вторник, 8 сентября 2020 г.

შეუძლია ადამიანს ტყუპი რობოტის წყალობით საკუთარი თავის შეცნობა?

 შეუძლია  ადამიანს ტყუპი რობოტის წყალობით საკუთარი თავის შეცნობა?

 ერთა თეატრში შედგა „ავის მომასწავებელი  ხეობის“ პრემიერა.

 

პრემიერა უჩვეულო, იდუმალი და შიშის მომგვრელია, რადგან მონოსპექტაკლში ერთი პერსონაჟია, არა ცოცხალი მსახიობი, არამედ რობოტი, მწერალ თომას მელეს ორეული, რომელმაც 2016 წელს გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული რომანი „სამყარო ზურგს უკან“. იგი ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მელე აღიარებს, რომ ამ დაავადების გამო მას უჭირს დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობა, ამიტომ ხალისით მიიღო სტეფან კეგის შეთავაზება, რომ სცენაზე მისი ორეული გამოსულიყო. ასე შეიქმნა ანდროიდი, მწერლის ზუსტი კლონი, რომელიც კითხულობს მოხსენებას ადამიანის ემოციური არასტაბილურობის პრობლემების შესახებ.

ამ რობოტს კეფაზე, რომელიც გარეგნულად არ განსხვავდება ადამიანისგან, ხვრელი აქვს, მოჩანს მავთულები და ინფორმაციის დაგროვების მოწყობილობები, 32 სერვოძრავა მართავს მის მოძრაობებს და ამავე დროს ისმის ზუზუნი.

  თეატრალური შოუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ შთამბეჭდავია, ის ერთდროულად წარმტაციცაა და  ნამდვილად შიშისმომგვრელიც. ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი ღირს იმათ, რომ ნახონ.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised