https://profile.ru/news/society/health/amerikanskij-psixolog-raskryl-sekret-aktivnogo-dolgoletiya-400281/
ამერიკელმა ფსიქოლოგმა აქტიური დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა
ხანგრძლივობა შეიძლება არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდეს, თუ ასაკთან ერთად დაავადებები მოგერევათ, დაკარგავთ ინტერესს ცხოვრების მიმართ და გაქრება პოზიტიური სტიმულები. საბედნიეროდ, ბევრი ადამიანი, როგორც ზრდასრულ ასაკში, ისე სიბერეში, პოულობს ძალას იცხოვროს სავსე, საინტერესო ცხოვრებით.
ამერიკელმა ნევროლოგმა დოქტორმა ბრედფორდ დიკერსონმა ჩაატარა კვლევა, რომელიც აქტიურ დღეგრძელობას მიუძღვნა, და განსაზღვრა, თუ რომელი ფაქტორი უწყობს ხელს ხანდაზმულებში უკეთეს ცხოვრებას. ამის შესახებ Express იუწყება.
ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე დოქტორმა დიკერსონმა ჩაატარა მეხსიერების ტესტები სამი ასაკის ვოლონტიორებს შორის: 18-დან 35 წლამდე, 36-დან 59-მდე და 60-დან 80 წლამდე. ექსპერიმენტში მონაწილეებს მიეცათ ნაკრები 16 სიტყვიდან, რომელთა წაკითხვაც ექვსჯერ შეიძლებოდა. ოცი წუთის შემდეგ უნდა გაეხსენებინათ ეს სიტყვები. ხანდაზმულებს საშუალოდ ცხრა ან ნაკლები სიტყვის გახსენება შეეძლოთ, ახალგაზრდებს კი - თოთხმეტის ან მეტი.
ამის შემდეგ მკვლევარებმა ჩაატარეს მოხუცi მოხალისეების ტვინის მრტ და დაადგინეს: რაც უფრო მეტი სიტყვის დამახსოვრება შეეძლოთ, მით უფრო განვითარებული რჩებოდა ტვინის ცალკეული მონაკვეთები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებაზე, ემოციებსა და სტრესთან ბრძოლაზე.
მოხალისეებთან ინტერვიუს შემდეგ, დიკერსონი და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარგი მეხსიერება სიბერეში შეიძლება ასოცირდებოდეს ადამიანის სურვილთან, გამოვიდეს „კომფორტის ზონიდან“, აითვისოს, ასაკის მიუხედავად, ახალი ჩვენებები და უნარები.
კვლევაში მონაწილე დოქტორი ლიზა ბარეტი განმარტავს, რომ საუბარი შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა საკითხს: ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას, ახალი ენის შესწავლას, კომპიუტერის ათვისებას ან ლექსების წერას. ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც გააზრებულად ცდილობენ ახლის სწავლას, შეიძლება მეტი დრო დარჩეს თავიანთი შრომის შედეგებით ტკბობისთვის.
ადრე ბრიტანეთის ალცჰეიმერის საზოგადოების ექსპერტებმა განმარტეს, თუ როგორ უნდა შეამჩნიონ ხანდაზმულებში დროულად დემენცია. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეუძლიათ რეგულარულად დაკარგონ აზრი იმის შესახებ, რასაც ამბობენ. ამ დაავადების მქონე პაციენტებს ახსოვთ მრავალი წლის წინ მომხდარი მოვლენები, მაგრამ უჭირთ ბოლო მოვლენების დამახსოვრება. დემენციის მქონე ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ახლო მეგობრებისა და ნათესავების სახელები. გარდა ამისა ეს ვრცელდება ყოველდღიურ საქმეებზე.
https://www.spot.uz/ru/2020/05/04/books /
5 წიგნი, რომლის წაკითხვა ღირს კარანტინის დროს
ჰარვარდის, იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ შერჩეული წიგნები.
იძულებითი თვითიზოლაციის ერთ-ერთი უპირატესობაა თავისუფალი დრო, რომელიც შეიძლება დახარჯო კარგი წიგნის წაკითხვაზე.
ჰარვარდის, იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორებმა შეარჩიეს 5 წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე და შეხედოთ სიტუაციას სხვა კუთხით.
ჯოვანი ბოკაჩო, „დეკამერონი“
„დეკამერონი“ ასი ნოველისგან შემდგარი კრებულია, რომელიც გაერთიანებულია სიუჟეტით ათი ახალგაზრდა იტალიელის შესახებ, რომლებიც მიემგზავრებიან ჭირით დაავადებული ფლორენციიდან სოფლის ვილაში ქალაქიდან ორი მილის მოშორებით, რათა თავი დააღწიონ ეპიდემიას.
იზოლაციაში მყოფნი, ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ამბების მოყოლით ართობენ, განმარტავს პრიამვადა ნატარაჯანი, იელის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ფიზიკის კათედრის პროფესორი.
მოთხრობების უმეტესობა სიყვარულზეა, დაწყებული მისი ეროტიკული და დამთავრებული ტრაგიკული ასპექტებით, მაგრამ ისინი ყველა ლამაზია, დასძენს პროფესორი.
უილიამ ირვინი, „სტოიკური გამოცდა“ (The Stoic Challenge)
ფილოსოფია არა მხოლოდ სვამს აბსტრაქტულ კითხვებს ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, არამედ შეუძლია დაეხმაროს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.
სტოიკების ტექნიკის შერწყმით აღმოჩენებთან ფსიქოლოგიასა და კოგნიტივისტიკაში, უილიამ ირვინი განმარტავს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და გადავაქციოთ პრობლემები შესაძლებლობებად.
ლორი სანტოსი, იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ეთანხმება, რომ სტოიკური შეხედულება ცხოვრებაზე დაგეხმარებათ რთულ დროსთან გამკლავებაში.
„მთავარი თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პრობლემა ცხოვრებაში უნდა აღიქმებოდეს როგორც გამოწვევა და არა როგორც კრიზისი, რომელიც უნდა გადავიტანოთ“, - განმარტავს ის.
კადია მოლოდოვსკაია, „ებრაელი ლტოლვილი ნიუ-იორკში“ (A Jewish Refugee in New York)
1941 წელს იდიშზე გამოქვეყნებული (მაგრამ ახლახანს თარგმნილი) „ებრაელი ლტოლვილი ნიუ იორკში“ მოგვითხრობს 20 წლის ქალის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში ჩადის მშობლიურ პოლონეთში ნაცისტების შემოჭრის შემდეგ. ახალი ენის შესწავლის მცდელობისას იგი იწყებს დღიურის წერას, სადაც აღწერს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამერიკაში ჩასვლის შემდეგ.
გმირი ცდილობს გადარჩეს და წინ წავიდეს, მაგრამ მას ძალიან აბრაზებს ის, თუ რამდენად ნაკლებად აინტერესებს ირგვლივ ადამიანებს და რამდენად ნაკლებად ზრუნავენ ისინი ევროპაში არსებული ვითარების გამო, განმარტავს ქეთი ტრამპენერი, იელის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი.
„იმ უცნაურ დროს, როდესაც ზოგი საფრთხის მოლოდინში ურიკებს პროდუქტებით ავსებდა, ზოგი კი უარყოფდა მის არსებობას, ეს წიგნი დამამშვიდებლად მოქმედებდა“, - დასძენს ის.
გლენონ დოილი, „დაუმორჩილებელი“ (Untamed)
თავის მემუარებში გლენონ დოილი მოგვითხრობს თავის პირად ისტორიას ალკოჰოლიზმთან და ბულიმიასთან ბრძოლის შესახებ. „დაუმორჩილებელი“ არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდე უფრო ბედნიერი და მიაღწიო შინაგან ჰარმონიას, თუ უარყოფ სტანდარტებს, რომლებსაც საზოგადოება თავს გახვევს.
„მე ნელა ვკითხულობ, რადგან არ მინდა წიგნი დასრულდეს“, - ამბობს ქეთი დელანი-სმიტი, ჰარვარდის ქალთა საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ის დასძენს, რომ გუნდის ყველა გოგონას აიძულებს წაიკითხოს „დაუმორჩილებელი“.
„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ ქალებს შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც სურთ და იყვნენ ისინი, ვინც სურთ“, - დასძენს ის.
ალბერ კამიუ , „შავი ჭირი“
მოქმედება მიმდინარეობს გასული საუკუნის 40-იან წლებში ორანში, ფრანგული ალჟირის სავაჭრო ქალაქში, რომელიც ჭირმა მოიცვა. ამბავი მოთხრობილია დოქტორ ბერნარდ რიეს მიერ, რომელიც ინფიცირებულების გადაარჩენას ცდილობს კარანტინზე ჩაკეტილ ქალაქში.
„ამ წიგნი ნაჩვენებია, თუ როგორია ეპიდემიით მოცულ ქალაქში ცხოვრება და თვითიზოლაციაში ყოფნა“, — ამბობს ჯენი დევიდსონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი.
კამიუ, მისი თქმით, დეტალურად აღწერს, თუ როგორ შემოიღეს კარანტინი და რა როლი ითამაშა ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ეპიდემიასთან ბრძოლაში.
„წიგნი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანურობისა და სხვებთან ურთიერთობის გრძნობის შენარჩუნება, როდესაც სასწორზე ბევრი რამ არის დადებული“, - დასძენს ის.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised