понедельник, 21 сентября 2020 г.

ანდრეი მედვედები: რატომ არის აშშ ლოიალური ფაშისტურ სამედიცინო ბაკქანალიის მიმართ

 ანდრეი მედვედები: რატომ არის აშშ  ლოიალური  ფაშისტურ სამედიცინო ბაკქანალიის მიმართ

ბოლო ასი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კაპიტალიზმის ფილოსოფიურ გააზრებაში და შექმნა საზოგადოებაში ურთიერთობის მეტად ორიგინალური სისტემა.

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ამერიკელები ასე მარტივად აწყობენ დოქტორ იოზებ მენგელეს სახალობის ამ ფაშისტურ სამედიცინო ბაკქანალიას“, დაწერა თავის ბლოგში ჟურნალისტმა ანდრეი მედვედებმა, როდესაც კომენტარს უკეთებდა  RT-ს მასალას, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აშშ-ში, ტეხასის შტატის მკვიდრმა ვერ შეეძლო ყოფილი ცოლისგან დაეხნა თავისი ვაჟი, რომელსაც დედა,  პირადი მოსაზრების გამო, უპირებდა კასტრაციას, რათა ის გოგონად ექცია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჯეფრი იანგერის მეუღლემ ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ ქიმიურ კასტრაციას - სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს და ჰორმონალური პრეპარატებს მიმართა. მამამ შვილის გადარჩენა სასამართლოს მეშვეობით სცადა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ სქესის შეცვლა ყოველთვის კარგი საქმეა და არ უნდა შეუშალონ ამას ხელი, რასაც არ უნდა ფიქრობდეს თავად ბავშვი და მით უმეტეს მამა. რაც ყველაზე უცნაურია, მაგრამ მსაჯულებმა მიიჩნეს, რომ უმჯობესია, თუ ბავშვი დედასთან დარჩებოდა. ამავე დროს  ჯეფრი იანგერი დაავალდებულეს შვილისთვის დაერქვა ქალის სახელი „ლუნა“ და გაევლო „ტრანსგენდერიზმის“ გაკვეთილები.

მედვედევის თქმით, აშშ-სთვის, როგორც საკმაოდ რელიგიური ქვეყნისთვის, ასეთი ამბები შეიძლება უცნაურად ჩანდეს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შტატებში მრავალი პროცესი მიმდინარეობს, ზოგი მათგანი შიშის მომგვრელია.

ჟურნალისტმა შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეერთებული შტატები ევგენიკის იდეების განვითარებას უწყობდა ხელს, „მიგრაციის შეზღუდვის შესახებ კანონებით“ დაწყებული. 1882 წლის აქტით აიკრძალა ფსიქიკურად დაავადებულთა ქვეყანაში შემოსვლა. 1907 წლის კანონი უკრძალავდა ქვეყანაში შემოსვლას „ფსიქიკურად ან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლოვანებების მქონე პირებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ასეთი უცხოელის ფულის შოვნის შესაძლებლობაზე“. შემდეგ აკრძალვაში მოყვნენ გულის დაავადებათა და ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები, არაბები, ებრაელები, ფერადკანიანები, აღმოსავლეთ ევროპის მაცხოვრებლები“ , - აღნიშნა მედვედევმა.

ევგენიკა შეერთებულ შტატებში ყოველთვის სარგებლობდა გამოჩენილი და მდიდარი მოქალაქეების კეთილგანწყობით. მაგალითად, მის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდათ როკფელერს და კარნეგის ინსტიტუტს.

ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსის კარელი მუშაობდა როკფელერის ინსტიტუტში. 1932 წელს დაწერა წიგნი „ადამიანი. უცნობი“ , რომელშიც დაასაბუთა გონებრივად ჩამორჩენილი, ინვალიდი, ფიზიკურად განუვითარებელი, ასევე ღარიბი ადამიანების სტერილიზაციისა და ევთანაზიის საჭიროება.

 ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იყო, სადაც დაინერგა „არასრულფასოვან“  მოქალაქეთა იძულებითი სტერილიზაცია.

„1907 წელს ინდიანას შტატში მიიღეს კანონი მოძალადეებისა და გონებაშეზღუდული მოქალაქეების სტერილიზაციის შესახებ. 1927 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც დააკანონეს გონებაშეზღუდული ადამიანების იძულებითი სტერილიზაცია ვირჯინიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ანუ, პრაქტიკა მთლიანობაში დაკანონდა. 33 შტატშიც მოქმედებდა სტერილიზაციის პროგრამები. უპირველეს ყოვლისა, ამ პროგრამაში აღმოჩნდნენ გონებაშეზღუდული და ფსიქიკურად დაავადებული პირები, შემდეგ დაიწყეს ყრუ, ბრმა, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანთა სტერილიზაცია. და რა თქმა უნდა შავკანიანი ქალების. შემდეგ ღარიბებსაც მიადგნენ“, - აღნიშნა ანდრეი მედვედევმა.

დასასრულს მან აღიარა, რომ ასეთი ისტორიული ექსკურსი ქმნის ფართო სივრცეს კონსპიროლოგიისთვის, მაგრამ კავშირი ადამიანისადმი დამოკიდებულების შესახებ, როგორც გენების, ქიმიური და ბიოლოგიური რეაქციების ჭურჭელს და ტეხასის ისტორიას შორის, როგორც ჩანს, არსებობს.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised