https://euvsdisinfo.eu/ru/состояние-паники-каталог-фобий-кремл/
პანიკაში მყოფთა მდგომარეობა: ფობიების კატალოგი
ერთი მომენტი, რომელიც აღელვებს ყველას, ვინც თვალს ადევნებს პროკრემლისეულ მედიას, არის ყველგან მსუფევი შიში, შფოთვა, პანიკა და გულზე შემოწოლილი სევდის მდგომარეობა... ყველაფერი იძირება, ინგრევა და ნაწილებად იშლება. ამ კვირაში დეზინფორმაციის შემთხვევები კრემლის ფობიების კატალოგს წარმოადგენს.
ალეტეოფობია - სიმართლის შიში
ძველი ბერძნულიდან ἀλήθεια (aletheia)—„ჭეშმარიტება“, φόβος (phóbos) – „შიში“ ან „ფობია.
სიმართლე შეიძლება ვინმესთვის შიშის მომგვრელი იყოს, მაგრამ პრო-კრემლისეული დეზინფორმაციის შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ თითქმის ფანატიკური შეპყრობილობა სიმართლის თავიდან აცილების სურვილით. როგორც, მაგალითად, ყირიმთან დაკავშირებული სიტუაცია. კრემლის მედია აგრძელებს განცხადებების გამეორებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიის ეს უკანონო ანექსია ე.წ. „რეფერენდუმის“ შემდეგ განხორციელდა დემოკრატიული გზით და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. თუმცა ეს ასე არ არის. ყირიმის უკანონო ანექსია რჩება საერთაშორისო სამართლის დარღვევად, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ და რამდენად ხშირად ცდილობთ მოიტყუოთ, თუ რა მოხდა. საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მედიის რეაქცია მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს „ყველაფრის უარყოფის“ მათი საფირმო მიდგომა, მიუხედავად გერმანიის პოლიციის დამაჯერებელი მტკიცებულებისა.
ალოდოქსაფობია - სხვა მოსაზრებათა შიში
ძველი ბერძნულიდან ἄλλος (állos) – „სხვა“, δόξα (dóxa) — «мнение», φόβος (phóbos) — „შიში“ ან „ფობია.
შესაძლოა, ეს არის კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ფობია დღეს. ვებგვერდმა EUvsDisinfo-მ გამოაქვეყნა რამდენიმე მასალა რუსეთის ხელისუფლების მცდელობების შესახებ გააჩუმონ განსხვავებულად მოაზროვნენი და გააკონტროლონ მედია, რათა ისინი იქცნენ ერთიან ხმად, რომელიც ადიდებს მთავრობას. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ. გარდა ამისა, შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ რუს ჟურნალისტთა მასალები, რომლებიც უარს ამბობენ გაჩუმებაზე!
ატელოფობია — არასრულყოფილების შიში
ძველი ბერძნულიდან ατελής (atelès)—„არასრულყოფილი, არასრული“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია.
პროკრემლისეული მედიისთვის ცოტა რამ იქნება უფრო საშინელი, ვიდრე მათი შეცდომების ან დანაშაულის აღიარებისა, იქნება ეს საეჭვო და იმპერიული დიპლომატიური ნაბიჯები წარსულში, დაკვეთილი მკვლელობები, ხელოვნური გზით სპორტში შედეგების გაუმჯობესების მცდელობები თუ კატასტროფული გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე: კრემლს უბრალოდ არ შეუძლია მიიღოს ფაქტები, ისტორიული დოკუმენტები ან მტკიცებულებები. პასუხისმგებლობის აღიარება უბრალოდ შემზარავი ქმედებაა კრემლის მხარდამჭერთათვის.
აუტოფობია - მარტოობის შიში
ძველი ბერძნულიდან αὐτός (autos) - „მარტოხელა, მე, იგივე, მარტო“, φόβος (phóbos) — „შიში“ ან „ფობია.
ალბათ, კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების საქმიანობაში არც ერთი სხვა შიში არ ვლინდება ისე ძლიერად, როგორც შიში იმისა, რომ აღმოჩნდე არამოთხოვნადი, დაუფასებელი, არასაყვარელი. მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის დაახლოებით 350 შემთხვევა დაკავშირებულია „რუსოფობიასთან“ - კონცეფციასთან, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე, რომ რუსეთი არავის უყვარს. ამ კვირაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოიყენება „რუსოფობია“ ნატოს ქმედებების ასახსნელად რუსეთის წინააღმდეგ, ლიტვის პოლიტიკა და დასავლური ჟურნალისტიკა.
დემოფობია - ბრბოს შიში
ძველი ბერძნულიდან δῆμος (demos) – „უბრალო ადამიანები“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია.
პროტესტები, მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება - კრემლის თვალსაზრისით, ცოტა რამ შეიძლება იყოს უფრო საშიში. დასავლეთმა წამოიწყო „ფერადი რევოლუციების“ მეორე ტალღა რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესუსტების მიზნით, ისევე როგორც ანგლო-საქსებმა ასი წლის წინ რუსეთში სამოქალაქო ომის პროვოცირება მოაწყვეს. მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის თითქმის 500 შემთხვევა უკავშირდება იმ იდეას, რომ ნებისმიერი საჯარო პროტესტი, იქნება ეს ჰონგ კონგში, უკრაინაში, ბოლივიაში თუ ვენესუელაში, ყოველთვის გარე ძალების მაქინაციის შედეგია.
ელეუტეროფობია -თავისუფლების შიში
ძველი ბერძნულიდან ἐλευθερία (eleuthería)—„თავისუფლება“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია.
ეს შიში მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოფობიასთან და ალოდოქსაფობიასთან. ის ვლინდება როგორც პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის ღრმად ფესვგადგმული შიში. ნებისმიერი, ვინც ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, ნგრევის იარაღი და რევოლუციის წამქეზებელია. შეუძლებელია ხელისუფლების ქმედებების ეჭვქვეშ დაყენება, თუ შეთქმულების მონაწილე არ ხარ. სარწმუნოების თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ს გეგმა ქრისტიანობის აღმოსაფხვრელად.
ეფებიფობია - მოზარდების შიში
ძველი ბერძნულიდან ἔφηβος (éphēbos)—„ახალგაზრდობა“ ან „მოზარდი“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია.
გრეტა ტუნბერგი, სკოლის მოსწავლე შვედეთიდან, რომელმაც დაიწყო მოძრაობა „სკოლის ბრძოლა კლიმატის დასაცავად“, უკვე თვეებია კრემლის შიშის ობიექტია. მისმა „ომმა თეთრ ადამიანებთან“ სისხლი გაუყინა კრემლის პოლიტტექნოლოგებს. კრემლის მომხრე დეზინფორმაციული მედია ერთ და იგივე განცხადებებს იმეორებს მეორე კვირაა.
მიზოფობია - ბაქტერიების შიში
ძველი ბერძნულიდან μύσος (musos) —„სიბინძურე“, φόβος (phóbos) —„შიში“ ან „ფობია.
„
რა თქმა უნდა, ეს არ არის კრემლის ფობიების სრული სია. ასევე არის ევროპოფობია, უკრაინოფობია, ქსენოფობია, ოქსიდოფობია, პოლონოფობია და მრავალი სხვა. ამავდროულად, კრემლის მომხრე დეზინფორმაციული მედია გამოხატავს შიშისა და პანიკის მდგომარეობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised