воскресенье, 13 сентября 2020 г.

ფსი-ოპერატორები აღარ არის კონსპიროლოგია : ადამიანების მანქანური მართვა გაწერილია განახლებულ გოსტ-ში

 ფსი-ოპერატორები აღარ არის კონსპიროლოგია : ადამიანების მანქანური მართვა გაწერილია განახლებულ გოსტ-ში 


       „კატიუშას“ რედაქცია განაგრძობს საუბარს გლობალურ ფორსაიტ-ტრანსჰუმანისტთა გეგმების შესახებ ადამიანთა სხეულში ელექტრონული მოწყობილობების დანერგვის შესახებ მათი ემოციების და გონების სრულად გაკონტროლების მიზნით. მთავრობის მიერ სახელმწიფო პროგრამის „ნეიროტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი“ დაფინანსების შემდეგ (450 მილიარდ რუბლზე მეტი 2024 წლამდე, ეროვნული პროგრამის „ციფრული ეკონომიკის“ ფედერალური პროექტის „ციფრული ტექნოლოგიების“ ფარგლებში), რომლის შოკისმომგვრელი შინაარსი ჩვენ ადრე გავასაჯაროვეთ, 2020 წლის თებერვალში გამოჩნდა მეტად საინტერესო სიახლე (აქტუალიზაცია) - გოსტი რ 43.0.3-2009-ის („ტექნიკის და ოპერატორული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფა. ნოონ-ტექნოლოგია ტექნიკურ საქმიანობაში. ზოგადი დებულებები“). ამ სახელმწიფო სტანდარტის შინაარსი ნათლად დემონსტრირებს, თუ რა მომავალს უმზადებენ კაცობრიობას „ციფრული ევანგელისტები“. ყველა საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტი მათ ამისათვის უკვე აქვთ და, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, მათ გეგმებს არაფერი აქვს საერთო ბიოეთიკის და ტრადიციულ მორალთან.

        გოსტი, რომლის ციტატებსაც ქვემოთ მოვიყვანთ, ნორმატიულ-კონცეპტუალურ საფუძველს უყრის ახალ ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებულ ახალი სასწავლო გარემოს შექმნას. და არა მხოლოდ სასწავლო გარემოს - ის აყალიბებს პრინციპულად ახალ ნეირომანქანურ საზოგადოებას, რომელსაც სპეციალური ოპერატორები მართავენ. საოცარია, თუ როგორ შეიძლება ამგვარი ნორმატივებისა და სტანდარტების დანერგვა საკანონმდებლო დონეზე დეტალური კვლევისა და ექსპერტიზის, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის და განხილვის გარეშე.

        იმის გასაგებად, თუ საიდან ჩნდება ასეთი პროექტები, მივმართოთ, პირველ რიგში,  „მომავლის შექმნის“ ფორსაიტ-ტრანსფორმატორთა მეთოდურ ლიტერატურას, რომელიც შეადგინეს „სკოლკოველმა“ პაველ ლუკშამ, ასი–ს და უკვე გაუჩინარებული კომპანიის „მეტავერის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი პესკოვმა (ამჟამად პრეზიდენტთან არსებული მთავარი რუსეთის ფედერაციის დაციფრვის მთავარმა ზედამხედველმა). მათი სკანდალური პროექტი „ბავშვობა -2030“, რომელიც თავის დროზე EXPO-2010-ზე ჩინეთში წარადგინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, შეუფერხებლად გადავიდა პროექტებში „განათლება-2030“ და „განათლება-2035“ და აგრძელებს რეალიზაციას. 33-ე გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ  შემდეგი ტექსტი:

         „ამ გარემოთა საფუძველზე გაჩნდება პირველი ნეიროკოლექტივები - ჯგუფები, რომლებიც იყენებენ ნეიროკომუნიკაციის პოსტ-ენობრივ ოქმებს შემდგომი ეფექტური თანამშრომლობისთვის. ეს ჯგუფები იმუშავებენ არასტანდარტული ამოცანების გადასაჭრელად დროის დეფიციტის პირობებში, გამოიყენებენ ციფრულ საკომუნიკაციო გარემოს და „ცოდნის ცოცხალ მოდელებს“, რომელსაც ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტი, ასევე, როგორც წესი, არაანთროპომორფული რობოტი თანაშემწეები, რომლებიც გამოდიან „კოლექტიური სხეულის“ ნაწილების როლში. ამ ჯგუფების მუშაობის პროცესში ჩამოყალიბდება ეკზოკორტექსი - ფსიქიკის ხელოვნური კომპონენტები, რომლებიც ”შეუფერხებლად” ურთიერთქმედებენ მონაწილეთა ფსიქიკასთან (მეტად სწრაფი სწავლის მექანიზმების ხარჯზე), რაც საშუალებას მისცემს ამ კოლექტივებს  იმოქმედონ როგორც ერთიანი მთლიანობა“.  

        ახლა კი გადავიდეთ პირდაპირ განახლებულ გოსტ-ზე, რათა გავიგოთ, თუ როგორ გაჩნდება „ფსიქიკის ხელოვნური კომპონენტები“ და ადამიანთა „კოლექტიური სხეულები“, რომლებიც კომპიუტერთან ერთად ერთი მთელი გახდნენ „ნეიროკომუნიკაციური პროტოკოლების“ მეშვეობით (ანუ სხეულში ელექტრონული დევაისების გადანერგვის გზით). 

         „სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკის და ოპერატორული საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის შემუშავების და გამოყენების დროს, მათ შორის ვირტუალური რეალობის ინფორმაციული სივრცის სახით, ერთიანი ნოონ-ტექნოლოგიის (ნოონ-ტექნოლოგიის მისი გამოყენების გაფართოებული ტექნიკური მხარდაჭერით) საფუძველზე.

        3.7 ერთიანი ნოონ-ტექნოლოგია: ნოონ-ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება საჭირო ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით და რაც უზრუნველყოფს მისი გაფართოებულ შესაძლებლობებს მიზნობრივი დანიშნულებით.

       3.8 იმერსინგი: ოპერატორის ფსიქოინფორმაციული ინტეგრირებული ჩართვა („ადაპტირებული ჩაფლობა“) საჭირო ტექნიკურ საინფორმაციო გარემოში. 

        3.9 ტვინის აქტივობის იმპრესიზაცია: ოპერატორის აზროვნების, ტვინის აზროვნითი აქტივობის შეცვლა ტვინის ფუნქციურ-ფსიქიკურ აქტივობაზე ინფორმაციული ზემოქმედების გამოყენებით, მისი ინფორმაციულ-ინტელექტუალური საქმიანობის მართვის მიზნით.

       აქ საკვანძო სიტყვაა ტვინის ინფორმაციულ-ინტელექტუალური აქტივობის მართვა. მართვა მანქანის პირდაპირი ზემოქმედებით, რაც იწვევს ადამიანის აზროვნების და ფსიქიკის სტრუქტურის შეცვლას! როგორ შეიძლება ასეთი, მაპატიეთ, ტექნოლოგიების ჩართვა სახელმწიფო სტანდარტებში? 

      «3.17 კოგნიტიოზისი: ოპერატორის აზროვნებაში ინტროეკციოზის დასკვნითი ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მსჯელობის, დასკვნების გატარებას, ოპერატორის აზროვნებაში ტექნიკური სუბიექტების ფორმირებას (მათ შორის, მიმართულის) კოგნიტური (შემეცნებითი) სემანტიკური ანარეკლების სახით“.

        ამრიგად, მიმართული ზემოქმედების გზით ექსპერიმენტში მონაწილე ბიოობიექტის ტვინში ყალიბდება კონკრეტული აზრები და სახეები (ტექნიკური სახეები). ეს უფრო უარესად ჟღერს, ვიდრე ელექტროშოკი და ლობოტომია. ეს ხომ ზომბირების პროცესის, ადამიანის ტვინის მოცემული ალგორითმებით დაპროგრამების პირდაპირი აღწერაა!

      «3.35 აზროვნების რეფლექსიკა: ოპერატორის აზროვნების ქვეცნობიერად თვითნებური საპასუხო რეაქცია ნებისმიერი შიდა თუ გარე წარმოშობის მგრძნობიარედ აღქმული ინფორმაციული სტიმულის მოქმედებაზე“.

       აქ, როგორც ვხედავთ, საუბარია ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანის სპონტანურ რეაქციაზე, მისი ქვეცნობიერის ცვლილებაზე. ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ ნეიროინტერფეისის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაშია - ეს არ არის მისი ჩვეულებრივი ადამიანური რეაქცია ტექნიკურ გარემოსთან ურთიერთობისას. 

        ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის გონებრივი საქმიანობის სამ დონეს შორის მკაფიო კავშირი არსებობს: არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი. ფსიქიკური აქტივობის ქვეცნობიერი დონე მოცემული ინდივიდის ქცევის განზოგადებული, გამოცდილებაში ავტომატიზირებული სტერეოტიპებია (უნარები, ჩვევები, ინტუიცია); ინდივიდის განვითარების ადრეულ ეტაპებზე ჩამოყალიბებული ქცევითი ბირთვია. ეს ასევე მოიცავს იმპულსურ-ემოციურ სფეროს, რომელიც სტრუქტურულად ლოკალიზებულია თავის ტვინის ლიმბურ (ქერქქვეშა) სისტემაში. აქ ყალიბდება ინდივიდის არაცნობიერი მისწრაფებები, მისი მიდრეკილებები, ვნებები, დამოკიდებულებები.  ეს არის პიროვნების უნებლიე სფერო, „ადამიანის მეორე ნატურა“, ინდივიდუალური ქცევითი კლიშეების, ქცევის „ცენტრი“. თანამედროვე მეცნიერება ჯერ კიდევ შორს არის ადამიანის ნეირონების ურთიერთქმედების სრული გააზრებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეცნობიერებაზე. ასე რომ, გარედან განხორციელებული ნებისმიერი ტექნიკური ჩარევა 99.9999%-ით დიდ ზიანს მიაყენებს და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს ინდივიდისთვის. მაგრამ ახალი გოსტ-ის შემქმნელებში, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ პროვოცირებას იწვევს. 

        „3.43 ინფორმაციის სიმბიოზური მართვა [ცოდნის ბაზა]: ინფორმაციის [ცოდნის ბაზების] მართვა (ადამიანის სტრუქტურის ბიოლოგიურ დონეზე) მიმართულებით-ცვლადი სიმბიოზური ადამიანურ-ინფორმაციული აქტიურ-ინტერაქტიული ურთიერთქმედების გამოყენებით“.

       ტრანსჰუმანისტების ამ დახლართულ აზრებში საკვანძო სიტყვაა „სიმბიოზი“. ბიოლოგიიდან ვიცით, რომ სიმბიოზი არის სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობის ურთიერთქმედება და თანაარსებობა. ამ კონტექსტში საუბარია ადამიანის და ტექნიკური გარემოს სიმბიოზზე. რა არის ინფორმაციის მართვა ადამიანის სტრუქტურის ბიოლოგიურ დონეზე? ეს, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინის რითმების ცვლილებაა - მისი დიაგნოსტიკურად ფიქსირებული ელექტრორხევები. მეორე საკვანძო სიტყვაა „მართვა“. ამ ტექსტიდან ცალსახად ჩანს, რომ მართვა შეიძლება იყოს მრავალ ვექტორული (მიმართულებისამებრ ცვალებადი (!)). ანუ, სიტუაციის კონტექსტიდან გამომდინარე, მართვას უშუალოდ თვითონ ადამიანი  (ოპერატორი) დაექვემდებარება. 

       და თითქოს ჩვენი ლოგიკის გაგრძელებაად წარმოგვიდგება:

          „3.44 სინერგეტიკა: ოპერატორის აზროვნებაში რეალობის ასახვის ფსიქოინფორმაციული თვითორგანიზებადი ცვლილება, რომელიც ჩნდება გრძნობების ორგანოების, სააზროვნო პროცესების ზემოქმედების ქვეშ“. 

         ე.ი. შეიძლება ხალხს „მივულოცოთ“! ნორმატიულ-კონცეპტუალურმა (სტანდარტიზებულმა) რეგულაციამ საბოლოოდ მიაღწია ადამიანის ფსიქიკას. ახალი გოსტ–ის ნორმატიულ-კონცეპტუალურმა ნოველამ შექმნა პრინციპულად ახალი დებულება. ამავდროულად ეს „კონცეპტუალური აპარატი“ აბსოლუტურად უცნობია და ბუნებრივია იგი არ გამოიყენებოდა ადრე არსებულ გოსტ-ებში - უბრალოდ არასოდეს არსებობდა ინდივიდუალური ფსიქიკის კონცეპტუალური სტანდარტები. შექმნილი ვითარება, ბუნებრივია, ქმნის ამ შემუშავებულ სტანდარტ-კონცეფციებზე დაყრდნობით შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივების მიღების ობიექტურ წინაპირობებს. რაც სჭირდებოდათ ფორსაიტელებს.

       მაგრამ დავუბრუნდეთ ამ აბზაცის შინაარსს. ფრაზა „ოპერატორის აზროვნებაში რეალობის ასახვის ფსიქოინფორმაციული თვითორგანიზებადი ცვლილება“,  ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ რეალობის აღქმის ცვლილება ხდება ოპერატორის ნების მონაწილეობის გარეშე და სწორედ მის, როგორც ოპერატორის, აზროვნებაში. თითქოს „თვითორგანიზაცია“ (!!!) თავისთავად ხდება, ხოლო ოპერატორი - თავისთვის არის! მაგრამ თვითორგანიზაციის მოედანი ოპერატორის აზროვნებაა. საჭიროა სწორად გავიგოთ გამოყენებული ფრაზების კონტექსტი: იქ, სადაც არის „ასახვა“, იქ, რა თქმა უნდა, მართვაც არის. ეს, ფაქტობრივად, ურთიერთდაკავშირებული საგნებია. „ოპერატორის აზროვნებაში რეალობის ასახვის შეცვლის“ გზით ხდება ოპერატორის ცნობიერების მართვა. რა თქმა უნდა, ეთიკური მოსაზრებების გამო, ასეთი ფრაზა არაკორექტულად იქნა აღიარებული, ამიტომ იგი შეიცვალა ბიოეთიკისთვის უფრო აბსტრაქტული, ადაპტირებული ვერსიით - „ასახული“.

       დაბოლოს, ჩვენთვის შემოთავაზებული ნეიროპროცესების მექანიზმების გასაგებად მთავარი პუნქტი: 

      „3.46 სიმულატორი: ტექნიკური მოწყობილობა, რომლის მუშაობა ემყარება ინფორმაციის მართვას (!) ოპერატორისთვის ცოდნის (!) გადაცემის მიზნით, რომელიც სარგებლობს ამ მოწყობილობით, აგრეთვე ინტელექტუალური (!), მოტორული (!), ინტელექტუალურ-მოტორული უნარებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების  მიზნით“. 

        ამ განმარტებას აქვს მითითებული ხასიათი სხვა შესაბამის გოსტ–ზე. აქ ნათლად არის ნათქვამი, რომ ოპერატორს გადაეცემა მოტორული (ინტელექტუალურ-მოტორული) უნარ-ჩვევები. მოტორიკა (ლათ. motus - მოძრაობა) - ორგანიზმის ან ცალკეული ორგანოების მოძრაობითი აქტივობაა. მოტორიკაში გულისხმობენ მოძრაობების თანმიმდევრობას, რომლებიც მთლიანობაში საჭიროა კონკრეტული დავალების შესასრულებლად. განასხვავებენ მსხვილ და წვრილ მოტორიკას, აგრეთვე ცალკეული ორგანოების მოტორიკას.

        ეჭვგარეშეა, რომ ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩატვირთვისას ტვინის პროდუქტიულობა მაქსიმალური უნდა იქნას დროისა და ხარისხის ოპტიმალური მაჩვენებლების  უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, საჭიროა თავის ტვინის სისხლმომარაგების გაზრდის უზრუნველყოფა. ანუ, გარკვეული გულისცემა უნდა იყოს დადგენილი, რაც უზრუნველყოფს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას საკმარისი რაოდენობით.

       ოპერატორისთვის „ინფორმაციის“ გადასაცემად დაიწყება „მუშაობა“ მის ტვინთან და აქ მთავარი ინსტრუმენტი იქნება ტექნიკური მოწყობილობა - კოდის აღნიშვნით - „სიმულატორი“. „სიმულატორის“ მუშაობა დაეფუძნება ოპერატორის ტვინის ნეირონულ-ბიოველურ აქტივობას მისი აზროვნების ეფექტურობის გასაზრდელად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოპერატორის ტვინზე ზემოქმედების ყველაზე პრიმიტიული გზა იქნება ტვინის ცალკეული უბნების (ქერქის ზონების) ალგორითმული „ჩახშობა“/“აგზნება“, საჭირო შედეგის ან ზემოქმედების მიზნის ეფექტურად მისაღწევად. ოპერატორის ტვინზე ზემოქმედების მეთოდები, რომლებიც არ მიეკუთვნება „პრიმიტიულის“ კატეგორიას, ჩვენი კომენტარის ფარგლებს სცილდება.

        „3.49. დიდაქტიკური სტიმულატორი: ტექნიკური მოწყობილობა, რომლის ფუნქციონირება ემყარება ოპერატორთან - ამ მოწყობილობის მომხმარებელთან - ინფორმაციულ ურთიერთქმედებას მის აზროვნებაში ტექნიკური გარემოს რეკონსტრუქციული კონცეპტუალური მოდელების, მათ შორის, ქცევითის, ფორმირების მიზნით, ოპერატორის აბსტრაქტული აზროვნების განვითარებისთვის, ამ უნარის გამოყენების შესაძლებლობით მიმდინარე რეალობაში, აბსტრაგირების, შორსმჭვრეტელობის უნარების შეძენაში, მათ შორის რეფლექსიის მდგომარეობაში“.

        აქ კი უკვე საკმაოდ „სახალისოა“. სტიმულატორის ზემოქმედებით ექსპქრიმენტში მონაწილის  აზროვნებაში ჩამოყალიბდება „ტექნიკური გარემოს რეკონსტრუქციული კონცეპტუალური მოდელები“ (ანუ დამატებითი რეალობის), რომლებიცც პირდაპირ გავლენას მოახდენენ მის ქცევაზე. ამავე დროს, ტექსტში არ არის მითითებული ოპერატორის აბსტრაქტული აზროვნების საზღვრები, რომლებიც მნიშვნელოვანია შემოთავაზებული „ინსტრუმენტარიუმის“ ადეკვატურობის გასაგებად, ადამიანის ბუნებრივი ფსიქიკური ფუნქციების, მარტივად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. გარკვეულ საზღვრებს მიღმა გასვლამ შეიძლება ადამიანს ჩამოუყალიბოს ფსიქიკური დისფუნქციები, და ეს შეძენილი „ხელოვნური ფსიქიკური ანომალიები“ რეალობაში ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში იჩენს თავს.

       გოსტ–ში საერთოდ არ არის შემუშავებული ადამიანის და მანქანის „სიმბიოზის“ დასაშვები დონის/ლიმიტის საკითხი, რომელიც მოქმედებს ნეიროქსელების ალგორითმის მიხედვით, აგრეთვე მაღალადაპტირებულ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის დასაშვები ეთიკური დონე. ადამიანის ცნობიერებასა და ორგანიზმზე ხელოვნური ინტელექტის მოქმედების/ზემოქმედების ეთიკური საზღვრები არანაირად არ არის განსაზღვრული, აგრეთვე და არ არის შემუშავებული ბუნებრივი ფსიქიკური ფუნქციების ნაწილობრივი „განდევნის“/„ჩანაცვლების“ რისკი მეტად ადაპტირებული ხელოვნური ინტელექტის მოქმედებით. 

        ამ კონტექსტში შეგვიძლია ვისაუბროთ „იძულებით- ნებაყოფლობითი“ დეპერსონალიზაციის საშიშროებაზე - პიროვნების თვითშეგრძნების დარღვევაზე და მისი გონებრივი თვისებების გაუცხოებაზე. დეპერსონალიზაცია მრავალი ფსიქიკური აშლილობის სიმპტომია - შიზოფრენიის, შიზოტიპური აშლილობის, ბიპოლარული და პანიკური აშლილობის, დეპრესიის და სხვა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დეპერსონალიზაციის მოვლენები არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან და დიდხანს გრძელდება, ისინი კლასიფიცირდება როგორც დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციის სინდრომი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10, F48.1) ან დეპერსონალიზაციის/ დერეალიზაციის აშლილობა (DSM-5, 300.6/F48.1) ... ეს არის მხოლოდ ერთი მრავალი, მრავალი შესაძლო რისკიდან.

      დაბოლოს: 

       „3.57 ტვინის აქტივობის ცეფალიზაცია:  ოპერატორის აზროვნების, ტვინის აზროვნებითი აქტივობის შეცვლა ტვინის ფიზიოლოგიურ სტრუქტურულ-ორგანიზებულ აქტივობაზე ინფორმაციული ზემოქმედების გამოყენებით, მისი ინფორმაციულ-ინტელექტუალური საქმიანობის მართვის (!!!) მიზნით“.

        აქ ნეიროინჟინრები უკვე განსაზღვრავენ ყველაფერს უკიდურესად კონკრეტულად, არ მალავენ, რომ ისინი ფიზიკურად მოახდენენ გავლენას ტვინზე ადამიანის პიროვნების თვისებების შეცვლაზე და მის მართვაზე. გოსტ-ის ეს პუნქტი აბსოლუტურად ადამიანურობის და ზოგადად მიღებული ბიოეთიკის ჩარჩოებს სცილდება. ექსპერიმენტში მონაწილეს ღია ტექსტით სთავაზობენ გაიკეთონ/ჩაინერგონ სხეულში სტიმულატორი, მაგრამ ამავე დროს სრულად არ ატყობინებენ მის ფსიქიკაზე და თავის ტვინის ფიზიოლოგიურ აქტივობაზე  პერსპექტიული ზემოქნედების საზღვრებს. ასევე მას არ ატყობინებენ მმართველობითი ზემოქმედების ხასიათზე, მისი შექცევადობის ხარისხზე, ხელოვნურ ინტელექტთან პირდაპირი „სიმბიოზის“ შედეგების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია „ახალ ტექნოლოგიურ პრინციპებზე“. 

         არსებითად, ნეიროექსპერიმენტის შედეგად, ექსპერიმენტში მონაწილის ფსიქიკა უბრალოდ დაიკარგება „ტექნიკურ გარემოში“ (ვირტუალური რეალობის სივრცეში), რის შედეგადაც მოხდება ბუნებრივი ფსიქიკური ფუნქციების და ბუნებრივი აღქმის დეზორგანიზაცია - ინდივიდი აღმოჩნდება რაიმე სახის „ახალ ფსიქიკურ რეალობაში“ და მას ისე მოექცევიან, როგორც მოესურვებათ. 

         ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - ვის ინტერესებშია ადამიანის ფსიქიკის პრინციპულად ახალი მდგომარეობის ასეთი აჩქარებული შექმნა და არა მხოლოდ ფსიქიკის, არამედ ტვინის ახალი სტრუქტურული აქტივობის (მეცნიერებისათვის უცნობი შედეგებით)? ვინ განაგებს ახალი „გაუმჯობესებული“ ნეიროკოლექტივების ამ არმიას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობენ ბატონები ლუკშა და პესკოვი? თუ უკვე გამოჩნდა შესაბამისი გოსტ-ი, ე.ი. მალე მივიღებთ პასუხს.

http://katyusha.org/view?id=13858



http://docs.cntd.ru/document/1200079260#:~:text=%D0%BD%D0%BE%D0%BE%D0%BD%2D%D1%82%D0%B5%D1%85%D0%BD%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B8%D1%8F%3A%20%D0%A2%D0%B5%D1%85%D0%BD%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B8%D1%8F%20%D1%81%D0%BE%D0%B7%D0%B4%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F%20%D0%B8%D0%BD%D1%84%D0%BE%D1%80%D0%BC%D0%B0%D1%86%D0%B8%D0%B8,%D1%85%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B8%2C%20%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B0%D1%87%D0%B5%2C%20%D0%BF%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B8%20%D1%81%D0%BE%D0%BE%D0%B1%D1%89%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B9.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised