воскресенье, 18 августа 2019 г.

ედმუნდ ბერკი: ხელოვნური საზოგადოების ხელოვნური რელიგია დენის მაქსიმოვი

დენის მაქსიმოვი 
ედმუნდ ბერკი: ხელოვნური საზოგადოების ხელოვნური რელიგია



          XVIII საუკუნის შუა პერიოდი აღინიშნა მსოფლიო პოლიტიკური აზრის ყველაზე ნათელი ვარსკვლავების გამოჩენით, რომლებმაც პოლიტიკურ სამყაროში საფუძველი ჩაუყარეს ორ ძირითად იდეურ მიმდინარეობას: ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს.
          მაგრამ, თუ ლიბერალური პლატფორმა უკვე ვითარდებოდა, კონსერვატული მხოლოდ მაშინ იღებდა თეორიულ დასაბუთებას გამოჩენილი ბრიტანელი მოაზროვნის, ირლანდიელი ედმუნდ ბერკის შრომებში. არსებითად, მისი პირველი პოლიტიკური ტრაქტატი იყო საპასუხო რეაქცია დედოფლის - სისხლიანი ანას ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის ჰენრი ბოლინგბროკის დეისტური ნაწარმოებების სიკვდილისშემდგომ პუბლიკაციაზე. ექვს ტომში ვიკონტმა ბოლინგბროკმა არგუმენტირებულად დაამტკიცა, რომ ღვთის გამოცხადება ვრცელდება მხოლოდ კაცობრიობის მცირე ნაწილზე, რაც განაპირობებს ადამიანებს შორის უთანასწორობას. ბერკმა, როგორც დეიზმის მგზნებარე მოწინააღმდეგემ, წამოაყენა უთანასწორობის კიდევ ერთი მიზეზი და თავისი პოზიციის არგუმენტირების მიზნით გააკეთა რიგი დასკვნებისა ბუნებრივი საზოგადოების ცნებასთან დაკავშირებით, რომელიც ემორჩილება ბუნებრივი რელიგიის დოგმებს, სადაც არის „ბუნებრივი თავისუფლება“ და „ბუნებრივი სამართალი“. [1].
               დისკუსია „ბუნებრივი სამართალის“ და „ბუნებრივი თავისუფლების“ ცნებების შესახებ იმ დროს მეტად აქტუალური იყო, როგორც არასდროს. არცთუ დიდი ხნის წინ გამოვიდა გამოჩენილი ფრანგი ლიბერალის ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომი, „მსჯელობა ადამიანებს შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძვლების შესახებ“, სადაც ავტორმა ეს ცნებები დაასახელა, როგორც იდენტური და ყველა ადამიანში არსებული a priori. ბერკი ასეთი  უნივერსალიზმის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. ადამიანთა უთანასწორობისა და, შესაბამისად, მათი უფლებების, აგრეთვე ხელოვნური სამართლებრივი და საზოგადოებრივი ზედნაშენებისა და განზოგადებების კონცეფციაში, მან ლიბერალებს დაუსვა მრავალი კითხვა, რომლებზეც ისინი დღესაც  იმტვრევენ თავს.
        ამ კვლევაში შევეცდებით დავადგინოთ, რა არის „ხელოვნური რელიგია“ და „ხელოვნური საზოგადოება“ და რამდენად გამოიყენება ეს ცნებები ლიბერალიზმის წინააღმდეგ და მის მიერ დაცული ბუნებრივი თავისუფლების არგუმენტად.

ბუნებრივი საზოგადოება და მისი მუტაციები

          იმისათვის, რომ დავასაბუთოდ „ხელოვნური საზოგადოების“ ცნება, საჭიროა განმარტება მივცეთ ბუნებრივ საზოგადოებას, იმ სოციუმს, რომლის პროტოტიპი, ბერკის თვალსაზრისით, მთელი კაცობრიობის ფუნდამენტია. ბუნებრივი ეწოდება საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ მისწრაფებებსა და ინსტინქტებზე, და არა ადამიანის ნებით დადგენილ წესებსა და ინსტიტუციებზე. ანუ ბერკი ბუნებრივად მიიჩნევს მხოლოდ თავისი წარმოშობით ბუნებრივ წარმონაქმნას და, შესაბამისად, ღვთიურად ჭეშმარიტს. ადამიანი ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს გონება, და სწორედ ეს არის  ბუნებრივი საზოგადოების მუტაციის მიზეზი [1]. როგორ ხდება ეს?
          ადამიანი ყოველთვის, ამა თუ იმ ფორმით, სარგებელს ეძებს. ამრიგად, მან სარგებელი ნახა ოჯახების ტომებად გაერთიანებაში. ჯგუფში მყოფ ადამიანებს შორის მოვალეობების განაწილებით, ადამიანმა შეძლო გაცილებით დიდი რაოდენობით რესურსის მიღება. მაგრამ ბუნებას არ შეუქმნია რაიმე წესები, რომლებიც აიძულებდა ადამიანებს ერთიანობის შენარჩუნებას. და მაშინ ადამიანმა გადაწყვიტა ამ „შეცდომის“ გამოსწორება და შექმნა კანონები. ამ მომენტიდან საზოგადოებამ შეწყვიტა არსებობა, როგორც ბუნებრივმა, და გახდა პოლიტიკური, წერს ბერკი.
        პოლიტიკური საზოგადოებები უკვე შეიცავდნენ მომავალი პოლიტიკური სისტემების, სახელმწიფოებისა და მთავრობების სათავეებს. დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა დღეს არსებული და უკვე განადგურებული სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურა, პარალელურად მიმდინარეობდა ყველა ხალხისა და გაერთიანებების ტრადიციების  ჩამოყალიბება და დამკვიდრება.
         ედმუნდ ბერკის აზრით, მნიშვნელოვან როლს  საზოგადოების და ამ საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცრურწმენები თამაშობს.
          რა არის ცრურწმენა? ეს არის ქმედება, რომელსაც არაცნობიერად ასრულებს ინდივიდი და, ამავე დროს, ვერბალურად თავისი მოქმედებების ახსნა არ შეუძლია. ეს არის ის უდიდესი ტრადიცია, სიბრძნის ის ფესვი, რომელშიც განისვენებს                    წინაპრების ანდერძი პირველყოფილი სახით.
           როდესაც საზოგადოება იწყებს ბრძოლას წინაპართა ცრურწმენის, ტრადიციებისა და სხვა  პრინციპების წინააღმდეგ, ის იწყებს ნეგატიური მუტაციის პროცესს, რაც, უდავოდ, საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანს, წერს ბერკი. მაშინ საზოგადოებაში უმრავლესობა ზურგს აქცევს ჭეშმარიტ, ბუნებრივ რელიგიას და იწყებს მასში ხარვეზების ძებნას. მათი აზრით, დოგმებისა და ბუნებრივი რელიგიის წესების არსებობამ მოახდინა იმ ცრურწმენების პროდუცირება, რომელთაგან საზოგადოება ცდილობს თავის დაღწევას. საეკლესიო მმართველობის ნაცვლად და ამავე დროს, მისი მეთოდების გადმოღებით, მოდის რაციონალური, გონიერი მმართველობა. ბუნებრივი, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების და ათობით თაობის მიერ შემოწმებული წესები იცვლება ახალი რაციონალური კონსტრუქტებით. ამ მომენტში ჭეშმარიტების დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე „ახალ სოფისტთა“ აბსურდული მოწოდებების მიღება. „ბევრად უფრო ადვილია დაიცვა უსამართლო საქმე და მხარი დაუჭირო პარადოქსულ მოსაზრებებს, სიამოვნება მიანიჭო გამოუცდელ პუბლიკას, ვიდრე დაადგინო საკამათო ჭეშმარიტება სერიოზული და დამაჯერებელი არგუმენტების დახმარებით“, - წერს იზოკრატი [1].
         ასე გაჩნდა „ხელოვნური რელიგია“ - საზოგადოებისთვის თავსმოხვეული ღირებულებებისა და წესების ერთობლიობა, მისთვის არაბუნებრივი, ამიტომ ან მიუღებელი, ან  მხოლოდ ზედაპირულად გაცნობიერებული.
           თანდათანობით ხელოვნურში გარდაიქმნება სოციუმიც - საზოგადოება, რომელშიც ბუნებრივი ტრადიციები და ნორმები შეიცვლება არაორგანულით და არაბუნებრივით და, შესაბამისად, არ არის გააზრებული ხალხის მიერ.
       ამრიგად, ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, რომელშიც უარყოფილია ის ტრადიციები, მათ შორის მორალურიც, რომლებიც საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში დამკვიდრდა, და ტახტზე ადის ერთადერთი მმართველი, ადამიანის არსებობის მბრძანებელი - გონება. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. რა დაემართება ასეთ სახელმწიფოს?
        ბერკს მიაჩნია, რომ ამისათვის საკმარისია შევხედოთ ნებისმიერი სახელმწიფოს ურთიერთობების ორ სფეროს - შინაგანს და საგარეოს. შინაგანი ურთიერთობები მმართველებსა და ქვეშევრდომებს შორის ურთიერთობებია. საგარეო ურთიერთობები, როგორც წესი, მეგობრული ან მტრული ურთიერთობებია, რომლებიც გამოიხატება ეგრეთ წოდებულ პრინციპში „თავისი - სხვისი“. ბერკი აღნიშნავს, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია შედგება ომების ისტორიისგან, რომლის მიღმა სახელმწიფოთა საგარეო ურთიერთობებში გამოვლენილი მეგობრული ურთიერთობები იკარგება. და რა არის ომი? ეს არის აქცია, სადაც ადამიანი იყენებს მხოლოდ გონებას. ბერკი ეთანხმება ჰობსის დასკვნას, რომ ომი ბუნებრივი მდგომარეობაა. ამრიგად, სათნოება, როგორც ასეთი, სრულიად არაბუნებრივია და უცხოა ადამიანის გონებისთვის [1].
       რა ხდება ამ დროს ასეთი ქვეყნის „შიგნით“?


ხელოვნური რელიგიები და ხელოვნური  საზოგადოებები

         შიგნით, ასეთი ხელოვნური სახელმწიფო შეიძლება იყოს სამი სახის: დესპოტური (ერთი ადამიანის აბსოლუტური მმართველობა), არისტოკრატიული (პრივილეგირებული ჯგუფის მმართველობა) ან დემოკრატიული (ხალხის მმართველობა). მმართველობის ყველა სხვა ფორმა, ამბობს ბერკი, ამ სამიდან მხოლოდ წარმოებულებია და მათგან წარმოიშვება.
        სახელმწიფოს მართვის ყველა ფორმიდან უმარტივესი და, შესაბამისად, სახელმწიფოს ფორმას წარმოადგენს დესპოტიზმი. მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი დესპოტის ხელში. ბერკი აღნიშნავს, რომ ეს არის მართვის ყველაზე გავრცელებული ფორმა და, ალბათ, „მსოფლიოში არ მოიძებნება არცერთი კუთხე, სადაც ის არ ყოფილა“ [1]. დესპოტიზმის დროს მმართველი პერსონა ყურადღებას არ აქცევს სახელმწიფოს ქვეშევრდომთა საჭიროებებსა და მწუხარებას. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდია მოსახლეობის დამონების ხარისხი, მით უფრო კმაყოფილი იქნება დესპოტი. მაგრამ ბერკი აღნიშნავს, რომ ისტორიაში განათლებელი ტირანის იშვიათი შემთხვევებიც ყოფილა, რომლის გადამწყვეტი როლის შესახებ პოლიტიკური ფორმების ორომტრიალში ჯერ კიდევ პლატონი საუბრობდა. და მაინც აშკარაა, რომ „არაბუნებრივი ძალაუფლება ხრწნის, როგორც გულს, ისე გონებას“ [1]. ამ პროცესს ხელს უწყობენ დესპოტის გარშემო არსებული სასტიკი ფავორიტები, რომლებიც   ყოველთვის დარწმუნებული არიან, რომ იმ დროს, სანამ მმართველი მათ მიმართ კეთილგანწყობილია, ეს მაქსიმალური სარგებელით უნდა იქნას გამოყენებული საკუთარი თავისთვის. ასეთ სახელმწიფოში მმართველი პერსონა „ხელოვნური რელიგიის“ ცენტრშია - დესპოტი ცდილობს მთელი ძალისხმევა გამოიყენოს საკუთარი პერსონის გასაღმერთებლად და მითების გამოყენებით, შესძინოს მას იდუმალება.
           მმართველობის ეს ფორმა, აღნიშნავს ბერკი, იწვევს ნებისმიერი ადამიანის ზიზღს, რომელიც ცხოვრობდა სხვა, უფრო რბილი წესრიგის პირობებში. მაგალითად, ნებისმიერ ევროპელს აქვს ქვეცნობიერად ზიზღის მომგვრელი დამოკიდებულება დესპოტიზმის მიმართ. ბერკი აღნიშნავს, რომ მმართველობის ეს ფორმა განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნებისთვის.
         მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში გამოჩნდნენ უფრო მეტად გამჭრიახი ადამიანები, რომლებმაც დაადგინეს, „რომ ერთი ადამიანის ნება-სურვილს დამორჩილება სხვებისთვის უბედურების მომტანი მიზეზია“ [1]. ასეთ სახელმწიფოებში გადაწყდა, რომ ძალაუფლება გადაეცათ საუკეთესოთა მცირე ჯგუფისთვის - ასე გაჩნდა არისტოკრატია, მეორე „ხელოვნური საზოგადოება“. ძალაუფლების გაფართოებით, სახელმწიფოს ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ამ ადამიანებისთვის შეუძლებელი იქნებოდა შეთანხმება საზოგადოებრივი სიკეთის წინააღმდეგ. მაგრამ, აღნიშნვს ბერკი, კაცობრიობის ისტორიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ „არისტოკრატია დესპოტიზმისგან მხოლოდ სახელით განსხვავდება“ [1]. უფრო მეტიც, ტირანია აქ უფრო ძლიერად იგრძნობა, ვიდრე დესპოტიზმის პირობებში - ყველა „რჩეული“ თავს ღმერთად მიიჩნევს, ხოლო ხალხი, რომელმაც თავისუფლება სულ ახლოს ნახა, კიდევ უფრო უბედურია, რადგან მას ესმის, რომ ეს სიახლოვე მაცდუნებელია. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არისტოკრატია კიდევ უფრო უარესია, ვიდრე დესპოტიზმი. მმართველი წრე, სანამ იგი ინარჩუნებს თავის ავტორიტეტს, არასოდეს შეცვლის თავის წესებს, დესპოტიისგან განსხვავებით, რომლის მმართველობა შეიძლება წარსდგეს ხალხისთვის მისაღები ფორმით (თუ თავად დესპოტი ამას მოულოდნელად არ მოისურვებს). არისტოკრატთა ხელისუფლება, რომელიც თავიდანვე იყო უზნეო და სასტიკი ადამიანების მიმართ, არ შეცვლის თავის პრინციპებს დროთა განმავლობაში. ასეთ სახელმწიფოში დაყოფა „რჩეულებსა“ და „რკინის ნებისყოფის მქონეზე“ მსოფლმხედველობის საფუძველია, რომელიც აყვანილია „ხელოვნური რელიგიის“ რანგში.
        ამ ტიპის სახელმწიფოებს ბერკი მიაკუთვნებს XVIII საუკუნის რესპუბლიკების დიდ ნაწილს, მაგალითის სახით მოჰყავს გენუის, ვენეციისა და პოლონეთის რესპუბლიკები.
         დროთა განმავლობაში, ქვეშევრდომები აცნობიერებენ, რომ ისინი მეტს იმსახურებენ. მაშინ მმართველი გუნდი ცდილობს აპელირებას ადამიანის სულის დაბალი ღირებულებებისადმი. ის „ყოველმხრივ წაახალისებს თავის ქვეშევრდომებს თვითშეურაცხყოფისკენ ყველაზე ურცხვი გზით“ [1]. მაგრამ ხალხი, რომელიც გამსჭვალულია ხალხის მმართველობის იდეებით, იცილებს არისტოკრატიულ ქიმერას და აყალიბებს „ხელოვნური საზოგადოების“ მესამე ფორმას - დემოკრატიას.
       ახლა თავად „დემოსი“ ადგენს კანონებს და წესებს, ცდილობს შექმნას იდეალური წესრიგი უზენაესი ღირებულების - თავისუფლების - მაქსიმალური შენარჩუნების პირობებში. მაგრამ, როდესაც მთელ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, ხალხი იწყებს ტირანიას. აბსოლუტური თავისუფლების არსებობა ადამიანს აძლევს ყველა სურვილის და ინსტინქტის დაკმაყოფილების, ნაკლოვანებებთან ბრძოლის შესაძლებლობას. „წუთიერ ორატორებს“ აყოლილი ხალხი ივიწყებს სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც ოდესღაც უცვლელად მიაჩნდა. ასეთი სახელმწიფო აჩაღებს ომებს, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობას აწყდება და ცდილობს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას. ამასთან ხალხი მთლიანად აკისრებს პასუხისმგებლობას მინისტრებს, რომლებიც, არსებითად, მის ნებას ასრულებდნენ და მხოლოდ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებდნენ. თანდათანობით ხალხი თანამდებობიდან ათავისუფლებს ყველას, ვისაც რეალურად შეეძლო სახელმწიფოს ეფექტურად მართვა. მათ ადგილზე მოსული უნიჭონი საერთოდ არ ფიქრობენ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის რაციონალურობაზე - ისინი მოქმედებენ ხალხის საამებლად.
        ასეთი საზოგადოება იწყებს ახალი „ხელოვნური რელიგიის“ ჭეშმარიტების დაჯერებას, რომელიც ახლა ერთი სიტყვით არის გამოხატული - თავისუფლება. და ეს არის არაფრით არ შეზღუდული თავისუფლება: „ხალხი, რომელსაც ვერაფრით ვერ აკავებ, იწყებს გარყვნილებას, ფუფუნებაში ცხოვრებას და უსაქმურობას“ [1].  ბრბოს აღარაფერი არ აინტერესებს, გართობის გარდა. მან სრულიად დაივიწყა ისეთი ცნებები, როგორიცაა „ღირსება“, „სამართლიანობა“ და „სათნოება“. მრავალრიცხოვანი, ხშირად მეზობელი სახელმწიფოების მიერ მოსყიდული დემაგოგები კიდევ უფრო მეტად ხრწნიან ბრბოს და ხელს უბიძგებენ უცოდინარობის წყვდიადის უფსკრულში. ბერკი წერს: „თქვენ ხედავთ ხალხს, ... რომელიც დევნის და კლავს თავის საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერ თანამოქალაქეებს, ტყუილუბრალოდ ხარჯავს საზოგადოებრივ სიმდიდრეს უაზრო ხრიკებზე, მუდმივად დაკავებულია ან სანახობებით, ან მსახიობობით -  თამაშობს, მუზიცირებს, ცეკვავს და მღერის ...“  [1].
       ასე რომ დემოკრატია იგივე ტირანიაა, მაგრამ აქ ტირანი უკვე ბრბოა.
       ბერკი მიუთითებს, რომ ფორმების შერევა ასევე კარგს არაფერს გამოიწვევს. ვინაიდან, პირველ რიგში, რამდენიმე ხელისუფლების ერთად გაერთიანება წარმოქმნის „მოძრაობებს იმდენად წინააღმდეგობრივს და ტენდენციებს იმდენად საპირისპიროს, [რომ სისტემა] იწყებს დაშლას ნებისმიერი შემთხვევითობისგან“ [1]. ამგვარი მმართველობა აღინიშნება მუდმივი აჯანყებით, ბუნტით და რევოლუციებით. მეორეც, აღნიშნავს ბერკი, ასეთი პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილები თავისი ბუნებით სრულიად განუსაზღვრელი იქნება, რაც მათ საქმიანობას გადააქცევს მუდმივი „დავების და გაუგებრობების“ საგნად [1]. დაბოლოს, მესამე, ასეთი მთავრობის ცალკე ნაწილები შეინარჩუნებენ იმ სისტემის სპეციფიკას, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათ შორის ანტაგონიზმს.
            სად მოვძებნოთ სახელმწიფოსთვის მოწყობის სწორი ფორმა? შეცდომა, რომელიც სახელმწიფო სისტემაში სხვადასხვა სახის მუტაციას იწვევს, სხვადასხვა ერის მიერაა დაშვებული, როდესაც მათ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მათ ბუნებრივ საზოგადოებაში მიღებულ ტრადიციებსა და ცრურწმენებზე, და მათ ბუნებრივ რელიგიაში მიღებულ ღირებულებებზე. თუ საზოგადოება ცდილობს ცხოვრება ნულიდან დაიწყოს, ის კარგავს ყველა იმ უპირატესობას და თავისებურებას, რაც მას წინაპრებისგან ჰქონდა. დაუფიქრებელი სესხება იწვევს „თვითმოტყუების საზოგადოების“, „ხელოვნური საზოგადოების“ შექმნას, რომელშიც ახალი, ხელოვნური ტრადიციები და ფასეულობები, ბუნებრივის გაუქმების შემდეგ, არ მიიღება ან მხოლოდ ზედაპირულად მიიღება ხალხის მიერ.
         არ არსებობს ყველა ხალხისთვის სახელმწიფო მოწყობის უნივერსალური იდეალური ფორმა. ყველა სახელმწიფომ, განვითარების პროცესში, უნდა შეინარჩუნოს და მოახდინოს ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მოდერნიზება, რომლებიც მიღებულია მის ჩარჩოებში. ინოვაციები, თუ ისინი გაუმართლებელი, არადროული და არაორგანულია, მხოლოდ ზიანს მოუტანს ნებისმიერ  სახელმწიფოს.

                           „ბუნებრივი უფლებების“ ხელოვნურობა

         ასე რომ, სახელმწიფოს არცერთი ფორმა არ არის უნივერსალური. მაგრამ თუ ყველა სახელმწიფოსთვის იდეალური არ არსებობს, შეგვიძლია ვისაუბროთ კაცობრიობისთვის საერთო „ბუნებრივ უფლებებზე“?
         ადამიანის უფლებათა შესახებ დისკუსია განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1789 წელს „ადამიანის და მოქალაქეთა უფლებათა დეკლარაციის“ გამოქვეყნების შემდეგ. საფრანგეთის რევოლუციის პროკლამაციაში ნათქვამი იყო, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, დაბადების მომენტიდან აქვს ბუნებრივ უფლებათა ერთობლიობა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლების უფლება [3].
      ბერკი თვლიდა, რომ ფრანგმა რევოლუციონერებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობენ ადამიანის პოლიტიკური მდგომარეობიდან. თითოეული ადამიანის თავისუფლება გადაკვეთს სხვების „თვითნებობას“, როგორც ამას კანტი წერდა. ადამიანის უფლებების მთლიანობის, როგორც პოლიტიკური მიზნის დადგენამ გზა გაუხსნა საზოგადოებრივი წესრიგის სრული რეკონსტრუქციის პოლიტიკას, რომელმაც განსაკუთრებული განსახიერება ჰპოვა  XX საუკუნის ტოტალიტარიზმში. [7, 8].
         ბერკის აზრით, ადამიანის „ბუნებრივი უფლებები“ არის ისტორიულ ფესვებს მოკლებული აბსტრაქცია, ინგლისელების ან ფრანგების კონკრეტულ უფლებებისგან განსხვავებით. საყოველთაო თანასწორობის პრინციპი ეწინააღმდეგება თავად ადამიანის ბუნებას. თითოეული ერი განსაზღვრავს უფლებებსა და თავისუფლებებს თავისი ტრადიციების და ღირებულებების შესაბამისად. თუ ხალხს რაიმე თავისუფლების მიღება სურს, მან ამისათვის უნდა იბრძოლოს, -  აუცილებელი არ არის იარაღით ხელში. თუ საზოგადოება მზად არის ცხოვრების ახალი სტანდარტებისთვის და აცნობიერებს მათ აუცილებლობას, მაშინ ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეუშლის ხელს ახალი წესების განმტკიცებას. ადრე თუ გვიან, ხელისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს ის, აცნობიერებს, რომ საკუთარი ხელით ითხრის საფლავს, როდესაც ცდილობს შეებრძოლოს ახალი უფლებებისა და თავისუფლებების მიღებისათვის მომწიფებულ ხალხს. თუ საზოგადოება არ არის მზად რაიმე ცვლილებისთვის, ხოლო ექსტრემისტების გარკვეული ჯგუფი ადგენს ახალ წესებს სახელმწიფოში, მაშინ საზოგადოება არ მიიღებს ამ ცვლილებებს, ან მიიღებს  დამახინჯებული სასით. ასე იღებენ „ხელოვნურ საზოგადოებებს“, ხოლო დანერგილი ღირებულებები გადაიქცევა „ხელოვნურ რელიგიებად“, რომელთა ნამდვილი მნიშვნელობა არ იქნება გასაგები ხალხისთვის, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ხალხი სულელია ან „განუვითარებელი“, არამედ იმიტომ, რომ ეს ღირებულებები და წესები არ შეესაბამება ამ ხალხის ტრადიციებს [2].
        ამრიგად, ინგლისის რევოლუცია იყო კანონიერი, რადგან მან აღადგინა ისტორიულად შეძენილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ინგლისის ისტორიის ხანგრძლივობას და მემკვიდრეობითობას. [2].
         შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მოცემულ მომენტში ცდილობდა ერაყში დემოკრატიული სისტემის შექმნას, შეცდომა დაუშვა, რომლის შესახებაც წერს ბერკი. საზოგადოების მთავარი მიზანი, აღნიშნავს ბერკი, არ არის „წარმოსახვითი თავისუფლებების“ გამოგონება, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად მიიყვანს ანარქიისკენ, არამედ არსებული თავისუფლებების შენარჩუნებასა და განვითარებაში, რომლებიც ეყრდნობა ტრადიციებს და შეიძლება გადაეცეს მომავალ თაობებს. აუცილებელია შევინარჩუნოთ ის, რაც უკვე არსებობს, თანდათანობით, ძლივს აღქმა და ადაპტირება მას რაც უნდა იყოს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბერკის მიერ იერარქიული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ არის გამოწვეული ფეოდალური სოციალური სისტემისადმი ნოსტალგიით, არამედ  თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები შეშფოთებით საზოგადოებრივი კავშირების რაციონალიზაციის შედეგების წინ [5]. „მე საკუთარი თვალით უნდა ვნახო, გარკვეულწილად, საკუთარი ხელით უნდა შევეხო არა მხოლოდ უცვლელ, არამედ მომენტალურ გარემოებებს, სანამ გავბედავ და შევთავაზებ რაიმე პოლიტიკურ პროექტს“, - წერს ბერკი [6]. უარყოფდა რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანასწორობას, ბერკი გამოდის იმის წინააღმდეგ, რომ  სახელმწიფოს „დალაქი“ მართავდეს. ადამიანების მართვა შეუძლია მხოლოდ „ბუნებრივ არისტოკრატიას“, რომელიც პატივს სცემს ჭეშმარიტ  სათნოებას. მნიშვნელოვანია, რომ „ბუნებრივი არისტოკრატია“ არ არის იმ ადამიანთა შეზღუდული წრე, რომელიც გადასცემს თავის სტატუსს მემკვიდრეობითი გზით, არამედ ჭეშმარიტად მაღალი ზნეობის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ხალხსა და სახელმწიფოს. [7].
         ამრიგად, „ბუნებრივი უფლებები“, აღნიშნავს ბერკი, რეალურად წარმოადგენენ ხელოვნურ წარმონაქმნს. ეს მხოლოდ „ხელოვნური ფასეულობების“ თეორიული გაფორმებაა, რომელიც გამომდინარეობს მუტაციაგავლილი „ხელოვნური საზოგადოების“ „ხელოვნური რელიგიიდან“.
             რასაკვირველია, ბერკის „ხელოვნური საზოგადოებების“ „ხელოვნური  რელიგიები“, ამა თუ იმ ფორმით, საფუძვლად დაედო მრავალ ნაშრომს, რომელიც ლიბერალური დოქტრინების კრიტიკას ეძღვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბუნებრივი უფლებების“ კრიტიკა. არატრადიციული საზოგადოებების ლოგიკიდან გამომდინარე „ბუნებრივი უფლებების“ ცნების უსაფუძვლობის დასაბუთება დღესაც არის კონსერვატიული და ლიბერალური პოლიტიკური ძალების გამიჯვნის ერთ-ერთი მთავარი თემა.
         ედმუნდ ბერკმა დაადასტურა თავისი პოლიტიკური იდეები არა მხოლოდ აბსტრაქტული დასკვნებით. ამ ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსის, თემთა პალატაში თავისუფლებისათვის  მარადიული მებრძოლის  ცხოვრება, მისი დასკვნების საფუძვლიანობის კიდევ ერთი დასტურია. ბერკის პოლიტიკური კარიერა აღინიშნა ხუთი დიდი ბრძოლით თავისუფლებისათვის ინგლისის პარლამენტში: ამერიკის დამოუკიდებლობის დაცვა, მეფის უფლებების შემცირებისთვის ბრძოლა, ინდოეთის სასტიკი გენერალ-გუბერნატორის პასუხისგებაში მიცემა, მშობლიური ირლანდიის უფლებებისთვის ბრძოლა, ასევე ფილოსოფიურ-პოლიტიკური „ჯვაროსნული ლაშქრობა“ საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ [4].
        ნებისმიერი პოლიტიკოსისა და დამკვიდრებული პოლიტიკური ინსტიტუტების ურთიერთობა ზღვის ტალღისა და სანაპირო კლდეების მარადიულ ბრძოლას წააგავს. ბრძენი რეფორმატორი ზომიერ ტალღას ჰგავს, რომელიც მშვიდად და ზუსტად ჩამოთლის კლდეს იმ ადგილებში, სადაც ის სავსეა  უსწორმასწორობით. რადიკალები კი ემსგავსებიან გრიგალივით ქარიშხალს, რომელიც ყველა ხერხს ხმარობს იმისათვის, რომ ყოველ წუთს „ჩამოანგრიონ“ კლდე. და ის, სადაც ქარიშხალი ამას ახერხებს, ზღვა ტბორავს ხმელეთს და ახლო მდებარე სივრცეს ქაოსის სამეფოდ აქცევს. სწორედ ეს, ადრე თუ გვიან, ემართება საზოგადოებებს იმ სახელმწიფოებში, სადაც  „ხელოვნურ რელიგიებს“ რწმენით იღებენ.
         საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავისუფლებისათვის არცერთ ბრძოლაში ედმუნდ ბერკს არ მოუპოვებია გამარჯვება. მაგრამ წაგებულად არასდროს არ თვლიდა თავს, რადგან ყოველი ბრძოლა, როგორც ტალღა შედარებით წყნარ ზღვაში, ნელ-ნელა, მაგრამ უტყუარად, თლიდა ბრიტანული პოლიტიკური ტრადიციის გრანიტს და აახლოვებდა მას იდეალურ ფორმას.
     



ლიტერატურა

ედმუნდ ბერკი. მმართველობა, პოლიტიკა და საზოგადოება. კრებული. შესავალი სტატია და კომენტარი ლ. პოლიაკოვის. - მოსკოვი: „კანონ-პრეს-ც“, „კუჩკოვოს ველი“,  2001.
ედმუნდ ბერკი. ფიქრები საფრანგეთში რევოლუციის და ლონდონში ზოგიერთი საზოგადოების სხდომების შესახებ, რომელიც ამ მოვლენებს ეხება. - მოსკოვი: გამომცემლობა „რუდომინო“, 1993.
პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლებების ისტორია. სახელმძღვანელო/იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროდესორის ო.ე. ლაისტის რედაქტორობით. - მოსკოვი: გამომცემლობა „ზერცალო“, 1999.
ისტორიული ლექსიკონი. XVIII საუკუნე. ენციკლოპედიური ცნობარი. - მოსკოვი: გამომცემლობა „ზნანიე“, 1996.
ერიკ ხობსბაუმი. რევოლუციის საუკუნე. ევროპა 1789-1848 წწ. – როსტოვი-დონზე: გამომცემლობა „ფენიქსი“, 1999.
6. ტოდ ჰონდერიკი. კონსერვატორები და თეორია. http://www.zlev.ru/53_81.htm (ნაწილი გამოქვეყნებულია ჟურნალში „ხელშეუხებელი მარაგი“, 2004, № 5 (37)).
მ. ფიოდოროვა. მოდერნიზმი და ანტიმოდერნიზმი XIX საუკუნის ფრანგულ პოლიტიკურ აზროვნებაში. - მოსკოვი, 1997.
პ. რახშმირი. სამი კონსერვატიული ტრადიცია: ზოგადი და განსაკუთრებული//კვლევები კონსერვატიზმის შესახებ. გამოშვ. 2. კონსერვატიზმი პოლიტიკურ და სულიერ განზომილებაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები: პერმი, 1995.



ФЕНОМЕН ВРЕМЕННОЙ И КУЛЬТУРНОЙ ДИССОЦИАЦИИ При индоктринации неофита осуществляется фактическая дезинтеграция образа «Я», выросшего естественным путем. Происходит насильственная замена его на искусственно сформированный псевдообраз «Я», сама суть которого подразумевает возможность быть ведомым, управляемым и подчиняемым. Фактически личность фрагментируется и дезинтегрируется, насильственно лишается целостности и организующего центра. Результатом оказывается исчезновение желания быть независимым, стремление к рабскому повиновению более сильной фигуре и прекращение мотивации, направленной на реальное саморазвитие. Фактически жертва такого рода методичной деперсонализации неизбежно останавливается в своем развитии. Внутреннее время, в пространстве которого разворачивается личная судьба и осуществляется углубление самовосприятия, останавливается. Такой человек начинает жить вне личной истории, диссоциируется из мира реальных взаимодействий с окружающими субъектами. Он переходит в виртуальный мир специально выстроенных для него и ему же навязанных совершенно искусственных отношений с многозначащими фигурами гуру и «братьями по вере». Это человек выпадает из реального культурного пространства, попадая в своего рода лакуну вневременного забытья, потому-то без применения специальных пепрограммирующих техник столько трудно до него достучаться, как бы ярко ни блестели его глаза, сколь бы живой ни казалась его речь. На самом деле он «спит наяву», будучи глубоко погруженным в галлюцинаторную виртуальную реальность впечатываемого в его психику сектантского мировидения.
---------
СОВРЕМЕННЫЕ ТЕХНИКИ СУГГЕСТИИ КАК ОСНОВНОЙ МЕТОД КОНСТРУКТИВНОГО ДЕПРОГРАММИРОВАНИЯ Хорошо изученная взаимосвязь между внешним, телесным поведением и нейрофизиологической динамикой позволяет сектосоздателям безошибочно и безопасным для себя способом внедрять в психику новообращаемых необходимые идеи (использование силы образов, обращение к памяти, эмоциональная окраска внедряемых формул). Каждый выбирает то состояние и действие, на которое он внутренне согласен; даже самые безобразные поступки, инспирированные внушением, самим совершающим субъектом рефлексируются как добровольно избранные. Правда, человек не отдает себе отчета в том, в каком состоянии — регрессированном, подавленном, ослабленном, униженном и угрожающем он принял решения о тех или иных действиях. Роберт Дилтс в качестве одного из критериев непрофессионализма психотерапевта называл апелляцию к феномену сопротивления: «если что-то не получается — сделай по другому». В основе всякого суггестивного взаимодействия (именно взаимодействия, а не воздействия), лежит внимание к тому, что нужно подвергающемуся воздействию, что собственно и должен предоставить воздействующий. Феномен сопротивления является синонимом нечуткости, ненаходчивости и даже неуважения терапевтирующего клиента. Тот же Роберт Дилтс определил эффективную психотерапию тремя словами (система Т.О.Т.Е. — механизм обратной связи): цель — чувствительность — гибкость. Для того, чтобы не сетовать по поводу сопротивления репрограмми-рованного субъекта, необходимо достаточно четко представлять (именно представлять, а не просто формулировать словами) себе цель, необходимо обладать высокой Чувствительностью ко всем без исключения его реакциям на терапевтирующие интервенции (опять все та же обратная связь), при этом обладая достаточной Гибкостью, позволяющей переходить от приема к приему, от метода к методу, от стратегии к стратегии, приноравливаясь к невербальному поведению клиента таким образом, чтобы все эти воздействия помогали в достижении Цели.






































































































































https://www.extremetech.com/extreme/232452-report-from-the-human-connectome-project-zeroes-in-on-the-firmware-of-the-brain

https://in5d.com/how-to-deprogram-yourself/
https://english.arizona.edu/human-programming-brainwashing-automatons-and-american-unfreedom
Literature Professor Scott Selisker has just published a monograph, Human Programming: Brainwashing, Automatons, and American Unfreedom (Minnesota, 2016). The book examines the roles that a literary figure—what Erich Fromm called the “human automaton”—has played in American scientific and popular conversations about totalitarianism, extremism, and fundamentalism. In 2015, he published two articles, both of which were awarded prizes: “The Bechdel Test and the Social Form of Character Networks” (New Literary History; Ralph Cohen Prize 2015) and “Stutter-Stop Flash-Bulb Strange: GMOs and the Aesthetics of Scale in Paolo Bacigalupi’s The Windup Girl” (Science Fiction Studies; SFRA Pioneer Award 2016). A short essay of his, “Digital Humanities Knowledge,” was included, by nomination, in Debates in the Digital Humanities 2016 (Minnesota, 2016), the new annual publication of record for the subfield. He’s currently working on a book project that considers how fiction models social networks, in conversation with social network analysis, media studies, privacy law, and political theory.
https://lgo900.wordpress.com/2012/10/11/how-we-are-being-programmed-seeing-through-methods-of-brainwashing/
How We Are Being Programmed :: Seeing Through Methods of Brainwashing
Posted on October 11, 2012
Now for something different, recently I have been mostly writing about Sacred Geometry & GeoKone, but I have always lots of writing underway that is just waiting to be finished.

In this writing, I will dwelve into the subject of Human Programming, something that is happening all around us. Especially in the western culture, that is dominated by the idea that Some People Know the Truth, and You Don’t.

https://www.amazon.com/Abolishment-Human-Creation-Deprogramming-Reprogramming-ebook/dp/B07DZCQHZL

The Abolishment of Human Creation - A text that takes all of human creation, such as religions, belief systems, brainwashing and all of the mental and physical restraints man put on one another for their own greedy need for power, and completely destroys it all right before your very eyes. You will then be opened to a new light, a new perception on all things so that you can then lead your own path in your own life and no longer live with the mindset of a slave. This is, of course, if you can open your mind to different perceptions and not be that of a close-minded simpleton. This book is not for the weak-willed, nor is it for the strong follower who is not willing to step out of the line in which they have stood their entire lives.

https://twitter.com/andrea1303
https://www.amazon.com/Artificial-Empathy/dp/B07K62BMZY

https://bigthink.com/21st-century-spirituality/is-artificial-intelligence-even-possible-without-emotions

https://hplusmagazine.com/2014/04/29/could-a-machine-or-an-ai-ever-feel-human-like-emotions/
https://www.zocalopublicsquare.org/2017/07/17/fear-emotionally-manipulative-robots/ideas/nexus/

WHY WE SHOULD FEAR EMOTIONALLY MANIPULATIVE ROBOTS
Artificial Intelligence Is Learning How to Exploit Human Psychology for Profit

https://www.scientificamerican.com/article/feeling-our-emotions/
Feeling Our Emotions
According to noted neurologist Antonio R. Damasio, joy or sorrow can emerge only after the brain registers physical changes in the body

April 1, 2005
https://www.quora.com/Why-are-Americans-emotionless

https://www.reddit.com/r/AskReddit/comments/33j8bf/why_are_westerners_so_unemotional_and_cold/
https://www.amazon.com/Emotional-Anesthesia-Story-Learning-Again/dp/141371885X

Have you ever looked for ways to numb pain or anger or uneasiness? Have you relied on the refrigerator or the liquor cabinet to shield yourself from your emotions? Janelle did. She feared all the insecurities of life. This fear began with the shock of her father’s death when she was only fifteen years old. To the outside world she looked like an intelligent, pretty young woman but inside she was hiding secrets that were destroying her life. Her obsession with food and weight could no longer numb her pain. She searched for a permanent escape. Ending up in a coma, she woke up scared to face reality. But the unnerving voice of a smoky-breathed man in her room revealed horrific memories of her past. She was forced to feel a pain deeper than she had ever imagined. Ironically, the tragedy ignited a spark of hope that initiated spiritual exploration and self-discovery. Finally being able to remove the addictions that helped to anesthetize her emotions, she learned to feel love and the spirit of life again.

https://taylorcounselinggroup.com/blog/2017/11/16/natural-vs-manufactured-emotions
Natural Vs. Manufactured Emotions
http://feel-more-do-less.blogspot.com/2013/10/emotions-natural-vs-manufactured.html
https://issuu.com/paranthropology/docs/paranthropology_vol_3_no_2
https://www.crcpress.com/Music-Emotion-Recognition/Yang-Chen/p/book/9781439850466

Summary
Providing a complete review of existing work in music emotion developed in psychology and engineering, Music Emotion Recognition explains how to account for the subjective nature of emotion perception in the development of automatic music emotion recognition (MER) systems. Among the first publications dedicated to automatic MER, it begins with a comprehensive introduction to the essential aspects of MER—including background, key techniques, and applications.

This ground-breaking reference examines emotion from a dimensional perspective. It defines emotions in music as points in a 2D plane in terms of two of the most fundamental emotion dimensions according to psychologists—valence and arousal. The authors present a computational framework that generalizes emotion recognition from the categorical domain to real-valued 2D space. They also:

Introduce novel emotion-based music retrieval and organization methods
Describe a ranking-base emotion annotation and model training method
Present methods that integrate information extracted from lyrics, chord sequence, and genre metadata for improved accuracy
Consider an emotion-based music retrieval system that is particularly useful for mobile devices
The book details techniques for addressing the issues related to: the ambiguity and granularity of emotion description, heavy cognitive load of emotion annotation, subjectivity of emotion perception, and the semantic gap between low-level audio signal and high-level emotion perception. Complete with more than 360 useful references, 12 example MATLAB® codes, and a listing of key abbreviations and acronyms, this cutting-edge guide supplies the technical understanding and tools needed to develop your own automatic MER system based on the automatic 
https://hypnosistrainingacademy.com/a-step-by-step-guide-to-hypnotizing-your-first-subject-quickly-and-easily-foundations-of-hypnosis/

https://hypnosistrainingacademy.com/hypnotic-stories-induce-trance/
http://hypnotistvancouver.ca/

https://dividetheword.blog/2019/07/28/take-a-b-i-t-e-out-of-cults


https://www.slideshare.net/drpsdeb/hypnosis-theory-and-practice

https://www.newtonhypnosis.com/hypnosis-in-religion-part-1/

https://www.amazon.com/Corruption-Reality-Religion-Hypnosis-Psychopathology/dp/0879759356

This groundbreaking volume examines our sometimes strained grasp of reality and sheds new light on three subject areas that continue to fascinate researchers: religion, hypnosis and psychopathology.The Corruption of Reality challenges many of the ideas in all three disciplines and paves the way for an exciting, far-reaching and unified theory of conscious and unconscious behavior. Schumaker argues that, despite their apparent differences, religion, hypnosis, and psychopathology are all expressions of the unique human ability to modify and regulate reality in ways that ultimately serve the individual and society. In turn, these same behaviors can be traced to the brain's remarkable capacity to process information along multiple pathways, thus allowing the person to manipulate reality in strategic directions aimed at improved coping. He includes a historical and cross-cultural analysis showing how reality reconstruction takes place, and outlines the shortcomings of current psychotherapeutic approaches as well as the promising trends toward a spiritualization of psychotherapy.

https://www.semanticscholar.org/paper/The-Consumption-of-Psychoactive-Plants-During-The-s-Sayin/990e7b11187500300c6a819e426113f5d7ed819c

https://hypnosis.edu/history/ancient-hypnosis

https://www.drtracistein.com/SelfHypnosisAudioPrograms.en.html
https://www.huffpost.com/entry/vodou-flag_n_5909160

https://www.researchgate.net/publication/276597157_Artificial_Empathy_An_Interdisciplinary_Investigation

https://towardsdatascience.com/empathy-in-artificial-intelligence-eb167f62af99

https://www.patheos.com/blogs/crossexamined/2012/11/christianity-2-0-secular-christianity-2/

https://blog.theshiftnetwork.com/blog/christianity-20

https://www.lesswrong.com/posts/BcYBfG8KomcpcxkEg/crisis-of-faith

https://www.amazon.com/Reforming-Christian-Taliban-Christianity-Christians-ebook/dp/B01CUKWNNO

https://www.quora.com/How-would-one-overhaul-Christianity-to-create-a-Christianity-2-0
http://atlantaapologist.org/rtb/index.php

https://www.slideshare.net/richardcclose/the-great-highjack-christian-history-part-1-of-4


https://www.amazon.com/Pagans-Traditional-Religion-Rise-Christianity-ebook/dp/B00L7X6ZU8

https://www.scientificamerican.com/article/will-democracy-survive-big-data-and-artificial-intelligence/
Will Democracy Survive Big Data and Artificial Intelligence?
We are in the middle of a technological upheaval that will transform the way society is organized. We must make the right decisions now

http://www.jubilee-centre.org/the-rise-of-the-machines-preparing-for-the-revolution-in-robotics-and-artificial-intelligence/
https://www.bbvaopenmind.com/en/humanities/beliefs/the-social-contract-2-0-big-data-and-the-need-to-guarantee-privacy-and-civil-liberties/
The Social Contract 2.0: Big Data and the Need to Guarantee Privacy and Civil Liberties

https://geneticliteracyproject.org/2018/11/09/cloning-stem-cells-gmos-religious-beliefs-shape-thinking/

https://www.elca.org/JLE/Articles/614

https://www.amazon.com/Firefall-2-0-History-Through-Revivals/dp/1499500564/ref=asc_df_1499500564/?tag=hyprod-20&linkCode=df0&hvadid=266163681317&hvpos=1o1&hvnetw=g&hvrand=10601818282143575811&hvpone=&hvptwo=&hvqmt=&hvdev=c&hvdvcmdl=&hvlocint=&hvlocphy=9004370&hvtargid=pla-644044229996&psc=1

https://appgrooves.com/android/com.app.app23ad0580721f/feminization-hypnosis/gb-hypnosis

https://www.youtube.com/watch?v=l92TLi-HB_s
https://www.hypnosisnetwork.com/articles/christianity-and-hypnosis-answers-from-an-academic-and-a-minister

http://jbeard.users.rapidnet.com/bdm/Psychology/hypno.htm

https://www.youtube.com/watch?v=kxUXR145occ

https://qz.com/1289966/can-machines-be-spiritual/


https://futurethinkers.org/technology-spirituality-artificial-intelligence/

https://medium.com/womeninai/consciousness-and-artificial-intelligence-between-empirical-science-spirituality-and-philosophy-8051598b3d08
https://www.geek.com/tech/can-machines-achieve-spirituality-1741533/

https://steemit.com/technology/@sterlinluxan/the-merger-of-ai-and-spirituality

https://en.wikipedia.org/wiki/The_Age_of_Spiritual_Machines
https://sociable.co/technology/ai-spirituality-soulless-golem/

https://www.youtube.com/watch?v=gfpq_CIFDjg

https://www.commondreams.org/views/2019/03/14/artificial-morality
















Spirituality in the Age of Artificial Intelligence - the University of Divinity ...



https://repository.divinity.edu.au ›




https://shop.reasons.org/product/626/humans-2-0-scientific-philosophical-and-theological-perspectives-on-transhumanism


https://me.me/i/124-the-making-of-a-modern-elder-humans-2-0-2861f53ec0784a63bbd9c521e821645b


https://search.library.utoronto.ca/details?11444216&uuid=7868b58b-5b1d-4ffe-abcb-ac9202390363


http://www.mirmay.com/blog/biohacking-explained-2/


https://lifeboat.com/ex/human.body.version.2.0

http://www.mirmay.com/blog/biohacking-explained-2/

https://me.me/i/124-the-making-of-a-modern-elder-humans-2-0-2861f53ec0784a63bbd9c521e821645b

https://www.sksm.edu/wp-content/uploads/2017/12/Phil-Towne-Spirituality-in-an-Age-of-Technology.pdf

https://www.patheos.com/topics/how-is-technology-changing-spirituality


s humans charge up the steep slope of technological innovation, digital age media increasingly shapes our perception of everything—even spiritual matters. The next stage of spiritual development may be the product of a digital interface between our own image of the divine, virtual reality technology that produces real perceptions, and with devices that stimulate areas of the brain associated with spiritual experience. This book explores the influence of digital media on spirituality and the impact of the digital environment on our experience of the spiritual world. The author predicts a future in which digital technology and neuroscience will combine to create a new understanding of the divine.
Instructors considering this book for use in a course may request an examination copy here.

In this book, you will be challenged to use your mind to think critically about the role of computer technology as it impacts the spiritual universe. What do humans need that computers can never give us? What are three domains of reality that provide you with a road map to finding your purpose and what is meaningful for you? Technology may help us reach the stars, but it is may not help us get to Heaven. Now that would be a pity!













Reverse marketing is the concept of marketing in which the customer seeks the firm rather than marketers seeking the customer. Usually, this is done through traditional means of advertising, such as television advertisements, print magazine advertisements and online media.




https://rusoir.ru/03print/03print-04/03print-04-10/?fbclid=IwAR0Cjzt67MdHesd85YC6LvcXkxFzcK0D7k5zFcUG-laa9BVcUz9oAOwJzgs



Актуальные проблемы современного экстремизма и терроризма на религиозной основе


Н.В. Володина
(г.   Москва)


https://www.globalresearch.ca/intrusive-brain-reading-surveillance-technology-hacking-the-mind/7606?fbclid=IwAR3B4_mqEHM7EH5iIFlwbHHy2vkyGRmYfM7j6wngQylv_yRHgkBxpITTgNA



















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised