ჩვენ ვეომებით იმ ადამიანებს, რომლებსაც არაადამიანური ფსიქოლოგია აქვთ“
სამხედრო კამპანია ლიბანში ალბათ ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა ისრაელისთვის მთელი მისი არსებობის მანძილზე. არაბების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ „ჰეზბოლამ“ დაამარცხა ისრაელის არმია. ებრაელთა 70%-ი ასევე თვლის, რომ მათმა მთავრობამ ოპერაცია ბოლომდე არ მიიყვანა. ისრაელის ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია გაახმოვანა „ვლასტის“ კორესპონდენტის ნარგიზ ასადოვასთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთში ისრაელის ელჩმა არკადი მილ-მანმა.
— რატომ ჩამოვიდა მოსკოვში დელეგაცია ისრაელიდან მარკ სოფერის მეთაურობით?
— ამის კომენტირება არ შეგვიძლია. საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე მარკ სოფერი ნამდვილად იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ანდრეი დენისოვს. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია გითხრათ, ეს თემა ნამდვილად ძალიან სერიოზულია. იგი განიხილება პროფესიულ დონეზე.
— „ამ თემაში“ თქვენ გულისხმობთ „ჰეზბოლას“ ხელში ჩავარდნილ რუსულ იარაღს?
— მე არ გავუკეთებ კომენტარს ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრესა ამ საკითხს არ განიხილავდა.
— რატომ?
— მსგავსი პრობლემები ეფექტურად რომ მოგვარდეს, ისინი უნდა განიხილონ პროფესიონალებმა, და არა გაზეთებმა ან სხვა მედიამ.
— მაგრამ სწორედ ისრაელის პრესა წერს ბევრს იმაზე, თუ როგორ ებრძოდა „ჰეზბოლა“ ისრაელის არმიას რუსული და საბჭოთა იარაღით.
— ისრაელის ჟურნალისტები სიტყვის სრული თავისუფლების გამოყენებით, რომელიც დღეს ჩვენთან არსებობს, ყველაფრის შესახებ წერენ. ზოგჯერ ეს რეალობას შეესაბამება, ზოგჯერ არა. მათი უფლებაა დაკავებული იყვნენ თავისი პროფესიული საქმიანობით, ჩვენი მოვალეობაა გავაგრძელოთ მუშაობა. მაგრამ ის, რომ ჩვენ ამას არ ვაცხადებთ საჯაროდ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვესმის, თუ რა ხდება.
— მაგრამ ისრაელის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს წარუდგინა რუსული წარმოების იარაღი, რომელიც „ჰეზბოლას“ აღმოუჩინეს.
— დიახ, ეს ყველაფერი გაზეთებში იყო გამოქვეყნებული, ეს იყო გარკვეული ტიპის იარაღის სურათები, რომლითაც იბრძოლა „ჰეზბოლა“ და რომელიც ჩვენ ხელში ჩავიგდეთ.
— და ამ იარაღს შორის იყო რუსული?
— სპეციალისტებმა კარგად იციან, თუ რა ტიპის იარაღია. თქვენმა ჟურნალმაც ასევე გამოაქვეყნა ამ სიტუაციის ანალიზი. (იხ. წინა ნომერი - „ვლასტ“).
— დიახ, ჩვენი სამხედრო სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს არის საბჭოთა წარმოების მოძველებული იარაღი, რომელიც სხვადასხვა გზით ჩაუვარდა ხელში „ჰეზბოლას“. ისრაელში კი რუსული იარაღის გარშემო სკანდალს აჩაღებენ, რომ ყურადღება გადაიტანონ ლიბანის კამპანიაში დამარცხებისგან.
— მათთვის, ვინც იცის, როგორ მუშაობს ისრაელის შიდა სისტემა, ცხადია, რომ ეს ნონსენსია.
— როგორ ფიქრობთ, ისრაელის ბოლო სამხედრო კამპანია ლიბანში წარმატებული იყო?
— ამ კამპანიის შედეგებს ფართო პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. დიდი ხნის განმავლობაში ისრაელი იბრძვის ტერორის წინააღმდეგ, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან მოდის. ბოლო წლების განმავლობაში ეს უკავშირდებოდა „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციას. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია კბილებამდე შეიარაღებული არმიით, რომლის ანალოგს ვერსად ნახავთ. „ჰეზბოლა“ არავის ემორჩილება და აწარმოებს ომს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მთავარი მიზანია ისრაელის განადგურება. ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ორგანიზაციის სრულად განადგურებას. მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. პირველ რიგში, ლიბანის არმია დისლოცირებული იქნება ლიბანის და ისრაელის საზღვარზე. ვინ იფიქრებდა ერთი თვის წინ, რომ ლიბანის არმია დაიწყებდა მოძრაობას საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიბანის სამხრეთით? ჩვენ უკვე შევცვალეთ თამაშის წესები. მეორეც, ჩვენ დავახევინეთ „ჰეზბოლას“ ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით, რათა თავიდან აგვეცილებინა ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე სარაკეტო შეტევები. ომის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ 3970 რაკეტა გაისროლა ჩვენს ტერიტორიებზე. მაგრამ ჩვენ უამრავი რაკეტა და სხვადასხვა ტიპის გამშვები დანადგარები გავანადგურეთ. სერიოზული დარტყმა მივაყენეთ ინფრასტრუქტურას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დავუშვათ ამ ორგანიზაციის კვლავ გაძლიერება. კიდევ ერთი სერიოზული მომენტი - ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ არ ვაპირებთ მოვითმინოთ რაიმე პროვოკაციები. თუ „ჰეზბოლა“ კიდევ ერთხელ გაბედავს ზავის შეწყვეტას, მათ ძალიან სერიოზული დარტყმა ელოდება, ძალიან სერიოზული შედეგები, რაც ყველას დააზარალებს. საბოლოო ჯამში დაზარალდება ლიბანის მოსახლეობა, და არა „ჰეზბოლა“. ისინი ამისგან გარკვეულ სიამოვნებასაც კი იღებენ.
— რა გაქვთ მხედველობაში?
—მათ სიხარულით განაცხადეს, თუ როგორ დაიწყებენ სროლას. მათ შეიყვანეს ლიბანი ქაოსისა მდგომარეობაში, გამოიწვიეს მსხვერპლი და ბედნიერები იყვნენ, რომ შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს..
— მაგრამ ეს ხომ ისრაელის არმია ესროდა ლიბანის სახლებს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებოდნენ.
— მაგრამ თუ ლიბანის მოსახლეობა ცოცხალი ფარი იყო, მაშინ როგორ უნდა მოვქცეულიყავით? „ჰეზბოლას“ წევრები განიცდიდნენ მორალურ სიამოვნებას იმის გამო, რომ ირგვლივ მსხვერპლი იყო. ეს ადამიანები დაინტერესებული არიან ამაში. რა სიამოვნებით საუბრობდნენ ამის შესახებ, იგონებდნენ, რომ 60 ადამიანია დაღუპული, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ერთი. მე ვუყურებდი „ალ-ჯაზირას“, რა სიამოვნებით აჩვენებდნენ დანგრეულ სახლებს. ჩვენ ვეომებით ადამიანებს, რომლებსაც არაადამიანური ფსიქოლოგია აქვთ.
— გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა დაადანაშაულა ისრაელი ზავის დარღვევაში, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა რეიდი განახორციელა ლიბანის ტერიტორიაზე.
— ისრაელს ზავი არ დაურღვევია. ჩვენი აზრით, ჩვენ შევასრულეთ ზუსტად ის, რასაც ჩვენგან მოითხოვდნენ. ამ კამპანიის მთავარი მიღწევა იქნება მხარეთა მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესრულება, „ჰეზბოლას“ განიარაღება და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების თავიდან აცილება. ისრაელის სპეცრაზმის რეიდი იმისთვის განხორციელდა, რომ ხელი შეეშალათ „ჰეზბოლასთვის“ იარაღის მიწოდებაში. თუ „ჰეზბოლას“ მივცემთ იარაღის მიღების საშუალებას, მაშინ ყველაფერი ისევ საწყის წერტილზე დაბრუნდება, დაიწყება სამხედრო მოქმედებები.
— რატომ სთხოვა ისრაელის პრემიერმა ეჰუდ ოლმერტმა ლიბანში სამშვიდობოების მეთაურობა იტალიას და არა საფრანგეთს?
—იმიტომ, რომ თავის დროზე UNIFIL–ის კონტინგენტმა ლიბანში დაძაბულობის შეჩერების უუნარობა გამოამჟთავნა. როგორც წესი, ვინც სამშვიდობო ძალების კონტინგენტს ხელმძღვანელობს, პოლიტიკასაც ის განსაზღვრავს. ჩვენი აზრით, კონტინგენტის მეთაურობა პროფესიონალების, გაწვრთნილი პირების ხელში უნდა იყოს, რომლებსაც აქვთ სამშვიდობო ძალებთან მუშაობის გამოცდილება. იტალიის არმია ძლიერი არმიაა, ნატოს არმია. თუ იგი სათავეში ჩაუდგება გაეროს კონტინგენტს, სამშვიდობო ძალების ეფექტურობის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავის დროზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს საფრანგეთი ყოფილიყო. მაგრამ ფრანგებმა მაშინ უარი თქვეს. საფრანგეთმა განაცხადა, რომ გამოგზავნიდა დიდი რაოდენობით სამშვიდობოებს, შემდეგ კი მხოლოდ 200 ადამიანი გამოგზავნა.
— თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გაეროს სამშვიდობოები და ლიბანის არმია შეძლებენ „ჰეზბოლას“ შეჩერებას ისრაელზე ახალი თავდასხმებისგან?
—წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ დავთანხმდებოდით ზავს. ეს საკმაოდ რეალურია. ეს უზარმაზარი კონტინგენტი 15 ათასი ადამიანით და კიდევ რამდენიმე ათასი ლიბანელი ჯარისკაცი საკმარისია იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლზე აიყვანონ. ეს არ არის დიდი ტერიტორია.
—სამშვიდობოებს ექნებათ კონფლიქტში ჩარევის უფლება, თუ მხოლოდ შეძლებენ დაკვირვებას იმაზე, რაც ხდება?
— გაეროს კონტინგენტს ისეთი მანდატი ექნება, რომ მათ შეეძლებათ მოქმედება. ეს ჩვენი პირობაა.
— როგორია იმის ალბათობა, რომ სამზედრო მოქმედებები ლიბანის საზღვარზე განახლდება?
—მართლაც, მშვიდობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ეს მშვიდობაც კი არ არია, ზავია. მშშვიდობამდე ჯერ კიდევ შორს არის. ომის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის სრულად განხორციელება. ეს არის სრული ემბარგო „ჰეზბოლასთვის“ იარაღის მიწოდებაზე და ტერორისტების სრული განიარაღება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ტერორისტულმა მონსტრმა თავი ვეღარ აწიოს.
http://samlib.ru/w/wladimir_a_b/mafija.shtml
Владимир Александрович Бердянский. Мафия
Дмитрий Литвин. Разоблачение иезуитов :: Книжный ларек
https://inosmi.ru/baltic/20120120/183532867.html

§ 1. СССР и Третий рейх: брак по расчету. Заклятая дружба. Секретное сотрудничество СССР и Германии в 1920-1930-е годы
https://novayagazeta.ru/articles/2020/01/05/83357-perepiska-tsenoyu-v-dva-milliona-zhizney
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised