воскресенье, 18 августа 2019 г.

რატომ არის გარდაუვალი რელიგიური ომები?

რატომ არის გარდაუვალი რელიგიური ომები?
ავტორი - ფსიქოლოგი, მღვდელი იგორ პოლიაკოვი
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მე შევეცდები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. რელიგიურ ომს ძალიან ფართო ინტერპრეტაციას მივცემ - ეს არის არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებები სახელმწიფოებს ან ადამიანთა ჯგუფებს შორის, არამედ ადამიანებს შორის პირადი ურთიერთობები, ასევე ადამიანის  დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.
როგორც მღვდლის, ისე ფსიქოლოგის ჩემი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პირად ურთიერთობებში და, განსაკუთრებით, ადამიანის საკუთარ თავთან მიმართებაში, შეიძლება არსებობდეს წარმოუდგენელი და, სამწუხაროდ, ულევი სიძულვილი. ჩემი დაკვირვებით, რელიგიურ ადამიანებს, მე უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლებს ვგულისხმობ, აგრესიის გაცილებით მაღალი დონე აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურობა ხელს უწყობს ადამიანის აგრესიის განვითარებას. ეს აზრი არ არის ახალი.
           ცნობილი რუსი და საბჭოთა ფსიქიატრი პ.ბ. განუშკინი ჯერ კიდევ 1901 წელს წერდა სტატიაში „ავხორცობა, სისასტიკე და რელიგია“: „სამი გრძნობა, ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული, - ღვარძლი, სექსუალური სიყვარული და რელიგიური გრძნობა - ... ერთმანეთთან ძალიან დაახლოებულია ... ეს სამი გრძნობა ერთმანეთს ემთხვევა ან ერთმანეთთან შერეულია თვალში მოსახვედრი საზღვრების გარეშე“.  ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ცნობილი მეცნიერის ეს სტატია აკრძალული იყო ცენზურის მიერ პუბლიკაციისათვის რუსეთში და პირველად დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე. შევეცადოთ გავარკვიოთ, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული აგრესია და რელიგიური გრძნობა, როგორ საზრდოობს და მხარს უჭერს ერთი მეორეს.
         ადამიანისთვის ბუნებრივია რისხვის, გაბრაზების განცდა, როდესაც ეს გრძნობები რეაქციაა აგრესიასა და დამცირებაზე. მრავალი რელიგიური სწავლება გმობს და კრძალავს ამ გრძნობების გამოხატვას და ამით ადამიანს ორაზროვან მდგომარეობაში აყენებს: როდესაც აგრესიის, უსამართლობის და დამცირების მოწმე ხდება, ადამიანმა, რელიგიური წესების მიხედვით, არ უნდა განიცადოს ამ შემთხვევაში ბუნებრივი განცდები, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს გრძნობები არსებობენ და ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ხოლო რა უნდა მოვუხერხოთ, ეს რელიგიური ადამიანისთვის გაუგებარია. ამიტომ მხოლოდ ერთი რამ არის დარჩენილი - ფსიქოლოგიური დაცვის გამოყენება „აკრძალული“ გრძნობების წინააღმდეგ.
       ყველაზე გავრცელებული დაცვაა განდევნა და ჩახშობა. უსიამოვნო განცდა განიდევნება ცნობიერებიდან, ადამიანი თითქოს საკუთარ თავს ეუბნება: „ეს ჩემი არ არის“. მაგრამ ცნობიერიდან განდევნილი განცდა მაინც რჩება მის ფსიქიკაში, მუდმივად ახსენებს თავს აკვიატებული აზრების და აკვიატებული ქცევის სახით, რომლის შესახებაც რელიგიური ადამიანი ჩვეულებრივ ეუბნება საკუთარ თავს და სხვებს: „ეს არ არის ჩემი, ეს დემონების ხრიკებია”. აქ მე იძულებული ვარ დავამწუხრო მორწმუნეები და განვუმარტო, რომ მათი ფსიქიკა ემორჩილება იმავე კანონებს, როგორც ჩვეულებრივი, ურწმუნო ადამიანების ფსიქიკა. ამ შემთხვევაში, მორწმუნე ადამიანი, ისევე როგორც ურწმუნო, შეეცდება განთავისუფლდეს საკუთარი ფსიქიკის უსიამოვნო შინაარსისგან პროექციის სახით.
      მაგალითად, თქვენი დათრგუნული აგრესიის პროეცირება სხვა სარწმუნოების ადამიანებზე, ურწმუნოებზე ან უბრალოდ მეზობლებზე. ასეთ ადამიანს მიაჩნია, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა განწყობილი, რომ სამყარო მტრული და საშიშია. რელიგიურ პარადიგმაში - სამყარო ეშმაკს ექვემდებარება. ალბათ, ბევრს შეუნიშნავს რელიგიური ადამიანების გულჩათხრობილობა და აგრესიული საქციელი. კარგი ილუსტრაციაა ჩემი სტატიების შესახებ მორწმუნეთა კომენტარები. რა თქმა უნდა, ასეთი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ აუცილებლად იწვევს აგრესიული ქცევის სურვილს, რომელიც ასევე უნდა იყოს ჩახშობილი. გამოხატული აგრესიული ქცევაც კი არ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი აგრესიისგან, უფრო პირიქით, აძლიერებს მას, რადგან ადამიანი იწყებს თავისი თავის საყვედურს და დასჯას ამის გამო. ფსიქიკის დაგროვილი და დათრგუნული შინაგანი აგრესიისგან განთავისუფლებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, იმის აღიარება, რომ ის არსებობს და მისი წარმოშობა ბუნებრივია ადამიანისთვის და, რაც მთავარია, ადამიანს უნდა შეეძლოს მისი გამოხატვა სოციალურად მისაღები, უსაფრთხო გზით, რითაც ათავისუფლებს თავის ფსიქიკას აგრესიისგან. ეს ყველაფერი სრულებით არ არის ხელმისაწვდომი რელიგიური ადამიანისთვის. და ამის უამრავი მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, არსებობს „ღვთიური“ მითითება იმის შესახებ, თუ რომელი გრძნობები შეიძლება ჰქონდეს მორწმუნე ადამიანს და რომელი არა. მრისხანება, აგრესია, რა თქმა უნდა, დაუშვებელი  გრძნობებია.
 მეორეც, რელიგიურ კულტურაში - მხედველობაში მაქვს მართლმადიდებლობა - არ არსებობს აგრესიის გამოხატვის მექანიზმი. მე ველოდები შეპასუხებას: „აღსარება ხომ არსებობს?“. ოცი წლის განმავლობაში ვისმენდი აღსარებას და ვიცი რა არის ეს. აღსარების დროს ადამიანი ინანიებს ცოდვებს, მათ შორის, თავის „არასწორ“ აზრებსა და გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რა მიზეზით ან რა ვითარებაში გაჩნდა ეს ან სხვა გრძნობა. მაგალითად, გაბრაზება სამსახურიდან უსამართლო განთავისუფლების გამო ცოდვაა, გაბრაზება იმის გამო, რომ მთვრალმა ქმარმა ხელი აღმართა ცოლზე  - ცოდვაა და მისი მონანიებაა საჭირო.
ბუნებრივი და მართებული რეაქცია იგმობა და იკრძალება, ეს კი ადამიანს უმწეობის განცდას აძლევს და საკუთარი თავისგან გაუცხოებას იწვევს. განსვლის ლოცვაში, რომელსაც მღვდელი კითხულობს აღსარების შემდეგ, ასეთი სიტყვებია: „უფალო და ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე ... შეუნდე მონას შენსას ყველა ჩადენილი ცოდვა ...“. ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება ჰქონდეს მომნანიებელს, მისი ცუდი ქცევის შენდობა, ხოლო როგორ უნდა იცხოვროს,  რომ არ განიცადოს „აკრძალული“ გრძნობები, ამის შესახებ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი. ადამიანს აღსარების შემდეგ მხოლოდ ერთი რამ რჩება - კვლავინდებურად გააგრძელოს გონებიდან სიბრაზისა და აგრესიის განდევნა და მათი ფსიქიკაში დაგროვება.
 ასე რომ, რაც უფრო მეტია დაგროვილ ფსიქიკაში სიბრაზე და აგრესია, მით უფრო დიდია მათგან განთავისუფლების სურვილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელიგიურ პრაქტიკაში არ არსებობს დაგროვილი სიბრაზის ეფექტურად გამოხატვის მექანიზმი. მაშასადამე, საკუთარი სიბრაზე გამოიხატება ან გარეგნულად, სოციუმში, - ამისათვის რელიგიური ომები ძალიან კარგია, ან საკუთარი თავის მიმართ, აუტოაგრესიის სახით. აგრესია საკუთარი თავის მიმართ, - შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ რელიგიური ომია, და მართლმადიდებლობაში განსაკუთრებით აღიარებულია. ეს გამოიხატება დამაუძლურებელი ლოცვის წესის შესრულების, მკაცრი მარხვისა და საეკლესიო წესების დაცვის სურვილში, ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებაში. ასეც ამბობენ: „დრე-ღამის წირვას დავესწარი“. ეს ამაყად ჟღერს, თითქოს ამბობენ: „ტანჯვა ბოლომდე გადავიტანე!“
მაგრამ ასეთ რელიგიურ ცხოვრებაში მთავარია საკუთარი დანაშაულის მუდმივი განცდა და სასჯელის ძებნა, რომელიც ამ დანაშაულს დროებით შეამსუბუქებს. უკვე აღინიშნა, რომ დანაშაული ჩნდება, როგორც საკუთარ ბუნებრივ გრძნობებზე რეაქცია, მაგრამ რელიგიური აკრძალვის ქვეშ მყოფი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მორწმუნეს ასეთი ცხოვრება მოსწონს.
 არსებობს  ჩახშობილი ნეგატიური გრძნობების გამოხატვის კიდევ ერთი შესაძლებლობა - ლიტერატურული შემოქმედება. მართლმადიდებლობაში, ეს წმინდანთა ცხოვრებაა. ავიღოთ დიმიტრი როსტოველის (1651-1709) ყველაზე ავტორიტეტული და პატივსაცემი „ცხოვრება“. ავტორმა შემოქმედებითად გადაამუშავა მის დროს ცნობილი „ცხოვრება“ და თავისი წარმოსახვის წყალობით ოთხ ტომამდე შეავსო. რა დაამატა მან ნაწარმოებს? მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.
   წმინდა მოწამე ვასილი ანკირსკი (ხსოვნის დღე 1 იანვარი): „... იგი ჩამოკიდეს ხეზე და მისი სხეული უმოწყალოდ ჯიჯგნეს  რკინის იარაღით ... ამის შემდეგ მტანჯველებმა დაიწყეს წამებულის სხეულის გაჭიმვა ისეთი ძალით, რომ ძვლები ამოუვარდა სახსრებიდან; ასევე ქრისტეს მეომარს კანი ქამრებად ააჭრეს და მის სხეულს გავარვარებულ რკინის ჩხირებს ურჭობდნენ“.
        წმინდა მოწამეები იულიანე და ვასილისა (ხსოვნის დღე 8 იანვარი): „ჯერ მან უბრძანა ხელ-ფეხის თითებზე შემოეხვიეთ ცხიმში ამოვლებული ნართი და ცეცხლი წაეკიდათ ამ ნართისთვის. შემდეგ მან უბრძანა კანი გადაეტყავებინათ იულიანეს და კელსიას თავიდან, ხოლო ნეტარი პრესვიტერისთვის ანტონისა და ანასტასისთვის თვალები დაეთხარათ. ამის შემდეგ წმინდანები მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად“.
 წმინდა მოწამე ტატიანა (ხსოვნის დღე 12 იანვარი): „შემდეგ მან უბრძანა წმინდანის გაშიშვლება და მისი სხეულის სამართებელით დასერა. მისი ქალწულის სხეული თოვლივით თეთრი იყო, და როდესაც დაიწყეს მისი ჭრა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე მოედინებოდა და დიდ კეთილსურნელებას ავრცელებდა, თითქოს არომატით სავსე ჭურჭლიდან მოდიოდა. შემდეგ ის ჯვარედინად დააწვინეს მიწაზე და დიდხანს ურტყავდნენ კვერთხებს ... წმიდა ტატიანა პრეტორში წაიყვანეს, ჩამოჰკიდეს იქ და დიდხანს აწამებდნენ რკინის კაკვებით და ძუძუს თავებიც კი მოაგლიჯეს. ... წმიდა ტატიანა კვლავ ჩამოჰკიდეს და კვლავ აწამებდნენ მის სხეულს ... შემდეგ წმინდანი ცეცხლში ჩააგდეს“.
          წმინდა მოწამე ვერა (ხსოვნის დღე 17 სექტემბერი): „ის ჩუმად იტანდა ტანჯვას, თითქოს მას კი არ ურტყავდნენ სხეულზე, არამედ სხვას. როდესაც წარმატებას ვერ მიაღწია, მწვალებელმა უბრძანა მოეჭრათ მისი ქალწულებრივი მკერდის ძუძუს თავები. მაგრამ ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძე მოედინებოდა. შემდეგ ის ჩამოჰკიდეს და მის სხეულს რკინის კაკვებით გლეჯდნენ, მაგრამ ჭრილობებიდან საოცარი კეთილსურნელება მოდიოდა“.
         წმინდა მოწამე აგაფია (ხსოვნის დღე 5 თემერვალი): „მხედარმთავარმა უბრძანა მსახურთ უფრო ძლიერად ეწამებინათ აგაფია, შემდეგ რკინის მარწუხებით ძუძუსთავები მოეგლიჯათ და მოეჭრათ“.
 წმინდა მოწამე ანასტასია (ხსოვნის დღე 11 ნოემბერი): „მან უბრძანა სამართებელით მოეჭრათ მისთვის ძუძუს თავები. წმინდანი სისხლისგან იცლებოდა და დაუძლურებულმა წყალი ითხოვა დასალევად. მტანჯველმა უბრძანა ხელ-ფეხის თითებიდან ფრჩხილები ამოეგლიჯათ, შემდეგ მოეკვეთათ ხელ-ფეხი და ყველა კბილი ჩაემტვრიათ“.
         აუცილებელი არ არის იყო ფსიქოანალიტიკოსი, რომ მიხვდე:  ავტორმა ამ საშინელ სცენებში გამოხატა თავისი ფარული, ღრმად გამოკვეთილი აგრესია. შესაძლოა, ამ აგრესიის დაგროვება ჯერ კიდევ მის ღვთისმოსავ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც რელიგიური რწმენის გავლენის ქვეშ მყოფი მშობლები სინაზის, ზრუნვის, სიყვარულის ნაცვლად თავის შვილს თავს ახვევენ კარგად ფუნქციონირებულ აღმზრდელობით სისტემას, რათა ჩაეხშოთ მასში არსებული ყოველივე ცხოველმყოფელი. ბუნებრივია, ბავშვს არ შეუძლია და არა აქვს უფლება უთხრას  თავის აღმზრდელებს, რომ ცუდად გრძნობს თავს. იგი იძულებულია გაუძლოს, მის ფსიქიკაში გროვდება ბრაზი და მრისხანება მისი „აღმზრდელების“ წინააღმდეგ. შემდეგ, თუ გაუმართლებს, მას შეუძლია ეს სიძულვილი გამოხატოს წმინდანთა ტანჯვის სცენებში.
         დიმიტრი როსტოველის „ცხოვრებაში“ არსებული სადიზმის დონე უნებლიედ გვაიძულებს გავიხსენოთ სხვა დრო და კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი - ადოლფ ჰიტლერი. პატარა ადოლფს ხშირად უმიზეზოდ საშინლად სცემდა მისი მამა, ძალიან რელიგიური დედაც კი ვერ ბედავდა შვილის დაცვას. ოჯახში ყველას ეშინოდა ამ დესპოტის. ყველას შიშს გვრიდა კუზიანი მამიდა იოჰანა, რომელიც შიზოფრენიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. იმ დროს ავსტრიაში იშვიათობას არ წარმოადგენდნენ ოჯახები არაკეთილგანწყობილი შინაგანი კლიმატური პირობებით. ადოლფის უბედურება ის იყო, რომ მას არ შეეძლო ვინმესთვის მისი ტანჯვის განდობა, თუნდაც ფორმალური თანაგრძნობის მიღება. მას ასეთი ოჯახი ჰქონდა. მხოლოდ ფანტაზირებაღა დარჩენოდა და სიძულვილის დაგროვება. როდესაც ადოლფი გაიზარდა, მან შეძლო, დიმიტრი როსტოველისგან განსხვავებით, პრაქტიკულად გამოეხატა თავისი დაგროვილი სიძულვილი და ფანტაზიები. რა იყო ეს? - იმედი მაქვს მკითხველმა ამის შესახებ იცის.
         განსაკუთრებულ ყურადღებას დიმიტრი როსტოველის „ცხოვრებაში“ იმსახურებენ მისი ფანტაზიები ქალებთან მიმართებაში. როგორც წესი, მათ ყველას აგლეჯენ ძუძუს თავებს და აჭრიან თეთრ ქათქათა მკერდს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რამდენჯერმე მეორდება: ციხეში, წამების შემდეგ, მოწამეს ანგელოზი ან თავად მოციქული პეტრე გამოეცხადება და აღადგენს მის მკერდს/ძუძუს თავებს. მეორე დღეს შერცხვენილი მტანჯველი კიდევ უფრო დიდი გააფთრებით ესხმის თავს ძუძუს თავებს/მკერდს, და ავტორი აღწერს პროცესს ახალი დეტალების გათვალისწინებით. და ასე რამდენჯერმე ხდება: მტანჯველი - ძუძუს თავები/მკერდი - ანგელოზი - მტანჯველი. როდესაც ასეთ ტექსტს კითხულობ, ჩნდება მოსაზრება, რომ ავტორი მარჯვენა ხელით რომ წერდა,  მისი მარცხენა ხელი უსაქმურად არ დარჩენილა. ოსტატის ხელს ნამდვილად შეიძლება გაეცნოთ მხოლოდ ორიგინალური ტექსტის წაკითხვის შედეგად.
        ასეთი ტექსტები საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მამაკაცს აქვს ქალის მიმართ ძლიერი, დაუძლეველი მიზიდულობა, მაგრამ რელიგიური აკრძალვების გამო ეს მიზიდულობა არ კმაყოფილდება - ავტორი ბერი იყო. ამიტომ ჩნდება სიძულვილი მიუწვდომელი და სასურველი ქალის მიმართ, რაც გამოიხატება მისი სხეულის წამების საშინელ ფანტაზიებში. ამ ფანტაზიებს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს - მიუწვდომელი ობიექტის გაუფასურება. როდესაც ავტორი ასახავს ქალის დასახიჩრებულ სხეულს, ალბათ ის ჟინის შესუსტებას განიცდის. ერთი სიტყვით, რელიგიური შეზღუდვების გამო, სექსუალური მოთხოვნილება კმაყოფილდება დამახინჯებული სახით. როგორ არ უნდა გავიხსენოთ აქ პროფესორი პ.ბ. განუშკინი.
        ვინაიდან ამგვარი ტექსტები ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიერ არის შექმნილი, მათ (ტექსტებს) აქვთ გარკვეული ზემოქმედების ძალა. მათ შეუძლიათ მკითხველს თავს მოახვიონ ავტორის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩართონ ამ მდგომარეობაში მკითხველი. მოვიყვან ერთ მაგალითს.
          ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც მართლმადიდებლობა ახლახან შემოდიოდა მოდაში, მე ერთ-ერთ ელიტურ სკოლაში მიმიწვიეს ღვთის კანონის ან რაიმე სახის მართლმადიდებლური სულიერების გაკვეთილების ჩასატარებლად. როდესაც სკოლაში მივედი, მასწავლებლების ყურადღებიანი და დაძაბული მზერა ვიგრძენი. ამის შესახებ სასწავლო ნაწილის გამგეს ვკითხე, მან კი მორიდებით მკითხა: „თქვენ წმინდანთა ცხოვრებას წაიკითხავთ?“ გაირკვა შემდეგი. ჩემს მისვლამდე ამ სკოლაში ღვთის კანონს ასწავლიდა ერთი მღვდელი. სწავლება მიმდინარეობდა ღვთისმოსავი მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით - იმ წმინდანთა ცხოვრების წაკითხვით, რომლის ხსოვნის დღეც იმ დღეს აღინიშნებოდა. და მღვდელი მთელ სკოლას, პირველიდან მეთერთმეტე კლასამდე, უკითხავდა იმ დღის წმინდანთა ცხოვრებას. იქ კი დეტალურად იყო აღწერილი მოკვეთილი მკერდის შესახებ, საიდანაც რძე მოედინებოდა. მამაოს პედაგოგიური კარიერა ამით დასრულდა, მაგრამ ამ გაკვეთილის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვები მასწავლებლებს და მშობლებს რთული კითხვებით მიმართავდნენ.
შევაჯამოთ შედეგები. ამრიგად,  რელიგიურობა თრგუნავს ბუნებრივ ადამიანურ გრძნობებს, პირველ რიგში, სიბრაზეს და აგრესიას, რომლებიც ვერ პოულობენ გამოხატვის შესაძლებლობას და გროვდებიან ადამიანის ფსიქიკაში, რაც მის აგრესიულობას იწვევს. აგრესიულობა გამოიხატება ან გარეგანი აგრესიის, ან აუტოაგრესიის ფორმით - თვითგვემის სხვადასხვა ფორმით ან უბრალოდ ცხოვრებისეული შეზღუდვებით.
  რელიგიური კულტურა, განსაკუთრებით ხშირად არამკაფიო ფორმით, ატარებს ცხოვრებისა და საკუთარი თავისადმი აგრესიული დამოკიდებულების გამოცდილებას, რითაც იზიდავს მის მიმართ დადებითად განწყობილ ადამიანებს.  რელიგიურობაში ღრმად შესული ადამიანი სულ უფრო მეტად განუდგება საკუთარ თავს, ხდება აგრესიული საკუთარი თავის ან მათ მიმართ, ვინც მისი მსგავსი არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რელიგიურ ომს აწარმოებს ან საკუთარ თავთან, ან მის არამსგავს ადამიანებთან.
=========


საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მიიღო ლიტვის რეზოლუცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ და „თურქეთის ნაკადის“ პროექტების წინააღმდეგ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მილსადენების მშენებლობა უნდა ჩაითვალოს იმ სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების პოტენციურ საშუალებად, რომლებიც დამოკიდებული არიან ენერგორესურსების მომარაგებაზე. ეს ფორმულირება რეზოლუციაში შეიტანეს ამერიკელმა პარლამენტარებმა.
როგორც კონგრესმენმა ლი ზელდინმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს ევროპის დამოკიდებულება თავის ენერგორესურსებზე. მისი თქმით, ამით შეიძლება დაზარალდნენ აშშ-ს პარტნიორები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მან დასძინა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები შეიძლება გახდნენ ენერგომომარაგების მძევლები.
თურქული დელეგაციის წარმომადგენლები არ დაეთანხმენ კონგრესმენის აზრს. პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავისუფლად აირჩიონ, შეუერთდნენ თუ არა „თურქეთის ნაკადს“.
გარდა ამისა, ამერიკელმა დელეგატებმა შეიტანეს კიდევ ორი ცვლილება რეზოლუციის ტექსტში. პირველის თანახმად, აშშ-მ  შესთავაზა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შექმნან ინფრასტრუქტურა, რომელიც დაუკავშირებს სახელმწიფოებს ბუნებრივი აირის გლობალურ ბაზარს. მეორე შესწორება მოუწოდებს ქვეყნებს გასწიონ „ურთიერთდახმარება იმისათვის, რათა შეაჩერონ და აღკვეთონ მცდელობები ... გამოიყენონ ენერგორესურსების მიწოდება, როგორც ეკონომიკური იძულების საშუალება“.

   „ჩრდილოეთის ნაკადი 2“
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაზსადენის ორი მილსადენის  გაყვანა ბალტიის ზღვის გასწვრივ რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე. გაზსადენის სიმძლავრეა 55 მილიარდი კუბური მეტრი აირი წელიწადში, იგი გაივლის მხოლოდ ფინეთის, შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებს, თუმცა დანიას ჯერ არ მიუცია მშენებლობის ნებართვა.
ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ მხარს უჭერენ გერმანია, ავსტრია და ნორვეგია. პროექტის რეალიზაციის მომხრეები დაინტერესებულნი არიან საიმედო უწყვეტი გაზის მომარაგებით.
წინააღმდეგია პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ასევე უკრაინა, რომელსაც არ სურს შემოსავლის დაკარგვა კონტინენტზე რუსული გაზის ტრანზიტით .
აშშ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადს 2–ს“, რადგან გეგმავს ევროპაში თავისი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას.

ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე
კრემლმა არაერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ გაზსადენის მშენებლობის პროექტი წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა და ხორციელდება ბუნებრივი აირის ექსპორტიორი და იმპორტიორი  ქვეყნების ინტერესების შესაბამისად.
როგორც რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა მაისის ბოლოს RT–სთან ინტერვიუში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ამერიკელ მწარმოებლებსა და ამ ტიპის საწვავის მომწოდებლებს.


































Every religion is true one way or another. It is true when understood metaphorically. But when it gets stuck in its own metaphors, interpreting them as facts, then you are in trouble."
~Joseph Campbell

https://nypost.com/2019/08/13/rot-of-journalism-ethics-at-new-york-times-has-turned-into-leftist-cancer/?utm_source=NYPOpinionFacebook&utm_medium=SocialFlow&utm_campaign=SocialFlow&fbclid=IwAR1u473CiOxhwfktTBSJCel2lJYb28WXkVrwb1lxfL7doL_3aeUJHBwXuyA

https://www.nationalreview.com/corner/leveraging-climate-hysteria-to-impose-hegemonic-marxism/?fbclid=IwAR2e_TLBu2nTCvOLGiCvm-0VbtxgLY5GL1GXwl9KHDbrZv8xN_x0DMiFI7c

https://medium.com/@theosintern/review-of-christianity-and-the-new-spirit-of-capitalism-by-kathryn-tanner-f64a65240616

https://unherd.com/2019/08/why-britain-needs-christian-politics/?=sideshare&fbclid=IwAR0pl8RCQb4CBz2f6M0EodlW49AKSzo-m8EYQ7dCUPp-8_bV9lssyamC0_E

https://www.lawliberty.org/2019/08/16/the-logos-of-western-civilization-a-conversation-with-sam-gregg/?fbclid=IwAR00oXXUcQ3Y8OA60cNAU9TfKufonggA_v-JQN_Rw9Q1U9_ZPswdMjRcOtY

https://nypost.com/2019/08/13/rot-of-journalism-ethics-at-new-york-times-has-turned-into-leftist-cancer/?utm_source=NYPOpinionFacebook&utm_medium=SocialFlow&utm_campaign=SocialFlow&fbclid=IwAR1u473CiOxhwfktTBSJCel2lJYb28WXkVrwb1lxfL7doL_3aeUJHBwXuyA


https://www.atlasobscura.com/articles/medieval-europeans-pointy-shoes?fbclid=IwAR2LeaJjQo_4mW56-NzvCZkMPZOhyCG8OKs0xJLzqGNtR_7OZjA6TzPDGUQ

https://www.bbc.co.uk/programmes/m000614g/episodes/player?fbclid=IwAR1yLFmzmi1cqjQgpxQLk_R7v0hF4EhSdBz6ptvscgGVfqzjG08DEXfYoTw

https://medium.com/@theosintern/review-of-christianity-and-the-new-spirit-of-capitalism-by-kathryn-tanner-f64a65240616


https://www.washingtonpost.com/outlook/five-myths/five-myths-about-autonomous-vehicles/2019/08/15/245c39bc-bec6-11e9-b873-63ace636af08_story.html?fbclid=IwAR3AHKnFFuk6X0fwwSwczdDbv94EH5i119G45tpdPfgFJkenHMK73gSCSP8

https://www.atlasobscura.com/articles/medieval-europeans-pointy-shoes?fbclid=IwAR2LeaJjQo_4mW56-NzvCZkMPZOhyCG8OKs0xJLzqGNtR_7OZjA6TzPDGUQ

https://www.nationalreview.com/2019/08/chimpanzee-liberation-why-animal-rights-and-human-rights-cannot-coexist/?fbclid=IwAR0UaVoN92IIF0QZBuWC2VBw1oOREdjh6OBPf2ne8BZv-Ccbmmca83Uv8XU

https://www.messynessychic.com/2017/09/07/the-selfie-obsessed-countess-of-vanity/?fbclid=IwAR0FuTgrgxGzAjOv40UlIkGT8WAhV5aI7Zj5EhnoxtvIrZL3Q-Ga9wAMWgI


http://www.medievalists.net/2019/08/medieval-geopolitics-the-late-medieval-international-system/?fbclid=IwAR0dcc6kglaeGMLwzIqPt7_BjZ5_5vch4Mu414H7NHtgswyylyCD0lav3Z8




https://www.nationalreview.com/2019/08/chimpanzee-liberation-why-animal-rights-and-human-rights-cannot-coexist/?fbclid=IwAR0UaVoN92IIF0QZBuWC2VBw1oOREdjh6OBPf2ne8BZv-Ccbmmca83Uv8XU

https://www.nationalreview.com/2019/08/german-soviet-non-aggression-pact-1939-upset-balance-of-power/?fbclid=IwAR3DKxuJ-LfJUVWUqbSG4ceSlipMQYO3iy9RJRDQ216yBCqgTFAJABgqUNw

https://historycollection.co/10-reasons-western-roman-empire-collapsed-eastern-empire-didnt/10/


https://www.wakingtimes.com/2016/01/15/journalist-reveals-tactics-brainwashing-industry-uses-to-manipulate-the-public/?utm_campaign=meetedgar&utm_medium=social&utm_source=meetedgar.com&fbclid=IwAR3rP6In-LBla4uC4lHudYYLFDSkyaYewMsKIVFqNX-VylFG29ZK77raEX4


https://www.mlive.com/weather/2019/08/researchers-find-plastic-in-raindrops.html?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=jacksoncitpat_sf

































Imbalance is caused by artificial social engineering, eugenics deliberately. Thats why we have inauthentic , not free population. Natural environment, being raised in forest gives highest results harmony and balance.
Eugenics is illegal! Thats why there is epidemic of all kinds of mental disorders , breeding like herd

"May not have it all done correctly in the pic, but this is the situation humanity faces.👁

The issue isn’t just men not being able to figure women out, its because neither can figure out the other. And both foolishly point the blame at the other.

Men have identified with masculine energy to much and lack the balance of fem energy aka patience - understanding- compassion- heart instead of logic.

Whereas the females have identified moreso with the fem and lack the balance of masculine energy aka - being moreso logic instead of heart when need be- being moreso aggressive and firm when need be instead of passive (Which branches off into many dimension, don’t just take the word passiveness as weakness).

In return men are overly powerful and women are often times overly passive. For example what’s usually the first thing someone thinks when a girl walks on a bus and there is no seats left, while guys are sitting all around her? To give her the seat, typically, right? As if the male isnt equally as precious, as if the female isn’t equally as masculine, as if the male doesn’t deserve that same love and compassion.

All of society has played to that tune over human history, weakening both the male and female minds. One too aggressive, and the other too passive. Now men can’t cry or else it’s considered weak. Now women can’t show masculine energy or else it’s unlady like.

Both have played part in this game, and both will have to fix it. Point it at men or point it at just women and we will fail. Everyone. 👁"




The longer you allow yourself to get fucked, the longer it takes to get un-fucked! And there is only 1 person who can ultimately un-fuck you, that is your own bloody self. Other people might help and support you but no-one does the job for you! "

=====

"You know, you are allowed to THINK for yoursrlf. I KNOW, you had to raise your hands at school if you wanted to say something; the curriculum was set, so you responded to what was being said and were not allowed to determine what is being taught at school, teachers 'just following orders'; but somehow, you managed to figure out the Santa Claus, Easter bunny and tooth fairy hoaxes. What stops you now from carrying on this inquisitive role and take on the Sieg Heil patriot hivemind instead?"







https://www.wititudes.com/married-man-explains-how-to-use-reverse-psychology-in-marriage-joke/

https://themindsjournal.com/how-to-win-your-ex-back-for-good/

https://www.marketing-schools.org/types-of-marketing/reverse-marketing.html

https://www.marketing-schools.org/


https://www.cleverism.com/how-reverse-marketing-work/

https://www.growthramp.io/articles/reverse-psychology








https://hrming.wordpress.com/2011/08/14/non-standard-recruitment/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised