა ყალბია, მაშინ რატომ მოქმედებს? ხოლო იმის დასადასტურებლად, რომ დალესის გეგმა მოქმედებს,  შორს წასვლა არ დაგვჭირდება:
1985-1990 წწ. პერესტროიკა და საჯაროობა - ლაპარაკის მოყვარულთა და ყბედთა დროა. ამ დროს ყველა მედიაში შესაძლებელი გახდა ყველას და ყველაფრის ლანძღვა, და ამ დროს სსრ კავშირის რესპუბლიკებში დაიწყო ექსტრემისტული მოძრაობები  დამოუკიდებლობისათვის დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერით, რის შედეგადაც სსრკ-ს ტერიტორიაზე გაჩაღდა მრავალი ეთნიკური კონფლიქტი.
1990-1991 წწ.  ყველა საკავშირო და ზოგიერთმა ავტონომიურმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტის შესახებ.
1991 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის მიუხედავად, რომელზეც თითოეულ რესპუბლიკაში მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ხმა მისცა სსრკ-ს შენარჩუნებას, 1991 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა დეკლარაციას 14142-ნ, სსრკ-ს არსებობის შეწყვეტის შესახებ.
1992 წ.  რუსეთში რეფორმების დაწყება ეკონომიკაში, მედიცინაში, განათლებაში, ჯარში და სხვა რეფორმები. ამ რეფორმების შედეგია:
ეკონომიკური დამოკიდებულება დასავლეთისგან - რუსეთი ვალებში აღმოჩნდა და ყიდის თავის რესურსებს უცხოურ, არაფრით არ გამყარებულ ვალუტაზე.
 მრეწველოვის და სოფლის მეურნეობის განადგურება, რუსეთის გადაქცევა დასავლეთის „ნედლეულის დანამატად“, ანუ მუშაობდნენ მხოლოდ ნედლეულის მომპოვებელი საწარმოები.
მოქალაქეთა ფულადი დანაზოგის გაუფასურება.
უფასო განათლებისა და მედიცინის განადგურება.
რუსეთის საყოველთაო ალკოჰოლიზაცია, ანუ ალკოჰოლური ინდუსტრია ყვავის
ჯარის ნაწილობრივი დაშლა.
1999-2007 წწ.  რუსეთის პრეზიდენტი ხდება ვ.ვ. პუტინი. მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეჩერდა რუსეთის ჯუჯა სახელმწიფოებად დაყოფა, რადგან მოხერხდა ჩეჩნეთის ომის შეჩერება. ასევე შეჩერდა ჯარის დაშლის პროცესიც. ეს გარდამტეხი დრო იყო.
დალესის გეგმა დღეს
„ ... ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ ირწმუნონ ისინი...“
ის კულტურული ღირებულებები, რომლებსაც დღეს ხალხს ახვევენ თავს, არ არის დამახასიათებელი არც დასავლური კულტურის, არც აღმოსავლეთის და არც რაიმე სხვა კულტურისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განვითარდა შემოწმებისა და შეცდომების, წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების, ბრძოლის, შრომის და სიყვარულის გზით. ეს ფასეულობები სინთეზურია, არ არის შემოწმებული დროის მიერ, მისი დანიშნულებაა, გამოსულელება, დამონება და ყურადღების გადატანა მსოფლიო მთავრობის მოქმედებებისგან.
ერთ-ერთი გზა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ქვეცნობიერებაზე და მავნე გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, არის უცხოური კინემატოგრაფი.
დღეს ბევრ უცხოურ ფილმში, რომელშიც აშკარად შეინიშნება უმსგავსობის და აღვირახსნილობის პროპაგანდა, ოჯახურ ფასეულობებზე და ოჯახურ ურთიერთობებზე უარის თქმა, თავისუფალი ურთიერთობების პროპაგანდა და ადამიანებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, პოპულარობის ადვილად მიღწევის  და უსაქმო ცხოვრების წესის პროპაგანდა, ალკოჰოლის, როგორც კომუნიკაციის საშუალების, პროპაგანდა.
ამ გზით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი შეუმჩნევლად გეგმავდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ხელში ჩაგდებას პიროვნებაზე ინფორმაციულ–ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდების „არაძალადობრივი“ ტექნოლოგიის მისაღწევად.
დალესი გეგმავდა „რუს ხალხში მოხერხებულად და შეუმჩნევლად უტიფრობის და თავხედობის, სიცრუეის, ლოთობის და ნარკომანიის კულტივირებას...“
და ამ საუკუნის პრობლემებს თუ განვიხილავთ, მისი გეგმა მუშაობს.
ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახის პრობლემა არსებობს, მაგრამ ნარკომანიას მართებულად შეიძლება უწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი. ნარკომანები ახლა რუსეთში დიდი პრობლემაა.
ყოველწლიურად თითქმის 90 ათასი ადამიანი ხდება ნარკოტიკების მომხმარებელი, ანუ ყოველდღიურად დაახლოებით 235 ადამიანი ხდება ახლადგამომცხვარი ნარკომანი - და ეს მონაცემები ნამდვილად შემაშფოთებელია.
ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება, ანუ ყოველთვიურად ხუთი ათასი.
ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ პრობლემა თანდათანობით, ეტაპობრივად, დაიწყებდა კლებას. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა სახელმწიფო დონეზე თანმიმდევრული და მკაფიო ზომების მიღება.
თუმცა, ყველას შეუძლია დაიწყოს საკუთარი თავით…
ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ალკოჰოლიზმი.
თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ქვეყანაში, ჩვენ წელიწადში დაახლოებით 9.1 ლიტრ ალკოჰოლს მოდის ერთ ადამიანზე. წარმოიდგინეთ, რომ მათ რიცხვში შედიან  ახალშობილი ბავშვები, ინცალიდები და ღრმად მოხუცებული ადამიანები. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია. და რამდენი ლიტრი ალკოჰოლი აქ არ შედის, არავინ იტყვის დანამდვილებით.
და ყველაზე უარესი ის არის, რომ შეინიშნება ალკოჰოლიზმის ზრდა მოზარდებში. ბავშვები ჩვენი ერის მომავალია. ჩვენ, ზრდასრულები, ვალდებული ვართ დავიცვათ ბავშვები ამ საშინელი დაავადებისგან, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი.
თუ გადავხედავთ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკას, რომლის მიზეზი გახდა ალკოჰოლი, ჩვენ ვნახავთ შემდეგ ციფრებს: ალკოჰოლური დათრობის ფონზე ჩადენილია ქურდობის 55%, ძარცვის 80%, ყაჩაღური თავდასხმების 70%, გაუპატიურების 80% და მკვლელობის 80%. და რამდენი დანაშაულის თავიდან აცილება შეიძლებოდა? და რამდენი სიცოცხლის  გადარჩენა?
„ჩვენ ადამიანებს ჩავუნერგავთ სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის, ერთი სიტყვით, უზნეობის კულტს“
დალესს ბავშვობიდან და ახალგაზრდული ასაკიდან სურდა გაენადგურებინა რუსეთის ფედერაციის მომავალი, და გეგმის ეს პუნქტი დღესდღეობით შეუმჩნევლად კულტივირდება უცხოეთიდან.
მაგალითად, საბავშვო სათამაშოები ზოგჯერ ატარებენ უარყოფით ენერგეტიკას. ფსიქოლოგები თვლიან, რომ დღევანდელი სათამაშოები, რომელთა უმეტესი ნაწილი ჩვენთან საზღვარგარეთიდან შემოდის, გამსჭვალულია ოკულტური შინაარსით და, ალბათ, ვერ ასწავლიან ბავშვებს რაღაც კარგსა და სასარგებლოს. ჯადოქრებს, ვამპირებს და მონსტრებს არ შეუძლიათ ბავშვებს მისცენ წარმოდგენა ნორმალური ადამიანის სამყაროზე.
მრავალი თვალსაზრისით, თანამედროვე მოზარდების ქცევა ჩამოყალიბებულია გარემომცველი კონტენტით. თუ ბავშვი მთელ თავისუფალ დროს ატარებს თამაშებთან მკვლელობებით, ავარიებით და ძალადობით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ამას ტრანსლირებს ცხოვრებაში - ბავშვის ცნობიერება ყოველთვის მოხერხებულად ვერ ასხვავებს რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს.
გამოკითხვულ რესპონდენტთა 64% მიიჩნევს, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო სასტიკი არიან, ვიდრე მათი ბავშვობის დროს.
„ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ ...“
„ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული  დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია“.

============
გეგმა სსრკ მოსახლეობის ზნეობრივი დაშლის შესახებ -“ დალესის გეგმა”: ნაყალბებია თუ რეალობაა?
 დალესის გეგმა მართლაც შემუშავდა და მისი რეალიზაცია დღემდე მიმდინარეობს. მისი შედეგია: საბჭოთა კავშირის და დღევანდელი რუსიის შედარება
„პერესტროიკის“ დროიდან მოყოლებული, რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ინფორმაციული ომი მიმდინარეობს - როგორც უცხო, ისე ლიბერალური მიმართულების ადგილობრივი მასმედიის მხრიდან. ისინი ცდილობენ ჩირქი მოცხონ ჩვენს ქვეყანას, ხალხს, პროპაგანდის დახმარებით ინერგება ძალადობის, ინდივიდუალიზმის, კოსმოპოლიტიზმის კულტი.
ბოლო წლებში, რუსეთის უმნიშვნელო, მაგრამ გარკვეული წარმატებების ფონზე, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადაზე გამარჯვება, ყირიმთან გაერთიანება, ჩვენს ქვეყანაზე საერთაშორისო იმპერიალიზმისა და ჩვენი ქვეყნის შიგნით მისი პოლიტიკური წარმომადგენლების („ნარინჯისფერების“)  მხრიდან ინფორმაციული შეტევა  განსაკუთრებით გამძაფრდა. პრესა ცდილობს ჩვენი სახელმწიფო წარმოაჩინოს როგორც აგრესორი, რომელშიც თითქოს ყვავის ქსენოფობია და ეთნიკური სიძულვილი. ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ჩირქი მოცხონ და გააყალბონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ადგილი აქვს მცდელობას ეს საქმე წარმოაჩინოს ისე, თითქოს რუსეთისა და სსრკ-ს მთელი ისტორია ერთი უაზრო ძალადობა და განუწყვეტელი სისხლისღვრაა.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტი განსაზღვრავს ინფორმაციული ომის მეთოდების მახასიათებლების შესაბამისობას, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო კაპიტალი რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, დიდ სამამულო ომში სსრკ-ს გამარჯვების და სარაკეტო-ბირთვული  ფარის - ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორის შექმნის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებაზე აიყვანა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961 წელს განაცხადა, „ჩვენ არ შეგვიძლია საბჭოთა კავშირის დამარცხება ჩვეულებრივ ომში. ის აუღებელი ციხესიმაგრეა. საბჭოთა კავშირის დამარცხება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სხვა მეთოდების გამოყენებით: იდეოლოგიურის, ფსიქოლოგიურის, პროპაგანდისა და ეკონომიკის“.
ამერიკული იმპერიალიზმის ძირითადი ყურადღება ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ომზე იყო ფოკუსირებული. მისი წარმოების გზები ასახულია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ა. დალესის სიტყვით გამოსვლაში 1945 წელს. მოვიყვანთ მის ტექსტს:
„ომი დასრულდება, ყველაფერი როგორღაც მოგვარდება,  ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, მთელ ოქროს, მატერიალურ ძალას გამოვიყენებთ ადამიანების გამოჩერჩეტების და გასულელებისთვის. ადამიანის გონება, ადამიანების ცნობიერება შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ იქ ქაოსს დავთესავთ, შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ ირწმუნონ ისინი. როგორ? ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მეკავშირეებს თვით რუსეთში. ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული თავისი მასშტაბით დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია.
მაგალითად, ჩვენ თანდათანობით წავშლით ხელოვნებისა და ლიტერატურიდან მის სოციალურ არსს; გადავაჩვევთ მხატვრებს და მწერლებს იმ პროცესების აღწერასა და შესწავლას, რომლებიც მასების სიღრმეში ხდება.  ლიტერატურა, თეატრი, კინო - ყველაფერი დაიწყებს ყველაზე ქვენა გრძნობების ასახვას და განდიდებას. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ეგრეთ წოდებულ შემოქმედებს, რომლებიც დაიწყებენ ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის კულტის დანერგვას - ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობის.
სახელმწიფო მართვაში ჩვენ შევქმნით არეულობას. შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად შევუწყობთ ხელს მოხელეების, მექრთამეების, უპრინციპობის თვითნებობას. ბიუროკრატიზმი და საქმის გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოებაში.
პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება, წარსულის გადმონაშთი. უტიფრობა და თავხედობა, სიცრუე, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთისადმი უნდობლობა, შიში, ღალატი, ხალხთა მტრობა, რუსებისადმი სიძულვილი - ამის კულტივირებას ჩვენ დაჟინებით განვავითარებთ. და მხოლოდ ცოტა, ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება.
            და მხოლოდ ცოტა ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ცილისწამების გზას, გამოვაცხადებთ საზოგადოების ნაძირალებად. ჩვენ ძირფესვიანად გავანადგურებთ სულიერ ფესვებს, გავაუხამსებთ და გავანადგურებთ ხალხურ ზნეობრივ საფუძვლებს. ამ გზით, ჩვენ შევარყევთ თაობების ცნობიერებას, ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ, გავხრწნით მას. ჩვენ მათგან შევქმნით ცინიკოსებს, უგვანებს და კოსმოპოლიტებს. ჩვენ ასე მოვიქცევით!“.
         თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ სიტყვის თითქმის ყველა დებულება ჩვენს ქვეყანაში პოსტსაბჭოთა პერიოდში განხორციელდა. ადგილი ჰქონდა მედიის საშუალებით ძალადობის, გარყვნილების, ინდივიდუალიზმის, სარგებელის კულტის დანერგვას. საქმე პატრიოტიზმის მოძველებულ ტრადიციად, რეაქციულ ტენდენციად გამოცხადებამდე მიდიოდა. ერთმანეთს ასევე უპირისპირებდნენ სსრკ-ს ხალხებს, წახალისებული იყო ბალტიისპირელების, უკრაინელების, ჩეჩნების ნაციონალისტური მისწრაფებები და ა.შ. ამავე დროს, რუსეთის პატრიოტული ძალების წარმომადგენლებს უწოდებდნენ „ფაშისტებს“, „ანტისემიტებს“, „წითელ-ყავისფერებს“ და ა.შ. ყველაფერი, როგორც ასახული იყო დალესის გეგმაში.
ამასთან, პოსტსაბჭოთა პერიოდში პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ზემოაღნიშნული ტექსტი ყალბია. ანტისაბჭოურად განწყობილ ლიდერთა თვალსაზრისით, ამ სიტყვის რეალური წყარო თითქოს არ არსებობს, ხოლო  ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის გამოსვლის ტექსტი ძალიან ჰგავს ანატოლი ივანოვის რომანის „მარადიული ძახილის“ უარყოფითი პერსონაჟის (ყოფილი რუსი ოფიცრის, შტანდარტენფიურერ ს.ს. ლახნოვსკის) გამონათქვამს.
მიუხედავად ამისა, დღეს არსებობს უამრავი ფაქტი, რომლებიც ადასტურებს 1945 წელს ა. დალესის გამოსვლის ნამდვილობას. ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია საბჭოთა სპეცსამსახურებმა 1947 წელს მიიღეს, რაზეც მოწმობენ ჩანაწერები ლ. ბერიას დღიურში 1947 წლის 23 აპრილს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკიდან მიიღო საინტერესო მასალები. ძალით ვერ მოგვერიენ, უნდათ შიგნიდან გაგვანადგურონ. პირდაპირ წერენ, რომ ბავშვობის ასაკიდან დაიწყებენ ადამიანებისთვის ბრძოლას, გაანადგურებენ ჩვენს ლიტერატურასა და ხელოვნებას და ამისათვის რუსეთში მონახავენ თანაშემწეებს და თანამოაზრეებს“.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ თავად ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ექს- დირექტორი ა. დალესი თავის მემუარებში „დოქტრინა: რუსეთს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ!?“ არაპირდაპირ მიანიშნებს ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე, რომელიც ამერიკული დაზვერვის მუშაობაში უმთავრესი პრობლემა იყო. ჩვენი აზრით, ყოველივე მომხდარის სრული სიცხადე მიზანშეწონილია განიხილებოდეს ომის შემდგომი ვითარების ჭრილში, რომელიც გამეფებული იყო აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში. ა. დალესი აღნიშნავდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  ხელმძღვანელობის დროს მან ვერ შეძლო „დიდი წარმატების მიღწევა ეფექტური გზის მოსაძებნად, რათა ჩვენი სამთავრობო აპარატი უფრო დისციპლინირებული გამხდარიყო მისი საიდუმლოების შენარჩუნების თვალსაზრისით ან მინიმუმამდე შეემცირებინა ინფორმაციის გაჟონვის უსიამოვნო შემთხვევების რაოდენობა, რომელიც წარმოადგენდა უეჭველ ინტერესს პოტენციური მოწინააღმდეგისთვის“.
დალესი იხსენებდა, რომ მთავრობის მოღვაწეები პერიოდულად მიდიოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებთან, უფრიალებდნენ ცხვირწინ გაზეთს და ეკითხებოდნენ, ვინ გასცა  საიდუმლო დოკუმენტები. ჯერ კიდევ ორი დღის წინ „ჩვენ, ათნი ვისხედით მაგიდასთან, მივიღეთ საიდუმლო გადაწყვეტილება, ახლა კი ის პრესაშია გამოქვეყნებული გზავნილის სახით ჩვენი მოწინააღმდეგისთვის“. გასაგებია, რომ „მოწინააღმდეგეში“ პირველ რიგში საბჭოთა კავშირს გულისხმობდნენ.
 იგი ასევე აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა მოხდა სახელმწიფო აპარატის მეშვეობით. მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხების კომისიამ (ხშირად FBI-სთან ერთად) გამოიკვლია ეს ფაქტები. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მთავრობის საიდუმლო გადაწყვეტილებები ათობით ეგზემპლარად იბეჭდებოდა სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში გასაგზავნად. შესაბამისად, რამდენიმე ასეულ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა შესაბამის დოკუმენტს, რადგან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები დიდი რაოდენობით აგზავნიდნენ ეგზემპლარებს თავისი ხელქვეითთა შესატყობინებლად. ა. დალესის თქმით, „ალბათ, დეპეშები გაეგზავნა თანამშრომლებს იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი წმენდის განხორციელება“.
სავარაუდოა, რომ ზემოხსენებული „დალესის გეგმა“ ანალოგიური გზით გახდა საჯარო. როგორც ისტორიკოსი ო. ხლობუსტოვი წერს თავის სტატიაში, „იყო თუ არა დალესის გეგმა სსრკ-სთვის ყალბი?“, რომელიც 2005 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „რუსული ვინ ვინ არის“, „ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი შესაძლო წყარო შეიძლება იყოს ... ელჯერ ჰისი, პრეზიდენტების რუზველტისა და ტრუმენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი თანამშრომელი“. მისი თქმით, 1950 წელს ჰისს წაუყენეს ბრალი  სახელმწიფო საიდუმლოების გამხელაში.
1960-იან წლებში ოფიცრები, რომლებიც სსრკ-ს სუკ-ის სამსახურში იწყებდნენ მუშაობას, ამ დოკუმენტს ეცნობოდნენ. საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების ოფიცერი ვ.ს. შერონინი თავის წიგნში „კონტრდაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ. პერესტროიკის საიდუმლო მიზეზები“ წერს, რომ მას კარგად ახსოვს „მისი დაბნეულობა, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ამ ინსტრუქციას გაეცნო, რომელიც ორმოციანი წლების დასასრულითაა დათარიღებული“. მისივე თქმით, ეს მოხდა 1968 წელი, როდესაც შირონინს შესთავაზეს სუკ-ის  ცენტრალურ აპარატში სამსახური და „დაავალეს კონტრპროპაგანდისტული ღონისძიებების ორგანიზება იდეოლოგიური დივერსიის წინააღმდეგ“.
დალესის გეგმის არსებობა აღიარა სსრკ-ს სუკ-ის მე-5 სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, გენერალმა ფ.დ. ბობკოვმა მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორთან ი.მ. ილინსკისთან საუბრის დროს. ბობკოვის თქმით, დოკუმენტი გამოქვეყნებულია. მან აღნიშნა, რომ 1968 წელს, საგარეო დაზვერვის უფროსთან მორტინთან ერთად, მან ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა „დოკუმენტი დაზვერვის მონაცემების საფუძველზე იდეოლოგიური ბრძოლის შესახებ“, როგორიც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი. ფ.დ. ბობკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იყო მითითება სახელმწიფო დეპატრამენტიდან იმის თაობაზე, რომ აშშ-ს საელჩომ ძალიან სერიოზულად უნდა მოკიდოს ხელი მათ, ვინც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, - შემოქმედებით ინტელიგენციას, სტუდენტებს“. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „სუკ-ის კოლეგიამ ამასთან დაკავშირებით სხდომა გამართა“.
 ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დალესის გეგმა, რომელიც ეხებოდა საბჭოთა ქვეყნის მორალურ-ზნეობრივ დეგრადაციას, ნამდვილად შემუშავდა და მისი გახორციელება დღემდე მიმდინარეობს. ამჟამად ცხადია, რომ ე.წ. „დემოკრატებისა“ და „რეფორმატორების“ მთავარი მიზანი, რომლებიც მსოფლიო ბურჟუაზიას არიან აყოლილი, ჩვენი ქვეყნის განადგურებაში მდგომარეობდა („ბოროტების იმპერიის“ დაშლა, მისი შეცვლა „ცივილიზებული“, „ნორმალური“ ქვეყნით). შესაბამისი პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის, მნიშვნელოვანი იყო ისტორიის ფალსიფიცირება, საზოგადოებრივი აზრისგან არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის დამალვა, რომელიც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ „მსოფლიო საზოგადოებას“ საერთოდ არ სურდა რუსეთის კეთილდღეობა. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების მიმდინარეობამ საბოლოოდ გააქარწყლა მითი  დასავლეთის ქვეყნების მზადყოფნის შესახებ მიიღოს ჩვენი ქვეყანა, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი, თავისი კლუბის წევრად. კერძოდ, სულ უფრო აშკარა ხდება იმ იდეების რეალიზაცია, რომლებიც ასახულია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ა. დალესის 1945 წლის გამოსვლაში.
ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სამხედრო და გეოსტრატეგიული სიძლიერის  აღორძინებაზე, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. აღნიშნული მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას საზოგადოებრივი განვითარების მოდელის  შეცვლით, ამ ეტაპზე XXI საუკუნის სოციალიზმზე გადასვლით. მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ განცხადებების შეუსაბამობა აშშ-ს მიერ ჩვენს ქვეყანაში ექსპორტირებული „ვაშინგტონის კონსენსუსის“, „ამერიკული სტილის დემოკრატიის“ პოლიტიკის ეფექტურობის შესახებ. მაგრამ პირველ რიგში  მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად ვამხილოთ ძირითადი მითები, რომლებსაც ავრეცელებს ლიბერალურ-დასავლური პროპაგანდა და რომელიც ხორციელდება 1945 წელს ა.დალესის ინსტრუქციაში დასახული  მეთოდებით.

http://mlwi.magix.net/thanatos.htm

https://www.webmd.com/brain/understanding-fainting-basics


https://patents.google.com/patent/US6506148B2/en


https://uk.reuters.com/article/uk-gold-margins-cme-factbox/gold-margin-changes-by-cme-since-2009-idUKKBN21B3FT?fbclid=IwAR1rc6j7HrOzcAhrPFd6dbn5q3DBejtsvG7hqzVGIyU03Z2LFZaOg_5MTLc


https://theimaginativeconservative.org/2014/08/congenial-genocide-american-horror-walker-percys-thanatos-syndrome.html


https://globegander.tumblr.com/post/59534088268/love-killer-is-dead-eros-and-thanatos-in

https://www.slideserve.com/sema/personality-theory

https://www.verywellmind.com/life-and-death-instincts-2795847


https://epochemagazine.org/eros-and-thanatos-freuds-two-fundamental-drives-50a82a11a389

This important work has become a classic in Finnish psychoanalytic thinking. It is one of the cornerstones in the training of psychoanalytic psychotherapy and psychoanalysis in our country. The authors' deep understanding has clarified Freud's final drive-instinct theory together with important additions that are a great help in integrating it with object relations theory.'- Olavi Hamalainen, President, Finnish Psychoanalytical Institute Ikonen, a training psychoanalyst, and Rechardt (psychiatry, U. of Helsinki, Finland) have collected 12 essays they wrote in close intellectual collaboration, all but two previously published. One of the central themes is their interpretation of Freud's later theory of instinct, the theory of life and death instincts that he formulated in 1920. Other sections consider whether psychoanalysis is a science, on the scene of the psyche, and the symbolic process. Most of the essays were translated from the Finnish by Kaisa Sivenius, with one translated by Lauri Liilasvuo." (Book News Inc. 2011-10-01)

“Pentti Ikonen and Eero Rechardt are well known in Scandinavian psychoanalysis: they have been welcome discussants of others' work, but above all they have come up with their own original ideas. Their most thought-provoking contribution is a new interpretation of Thanatos (the death drive), which forms the core of this book. In Scandinavia, Ikonen's and Rechardt's thinking has opened up a totally new perspective not only on aggressiveness, but also on phenomena like narcissism and shame. Their contribution has cleared up theoretical problems and has proven clinically very helpful. Written in a lucid language, these texts will speak to readers from a variety of professional backgrounds.” (Henrik Enckell, Chair)

“In their review of Freud’s dualistic drives Eros and Thanatos, the authors describe how the act of ‘binding’ strives to remove the mentally disturbing or the ‘unbound’. Destructiveness is seen not as a drive in itself but as a branch of the Thanatos tree, one of the ways of binding to gain peace and relief. The authors also have an original approach to the concept of libido, often so difficult to understand, which they define as a need for mutuality. This relates to the significance of shame and its various manifestations, and how it differs from guilt. While guilt is linked with our intentions or deeds, shame applies to the whole self, which is felt to be worthless and unavailable for mutuality. The authors vividly describe the implications of this for the intoleration of intimacy in the psychoanalytic relationship.
The special skill of the authors lies in teaching theoretically difficult issues in a clinical context. The essays convey their humble and respectful attitude to the uniqueness of a human being, and enable readers to experience the living mutuality of studying as well as that of working with patients.” (Anneli Hautala, board member)



https://www.cultwatch.com/howcultswork.html

https://www.nytimes.com/2018/09/26/magazine/how-to-get-someone-out-of-a-cult.html

https://www.psychologytoday.com/us/blog/about-thinking/201607/why-no-one-should-ever-use-the-word-cult

https://ideanomics.ru/articles/15430?fbclid=IwAR3IQN8PyU7OoPQ8ulNmwxAQWFy_KwlK_STa49gx8v-SsM743kYWau_RFo4


http://www.china-embassy.org/eng/zt/ppflg/t36567.htm

https://freedomofmind.com/is-it-good-policy-to-ban-religious-cults/

https://www.pri.org/stories/2014-07-12/french-want-make-society-safe-religion-banning-so-called-cults


































































































































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised