https://www.biochronoss.com/ru/about
ქრონობიოლოგიის შესახებ
ქრონობიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციების რიტმულ და კანონზომიერ რყევას დღის განმავლობაში, რომელსაც ეწოდება ადამიანის ბიოლოგიური (ცირკადული) რიტმები. დღის დროიდან გამომდინარე, ციკლურად იცვლება ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა (წნევა, სხეულის ტემპერატურა, სისხლში სხვადასხვა ნივთიერების რაოდენობა და ა.შ.), ინტელექტუალური შესაძლებლობები, გუნება-განწყობილება: დღის განმავლობაში ჩვენ შრომისუნარიანები ვართ, ენერგიით სავსე, გვიან საღამოს კი გვეძინება, მზად ვართ დასვენებისთვის.
ქრონობიოლოგიის შესახებ პირველი ცნობები 1729 წლით თარიღდება, როდესაც ფრანგმა მეცნიერმა ჯ. დე მერანმა (J. J. d'Ortousde Marian) ექსპერიმენტის დროს შეამჩნია მცენარეების მიდრეკილება დღის განმავლობაში გაშალონ ფოთლები და ყვავილედი და ღამით დახურონ ისინი. დაამტკიცა რა ბიოლოგიური (ცირკადული) რიტმების არსებობა ცოცხალ ბუნებაში, მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქრონობიოლოგიას. ამჟამად მსოფლიოში არსებობს მრავალი ლაბორატორია და კვლევითი ინსტიტუტი, სადაც შეისწავლება ადამიანის ბიორიტმები და მუშავდება ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის დისბალანსის დაბალანსებას.
ბიოლოგიური რიტმების შესახებ
ბიოლოგიური საათის როლს ადამიანის ორგანიზმში ასრულებს თავის ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ჰქვია. ჰიპოთალამუსი მხედველობის ნერვებიდან იღებს პირდაპირ ინფორმაციას სინათლისა და სიბნელის ცვლილების შესახებ, და პასუხისმგებელია ცირკადული რიტმის მთავარი რეგულატორის - მელატონინის ჰორმონის გამოყოფაზე.
მელატონინი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძილის ჰორმონი, არის ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათის ასამუშავებელი ზამბარა. ის ააქტიურებს ან თრგუნავს სხვა ჰორმონების (ზრდის, პროლაქტინის, კორტიზოლის ჰორმონების) გამოყოფას.
ზრდის ჰორმონი განსაზღვრავს სხეულის ზრდის პროცესებს ბავშვობაში და მოზარდობაში. ზრდასრულ ასაკში ის იძენს მნიშვნელობას მინერალური ნივთიერებების, ცხიმების, ნახშირწყლების, ცილების ცვლაში და, რაც მთავარია, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას, გულის, თირკმელების ფუნქციებს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომლის გამოყოფას არეგულირებს მელატონინი, არის პროლაქტინი, ის ზემოქმედებას ახდენს იმუნიტეტზე, ანელებს ნივთიერებათა ცვლას და აძლევს ორგანიზმს დასვენების საშუალებას.
მელატონინის გამომუშავება პირდაპირ კავშირშია ნეირომედიატორ სეროტონინთან: სხვაგვარად მას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ.
მელატონინს ჰყავს ტყუპი ძმა, კორტიზოლი. სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს დღისა და ღამის ციკლი ჩვენს სისხლში მელატონინისა და კორტიზოლის კონცენტრაციაზე.
დილით, მელატონინის კონცენტრაციის შემცირების შემდეგ, კორტიზოლი უფრო მეტია, რომელიც ამზადებს სხეულს და გონებას მომავალი დღის აქტივობისთვის (ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, რაც იწვევს წნევის მატებას, აჩქარებს გულისცემას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ა.შ.).
მთელი პროცესი საკმაოდ მარტივად გამოიყურება, მაგრამ ღამით საკმარისია სინათლის გაელვება, რომ მელატონინის გამომუშავება შეწყდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მხედველობის ნერვები გადასცემენ სიგნალს ჰიპოთალამუსს, და ის წყვეტს მელატონინის გამომუშავებას.
მელატონინის ნაკლებობის გამო ძნელია დაძინება. ამიტომ ნორმალური ბიოლოგიური რიტმის შესანარჩუნებლად საჭიროა სხვა ნივთიერებებიც, მაგალითად, გარკვეული ამინომჟავები, მინერალები, ვიტამინები. თითოეული ნივთიერება, რომელიც ხვდება ორგანიზმში და მოქმედებს საჭირო დროს, კომპლექსურ დადებით ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე.
თავს როგორ ვგრძნობთ ბიოლოგიური რიტმების დარღვევისას?
საკმაოდ რთულია ბუნებრივი ბიოლოგიური საათის შესაბამისად ცხოვრება სტრესულ, სწრაფად მიმდინარე ყოველდღიურ ცხოვრებაში, არარეგულარული კვებით, ისეთ პირობებში, სადაც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სმარტფონები ხდება. ბიოლოგიური რიტმის ცვლილება ვლინდება ხელოვნური სინათლის წყაროების გამოყენებისას, სხვადასხვა დროის ზონების გადაკვეთისას, ღამე მუშაობის დროს და ა.შ.
ბიოლოგიური რიტმები ასევე იცვლება დაბერების პროცესში, რადგან მელატონინის გამომუშავება ასაკთან ერთად მცირდება. ადამიანი გრძნობს მუდმივ დაძაბულობას, დაღლილობას, მცირდება კონცენტრაცია, ირღვევა ძილი.
===
https://iknigi.net/avtor-vyacheslav-vasilev/137892-vospominaniya-o-buduschem-kniga-tretya-krovavye-proroki-vyacheslav-vasilev.html
წიგნი: მოგონებები მომავლის შესახებ. წიგნი მესამე. სისხლიანი წინასწარმეტყველები - ვიაჩესლავ ვასილიევი
წიგნის აღწერა
კაპიტან მაქსიმის თავგადასავლების გაგრძელება, რომელიც იძულებულია გუნდთან ერთად ეძიოს საკუთარ თავთან შეხვედრის საშუალება მომავალში. თითქოს, მტერი კიდევ ერთხელ დამარცხდა და შეიძლება მოდუნება, ომის საშინელებების დავიწყება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია კიდევ უფრო დიდი განსაცდელის, რომელიც გუნდს სახლისკენ მიმავალ გზაზე ელის. მონსტრები ადამიანების სახეებით, სავაჭრო კომპანიის შეთქმულებები, რომელმაც მფარველობის ქვეშ აიყვანა სისტემის მეამბოხე მეთაური, „განსხვავებულად მოაზროვნეთა“ საიდუმლო კავშირი ურდოს უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ სოლნეჩნაიას ვარსკვლავურ სისტემას, არამედ ასევე გალაქტიკის მრავალ დასხლებულ სისტემებს. წარსული, აწმყო და მომავალი განუყოფლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, სადაც ყოველი ნაბიჯი არ არის თავისუფალი ნების გამოვლინება, მხოლოდ უცნობი მოთამაშის მიერ დაწერილი სცენარის სტრიქონია ...
==
https://lifeinbooks.net/chto-pochitat/nikolay-starikov-vlast/
ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის „ძალაუფლების“ შესახებ
პოლიტიკა სულ უფრო მეტად შემოდის ადამიანის ცხოვრებაში და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი მხრიდან. შეიძლება ძალიან რთული იყოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების მზაკვრობაში, მმართვის სისტემების აგების და ბევრ სხვა რამეში უფრო სწრაფად გარკვევა. ამ თემებზე მრავალი განსხვავებული ლიტერატურა, როგორც წესი, იძლევა მხოლოდ ზოგად მიმოხილვას ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, მაგრამ არა მეტს. მათ, ვისაც ნამდვილად სურს სახელმწიფო სახელისუფლებო სისტემის საკითხებში გარკვევა, გთავაზობთ ნიკოლაი სტარიკოვის ახალ წიგნს „ძალაუფლება“.
დროულად შეამჩნია რა უახლესი ტენდენციები, რომლებიც აინტერესებს სულ უფრო მეტ ცნობისმოყვარე მკითხველს, სტარიკოვმა შექმნა წიგნების მთელი სერია ერთ თემატიკაზე, როგორიცაა: „გეოპოლიტიკა. როგორ კეთდება ის“, „რუბლის ნაციონალიზაცია – გზა რუსეთის თავისუფლებისაკენ“ და ა.შ.
მაგრამ თავის ბოლო წიგნში „ძალაუფლება“ ავტორმა დასვა, ერთი შეხედვით, ბანალური კითხვები, როგორიცაა: რა არის ძალუფლება, რა მექანიზმების საშუალებით ფუნქციონირებს ის, როგორ მოვიპოვოთ და როგორ დავკარგოთ ის, რისგან შედგება და სად მიდის. თუმცა, ამ მარტივი კითხვების დასმისას ავტორმა საკმაოდ ორაზროვანი პასუხები გასცა. ერთ და იმავე დროს ის ეხებოდა როგორც პოლიტიკური რეჟიმის კომპონენტებს, ისე წმინდა ფსიქოლოგიურს, რომელიც მთლიანად აგებულია ადამიანის ინსტინქტებზე და ემოციებზე.
წიგნის წაკითხვის პროცესში, არკვევდა რა მკითხველთან ერთად საკითხის არსს, სტარიკოვს შემოაქვს ისეთი ახალი ავტორისეული ცნებები, როგორიცაა: ძალაუფლების ფიზიკა, ქიმია და მეტაფიზიკა. მათი დახმარებით ავტორი გეგმავს ბევრი საკითხის უფრო დეტალურად განხილვას და თავისი უნიკალური თვალსაზრისის უფრო გასაგებად მკითხველისთვის ახსნას განსახილველ თემებთან დაკავშირებით.
წიგნში მრავლადაა მოცემული მრავალი ისტორიული მაგალითი, მანამდე უცნობი ფაქტები და პოლიტიკოსების საბედისწერო გადაწყვეტილებების დეტალური ანალიზი. მაგალითად, ჩერჩილის, სტალინის, ხრუშჩოვის, უკვე გასული ძალაუფლების ისტორიული პერიოდის გარდა, ავტორი ასევე განიხილავს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს და მის საკულტო მმართველებს, როგორიცაა პუტინი, გორბაჩოვი, მათ ყველაზე სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ყველაზე საშინელ წარუმატებლობებს. თუმცა ამ თემის რამდენი სფეროს გაშუქებასაც არ უნდა ცდილობდეს ავტორი, მთავარი მაინც ძალაუფლება რჩება. მისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების მექანიზმების გააზრება.
ამრიგად, ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი - „ძალაუფლება“ სავალდებულოა წასაკითხად ყველასთვის და თითოეულისთვის, ვინც არ არის გულგრილი საზოგადოების მომავალი წევრის მიმართ. წიგნში მოცემულია ნათელი ახსნა და გაგება იმისა, რომ ძალაუფლება არის მამოძრავებელი ძალა და საზოგადოებაში ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
წიგნების შესახებ ჩვენს საიტზე lifeinbooks.net შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ რეგისტრაციის გარეშე ან წაიკითხოთ ონლაინ ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი „ძალაუფლება“ epub, fb2, txt, rtf, pdf ფორმატებში iPad, iPhone, Android და Kindle-სთვის. წიგნი მოგანიჭებთ უამრავ სასიამოვნო მომენტს და წაკითხვის შედეგად მიღევულ ნამდვილ სიამოვნებას. სრული ვერსია შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პარტნიორისგან. ასევე, აქ ნახავთ უახლეს ამბებს ლიტერატურული სამყაროდან, შეიტყობთ თქვენი საყვარელი ავტორების ბიოგრაფიას. დამწყები მწერლებისთვის არის ცალკე განყოფილება სასარგებლო რჩევებითა და რეკომენდაციებით, საინტერესო სტატიებით, რომელთა წყალობითაც შეგიძლიათ ძალები სცადოთ ლიტერატურულ ხელოვნებაში.
ციტატები ნიკოლაი სტარიკოვის წიგნიდან „ძალაუფლება“
„ვინც შეძლებს უმრავლესობისთვის სასურველი მომავლის პროეცირებას, ის მიიღებს ძალაუფლებას ამ ადამიანებზე“.
„ძალაუფლების ფიზიკა არის ის რესურსები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სოციალური პროცესების მართვას“.
„იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს იმის გაგება, თუ რა არის რეგალიები და რამდენად განსხვავდება ისინი რეალური ძალაუფლებისგან, ღირს წარმოიდგინოთ მანქანა. ლამაზი, გაპრიალებული ძარით, რბილი და თეთრი ტყავი შიგნით, შესანიშნავი სტერეო სისტემა.”
„ძალაუფლება არ არის მხოლოდ გერბი, ჰიმნი და ქვეყნის ზელმძღვანელი. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს მისაღებ და სასურველ მომავალს, მაგრამ სწორედ ძალაუფლებას შეუძლია საბოლოოდ დაღუპოს ხალხიც და ქვეყანაც“.
„მეგობრების დაღუპვა და სურვილი მისცე რუს ჯარისკაცს კარგი იარაღი, რათა მან შეძლოს მტრის განადგურება, განსაზღვრავს ახალგაზრდა კაცის ცხოვრებას“.
„ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილის დედა ოცნებობდა შვილისთვის მღვდლის კარიერაზე, და ამიტომ გაგზავნა სემინარიაში“.
„რადგან მას ჰქონდა ძალაუფლება, მაგრამ ეს ძალაუფლება არ იყო გამოხატული მეფის ბრძანებაში მისი მთავარსარდლის დანიშვნის შესახებ. მას სხვა ძალა ჰქონდა ფრანგულ გონებაზე ... „
„იგივე იყო ვიქტორ იანუკოვიჩის სიტუაციაშიც - მისი საპრეზიდენტო სავარძელი „ამერიკელ პარტნიორებს“ დასჭირდათ, რათა მასში მასში დაესვათ მორიგი მარიონეტი და დაეწყოთ უკრაინული მრეწველობის სისტემატური ლიკვიდაცია“.
„ეს კეთდება შემდეგნაირად: დემოკრატიის ლიბერალური გაგება უარყოფს სოციალური პროცესების მართვის შესაძლებლობას“.
„მეტოქე სახელმწიფოში ძალაუფლების დაშლისა და ნგრევისთვის ოდესღაც გამოიგონეს ლიბერალური დემოკრატია“.
==
Zara Bourgeois მრავალმნიშვნელოვნად საუბრობს ბევრი ჩვენგანის სახელით:
„ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ, და არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თქვენ ან ირჩევთ იცხოვროთ როგორც თავისუფალმა ადამიანმა, ან მონობაში ჩავარდებით.
თუ თქვენ აირჩევთ პირველს, ძალიან მნიშვნელოვანია გადადგათ ნაბიჯი წინ და განაცხადოთ თქვენი მიზნის შესახებ. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტო.
თუ ამ უკანასკნელს აირჩევთ, დარწმუნდით, რომ გესმით, რა შედეგები მოჰყვება, თუ გატყდებით და დაემორჩილებით ბატონებს. იცოდეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდებით ჩვეულებრივი საქონელი. თქვენ არ გექნებათ არჩევანი, საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, არ გექნებათ თავისუფალი ნება, არ გექნებათ ძალა შეცვალოთ ის, რაც მიგაჩნიათ შეუფერებლად. თქვენ გახდებით მდუმარე წერილი, მდუმარე ციფრი ახალ რეალობაში, რომელიც შექმნილია, ეკუთვნის და რომელსაც აკონტროლებენ თქვენი ბატონები. თქვენ ჩამოგერთმევათ ყველა საშუალება და რესურსი, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი თავი, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ. თქვენ გახდებით საბრალო მონა, რომელსაც არ აქვს არჩევანი, როგორ იცხოვროს, როდის და როგორ მოკვდებით.
არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ისეთი რაღაცისგან ვარ შექმნილი, რაც უარყოფს თვით ფიქრს ასეთი რეალობის შესახებ.
მე არ მაქვს ბროლის ბურთი, მაგრამ ის არც არის საჭირო იმისათვის, რომ დაინახო ის შაბლონები, რომლებიც ნადგურდება, და ასევე გამოიყენება ჩვენს სოციალურ ქსოვილზე.
ჩვენ ტრავმირებული ვართ, გვამცირებენ, გვაწამებენ, გვემუქრებიან, გვაიძულებენ, გვაშანტაჟებენ, გვაშინებენ, რათა მთლიანად დაგვიმორჩილონ.
როგორც კი გაიგებთ, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, თქვენ გააცნობიერებთ წასვლის თქვენს არჩევანს.
ნუ განიცდით ზიზღს თქვენი ცხოვრების მიმართ იმის გამო, რომ ისინი ათჯერ უარესს შემოგთავაზებენ.
ნუ იტყვით უარს თქვენს რწმენაზე, თქვენს მიზნებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს ტრადიციებზე და თქვენს იდენტობაზე. იცოდეთ, ვინ ხართ თქვენთვის, თქვენ გააღვივებთ სიძულვილი იმის მიმართ, თუ ვინ/რა სურთ მათ რომ გახდეთ.
მე არ დავემორჩილები!
მე გავაგრძელებ სიმართლის თქმას და ვიცხოვრებ სიბრძნით.
მე არ დავამახსოვრდები როგორც მშიშარა, რომელმაც კაცობრიობას უღალატა!
ბევრი რამ არ მაძლევს დაძინების საშუალებას ღამით, მაგრამ ეს არ არის ერთ-ერთი მათგანი“.
http://www.nauteh-journal.ru/index.php/ru/--gn01-11/205-a?lang=ru_RU
„Euronews“-ის სატელევიზიო სიუჟეტები, როგორც ნოოპოლიტიკის ელემენტი
ნიკონოვ სერგეი ბორისოვიჩი (სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტატია ეძღვნება ნოოპოლიტიკის, როგორც საერთაშორისო პროცესების მართვის დინამიური საინფორმაციო სტრატეგიის შესწავლას სირიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებით, მედიის მიერ პროპაგანდირებული იდეებისა და მორალური ფასეულობების უარყოფითი იმიჯის შექმნის მიზნით, „Euronews“-ის სატელევიზიო სიუჟეტების ანალიზის დროს მასობრივ ცნობიერებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმების აქტიური გამოყენებით.
საკვანძო სიტყვები: ნოოპოლიტიკა, საინფორმაციო ოპერაციები, ევროკავშირი.
ამერიკელმა სამხედროებმა ხელოვნურ ინტელექტს რამდენიმე დღით ადრე მომავლის წინასწარმეტყველება ასწავლეს
ვლადიმირ ფეტისოვი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised