вторник, 8 сентября 2020 г.

იგნორირება სასტიკი ემოციური ძალადობის კიდევ ერთი სახეობაა

  იგნორირება სასტიკი ემოციური ძალადობის კიდევ ერთი სახეობაა

დამეთანხმებით, რომ წარმატებული, ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი არ დაიწყებს ახლობელი ადამიანების აბუჩად აგდებას, და თანაც ჩუმად თვალის მიდევნებას მათ რეაქციაზე.

ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი ემოციური ძალადობის ისეთი სახეობა, როგორიცაა იგნორირება. პოპულარული გამოთქმის თანახმად,  „იგნორირება ყურადღების მამოძრავებელია“. ანუ სხვა ადამიანის იგნორირება შეიძლება მანიპულირების საშუალებად იქცეს. გაიხსენეთ, ზოგჯერ როგორ რთულია ეს, სუნთქვა ეკვრის და თანაც პანიკა იპყრობს, როდესაც საყვარელი ადამიანი იწყებს მის სასტიკად იგნორირებას. კლასიკური სიტუაციაა, როდესაც სოციალურ ქსელში სინათლე ანთია მეგობრის ავატარზე, მაგრამ ის არ პასუხობს თქვენს შეტყობინებას, არ იწონებს თქვენს პოსტებს, სხვაგვარად არ ამჟღავნებს მის იქ ყოფნას.

იგნორირება

რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ადამიანი ახლა ჩაის სვამდეს სამზარეულოში, და უბრალოდ არ აქვს გამორთული კომპიუტერი. მაგრამ ზოგიერთი არაპირდაპირი და პირდაპირი ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ მას ახლა სხვა ქალთან აქვს ურთიერთობა. შემდეგ საშინელება იწყება.

იგნორირებას კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია. მაგალითად, როდესაც ვინმე უსინდისოდ გიწევთ პროვოკაციას სოციალურ ქსელებში, არღვევს თქვენს პირად საზღვრებს. ამ შემთხვევაში უმჯობესია არ ჩაერთოთ კამათში, უბრალოდ იგნორირება გაუწიოთ არასიამოვნო ადამიანს. და კიდევ უკეთესია, თუ თავხედს ყურადღებას არ მიაქცევთ. ურთიერთქმედების მსგავსი სქემა სამართლიანია ცხოვრებაში კომუნიკაციისა და სატელეფონო ზარებისთვის.

და მაინც, რა დგას ახლობელი ადამიანის იგნორირების უკან? რომელ საკუთარ გადაუჭრელ შინაურ პრობლემებს ექსტრაპოლირებს ამ გზით პარტნიორი?

აქ საბრალოა თავად ის, ვინც იგნორირებას უწევს. დამეთანხმებით, რომ წარმატებული, ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი არ დაიწყებს ახლობელი ადამიანების აბუჩად აგდებას, და თანაც ჩუმად თვალის მიდევნებას მის რეაქციაზე. ან საგანგებოდ პროვოცირებს პარტნიორში მთელ რიგ ნეგატიურ გრძნობებს: სირცხვილს, შფოთვას, დაბნეულობას,  დაუცველ სიამაყეს, ტკივილს და სევდას.

როგორი რეაგირება გექნებათ, თუ, როგორც თქვენ ფიქრობთ, უსამართლოდ გიწევენ იგნორირებას?

აქ თქვენ დაგჭირდებათ ემოციური ჯავშანჟილეტი. სხვის უნამუსობისადმი წინასწარ ასი პროცენტით მომზადება არ შეიძლება, მაგრამ მხედველობაში უნდა გქონდეთ ურთიერთობათა მსგავსი განვითარების სიუჟეტი, რაც ზედმეტი არ იქნება.

არ შეიმჩნევთ იგნორირებას? შეუძლებელია. უმჯობესია ერთი წუთით „შეძვრეთ“ თქვენი შეურაცხმყოფელის თავში და წარმოიდგინოთ, როგორ საზიზღრად გრძნობს თავს თავად, თუ ასე ბანალურად, უნიჭოდ და სასტიკად ცდილობს შენს გაუფასურებას. უსურვეთ მას ყოველივე საუკეთესო და ... წადით სამზარეულოში  ჩაის დასალევად.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised