воскресенье, 18 августа 2019 г.

ღვთაებრივი პლაცებო

ღვთაებრივი პლაცებო   
დისკუსიის მონაწილენი: კატერინა მურაშოვა, სერგეი ლუბიმოვი, მიხაილ არკადიები, სერგეი მურაშოვი, ანა ზარმბო, ალექს ლოსეტი, მარინა რომანენკო, ანდრეი კურპატოვი, ანა კვირინგი, ალექსანდ შევცოვი, დიმიტრი ვოლჩენკი, რამ იუდოვინი, სერგეი კრავჩუკი

ცხოვრების აზრი ჩვენ გვჭირდება ერთი-ერთადერთი მიზეზის გამო - თავი რომ არ მოვიკლათ. დაუჯერეთ პროფესიონალ სუიციდოლოგს - ეს თითქმის სამედიცინო ფაქტია. თუ გაუგებარია, რატომ უნდა იცხოვრო, ცხოვრება შემდეგ აუტანელი ხდება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ცხოვრებაში აზრს, როგორც არც უნდა დაიძაბო, ვერ მონახავ.
რასაკვირველია, შეიძლება თავი დაიმშვიდო „ძველი ებრაული ფოლკლორის“ ლეგენდებით (© ა.გ. ნევზოროვი). მაგრამ მათშიც კი, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, ცხოვრების მნიშვნელობა არ არის მითითებული, განსაზღვრული და ფორმულირებული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ალტერნატიული ზღაპრებიც, მაგრამ მაინც არსად არ არის პასუხი საკრამენტალურ კითხვაზე. 
ამრიგად, ჩვენ საკმაოდ რთული ალტერნატივის წინაშე ვდგავართ: ან, ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ, რომ ცხოვრება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და ანგარიში გავუსწოროთ მას, ან, მაგალითად, ვივარაუდოთ, რომ ის მაინც არსებობს, მაგრამ იმდენად რთული, ძნელად მისახვედრი და მიუწვდომელია, რომ მისი  უბრალოდ უნდა გვჯეროდეს (თუმცა გაუგებარი რჩება, როგორ შეიძლება დაიჯეროთ ის, რაც წარმოდგენილიც არ არის).
მაგრამ მართებულია თვითონ ეს ალტერნატივა? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ვაგრძელებთ როგორღაც ცხოვრებას, ცხოვრებაში აზრის აშკარა არარსებობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, არსებობს კიდევ რაღაც, რაც მასში გვაკავებს, თუმცა, ალბათ, სრულად ეს „რაღაც“ არ გვაქვს გაცნობიერებული. და მართლაც, ჩვენ გვაკავებს  ... ბედნიერების ილუზია.

                                                                        ***
ბედნიერება დამპალი საქონელია. მაგრამ მაინც ყველაზე მოთხოვნადი. ბედნიერებით დაუღალავად ვაჭრობენ მარკეტოლოგები, რელიგიური მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები, მოდის კანონმდებლები და სხვა ავანტიურისტები. იყიდეთ, ხმა მიეცით, მოიწონეთ - და თქვენ ბედნიერი იქნებით!
რადგან საქონელი დამპალია, მას მთლიანობაში თითქმის არასოდეს აჩვენებენ, მართებულად მიაჩნიათ, რომ ჩვენ უმალ აქეთ-იქით გავიქცევით. თუმცა, ცნობილია, რომ, თუ მხოლოდ მის მცირედ ნაწილს გვაჩვენებენ, ჩვენი წარმოსახვა დაასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა, თანაც იდეალურ მდგომარეობამდე.
სარეკლამო პლაკატი ახდენს მოდელის მხოლოდ მცირე ნაწილის დემონსტრირებას - თვალის, პროფილის, ფეხის, - დანარჩენ „სილამაზეს“ ჩვენ თვითონ ვქმნით, და ამას არავინ გვაიძულებს. ჩვენ უბრალოდ გვინდა ბედნიერება. დედამიწაზე „ღმერთის“ სხვადასხვა წარმომადგენლებმა საკმარისია თქვან, რომ ჩვენ „მას“ ვუყვარვართ, რომ ჩვენ  მაშინვე ადვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენზე მოფენილ  მადლს. დიახ,  ნამდვილად გვსურს.
ან, მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკა ... როგორ მოგწონთ ეს 87%-იანი სასწაული? რა თქმა უნდა, მოსახლეობას დაჰპირდნენ სუპერდერჯავას - და აი ისიც, დატკბით! თავად გაერომ შეკრთა! ნამდვილად შეკრთა თუ არა, არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია - მოსახლეობას ბედნიერება ელანდება! მას უნდა!
ფსიქოლოგების შესახებ, რომლებიც აკვირდებიან კორპორატიულ ეთიკას, მე საერთოდ ჩუმად ვარ ...
ბოლოს და ბოლოს, რას აკეთებენ ფსიქოლოგები! ეს ფოკუსი „ვაჭრების“ გარეშეც კი მუშაობს - საყვარლებით და მეორე ნახევრებით, ბავშვების დაბადებით და კარიერული ზრდით, ახალ ბინაში და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლით. ჩვენ ჯერ აღფრთოვანებული, მოხიბლული ვართ, განმსჭვალული, რაღაცას ვფანტაზიორობთ, ვოცნებობთ ბედნიერი მომავლის შესახებ, რისკზე მივდივართ და უკან მოუხედავათ, შემდეგ კი, მოულოდნელად, აგვიხდება ანდაზა: „ბევრის მნდომი ცოტასაც დაკარგავსო“. გაოგნებულები ვართ, ვერ გაგვიგია, თუ რა დაგვემართა...
ასეთია საქონელია ეს „ბედნიერება“. მხოლოდ იმედგაცრუება. ოცნებები არ ახდება, სურათები არ ცოცხლდება, ხოლო შეუძლებელი რჩება შეუძლებელი. გლობალური თაღლითური ლატარიაა. ჩვენ უკვე ათასჯერ მოვტყუვდით, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ: იმ ზღარბებივით ვტირით, ვიჩხვლიტებით, მაგრამვაგრძელებთ კაქტუსის კოიტირებას.
ბედნიერებაზე ოცნება ჩვენთვის ყველაფერია, ყველაფერი მასზეა აგებული. თუ ადამიანი „იდეოლოგიური მოსაზრების“ გამო თვითმკვლელობას გადაწყვეტს, ეს იმიტომ კი არა, რომ  მან დაკარგა რაღაც ვირტუალური „აზრი“, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მას აღარ სჯერა საკუთარი ბედნიერების შესაძლებლობის. დიახ, თვითმკვლელობის წინ დატოვებულ ბარათში ის „აზრის“ შესახებ დაწერს, მაგრამ იფიქრებს იმაზე, რომ ბედნიერება არ არსებობს. და არც არის მოსალოდნელი.
რატომ არ დაწერს ისე, როგორც არის - ბედნიერების შესახებ? იმიტომ რომ ეუხერხულება და რცხვენია მასზე ოცნება. თითქოს, სულელურად გამოიყურები. თუ „ცხოვრების აზრის“ გამო განიცდი, ეს არაფერია, სოლიდურიც კი არის. ხოლო, თუ ბედნიერების გამო, ის ინფანტილიზმია, თითქოს ფიქრობს: „ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ“, „უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრება სიტკბო არ არის“, „გამაგრდი და იყავი, როგორც ყველა“.
მოკლედ რომ ვთქვათ, დროა, რომ ვისწავლეთ საკუთარ თავს სიმართლე ვუთხრათ:  „ცხოვრების აზრი“ კი არ გვაწუხებს, არამედ შევძლებთ თუ არა ვიყოთ ბედნიერი. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „აზრის“ შესახებ, რეალურად ვსაუბრობთ „ბედნიერებაზე“. ამიტომ, პირველი, უბრალოდ უნდა გადავხაზოთ, ხოლო მეორე დიდი ასოებით დავაწეროთ თავზე. ასე უფრო  გულწრფელი იქნება. მოტყუებით ეს  რებუსი ვერ მოგვარდება. 
                                                               ***
როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში, ფსიქოლოგიის დოქტორმა, მარტინ სელიგმანმა შექმნა „პოზიტიური ფსიქოლოგია“, უნდა ვაღიარო, რომ თავიდან გადავწყვიტე, რომ ალცჰეიმერს არ სძინავა და გამოჩენილი მოხუცი უბრალოდ გამოჩერჩეტდა.
მართალია, 60-იან წლებში სელიგმანმა ძაღლებზე ჩაატარა დახვეწილ-შეურაცხმყოფელი ექსპერიმენტები და აღმოაჩინა „დასწავლილი უმწეოობის“ ფენომენი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავერკვეოდით დეპრესიის პათოგენეზში. ზოგადად, სელიგმანი მეჩვენებოდა, როგორც ობიექტური მეცნიერების გრანდიოზული, გულქვა რაინდი (თითქმის, როგორც ივან პეტროვიჩი). აქ კი, „პოზიტიური ფსიქოლოგია“ და „ბედნიერების შესწავლა“. დალახვროს ეშმაკმა!
როდესაც წავიკითხე სელიგმანის პირველი წიგნი მისი ახალი “თეორიის” შესახებ - „ნამდვილი ბედნიერება“, ჩემი შიშები სრულად გამართლდა. მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი მთავარი მტერია ალცჰეიმერი, სხვა უბრალოდ არ არსებობს. ის საშინელება იყო.
თუმცა, საშინელი დიაგნოზი არ დადასტურდა: ათი წლის შემდეგ, მარტინ სელიგმანმა გამაქვეყნა კიდევ ერთი წიგნი „გზა კეთილდღეობისკენ“, რომელშიც თავის ყოფილ შეხედულებას უწოდებს „უბრალო ბედნიერებათმცოდნეობას“, რომელიც არ იმსახურებს უფლებას მიჩნეულ იქნას, როგორც სრულფასოვანი მეცნიერება. ნამდვილი მეცნიერია, ვერაფერს იტყვი! თუმცა, ნამდვილ მეცნიერს, როგორც იმავე წიგნიდან გაირკვა, სხვა პათოლოგია სჭირს: ჩვენს პროფესიულ ჟარგონს თუ გამოვიყენებთ, ოდნავ „წაიმანიაკებს“.
თავად განსაჯეთ. მარტინ სელიგმანი გარდაქმნის სკოლებსა და კამპუსებს, ახორციელებს უზარმაზარ პროგრამას აშშ-ს არმიაში ოპტიმიზმის ასამაღლებლად, ამუშავებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, წარმატებით ებრძვის ფარმაცევტულ გიგანტებს და ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემას, კონსულტაციას აძლევს წამყვან კორპორაციებს, აცნობებს მთავრობას, თუ როგორ სწორად გამოიანგარიშოს მთლიანი შიდა პროდუქტი და მოახდინოს უოლ-სტრიტის რეფორმირება, ხოლო მის მიერ წამოჭრილ ასტრონავტების სექსუალური კმაყოფილების პრობლემას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, NASA-ში ირონიუალად უწოდებენ „სელიგმანის პრობლემას“. 
ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, მერწმუნეთ, „პოზიტიურ ფსიქოლოგიას“ რომ არ გამოეჩინა ნამდვილი ეფექტურობა, სელიგმანს არ შეუშვებდნენ არც ამერიკულ ჯარში, არც სკოლებში, არც კორპორაციებში და არც, მით უმეტეს, NASA-ში. „პოზიტიური ფსიქოლოგია“ ნამდვილად მუშაობს: კვლევების თანახმად, ის უფრო ეფექტურია, ვიდრე ფსიქოტროპული პრეპარატები და ფსიქოთერაპიის სხვა სახეობები. გარდა ამისა, მას აქვს მნიშვნელოვანი ზემოქმედება არა მხოლოდ დეპრესიით დაავადებულ პაციენტებზე, არამედ „ნორმალურ ადამიანებზე“. ის მათ არსებითად ცვლის - სრულიად რეალურად! ალბათ,  ჰიპნოზისა და ფსიქოანალიზის შემდეგ, მარტინ სელიგმანის „პოზიტიური ფსიქოლოგია“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ტექნოლოგიებში.
როგორ მუშაობს ის? რა ხრიკი უდევს საფუძვლად?
                                                        ***
სელიგმანმა და მისმა თანამშრომლებმა, ისინი კი ძალიან ბევრნი არიან, შეიმუშავეს ასობით სავარჯიშო, ტექნიკა, ტესტები და ა.შ., და ა.შ. და ყველა მიზანს აღწევს - მნიშვნელოვნად ზრდის გამოსაცდელის თვითშეფასევას. დიახ, რეცეპტი ძალიან მარტივია: თუ ადამიანს დავალებებს აძლევთ, რომლის შედეგადაც ის საკუთარ თავზე უკეთესად იწყებს ფიქრს, ვიდრე მიჩვეული იყო, მისი თვითშეგრძნება იცვლება. ის უფრო ოპტიმისტური, აქტიური, ღია და სოციალურად პასუხისმგებელი ხდება. ამის წყალობით, მისი წარმატება იზრდება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უმჯობესდება, ხოლო თვითშეფასება, თავისთავად, იზრდება.
ბედნიერების ასეთი თვითდამქოქი ძრავაა.
მე, ალბათ, არ დავიწყებდი საუბარს დოქტორ სელიგმანის შესახებ, რომ არა ის წერტილი, რომელიც მან დაუსვა დისკუსიას ადამიანის შესახებ. ადამიანი - და ახლა ამაში ეჭვი შეტანა სრულიად შეუძლებელია - ყველაზე პრიმიტიული აპარატია.  შეიძლება ადვილად მისი არა მხოლოდ დაშინება (ამის შესახებ ყველამ ვიცოდით), არამედ ბედნიერების მინიჭებას. უბრალოდ საჭიროა იცოდე, სად აქვს მას ეს სანუკვარი ღილაკი.
მაშ ასე, სად აქვს? იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი შეხედულებები საკუთარ თავზე, არ არის საჭირო, არც ფიზიკა, არც ლირიკა, არც მეტაფიზიკა და არც სულიერება. შეგიძლიათ იოლად გახვიდეთ რელიგიური ქადაგების, უსასრულო მედიტაციის, სახელმწიფო იდეოლოგიის, ეროვნული იდეისა და მნიშვნელობათა ფილოსოფიის გარეშე. საკმარისია მხოლოდ სელიგმანის ფოკუსები ჩვენს თვითშეფასებასთან მიმართებაში.
ზოგადად, ეს პატარა ცხოველი არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოებას, როგორც გვასწავლეს. მას შეუძლია მარტივად ჩამოაყალიბოს „დასწავლილი უმწეობა“ (სხვათა შორის, მიაჩნიათ, რომ სელიგმანი კონსულტაციას უწევდა სამხედროებს დაკითხვის წარმართვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით), შეუძლია გარდაქმნას  „კეთილდღეობის მანქანად“. ორივე მუშაობს, ხოლო შესაბამის პროფესორებს არ სძინავთ.
თუმცა სელიგმანი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა (და თავადაც კარგად იცის ეს): მან მიაღწია წარმოუდგენელ პრაქტიკულ შედეგებს, მაგრამ ჯერჯერობით მას არ შეუძლია ჩამოაყალიბოს თეორია. სიმართლის აღიარება, რომ მან უბრალოდ შეიმუშავა პოზიტიური ზომბირების ტექნოლოგია (მაგალითად, „დასწავლილი უმწეობის“ ტიპის, მხოლოდ პირიქით), სელიგმანს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. დასაშვებად მიმაჩნია, რომ ის იმყოფება საკუთარი „დასწავლილი ოპტიმიზმის“ ზემოქმედების ქვეშ, და ეს არც კი ესმის.
თეორია კი საჭიროა, და მასთან დაკავშირებით, სინამდვილეში, სირთულეები არ არის.
                                                                     ***
„ბედნიერებასთან“ დაკავშირებით ყველაფერი ძალიან მარტივია. თქვენ ბედნიერი იქნებით, თუ დაიცავთ მხოლოდ ხუთ მარტივ პირობას. პირველ რიგში, თქვენი ძირითადი მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, ეს კი, დღევანდელ პირობებში, არც ისე რთულია. მეორეც, თქვენ არ უნდა გქონდეთ ფსიქიკური დაავადება, რომელიც ვლინდება მხოლოდ დაქვეითებული განწყობით: დეპრესიით, მაგალითად, ან მსგავსი რამით. თუმცა ფსიქოფარმაკოლოგია დაგვეხმარება.
ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი შემდეგ იწყება: მესამე, მეოთხე და მეხუთე არის ინტერესის არსებობა, პოზიტიური შეხედულებები მომავლის შესახებ და სოციალური გარემოსგან მხარდაჭერა. მორჩა. რომელ თეორიას, პრაქტიკას, მითოლოგიასაც არ გაანალიზებთ, თუ ისინი მუშაობს და იძლევა შედეგს, მაშინ   აუცილებლად გამოჩნდება სამი პუნქტი: ინტერესი, პერსპექტივა და მეგობრული კომიუნიტის არსებობა.
ახლა ყველა ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესი ფსევდოინტელექტუალური ფასფუდით არის დასუსტებული, მომავლის სურათი აღარ აღიბეჭდება საყოველთაო ფუსფუსის გამო, ხოლო ჩვენი საზოგადოება თავად დაიშალა  იმ მრავალი მიზეზის გამო, რომლის აქ განხილვას აზრიც კი არა აქვს.
თუმცა, არსებობს დაზარალებულთა დახმარების მრავალი გზა. მაგალითად, სელიგმანის სისტემა ცუდად არ უმკლავდება. ჩვენ გვეზრდება თვითშეფასება, ოპტიმიზმი, და უკვე ფსიქიკა გეგმავს უზარმაზარ გეგმებს. მას უკიდურესად აინტერესებს ის, რასაც ვაკეთებთ, რადგან ის ახალ და ახალ „აჰა-განცდებს“ ელის.  სოციალური დახმარებაც ჩვენთვის უზრუნველყოფილია - ყოველთვის სასიამოვნოა ურთიერთობა პოზიტიურ და ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებთან.
მაგრამ ზუსტად იგივე შედეგს შეგიძლიათ მიაღწიოთ „ეკლესიის“ დახმარებით, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელის, თუნდაც ვირტუალურის (როდესაც სწამთ გარკვეული უმაღლესი პრინციპის, მსოფლიო გონების ან მსგავსი რამის). რწმენა ჩვენი ტანჯვების იდეალური ანესთეზიაა: მომავალს გვპირდება ნათელს, სიცოცხლეს ავსებს აზრით (ფიზიოლოგიურად რომ ვთქვათ, ინტერესით), ხოლო სხვა ადამიანებთან , თუ ისინი იმავე რელიგიურ მითს აღიარებენ, ყოველთვის შეიძლება მოპაპარაკება. ზოგადად, რელიგიური ფსიქოთერაპიის წარმატება საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული.
სხვა საქმეა ის, რომ ეს არ არის არანაირი ფსიქოთერაპია, არამედ პლაცებოს ბანალური ეფექტი: რელიგია იმავე სატყუარას როლს თამაშობს, როგორც მარტინ სელიგმანის აუტოტრენინგი. 
                                                               ***
როდესაც წაიკითხა „აზრობრივი ჰერპესი“, კაბალისტიკის პროფესორმა მიხაელ ლაიტმანმა წერილი მომწერა. მისი მოკლე შინაარსი შემდეგია: თქვენ, ძვირფასო დოქტორო, თქვით, რომ ცხოვრებაში აზრი არ არის, მაგრამ მე მას ვგრძნობ, ამიტომ თქვენ  ცდებით. დიდება კაბალას!
რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ სხვის აზრს. ბოლოს და ბოლოს, ყველას აქვს უფლება იგრძნოს ის, რაც მოსწონს. რა თქმა უნდა, მე ვერ გავარკვიე, საიდან იცის მიხაილ სემიონოვიჩმა იმის შესახებ, თუ რა იდეას აღიარებს მატერია, ან როგორია, მაგალითად, ბუნების გეგმები განვითარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ოპონენტის მიერ დამტკიცებული აზრი  გაჟღერებული არ ყოფილა მის მიერ. ხოლო ბედნიერებას, იმ პირობით, რომ ის აზრი მე ვარ, როგორიც არ უნდა იყოს, მივიღებ. ეს მე შემპირდენ.
ასე რომ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კაბალისტიკის პროფესორმა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. სწორედ დოქტორ კურპატოვს, თავის დროზე, პატივცემულმა  „Forbes“ უწოდა „ბედნიერების ვაჭარი“. ასე რომ, ამ ბიზნესში რაღაც მესმის ...
თავის რეცენზიაში მიხეილ სემენოვიჩი მამაშვილურად მწერს: თქვენ, ახალგაზრდავ, ნუ განიცდით. მეც ოდესღაც მეცნიერი ვიყავი და მეცნიერების მჯეროდა, ახლა კი მე ვარ კაბალისტი და მწამს ღვთიური, ასე რომ თქვენშც დაგიდგებათ ეს მომენტი. არ ვიცი, მე უკვე მეხუთე ათეულს მივაღწიე და ჩემს ცხოვრებაში უკვე მოვასწარი მერწმუნა, დამეკარგა რწმენა, მენახა სასწაულები და გამეგო, რომ ეს საერთოდ არ არის სასწაულები. ჩვენს მთავარ მტერს - ალცჰეიმერს - მე, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ ვკარგავ, ასე რომ არ დავიფიცებ. მაგრამ მეხუთე ათეულისთვის, მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ ნაადრევია.
უფრო მეტიც, ვინაიდან მე არ ვარ მებრძოლი ათეისტი, მე მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დავუშვა თუნდაც  „უზენაესი პრინციპის“, „ზეპიროვნული გონების“, თუ გნებავთმ „ღმერთის“ არსებობა. მაგრამ ორი მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, დათქმით. პირველ რიგში, რომ „მისთვის“  კატეგორიულად სულ ერთია, რა მოგვივა, და მეორეც, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ არსებობს. ერთიც და მეორეც აშკარაა, ასე ვთქვათ, ზღვარზე. მაგრამ მეშინია, რომ ღვთიური პლაცებო, თუნდაც კაბალაში, თუნდაც ექსტრასენსორიკაში გახვეული, ამ შემთხვევაში არ იმუშავებს.
მე მესმის რას წარმოადგენს სინამდვილეში ბედნიერება, ამიტომ შემოგთავაზებთ იაროთ პირდაპირ და ნათელი გზით: მოძებნოთ საქმე, რომელიც გაინტერესებთ, ემპათიური ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ ჩვენი მხარდაჭერა, ერთობლივი გეგმების შედგენა მომავლისთვის, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ისტორიულ კონიუნქტურაზე. და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ნუ მოატყუებთ. მესმის, რომ ეს მარტივი არ არის. მაგრამ ეს ერთადერთი რამ არის, რაც რეალურად მუშაობს.
ანუ, ალბათ, აქვს რაღაც აზრი.







https://wikitypology.wordpress.com/

https://moderwom.ru/ka/psychological-types-of-personality-types-of-personality-and-their-characteristicssssss/












ფსიქოლოგიური ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი უამრავია, და რომ მიხვდე რომელია “სწორი პასუხი” შეუძლებელია.

“ტესტირება – ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეთოდია ადამიანზე ინფორმაციის მისაღებად, _ თვლის კარიერული კონსულტაციის ცენტრის ტესტირებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ანა მუხინა, _ ჩვენს ცენტრში არსებობს HR-ლაბორატორია, რომელიც დაკავებულია პერსონალის შერჩევის მეთოდების შექმნით. არსებობს სტანდარტული მეთოდები, და არსებობს ასევე მიზნობრივი მეთოდები, რომლებიც ერგება კონკრეტულ სიტუაციას.”
თუ ერთი კვლევა მიმართულია ინტელექტის დონის განსაზღვრისკენ, სხვა მიმართულია მოტივაციის, პიროვნული მახასიათებლების აღმოსაჩენად. მაგალითისთვის. ლუშერის ტესტი კანდიდატს სთავაზობს ფერებიდან აარჩიოს უფრო მეტად მიმზიდველი ფერი. ეს მეთოდი დამყარებულია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი ფერს აღიქვამს ინდივიდუალურად, და რომ ფერების აღქმა ბევრ რამეზე მიუთითებს. ასეთი ტესტი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მისი მოტივაცია.
“პიროვნების კვლევის სტანდარტიზირებული მეთოდები, რომლებსაც მიეკუთვნება ლუშერი და რორშახი, სანდოა, თუმცა საკითხავია ის, თუ სად და რამდენად კარგად სწავლობდა ექსპერიმენტატორი, როგორია მისი გამოცდილება, _ ამბობს ვალერია დვორცევაია, _ ეს მეთოდები ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ჩანს გამოსაყენებლად, თუმცა რეალურად ასე არ არის. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ წარმონაქმნებს, 20 წელია დიაგნოსტიით ვარ დაკავებული, მაგრამ მხოლოდ მაქს ლუშერის სემინარის შემდეგ მივხვდი ბოლომდე, მისი ტესტის სტრუქტურას”.

ფიზიოგნომიკა

ფიზიოგნომიკას ძალიან ძველი ისტორიაა აქვს. ამ სწავლების მიხედვით, ადამიანის სახის ნაკვთებისა და მიმიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის პიროვნებასა და მორალურ მახასიათებლებზე. ნიკაპის მოყვანილობით, მაგალითისთვის, მსჯელობენ ადამიანის ნებელობაზე. თუ ნიკაპი მასიურია და კვადრატული ფორმა აქვს, ე.ი. ჩვენს წინაშეა ძლიერი ნებელობის მქონე ადამიანი, ლიდერი. პატარა ნიკაპი კი პირიქით, ადამიანის სირბილეს და მსუბუქ ზასიათზე მიანიშნებს. სახის ნაკვთების ასიმეტრია კი პატრონის ფეთქებადობაზე და გაუწონასწორებელობაზე მიყთითებს, ხოლო სიმეტრია – რაციონალურობაზე და გაწონასწორებულებაზე.
And the losers, ladies and gentlemen: THE PEOPLE EVERYWHERE. They were set up against each other. The tiny 0.0001% of corporate mafia and central banksters sit back, abuse children and laugh as the populace of countries proudly regurgitate the phrase "I'm voting for the lesser evil" and "X is going to be different" in this good cop/bad cop tactic. Yep, easy game. Just control media, education, politicians, police, legal system and whoosh people STILL fall for 'Bread and Circuses', 'Divide and Rule' after millenia of this.
















https://www.wakingtimes.com/2016/01/15/journalist-reveals-tactics-brainwashing-industry-uses-to-manipulate-the-public/?utm_campaign=meetedgar&utm_medium=social&utm_source=meetedgar.com&fbclid=IwAR3rP6In-LBla4uC4lHudYYLFDSkyaYewMsKIVFqNX-VylFG29ZK77raEX4

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised