понедельник, 20 июня 2022 г.

ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის „ძალაუფლების“ შესახებ

 https://lifeinbooks.net/chto-pochitat/nikolay-starikov-vlast/

ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის  „ძალაუფლების“ შესახებ 

პოლიტიკა სულ უფრო მეტად შემოდის ადამიანის ცხოვრებაში და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი მხრიდან. შეიძლება ძალიან რთული იყოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების მზაკვრობაში, მმართვის სისტემების აგების და ბევრ სხვა რამეში უფრო სწრაფად გარკვევა. ამ თემებზე მრავალი განსხვავებული ლიტერატურა, როგორც წესი, იძლევა მხოლოდ ზოგად მიმოხილვას ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, მაგრამ არა მეტს. მათ, ვისაც ნამდვილად სურს სახელმწიფო სახელისუფლებო სისტემის საკითხებში გარკვევა, გთავაზობთ ნიკოლაი სტარიკოვის ახალ წიგნს „ძალაუფლება“.

დროულად შეამჩნია რა უახლესი ტენდენციები, რომლებიც აინტერესებს სულ უფრო მეტ ცნობისმოყვარე მკითხველს, სტარიკოვმა შექმნა წიგნების მთელი სერია ერთ თემატიკაზე, როგორიცაა: „გეოპოლიტიკა. როგორ კეთდება ის“, „რუბლის ნაციონალიზაცია – გზა რუსეთის თავისუფლებისაკენ“ და ა.შ.

მაგრამ თავის ბოლო წიგნში „ძალაუფლება“ ავტორმა დასვა, ერთი შეხედვით, ბანალური კითხვები, როგორიცაა: რა არის ძალუფლება, რა მექანიზმების საშუალებით ფუნქციონირებს ის, როგორ მოვიპოვოთ და როგორ დავკარგოთ ის, რისგან შედგება და სად მიდის. თუმცა, ამ მარტივი კითხვების დასმისას ავტორმა საკმაოდ ორაზროვანი პასუხები გასცა. ერთ და იმავე დროს ის ეხებოდა  როგორც პოლიტიკური რეჟიმის კომპონენტებს, ისე წმინდა ფსიქოლოგიურს, რომელიც მთლიანად აგებულია ადამიანის ინსტინქტებზე და ემოციებზე.

წიგნის წაკითხვის პროცესში, არკვევდა რა მკითხველთან ერთად საკითხის არსს, სტარიკოვს შემოაქვს ისეთი ახალი ავტორისეული ცნებები, როგორიცაა: ძალაუფლების ფიზიკა, ქიმია და მეტაფიზიკა. მათი დახმარებით ავტორი გეგმავს ბევრი საკითხის უფრო დეტალურად განხილვას და თავისი უნიკალური თვალსაზრისის უფრო გასაგებად მკითხველისთვის ახსნას განსახილველ თემებთან დაკავშირებით.

წიგნში მრავლადაა მოცემული მრავალი ისტორიული მაგალითი, მანამდე უცნობი ფაქტები და პოლიტიკოსების საბედისწერო გადაწყვეტილებების დეტალური ანალიზი. მაგალითად, ჩერჩილის, სტალინის, ხრუშჩოვის, უკვე გასული ძალაუფლების ისტორიული პერიოდის გარდა, ავტორი ასევე განიხილავს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს და მის საკულტო მმართველებს, როგორიცაა პუტინი, გორბაჩოვი, მათ ყველაზე სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ყველაზე საშინელ წარუმატებლობებს. თუმცა ამ თემის რამდენი სფეროს გაშუქებასაც არ უნდა ცდილობდეს ავტორი, მთავარი მაინც ძალაუფლება რჩება. მისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმების გააზრება.

 ამრიგად, ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი - „ძალაუფლება“ სავალდებულოა წასაკითხად ყველასთვის და თითოეულისთვის, ვინც არ არის გულგრილი საზოგადოების მომავალი წევრის მიმართ. წიგნში მოცემულია ნათელი ახსნა და გაგება იმისა, რომ ძალაუფლება არის მამოძრავებელი ძალა და საზოგადოებაში ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

წიგნების შესახებ ჩვენს საიტზე lifeinbooks.net შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ რეგისტრაციის გარეშე ან წაიკითხოთ ონლაინ ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი „ძალაუფლება“ epub, fb2, txt, rtf, pdf ფორმატებში iPad, iPhone, Android და Kindle-სთვის. წიგნი მოგანიჭებთ უამრავ სასიამოვნო მომენტს და წაკითხვის შედეგად მიღევულ ნამდვილ სიამოვნებას. სრული ვერსია შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პარტნიორისგან. ასევე, აქ ნახავთ უახლეს ამბებს ლიტერატურული სამყაროდან, შეიტყობთ თქვენი საყვარელი ავტორების ბიოგრაფიას. დამწყები მწერლებისთვის არის ცალკე განყოფილება სასარგებლო რჩევებითა და რეკომენდაციებით, საინტერესო სტატიებით, რომელთა წყალობითაც შეგიძლიათ ძალები სცადოთ ლიტერატურულ ხელოვნებაში.


ციტატები ნიკოლაი სტარიკოვის წიგნიდან „ძალაუფლება“

„ვინც შეძლებს უმრავლესობისთვის სასურველი მომავლის პროეცირებას, ის მიიღებს ძალაუფლებას ამ ადამიანებზე“.

„ძალაუფლების ფიზიკა არის ის რესურსები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სოციალური პროცესების მართვას“.

„იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს იმის გაგება, თუ რა არის რეგალიები და რამდენად განსხვავდება ისინი რეალური ძალაუფლებისგან, ღირს წარმოიდგინოთ მანქანა. ლამაზი, გაპრიალებული ძარით, რბილი და თეთრი ტყავი შიგნით, შესანიშნავი სტერეო სისტემა.”

„ძალაუფლება არ არის მხოლოდ გერბი, ჰიმნი და ქვეყნის ზელმძღვანელი. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს მისაღებ და სასურველ მომავალს, მაგრამ სწორედ ძალაუფლებას შეუძლია საბოლოოდ დაღუპოს ხალხიც და ქვეყანაც“.

„მეგობრების დაღუპვა და სურვილი მისცე რუს ჯარისკაცს კარგი იარაღი, რათა მან შეძლოს მტრის განადგურება, განსაზღვრავს ახალგაზრდა კაცის ცხოვრებას“.

„ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილის დედა ოცნებობდა შვილისთვის მღვდლის კარიერაზე, და ამიტომ გაგზავნა სემინარიაში“.

„რადგან მას ჰქონდა ძალაუფლება, მაგრამ ეს ძალაუფლება არ იყო გამოხატული მეფის ბრძანებაში მისი მთავარსარდლის დანიშვნის შესახებ. მას სხვა ძალა ჰქონდა ფრანგულ გონებაზე ... „

„იგივე იყო ვიქტორ იანუკოვიჩის სიტუაციაშიც - მისი საპრეზიდენტო სავარძელი  „ამერიკელ პარტნიორებს“ დასჭირდათ, რათა მასში მასში დაესვათ მორიგი მარიონეტი და დაეწყოთ უკრაინული მრეწველობის სისტემატური ლიკვიდაცია“.

„ეს კეთდება შემდეგნაირად: დემოკრატიის ლიბერალური გაგება უარყოფს სოციალური პროცესების მართვის შესაძლებლობას“.

„მეტოქე სახელმწიფოში ძალაუფლების დაშლისა და ნგრევისთვის ოდესღაც გამოიგონეს ლიბერალური დემოკრატია“.

https://iknigi.net/avtor-pobuzhdenie-uma/108667-translyaciya-mysli-pobuzhdenie-uma.html
წიგნი: აზროვნების ტრანსლაცია - გონების მოტივაცია
წიგნის აღწერა
ვისაც ხელში ჩაუვარდება ეს წიგნი, მას ბოლომდე წაიკითხავს. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც აქ წერია, ეს არ არის რელიგია, თუმცა ყველაფერი მაინც მუშაობს. ეს წიგნი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი თქვენს გარშემო სამყაროს შესაქმნელად, რომელიც გარკვეულწილად სხვაა და განსხვავებდა იმ სამყაროსგან, რომელიც ახლა თქვენს გარშემოა. დიახ, თქვენ არ გახდებით სამყაროს მართვის ოსტატი, მაგრამ ტექსტი, რომელიც თქვენს ცნობიერებაში შეაღწევს, თქვენში ახალ, ადრე გამოუყენებელ მექანიზმებს აამოქმედებს. 
ამ წიგნის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ თქვენ შეიძენთ უნარს გადაწყვიტოთ, სად და ვინ ხართ. ამ სტრიქონებში ჩავდე ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მთელი არსებული ცოდნა ლაკონურად არის გადმოცემული და კონცენტრირებულია მაქსიმუმამდე, იმ მიზნით, რომ თქვენს ქვეცნობიერში ჩარგოთ თქვენი საკუთარი სამყაროს შექმნის უნარის თესლი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩემს საზოგადოებაში წასვლა Vkontakte-ზე (http://vk.com/fkdreams) და დამისვას შეკითხვა ტექნიკის ან მეთოდიკის შესახებ. გსურთ ამ სამყაროს მართვა? მე თქვენ გასწავლით!

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised