https://blogs.voanews.com/russian/us-russia/2011/08/22/электромагнитный-импульс-опасное-ор/
ელექტრომაგნიტური იმპულსი: საშიში იარაღი
ბოლო ათი წლის განმავლობაში, აშშ-ს მთავრობა აფინანსებდა კვლევას ელექტრომაგნიტური იმპულსის საოცარი ფაქტორების შესწავლის მიზნით მისი, როგორც პირველი დამრტყმელი იარაღის გამოყენებისას.
2004 წლის ივლისში ექსპერტთა კომისიამ დაასკვნა, რომ აშშ მეტად დაუცველი იყო ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებით თავდასხმის მიმართ. „ჩვენი მზარდი დამოკიდებულება მოწინავე ელექტრონულ სისტემებზე იწვევს მათი დაუცველობის გაზრდას ელექტრომაგნიტური იმპულსის მიმართ, და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენება გახდება მიმზიდველი ასიმეტრიული ალტერნატივა ჩვენი ოპონენტების ხელში“, - განაცხადეს ექსპერტებმა მაშინ. კომისიამ განსახილველად წარადგინა ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების შესაძლო თავდასხმებისგან დაცვას, რომელიც, თუმცა, სრულად არ განხორციელებულა.
ელექტრომაგნიტური იმპულსი წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ენერგიის მაღალი ინტენსივობის გამოყოფას, რომელიც გამოწვეულია დამუხტული ნაწილაკების სწრაფი აჩქარებით ბირთვული აფეთქების შედეგად. როგორც კი იმპულსი მოხვდება ელექტრონულ სისტემებში, მის ნეგატიურ მოქმედებას გამოჰყავს ისინი მწყობრიდან ან ანადგურებს მათ. ბირთვული ბომბი ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებით არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომლის ეფექტურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი შედეგები მრავალი პოტენციური სამიზნის ინფრასტრუქტურისთვის.
ელექტრომაგნიტური იმპულსის მიმართ ყველაზე დაუცველია ელექტრო ქსელში მიერთებული მოწყობილობები და სამრეწველო კომპიუტერული აღჭურვილობა. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური ბირთვული ელექტრომაგნიტური იმპულსისთვის საჭირო სიმაღლე ამცირებს თერმობირთვული აფეთქებისა და რადიაციის დამანგრეველი შედეგების ალბათობას, ელექტროენერგიის უეცარმა მასიურმა გათიშვამ თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით მსხვერპლი: გამოწვეული საჰაერო და საავტომობილო კატასტროფებით, ავარიები წყლის, საკანალიზაციო და სხვა სისტემებზე.
ამ იარაღის გამოყენების შედეგი იქნება კვების პროდუქტების გაფუჭება, საგრძნობი დარტყმა მიადგება ჯანდაცვის სისტემას, სატრანსპორტო სისტემა პრაქტიკულად შეწყვეტს ფუნქციონირებას. აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები განსაკუთრებით დაუცველები არიან ამ ტიპის თავდასხმების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ დამოკიდებულნი არიან განვითარებულ სატრანსპორტო სისტემებზე და სხვა ელექტროზე დამოკიდებულ ინფრასტრუქტურაზე. ამ დაუცველობის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების საშუალო სტატისტიკურ ქალაქს აქვს საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სამდღიანი მარაგი.
რაც შეეხება პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, ზოგიერთი სახელმწიფოები, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ელექტრონულ აპარატურაზე. ამიტომ, ელექტრომაგნიტური იმპულსი წარმოადგენს ასიმეტრიულ მეთოდს აშშ-ზე პოტენციური თავდასხმისთვის. ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოყენებით წარმატებულმა თავდასხმამ შეიძლება გარკვეული დროით შეაფერხოს აშშ-ს სამხედრო ძალების ძალისხმევა საპასუხო დარტყმის ორგანიზებისთვის და მათი უპირატესობის ნიველირება.
თეორიული სცენარი ვარაუდობს, რომ ირანს ან ჩრდილოეთ კორეას შეეძლოთ პირდაპირი თავდასხმის განხორციელება აშშ-ს ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებით საერთაშორისო წყლებში განლაგებული გემებიდან. თავდასხმის ზონიდან გემების სწრაფი გაყვანის შემთხვევაში, აშშ-მ შესაძლოა ვერ შეძლოს თავდამსხმელების ამოცნობა, რადგან ბევრი სადაზვერვო სისტემა გამორთული იქნება.
მიმდინარე კვირას MAKS 2011 ავიასალონზე რუსულმა კომპანიამ წარმოადგინა იდეალური სატრანსპორტო საშუალება ელექტრომაგნიტური იმპულსის საფუძველზე შექმნილი იარაღის მისაწოდებლად: ფრთოსანი რაკეტების უნიკალური გამშვები სისტემა, რომლის ტრანსპორტირება შესაძლებელია სტანდარტული 40 ფუტიანი საზღვაო გადაზიდვის კონტეინერში, და მოქმედებს გემებიდან, სარკინიგზო და სატვირთო პლატფორმებიდანაც კი.
ღია სააქციონერო საზოგადოება „მორინფორმსისტემ-აგატი“ რეკლამირებას უწევს სისტემას, როგორც „პანდორას ყუთს“. კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სისტემა შეიძლება აღჭურვილი იყოს ფრთოსანი რაკეტით „Novator Club-K 3M-54TE“. სისტემის დამონტაჟება ხდება ცალკე ბოქსში, ეკიპაჟის ორ წევრთან ერთად დახურულ სალონში, რომელიც აღჭურვილია საკომუნიკაციო და სამიზნე სისტემებით. „პანდორას ყუთს“ შეუძლია გამოიყენოს მართვის ინერციული სისტემა მიწისზედა სამიზნეების განადგურების მიზნით 270 კილომეტრამდე მანძილზე, ნამსხვრევ-ფუგასური ქობინის გამოყენებით. თუმცა, ეს სისტემა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრომაგნიტური იმპულსის საფუძველზე შექმნილი ბირთვული იარაღის დეტონაციისთვის თავად სამიზნეზე .
ჩემი აზრით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და განსაკუთრებით კრემლის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, შედის თუ არა რუსეთის ინტერესებში მსგავსი ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გაყიდვა? რადგან თითქმის შეუძლებელი იქნება ტერორისტული დაჯგუფებების განკარგულებაში არსებული ასეთი კომპაქტური და საშიში იარაღის კონტროლი ...
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised