პროფესორი იგორ სუნდიევი: „ციფრულობა თავისი ზემოქმედების ძალით ფანტასტიკურ ფეიკს წარმოადგენს“
ინფორმაციული წინააღმდეგობისა და სოციალური დესტრუქციის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემების შესწავლის წამყვანი სპეციალისტის, რუსეთის კრიმინოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორს იგორ სუნდიევის ინტერვიუ ჟურნალის „ოგონიოკის“ კორესპონდენტთან სვეტლანა სუხოვასთან.
- იგორ იურევიჩ, თქვენ იშვიათი სპეციალობა გაქვთ: დესტრუქციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტი. რაზე გეკითხებიან განსაკუთრებით ხშირად?
- დღემდე ყველაზე საჭირბოროტო თემაა „ფერადი რევოლუციების“ წინააღმდეგ ბრძოლა: რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია ქაოსში არ გადაიზარდოს, რომელიც წალეკავს არათუ ხელისუფლებას, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის ჩვეული ცხოვრების წესს და არავითარ რეალურ ცვლილებებს უკეთესობისკენ არ მოუტანს მას. მათ, ვინც გვეკითხებიან, ძირითადად აინტერესებთ პრაქტიკული გამოცდილება, ხოლო სტრატეგია და ტაქტიკა, სამწუხაროდ, ნაკლებად მიმზიდველია მათთვის. ჩვენ განვუმარტავთ ნაბიჯების თანმიმდევრობას: ჯერ ვახდენთ იდენტიფიცირებას იმისა, თუ რა სახის დესტრუქციულ ზეგავლენასთან გვაქვს საქმე, განვსაზღვრავთ, რამდენად საშიშია ის და რა შედეგები შეიძლება მოყვეს მას, ხოლო შემდეგ შევარჩევთ რეცეპტს გრძელი სიიდან.
- დესტრუქციის სახეობები ყოველთვის ერთი და იგივეა.?
- არა, რას ბრძანებთ! ისინი, ისევე როგორც ყველაფერი თანამედროვე სამყაროში, ცვლილებებს ექვემდებარება. დღეს მთავარი მახასიათებელია ციფრულობა: განსაკუთრებით ხშირად ცდილობენ ზემოქმედებას ინტერნეტის, სოციალური ქსელების მეშვეობით, სუპერთანამედროვე გაჯეტების გამოყენებით. როგორ ფიქრობთ, ტოტალური ციფრული კონტროლის ზრდა, რომელსაც ჩვენ ყველგან ვაკვირდებით, თავისთავად ხდება? სრულებითაც არა, ეს ბუნებრივი რეაქციაა ახალ გამოწვევებზე. ციფრული ეკონომიკა, ციფრული მედიცინა, ციფრული განათლება - ეს ყველაფერი არა მხოლოდ აფართოებს თანამედროვე ცხოვრების მოწყობის შესაძლებლობებს, არამედ იძლევა ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების გაკონტროლების საშუალებას. ხოლო სადაც კონტროლია, იქ მიმდინარეობს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.
- ე.ი. ტექნოლოგიურად რაც უფრო სრულყოფილია ცხოვრება, მით უფრო მაღალია მასზე ზემოქმედების რისკი?
- დიახ, ასეა. და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე პარადოქსია. თითქოსდა, ყველა სიახლე მხოლოდ სასიკეთოდ არის შექმნილი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი ტოტალური უნიფიკაცია (მოხმარების, ქცევის დროს და ა.შ.) საზოგადოების იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს, ხოლო სოციუმის შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება. ამ „საფუარის“ გარეშე არ არსებობენ არამარტო რევოლუციები, არამედ ახალი წინსვლითი იდეები; მათ ცვლის იმიტაცია და ყალბი მიზნებისათვის ბრძოლა, რომელიც აბსორბირებს ადამიანების დროს და ენერგიას. ყველა ადამიანი რაღაცით არის დაკავებული, უკან მოხედვის დროც არ რჩება, ყველაფერი ექვემდებარება თავბრუდამხვევ რიტმს. არსებობს ასეთი ჯაზური ტერმინი „ჯემ სეიშენ“ - ფართო გაგებით, ხელოვნური ორგანიზაციული საკითხების უწყვეტი ნაკადი. თანამედროვე სოციუმში ეს ხელთქმნილი მოვლენა, დესტრუქციის პროფილაქტიკა.
- შეგიძლიათ კიდევ უფრო დეტალურად ახსნა?
- რა თქმა უნდა. ჯემ-სეიშენს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამგვარ რიტმში, მიჰყავს იქამდე, რომ ის უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებს რაიმე სახის საპროტესტო მოქმედებებს. ის ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ საწოლამდე მიაღწიოს და შაბათ-კვირას შეძლოს გამოძინება და არაფერზე არ იფიქროს. ამგვარ ეფექტს იწვევს ათჯერ კი არა, ასჯერ გაზრდილი ინფორმაციის ზვავი, რომელიც თავს ატყდება თითოეულ ჩვენგანს არა მხოლოდ სატელევიზიო ეკრანებიდან, არამედ ყოვლისშემძლე სმარტფონებიდანაც. დღეს სოციუმზე ზემოქმედების მეთოდების უმეტესი ნაწილი მიდის იქამდე, რომ ადამიანს შეუმჩნევლად თავს მოახვიონ სასურველი თვალსაზრისი და საინფორმაციო დღის წესრიგი. ეს რაღაცით ჰგავს კონტექსტურ რეკლამას, რომელიც უტევს, როგორც კი რამით დაინტერესდებიან ქსელში.
ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ გველის „კონტექსტური პოლიტინფორმაცია“: სისტემა შეარჩევს გარკვეული შინაარსის მქონე სიახლეებს, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლის პოლიტიკურ არჩევანს. თუ ადამიანი პატრიოტია, მას მოუყვებიან ახალი ქარხნის გახსნის, გემის წყალში ჩაშვების შესახებ და ა.შ., ხოლო თავგამოდებულ ლიბერალს - საზოგადოების ფენებად დაშლის, ეკონომიკაში შეფერხების შესახებ და ა.შ. და ყველა ეს ახალი ამბავი იქნება სიმართლე, მაგრამ უკვე კონკრეტულ პიროვნებებზე გათვლილი. რადგან ადამიანი, რომელიც იღებს მისთვის სინტონურ (თანახმიანი - ”O”) ინფორმაციას და მაქსიმალურად ენდობა მას და მის წყაროს, ხდება უკიდურესად მართვადი. სხვათა შორის, ამაზე მიმართულია ისეთი უწყინარი ტექნოლოგია, როგორიცაა ფეიკების და ქიმერების ჩაყრა.
- მაგრამ ხომ თავად ხელისუფლებამ მიიღო ახლახან კანონი ფეიკების შესახებ, რომელიც მიმართულია სოციალური ქსელებიდან მომდინარე ნეგატიური ნაკადის წინააღმდეგ.
- ყველაფერი სწორია. მაგრამ რა უნდა მივიჩნიოდ ნეგატივად? აქ განსხვავება დაახლოებით იგივეა, როგორც მზვერავსა და ჯაშუშს შორის: პირველი, როგორც ცნობილია, ჩვენი ადამიანია, მეორე - უცხოელ დერჟავაზე მუშაობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციიდან შევხედავთ პრობლემას. ერთი საკითხია, როდესაც საინფორმაციო დღის წესრიგს ადგენს სახელმწიფო სტრუქტურა - მაშინ ფეიკსაც კი ეწოდება „დაუდასტურებული ინფორმაცია“. სრულიად სხვა საქმეა, როდესაც საქმე ეხება უკონტროლო კონტენტს, რომელიც გაჩნდა სოციალური ქსელების წიაღში, მაშინ ეს ცალსახად ნამდვილად ფეიკია. იმავდროულად, სუფთა ტექნოლოგიურად ფეიკური სიახლეების წარმოება მხოლოდ ერთი გზაა ინფორმაციულ სივრცეში დომინირების მიზნის მისაღწევად.
- და რა არის თვით დომინირების მიზანი?
- ყველას თავისი აქვს. მაგრამ არის ერთი საერთოც - სტატუს-კვოს შენარჩუნება, სტაბილურობის კონსერვაცია შენარჩუნდება. გარკვეულ ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა სიტუაცია კონტროლზე აიყვანოს, ყოველგვარი ძვრებისგან თავის არიდების მიზნით. მაგრამ ისინი იძულებულნი არიან გააკეთონ რაღაც, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ზეწოლას. გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს ასე არ არის. ყველაფრის კონტროლის ქვეშ მოქცევა ნებისმიერი ხელისუფლების სანუკვარი ოცნებაა დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. განსხვავება მხოლოდ იმ მეთოდებშია, რომლითაც იგი მიიღწევა. ჩინეთში, მაგალითად, ფსონი იდება მოქალაქის სოციალურ რეიტინგზე, როდესაც „არასწორი ქცევისთვის“ მას შეიძლება უარი უთხრან კრედიტის აღებაზე, სამსახურში აყვანაზე და ა.შ. დასავლეთმა ორიენტაცია აიღო მოსახლეობის „ციფრულ კონტროლზე“ (იდეალში, მთელ პლანეტაზე), რითაც ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა თავისი სოციუმის უსაფრთხოება დანაშაულისგან, ტერორიზმისგან და ა.შ.
- როგორ დაეხმარება დესტრუქცია ასეთ ამოცანას?
- თუ მიზანია საზოგადოების კონსერვირება, მსოფლიო წესრიგის ამჟამინდელი მოდელის არსებობის გახანგრძლივება, სხვის ხარჯზე მისი მიღწევა უფრო მოსახერხებელი და ხელსაყრელია. ასე რომ, გარე დესტრუქციის ორგანიზება თანამედროვე პოლიტიკის ერთ–ერთი საყვარელი მეთოდია. ყველაზე ქმედითი გზაა ლოკალური კონფლიქტის გაჩაღება. თუმცა, კონფლიქტები მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. სოციუმის დესტრუქციას იწვევს ფსიქიატრიული კატასტროფაც - ექსტრემალური ფსიქოლოგიური პროცესების გენერაცია და სასაზღვრო ექსტრემალურ მდგომარეობათა გადახრა ფსიქოსომატურ დაავადებებსა და ფსიქიატრიულ დარღვევებში. სასაზღვრო მდგომარეობაში მყოფი ინდივიდები წარმოადგენენ „დამუხტულ“ დესტრუქციულ ელემენტებს, რომელთა გამოყენება შეიძლება, მაგალითად, UBER-ტერორიზმში.
- სად უნდა გამოიყენონ?
- ეს ახალი ტერმინია. დღეს კლასიკური ბოევიკები ნაკლებად მოთხოვნადია, ტერაქტის მთავარ მომზადებას ისინი კი არ აწარმოებენ, არამედ მოქალაქეები, რომლებიც თანაუგრძნობენ მას. ასეთი ადამიანები ტერორისტებიც კი არ არიან სიტყვის სრული გაგებით: ისინი დახმარებას უწევენ ბოევიკებს ფულით, აძლევენ თავშესაფარს, მიჰყავთ შესაბამის ადგილამდე, გადაცემენ მნიშვნელოვან ტვირთს. პირადად მე ის გარემოება მაწუხებს, რომ ხელისუფლება უფრო ხშირად აძლევს ასეთ შემთხვევებს არა ტერაქტის კვალიფიცირებას, არამედ „მძიმე დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინეს არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებმა“. ჩემთვის გასაგებია, რა იმალება ამის უკან: ასე რომ არ მოიქცნენ, სტატისტიკა დაადასტურებს ტერაქტების რიცხვის ზრდას, მილიარდობით დახარჯული სახსრების მიუხედავად.
სოციუმზე ზემოქმედების კიდევ ერთი დესტრუქციული მეთოდია ტექნოგენური აუტიზმის მაქსიმალური განვითარება. საუბარი ეხება ადამიანის ჩართულობას „ციფრულ პლატფორმაზე“ გაჯეტების საშუალებით, რაც ცვლის მის აღქმას: მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენების დამოუკიდებელი შეფასების ნაცვლად, ის დაკავებულია მისი ინტერპრეტაციის ძიებით. ადრე თუ გვიან, ასეთი პრაქტიკა იწვევს ინტერნეტმომხმარებლის ყურადღების კონცენტრირებას ე.წ. ზოოპოპულაციურ მოთხოვნილებებზე (გენდერული ქცევა, კომუნიკაცია და სტატუსის როლები). ამასთან, ტექნოაუტიზმი გარდაუვლად იწვევს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტების დრო მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკის თანახმად, 10 წელიწადში სამჯერ. მე არ ვსაუბრობ ამ „ურთიერთობების“ ხარისხზე - მისი ყველა ლაიქით, ემოძი და მესიჯის ტვიტერ-ლაკონურობით. თანამედროვე ტექნოლოგიები, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიკეთესაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის და საშიშროებასაც. მათი წყალობით შეიძლება იმის გაკეთება, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი ჩანდა. მაგალითად, აიძულო სოციუმი მიიღოს ტაბუ და თავისი აზრი საპირისპიროზე შეცვალოს.
- მაგრამ ეს არ არის დესტრუქციული ტექნიკა!
- დიახ. ასეთი ტექნოლოგია აღწერილი იყო ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჯოზეფ ოვერტონის ნამუშევრებში და მას უწოდეს „ოვერტონის ფანჯრები“. საუბარია კონკრეტული პრობლემის ან მოვლენის აღქმის თანმიმდევრულ ცვლილებებზე. ოვერტონმა ორი მაგალითი მოიყვანა - საზოგადოების მიერ ჰომოსექსუალობისა და კანიბალიზმის მიღება. პირველი განსაკუთრებით იყო ტირაჟირებული, ამიტომ მეორეზე შევჩერდები. კანიბალიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლამდე მკვეთრად უარყოფითიდან მის მიღებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა რჩება. ჯერ მოხდება კანიბალიზმის ისტორიის ტირაჟირება ინტერნეტსა და ტელევიზიაში. შემდეგ ეჭვის შეტანა ამ მოვლენის ნეგატიური შეფასების სისწორეში მეცნიერთა დახმარებით (ვითომდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ბიოლოგიის სამყაროში). მესამე ნაბიჯია ისტორიული ფაქტების ილუსტრაცია: მაგალითად, XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ადამიანის ხორცი და ორგანოები ინგლისის აფთიაქებში იყიდებოდა, რადგან მიჩნეული იყო, რომ ისინი დაავადებას კურნავენ (რაც მართალია).
შემდეგ საჭირო იქნება სამეცნიერო კონფერენციის მოწვევა და საკითხის განხილვა, დასაშვებია თუ არა კანიბალიზმი ექსტრემალურ სიტუაციებში. მეხუთე ნაბიჯია მხატვრული ფილმების შექმნა იძულებითი კანიბალიზმის თემაზე (თვითმფრინავი ჩამოვარდება ჯუნგლებში). დაბოლოს, მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის კანიბალიზმზე უფლების კანონით დამტკიცება. ოვერტონის დროიდან 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა - სიჩქარე, რომლითაც დღეს შეიძლება სოციუმის ასე დამუშავება. დღეს „ოვერტონის ფანჯრებს“ ფორსაჟულ რეჟიმში ხსნიან, შედეგის მისაღწევად არ ხარჯავენ 5-10 წელიწადს და მიზანს რამდენიმე თვეში აღწევენ. თანამედროვე საზოგადოება ნაკლებად ხდება რაიმე მტკიცებულების, ინფორმაციის სანდოობის და მეცნიერული დასაბუთების ღირსი.
- გამოდის, რომ სოციუმისთვის სულ ერთია, მნიშვნელოვანია თუ არა ინფორმაცია?
- ძირითადად, დიახ. საზოგადოებას სჭირდება უბრალოდ ინფორმაცია, მართალია ის თუ მცდარი - თავად მოქალაქე გადაწყვეტს. ინფორმაცია ყოველთვის არის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. მთელი ხრიკი იმაშია, რომ ინფორმაციის სისწორეს ან სიცრუეს არ განსაზღვრავს მისი მომხმარებელი. ყოველთვის ასე იყო: XIX საუკუნეში ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება იყო ის, რასაც დაწერდა „Times“, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში ხალხი ენდობოდა სატელევიზიო ახალ ამბებს, დღეს კი არბიტრის როლს სოციალური ქსელები ასრულებენ.
- გამოდის, რომ, ვინც აკონტროლებს სოციალურ ქსელებს, ის არის …
- არა, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. თქვენ კვლავ დაგავიწყდათ ფეიკები, მასთან კი ყველა უახლესი ტრენდია დაკავშირებული. მაგალითად, უახლესი წარსულიდან აქტიურად ციფრულობის თემას განიხილავენ. ხშირად შეგიძლიათ გადააწყდეთ ინფორმაციას, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მნიშვნელოვან გარღვევას ახორციელებს ტექნოლოგიებში, ხოლო რუსეთი ჩამორჩება, რადგან იზოლირებულია. ციფრულობა თავისი ზემოქმედების ძალით ფანტასტიკურ ფეიკს წარმოადგენს.
- ესეც ფეიკია?
- რა თქმა უნდა. ფეიკი ხომ არა მხოლოდ სუფთა სახის სიცრუეა, არამედ ინტერპრეტაციაც, რომელიც ამახინჯებს რეალურ ვითარებას. ამ შემთხვევაში, ფეიკს საფუძვლად უდევს ნამდვილი სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, დასავლეთში რობოტები ათასჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. და მერე რა? რამდენი ადამიანი გამოთავისუფლდა რობოტიზაციის შედეგად და რა ბედი ეწია მათ? და რაც მთავარია: მომგებიანია ეს თუ არა? რობოტს შეუძლია თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობა, მაგრამ ეს იაფი არ ჯდება. დიახ, მას შეუძლია 20-მდე ადამიანი გამოათავისუფლოს, მაგრამ ის იმუშავებს ამ რიტმში მაქსიმუმ ხუთი წლის განმავლობაში (უფრო მეტად, სამი წლის განმავლობაში), შემდეგ კი მისი შეცვლა გახდება საჭირო, მაგრამ ამ დროისთვის ის მისი შექმნის ინვესტიციების განაღდებასაც ვერ შეძლებს. დიახ, არსებობს სფეროები, სადაც რობოტები აუცილებელია, მაგალითად, ქირურგიაში. მაგრამ ამგვარი ოპერაციების თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ამას ადამიანი გააკეთებდა. უკვე დასავლეთშიც სპეციალისტები სიმართლის თქმას იწყებენ.
ფრანგულ „Figaro“-ში ახლახან გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ეკონომისტებთან, სადაც მათ აღიარეს, რომ განცვიფრებული დარჩენ იმ კონტრასტით, რომელიც არსებობს 1945-1975 წწ. გარღვევაში, მესამე სამრეწველო რევოლუციის ტალღაზე და მორიდებულ ცვლილებებს შორის ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის, აშშ-სა ან გერმანიის ეკონომიკებს შორის. ისინი მხოლოდ რიგი ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით ღირებულებების გადაადგილების თვითმხილველები არიან, რომლებიც რეალურად არ ქმნიან ეროვნულ სიმდიდრეს. და ეს გასაგებიც არის: იმაზე მეტი საქონლის წარმოებას, ვიდრე უკვე არსებობს, აზრი არ აქვს - გადაჭარბებით არის წარმოებული.
- მაგრამ ეს მდიდარ ქვეყნებში ხდება ...
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ინტერპრეტაციას მივცემთ ფაქტებს. ის, რაც უკვე წარმოებულია, საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ სრულად აღმოვფხვრათ შიმშილი პლანეტაზე, და თუ დედამიწაზე ვინმე შიმშილობს, ეს უფრო პროდუქტების გადანაწილების პრობლემაა, ვიდრე მათი ფიზიკური არარსებობის. დღეს მსოფლიოში საკვების მხოლოდ 40 პროცენტს მოიხმარენ, ასე რომ, პოლიტიკური ნებაა საჭირო, თორემ ყველა 7 მილიარდის გამოკვებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ციფრებიც თავისთავად მეტყველებენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწის მაცხოვრებელთა 900 მილიონი შიმშილობს, ხოლო 1,5 მილიარდი ადამიანი ჭარბი წონის გამო იტანჯება. გამოდის, რომ შიმშილი, შრომის ანაზღაურების საზღვრები, ზემოგების სიდიდე და სხვა ცნებები ხელოვნურად არის შექმნილი.
- კიდევ ბევრია ასეთი ხელოვნურად შექმნილი?
- რადგან დავიწყეთ - უნდა დავასრულოთ. ავიღოთ კიდევ ერთი ფეიკი, რომელიც მტკიცედ ჩაიბეჭდა მილიონთა გონებაში: ტექნოლოგიური თვისებრივი ნახტომის მიღწევა ვერ ხერხდება. ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა „დახურვის ტექნოლოგია“. აქ საუბარია ისეთ გამოგონებებზე, რომლებიც იძლევა რომელიმე პრობლემის კარდინალურად შეცვლის შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მაგალითად, ცნობილმა კონცენრმა „Toyota“-მ ერთხელ პრეზენტაცია გაუკეთა ელექტროსკუტერს. ერთი დამუხტვით მას შეეძლო 2 ათასი კილომეტრის გავლა მაქსიმალური სიჩქარით 200 კმ/სთ. მაგრამ მისი მასობრივი წარმოება არ განხორციელებულა. რატომ, ვფიქრობ, გასაგებია.
თქვენთვის ცნობილია, რომ პირველი „ცივი პლაზმური“ აკუმულატორები ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ შეიქმნა? ისინი კასრის ზომის იყვნენ, შეეძლოთ 500-კაციანი საშუალოსტატისტიკური დასახლების განათება ერთი თვის განმავლობაში. თქვენი აზრით, რატომ ელოდებოდა მათ სკუტერის ბედი? იმავე მიზეზის გამო: ასეთი მოწინავე ტექნოლოგია ხურავდა მთელ სამრეწველო სექტორებს, რომლებიც ახლა წარმოადგენენ მრავალი ინდუსტრიული ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველს, ცვლიდა მსოფლიოს ნაცნობ სურათს. შედეგად, დღეს უსარგებლო წარმოებაზე იხარჯება პლანეტის ფასდაუდებელი და გაუნახლებადი რესურსები, ხოლო საინფორმაციო დღის წესრიგში დღეს განვითარების ახალი ჰორიზონტები კი არ არის, არამედ ციფრულობაა.
- და როდის აეხილება თვალი მსოფლიოს?
- რეიმონდ კურცვეილმა (ამერიკელი გამომგონებელი და ფუტუროლოგი) მსოფლიოს დრო მისცა საუკუნის შუა პერიოდამდე, რის შემდეგაც, მისი გათვლებით, ჩვენ აღმოვჩნდებით ბიფურკაციის წერტილში (სისტემის კრიტიკული მდგომარეობა). თუმცა, ალბათ, კაცობრიობას ასეთი დრო აღარც აქვს რეზერვში ...
- რატომ ?
- გაჩნდა ახალი საფრთხეები. ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო პირობითი სახელწოდება „შროდინგერის ომი“ - ცნობილი ავსტრიელი ფიზიკოსის, ერვინ შროდინგერის სახელის მიხედვით, რომელიც შეისწავლიდა გაურკვევლობის თეორიის საკითხებს. აქ საუბარია არაკონტროლირებადი პროცესის წარმოქმნის - საზოგადოების მაქსიმალური დეზორიენტაციისა და ქაოტიზაციის შესახებ სწორედ ამ გაურკვევლობის ზრდის გამო. პროცესს საფუძვლად უდევს გამანადგურებული მექანიზმის თვითჩართვა, თავიდან ნაკლებად შესამჩნევი, შემდეგ სამოტივაციო სისტემების განადგურება, რომლის დროსაც ადამიანის საჭიროებების სტრუქტურის შეცვლა შეუძლებელს ხდის საქმიანობის სოციალურად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, ანუ იწვევს შემოქმედებითი შექმნის და ემპათიის მოთხოვნილების დაკარგვას.
- შეგიძლიათ განმარტოთ?
- შევეცდები. იყო ასეთი ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ, მან შესთავაზა „საჭიროებების პირამიდის“ კონცეფცია, რომელსაც მისი სახელი დაერქვა. მან მოახდინა მათი რანჟირება ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის მიხედვით. მას საფუძვლად უდევს ადამიანის ვიტალური მოთხოვნილებები (სიცოცხლის მატერიალური უზრუნველყოფის ორგანული მოთხოვნილებები, მაქსიმალურად მაღალ რანგსა და სტატუსში, ასევე უსაფრთხოებაში, გვარის გაგრძელებაში და ა.შ.), ხოლო მის მწვერვალზეა შემეცნებითი, ესთეტიკური მოთხოვნილებები და თვითაქტუალიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, შემოქმედების და პიროვნული განვითარების მოთხოვნილება იმაშია, რაც განგვასხვავებს ჩვენ, ადამიანებს, მაიმუნებსა და ზოოპოპულაციისგან. როდესაც ეს პირამიდა მუშაობს, ევოლუცია წინ მიიწევს.
- წინააღმდეგ შემთხვევაში რა - ცხოვრება ჩერდება?
- ცხოვრება არ ჩერდება. აი განვითარება კი ... დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას შესაძლებლობა აქვს დააკმაყოფილოს „მასლოუს პირამიდის“ ძირითადი მოთხოვნილებები და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადოს, რაც არ მომხდარა წინა საუკუნეებში. ამის წყალობით, სოციალურ ქსელებში, ფილოსოფიური კამათის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ უამრავ სელფს და მილიონობით პოსტებს საკვების შესახებ. მაგრამ უმაღლესი მოთხოვნილებების რელიზაციის სწრაფვასთან დაკავშირებით კი (ისევ უმრავლესობაში) - პრობლემებია. ეს მოძრაობა ყოველმხრივ შეფერხებულია, მაგალითად, ცხოვრების მდიდრული სტილის თავსმოხვეული რეკლამით. ადამიანებს აქტიურად შთააგონებენ, რომ შემოქმედებისა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა ქიმერაა, ხოლო ცხოვრების აზრი მხოლოდ ფულის შოვნაშია, თანაც აქ და ახლა. არსებითად, ე.წ. მოხმარების ცივილიზაცია თვითგანადგურების გზაზე დგას: ადგილი აქვს უმაღლესი მოთხოვნილებების დესტრუქიას, რომელთა ადგილს იკავებენ უმდაბლესები, ხოლო სოციუმი იწყებს დეგრადაციას.
- ალტერნატივა არ არის?
- პირიქით, არის, მაგრამ ის მოითხოვს სოციუმისგან გარკვეულ დაძაბულობას: საფრთხეების დონის გაცნობიერებას, განვითარების სხვა ვექტორზე გადასვლის აუცილებლობის გააზრებას და ა.შ. მაგრამ როგორ მივაღწიოთ მოხმარებით გატაცებული კაცობრიობისგან ამ ახალ შერაცხადობას, როგორც ჩანს, არავინ იცის ...
================
"beaware of nanotechnology to replace organic cells of the body. It would create a robot still, because your physical cells would be replaced with tiny machines still controlled by someone other then you..." dangerous
https://thedoctorweighsin.com/ heart-disease-prevention/ ?fbclid=IwAR0tx8bYk6Pv_BQj4JqcsoqxhXJnV2P 989ZcQCQV0gGuM5nKlpNdMcS3wwI
https://planeta.ru/campaigns/ futurecollector?fbclid=IwAR3KXZYqVSjQ1x50 8Lhbbff-VRINbpiUga0tPf4ApQHueldk9CTnFnKY DCE
https://elibrary.ru/ item.asp?id=22574885&fbclid=IwAR1pO3Xv-qf OtGhevaNulY_FtX1awQm-tlC75jZUYgurqxRqFF1 k57XrOwg
https://boomstarter.ru/projects/954548/ uchastie_studentov_moskvy_v_konkurse_po_b ioinzhenerii_igem?fbclid=IwAR1CzivzUpIkF IMYP7VxyexM-CHw669s1Qc63akq95K1TvkBTliVj M9k0EM

В мире ограниченное количество душ и неограниченное количество тел."
Марина Ц.
"Люди прощают всё, кроме уединения."
Марина Ц.
"Люди прощают всё, кроме уединения."
–"Огню: не гори, ветру: не дуй, сердцу: не бейся. Вот что я делаю с собой"- М.Ц
"Книжки нужны, а поэты нет" М.Ц
Возьмите все, мне ничего не надо.
Возьмите все, мне ничего не надо.
И вывезите в..................................
Как за решетку розового сада
Когда-то Бог – своей рукою – ту.
Как за решетку розового сада
Когда-то Бог – своей рукою – ту.
Возьмите все, чего не покупала:
Вот ................., и ......, и тетрадь.
Я все равно – с такой горы упала,
Что никогда мне жизни не собрать!

Да, в этот час мне жаль, что так бесславно
Я прожила, в таком глубоком сне, –
Щенком слепым! – Столкнув меня в канаву,
Благое дело сотворите мне.

И вместо той – как ......................
Как рокот площадных вселенских волн –
Вам маленькая слава будет – эта:
Что из-за Вас ...... – новый холм.
Как рокот площадных вселенских волн –
Вам маленькая слава будет – эта:
Что из-за Вас ...... – новый холм.
23 мая 1920
https://thedoctorweighsin.com/
https://planeta.ru/campaigns/
https://elibrary.ru/
https://boomstarter.ru/projects/954548/
https://sciencebasedmedicine.org/ acupuncture-doesnt-work/ ?fbclid=IwAR34fPzzSBER4DekEvGjzgpZcBL3p-W HdVip7hjTLLisDGBvqT-zgrSyAl8
https://www.kizoo.com/en.html
KIZOO provides mentoring, seed and early-stage financing with a focus on rejuvenation biotech.
https://www.technologyreview.com/s/614078/transhumanists-live-forever/?fbclid=IwAR0JS5mlmMOEwADQuFe1QJlk5LrmJRNXKWpcKATe2NK8iZuJDHOWtcXOT1g
Life Extension Advocacy Foundation
Published on Aug 23, 2019 At Ending Age-Related Diseases, Michael Greve discussed the Forever Healthy Foundation and its Rejuvenation Now initiative along with the current state of rejuvenation biotechnology, including companies and therapies, and a direction for the future of this emerging industry. https://www.technologyreview.com/s/
ВСПОМОГАТЕЛЬНЫЕ РЕПРОДУКТИВНЫЕ ТЕХНОЛОГИИ КАК ФАКТОР КРИЗИСА ИДЕНТИЧНОСТИ ЛИЧНОСТИ
ВЫСОЧИНА Ю.Л.1 https://elibrary.ru/ |
Neuroscientists Decode Human Thoughts into Text in Real-Time
https://www.ecstadelic.net/e_news/ neuroscientists-decode-human-thoughts-int o-text-in-real-time?fbclid=IwAR1OJqKYV-L PY373TQXhot3fEjqh6fi9q1qzVlQIJ6tqZPoNh1H TY55y-fY
https://www.ecstadelic.net/e_news/
http://chuyko.ru/index.php/2-actual/
Человеческий вид переживает сейчас переломный момент своей истории, при котором привычные модели поведения и существующие средства достижения целей становятся неадекватными. Это создает непредсказуемые ситуации и конфликты. В результате деятельность нашего вида в границах создавшей его биосферы становится губительной для нас самих же. Мы неадекватно оцениваем своё место, роль и связи в окружающем нас мире. Эта неадекватная оценка ведет к таким же неадекватным действиям, которые имеют губительные последствия как для окружающего мира, так и для нас самих . Эта оценка не учитывает системный характер окружающей человека среды – биосферы – и значение этой системности для существования и развития нашего вида. Став к настоящему времени доминирующим видом на планете, человек ошибочно рассматривает биосферу как ресурсное приложение бесконечной хозяйственной емкости, призванное обеспечить его питанием, одеждой и жильем, удовлетворять его сиюминутные прихоти. Homo Sapiens – не первый доминирующий вид в истории биосферы. Однако участь прежних биосферных доминант незавидна. Все они вымерли. |
Автор: А.Гасанов.
Мы живем в эпоху АНТРОПОЛОГИЧЕСКОЙ КАТАСТРОФЫ! Интенсивно бегущий человек, делающий на ходу "селфи", стремится удовлетворить свои нарциссические потребности. В ситуации тотальной суеты, человек теряет культурные ориентиры, приобретает моральную слепоту и обречен на затуманенность сознания. Постмодерн выбил из под нас духовные опоры и мы растеряли ИНСТИТУТ СТАРШИНСТВА. Обложившись гаджетами, мы обрекли себя на жизнь, все больше и больше теряющую смысл. Эта ситуация создает озабоченность, попытку остановиться и УСИЛИТЬ МЫСЛЬ. В 80-ых гг. прошлого столетия, предвосхищая эпоху, об этом рассуждал Мераб Константинович Мамардашвили. |
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised