ლევკინი. ფსიქიკური მდგომარეობები: ზესენსიტიურობის ტრენინგი.სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის
ვ.ე. ლევკინი. NeoBook. სწრაფი პროგრამირება ნულიდან ჰუმანიტარებისთვის: სახელმძღვანელო/ ვ.ე. ლევკინი. - მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2016. - 218 с. ISBN 978-5-4475-8750-5 ; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:https://biblioclub.ru/index.php?page=book&id=450198
ეს არის NeoBook-ის მსოფლიოში პირველი სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია ყველა საჭირო ცოდნა. ის აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ვინც არასოდეს ყოფილა დაკავებული პროგრამირებით, შექმნას საკუთარი კომპიუტერული პროგრამები Windows-ის ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერებისთვის. NeoBook არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პროგრამირების დარგის არაპეციალისტებს აძლევს საკუთარი, ლამაზი, კორექტულად მომუშავე კომპიუტერული პროგრამების შექმნის საშუალებას, რომლებიც პროფესიულად გამოიყურება, და მათ შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი დანიშნულება ჰქონდეს. NeoBook უნიკალური გარემოა ათვისების და შესაძლებლობების სიმარტივით და Windows–ისთვის დანართების შესაქმნელად. ახლა არ არის აუცილებელი იყო სპეციალისტი კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, რომ შექმნა შენთვის და სხვა ადამიანებისთვის სასარგებლო პროგრამები. რამდენიმე დღეში შეგიძლიათ ისწავლოთ საკუთარი ელექტრონული წიგნების, მულტიმედიური სახელმძღვანელოების, ინტერაქტიული სასწავლო კურსების, სისტემური უტილიტების, ელექტრონული ტესტების, მხატვრული ინტერაქტიული პრეზენტაციების, სამეცნიერო კვლევებისთვის მასტიმულერებელი მასალების, ნებისმიერ თემაზე მონაცემთა ბაზების, ელექტრონული კითხვარების და ანკეტების, ელექტრონული ფოტო-ალბომების და სლაიდ-შოუების შექმნა და მრავალი სხვა. შესაძლებელია შექმნილი დანართებისთვის აბსოლუტურად ნებისმიერი დიზაინის და პრაქტიკულად შეუზღუდავი, მუდმივად გაფართოებული ფუნქციონირების შექმნა. ამ სპეციალურ კურსს ავტორი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა როგორც დისციპლინის „ინოვაციური და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფსიქოლოგთა საქმიანობაში“ ნაწილს ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ფსიქოლოგ მაგისტრანტებს. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგი ფსიქოლოგებისთვის: სასწავლო სახელმძღვანელო/ ვ.ე. ლევკინი. - მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2016. - 209 გვ. ISBN 978-5-4475-8755-0 ; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:http://biblioclub.ru/index.php?page=book&id=450202
სახელმძღვანელოში ასახულია სოციალურ-ფსიქოლოგიური ურთიერთქმედების ძირითადი ცნებები და პრინციპები: პირადი და საქმიანი ურთიერთობების სფეროში მიზნების დასახვა, დაგეგმვა და მოტივაცია; განსაზღვრულია ტრანსფორმაციული ტრენინგის ორგანიზების ძირითადი პრინციპები, შემოთავაზებულია მასალა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ღირებულებების, სოციალურ-ფსიქოლოგიური მიზეზების გასაცნობიერებლად. სოციალურ-ფსიქოლოგიურ ტრენინგზე თვითონ ტრენინგებისგან განსხვავებით, ამ სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ფსიქოლოგი სტუდენტები თეორიული ცოდნით და პრაქტიკული ინსტრუმენტარით, რაც მათ მისცემს სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგის შედგენის და ეფექტურად ჩატარების საშუალებას. სახელმძღვანელო მოწონებულია ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის სხდომაზე. გამოსაცემად რეკომენდებულია ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდური კომისიის, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური განათლების ინსტიტუტის სარედაქციო- საგამომცემლო საბჭოს მიერ. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. კონფლიქტდამოუკიდებლობის ტრენინგი: სასწავლო სახელმძღვანელო/ ვ.ე. ლევკინი. - მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2016. - 166 გვ.
ISBN 978-5-4475-8756-7; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:http://biblioclub.ru/index.php?page=book&id=450205
სახელმძღვანელოში ასახულია კონფლიქტდამოუკიდებლობის ტრენინგის (კონფლიქტოლოგიური კომპეტენციის) ძირითადი ცნებები, პირადი და საქმიანი ურთიერთობების სფეროში ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტექნოლოგიები და მეთოდები. სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანა მდგომარეობს ფსიქოლოგი სტუდენტების თეორიული ცოდნით და პრაქტიკული ინსტრუმენტარით უზრუნველყოფაში, რაც მათ საშუალებას მისცემს კომპეტენტურად შესძინონ კონფლიქტდამოუკიდებლობის ტრენინგს შინაარსი, აგრეთვე აამაღლონ თავისი კომუნიკაციური კომპეტენციების დონე. სახელმძღვანელო მოწონებულია ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის სხდომაზე. გამოსაცემად რეკომენდებულია ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდური კომისიის, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური განათლების ინსტიტუტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. ეფექტური ურთიერთობის ტრენინგი: სასწავლო სახელმძღვანელო/ვ.ე. ლევკინი. - მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2016. - 142 გვ.
ISBN 978-5-4475-8771-0; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:http://biblioclub.ru/index.php?page=book&id=450204
სახელმძღვანელოში ასახულია ურთიერთობის ტრენინგის ძირითადი ცნებები, პოზიტიური აზროვნების პრინციპები და ტექნოლოგია, ემოციური ინტელექტის განვითარების პრინციპები, პირადი და საქმიანი ურთიერთობების სფეროში ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები, ნაჩვენებია კონსტრუქციული კომუნიკაციის დონე, პრობლემების, პრაქტიკული და სამეცნიერო ამოცანების დასახვის დონე. სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანა მდგომარეობს ფსიქოლოგი სტუდენტების თეორიული ცოდნით და პრაქტიკული ინსტრუმენტარით უზრუნველყოფაში, რაც მათ მისცემს კომუნიკაციური კომპეტენციების დონის ამაღლების საშუალებას. სახელმძღვანელო მოწონებულია ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის სხდომაზე. გამოსაცემად რეკომენდებულია ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდური კომისიის, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური განათლების ინსტიტუტის სარედაქციო- საგამომცემლო საბჭოს მიერ. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. სენსიტიურობის ტრენინგი: სასწავლო სახელმძღვანელო/ ვ.ე. ლევკინი. - მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2016. - 150 გვ. ISBN 978-5-4475-8757-4; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:http://biblioclub.ru/index.php?page=book&id=450207
სახელმძღვანელოში ასახულია სენსიტიურობის ტრენინგის ძირითადი ცნებები და შინაარსი, სავარჯიშოების ჩატარების პრინციპები და თვითონ სავარჯიშოები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უნარს აღიქვას საკუთარი თავი, სამყარო, ადამიანები და მიღებულ სიგნალებს მისცეს სწორი ინტერპრეტაცია. სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა ფსიქოლოგი სტუდენტების და ყველა მსურველვის პრაქტიკული ინსტრუმენტარით უზრუნველყოფა, რაც მისცემს მათ სენსიტიურობის დონის და ცნობიერების აქტივობის ამაღლების საშუალებას. სახელმძღვანელო მოწონებულია ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის სხდომაზე. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. NeoBook. ნულიდან სწრაფი პროგრამირების პრაქტიკუმი: სასწავლო სახელმძღვანელო/ვ.ე. ლევკინი. – მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2018. – 190 გვ. ISBN 978-5-4475-9464-0; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:https://biblioclub.ru/index.php?page=book&id=486254
სასწავლო სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკული სავარჯიშოების სპეციალურ კრებულს, დეტალური განმარტებებით და სკრინშოტებით, რომლებიც დემონსტრირებენ პროგრამულ რედაქტორ NeoBook-ში რამდენიმე სასარგებლო დანართის შექმნის ეტაპობრივ პროცესს. NeoBook კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც პროგრამირების დარგის არაპეციალისტებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი, ლამაზი, კორექტულად მომუშავე კომპიუტერული პროგრამები Windows–ისთვის, რომლებიც პროფესიულად გამოიყურებიან, პრაქტიკულად ნებისმიერი დანიშნულებისთვის. პრაქტიკუმი დაგეხმარებათ უმოკლეს დროში აითვისოთ პროგრამირება NeoBook–ში, ვინაიდან მარტივიდან უფრო რთულისკენ დემონსტრირებს NeoBook–თან მუშაობის მთელი ლოგიკის რეალური მაგალითებს და კოდის დაწერის პროცესს. თუ თქვენ რომელიმე ტექსტური რედაქტორის თავდაჯერებული მომხმარებელი ხართ, თქვენ აითვისებთ NeoBook-ს! პრაქტიკუმი წარმოადგენს დამატებას ადრე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოსთვის „სწრაფი პროგრამირება ნულიდან ჰუმანიტარებისთვის“. ამ სპეციალურ კურსს ავტორი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა როგორც დისციპლინის „ინოვაციური და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფსიქოლოგთა საქმიანობაში“ ნაწილს ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის ფსიქოლოგ მაგისტრანტებს. კურსის ონლაინ ვერსია 2017 წელს გახდა ვ. პოტანინის საქველმოქმედო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. სახელმძღვანელოში მოცემული პრაქტიკული მაგალითები, უმეტესწილად, სასარგებლო იქნება ფსიქოლოგი სტუდენტების, სოციოლოგების, ჟურნალისტების, ისტორიკოსების, კულტუროლოგებისთვის და სხვა ჰუმანიტარული სპეციალობებისთვის. მაგრამ, თუ ფიქრობთ პროგრამირების სერიოზულად შესწავლაზე და არ იცით, საიდან დაიწყოთ, ამ შემთხვევაში აირჩიეთ NeoBook! NeoBook–ში მუშაობა უნერგავს პროგრამების შექმნის უნივერსალურ და კარგ უნარებს. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური საფუძვლები: სასწავლო სახელმძღვანელო/ტიუმენი: ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. - 247 გვ. ISBN 978-5-400-00555-8
ვ.ე. ლევკინი. ზესენსიტიურობის ტრენინგი: სასწავლო სახელმძღვანელო/ ვ.ე. ლევკინი. – მოსკოვი; ბერლინი: დირექტ-მედია, 2018. – 134 გვ.
ISBN 978-5-4475-9465-7 ; იგივე [ელექტრონული რესურსი]. - URL:https://biblioclub.ru/index.php?page=book&id=486256
ამ სახელმძღვანელოს მიზანია შესთავაზოს ექსპერიმენტატორ ფსიქოლოგებს მეთოდური რეკომენდაციები, რომელთა გამოყენება ზესენსიტიურობის ფენომენებს (მაგალითად, „არაოკულარული ფერთმგრძნობელობა“, „ხელით კითხვა“, „ტელეპატია“, „ტელეკინეზი“ და ა.შ.) უფრო განმეორებადს გახდის და, შესაბამისად, ხელმისაწვდომს მეცნიერული შესწავლისთვის. „ექსტრაორდინალური ფენომენების“ განმეორებადობის უზრუნველსაყოფის გარეშე მეცნიერული მეთოდებით მათი შესწავლა შეუძლებელია. თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ აღქმის ახალი შესაძლებლობები ფორმირებადია. ტექსტი დაბეჭდილია ავტორის რედაქციით.
ვ.ე. ლევკინი. ფსიქიკური მდგომარეობები: სასწავლო სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის/ მოსკოვი: გამომცემლობა „იურაიტი“, 2016. — 303 გვ.
ISBN 978-5-9916-8848-2
სასწავლო სახელმძღვანელო შეიცავს დისციპლინის „ფსიქიკური მდგომარეობები“ თეორიულ დებულებებს, კონტროლის ამოცანებსა და ინფორმაციის წყაროების სიას. მოცემულია ფსიქიკური მდგომარეობის კატეგორიების განმარტებები. შემოთავაზებულია ფსიქიკური მდგომარეობების ზოგადი კლასიფიკაცია ადამიანის ფსიქიკაში „ფსიქოფიზიკური ურთიერთობის“ სხვადასხვა ტიპის (ურთიერთობები „მე“-სა და „არა-მე“-ს შორის) გამოვლენის საფუძველზე. ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობები განიხილება ადამიანის და მთლიანად საზოგადოების ფილოგენეზისა და ონტოგენეზის პროცესებთან ერთად. ამისათვის შემოღებულია ცნება ფსიქიკის „ევოლუციის სამი ხაზის“ შესახებ, გამოვლენილია ზოგადი ეპიგენეტიკური მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს საერთო სტრუქტურას კერძო ფსიქოლოგიური მდგომარეობებისთვის თანამედროვე ადამიანის ონტოგენეზში და განსაზღვრავს ინდივიდის სხვადასხვა ასაკობრივი პერიოდის შესაძლო ტიპიური ფსიქიკური მდგომარეობების სპექტრს. შემოთავაზებულია ფსიქიკური მდგომარეობების მართვის პრინციპები და ტექნოლოგიები.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised