ვინ და რატომ იღებს მონაწილეობას მარსულ რბოლაში?
ამ ზაფხულს სამი ქვეყნის კოსმოსური ხომალდი ერთდროულად მარსზე გაემგზავრა.
19 ივლისს იაპონურ რაკეტა-მატარებელზე სტარტი აიღო არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსურმა ხომალდმა, 23 ივლისს წითელ პლანეტაზე ჩინეთის მისია გაემგზავრა, ხოლო 30 ივლისს ამერიკულმა სააგენტო NASA-მ გაუშვა მისია „Mars 2020“.
მარსი ყოველთვის იპყრობდა ადამიანების განსაკუთრებულ ყურადღებას. ХІХ საუკუნეში იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელმა შექმნა ამ პლანეტის რუკა. მეცნიერმა და გამომგონებელმა ნიკოლა ტესლამ 1900 წელს განაცხადა, რომ მან შეძლო მარსიდან სიგნალის მიღება. რადიოს გამომგონებელმა გულიელმო მარკონიმ 1920 წელს განაცხადა, რომ მან წითელი პლანეტიდან კოდირებული სიგნალი გაიგონა. უცხოპკანეტელებისთვის რომ მოესმინათ ამერიკის მთავრობამ 3-დღიანი რადიო დუმილიც კი გამოაცხადა. მაგრამ მარსიდან აღარ მიუღიათ სიგნალები.
1960-იანი წლების დასაწყისში მარსმა მიიპყრო საბჭოთა მეცნიერების ყურადღება. ცნობილია, რომ გენერალური კონსტრუქტორის სერგეი კოროლევის გეგმებში შედიოდა ფრენები ამ პლანეტაზე. მაგრამ მარსზე საბჭოთა ავტომატური სადგურების გაგზავნის პირველი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1964 წელს იქამდე მიაღწია ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა Mariner-მა და გადაიღო პლანეტის ზედაპირის ფოტოსურათები.
საბჭოთა მეცნიერები შეუპოვრები იყვნენ. 1971 წელს საბჭოთა ავტომატურმა სადგურებმა „მარსი-2“-მა და „მარსი-3“-მა მაინც მიაღწიეს პლანეტის ზედაპირს. მართალია, უსაფრთხოდ დაშვება შეძლო მხოლოდ „მარსი-3“-მა, რომელმაც პატარა აპარატი ჩაიტანა. აპარატი ფუნქციონირებდა მხოლოდ 14,5 წამი და გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა რადიოკავშირი.
რატომ სჭირდება ყველა მარსი XXI საუკუნეში
ამჟამინდელი კოსმოსური რბოლა აიხსნება იმით, რომ სწორედ ახლა დედამიწის ადგილმდებარეობა მარსთან მიმართებაში იძლევა იქ ყველაზე სწრაფად ჩაფრენის საშუალებას. მსგავსი სიტუაცია პლანეტების მოძრაობაში იქმნება მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მისი გამოყენება.
რისთვის არის საჭირო მზიდან მეოთხე პლანეტაზე კოსმოსური ხომალდების გაგზავნა, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები ამას განსხვავებულად ხსნიან. არაბი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ გაგზავნეს კოსმოსური ხომალდი, პოეტური სახელით „ალ-ამალი“ („იმედი“) ატმოსფეროს ქვედა ფენების შესასწავლად და მარსიული წლის განმავლობაში ამინდის ცვლილებების გასარკვევად.
ჩინეთის მისია Tianwen-1 („კითხვები ცისკენ“) მიმართულია უფრო პრაქტიკული მიზნისკენ - გეორადარის გამოყენებით შეისწავლოს არა მხოლოდ ატმოსფერო, არამედ მარსის წიაღისეული. ამისთვის ჩინელებმა თავის კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნეს სტაციონარული ლაბორატორია და როვერი.
ამერიკული კოსმოსური ხომალდი მარსზე მიფრინავს ბორტზე როვერი Perseverance („დაჟინებულობა“) და პირველი ვერტმფრენი პლანეტისთვის Ingenuity („საზრიანობა“). როვერის გამოყენება დაგეგმილია მარსზე სიცოცხლის საძებნელად, ახლანდელის ან უძველესის. ვერტმფრენი დაეხმარება როვერს სამიზნის არჩევაში და შეამოწმებს ფრენის შესაძლებლობას განმუხტულ ატმოსფეროში.
2020 წლის ამ სამ მისიას აერთიანებს ის, რომ ისინი მიმართულია მარსის წარსულისა და მომავლის შესწავლაზე. მთელ მსოფლიოში მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ გაარკვევენ, რისგან შედგება პლანეტის ატმოსფერო, არის თუ არა იქ წყალი და იყო თუ არა სიცოცხლე. თუმცა გაუგებარია, რა პრაქტიკული სარგებლობის მოტანა შეუძლია ამას ადამიანებისთვის.
კოსმოსური მისიები მარსზე, რა თქმა უნდა, მიწიერი ცივილიზაციის ლამაზი ჟესტია, მაგრამ ამაში პრაქტიკული გამოყენება არ არსებობს. იმის დამტკიცება, რომ მარსზე ცხოვრების პირობები ოდესღაც იყო, და რომ ჩვენ სამყაროში მარტო არ ვართ, რა თქმა უნდა, მაღალი მიზანია, მაგრამ როგორ უნდა განკარგოს კაცობრიობამ ეს ცოდნა?
ცნობისთვის
მარსზე ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლე სპეციალური კოსტუმის გარეშე, საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე დაახლოებით მინუს 60 გრადუსია, წნევა პროცენტსაც არ აღემატება ხმელეთის მაჩვენებლებისგან, ხოლო მარსის ატმოსფერო თითქმის არ იცავს რაციაციისგან და ჟანგბადით ძალიან ღარიბია.
===============
ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი
შემოდგომის პირველ ქარიშხალს უნდა ერიდონ ჰიპერტონიკები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები .
ითვლება, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ გამწვავება და თავბრუსხვევა, ხშირი პულსი, განწყობის შეცვლა, მოუსვენარი ძილი და აუხსნელი შფოთვა.
სექტემბერი ჰპირდება ინტენსიურ მაგნიტურ ქარიშხლებს, სამაგიეროდ ისინი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე აგვისტოში. მხოლოდ 2. ონლაინ-მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ისინი მოსალოდნელია მხოლოდ თვის დასაწყისში და თვის ბოლოს.
პირველი ქარიშხლის აქტიურობა პიკს 6 სექტემბერს მიაღწევს. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა. ასეთ მომენტებში ააუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს.
ამ დღეებში არ არის სასურველი ღია მზეზე გასვლა, ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვა ან სტრესულ სიტუაციებში მოხვედრა, არ უნდა გამოჩნდეთ ხალხმრავალ ადგილებში, არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასობრივ შეკრებებში.
გარდა ამისა, ეს არასასურველი დროა გადაწყვეტილების მისაღებად ან დოკუმენტების ხელმოსაწერად. მაგნიტური ქარიშხლის დროს უნდა დალიოთ ბევრი წყალი და უფრო დიდხანს დარჩეთ სუფთა ჰაერზე. გარდა ამისა, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვის შემცირება, ნაკლებად ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღება, უარი უნდა თქვათ ენერგეტიკულ სასმელემზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია - მეტი ძილი.
===============
მთვარეზე ნაპოვნია ჰემატიტი და ამან მეცნიერები საგონებელში ჩააგდო
კაცობრიობამ თავისი არსებობის განმავლობაში საკმაოდ კარგად შეისწავლა მთვარე. ჩვენ ვიცით, რომ მასზე პრაქტიკულად არ არის ჰაერი, არის წყლის ყინული, მაგრამ არ არის თხევადი წყალი. მით უფრო დიდი გაოცება გამოიწვია მეცნიერებში, როდესაც მათ ჩვენს თანამგზავრზე ჰემატიტის კვალი აღმოაჩინეს. ეს არის რკინის ოქსიდი, რომელიც ნორმალურ პირობებში წარმოქმნისთვის მოითხოვს ჰაერს და წყალს.
ჰემატიტი აღმოაჩინა ინდოელმა ორბიტალურმა აპარატმა ჩანდრაიან-1-მა. მთავარი კითხვა, რაც ახლა ფიზიკოსებს აინტერესებს, ასეთია: როგორ აღმოჩნდა ჰემატიტი იქ?
ამ მომენტისთვის მეცნიერებს აქვთ შემდეგი სამხილები. ჰემატიტის საბადოები ადრე აღმოჩენილ წყლის კვალთან თანაფარდია, რომელიც მთვარეზე აღმოჩნდა მეტეორიტებთან შეჯახების შედეგად. დიდი ალბათობით, წყლის ყინულის ნაწილაკები შეიძლება შეერიონ მთვარის რეგოლიტს და დადნენ ძლიერი დარტყმის მომენტებში. კიდევ ერთი სამხილია ის, რომ მთვარეზე ნაპოვნი ჰემატიტის დიდი ნაწილი თანამგზავრის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე მხარეს აღმოჩნდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მინერალს, სავარაუდოდ, რაიმე კავშირი აქვს ჩვენს პლანეტასთან.
ბოლო ვარაუდი უფრო შეესაბამება სიმართლეს. საქმე იმაშია, რომ სავსე მთვარის დროს მთვარე დედამიწის მაგნიტურ კუდში იმყოფება - პლანეტის მაგნიტოსფეროს ნაწილში, რომელიც მაქსიმალურად დაშორებულია მზისგან. ამ მომენტში მზის ქარს შეუძლია დედამიწის ჟანგბადის გადატანა ატმოსფეროს ზედა ფენიდან მთვარის ზედაპირზე. ეს ფენომენი დაფიქსირდა იაპონიის კოსმოსური მისიის „კაგუას“ დროს. ამრიგად, ჟანგბადს დედამიწიდან შეუძლია მთვარის ჰემატიტის წარმოქმნის დროს იმოქმედოს როგორც დამჟანგავმა.
ამ ფაქტორების - თანამგზავრის ზედაპირზე წყლის კვალის და დედამიწის ჟანგბადის შერწყმით და მათი გამრავლებით მილიარდობით წელზე შეიძლება ჰემატიტის საბადოების მიღება მთვარეზე. ამასთან, მთვარის მინერალის საიდუმლოება ჯერ ბოლომდე არ არის გახსნილი. მაგალითად, მცირე რაოდენობით ჰემატიტი ასევე იპოვეს მთვარის შორეულ მხარეზეც, სადაც დედამიწის ჟანგბადი პრინციპში ვერ მიაღწევდა. საკითხი მოითხოვს შემდგომ შესწავლას და ახალ კოსმოსურ მისიებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised