понедельник, 16 марта 2020 г.

რელიგიური გაუცხოების ფენომენი

რელიგიური გაუცხოების ფენომენი  კარინე ივანეს ასული პოლიტკინა
ფილოსოფიური მეცნიერებები 

სტატია ეძღვნება რელიგიური გაუცხოების ფილოსოფიური ასპექტების ანალიზს. ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში ფართოდ წარმოდგენილი გაუცხოების კატეგორიის აღნიშნული უნივერსალურობიდან გამომდინარე, სტატიაში „რელიგიური გაუცხოება“ განიხილება როგორც სოციალურ-ისტორიული ფორმა, რაც ინდივიდის ბუნებრივი და სოციალური ყოფისგან გაუცხოებული არსებობის შედეგია. მთავარი კონცეფტის შინაარსობრივი არსებითი ანალიზის შედეგად, ავტორი გამოყოფს სახეობებს, რომლებშიც რელიგიური გაუცხოება პოულობს გამოვლენას სოციუმში.
საკვანძო სიტყვები და ფრაზები: ანომია; დაშორებულობა; რელიგიური გაუცხოება; რელიგიური კომპლექსი; რელიგიური ფენომენის ბუნება; გაუცხოებული ინდივიდი.

კარინე ივანეს ასული პოლიტკინა, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პიატიგორსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის და ეთნოლოგიის ფილოსოფიის კათედრის დოცენტი.
karen717@yandex.ru

რელიგიური გაუცხოების ფენომენი

გაუცხოება მრავალნიშნა, პოლიფუნქციური, ფართოდ გავრცელებული ცნებაა როგორც ყოველდღიურ ცნობიერებაში, ასევე თეორიული ცოდნის დონეზე. ამ სტატიის მიზანია რელიგიური გაუცხოების ფენომენის ფილოსოფიური ასპექტების კვლევა. ამასთან დაკავშირებით, აქცენტი კეთდება შემდეგ ამოცანებზე. პირველ რიგში, გაუცხოების, როგორც საკმაოდ ფართო ფილოსოფიური და სოციოლოგიური კატეგორიის, უნივერსალურობის ჩვენება, რომელიც ვრცელდება და გამოიყენება ცოდნის სხვადასხვა დარგში. მეორეც, რელიგიური კომპლექსის არსის გაანალიზება რელიგიის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პოზიციიდან. მესამე, რელიგიური ფენომენის შინაარსის განხილვა, როგორც ბუნებრივი და სოციალური ყოფიდან პიროვნების ხანგრძლივი და გაუცხოების შედეგი; საზოგადოებაში რელიგიური გაუცხოების სახეობების გამოყოფა.
 „გაუცხოების კონცეპტს“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო მენტალობასა და რუსული კულტურის, რუსული ენისა და რუსული ლიტერატურის ისტორიაში. ვლადიმერ დალი ცოცხალი რუსული ენის განმარტებით ლექსიკონში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „გაუცხოება“, როგორც მოქმედება არის ზმნა: „გაუცხოება, რაღაცის ვიღაცისგან გაუცხოება, უცხოდ ქცევა; დაცილება, ჩამოშორება, მოცილება  ... წართმევა, სხვისთვის გადაცემა ... თავის არიდება, გაქცევა, წასვლა, უცხოდ გახდომა“.[4. გვ. 766-767]. ავტორის აზრით, აღწერილი ქმედებების შედეგად წარმოიქმნება „გაუცხოება“, გაუცხოებული ინდივიდი, „ყველას მიერ მიტოვებული“ [იქვე, გვ. 767]. თანამედროვე რუსულ ენაში როგორც ამ ტერმინის სინონიმი ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში ხშირად გამოიყენება ორი სიტყვა - „გაუცხოება“ და „დაშორებულობა“ [1, გვ. 339].
ჩვენ გაუცხოებას (ლათ. – alienatio) განვხილავთ, როგორც ანთროპოლოგიური შინაარსის მქონე საკვანძო ფილოსოფიურ კატეგორიას. აღნიშნული კონცეპტი გულისხმობს ინდივიდის საქმიანობის, მისი შედეგებისა და პროდუქტების გარდაქმნას ისეთ რამეში, რაც არ არის დამოკიდებული ადამიანზე, ინდივიდისთვის  უცხო მოვლენაში. ამავე დროს, ადამიანის საქმიანობის შინაარსი და ხასიათი განიცდის არსებით ცვლილებებს და ტრანსფორმაციებს. „გაუცხოების“ ფენომენს აქვს ონტოლოგიური შინაარსი; მისი გამოყენების სფეროებია ფილოსოფია, სოციოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ფენომენოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, სოციალური ფსიქოლოგია და ა.შ.
 დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში გაუცხოების ფენომენის გენეზისის ავტორისეული ხედვა ჟ.ჟ. რუსოს (1712-1778) ცნობილი ტრაქტატების [13], გ. ფ. ვ. ჰეგელის (1771-1831) [3], ლ. ფოიერბაზის (1804-1872) [16], კ. მარქსის (1818-1883) [7], ე. ფრომის (1900-1980) [17] ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზის მასალებზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ გადმოცემულია რიგ სტატიებში და ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში [10, გვ. 4-31, 57-77]. რელიგიური გაუცხოების ფენომენთან დაკავშირებული კვლევა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას „გაუცხოების“ კონცეპტის და მასთან დაკავშირებული კატეგორიების „ანომიის“, „გაუცხოებულობის“, „დაშორებულობის“ და ა.შ. მიმართ ურთიერთდაკავშირებული ფილოსოფიური, სოციოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზის პოზიციიდან. კერძოდ, ზემოხსენებულ ცნებებს „გაუცხოებულობა“, „დაშორებულობა“ გარკვეულწილად აქვს სოციალურ-ფსიქოლოგიური, პიროვნული ხასიათი, უკავშირდება კონკრეტულ ინდივიდს და მისი არსებობის კოლიზიებს. მაგრამ ამ კონცეპტებს ასევე ღრმა ფილოსოფიური შინაარსი აქვს და საკმაოდ წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული რელიგიური გაუცხოების ფენომენის ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ ანალიზში.
თანამედროვე ფილოსოფიური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი, რუსი ფილოსოფოსი ვ. ე. კემეროვი გაუცხოებას განიხილავს როგორც კატეგორიას, რომელიც აღწერს „ადამიანის არსებობის პარადოქსულობას, პროცესებსა და სიტუაციებს, რომლებშიც ადამიანი უცხო ხდება საკუთარი საქმიანობის, მისი პირობების, საშუალებების, შედეგების და საკუთარი თავისადმი“ [15, გვ. 502]. რასაკვირველია, უნდა დავეთანხმოთ თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების საკმაოდ ზუსტად შემჩნეულ მიმართულებას არა იმდენად გაუცხოების, მისი არსის, „ბუნების“ და ა.შ. ზოგადი განსაზღვრების გამო, რამდენადაც სხვადასხვა სოციალურ-ისტორიული ფორმების გარკვევის და გაუცხოების სოციალური კონცეფციების დინამიკის გამოვლენის გამო, რომლებიც წარმოდგენილია ფილოსოფიაში და საზოგადოებათმცოდნეობის სხვა სფეროებში [იქვე]. ერთ-ერთი ასეთი სოციალურ-ისტორიული ფორმაა რელიგიური გაუცხოების ფენომენი, რომელიც წარმოგვიდგება როგორც ამ სტატიის კვლევის ობიექტი.
დამახასიათებელია, რომ ოქსფორდის თანამედროვე ილუსტრირებული ენციკლოპედიის მეშვიდე ტომში „ხალხები და კულტურები“ გაუცხოების (ინგლ. – alienation) კონცეპტს მიაკუთვნებენ სოციოლოგიის განხრას და განისაზღვრება, როგორც გათიშვა სხვა ადამიანებთან ან მათგან, საზოგადოებისგან ან საკუთარი შჳნაგანი „მე“-სგან თავის არიდება. კ. მარქსის მიერ „1844 წლის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ ხელნაწერებში“ გაუცხოების ანალიზზე დეტალური მითითების შემდეგ ენციკლოპედიის ავტორები ამ კატეგორიას აძლევენ უფრო ფართო დახასიათებას, როგორც „უსუსურობის ან ორიენტირების დაკარგვის გრძნობას სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში“. ყურადღებას იქცევს რომ ზემოთ ხსენებული ფუნდამენტურ წყაროში გამოყოფილია კატეგორია „ანომია“, როგორც ”გაუცხოების” ცნებასთან მსგავსი  [9, გვ. 191]. „გაუცხოების“ ფენომენის შინაარსი შეიცავს სპეციფიკურ ანთროპოლოგიურ შინაარსს იმ გაგებით, რომ ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ანომიის მდგომარეობაში - ერთმანეთის, ბუნების, ცივილიზაციისგან და ა.შ. - განიცდიან სერიოზულ შინაგან უთანხმოებას, ღრმა სოციალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, როგორც ყოველდღიური ცნობიერების და ქვეცნობიერების დონეზე, ასევე თეორიულად გაფორმებული ცოდნის დონეზე. ინდივიდი ინტენსიურად ეძებს გზებს ამ შეუსაბამობის დასაძლევად, რათა „დააუბრუნოს“, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დაკარგული კავშირი საკუთარ თავთან, სოციალურ და ბუნებრივ არსებობასთან. თვითონ ადამიანის ბუნებისგან გამოყოფა შეიცავდა გაუცხოებისა და გაუცხოებულობის მომავალი კოლიზიის წინაპირობებს. სოკრატისადმი მიკუთვნებულ განცხადებაში (დაახლოებით ჩვ.წ.აღრ.-მდე 470-399 წწ.) „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ [18, გვ. 225], ჯერ კიდევ ჩანასახშია ფორმულირებული მომავალი წინააღმდეგობა ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებულ მოაზროვნე ინდივიდსა და უცნობ რეალობას შორის, რომელიც უპირისპირდება მას, როგორც ანალიზის ობიექტი. ბერძენი ბრძენის ეთიკურ რაციონალიზმში გამოიკვეთა გზა, რომელიც თამამად შეუძლია აირჩიოს შემეცნების მსურველმა სუბიექტმა, თუ იგი, სავარაუდო და მოსალოდნელი კოლიზიების და კოსმოსის შესახებ ცოდნის არარსებობის მიუხედავად, ისურვებს და შეძლებს საკუთარი შეზღუდულობის გადალახვას („შეიცნე შენი თავი!“) და, შესაძლოა, და მომავალში წარმოქმნილ „დაშორებულობას“. თუ გაყვები ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციის გზას, შეიძლება იპოვო სიმშვიდე, თანაზომიერება, ჰარმონია. ანტიკური მენტალიტეტის ნიშნური კონცეპტები ფილოსოფიურობის დასაწყისში და არქეს ძებნისას ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება შეუცნობად (გარკვეულწილად უცხო), ცვალებად, წარმავალ, არასრულყოფილ საწყისს კოსმოსში და „მე“-ს შინაგან სამყაროში. ბუნების სამეფოსგან ადამიანების გამოცალკევების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება რელიგიური რწმენა. მათში თავისებურად აისახება ადამიანის მისწრაფება მოიპოვოს ბუნებასთან ერთიანობა (დაპირისპირება მასსა და ადამიანურ რასას შორის წარმოიქმნება თანდათანობით და მოგვიანებით), ადაპტირების, იდუმალ ბუნებრივ მოვლენებთან და ელემენტებთან შეგუების მცდელობები, იყოს და დარჩეს კოსმოსთან „თითქოს ერთად“, მაგრამ ამავე დროს ადამიანი განიცდის შიშს რაღაც არ გაანადგუროს, ზიანი არ მიაყენოს, არ გააფუჭოს, არ შეეხოს რაღაც მარადიულს.
პირვანდელ ისტორიულ სურათიდან გადავიდეთ განვითარებულ საზოგადოებაზე, რომელსაც გააჩნია სოციალური ორგანიზაცია ცივილიზაციის სახით. ცივილიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ მაღალგანვითარებულ სოციალურ სტრუქტურას, რომლის მთავარი დამახასიათებელი თვისება, კლასების, სახელმწიფოს და სხვა სოციალური ინსტიტუტების (მათ შორის რელიგიის და ეკლესიის) ფორმირებასთან ერთად, წარმოადგენს კაცობრიობის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების გარკვეულ დონეს. რელიგიური ფენომენი მრავალფეროვანი გამოვლინებებით (პირველყოფილი რელიგიური ფორმები, ეროვნული და მსოფლიო რელიგიები) შედის მსოფლიო სულიერი კულტურისა და ცივილიზაციის შინაარსში, როგორც არსებითი ასპექტი და კომპონენტი.
რელიგიის სოციოლოგიაში, რომელიც განსაკუთრებით განვითარდა XIX ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, გამოირჩევა ფრანგი პოზიტივისტის ემილ დიურკემის (1858-1917) კონცეფცია, რომელიც უკავშირდება რელიგიურ კომპლექსში სტრუქტურული ერთეულების ძიებას. განსაკუთრებით სრულად ეს კონცეფცია  წარმოდგენილია ავტორის გვიანი პერიოდის ნაშრომში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები. ტოტემური სისტემა ავსტრალიაში“ (1912) [6]. „გამომდინარე იქიდან, რომ ყველა რელიგია შედარებითია, ყველა მათგანი წარმოადგენს ერთი და იგივე წარმოშობის მქონე სახეობებს,  - აღნიშნავდა ფრანგი რელიგიათმცოდნე,  - ამიტომ აუცილებლად არსებობს მათთვის ყველა ძირითადი და საერთო ელემენტი“ [იქვე, გვ. 34]. დიურკემი სამართლიანად აღნიშნავს, რომ რწმენის ყველა სისტემისა და ყველა კულტის მრავალფეროვანი ფორმების მიუხედავად, არსებობს ძირითადი ზოგადი შეხედულებები და რიტუალური დამოკიდებულებები, რომლებიც ასევე რეალიზებულია იდენტური ფუნქციების შესრულებისას. „ცივილიზაციის მოძველებული ფორმების“ შესწავლის და „რელიგიური აზროვნების უმაღლესი ფორმების დაბალ ფორმებთან“ შედარების გზით, დიურკემმა აღმოაჩინა სხვადასხვა ფორმებისა და ტიპის რელიგიების მიწიერი, ადამიანური წარმოშობა. ეს უკანასკნელი არამარტო ცრურწმენებს და ცნობიერების შეცდომებს ემყარება, არამედ „ფესვები რეალობაში აქვს გადგმული და გამოხატავს მას“ [იქვე, გვ. 30-31]. რელიგიური იდეებისა და რიტუალების მიღნა სოციოლოგი სამართლიანად ხედავს ადამიანის საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლინებას, რითაც რელიგიურ ფენომენს წარმოადგენს როგორც სოციალურ ფენომენს. სხვა სოციოლოგიურ მოძღვრებებს შორის გამოირჩევა მ. ვებერის (1864-1920), კ. მარქსის (1818-1883), „ფორმალური სოციოლოგიის“ დამაარსებლის გ. ზიმელის (1858-1918), სტრუქტურული-ფუნქციური მიდგომის წარმომადგენლის და ანთროპოლოგის ბ. მალინოვსკის (1884-1942), ამერიკელი სოციოლოგების ტ. პარსონსის (1902-1979), რ. მერტონის (1910-2003) და სხვა მკვლევარების რელიგიის ცნებები. მრავალფეროვნების მიუხედავად ამ კონცეფციებს აერთიანებს რელიგიისადმი სოციოლოგიური მიდგომა, რელიგიური კომპლექსის ელემენტების ანალიზით სხვადასხვა სოციალური მოვლენების კონტექსტში. რელიგიაში, როგორც სოციალურ ფენომენში, ასახულია საზოგადოებრივი ყოფის რეალური წინააღმდეგობები, გარემომცველი რეალობის შემეცნების პროცესის კოლიზიები და ინდივიდის თვითცნობიერება. როგორც სულიერი კულტურის არსებითი ასპექტი, რელიგიური კომპლექსი წარმოგვიდგება როგორც პიროვნების გაუცხოების ხანგრძლივი და მიმდინარე ფენომენი.
მსოფლიო რელიგიათმცოდნეობის მეტათეორიაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი განმარტებები, კონცეფციები და მიდგომები რელიგიის განსაზღვრისაკენ, გამოვლენილია რელიგიური ცნობიერების სტრუქტურა და არსი [2; 11, გვ. 308-358;12, გვ. 872-874, 1003-1005; 14, გვ. 49-81; 19, გვ. 9-25, 130, 156-158, 223-224]. არსებითი მხარეების ერთობლიობაში რელიგია წარმოგვიდგება, როგორც საზოგადოებაში რეალური ურთიერთობის პროდუქტი, რომელიც უკავშირდება ინდივიდის არსებობის იმ სფეროს, რომელიც მიუწვდომელია მართვის და მიზნობრივი რეგულირებისთვის. რელიგიური ფენომენი, როგორც გაუცხოების და თავისუფლების არარსებობის, ადამიანის შეზღუდვის შედეგი, მოქმედებს, როგორც ამ სისუსტის, გაუცხოების და დაშორების  ერთ-ერთი სპეციფიკური მეთოდი ინდივიდის ცხოვრებაში. რელიგიური გაუცხოება არის არსებობა, ანომიის არსებობა „შიგნით“, რელიგიური კომპლექსის სტრუქტურულ არსში.
რელიგიური ფენომენი წარმოადგენს რთულ სულიერ და სოციალურ წარმონაქმნს, არის ადამიანთა სულიერი და პრაქტიკული ცხოვრების ერთ–ერთი სფერო, მოქმედებს როგორც კომპლექსი და მოიცავს გარკვეულ ელემენტებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის ფილოსოფიის და რელიგიათმცოდნეობის კათედრის რელიგიათმცოდნე მეცნიერების სამეცნიერო საზოგადოების კონცეფციას (ღრმად შემუშავებული და წარმოდგენილია ფილოსოფიისა და რელიგიის სოციოლოგიის სფეროში ცნობილი მეცნიერის ი.ნ. იაბლოკოვის თხზულებებში), რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბებულ რელიფიებში უნდა განვასხვავოთ რელიგიური ცნობიერება, რელიგიური საქმიანობა, რელიგიური ურთიერთობები, რელიგიური ინსტიტუტები და ორგანიზაციები, როგორც სტრუქტურული ელემენტები. [19, გვ. 261-281].
რელიგიური კომპლექსის ძირითადი ელემენტები მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი ფილოსოფიური და სოციოლოგიური ფენომენები. ამავე დროს, რელიგიური ცნობიერება არის სისტემის ფორმირების მთავარი ფაქტორი. რელიგიური ცნობიერება და რელიგიური ქცევა გამოირჩევა, როგორც სტრუქტურული ქვედაყანოფები და მრავალი მეცნიერის კვლევის დამოუკიდებელი სფეროები. ზემოხსენებული ოქსფორდის ენციკლოპედიის ავტორები განსაზღვრავენ რელიგიას (ინგ. religion), როგორც „მსოფლმხედველობას და მსოფლშეგრძნებას, ასევე შესაბამის ქცევას, რომელიც დაფუძნებულია ზებუნებრივის არსებობის რწმენაზე“. [9, გვ. 242]. ცნობილ რუს რელიგიათმცოდნეს ვ. ი. გარადაჟას რელიგიის სოციოლოგიის საგნობრივ სფეროში შეაქვს  „ადამიანის რელიგიური ქცევის, როგორც სოციალური მოქმედების და რელიგიური წარმონაქმნის, როგორც სოციალური სისტემის კომპონენტების ცოდნის ერთობლიობა“ [12, გვ. 1003]. მეცნიერი სამართლიანად მიუთითებს „რელიგიური ფენომენის ფუნდამენტური სოციოლოგიური თეორიის“ შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც უკავშირდება რელიგიის როლის შესწავლას „გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპის კონტექსტში“ [იქვე, გვ. 1005]. რელიგიური ფენომენის ორ ასპექტში განხილვისას - როგორც გაუცხოების შედეგის და ამავე დროს, როგორც სამყაროში გაუცხოებული ინდივიდის არსებობის განსაკუთრებული გზის, ჩვენ მიზნად ვისახავთ თანამედროვე ცივილიზაციის კოლიზიების შესწავლას რელიგიის ფილოსოფიის, რელიგიის სოციოლოგიის და რელიგიის ფსიქოლოგიის კონცეპტებში.
ამასთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად შევჩერდებით „ანომაციის“ კატეგორიასა და ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კვლევებში მისი გამოყენების შესაძლებლობებზე, როგორც „გაუცხოების“ კონცეპტის მსგავს ცნებაზე. ე. დურკჰეიმი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც „ანომაციის“ კონცეპტი შემოიტანა სოციოლოგიის მეცნიერების სამეცნიერო სივრცეში (ფრანგ.аnomie - უკანონობა, უნორმობა). ფრანგმა მკვლევარმა ამ ცნების შინაარსში ჩადო ინდივიდში არსებული აპათიის, იმედგაცრუებისა და კანონსაწინააღმდეგო ქცევის განწყობა. მეცნიერის პოზიციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ანომიის წარმოქმნის აუცილებელი პირობაა მისი წევრების ნაწილის საჭიროებებისა და ინტერესების შეუსაბამობა, ერთის მხრივ, და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობება, მეორეს მხრივ. ფრანგი სოციოლოგისა და რელიგიათმცოდნის ერთ-ერთი მთავარი იდეა უკავშირდება იმას, რომ სოციალური ერთიანობის შექმნა და შენარჩუნება რელიგიური რწმენებისა და მოქმედებების მთავარი ფუნქციაა. [6, გვ. 30-39]. რელიგია, ე. დურკჰაიმის კონცეფციაში, ინტეგრირების და მთლიანობაში სოციუმის „ნორმალური“ ფუნქციონირების მნიშვნელოვანი საშუალებაა. ანომიის მოვლენები, რომლებიც სოციალური ძვრების დროს, ეხება მოსახლეობის ყველა ფენას, განსაკუთრებით გავრცელებულია სუსტ, დაუცველ ინდივიდებს შორის, რომლებსაც გაწყვეტილი აქვს კავშირები საზოგადოებასთან ან სოციალურ ჯგუფთან.
სოციოლოგიაში ანომიის კონცეფციის შემუშავება უკავშირდება ცნობილი ამერიკელი მეცნიერის და სოციოლოგის რ. მერტონის (1910-2003) სამეცნიერო საქმიანობას და ნაშრომებს. გასული საუკუნის სოციოლოგიაში პოპულარული ნაშრომის „სოციალური თეორიისა და სოციალური სტრუქტურის“ [8] ავტორს ანომიაში ესმის კულტურის ძირითადი ელემენტების განადგურების სოციალურად განსაზღვრული პროცესი, პირველ რიგში, ეთიკური ნორმების ასპექტში. მერტონის კონცეფციის თანახმად, სოციალური იდეალების და მორალის საკმაოდ მკვეთრი ცვლილების შედეგად, გარკვეული სოციალური ჯგუფები აღარ გრძნობენ ამ საზოგადოებისადმი თავის კუთვნილებას, ხდება მათი გაუცხოება, ამ ჯგუფის წევრების უარყოფენ ახალ სოციალურ ნორმებს და ფასეულობებს (მათ შორის, ქცევის სოციალურად დეკლარირებულ ნიმუშებს). დასავლეთ ევროპული კულტურისა და სოციოლოგიის თანამედროვე წყაროებში ჭარბობს „ანომიის“ (ინგლ. – anomie) კონცეპტის, როგორც ცალკე ინდივიდთა ან ადამიანთა ჯგუფების სოციალური ან ეთიკური ფასეულობების სისტემის შესუსტების ინტერპრეტაცია. [9, გვ. 10]. ფილოსოფიურ კვლევებში ყურადღება უნდა გამახვილდეს „ანომიაზე“, როგორც კატეგორიაზე, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების ისეთი მდგომარეობის აღნიშვნასთან, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა აღმოჩნდება საზოგადოების „მიღმა“ სოციალური და მორალური იმპერატივების არასტაბილურობის შედეგად, რომლებიც მოწოდებულია დაარეგულიროს ურთიერთობა ინდივიდსა და საზოგადოებას შორის [15, გვ. 31]. რელიგიის სოციალური ხასიათის შინაარსის ანალიზის დროს, რუსი რელიგიათმცოდნე ი.ნ. იაბლოკოვი ტერმინთან „გაუცხოებასთან“ ერთად იყენებს „ანომიის“ კონცპტს [19, გვ. 19-20, 227-228]. მიგვაჩნია, რომ რელიგიური ანომიის, როგორც სინონიმური ცნების და მოვლენის, სიღრმისეულ განხილვას, რელიგიური გაუცხოებისა და გაუცხოებულობის კონცეპტების ანალიზთან ერთად, შეუძლია გარკვეული თეორიული და პრაქტიკული წვლილი შეტანა რელიგიის თანამედროვე სოციოლოგიური თეორიის გენეზისში. რელიგიური ფენომენის ფუნქციონირებაში, როგორც გაუცხოების შედეგში,  შეიძლება ნამდვილი ანომიის მრავალი გამოვლინებების გამოყოფა. მორწმუნე ინდივიდის შორეული არსებობის ფორმები შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგ კონკრეტულ ფორმებში.

რელიგიური გაუცხოების სახეობები:

ადამიანის ბუნებიდან თავდაპირველი გამოყოფა და აბსოლუტური უძლურება მისი ძალის გამოვლინების წინაშე (ეს ჯერ არ არის გაუცხოება, მაგრამ მომავალი ანომიის წინაპირობაა ბუნებრივი არსებობისგან);
 ბუნებიდან და ბიოსფეროდან მორწმუნის ადამიანის გაუცხოება, შიში ეკოლოგიური კრიზისისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე;
 მორწმუნე ინდივიდების გაუცხოების კოლიზია საერო სახელმწიფოსა და საერო კოლექტივისგან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და შრომობენ;
მეცნიერული თეორიებიდან აღებული ანომია დედამიწაზე ადამიანის წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ;
 ანომია, რომელიც ასოცირდება თანამედროვე საზოგადოებაში ზნეობრიობის საერთო დაცემასთან;
 გაუცხოება, რომელიც უკავშირდება ტექნოკრატიული ცივილიზაციის სულიერი განვითარების პოზიტიური პერსპექტივისთვის მკაფიო ორიენტირების  არარსებობას;
 ანომაცია, რომელიც დაკავშირებულია ხვალინდელი კეთილდღეობის რწმენის უქონლობაში საზოგადოებაში სოციალური კონფლიქტების არსებობის გამო;
 საზოგადოებისგან გაუცხოება, ნამდვილი ურთიერთობის შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ თანამოაზრეებთან რელიგიურ საზოგადოებაში;
 სექტანტურ ორგანიზაციებში მყოფი ცალკეული მორწმუნეების ნეგატიური დამოკიდებულება სხვა კონფესიების წარმომადგენლების მიმართ.
გაუცხოების ფილოსოფიური და სოციოლოგიური არსის შესწავლას, რელიგიური კომპლექსის სტრუქტურის განხილვას და რელიგიური გაუცხოების ფენომენის ანალიზს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ. არაპირდაპირ „დაყოფილი“ (ჟ.-ჟ.-რუსოს ტერმინოლოგია) ინდივიდის გაუცხოებული არსებობის ფენომენი, ჩვენი აზრით, შედის ცივილიზაციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნიშანთა რიცხვში. ინდივიდის გაუცხოების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის სიმწვავეს, არის ინდივიდის ანომია ბუნებრივი და სოციალური არსებობისგან, რომელიც მოქმედებს როგორც გლობალური სოციალური, სულიერი, ზნეობრივი და ეკოლოგიური კრიზისების მთავარი და დღეისათვის მოუცილებელი, სისტემური მიზეზი. ჩვენს მიერ გამოყოფილი რელიგიური გასხვისების ტიპებში პრეზენტირებულია მორწმუნე ინდივიდის გაუცხოებული და შორეული არსებობის კონკრეტული გამოვლინებები და თავისებურებები კრიზისული ტექნოკრატიული ცივილიზაციის პირობებში. მათ შემდგომ ანალიზს შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა გაუცხოების ფენომენის კონკრეტული სოციალურ-ისტორიული ფორმების შესწავლის გენეზისში.

ლიტერატურის სია

ზ.ე. ალექსანდროვა.რუსული ენის სინონიმთა ლექსიკონი. მოსკოვი: საბჭოთა ენციკლოპედია, 1971. 600გვ.
ვ.ი. გარაჯა. რელიგიის სოციოლოგია.მოსკოვი: ინფრა, 2010. 304გვ.
გ. ჰეგელი.სულის ფენომენოლოგია//გ. ჰეგელი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია. მოსკოვი: მისლი, 1977.ტ. 3.სულის ფილოსოფია, გვ. 218-250.
ვ.ი. დალი. ცოცხალი დიდი რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი:4 ტომად. მოსკოვი, 1955.ტ. II. 780გვ.
ე. დიურკგეიმი.საზოგადოებრივი შრომის განაწილების შესახებ. სოციოლოგიის მეთოდი. მოსკოვი: ნაუკა, 1991. 576გვ.
ე. დიურკგეიმი.რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები. ტოტემური სისტება ავსტრალიაში//რელიგიათმცოდნეობა: ქრესტომატია/შეადგ. ვ.ბ.  როჟკოვსკიმ, დ.ლ. უსტიმენკო. როსტოვი დონზე: ფენიქსი, 2009.
კ. მარქსი.1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები//კ. მარქსი, ფ. ენგელსი. თხზულებები. გამოც. მე-2, ტ. 42, გვ. 41-174.
რ. მერტონი.სოციალური თეორია და სოციალური სტრუქტურა. მოსკოვი, ასე, 2007, 880 გვ.
ოქსფორდის ილუსტრიებული ენციკლოპედია:9 ტ. /თარგმნ. ინგლ. მოსკოვი, მთელი სამყარო 2002.ტ. 7. ხალხი და კულტურა. 416გვ.
კ. პოლიტრკინა. რელიგიისა და ეკოლოგიის მეთოდოლოგიური პრობლემები. პიატიგორსკი. 2011, 100 გვ.
რელიგიათმცოდნეობა/ მ.მ. შახნოვიჩის რედაქციით. სანქტ-პეტერბურგი: პიტერი, 2011. 432გვ.
რელიგიათმცოდნეობა: ენციკლოპედიური ლექსიკონი/ა.პ. ზაბიაკოს, ა.ნ. კრასნიკოვას, ე.ს. ელბაქიანის რედაქციით. მოსკოვი, აკადემიუერი პროექტი, 2006. 1256გვ.
ჟან-ჟაკ რუსო. აღსარება. მარტოხელა მეოცნებეს გასეირნება. ფიქრები მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ. ფიქრები უთანასწორობის შესახებ. მოსკოვი: სახალხო ფონდი „პუშკინის ბიბლიოთეკა“, ასტ მოსკოვი, 2006. 884გვ.
მ.ი. სმირნოვი. რელიგიის რუსული სოციოლოგიის ისტორიის ნარკვევები. სანქტ-პეტერბური, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008. 141გვ.
თანამედროვე ფილოსოფიური ლექსიკონი/ბ.ე. კემეროვის საერთო რედაქციით. მოსკოვი: აკადემიურიპროექტი, 2004. 864გვ.
ლ. ფოიერბახი. ქრისტიანობის არსი. მოსკოვი: მისლი, 1965. 414გვ.
ე. ფრომი. ფსიქოანალიზი და ეთიკა. მოსკოვი: რესპუბლიკა, 1993, 415გვ.
ა.ნ. ჩანიშევი. ძველი ფილოსოფიის სალექციო კურსი. მოსკოვი: ვისშაია შკოლა, 1981. 374გვ.
ი.ნ. იაბლოკოვი. რელიგიათმცოდნეობა, მოსკოვი: გარდარიკები, 2010. 319გვ.

RELIGIOUS ESTRANGEMENT PHENOMENON

Karine Ivanovna Politkina, Ph. D. in Philosophy, Associate ProfessorDepartment of Philosophy, Culturology and Ethnology Pyatigorsk State Linguistic University karen717@yandex.ru


The author analyzes the philosophical aspects of religious estrangement, on the basis of the designated universality of the catego-ry “estrangement” that is widely represented in philosophy and sociology considers “religious estrangement” as a social-historical form, which is the result of an individual’s estranged existence from natural and social being, and conducting the con-tent analysis of the initial concept reveals the types, in which religious estrangement manifests itself in socium.

Key words and phrases: anomie; remoteness; religious estrangement; religious complex; nature of religious phenomenon;estranged individual.





https://chesterfieldstrategy.com/2019/09/16/the-geopolitics-of-surveillance-capitalism/?fbclid=IwAR1kG5-d4ByWIeLeCOcYxI3ySv0nGBcaEv9Ug40P-L5MBkEZgRPpvrKkp7o


https://www.theguardian.com/technology/2019/jan/20/shoshana-zuboff-age-of-surveillance-capitalism-google-facebook


https://www.slideshare.net/deframing/the-crisis-of-self-sovereignty-in-the-age-of-surveillance-capitalism-142578010

https://www.pbs.org/wgbh/nova/article/tangling-with-teleportation/?fbclid=IwAR2CDzaewuX9LvUG-TPblRn-qHaNhOe56rMpMM9KyHYSwRSGUrkPtJexto4

A game called SOMA had some predictive programming in it where human mind and consciousness can be transferred into some sort of chip and transfer it into a virtual prison that people will call heaven which infact a virtual digital world create by the machine.
Welcome to the MATRIX Neo

https://www.park-advisors.com/disinforeport?fbclid=IwAR166VnKfJ60T3nSThZdcqGf_80ODmwuX4czRBseUS6l9VYFPJt5puIQPMQ
https://www.zerohedge.com/technology/app-warning-one-photo-strangers-can-find-your-information?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+zerohedge%2Ffeed+%28zero+hedge+-+on+a+long+enough+timeline%2C+the+survival+rate+for+everyone+drops+to+zero%29&fbclid=IwAR2h35AVsPcOoHgiuoVLkus_a2X3rT9fK_PNQpylSCYOqNL7qQ8-ClUj2_s
https://www.facebook.com/groups/346378325942318/
https://twitter.com/JusticeTargeted/status/1231628155862974464?s=04&fbclid=IwAR1sxCJ_vR1PnBgnVjk0ya2pfqXNxeXd729L6bt7OAnaQMKANv0OIjAdYrM
https://twitter.com/higginsgggg
https://gizmodo.com/portable-pain-weapons-leave-no-trace-of-use-may-become-5371574?utm_medium=sharefromsite&utm_source=gizmodo_facebook&fbclid=IwAR1RFXUdFojrwB-Go_DB6m4kcjZfpDIMjSGmegsfGJelF1VrFAKDTwOic8c
https://drive.google.com/file/d/1n2TijnTtPrIFWxHF8x6UQrhqXBLtxwRg/view?fbclid=IwAR0-K5XqOiu8sy3a8e2Eo6silz90hD4CXvdc4xRGuBYAbvPuJWuUQQZ8w1s
https://www.pbs.org/wgbh/nova/article/tangling-with-teleportation/?fbclid=IwAR2CDzaewuX9LvUG-TPblRn-qHaNhOe56rMpMM9KyHYSwRSGUrkPtJexto4
https://almost-human.fandom.com/wiki/Synthetic_Soul
https://www.slideshare.net/tigerbeesteve/eugenics-a-matter-of-the-past-gregor-wolbring
https://blogs.plos.org/synbio/2014/12/18/is-synthetic-biology-sliding-down-the-eugenics-slope/
 Biogenesis , control over your computacional process to manipulate space time dilation
https://www.facebook.com/groups/DigitalPhilosophy/?multi_permalinks=2934700629901170&notif_id=1584836668170028&notif_t=group_highlights&ref=notif
https://www.youtube.com/watch?v=hIXhnWUmMvw
https://sciencenode.org/feature/shoshana-zuboff,-part-two-rendering-reality.php
10pcs Breathable Unisex PM2.5 Anti-fog Haze Face Mask Ear-Mounted Anit Dust Set
https://www.slideshare.net/tigerbeesteve/eugenics-a-matter-of-the-past-gregor-wolbring
https://blogs.plos.org/synbio/2014/12/18/is-synthetic-biology-sliding-down-the-eugenics-slope/
Biogenesis , control over your computacional process to manipulate space time dilation
https://www.theguardian.com/technology/2019/jan/20/shoshana-zuboff-age-of-surveillance-capitalism-google-facebook
https://www.slideshare.net/deframing/the-crisis-of-self-sovereignty-in-the-age-of-surveillance-capitalism-142578010
https://www.theguardian.com/books/2019/oct/04/shoshana-zuboff-surveillance-capitalism-assault-human-automomy-digital-privacy?fbclid=IwAR0OioP9EVI32ZY5ZGPddoScdKHeL-fO8DvItDadhOQS3mhB0-G3Pai-BSo
https://ostarapublications.com/product/lord-haw-haw-national-socialism-now-and-fascism-and-jewry/
https://socialismconference.org/
Relationship of National Socialism and Christianity
This eBook reproduces a document written by Hitler’s deputy, Reichsleiter Martin Bormann, on the incompatibility of National Socialist ideology with the religious tenets of Christianity. (less
https://www.goodreads.com/book/show/40606661-relationship-of-national-socialism-and-christianity
https://iasculture.org/research/publications/guilt-defense
https://chesterfieldstrategy.com/2019/09/16/the-geopolitics-of-surveillance-capitalism/?fbclid=IwAR1kG5-d4ByWIeLeCOcYxI3ySv0nGBcaEv9Ug40P-L5MBkEZgRPpvrKkp7o
https://iasculture.org/research/publications/guilt-defense
https://www.youtube.com/watch?v=Qpjz-wK5lrA
https://mises.org/library/stalinism-national-socialism-and-fascism
https://www.science-community.org/en/node/211022
http://quoteparrot.com/quotes/martin-bormann/43336-national-socialism-and-christianity
http://entityart.co.uk/national-socialism-an-antidote-and-solution-to-the-new-world-order-and-the-worlds-problems-nature-altruism-women-waffen-ss-spirituality-community-family-nsdap-hilter-neo-nazis-illuminati/
https://www.slideshare.net/deframing/the-crisis-of-self-sovereignty-in-the-age-of-surveillance-capitalism-142578010
Stephen Hicks - Nietzsche, the Nazis, and National Socialism (Documentary)
Center of Thought
2.6K subscribers
Deeply insightful and detail heavy documentary on the philosophical ideas that preceded and gave rise to German national socialism. Narrated by Stephen Hicks.

Stephen Hicks, Ph.D., is Professor of Philosophy and Executive Director of the Center for Ethics and Entrepreneurship at Rockford University, Illinois. He is the author of Explaining Postmodernism: Skepticism and Socialism from Rousseau to Foucault (Scholargy, 2004), Analyzing Arguments (W. W. Norton & Co., 2010), and articles in publications such as The Review of Metaphysics and The Wall Street Journal. More information about Dr. Hicks is available at www.StephenHicks.org

In this documentary, Professor Stephen Hicks asks and answers the following questions:

What were the key elements of Hitler and the National Socialists political philosophy?
How did the Nazis come to power in a nation as educated and civilized as Germany?
What was Friedrich Nietzsche’s philosophy?
And to what extent did Nietzsche’s philosophy provide a foundation for the horrors perpetrated by the Nazis?

Please subscribe and follow any of the links below to help support this channel.


















































































































https://www.slideshare.net/deframing/the-crisis-of-self-sovereignty-in-the-age-of-surveillance-capitalism-142578010
https://www.eastvillagemagazine.org/2016/10/26/book-review-flint-represents-domestic-terrorism-state-sponsored-violence-in-america-at-war-with-itself/


https://www.eastvillagemagazine.org/2019/07/28/book-review-the-age-of-surveillance-capitalism-the-fight-for-a-human-future-at-the-new-frontier-of-power/






























































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised