https://evreimir.com/195254/klimat-izmenyaetsya-opravdana-li-panika/
კლიმატი იცვლება - გამართლებულია თუ არა პანიკა??
დედამიწის კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლები გვარწმუნებენ, რომ ადამიანის საქმიანობა კარდინალურად მოქმედებს ჩვენი პლანეტის კლიმატზე, რაც იწვევს მის ტემპერატურის ზრდას. ამ პროცესის მთავარი ფაქტორი, მათი აზრით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფაა.
ამიტომ, ასეთ ემისიებთან საჭიროა ბრძოლა. ამისათვის აუცილებელია წიაღისეული საწვავის და, უპირველეს ყოვლისა, ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმა, ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით. ამიტომ აუცილებელია ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვა და ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე – მზის პანელებზე და ქარის დანადგარებზე გადასვლა. კლიმატური პანიკიორები გვაშინებენ დედამიწის კატასტროფული გათბობით, რის შედეგადაც დაიწყება მყინვარების მასიური დნობა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების რაიონებში. ეს გამოიწვევს ოკეანეების დონის მკვეთრ აწევას, რის შედეგადაც სანაპიროზე ბევრი დასახლებული პუნქტები წყლის ქვეშ აღმოჩნდება. პანიკიორები იმითაც გვაშინებენ, რომ „თოვლი წარსულს ჩაბარდება, და ჩვენს შვილებს არ ეცოდინება, რა არის თოვლი“, რადგან ზამთარი რბილი და მცირე თოვლიანი იქნება. კლიმატური პანიკიორების ერთ-ერთმა ლიდერმა, ელ გორმა, თავდაჯერებულად იწინასწარმეტყველა, რომ 2015 წლისთვის არქტიკა ზაფხულში ყინულისგან თავისუფალი იქნებოდა.
დღეს უკვე 2021 წელია, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კლიმატური პანიკიორების ყველა პროგნოზი ჩავარდა. რბილი და მცირე თოვლიანი ზამთრის ნაცვლად, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველგან ფიქსირდება ისტორიულად დაბალი ტემპერატურა და ძლიერი თოვლი. აშშ-ში რეკორდული სიცივე და თოვლი დაფიქსირდა. ნიუ-იორკის შტატმა განიცადა ყველაზე ძლიერი ყინვა ბოლო წლების განმავლობაში. თოვლმა კვირაში ორჯერ დაფარა ქალაქი ნიუ-იორკი. ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებშს ზამთრის ქარიშხალი დაატყდა თავს. ლას-ვეგასი იანვრის შუა რიცხვებში თოვლით იყო დაფარული. ესპანეთის თითქმის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი თოვლით არის დაფარული. დაბალმა ტემპერატურამ 20 წლიანი რეკორდი მოხსნა. დელი, ინდოეთი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ზამთარს განიცდის. სეულში (სამხრეთ კორეა) თოვლი მოვიდა. იაპონიაში ძლიერი თოვლის გამო 13 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. იანვარი პეკინში ყველაზე ცივი იყო 1960-იანი წლების შემდეგ. ბერმუდის კუნძულებზე ტემპერატურის მკვეთრი, თითქმის ორჯერ კლება შეინიძნება. ქარიშხლის ფრონტი და ძლიერი სეტყვა საჰარის უდაბნოს დაატყდა.
NACA-ს უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, მარტინ მლინჩაკმა, თქვა: „დედამიწის ზედაპირზე მაღლა, კოსმოსთან საზღვარზე, ჩვენი ატმოსფერო კარგავს სითბოს ენერგიას. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, კოსმოსური გაგრილების ერა შეიძლება მალე დადგეს. მაგრამ კლიმატის ცვლილებთან მებრძოლეებს, ჯონ კერის მეთაურობით, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დანიშნა კლიმატის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენელად, არ სურთ ამ მძიმე ფაქტების დანახვა. მათ არ ესმით ან ვერ ხვდებიან, რომ დედამიწის კლიმატის ცვლილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კოსმოსური მოვლენები და, უპირველეს ყოვლისა, მზის აქტივობა და დედამიწის ორბიტის ცვლილება მზესთან მიმართებაში.
კლიმატური პანიკიორები კვლავ ამტკიცებენ, რომ დედამიწის დათბობის შესაჩერებლად, ნახშირბადის ელექტროსადგურებიდან ნახშირბადის ემისიები უნდა შეჩერდეს, ამიტომ აუცილებელია მათი დახურვა, ასევე ნავთობის წარმოების მკვეთრი შემცირება. და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, რადგან კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის აზრით, ჩვენ მხოლოდ 12 წელი დაგვრჩა ჩვენი პლანეტის გადახურებისგან გადასარჩენად. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის ექსპერტები სერიოზულად განიხილავენ ვულკანების ხელოვნური ამოფრქვევის შესაძლებლობას ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ვულკანური აირების გამოყოფისთვის. ეს აირები, კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის აზრით, დედამიწის გლობალური დათბობისგან დაცვას შეძლებენ.
სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის და დიდ ბრიტანეთში ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომდევნო ათწლეულში ჩვენ გველოდება „მზის დიდი მინიმუმი“, რაც გამოიწვევს დედამიწის ტემპერატურის მკვეთრ შემცირებას. ასეთი რამ შედარებით ცოტა ხნის წინ მოხდა. მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან მე-18 საუკუნის პირველ ათწლეულამდე, მზის აქტივობის შემცირების შედეგად, ევროპას დაარტყა მცირე გამყინვარების პერიოდი. ამან გამოიწვია მასობრივი შიმშილი და დაავადებები.
სულ ახლახან, 1940-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა იკლებდა. მაშინდელი სამეცნიერო კონსენსუსი ფოკუსირებული იყო გლობალური გაგრილების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების მოძიებაზე. იმ წლებში კლიმატური პანიკიორები აშინებდნენ ადამიანებს და აცხადებდნენ, რომ სიცივე გაანადგურებდა სოფლის მეურნეობას. და რომ ეს არ მოხდეს, არქტიკულ ყინულს სასწრაფოდ უნდა მოაყარონ ჭვარტლი, რომ ის ზაფხულში დადნეს და არ დაგროვდეს, არ გაფართოვდეს მისი ფართობი.
1980-იანი წლების ბოლოს დედამიწის ტემპერატურამ დაიწყო მატება. კლიმატურმა პანიკიპრებმა სწრაფად შეცვალეს თავისი პოლიტიკა. დღეს, კლიმატის ცვლილებთან მებრძოლები ამტკიცებენ, რომ ტემპერატურის ამ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მხოლოდ ერთმა ფაქტორმა მოახდინა - ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდამ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. რაც უფრო მაღალია ნახშირორჟანგის შემცველობა ატმოსფეროში, მით უფრო მაღალია დედამიწის ტემპერატურა. ამიტომ, კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის წევრებმა 2020 წლის 8 ოქტომბერს სხდომაზე სერიოზულად განიხილეს „ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილების“ შესაძლებლობა. თუმცა კლიმატურ პანიკიორებს არ სურთ იცოდნენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გავლენა დედამიწის ტემპერატურაზე არ აღემატება 3%-ს. კლიმატის ცვლილებთან ამ მებრძოლებმა ვერ შეამჩნიეს, რომ 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 0,56 გრადუსით დაეცა.
დღეისათვის დედამიწის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის კონცენტრაცია შენარჩუნებულია 410 ppm დონეზე. ვაი-წინასწარმეტყველები ამტკიცებენ, რომ ეს მაღალი დონეა, და ის უნდა შემცირდეს ატმოსფეროში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გზით. სინამდვილეში, ნახშირბადის კონცენტრაცია, რომელიც 410 ppm ტოლია, ბოლო 280 მილიონი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი არ არის. მწვანე მცენარეებისთვის ოპტიმალური დონე 1200 ppm აღმოჩნდა, რომელიც შენარჩუნდა მრავალი ასეული წლის განმავლობაში. სწორედ ეს დონეა შენარჩუნებული კომერციულ სათბურებში, რათა მიაღწიოს მოყვანილი ბოსტნეულისა და ხილის ყველაზე მაღალ მოსავალს.
ცოტა ხნის წინ ჯონ კერი კერძო თვითმფრინავით ისლანდიაში გაფრინდა, რათა ჯილდო მიეღო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მსოფლიო მედია უარყოფითად გამოეხმაურა კერძო თვითმფრინავის გამოყენებას. თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად კერიმ თქვა, რომ ეს იყო ერთადერთი არჩევანი ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მისი საქმიანობის პროპაგანდისთვის. კერიმ ასევე თქვა, რომ „იმ დროს, რაც მჭირდება სადმე მისასვლელად, მე არ შემიძლია ოკეანის გადაცურვა. მე უნდა გავფრინდე, რომ შევხვდე ხალხს და მივაღწიო შედეგს“. მაგრამ კერიმ არ განმარტა, რატომ იქნებოდა ამისათვის საჭირო კერძო და არა კომერციული თვითმფრინავის გამოყენება. ერთ მგზავრზე გაანგარიშებით, კერძო თვითმფრინავი გამოყოფს 40-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს, ვიდრე კომერციული თვითმფრინავი.
Fox News იტყობინება, რომ კერის კერძო თვითმფრინავი, რომელსაც აქტიურად იყენებენ მისი ოჯახის წევრები, თვეში დაახლოებით 166 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს ატმოსფეროში. Environmental Protection Agency-ს შეფასებით, ტიპიური სამგზავრო ავტომობილი ყოველწლიურად გამოყოფს დაახლოებით 4,6 ტონა ნახშირორჟანგს მისი გამოყენებისას, ანუ 36-ჯერ ნაკლებს, ვიდრე კერის თვითმფრინავი ერთ თვეში.
ელექტროენერგიის მოპოვების ქარის და მზის წყაროები ვერ აკმაყოფილებენ ელექტროენერგიის თანამედროვე მოთხოვნებს, განსაკუთრებით ზამთარში და, მით უმეტეს, ექსტრემალური სიცივის დროს. ევროპაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები ამჟამად იძულებულნი არიან გაზარდონ ელექტროენერგიის წარმოება. პეკინში ქვანახშირზე მომუშავე ერთადერთმა ელექტროსადგურმა განაახლა თავისი მუშაობა. ქარის და მზის დანადგარები ძვირადღირებულია და იწვევს ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას. ეს დანადგარები დიდი სუბსიდიების გარეშე ვერ იფუნქციონირებენ. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ელექტროენერგიის საიმედო და იაფი წყაროები, ქვანახშირისა და ნავთობის გამოყენებით. ეს სიტუაცია შენარჩუნდება მანამ, სანამ არ შეიქმნება ელექტროენერგიის მისაღებად ტექნოლოგიურად უფრო ეფექტური და იაფი განახლებადი წყაროები. პრეზიდენტ ბაიდენის კლიმატური პოლიტიკა მიმართულია მკვეთრ შემცირებაზე, ელექტროენერგიის მოსაპოვებლად წიაღისეული საწვავის სრულ ლიკვიდაციაზე, ფედერალურ მიწებზე ნავთობის ბურღვის შეწყვეტაზე, ნავთობის მრეწველობის ჩახშობაზე მარეგულირებელი საპრეზიდენტო ბრძანებულებების დახმარებით და მილიონობით დოლარის ინვესტიციაზე ქარისა და მზის ენერგიის წარმოებისთვის ელექტროენერგიის მისაღებად. აშშ-ს Energy Information-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ დღეს და უახლოეს მომავალში საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით 80% არის და მიიღება ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის გამოყენებით. ქარის და მზის წყაროებზე მოდის დაახლოებით 5%-ს. დანარჩენი წყლის ენერგიაა. როგორ შეძლებს პრეზიდენტ ბაიდენის კლიმატის პოლიტიკა იაფი და საიმედო ელექტროენერგიის მიღების უზრუნველყოფას?
სანამ ჩვენი ქვეყანა დახურავს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს, ჩინეთი და ინდოეთი იწყებენ ქვანახშირზე მომუშავე 100-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობას. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიები გაიზრდება. ამრიგად, ბაიდენის კლიმატური პოლიტიკა არ იხსნის დედამიწას ტემპერატურის მატებისგან.
კლიმატის საპრეზიდენტო განკარგულებების ხელმოწერისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მათი განხორციელება გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასობაში ბაიდენმა დახურა Keystone XL ნავთობსადენის ექსპლუატაცია, რამაც მაშინვე გამოიწვია ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა. ბაიდენი ამტკიცებს, რომ მწვანე ტექნოლოგიების წარმოებაზე გადასვლა ბევრ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მაგრამ პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მწვანე ტექნოლოგიების წარმოებისთვის ახალი სამრეწველო კომპლექსის შექმნა მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციებს და სახელმწიფოს დიდ ჩარევას ქვეყნის ეკონომიკაში. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას დაავიწყდა, რომ ნავთობისა და გაზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანები წელიწადში 70 ათასიდან 80 ათას დოლარამდე გამოიმუშავებენ, ხოლო მწვანე ტექნოლოგიებში მომუშავეები 40 ათასიდან 60 ათას დოლარამდე გამოიმუშავებენ. ნავთობგაზის მრეწველობაში სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმუშევრობის ზრდაში.
საფრანგეთის დედოფალმა ანა ავსტრიელმა ერთხელ თქვა: „სანამ ხალხს ბორკილებს დაადებთ, დაამშვიდეთ ისინი დაპირებებით“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised