воскресенье, 13 сентября 2020 г.

რა ვიცით ტერორისტების შესახებ და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი

 რა ვიცით ტერორისტების შესახებ და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი


ტერორიზმი, ისევე როგორც ექსტრემიზმი, არასამართლებრივი მოვლენაა. მაგრამ სხვა დანაშაულებისგან იგი განსხვავდება რიგი მახასიათებლებით. ტერმინ „ტერორიზმს“ აქვს დიდი რაოდენობით დეფინიცია, რომელთაგან თითოეული შეიძლება სადავო გახდეს და ფართო მნიშვნელობა მიიღოს კონტექსტიდან გამომდინარე.

Penal Reform International–ის (ციხის საერთაშორისო რეფორმა) მიერ ცენტრალურ აზიაში ჩატარებულ კვლევაში წარმოდგენილია თვითმკვლელ ტერორისტთა კლასიფიკაცია, რომლებიც, მათი ტიპების მიხედვით, ჩვეულებრივი ადამიანისგან შეიძლება განვასხვავოთ მათი ქცევით, მიმიკით და ლაპარაკით.


ტერორისტი „ზომბი“

ზომბირება (ფსიქოპროგრამირება) ნიშნავს ადამიანის ფსიქოლოგიურ დამუშავებას (ჰიპნოზისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებით), რომლის პროცესში იგი იღებს კონკრეტული ქმედების - ტერორისტული აქტის ჩადენის მითითებას. ადამიანი არ აცნობიერებს, თუ რას აკეთებს და რა ემართება მას. ზომბირებას შეიძლება დაექვემდებარონ როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელი პირები, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქიკური დაავადებების მქონე მოქალაქეები.

ქცევის განმასხვავებელი ნიშნებია: გულგრილი „გაყინული“ (უსიცოცხლო) სახე, უაზრო გამოხედვა, ერთფეროვანი მოძრაობები, არაფრის გამომხატველი ჟესტიკულაცია, სხვა ადამიანებთან კონტაქტების არ არსებობა ან შემთხვევითი კონტაქტები. გაუთვალისწინებელი დაბრკოლების წარმოქმნისას „ზომბი“ იბნევა და თითქოს სხვისგან ეძებს მხარდაჭერას.


„პატრიოტი“ ტერორისტი  (რწმენისთვის მებრძოლი)

ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. გამოცდილი ინსტრუქტორების ზემოქმედებით უყალიბდებათ თავისი სარწმუნოებისა და იდეების ფანატიკური რწმენა. „პატრიოტის“ აღქმაში მტრის სახეს შეადგენენ სხვა რწმენის, ეროვნების წარმომადგენლები. ტერაქტის ჩადენა აღიქმება როგორც „წმინდა ომი“ „ურწმუნოთა“ წინააღმდეგ, როგორც გმირობა  სარწმუნოებისათვის ან საკუთარი ხალხის განთავისუფლებისთვის. იგი აცნობიერებს, რომ ის ტერორისტულ აქტს ახორციელებს, კლავს ხალხს და ანადგურებს ქონებას, და მას სურს ეს შედეგები. ის დანაშაულზე მიდის პირდაპირი განზრახვით და დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

ქცევის განმასხვავებელი ნიშნებია: ასეთი ტერორისტის გაჩერებისას დოკუმენტების შემოწმების ან საუბრის მიზნით შეიძლება შეინიშნებოდეს: ემოციური დაძაბულობისა და მტრული დამოკიდებულების ზრდა, პირქუში და მუქარის გამომხატველი მზერა, მჭიდროდ მოკუმული ტუჩები, კბილების ჭრაჭუნი, თვალის შევიწროებული გუგები, გახშირებული სუნთქვა, მუშტად შეკრული ხელები. შეკითხვებს პასუხობს მკვეთრად მოკლე პაუზის შემდეგ, პასუხებში აშკარად უხეშობა იგრძნობა. ასეთი ტერორისტის განეიტრალების მოუხერხებელი მცდელობის შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს. მზად უნდა იყოთ ტერორისტის გასანეიტრალებლად აგრესიული აფეთქების დაწყებამდე.


ფულით მოსტიდული ტერორისტი 

მიდის ტერორისტული აქტის მოწყობაზე ანგარების მიზნით (ასრულებს იმ ადამიანთა დავალებას, ვისზეც მთლიანად არის დამოკიდებული ან უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება და ცდილობს ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას). ასეთი ტერორისტი ხასიათდება იდეოლოგიური მოტივების არარსებობით.

ქცევის განმასხვავებელი ნიშნებია: შინაგანი დაძაბულობა, ნერვიულობა, რომელიც მატულობს, როდესაც რაიმე დაბრკოლება გამოჩნდება მის გზაზე. მოუსვენრობა, ირგვლივ ყურება, პოზის ხშირი ცვლილებები, ტანსაცმლის, ჩანთის სახელურის ან ქამრის ნერვული წეწვა.

საუბრისთვის დაკავებისას შეიძლება შეიმჩნეოდეს შემდეგი ნიშნები: სახის ფერის შეცვლა, ოფლიანობის გახშირება, თვალების ხშირი ხამხამი, ხველა, სახის გარკვეული ნაწილების ატოკება, პირის მიმიკის გაძლიერება,  ტუჩების გახშირებული მოლოკვა ან ნერწყვის გადაყლაპვა. ხმის ტემბრი ხშირად მაღალია, საუბარი სწრაფი და წყვეტილი, შეიძლება შეინიშნებოდეს ხმის სპაზმები. გადაჭარბებულმა შფოთვამ და ღელვამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული მოშლა.


უნებლიე ტერორისტი

ადამიანს ტერორისტული ქმედებისკენ შეიძლება აიძულონ შანტაჟის გზით (ოჯახის წევრების მძევლად აყვანა, ნებისმიერი დისკრედიტირებული ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით). ანდა შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ჩადენის გამო (ღრმად რელიგიურ ადამიანს ამ გზით აიძულებენ ღმერთის წინაშე  დანაშაულის გამოსყიდვას).

ქცევის განმასხვავებელი ნიშნებია: პირქუში, ფერმკრთალი, ავადმყოფური სახე, შეცვლილი გუნება-განწყობა, შენელებული მოძრაობები, არაფრის გამომხატველი ჟესტიკულაცია. ის ჩუმად არის, ჩაფლულია საკუთარ აზრებში, გულგრილია გარშემო მყოფი ადამიანების და განვითარებული მოვლენების მიმართ. საუბრის დროს არ უყურებს თანამოსაუბრეს სახეში, ერიდება თვალებით კონტაქტს, ხმა ჩვეულებრივ დახშულია, მეტყველება შენელებული, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე შეიძლება შეინიშნებოდეს დიდი პაუზები.


ტერორისტი მანიაკი  (რომელსაც ბოდვითი იდეები აქვს)

განსაკუთრებით ხშირად მარტოხელა ტერორისტია ის, ვინც განიცდის სხვადასხვა სახის ფსიქიკურ აშლილობებს (თავის ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის დაავადებების, ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების შედეგი). ფსიქოპათოლოგიური თავისებურებებისა და აკვიატებული იდეებიდან გამომდინარე, მასს სურს დიდება ნებისმიერ ფასად, სურს გაანადგუროს მტრები, რომლებიც მას დევნიან, ან  გარდაქმნას ქვეყანა. ასეთი ტერორისტი განსაკუთრებით საშიშია, თუ მისი ცნობიერებით ოსტატურად მანიპულირებს რომელიმე ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაცია.

ქცევის განმასხვავებელი ნიშნებია: გულჩათხრობილობა, გაუწონასწორება,  განწყობის უეცარი ცვალებადობა, გაღიზიანება და აგრესიულობა, ისტერიულობა, მოუსვენრობა მოძრაობებში ან სიტყვებში. შეიძლება აღინიშნებოდეს ჭირვეულობის, წყენის ნიშნები, ასევე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, ეგოიზმის ნიშნები. დაკავების მცდელობისას, ის ჩვეულებრივ არ უწევს სასტიკ წინააღმდეგობას.

===============

2019 წლის 16 მაისის კონფერენციის შედეგები 
ზოგადი ცნობები
 დასავლეთ ციმბირის სამეცნიერო ცენტრი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად XI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი: მომავლის აქტუალური და პერსპექტიული მიმართულებები“. მასალები მიიღება 2019 წლის 16 მაისამდე. კონფერენციის ოფიციალური ენებია რუსული და ინგლისური. საორგანიზაციო კომიტეტის სხდომის შედეგების საფუძველზე, რომელიც 2019 წლის 25 მაისს გაიმართება ქ. კემეროვოში, განისაზღვრება კონფერენციის ლაურეატები თითოეულ სექციაში. 
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი: მომავლის აქტუალური და პერსპექტიული მიმართულებები“ მეათედ ჩატარდება და პოზიციონირდება როგორც პერიოდული. წინა კონფერენციებში უკვე მიიღო მონაწილეობა 3000-მდე ავტორმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან.
 კონფერენციის სექციები 
1. სამთო საქმე
2. გეოდეზია, მშენებლობა და არქიტექტურა
3. ჰუმანიტარული მეცნიერებები
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
5. ინფორმაციული ტექნოლოგიები
6. კულტურა და ხელოვნება
7. სამედიცინო მეცნიერებები

1. კვების მრეწველობა
2. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა
3. სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა
4. ტექნიკური მეცნიერებები
5. ეკონომიკა
6საქონელმცოდნეობა, მართვა მენეჯმენტი და ბიზნესი
7. იურისპრუდენცია

მონაწილეობის პირობები
მონაწილეობის მისაღებად უნდა გააგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ბარათი და სტატიის სრული ტექსტი სარედაქციო საბჭოს ფოსტაზე conference@sibscience.ru 
კონფერენციის ოფიციალური საინფორმაციო წერილი (ჩამოტვირთვა)
სარეგისტრაციო ბარათი (ჩამოტვირთვა)
საორგანიზაციო შენატანი - 350 რუბლი თითოეული ცალკეული სტატიიდან 3 გვერდამდე მოცულობით. გამოსაქვეყნებელი სტატიის მოცულობის ზრდა შესაძლებელია 90 მანეთის გადახდის შემთხვევაში თითოეული დამატებითი გვერდისთვის. ერთი მონაწილის მიერ გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა და ავტორების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
თითოეული სტატიის პირველი ავტორის დაჯილდოება მონაწილის უფასო ელექტრონული სერტიფიკატით.
 სტატიების გამოქვეყნება კონფერენციის შრომების კრევულში (UDC, ISBN, DOI).
 კრებულის სტატიების განთავსება NEB eLIBRARY-ში (ხელშეკრულება No1424-04/2015კ), ასევე ღია წვდომით პლატფორმებზე OpenAire.eu, Academia.edu 
 საკონფერენციო მასალების კრებულის უფასო ელექტრონული ვერსიის გამოშვება გადახდის დასრულებიდან 4 დღის შემდეგ.
 სტატიების უფასოდ გამოქვეყნების შესაძლებლობა პროგრამის „მომგებიანი თანამშრომლობა“ მომხმარებლებისთვის.
 მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული მასალის გაგზავნა და გამოქვეყნება, გადახდისთანავე.
 I, II და III ხარისხის ელექტრონული დიპლომებით დაჯილდოება, რაც უზრუნველყოფს ფასდაკლებას ნებისმიერი შემდგომი გამოცემისთვის.
თითოეულ ავტორს დამატებით შეუძლია შეუკვეთოს კონფერენციის მონაწილის სერთიფიკატი, სამეცნიერო ხელმძღვანელის სერთიფიკატი და პუბლიკაციის მოწმობა. დაბეჭდილი ეგზემპლარის ღირებულებაა  150 რუბ., ხოლო  ელექტრონულის 100 რუბ. (ერთი მონაწილის სერტიფიკატში მხოლოდ 1 ავტორი შეიძლება იყოს მითითებული).  

ძალიან მნიშვნელოვანია სარეგისტრაციო ბარათის სწორად შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში სარედაქციო კომიტეტი არ არის პასუხისმგებელი პასუხის ან შეკვეთილი მასალების არმიღებაზე.
განსახილველად მიიღება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც მოიცავს სწორად რედაქტირებული, სწორად დასახელებული თეზისების ტექსტებს და სწორად შევსებულ სარეგისტრაციო ბარათს.
მასალების (მ.შ. კრებულების) გაფორმება და გავრცელება განხორციელდება სარეგისტრაციო ბარათში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised