ქალთა დახმარების პლატფორმის „Feelicity“ შექმნის ისტორია - ინტერვიუ დამფუძნებელთან
გამოაქვეყნა ნატალია შპიტულამ
https://www.logaster.ru/blog/assist-women-project-story/
ნიშა: ონლაინ პროექტი ;
პროექტი: რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ქალთა დახმარების პლატფორმა „Feelicity“ ;
როლი: იდეის ავტორი, დამფუძნებელი და თანახელმძღვანელი;
რეგიონი: რუსეთი;
მოსკოვის კრიზისულ ცენტრ „ანას“ მონაცემებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მხოლოდ 3% აღწევს სასამართლო განხილვამდე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და ასახულია სტატისტიკაში. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენილ ქალთა დახმარების პლატფორმა „Feelicity“-ის დამფუძნებლები - იგორ ბარინოვი და ელენა ფილიმონოვა, ჩვენს ინტერვიუში საუბრობენ პლატფორმის შექმნაზე, სამუშაოს ორგანიზებაზე, პროექტებსა და გეგმებზე.
როგორ გაგიჩნდათ პროექტი „Feelicity“-ის შექმნის იდეა? რომელ ფილოსოფიას ეყრდნობა თქვენი კომპანია?
სოციალურ სფეროში მუშაობის დროს, 15 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი მოსკოვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს. ხშირად მიწევდა ვყოფილიყავი ოჯახური არაკეთილდღეობის, ოჯახში ძალადობის, უსახლკარობის, ასევე მშობლების მიერ მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობის მოწმე. ასეთი მოვლენების პროფილაქტიკის სახელმწიფო სისტემა, ვერ ვიტყვი, რომ არაეფექტურია, მაგრამ სხვა რამეს ეხება. ის, ჩემი აზრით, არ არის ძალიან მოქნილი და დიფერენცირებულად არ უდგება ადამიანის, როგორც ინდივიდის პრობლემას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში მუშაობისას მოქმედებთ მხოლოდ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, არ გაქვთ შესაძლებლობა გასცდეთ მის ფარგლებს. და მხოლოდ ჩემი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მშვენიერ ოჯახის ფსიქოლოგთან, ელენა ფილიმონოვასთან ერთად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ინტერნეტ-პროექტი „Feelicity“. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, ეს არის საიტი, რომელიც საწყის ეტაპზე მოიცავს ონლაინ სკოლას სახელწოდებით „Proგანქორწინება“.
რატომ გავაკეთეთ ეს?
ინტერნეტში არის მრავალი იურიდიული რესურსი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს განქორწინების გაფორმება სწორად, რა საბუთებია საჭირო ამისთვის და ა.შ. მაგრამ ისინი ზოგჯერ გადატვირთულია პროფესიული სლენგით და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაუგებარია.
ასევე არსებობს მრავალი სხვადასხვა სპეციალისტი, ქალთა ჯგუფი და საიტი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ამ ყველაფერში გარკვევა საკმაოდ რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. იურისტებთან და ფსიქოლოგებთან ვიზიტებს ხშირად არა მხოლოდ დიდი დრო, არამედ ფულიც სჭირდება.
ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ მისია, შეგვექმნა ადვილად გასაგები კურსი, რომელიც აერთიანებს როგორც განქორწინების ფსიქოლოგიურ ასპექტს, ასევე მასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებს.
ჩვენი ონლაინ კურსის განსხვავებები და უპირატესობები:
ჩვენ შევეცადეთ გაგვეთავისუფლებინა ჩვენი კურსის გავლის მსურველები მშრალი, რთული იურიდიული ენისგან და „საშინელი“ ფსიქოლოგიური ტერმინებისგან.
გავხადეთ კურსი ადვილად გასაგები, რომელიც მარტივი ადამიანური ენით ახსნის განქორწინების ყველა ეტაპს, ამ პროცესის ყველა ფსიქოლოგიურ ხვრელს და იურიდიულ წვრილმანებს.
ჩვენ შევიმუშავეთ უნიკალური ფსიქოლოგიური მეთოდიკა სახელწოდებით „ფილისიტის ბორბალი“ და შევავსეთ იგი იურიდიული ბლოკით, გასაგები პრაქტიკული გამოყენებისთვის, სახელწოდებით „განქორწინება გამოუცდელებისთვის“
რა ტიპის პრობლემებს აგვარებთ ან გეგმავთ მოგვარებას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი კურსი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს და მას ჰქვია „ფილისიტის ბორბალი“.
რატომ ასეთი სახელი? ეს უკავშირდება სანსარას ბორბალს, რომლის მსგავსად ჩვენი ურთიერთობაც იგივე ციკლური ხასიათისაა. ურთიერთობები მუდმივად ხელახლა ჩნდება, წარმოიქმნება ან უფრო მაღალ დონეზე, ან დეგრადირებს უფრო დაბალ დონეზე. ჩვენი უნიკალური მეთოდოლოგიის ამოცანაა, რომ მისი გამოყენებით თქვენი ურთიერთობა ყოველთვის განვითარდეს აღმავალი თანმიმდევრობით.
მიჰყევით ჩვენს მეთოდს, და თქვენ:
ისწავლით ემოციებთან გამკლავება;
გაარკვევთ თქვენს როლს ცხოვრებაში;
გაარკვევთ, ვის უნდა დაეყრდნოთ განქორწინების რთულ სიტუაციაში;
გაარკვევთ, რატომ გემართებათ ეს;
გაიგებთ, როგორ მოიქცეთ, როცა ძალა ამოგეწურება;
გააცნობიერებთ, რომ განქორწინება არ არის დასასრული, არამედ მხოლოდ ბედნიერი დასაწყისია;
და ასევე გაარკვევთ, ღირს თუ არა ოჯახის გადარჩენა თუ წერტილის დასმა ჯობია.
მეორე ნაწილი შემუშავებულია იურისტების მიერ და ჰქვია „განქორწინება გამოუცდელებისთვის“ .
თითოეულ ვიდეო გაკვეთილს ახლავს საშინაო დავალება, ტრენინგები და საინტერესო სქემები საკუთარი თავის შეცნობისათვის. სახელი თავისთავად ცხადია. ეს გამარტივებული კურსია მათთვის, ვისაც არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ განქორწინების დროს იურიდიული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მათ გარკვევაში მსურველები არც ისე ბევრი არიან. ეს კურსი მათთვის არის, ვისაც არ აქვს არც დრო და არც ფული იურისტებისთვის.
კურსი განმარტავს შემდეგ კითხვებს მარტივ, ხელმისაწვდომ ენაზე:
სად და რის საფუძველზე უნდა მივმართო განქორწინებისთვის?
რა არის საჭირო განქორწინებისთვის? რა დოკუმენტები და განცხადებები?
როგორ გავყოთ ქონება?
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს განქორწინებისას?
როგორ უნდა დაინიშნოს ალიმენტები ბავშვებისთვის და თქვენთვის?
როგორ შევადგინოთ და შევწყვიტოთ საქორწინო ხელშეკრულება?
თითოეულ კითხვას თან ახლავს არა მხოლოდ ვიდეო გაკვეთილი, არამედ მენტალური რუქებიც, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად, რამდენიმე წუთში გაერკვეთ რთულ იურიდიულ პრობლემაში.
თქვენ მუშაობთ მხოლოდ კლიენტებთან რუსეთიდან, თუ თქვენი მომსახურება ხელმისაწვდომია ყველასთვის მსოფლიოში, ვისაც დახმარება სჭირდება?
ეს ინტერნეტ-პროექტია და მისი გამოყენება შეუძლია ჩვენი პლანეტის ნებისმიერ რუსულენოვან მკვიდრს, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა. ჯერ ონლაინ სკოლის შექმნის პროცესი არ დასრულებულა და საიტი დამუშავების პროცესშია, ამიტომ ჩვენ შევქმენით ჯგუფი VKontakte მწვავე თემების და ადამიანების სოციალიზაციის განსახილველად, ძირითადად ქალების, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში აღმოჩნდებიან.
გეგმავთ თუ არა გახსნათ ანგარიში შემოწირულობისთვის, რათა გქონდეთ შესაძლებლობა დაეხმაროთ იმ ქალებს, ვინც მატერიალურად შეზღუდულია?
შემოწირულობაზე და ფინანსებზე ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. მნიშვნელოვანია დაწყება და ყურადღების მიქცევა პრობლემაზე. იცით თუ არა, რომ რუსეთში სტატისტიკის მიხედვით, 1 000 რეგისტრირებული ქორწინებიდან 621 განქორწინებულია? იცით თუ არა, რომ რუსეთში ყოველი მეხუთე მამაკაცი თავის შვილს არ ზრდის? ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ქალების 38% განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახში. ადამიანებს ძირითადად ფსიქოლოგების ეშინიათ, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და ფინანსები იურისტებისთვის. ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემის ადგილიდან დაძვრას საკუთარი მწირი ძალებით. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა და სურვილი.
როგორ მოახერხეთ თქვენი პლატფორმის მუშაობის ორგანიზება: რამდენმა ადამიანმა დაიწყო პროექტი და რამდენი მუშაობს ახლა?
ჯერ-ჯერობით ორნი ვართ. მე (განათლებით იურისტი) და ფსიქოლოგი ელენა ფილიმონოვა. მაგრამ სამომავლოდ ჩვენ ვაპირებთ ადამიანების და თანამოაზრეების მოზიდვას დახმარებისთვის. დაგვჭირდება იურისტები, ფსიქოლოგები, პროგრამისტები და ადამიანები, რომლებიც ერკვევიან სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციაში.
არის თუ არა ისტორია, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
ისტორია ბევრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა საკითხთა და მათი უფლებების დაცვის კომისიას. ზოგჯერ ვერ ხვდები, როგორ შეიძლება, როცა დედა სახლიდან ორი დღით მიდის და ტოვებს 10 წლის შვილს სახლში მარტოს, იოგურტის კოლოფით აივანზე. ან როგორ შეიძლება დედამ სახლში მიიყვანოს მამაკაცები და მათთან ერთად დაიძინოს იმავე საწოლში, სადაც ბავშვს სძინავს? ან როგორ შეიძლება არასრულწლოვან ბავშვს ძაღლთან ერთად დერეფანში ფარდაგზე აიძულო ძილი? ყველა ეს ამბავი და ბევრი სხვა გავიარე და მოვაგვარე.
რას ურჩევდით ჩვენს მკითხველებს, რომლებიც მხოლოდ გეგმავენ პროექტის დაწყებას გაჭირვებულთა დასახმარებლად (იქნება ეს სოციალური თუ კომერციული)?
რჩევა, ალბათ, მარტივი იქნება. მაგრამ ის მთელი გულით უნდა იგრძნო. უნდა გჯეროდეთ პროექტის და მან სარგებლობა უნდა მოუტანოს ადამიანებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised