Facebook შეცვლის ახალი ამბების ჩვენების ალგორითმს მიკერძოების ბრალდების გამო
Facebook-მა შეიტანა ცვლილებები TrendingNews-ის რუბრიკის პროცესის ფორმირებაში („პოპულარული ახალი ამბები“) პოლიტიკური სუბიექტურობის ბრალდების გამო. ამის შესახებ ნათქვამია სოციალური ქსელის პრესრელიზში, წერს რბკ.
კერძოდ, Facebook-მა განაცხადა, რომ იგი არ დაეყრდნობა იმ პოპულარული პუბლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოყენებული იქნა ალგორითმის მუშაობაში. ასევე, სოციალური ქსელი არ აიღებს ორიენტაციას მსხვილი ამერიკული მედიის დღის წესრიგზე.
Facebook–მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ იფიქრონ, რომ TrendingNews–ის ფორმირებაში არსებობდა „პოლიტიკური მიკერძოება“. თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „გამოძიება სრულად ვერ გამორიცხავს ცალკე არასწორ ქმედებებს ან უნებლიე მიკერძოების შესაძლებლობას“.
9 მაისს, ტექნოლოგიური სიახლეების პორტალმა Gizmodo-მ გამოაქვეყნა Facebook- ის ყოფილი თანამშრომლის სიტყვები, რომელმაც კომპანიის რედაქტორები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ TrendingNews-დან გაცხრილეს კონსერვატიული დღის წესრიგის სიახლეები.
ამასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა დაწერა წერილი მოთხოვნით სოციალურმა ქსელმა განმარტოს, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი ამბების შერჩევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised