суббота, 28 марта 2020 г.

კვანტური ფსიქოლოგია რეალობის გვირაბების შექმნა: რეალობის გვირაბები — არ დაიკარგოთ სხვა ადამიანთა ანარეკლში, რობერტ ვილსონი

რობერტ ანტონ უილსონი
კვანტური ფსიქოლოგია
თავი მეთორმეტე
რეალობის გვირაბების შექმნა

სამყაროს ჩვენს მოდელებს - ჩვენს ფრაზეოლოგიზმებსა და თამაშებს - მინიმუმ შემდეგი შეზღუდვები აქვთ:
1. გენეტიკა.  ისე მოხდა, რომ ჩვენი დნმ-ი პრიმატების დნმ-იდან წარმოიშვა. მას დღემდე აქვს 98-პროცენტიანი მსგავსება შიმპანზეს დნმ-თან და 85-პროცენტიანი მსგავსება სამხრეთ ამერიკის ობობის მსგავსი მაიმუნების დნმ-თან.
ამიტომ ჩვენ, პრინციპში,  იგივე ანატომია გვაქვს, როგორც სხვა პრიმატებს, იგივე ნერვული სისტემა, თითქმის იგივე გრძნობის ორგანოები და ა.შ. (ჩვენი უფრო მეტად განვითარებული თავის ტვინის ქერქი საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ზოგიერთი უფრო „მაღალი“ და რთული მენტალური ფუნქციები სხვა პრიმატებთან შედარებით, მაგრამ ჩვენი აღქმა პრიმატებისთვის დიდწილად ნორმალური რჩება.)
დნმ-ი და მისგან წარმოებული ნეირო-სენსორული აპარატი ქმნის იმას, რასაც ეთოლოგები უწოდებენ გერმანულ სიტყვას umwelt1. ეს არის „მსოფლიო ველი“, ანუ მის გარშემო არსებული სამყარო, როგორც ის  აღიქმება ამ სუბიექტის მიერ.
  ძაღლები და კატები იგივე umwelt-ს  (ან, იგივეა, რაც „რეალობის გვირაბი“) არ ხედავენ და გრძნობენ, როგორც პრიმატები. (აქედან გამომდინარეობს ჰაინლაინის კანონი: „ვერავინ ვერასდროს ვერ  აჯობა კატებს სიჯიუტეში“). მაგრამ ძაღლის, კატის და მაიმუნის რეალობის გვირაბები რჩება საკმარისად მსგავსი იმისთვის, რომ ძაღლებს, კატებსა და პრიმატებს შორის ადვილად დამყარდეს ურთიერთობა და მეგობრობაც კი.
გველები ცხოვრობენ უფრო ძლიერად განსვავებულ umwelt-ში. ისინი, მაგალითად, ხედავენ თერმულ ტალღებს და, როგორც ჩანს, ვერ ხედავენ „ობიექტებს“. სამყარო, რომელსაც გველი ხედავს, ძალიან ჰგავს სპირიტულ სეანსს - სიბნელეში „სასიცოცხლო ენერგიის“ ველები დაცურავენ. ამიტომ გველი თავს ესხმის ცხელი ჰაერით გაბერილ საჰაერო ბუშტს, თუ ის მის ტერიტორიაზე „შეიჭრება“. გველისთვის, საჰაერო ბუშტის სითბოს და მონადირის ფეხების სითბოს იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლას. ორივე შემთხვევაში, გველი დაიცავს თავის ტერიტორიას.
რადგან გველის umwelt-ი ან რეალობის გვირაბი იმდენად ფუნდამენტურად განსხვავდება ძუძუმწოვრების რეალობის გვირაბებისგან, ადამიანებსა და გველებს შორის მეგობრობა ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე ადამიანებსა და ძაღლებსა და კატებს შორის.
რწმენა იმისა, რომ ადამიანის umwelt-მა იცის რეალობა ან „ღრმა რეალობა“, ამასთან კავშირში იმდენად გულუბრყვილოა, როგორც რწმენა იმისა, რომ სახაზავი უფრო მეტ „რეალობას“ აჩვენებს, ვიდრე ვოლტმეტრი, ან რომ „ჩემი რელიგია უკეთესია, ვიდრე შენი“. ნეიროგენეტიკური შოვინიზმი მეცნიერულად არ არის იმდენად დასაბუთებული, როგორც ეროვნული ან სექსუალური შოვინიზმი.
კლასიკური არისტოტელიზმის აღორძინების ბოლოდროინდელი მცდელობებიდან ყველაზე მახვილგონივრული შესულია ენტონი სტივენსის წიგნში „არქეტიპები“. იქ მტკიცდება, რომ ევოლუციას აუცილებლად უნდა შეექმნა გრძნობის ორგანოები, რომლებიც განასხვავებენ „ჭეშმარიტებას“ ან „რეალობას“, ან მსგავს რამეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ხნის წინ დავიღუპებოდით. ეს არგუმენტი არ შეესაბამება ზოგიერთ ფაქტს, მაგალითად:
გადაშენებულიაა სიცოცხლის უფრო მეტი სახეობა, ვიდრე დღეს არსებობს.
გადაშენებული სახეობების უმეტესობა გადაშენდა საკუთარი შეზღუდულობის გამო ჯერ კიდევ ადამიანის გამოჩენამდე, მათი გადაშენება არ ყოფილა „ადამიანის სიხარბის“ შედეგი.
ასევე გადაშენდა ადამიანთა მრავალი ტომი.
თავისი თავი მთელმა ცივილიზაციებმა გაანადგურეს, ამასთან ზოგი მათგანი არაადეკვატური აღმისგან გამოტანილი უგუნური დასკვნების წყალობით.
თუ ევოლუციას ამ ფაქტების გავითვალისწინებთ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ცხოველების უმეტესობა აღიქვამს მათი საცხოვრებელი გარემოს რეალობის ისეთ გვირაბს, რომელიც სტატისტიკურად  აძლევს ამ სახეობის ინდივიდთა უმეტესობას საშუალებას საკმაოდ დიდხანს იცოცხლოს გვარის გასაგრძელებლად. არც ერთ ცხოველს, მათ შორის მოშინაურებულ პრიმატს, არ შეუძლია თვითდაჯერებულად იმის მტკიცება, რომ სამყარო, რომელსაც მისი გრძნობების ორგანოები და ტვინი ამოიცნობს, ყველა თვალსაზრისით რეალური სამყაროს, ან „ერთადერთი რეალური სამყაროს“ თანასწორია. ყოველთვის არა! მხოლოდ ზოგჯერ.
2. იმპრინტები.  ცხოველებს თითქოს2 „იმპრინტული დაუცველობის“ ხანმოკლე პერიოდი აქვთ, როდესაც ნერვულ სისტემას უეცრად შეუძლია თავისთვის შექმნას რეალობის გარკვეული პირადი გვირაბი. იმპრინტები ნეირონებს რეფლექსურ ქსელებთან აკავშირებენ, როგორც ჩანს, სამუდამოდ. იმპრინტირების ფუნდამენტურმა კვლევებმა (მაგალითად, კვლევა, რომლის გამოც ლორენცმა და ტინბერგენმა ერთმანეთში გაინაწილეს 1973 წელს მინიჭებული ნობელის პრემია) აჩვენა, რომ სტატისტიკურად ნორმალური ბატი თავის დედას იმპრიტირებს - ანუ, იგი განასხვავებს მას სხვა ბატებისგან - დაბადებიდან მალევე. ეს იმპრინტი ქმნის ნეირონულ „კავშირს“, რის გამოც თავად ბატის ჭუკი ეჩვევა დედას. ასეთი შეჩვევა შეიძლება მრავალი გზით გამოვლინდეს.
დაუცველობის დროს იმპრინტირება შეუძლია ნებისმიერ რამეს. მაგალითად, ლორენცმა აღწერა შემთხვევა, როდესაც ბატის ჭუკმა დედის არყოფნისას შეძლო პინგ-პონგის ბურთის იმპრინტირება. ის ყველგან დასდევდა ბურთს, უახლოვდებოდა მას, ხოლო როდესაც სრულწლოვანებას მიაღწია, შეეცადა ბურთის სექსუალურ ურთიერთობებში ჩათრევა. მეორე ბატის ჭუკი იმპრინტირებდა თავად დოქტორ ლორენცს, იგივე ფატალური შედეგით.
ლეკვების ყველა ნაყარზე  მარტივად შეიძლება დაკვირვება, თუ რა სისწრაფით იმპრინტირებენ უმაღლესი ლეკვი და უმდაბლესი ლეკვი. უმაღლესი ლეკვი უფრო მეტს ჭამს, იზრდება უფრო დიდი და რჩება ყველაზე უმაღლეს ლეკვად მთელი ცხოვრება; უმდაბლესი ყოველთვის რჩება მორჩილი და „მორცხვი“.
  ნებისმიერ ადამიანურ საზოგადოებასთან ყველაზე ხანმოკლე ნაცნობობა გვაიძულებს დავფიქრდეთ, რომ მართალი იყო დოქტორი ტიმოტი ლირი, როდესაც გამოთქვა ვარაუდი, რომ უმაღლესი და უმდაბლესი  ლეკვების როლები ისევე მექანიკურად არის იმპრინტირებული ადამიანთა უმრავლესობაში, როგორც ძაღლებში. (ზოგიერთ ძუძუმწოვრებში, რასაკვირველია, იმპრინტირებულია შუალედური როლებიც - ასე წარმოიშობა იერარქია ...)
იქიდან გამომდინარე, თუ როგორ და როდის ვახდენთ ჩვენ ენის იმპრინტირებას, როგორც ჩანს, დამოკიდებულია  „გონებაზე“ (სიტყვიერ მოხერხებულობაზე) ან „სიჩლუნგეზე“ (სიტყვიერი მოუხერხებლობა) ჩვენი სამუდამო დაპროგრამება. რადგან  აზროვნება, ძირითადად, წარმოადგენს ნახევრად ჩამოყალიბებული სიტყვებით ჟონგლირებას, მეტყველების ფლობის უნარზე დამოკიდებულია ცნებების დამუშავების, პრობლემების გადაჭრის და ა.შ. ჩვენი უნარი.
 ის, თუ როგორ ვახდენთ ჩვენ ზრდასრული  სექსუალურობის იმპრინტირებას, როგორც ჩანს, განსაზღვრავს ჩვენს სამუდამო დაპროგრამებას ჰეტერო- ან ჰომოსექსუალობაზე, პრომისკუიტეტის ან მონოგამიისკენ მიდრეკილებას და ასე შემდეგ. ისევე როგორც ამ ყველაზე გავრცელებულ სექსუალურ იმპრინტებში და უფრო ექსცენტრიულშიც (ცელიბატი, ფეტიშიზმი, სადომაზოხიზმი და ა.შ.), თავის ტვინში, თითქოს, იქმნება იგივე მყარი ნეირონული ჯაჭვები, როგორც იმპრინტის ანაბეჭდის შემთხვევაში, რომელმაც ბატის ჭუკი პინგ-პონგის ბურთს დაუკავშირა. (თუ ეჭვი გეპარებათ, შეეცადეთ დაიწყოთ სექსუალური რეაგირება იმაზე, რაც აქამდე არ აღაგზნებდათ, ან მთლიანად იგნორირება გაუკეთოთ იმას, რაც ჩვეულებრივ იწვევს თქვენს სექსუალურ ინტერესს).
ასე რომ, როდესაც ადამიანი ოთახში შედის, ის, რასაც იქ აღიქვამს, არასდროს იქნება დამოკიდებული მხოლოდ მის გენეტიკურ პრიმატულ ნეიროლოგიაზე. იმპრინტებიდან გამომდინარე, მას შეუძლია „დაინახოს“ საგნები ჭკვიანი ჰეტეროსექსუალი უმაღლესი ლეკვის პოზიციიდან, გონებაჩლუნგი ჰეტეროსექსუალი უმაღლესი ლეკვის პოზიციიდან, გონებაჩლუნგი ჰეტეროსექსუალი უმდაბლესი ლეკვის პოზიციიდან, ჭკვიანი უმანკო უმდაბლესი ლეკვის პოზიციიდან, და ა.შ. კომბინაციების ვარიანტი შეიძლება მრავალი იყოს, თუმცა არა უსასრულობამდე.
მაგრამ გენეტიკა და იმპრინტები არ არის ყველა „პროგრამული უზრუნველყოფა“ ჩვენი „მე“-სა და ჩვენი აღქმული სამყაროსთვის. ასევე უნდა ვახსენოთ:
3. კონდიცირება. იმპრინტირებისგან განსხვავებით, როდესაც ერთადერთი განცდაც საკმარისია მუდმივი ნეირონული კავშირების დასამყარებლად, კონდიცირება მოითხოვს ერთი და იგივე გამოცდილების მრავალჯერადად გამეორებას, ამასთან ის სამუდამოდ არ იმკვიდრებს ადგილს. ნებისმიერმა ბიჰევიორისტმა იცის, როგორ შეიძლება კონდიცირების მოხსნა კონტრკონდიცირების გზით, მაგრამ მხოლოდ დოქტორი ტიმოთი ლირი ამტკიცებდა, რომ იცის, როგორ უნდა მოიხსნას იმპრინტები. (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი კანონები უკრძალავენ მეცნიერებს შემოწმებისას გაიმეორონ დოქტორ ლირის ექსპერიმენტები. მათ, ვისაც დაიჭერენ მისი გამოკვლევების გამეორებაზე, ციხე ემუქრება. როგორც ჩანს, ინკვიზიცია არ მომკვდარა 170 წლის წინ. ეს ისეთივე მითია, როგორც მითი იმის შესახებ, რომ ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, მითი, რომელიც არ უკავშირდება „ჩვენი“ მთავრობის რეალურ მეთოდებს).
4. სწავლება.  კონდიცირების მსგავსად, სწავლებაც მოითხოვს მრავალჯერ გამეორებას. მაგრამ, ამის გარდა, ის ასევე მოითხოვს მოტივაციას. სწორედ ამიტომ, სწავლება, როგორც ჩანს, ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის აღქმასა და რწმენის ფორმირებაში, ვიდრე გენეტიკა და იმპრინტირება, და ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანს, ვიდრე კონდიცირება.
  ახლა, 1990 წელს, როგორც ჩანს, ყველა გველი პრაქტიკულად აღიქვამს რეალობის თითქმის ერთსა და იმავე გვირაბს - ძალიან უმნიშვნელო იმპრინტირებული განსხვავებებით. ძუძუმწოვრები დემონსტრირებენ უფრო მეტ განსხვავებას თავის რეალობის გვირაბებში, მათ შორის კონდიცირებასა და სწავლასთან დაკავშირებულ უფრო მეტ განსხვავებას. (მოთხრობები „ჭკვიანი ძაღლების“ შესახებ, რომლის ნახვა გაზეთებში შეიძლება, მოწმობენ სწორედ იმის შესახებ, რომ  ამ კონკრეტულმა ძაღლმა შეძლო სამყაროს მოდელის იმპრინტირება, რომელიც არ ჰგავს სხვა ნებისმიერი ძაღლის მოდელს.
 როგორც ჩანს, ჩვენ, ადამიანები, უფრო ძლიერად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, ვიდრე ძუძუმწოვრების ნებისმიერი სხვა სახეობის წარმომადგენლები, ჩვენი თავის ტვინის განვითარებული ქერქისა და შუბლის წილების წყალობით, და ასევე იმის გამო, რომ ჩვენი ბავშვობა ძალიან დიდხანს გრძელდება (ეს, როგორც ჩანს, საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი იმპრინტი მივიღოთ, ამასთან უფრო უჩვეულო).
 მართლაც, ირლანდიურ, ავღანურ, რუსულ და ა.შ. ძაღლებს, როგორც წესი, კარგად ესმით ერთმანეთის. ცალკეული ძაღლების რეალობის გვირაბებს უფრო მეტი მსგავსება აქვთ, ვიდრე განსხვავებები. მაგრამ ირლანდიელ მამაკაცს, რომელიც რეალობის კათოლიკურ გვირაბში იმყოფება და უმაღლესი ლეკვის პიროვნული საწყისი აქვს, შეიძლება გაუჭირდეს ავღანელის გაგება, რომელიც ცხოვრობს მუსლიმთა გვირაბში და უმდაბლესი ლეკვის პიროვნება აქვს. ორივე მათგანმა შეიძლება ჩათვალოს თავისთვის სრულიად შეუძლებელი რუს კომუნისტ-ჰომოსექსუალ–უმაღლეს ლეკვთან ურთიერთობა.
ადამიანების ასეთი მრავალფეროვნება შეიძლება იყოს უდიდესი ევოლუციური ძალა ჩვენი ადამიანური მოდგმისათვის - ჩვენ ხომ შეგვიძლია ვისწავლოთ ისეთი პიროვნებებისგან, ვისი იმპრინტები და სწავლება საშუალებას აძლევს მათ დაინახოს, მოისმინოს და იგრძნოს ისეთი რამ, რის დანახვას, მოსმენას და გრძნობას ჩვენ არ ვიყავით მიჩვეული.
ჩვენი ჩვეული ნაადრევი ურყეობის გამო, ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ამ შესანიშნავ ევოლუციურ შესაძლებლობას. ამის ნაცვლად, როდესაც ჩვენ ვხვდებით სხვა ფიზიოლოგიის ან სხვა umwelt-ის მქონე ადამიანს, ჩვენ მას უბრალოდ ვანიჭებთ „შეშლილის“ ან „ბოროტის“ იარლიყს (ან ორივეს ერთად).
ამით ხომ არ აიხსნება ჩვენს პლანეტაზე მტრული მოქმედებების და ომების დიდი ნაწილი?
სხვადასხვა ავტორიტარულ-დოგმატური ჯგუფების აპოლოგეტები (იქნება ეს ვატიკანი, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი თუ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო) დროის უმეტეს ნაწილს იმ „მტკიცებულებების“ შეგროვებას უთმობენ, რომ ყველას, ვინც არ იზიარებს მათ რეალობის გვირაბებს, აქვს სერიოზული მენტალური ან მორალური ნაკლი ან „არის“ წყეული მატყუარა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე ვუწოდე ამ წიგნს „კვანტური ფსიქოლოგია“ და არა „კვანტური ფილოსოფია“, რადგან მასში გადმოცემული პრინციპების გაგება და დაუფლება ხელს შეუწყობს დოგმატიზმის, შეუწყნარებლობის, იძულების, მტრობის და ა.შ. დაძლევას და გააძლიერებს გახსნილობას, კეთილგანწყობას, სწავლისკენ და „ზრდისკენ“ მისწრაფებას. არა, ყველა ეს უკანასკნელი თვისება არ არის ფსიქოთერაპიის უმეტესი ფორმების და  მისტიკური რელიგიის ყველა ფორმის მიზანი.

სავარჯიშოები
1. სასწავლო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი უნდა დაუკავშირდეს „ბრტყელი დედამიწის ჰიპოთეზის შესწავლის საზოგადოებას“ (Flat Earth Earth Research Society, Box 2533, Lancaster, CA 93539, U.S.A.), და შემდეგ წარუდგენს ჯგუფს რამდენიმე კარგ არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ ბრტყელი დედამიწის მოდელი უკეთესად შეესაბამება ფაქტებს, ვიდრე სფერული მოდელი.
ჯგუფის ყველა წევრი უნდა შეეცადოს და მშვიდად მოისმინოს ეს გზავნილი და გონივრულად და ობიექტურად აღიქვას ის.
გაითვალისწინეთ, რომ მიუკერძოებლად მოსმენა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
2. ჯგუფიდან კიდევ ვინმემ უნდა მოამზადოს ასეთივე მცირე მოხსენება ისლამის დასაცავად (განსაკუთრებით ქალებისადმი მუსულმანური დამოკიდებულების დასაცავად).
განსაკუთრებით შეეცადეთ მოუსმინოთ მომხსენებელს წინასწარშექმნილი აზრის გარეშე. დააკვირდით, ადვილი იქნება ეს თქვენთვის თუ არა.
3. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა წაიკითხოს ლიტერატურა ბრწყინვალე მეცნიერის ნიკოლ ტესლას, ცვლადი დენის გისოსის შემქნელის შესახებ, და მოუყვება  ჯგუფს, თუ რატომ უარყო ტესლამ ფარდობითობის თეორია.
4. და კიდევ ვინმემ მოძებნოს და მოიყვანოს მოსაზრება ევოლუციის თეორიის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას: თქვენ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ სავარჯიშოებით, თუ შეასრულებთ მათ, და არა მხოლოდ წაიკითხავთ.
 კომენტარები
1. Umwelt (გერმ.) — „გარე სამყარო, გარემო“. Uт — „ირგვლივ, გარშემო“ და  welt — „სამყარო“.
2. ყოველ შემთხვევაში ახლა,  1990 წელს. — ავტორის შენიშვნა.


================

რეალობის გვირაბები — არ დაიკარგოთ სხვა ადამიანთა ანარეკლში
 „რეალობის გვირაბის“ ცნება  (ინგლ. reality tunnel) პირველად მეცნიერულ მიმოქცევაში შემოიტანა ამერიკელმა მწერალმა და ფსიქოლოგმა ტიმოთი ლირიმ. ლირი არ უყვარდათ არც საბჭოთა კავშირში და არც აშშ–ში. მისი ცხოვრების მეორე ნახევარში ის განსაკუთრებით გატაცებული იყო „ნივთიერებებით“ (ფსიქოდელიური პრეპარატებით), რისთვისაც მეტსახელად „LSD-გურუ“ დაარქვეს.
ლირის ინტერესი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ თავდაპირველად მხოლოდ მეცნიერული ხასიათის იყო - თავისი კარიერის დასაწყისში ლირიმ სახელი გაითქვა ცნობილი მრავალი საინტერესო იდეითა და კონცეფციით თვითაქტუალიზაციის, პიროვნული ზრდისა და ჯგუფური ურთიერთქმედების ფსიქოლოგიაში. მაგალითად, ერიკ ბერნის ფართოდ პოპულარული წიგნი „ადამიანები, რომლებიც თამაშობენ თამაშებს. თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები“, არსებითად წარმოადგენს ლირის იდეების კომპილაციას ჯგუფური თერაპიისა და საკომუნიკაციო თამაშების სფეროში.
ლირის დაპატიმრებაც კი 1970 წელს მარიხუანის შენახვისთვის საჩვენებელია მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 1957 წელს ლირიმ შექმნა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკა, რომელიც ცნობილია როგორც „ლირის პიროვნებათშორის ურთიერთობების ტესტი“ („ლირის ტესტი“) და რომელსაც დღემდე იყენებენ აშშ-ს სპეცსამსახურები. ამიტომ  გასაკვირი არ არის, რომ დაპატიმრების და დაკითხვების შემდეგ პოლიციასა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში, ტიმოტი თავის საკუთარ ტესტებთან აღმოჩნდა პირისპირ პატიმრის ფსიქოლოგიური პროფილისა და პროფესიონულ ვარგისიანობაზე. შედეგად, მისთვის კარგად ნაცნობ კითხვებზე პასუხის გაცემისას, მან ადვილად შექმნა მშვიდი და კანონმორჩილი ადამიანის სახე, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება ღია ცის ქვეშ  ბაღში მუშაობას. ამის წყალობით, იგი მოათავსეს რბილი რეჟიმის ციხეში და აგზავნიდნენ ციხის ტერიტორიების დასუფთავებასა და კეთილმოწყობაზე, რითაც მან ისარგებლა ციხიდან გაქცევისას იმავე 1970 წელს.
მაგრამ ჩვენი საუბარი არ ეხება ტიმოთი ლირის საკმაოდ მღელვარე და მოვლენებით აღსავსე ცხოვრებას: ეს, რა თქმა უნდა, ცალკე სტატიის თემაა. ჩვენი საუბარი ეხება რეალობის გვირაბებს.
რეალობის გვირაბი არის ინდივიდუალური, თითქმის მთლიანად არაცნობიერი წარმოდგენა სამყაროს შესახებ, რომელიც, მიუხედავად ამისა, შედგება ცნობიერების მიერ აღქმული ლინგვისტური კონსტრუქციებისა და სხვა სიმბოლოებისგან (არქიტექტურა, მუსიკა, ქცევის საზოგადოებრივი პატერნების სისტემა, მორალის მიღებული ნორმები, სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნა).
რეალობის გვირაბის არსებობის ილუსტრაციაა, მაგალითად, სახლების ნუმერაცია ჩვეულებრივ ქუჩაში. ჩვენ გვესმის, რომ ქუჩის ერთი მხარე ყოველთვის არის „ლუწი“, ხოლო მეორე „კენტი“, ამავე დროს სახლების ნომერი ჩვეულებრივ თანმიმდევრულად არის განთავსებული - პატარიდან ზევით. ამასთან, ეს წესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივად მოვძებნოთ სასურველი მისამართი, მაგალითად, შეიძლება შეწყდეს მდინარის სანაპიროზე, სადაც „ლუწი“ და „კენტი“ მხარეები მოულოდნელად ერთიანდებიან ნომრების ერთ რიგში 1,2,3,4 ...  ხოლო წმინდა მოსკოვური ნუმერაციას „მალოკაჩანოვსკაიას ქუჩა 5, შენობა 7, კორპუსი 9“, რომელიც შეიძლება უფრო ახლოს იყოს „ბასმანაის გასასვლელის № 6-თან, № 5 შენობასთან, მე-2 კორპუსთან, ვიდრე მის მეზობლებთან „მალოკაჩონავსკაი 5“-ში,  შეიძლება მთლიანად გაანადგუროს თქვენი ჩვეული რეალობის გვირაბი.
სხვათა შორის, როგორც ნათელი ილუსტრაცია: „Google-ს თაობა“ ახლა გაცილებით ნაკლებად არის ორიენტირებული ქალაქის მისამართების კლასიკურ გვირაბზე:  მათთვის ხომ საკმარისია სწორად და მკაფიოდ დაასახელონ საჭირო მისამართი, ხოლო ნავიგატორი უკვე თვითონ დაალაგებს მის მარშრუტს, Google-ს რუკების რეალობის გვირაბის ჩარჩოებში.
აქედან, სხვათა შორის, გამომდინარეობს მარტივი ანალოგია. რეალობის გვირაბი, გარკვეულწილად ჭეშმარიტი რეალობის „მრუდი სარკეა“, მისი ყველაზე ეკონომიური მოდელი. რეალობის ნებისმიერი გვირაბის ევოლუციური ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, არის კომფორტული და უსაფრთხო არსებობის უზრუნველყოფა და განვითარება რთულ თანამედროვე მსოფლიოში. მე დეტალურად განვიხილე „არსებათა“ თეორიის არსი ერთ-ერთ წინა სტატიაში. რეალობის გვირაბი არის მსოფლიოს ჩვენი პირადი მოდელი, ნაწილობრივ ჩვენს მიერ დამოუკიდებლად შექმნილი, მაგრამ  უფრო მეტად - მემკვიდრეობით არის მიღებული და ათვისებული ჩვენს გარშემო არსებული კულტურისგან, სწავლების და აღზრდის  პროცესში.
რეალობის გვირაბის თეორია ამა თუ იმ გზით ეყრდნობა იმპრინტის მოვლენას. რასაკვირველია, ჩვენი იმპრინტები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იხვის ჭუკების იმპრინტისგან, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პირველ მოძრავ დიდ საგანში დაინახონ თავისი დედა, მაგრამ იმპრინტის მოვლენის არსი ჩვენთვის ანალოგიურია. ნებისმიერი ადამიანის სამყაროს იდეალური სახე, როგორც წესი, იქმნება „ბავშვი-ზრდასრულის ურთიერთქმედების შედეგად, რომელიც შემდგომში სახეს იცვლის დუალობისკენ „მასწავლებელი-მოსწავლე“, „ოსტატი-ქარგალი“, „გურუ-ადეპტი“ ან „ნავი (იმქვეყნიური სამყარო)-იავი (რეალური სამყარო)“.
ცოცხალი სამყარო („იავი“) რეალობის გვირაბში, გარკვეულწილად გადაიქცევა საკუთარი თავის მკვდარ მოდელად („ნავი“). მნიშვნელოვანია გვესმოდეს განსხვავება „ზოგადად მოდელს“ (რომელიც მოიცავს ისეთ ფენომენებს, როგორიცაა ინსაითი, გონების განათება, გამოცხადება და ა.შ.) და რეალობის უხეშ გვირაბს შორის, რომელიც ჩვეულებრივ ყოველთვის ფიქსირდება და მოცემულია. რიგითი ადამიანი ძალიან იშვიათად სცილდება თავისი რეალობის გვირაბის ფარგლებს: ყოველდღიურ ცხოვრებაში გვირაბი უზრუნველყოფს მაქსიმალურა კომფორტულ და უპრობლებო არსებობას, ხოლო ასეთი ჰომეოსტაზის ნებისმიერი დარღვევა მოითხოვს შეგნებულ, ნებაყოფით ძალისხმევას.
ცნობილი მაქსიმა „სახლი. სამუშაო. სახლი. ოჯახი. მზე. ზაფხული. თოვლი. ზამთარი“ იზიდავს ადამიანების დიდ ნაწილს მათთვის ნაცნობ გვირაბებში მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში - „გაქცევის“ ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე. ერთგვარი ნებაყოფლობითი დასკვნაა, თითქოს ინდივიდუალური ცნობიერების ნაცნობ საკანში, მაგრამ მჭიდროდ მიბმული მასობრივ არაცნობიერთან.
რა თქმა უნდა, უმეტეს ცხოვრებისეულ სიტუაციებში რეალობის გვირაბიდან გასვლა არ არის საჭირო. საბოლოო ჯამში,  სახლში ავტობუსით, მატარებლით ან საკუთარი ავტომობილით წასვლა პირობით რეფლექსებზეც შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ ავტომატიზმზე იმუშაოთ ოფისში, თუნდაც საოჯახო საუზმეც კი უბრალო რიტუალად აქციოთ, რომელიც ცნობიერებას მხოლოდ ფორმალური ხასიათის საუბარში ჩართავს: „როგორ გეძინა? კარგი ამინდია ... ხუთშაბათს მშობელთა კრებაა ... სახლში გზად მიმავალმა რძე უნდა ვიყიდო“.
უარესია, როდესაც გვირაბად მთელი ცხოვრება გადაიქცევა. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი დროის სევდიანი რეალობა - თვითშემეცნებისა და რეალიზაციის ფართო შესაძლებლობების, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის, კვლევისა და შემეცნების მიუხედავად - ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ეკონომიურ და ნაცნობ, მაგრამ უფერული და მოსაწყენ არსებობას ცხოვრებაში ერთხელ არჩეულ გვირაბებში.
მაშ, რატომ უნდა გვიკვირდეს იმის, რაც აშკარაა - ცხოვრებამ განვლო, მაგრამ არაფერია გაკეთებული? ის ხომ ისედაც ყოველდღე მიდიოდა შენს გვერდით, შენს მიერ ხელთქმნილი გვირაბის შუშის კედლის მიღმა.
ტიმოთი ლირის ბოლო ფრაზა, რომელიც მან სიკვდილის წინ წარმოთქვა, იყო „რატომაც არა?“ მას, ალბათ, ჰქონდა ამის უფლება: მისი ბიოგრაფია არ ტოვებს ეჭვს, რომ რეალობის თავისი გვირაბიდან ის ერთხელ და ორჯერ არ გამოსულა, არამედ უფრო მეტჯერ, და დაუტოვა მსოფლიოს მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა.
გვირაბიდან ყოველი გამოსვლა საშიში და უსიამოვნოა, მაგრამ სწორედ ამ მოკლე მომენტებში ხდება ნამდვილი შემოქმედება, ამ მომენტებში შეიძლება გახდეთ ნახევრად ღმერთი, რომელიც ქმნის სრულიად ახალ, უნიკალურ რეალობას. არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised