понедельник, 20 июня 2022 г.

რა სუნი აქვს წვიმას?? რატომ ვგრძნობთ წვიმის შემდეგ ტყის სუფთა სუნს?

 https://www.gismeteo.ru/news/sobytiya/26895-chem-pahnet-dozhd/

რა სუნი აქვს წვიმას??

 დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა სუნი აქვს წვიმას? რა იწვევს თავად ჰაერის სუნის ამ ცვლილებებს, რომელსაც გრძნობთ წვიმის წინ, წვიმის დროს და მის შემდეგ? მეცნიერთა აზრით, ეს ოზონის, პეტრიკორის და გეოსმინის სუნია.

სანამ წვიმა დაიწყება, ადამიანს შეუძლია თქვას, რომ უშალოდ გრძნობს მომავალი ქარიშხლის სუნს. ის დიდი ალბათობით გრძნობს ოზონს - ატმოსფეროში ბუნებრივად არსებულ გაზს, რომელსაც სახელი ბერძნული სიტყვიდან ozein - სუნი აქვს მიღებული. ოზონი აღწერილია, როგორც ტკბილი და მძაფრი სუნის მქონე, ეს გაზი უფრო მაღალი ატმოსფეროდან ჩამოდის დამავალი ნაკადით შტორმის დროს. სასიამოვნო სუნს, რომელიც ავსებს ჰაერს წვიმის დროს, როცა წვიმის წვეთები მიწას ეხება, პეტრიკორი ეწოდება. ტერმინი შემოიღეს ავსტრალიელმა მეცნიერებმა იზაბელ ჯოი ბეარმა და რიჩარდ თომასმა 1964 წელს.

მეტეოროლოგი ჯეფ ვებერი უნივერსიტეტების კორპორაციის Unidata პროექტიდან, რომელიც შეისწავლის აშშ-ს ატმოსფეროს, განმარტავს, რომ პეტრიკორის წარმოქმნა გამოწვეულია ზეთებით. ზოგიერთი მცენარე მშრალ პერიოდში გამოყოფს ზეთებს, რომლებიც შეიწოვება ნიადაგისა და ქანების მიერ და ილექება იქ. როცა წვიმს, ეს ზეთები თავისუფლდება და გამოიყოფა ატმოსფეროში. პეტრიკორი აღწერილია, როგორც მიწისებრი, სუფთა, მუშკისა. როგორც წესი, სუნი ძლიერდება ხანგრძლივი უნალექო პერიოდის შემდეგ, რაც დროთა განმავლობაში ზეთების დაგროვებით არის განპირობებული. მკვლევარები თვლიან, რომ ზეთები ხელს უშლიან თესლის გაღივებას, რაც ამცირებს კონკურენციას სხვა მცენარეების მხრიდან წყლის მწირი მარაგისთვის.

Just Energy-ის პროექტის კლიმატისა და მდგრადი განვითარების სპეციალისტის მიშელ პეტიტის თქმით, ნიადაგში არსებული ზეთები, რომლებიც იწვევენ პეტრიკორს, ასევე შეიძლება შეერიონ ცოცხალ ორგანიზმებს. ბაქტერიები, რომლებსაც ეწოდება აქტინომიცეტები და რომლებიც ნიადაგშია, წარმოქმნიან სპორებს ზუსტად მშრალი სეზონის დროს. ქიმიური ნაერთი გეოსმინი არის აქტინობაქტერიების მეტაბოლიზმის გვერდითი პროდუქტი. როდესაც წვიმის დროს სპორები ჰაერში იშლება, იგრძნობა მისი დამახასიათებელი სუნი - მიწისებრი, წვიმასთან ასოცირებული. გეოსმინს გაცილებით მზაფრი სუნი აქვს, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის დროს. თუმცა, პეტიტის თქმით, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია გეოსმინის სუნი იგრძნოს მაშინაც კი, როდესაც ნიადაგში მცირე ტენიანობაა.

ვებერის აზრით, გეოსმინის ბაქტერიები ხელს უწყობენ ორგანული მასალების დაშლას. პეტრიკორი და გეოსმინი წყალთან ურთიერთქმედების და აეროზოლური ნაერთების შემდგომი გამოყოფის შედეგია. 2015 წელს მკვლევარები მაღალსიჩქარიანი კამერების დახმარებით აკვირდებოდნენ, როგორ იწვევს წვიმის წვეთები აეროზოლების ღრუბლების გამოთავისუფლებას, როდესაც ისინი ზედაპირზე ეცემიან. მასაჩუსეტსისტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები თვლიან, რომ ამ აეროზოლებს შეუძლიათ არომატული ელემენტების გადატანა ბუნებრივ პირობებში, და შეუძლიათ გამოთავისუფლება და გავრცელება ნალექებისა და ქარის  დროს.

https://zen.yandex.ru/media/id/5cfcf840a24abc00b53f5fab/pochemu-my-chuvstvuem-svejii-zapah-lesa-posle-dojdia-5d4724795ba2b500adc253cc


რატომ ვგრძნობთ წვიმის შემდეგ ტყის სუფთა სუნს?

ბევრმა შენიშნა, რომ ტყეში წვიმის შემდეგ განსაკუთრებული სუნი იგრძნობა, ბევრი ადამიანი ამას განახლების სურნელს უკავშირებს. 1964 წელს ორი ქიმიკოსი ავსტრალიიდან ცდილობდა დაედგინა, თუ რა სახის სუნს გრძნობს ადამიანი ამ სიტუაციაში. სუნის გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერება – გეოსმინი, რომელიც გამოყოფს ზოგიერთ ციანო- და აქტინობაქტერიებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს პასუხი კითხვაზე, თუ რა სუნი აქვს სველ ტყეს, ვერ მოიძებნა ახსნა, თუ რატომ ვგრძნობთ მას მხოლოდ წვიმის დასრულების შემდეგ. რატომ ტრიალებს გეოსმინი ტყის ჰაერში მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი წვიმის წვეთები დაეცემა მიწაზე?
ჩვენ სუნს ვგრძნობთ მაშინ, როდესაც სუნის შემცველი ნივთიერების მოლეკულები ჩვენს ცხვირში არსებულ რეცეპტორებს აღწევს. თუ ნივთიერება თავისთავად თხევადი ან მყარია, მაშინ სუნის ამოცნობის ყველაზე სწრაფი გზაა სასურველი ნივთიერების შემცველი სითხის პაწაწინა წვეთების ჰაერში გაშვება. ამ პრინციპით მუშაობს ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები - ზეწოლის ქვეშ მყოფი გაზი ბალონიდან აფრქვევს აეროზოლს ჰაერში, და ოთახი მყისიერად ივსება სასურველი არომატით. თუმცა ტყეში არავინ დარბის ჰაერის გამწმენდი პატარა ბალონით. ე.ი.  არსებობს აეროზოლის მიღების სხვა, ბუნებრივი მეთოდიც.
თუ ტყის სუნის წყარო მიწაზეა და ერთადერთი, რაც განასხვავებს სველ ტყეს მშრალისგან, არის წყლის ჩამოცვენილი წვეთები, მაშინ თავსატეხის გასაღები, სავარაუდოდ, მათშია. აღმოჩნდა, რომ დაცემის მომენტში ჩამოვარდნილ წვეთსა და ზედაპირს შორის საზღვარზე წარმოიქმნება მიკროსკოპული ჰაერის ბუშტები. ეს ბუშტები, როგორც შამპანურის ბოკალში, იწყებენ მაღლა ამოსვლას და ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ ჰაერში უშვებენ წყლის მიკროწვეთებს. ჩამოვარდნილ წვიმის წვეთზე იქმნება აეროზოლური ღრუბელი, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წყალმა მიიღო ნიადაგის ზედაპირიდან. მსუბუქი ნიავი კი უკვე მთელ ტყეში ავრცელებს გეოსმინის სუნს.
ბუნებრივია, მკვლევარები არ შემოიფარგლენ წვეთების დაცემით აეროზოლის წარმოქმნის ფაქტის აღმოჩენით, არამედ ჩაატარეს ამ მექანიზმის დეტალური შესწავლა. მათ დაადგინეს, რომ ყველაზე მეტი აეროზოლი იქმნება წვიმის ზომიერი ინტენსივობით და ნიადაგის საშუალო ტენიანობით. ძლიერი წვიმის დროს, წვეთების შიგნით ბუშტებს უბრალოდ არ აქვთ ჩამოყალიბების დრო, ხოლო აეროზოლის საუკეთესო ფორმირებას ხელს უწყობენ ქვიშის და თიხის ნიადაგები.
მიწის ზედაპირიდან წარმოქმნილი ტყის სუნის გარდა, აეროზოლებს შეუძლიათ ჰაერში ბაქტერიების ან სპორების აწევა, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს დიდ მანძილზე. და თუ ტყეში რაღაც ძალიან საშიში და შხამიანი ჩასუნთქვის ალბათობა მეტად მცირეა, დიდ ქალაქებში ზაფხულის მცირე წვიმის შემდეგ გასეირნება შეიძლება არ იყოს ისეთი სასარგებლო, როგორც ჩანს.


https://masterok.livejournal.com/4120608.html?amp=1
რატომ შეიძლება იყოს საშიში სუნი წვიმის შემდეგ 
ჯერ კიდევ გუშინ გიყვებოდით, როგორი სუნი აქვს თოვლს, დღეს კი უკვე წვიმის სუნის საკითხზე გესაუბრებით.
 თქვენ შეიძლება არ გსმენიათ, მაგრამ 1964 წელს ორმა ავსტრალიელმა მეცნიერმა მოიფიქრა  ტერმინი Petrichor, რომელიც წარმოებულია ბერძნული petra-დან („ქვა“) + ichor („წალა“, სითხე, რომელიც მიედინება ღმერთების ძარღვებში ბერძნულ მითოლოგიაში), იმ არომატის აღსანიშნავად, რომელიც  წვიმის შემდეგ ჰაერში რჩება.
ამ სუნის წარმოქმნაში მონაწილეობს ორგანული ნაერთი, რომელსაც გეოსმინი (geosmin) ეწოდება. ბერძნულიდან თარგმნილი ეს სიტყვა ნიშნავს „დედამიწის სურნელს“. გეოსმინი არის სტრეპტომიცინის გვარის ნიადაგის ბაქტერიების და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების სასიცოცხლო აქტივობის პროდუქტი. გეოსმინის ყველაზე გამოხატული სუნი გვხვდება, მაგალითად, მიწის სარდაფში. ასევე, ეს სუნი ასოცირდება „სინესტესთან“, „ტენიანობასთან“, „შმორთან“.
 და რა შუაშია აქ საფრთხე?
გვალვის პერიოდში ზოგიერთი მცენარე გამოყოფს ზეთებს, წვიმის დროს კი ზეთების ორთქლი გამოთავისუფლდება და ქმნის არომატს. მეორე რეაქცია, რომელიც ქმნის ამ სუნს, ხდება მაშინ, როდესაც გამოიყოფა ნიადაგის ბაქტერიების მიერ წარმოებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ცნობილია როგორც აქტინომიცეტები. როდესაც ნიადაგი შრება, ბაქტერიები ათავისუფლებენ სპორებს ნიადაგში. წვიმა წვეთების დარტყმის ძალით აფრქვევს ამ პაწაწინა სპორებს ჰაერში, სადაც წვიმის შემდეგ ტენიანობა აეროზოლივით მოქმედებს. ნოტიო ჰაერს ადვილად მოაქვს ჩვენამდე სპორები, და ჩვენ მათ ვისუნთქავთ. ამ სპორებს აქვთ მიწის სპეციფიკური სუნი, რომელიც ხშირად წვიმასთან ასოცირდება. იმის გამო, რომ ეს ბაქტერიები ხარობენ ტენიან ნიადაგში და გამოყოფენ სპორებს, როდესაც ნიადაგი გაშრება, სუნი ყველაზე შესამჩნევად იგრძნობა წვიმის შემდეგ, რომელიც გვალვას მოჰყვება, თუმცა მისი შენიშვნა გარკვეულწილად შეიძლება ხშირი კოკისპირული წვიმის შემდეგ.
           სუნის სხვა სახეობა განპირობებულია წვიმის მჟავიანობით. ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების არსებობის გამო, წვიმის წყალი, როგორც წესი, რამდენამდე მჟავეა, განსაკუთრებით ქალაქის გარემოში. როდესაც ის კონტაქტში შედის ორგანულ ნაგავთან ან ქიმიურ ნივთიერებებთან ნიადაგში, ხდება გარკვეული სპეციფიკური არომატული რეაქციები. წვიმის წყალი არღვევს ნიადაგის მთლიანობას, გამორეცხავს მასში შემავალ მინერალებს, და რეაგირებს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა ბენზინი, რაც მათ უფრო ძლიერ სუნს აძლევს. ეს რეაქციები ჩვეულებრივ წარმოქმნის ნაკლებად სასიამოვნო სუნს, ვიდრე ბაქტერიების სპორები, ამიტომ სუნი ყოველთვის არ არის კარგი წვიმის შემდეგ. ბაქტერიული სპორების სუნის მსგავსად, ქიმიური რეაქციების სუნი განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც წვიმს მშრალი პერიოდის შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ ერთხელ კოკისპირული წვიმის დროს დაშლის შემდეგ ისინი არ შედიან იმავე რეაქციაში წვიმის წყალთან.
        კიდევ ერთი სუნი, რომელიც იგრძნობა წვიმის შემდეგ, მოდის ეთერზეთებიდან, რომლებსაც მცენარეები და ხეები გამოყოფენ. ზეთი გროვდება ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა ქვები. წვიმა რეაქციაში შედის ქვებზე არსებულ ზეთთან და აირისებრ მდგომარეობაში გადააქვს მას ჰაერში. ეს სუნი, ისევე როგორც ბაქტერიების სპორების სუნი, სიახლის სუნი, ბევრ ადამიანს მოსწონს. მას ბოთლებშიც კი აგროვებენ და ყიდიან არომატიზაციისთვის!
წვიმის შემდეგ ჰაერში ადის (ძირითადად უვნებელი) ბაქტერიები, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების პათოგენები. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ ზუსტად როგორ მუშაობს ეს პროცესი, მაგრამ საბოლოოდ გაარკვიეს.
         მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა სტატია სამეცნიერო ჟურნალში Nature, სადაც განმარტა, თუ როგორ ხვდება პეტრიკორი ჩვენს ცხვირში. მეცნიერებმა ვერ გაიგეს, როგორ იფრქვევა ეს ნივთიერება ჰაერში ჩვეულებრივი წვიმის წვეთების ვარდნის შედეგად.
„მაღალსიჩქარიანი კამერების და ფლუორესცენტური საღებავის გამოყენებით, მეცნიერებმა შეძლეს წყლის წვეთების ჩაწერა, რომლებიც ცვიოდა სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, რომელიც შეიცავდა ამ ორგანულ ნივთიერებას. ჩაწერილ კადრებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ახდენენ წვეთები მიკრობების კატაპულირებას ჰაერში.
         როდესაც წვეთი ზედაპირზე ეცემა გარკვეული სიჩქარით, ის ითრევს მის ქვეშ წარმოქმნილ ჰაერის ბუშტებს, რომელთაგან თითოეული ადამიანის თმის დიამეტრს არ აღემატება. ამის შემდეგ ჰაერის ბუშტები გადის წვეთში და შედეგად სკდება. ამ პროცესის ფარგლებში, წყლის პაწაწინა წვეთები ამოდის ჰაერში და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა შეიცავდეს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, რომლებიც შემდეგ ჰაერში ვრცელდება“, - ნათქვამია სტატიაში.
         მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ერთი წვეთის დაცემაისას ასობით პაწაწინა ბუშტის ამოფრქვევა ხდება, რომელთაგან თითოეული შეიძლება შეიცავდეს ათასობით ცოცხალ ბაქტერიას. ამ თითქმის უხილავ ბუშტებში ბაქტერიებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გადარჩენა. მაგრამ როგორც კი ხდება მათი ჰაერში ამოფრქვევა, მათ ქარი იტაცებს  და გადააქვს. როგორც ამ სამეცნიერო პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი კალენ ბუი აღნიშნავს, მეცნიერთა შემდეგი ამოცანა იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად შორს შეუძლიათ ამ ბაქტერიებს გავრცელება ამ გზით.
       თავად ორგანული ნივთიერებები არაფრით განსაკუთრებით არ გამოირჩევა და, როგორც გაირკვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის. თუმცა, მიზეზი, რის გამოც ბუიმ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს ამ კვლევის ჩატარება, არის ის, რომ წინა კვლევებმა აჩვენა კავშირის გარკვეული დონე მელიოიდოზის გავრცელებასა და წვიმიან სეზონებს შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში. დაავადება ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ შესაბამისი ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობის გარეშე, დაავადებულ ადამიანებში სიკვდილიანობა შეიძლება იყოს 90%-მდე.
        ეს არ არის პირველი გამოკვლევა, რომელშიც მეცნიერები ცდილობდნენ მელიოიდოზის გავრცელების დაკავშირებას ნალექის დონესთან, მაგრამ ახალი სამუშაო ავსებს ამ პრობლემის ჩვენს გაგებას. სტატიის დასასრულს მეცნიერები აცხადებენ, რომ არ უნდა ვინერვიულოთ ამ უკიდურესად იშვიათი დაავადების გამო. და თითქმის ყველა ჩვენგანს შეუძლია თავისუფლად, შიშის გარეშე სუნთქვა და წვიმის შემდეგ სასიამოვნო სუნით დატკბობა.


20 ძალიან სახალისო ფაქტი წვიმის შესახებ

http://asylsoz.kz/ru/20-ochen-uvlekatelnyh-faktov-o-dojde-605/
20 ძალიან სახალისო ფაქტი წვიმის შესახებ

1. პორტუგალიაში წვიმა სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზია.
2. ქალაქ პარაში მოსახლეობა საათებს წვიმის მიხედვით ამოწმებს, რადგან წვიმს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
3. თამაში დარტსი წვიმის გამო გაჩნდა. ერთ დღეს შეჯიბრზე მშვილდოსნებს წვიმამ მოუსწრო. ისინი ლუდხანაში წავიდნენ და დაიწყეს კედელზე მიზანში მოკლე ისრების სროლა.
4. სინამდვილეში წვიმას სუნი არ აქვს. არომატს, რომელსაც ჩვენ წვიმის სუნს მივაწერთ, რეალურად გამოყოფენ აქტინო- და ციანობაქტერიები. ნივთიერებას, რომელიც წვიმის სუნს აძლევს, გეოსმინი ჰქვია.
5. უგანდას მცხოვრებლებს ჭექა-ქუხილით არ შეაშინებ, რადგან ქვეყანაში ჭექა-ქუხილით წვიმს წელიწადში 250-ჯერ.
6. წვიმა გახდა რადიოში ამინდის პროგნოზების მიზეზი. როდესაც ამერიკული რადიოსადგურის მფლობელი წვიმაში მოყვა, მან დააწესა ამინდის პროგნოზის ახალი რუბრიკა, რომელიც წვიმის შესახებ დღეში რამდენჯერმე იტყობინებოდა.
7. გვალვიან ბოტსვანაში ხალხი ერთმანეთს ესალმება სიტყვით „პულა“, რაც „წვიმას“ ნიშნავს, ასევე ქვეყანაში ეროვნულ ვალუტას „წვიმასაც“ უწოდებენ.
8. კუბაში წვიმა მოდის მხოლოდ სიესტის დროს, ტაილანდში კი მხოლოდ ღამით.
9. მე-17 საუკუნეში დიდ ბრიტანეთში წვიმის კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც წვიმის არასწორად წინასწარმეტყველებისთვის ამინდის სინოპტიკოსი სიკვდილით დასაჯეს.
10. ადამიანს შეუძლია წვიმაში სრულიად მშრალი დარჩეს, თუ ის უდაბნოში იმყოფება. სინამდვილეში, უდაბნოში წვიმები მოდის, მაგრამ წვიმის შესახებ ვერ შეიტყობ, რადგან წვიმის წვეთები უბრალოდ არ აღწევს მიწამდე და აორთქლდება ცხელი ჰაერის გავლენის ქვეშ.
11. ჰიდრომეტცენტრის ყველა ფრაზას წვიმის შესახებ კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ფრაზა „ხანმოკლე წვიმა“ ნიშნავს, რომ წვიმა გაგრძელდება არაუმეტეს 3 საათისა. ფრაზა „მოსალოდნელია  წვიმა“ ნიშნავს წვიმის ხანგრძლივობას არანაკლებ ნახევარი დღისა. ფრაზა „მნიშვნელოვანი ნალექის გარეშე“ არ ნიშნავს, რომ წვიმა არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ წვიმა კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 0,3 ლიტრი იქნება.
12. ქალაქი ჩერაპუნჯი (ინდოეთი) ყველაზე წვიმიანია მსოფლიოში. წლის განმავლობაში იქ 26460 მმ წვიმა მოდის.
   13. ჩვეულებრივი წვიმის მჟავიანობა არის pH 5,6. თუ მჟავიანობის დონე უფრო დაბალია, მაშინ წვიმას მჟავე ეწოდება. წვიმის pH 5.5  დროს ბაქტერიები იღუპება, ხოლო წვიმის pH 4.5 დროს იღუპებიან მწერები, წყალხმელეთა ცხოველები და თევზები.
14. ქალაქ უაინსბერგში, ოჰაიო, 29 ივლისს წლიდან წლამდე აუცილებლად მოდის წვიმა, ეს უკვე ასი წელია გრძელდება.
15. დღეს შეგიძლიათ მოაწყოთ ხელოვნური წვიმა. მშრალი ყინულის ნაწილაკები თვითმფრინავიდან პირდაპირ ქულა ღრუბელზე იყრება. ღრუბელში ნახშირორჟანგი წყალშია მოქცეული და თოვლის ფიფქივით ეცემა, გზად თბება და წვიმად იქცევა. ამ გზით შესაძლებელია გვალვის წინააღმდეგ ბრძოლა ან ღრუბლების გაფანტვა.
16. ყოველწლიურად დედამიწაზე 519000 კმ3 წვიმა მოდის (თითო კმ3 არის მილიარდი ტონა წყალი).
17. ას მილიონ ადამიანში დაახლოებით ერთი ალერგიულია წვიმის მიმართ. კანზე წყლის ნებისმიერი ზემოქმედება იწვევს სიწითლეს, შეშუპებას, ასეთი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, თუ წვიმაში მოყვა.
18. სან-ფრანცისკოში მეტეოსადგური იტყობინება წვიმის შესახებ, მაგალითად, 4/6-ის ალბათობით. უბრალოდ, 10 ადგილობრივი მეტეოროლოგი კენჭს უყრის, იქნება თუ არა წვიმა, ხოლო შედეგს მსმენელებს აცნობენ ასეთი „შედარებითი სახით.
19. ყველაზე ძლიერი სეტყვა ციდან ჩამოვარდა ქალაქ გოფალგანჯში 14.04.1986 წ. ერთი სეტყვის წონამ 1 კგ-ს გადააჭარბა, ასეთი „წვიმისგან“ 92 ადამიანი დაიღუპა.
 20. პლანეტის ყველაზე წვიმიანი ადგილები ზამთარში წყლის ნაკლებობას განიცდის. წვიმიანი სეზონის შემდეგ ზამთარი იმდენად მშრალია, რომ მოსახლეობას წყლის ყიდვა სხვა ქალაქებში უწევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised