суббота, 28 марта 2020 г.

ცოცხალი ტოპოლოგიები/ არაადამიანური შუამავლები“,სიმპოზიუმის მეორე დღე „ადამიანურობის საზღვრები“ პროექტის „ადამიანის ხვედრი

სიმპოზიუმი
„ცოცხალი ტოპოლოგიები/ არაადამიანური შუამავლები“
28 ნოემბერი 2015

სიმპოზიუმის მეორე დღე „ადამიანურობის საზღვრები“ პროექტის „ადამიანის ხვედრი“ ფარგლებში.
მოდერატორი – დმიტრი ბულატოვი
პროგრამა
ვიდეო
12:00 – 12:15
შესავალი სიტყვა
12:15 – 12:45
ვინ არის ცოცხალი? ნოოსფეროში ცხოვრების საზღვრებს მიღმა
რიჩარდ დოილი (აშშ)
ერვინ შრედინგერის მიერ 1943 წელს ფორმულირებული მარტივი კითხვა „რა არის სიცოცხლე?“ ბიოფიზიკის და მოლეკულური ბიოლოგიის წარმოშობის კატალიზატორი გახდა. ამასთან, გასაოცარია, რომ სანამ ტექნოლოგიები, რომლებიც მართავენ სასიცოცხლო სისტემებს, უმჯობესდება და ვრცელდება, შრედინგერის კითხვა… კითხვად რჩება. ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით წარმატებების, ხარვეზების და წარუმატებელი მცდელობის შესახებ მოიძებნოს პასუხი შრედინგერის კითხვაზე ცოდნის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თერმოდინამიკის, ევოლუციური ბიოლოგიის, ასტრობიოლოგიისა და ბიოესთეტიკის ჩათვლით, კითხვა სხვაგვარად ჟღერს: „ვინ ქმნის თეორიებს ცხოვრების შესახებ?“. მსოფლიოს მოდელირების ეკოსისტემური მოთხოვნილების მასშტაბების ზრდა გამოიწვევს ნოოსფეროზე ექსპერიმენტების გონებაში ჩატარებას (ვერნადსკი, ლერუა, ტეიარ დე შარდენი), რომლებშიც აქცენტი ბიოსფეროზე კეთდება და მოწოდებულია ჩამოაყალიბოს თეორია მისი შექმნის შესახებ, ხაზს უსვამს უკუკავშირის არსებობას ცნობიერებასა და ავოლუციას შორის, მაგალითად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანოები, ბიოარტი, კლიმატური ცვლილებები. რაც არ უნდა იყოს ცხოვრება, მისი შეცვლა შეიძლება ყურადღების ფოკუსის გადატანით, მაგრამ ვისი?

12:45 – 13:15
        არაცოცხალი სიცოცხლის სოციოლოგია: რა გვასწავლა ასამბლაჟის თეორიამ?
ვიქტორ ვახშტაინი (რუსეთი)
დღეს ასამბლაჟის თეორია წარმოადგენს ფილოსოფიური, სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური კონცეპტების და მეტაფორების ანსამბლს, რომლებიც არ არის გაერთიანებული არც საერთო სემანტიკით და არც აგების ლოგიკით. დაიწყო რა პოსტთანამედროვე სამყაროს ჰიბრიდულობის ფენომენების გააზრებით - ახალი ტექნოსხეულებრივი „შეკრებების“ წარმოქმნით და ადამიანური/ არაადამიანური საზღვრების ბუნდოვანებით - მან, საბოლოოდ, არ გამოიწვია აღწერის ერთიანი ენის შექმნა. ამასთან, თავად ასამბლაჟის ცნებამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ტექნოლოგიების, ქალაქის კვლევების, ობიექტურ-ორიენტირებული ფილოსოფიის ანალიზში და განუხრელად აფართოებს შემეცნების ხელმისაწვდომი ობიექტების არეალს. სასჯელი ამგვარი ექსპანსიისთვის გახდა ფილოსოფიაში „ონტოლოგიური მიბრუნების“ საწყისი ეპისტემური ინტენციების დაკარგვა და სოციოლოგიაში „მატერიალურისკენ მიბრუნება“. ასეთი გაურკვევლობა სავსებით მისაღებია ფილოსოფიისთვის, რომელიც ხელმძღვანელობს „კონცეპტების ველური და შეუზღუდავი წარმოების” მოწოდებით, მაგრამ ძალიან პრობლემურია სოციოლოგიისთვის (სადაც კონცეპტის ღირებულება გაცილებით მაღალია). შეგვიძლია კი დღეს დავაბრუნოთ ასამბლაჟის კატეგორიის სიცხადე, გავხადოთ ის ისევ გამოსადეგი მიმდინარე ონტოლოგიური ძვრების აღწერისთვის: იარაღის სოციოლოგიაში, ქალაქის სოციოლოგიაში, ტექნიკის სოციოლოგიაში? მისაღებია მისთვის „არაცოცხალი სიცოცხლის“ გამოვლინების ის ახალი ინტუიციები, რომლის შესწავლისთვის ის ოდესღაც შეიქმნა?
13:15 – 14:00
შეკრების ადგილი: მემბრანები, აგენტები, ნაშთები
ნინა სოსნა (რუსეთი)
განსაზღვრის პოლიტიკას საქმე აქვს არა იმასთან, რა და როგორ „უნდა იყოს“, არამედ მოცემულობასთან. ბოლო წლების დისკურსი განიხილავს არსებობის ელემენტებს, რომელსაც ძირითადად ეწოდება მატერია და რომელიც „გრძნობს, სურს და ახსოვს“. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების ხელოვნებასთან გაერთიანებით, იგი არ ახდენს რომელიმე დონის, იერარქიების, ემანაციების ან სიცარიელის თემატიზირებას. არანაირი შუამავლობა რომელიმე სუბსტანციის მხრიდან: ელემენტების გადაბმულობა და გაწყვეტა უნივერსალური განმარტებითი პრინციპია. სამყარო წარმოდგენილია, როგორც გაურკვეველი და დენადი, რაც, ერთის მხრივ, იძლევა მისი კონსტიტუირებული ხასიათის დანახვის საშუალებას (როგორც არადეტერმინირებული და შემთხვევით განსაზღვრული არსებობის), მეორეს მხრივ, ფაქტობრივად არ იძლევა მასში საზღვრების გავლების და განსხვავების პროცედურების განხორციელების საშუალებას. არ არის ზედაპირები, არის მემბრანები; არ არის ობიექტები, არის ინტერფეისები; არ არის მიდრეკილებები, არის ვექტორები. როგორ უწყობს ხელს ამ აღწერილობის ფიზიკური თვისება სხვადასხვა გარღვევის აღწერას, რომლებიც აუცილებლად წარმოიქმნება სხვადასხვა დაძაბულობის და შეჯახების შედეგად?
15:30 – 16:00
 ადამიანის განვითარებადი მემკვიდრეობა. სიმბოლოებიდან სიცოცხლემდე
პიერ ლუიჯი კაპუჩჩი (იტალია)
კაცობრიობამ კარგად შეძლო სახეებით აზროვნების თავისი უნარის განვითარება - სიტყვების, წერილების, გამოსახულებების, ბგერების საშუალებით ურთიერთობის უნარის, პირდაპირი და არაპირდაპირი გზით, ერთდროულად და არაერთდროულად, მყისიერად და დისტანციურად. გარდა ამისა, ეს უნარი -  ძლიერი „ტექნოლოგიაა“, მიზეზი, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის სახეობების ევოლუციას. ეს საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ტექნოლოგიები, მექანიზმები, მანქანები და სიცოცხლის ახალი ფორმებიც კი. მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ, რომლებიც წარმოიქმნა სახეებით აზროვნების უნარის შედეგად, ღრმა გავლენა იქონიეს ადამიანის ცხოვრებაზე. ძველ საბერძნეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელი იყო, ძველ რომში - დაახლოებით იგივე, ხოლო XIX საუკუნის ბოლოსთვის 40 წლამდე მიაღწია. დღეს, უხეშად რომ ვთქვათ, ერთი საუკუნის განმავლობაში, ე.წ. „ტექნოლოგიურ სამყაროში“, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაორმაგდა. ადამიანებმა ასევე შექმნეს მატერიალური კულტურის, ტექნოლოგიების, ორგანიზმების მრავალი ძეგლი, რომლებიც უფრო პროდუქტიული, რთული, ავტონომიური და დამოუკიდებელი ხდება. გარკვეულწილად, ისინი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ცოცხალი ორგანიზმები“, და შესაბამისად გააფართოვოს სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების ცნება. ეს პროცესები აფართოებს კაცობრიობის ბიოლოგიურ, კულტურულ, ტექნოლოგიურ საზღვრებს. როგორ ხდება ეს? რაზეა დაფუძნებული ტექნოლოგიები? შეუძლიათ თუ არა მათ შექმნან წარმოდგენა შესაძლო განვითარების შესახებ?
16:00 – 16:30
სიმბოლური მანქანის კონვულსიები
ვლადიმირ ველმინსკი (შვეიცარია)
მოხსენებაში შედარებული იქნება ორი განსხვავებული ნაშრომი - ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის ვიქტორ ტაუსკას „გავლენის აპარატები“ (1919) და  რუსი მხატვრის და მწერლის პაველ პეპერშტეინის „ჰიპნოზი“ (2006). ამ ნაწარმოებების ინტერფერენციებიდან გამომდინარე, ავტორი განიხილავს მედიალობის სტრუქტურებს, რომლებსაც ახასიათებს გაურკვევლობის მომენტი. სწორედ ასეთი სიმბოლოების წარმომქმნელი პროცესები და პრაქტიკა განსაზღვრავენ ჰიპერრეალობის, მეორე სიმულირებული რეალობის, განვითარების სცენარებს, რომელიც, როგორც შინაგანი სივრცის - ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქაოსის ზღვარზე“ მედიალური გარემოს დისპოზიტივი - ზემოქმედებას მოახდენს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ შეხედულებებზე, საჭიროებებზე, სურვილებზე და აღქმაზე.
16:30 – 17:00
ფისუნიას კრიტიკა: ზოოპოლიტიკა და ხელოვნური ინტელექტი
მიხაილ კურტოვი (რუსეთი)
ცხოველების სახეები ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე მედიაში: უოლტ დისნეის ანიმაციიდან ინსტაგრამამდე. ჩვენ ვაკვირდებით ინტერესის ზრდას  ცხოვრების იმ ფორმის მიმართ, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ „უსულო მექანიზმების” ტოლფასი იყო. ხომ არ არის ეს ექსპანსია არაპირდაპირი მითითება ცხოვრების ცხოველური და ტექნიკური ფორმების კონვერგენციაზე? და უფრო ვიწრო გაგებით, ხომ არ შეესაბამება „მოაზროვნე მანქანების“ ევოლუციის ამჟამინდელი მდგომარეობა იმას, რომელზედაც ცხოველები იმყოფებიან? ამავე დროს, კულტურაში ცხოველების ირგვლივ ისევ იქმნებოდა მითები: განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის მოუფიქრებელი რჩება. პრობლემის მოგვარება შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ერთდროული გარკვევა და ცხოველთა სამეფოს მნიშვნელოვნება ადამიანისთვის.
18:00 – 18:30
არაადამიანური როგორც რესურსი
დმიტრი ბულატოვი (რუსეთი)
მთავარი საკითხი, რომელიც დომინირებს დღევანდელ დისკუსიებში მეცნიერებისა და უახლეს ტექნოლოგიებში, ეს არის საკითხი მათი შესაძლებლობის შესახებ მოახდინონ ტრანსფორმირებადი ზემოქმედება თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროზე და თავად ადამიანზე. ცხადია, რომ ჩვენს თვალწინ მომხდარი ტექნოლოგიური ძვრის რეალური, თვისებრივი სიახლე არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერული კვლევასთან დაკავშირებული ახალი პრაქტიკით. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს პრაქტიკები, ერთმანეთთან ურთიერთქმედებით, იწყებენ რთული სისტემური მთლიანობის - ადამიანის არსებობის ახალი სივრცის წარმოქმნას. ამ თემის განხილვა, ჩვენი აზრით, ალბათ შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიური ხელოვნების გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომლის წარმომადგენლები თავის პრაქტიკაში იმდენად კი არ ადასტურებენ ჩვენს თვალწინ განვითარებული დეჰუმანიზირებული რეალობის ვერსიებს, რამდენადაც მონიშნავენ მათი გამოყენების საზღვრებს, სთავაზობენ მაყურებელს წესების უფრო რთულ კომბინაციას.
18:30 – 19:00
ანთროპოცენტრიზმის კრიტიკა ეპისტემოლოგიური გარდატეხის ხანაში: მიკროპერფორმატულობა, მოლეკულური თეატრი, პლანტამორფიზაცია და „დიდი ბაქტერია“
იენს ჰაუზერი (დანია)
დღევანდელი მხატვრული პრაქტიკა, რომელიც აქტიურად იყენებს ბიოტექნოლოგიებს საქმეში ჩახედულობის ამაღლებისთვის მიკროსკოპული უხილავობისა და მაკროსკოპულის მიუწვდომლობის მიმართ, შესაბამისად მონაწილეობენ ცოდნის ალტერნატიულ წარმოებაში, რომელსაც შეიძლება ეპისტემოლოგიური მობრუნება ეწოდოს. ასეთი ტექნომეცნიერება შთააგონებს ხელოვნებას - ფილოსოფიურად და პოლიტიკურად - ადამიანის განზომილების, როგორც ათვლის საკვანძო წერტილის, შესახებ კითხვით. თუ აქცენტს გადავიტანთ ადამიანის მეზოსკოპური სხეულის მოქმედებებიდან მიკროსკოპული სხეულების ფუნქციებზე, მიკროპერფორმატური და მოლეკულური თეატრის ცნებები ერთმანეთს უპირისპირდება, ეტაპობრივი დიეგეტიკური დრო კონტრასტირებს ალტერნატიული ძალების პერფორმატული დროის რეალობასთან, რომელიც შეიძლება გამოდიოდეს, როგორც მცენარეული ამორფიზაცია. გენებისა და უჯრედების, როგორც ონტოლოგიური ინდივიდუალური შემცვლელების, ფრაგმენტების საზღვრებს მიღმა,  მიკროორგანიზმები სულ უფრო მეტად შედიან მხატვრული ინტერესის ფოკუსში მიკრობიომის შესწავლასა და სინთეზური ბიოლოგიის შორის. „დიდი ბაქტერია“ შემდეგ უგზავნის გამოწვევას ჩვენი ფენომენოლოგიური მოსაზრებების მეზოსკოპიურ ტრადიციას.
19:30 – 20:00
ხელოვნური ცხოვრების აგენტების  იტყობინებიან...
დმიტრი გალკინი (რუსეთი)
1990-2000-იან წლებში ხელოვნური ცხოვრების სფეროში დისციპლინათაშორის გამოკვლევებმა დასახეს ციფრული კულტურიდან ტექნობიოლოგიურ ჰიბრიდებზე გადასვლის პრობლემატიკა. კითხვა ტექნოლოგიურ სუბსტრატზე შესაძლო ცხოვრების შესახებ მიუთითებდა ბუნების და ბიოლოგიური ცხოვრების შესახებ შეხედულებების გახსნილობასა და უკმარისობაზე. ეს სტიმულად იქცა ახალი კრიტიკული მხატვრული კვლევებისა და ინტერვენციებისთვის ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვეთაზე. ამ ნაშრომების ყურადღების ცენტრშია სხვადასხვა კულტურული დისკურსის ტექნოლოგიებიისა და ადამიანურ მნიშვნელობათა არა-ადამიანური აგენტების ონტოლოგიური თეატრი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised