воскресенье, 9 января 2022 г.

ეროსი და თანატოსი მამაკაცსა და ქალში, ან რა საზიანოა, როდესაც ვინმეს უყვარხარ ალექსეი ხოლოდნი .ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...


ეროსი და თანატოსი მამაკაცსა და ქალში, ან რა საზიანოა, როდესაც ვინმეს უყვარხარ

ალექსეი ხოლოდნი 

                                       მოკვდი, თუ არ გიყვარვარ

 https://syg.ma/@aleksey_holodny/eros-i-tanatos-v-muzhchinie-i-zhienshchinie-ili-kak-vriedno-byt-liubimym

ვნახე დრამატული თრილერი „ანაფორა“  სპლატერის ელემენტებით. ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ ახალგაზრდა დედებმა  ან გოგონებმა, რომლებსაც სურთ გახდნენ ასეთები. ფილმი აშიშვლებს ღრმა, ფარულ ურთიერთობას სქესებს შორის. მთავარი გმირი ქალის სახეში ვლინდება გაორებული მოტივები, რომლებიც ამოძრავებს მოსიყვარულე ქალს - მას, ვინც დედასავით ზრუნავს, და მას, ვისაც ვნება ტანჯავს. ორი არქეტიპის შეცვლა თანმიმდევრულად ხდება. თუმცა, სამწუხაროდ, მასში პლასტიკურობა არ შეინიშნება -  ეს არის პირველი მინუსი, რომელიც არღვევს ფილმის დინამიკას.

თავდაპირველად მაყურებელს თავს ატყდება გმირი ქალის ცნობიერების ნაკადი. ის საწოლზე წევს და ნაზი ხმით ესაუბრება მამაკაცს, რომელიც კადრში არ ჩანს, მაგრამ მისი ყოფნა აშკარად იგრძნობა. გოგონა, რომელიც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავს, არაფრით არის გამორჩეული: სახის მომრგვალებულ ნაკვთებსა და დიდ თვალებში სირბილე იგრძნობა, ხოლო ხავერდოვან ხმაში - სიმშვიდე. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ფანტავს მოულოდნელი, მკაცრი ფრაზა: „ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ!“. ნანახისა და მოსმენილის შეუსაბამობით წარმოშობილი ირაციონალურობა კონტრასტირებს ქალის რბილ სახესთან, ხოლო ზემოხსენებული დიდი თვალები, რომლებიც დიდხანს რჩება კადრში, ქმნის ფსიქოდელიურობის ატმოსფეროს.

მშვიდი გოგონა მოულოდნელად გზას უთმობს შავებში გამოწყობილ ცივსისხლიან მტაცებელს. ადვილი გასაგებია, რომ ჩვენს წინაშე იგივე გმირია, რომელიც გრიმმა სრულიად შეცვალა. ამჯერად სახე თეთრ ნიღბად გადაიქცა, მას ალისფერი ტუჩები აქვს და ის თვალებს არ ახამხამებს. ბაგეები იღიმებიან ყოველ ჯერზე, როცა მტაცებელი თავის მსხვერპლს (მამაკაცს, რომელთანაც ერთად იყო) აჭმევს სკოჩით აკრულ პირზე არსებული ხვრელის საშუალებით, და ძლიერად იკუმებიან, როდესაც „უცნობი ქალი“ დანებს ურჭობს მსხვერპლის სხეულს, რათა შემდეგ მოსიყვარულე დედობრივი მზრუნველობით გაუკეროს  მიყენებული  იარები...

აქ მშვენივრად ვლინდება მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის გაორება. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ მკაცრ, ქთონურ საწყისს, რომელიც თრგუნავს ადამიანს. ყველა მიყენებულ ჭრილობაში ბრაზი და სურვილი ჩანს. „ანაფორას“ ძალადობის სცენებში ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება, რომლებიც ფრეიდიზმისკენ მიანიშნებს. ნებისმიერი ფსიქოლოგი, რომელიც ფილმს ნახავს, დამეთანხმება, რომ მტაცებელი გმირი ქალის ქცევაში ჩადებულია დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი. ქალის გაბრაზების მიზეზი წყენაა, წყენის მიზეზი კი დაუკმაყოფილებლობა. აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: დაუკმაყოფილებელი ქალი ყოველთვის განაწყენებულია, ხოლო განაწყენებული ქალი ყოველთვის ბოროტია. ანუ ბოროტი ქალი მტაცებელია. აქ შესანიშნავად არის გადმოცემული დიდი დედა გეას არქეტიპი, რომელმაც უარყო ქრონოსის მამაკაცური საწყისი, როგორც კი მისგან შვილები მიიღო. როგორც ბერძენი ქალღმერთი, ფილმის გმირი თავისი სიყვარულის ობიექტს ბავშვთან აიგივებს - ის აჭმევს მას, ზრუნავს მასზე - მაგრამ არ ასუსტებს მის ხელებზე კვანძებს, რომ არ გაიქცეს. რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, არის მამაკაცი, რომელიც უნდა დაითრგუნოს.

ასეთი სახის სიღრმის გადმოსაცემად რეჟისორი მითოლოგიაში ერუდირებული უნდა იყოს, უნდა ესმოდეს ადამიანური და არაადამიანური არქეტიპები კულტურაში მათი გარდატეხით – ეს აუცილებელია, თუ რეჟისორი მამაკაცია. მაგრამ თუ ის ქალია, საკმარისია მან ინტუიციურად იგრძნოს თავისი  გმირები. ასე მოიქცა ს.დროზდოვა. სამწუხაროდ, სახის სიღრმის გადმოცემა არ ნიშნავს მის გამოვლენას. აქ იგრძნობა შავებში გამოწყობილი მტაცებელი ქალის ის ინტუიციური (ქალური თვალსაზრისით, „მისი“) გაგება, მაგრამ ტექნიკურად ის არ არის დასრულებული. თუმცა, კამერის გამოყენების მცდელობა მტაცებელი ქალი „იმიერობის“ ჩვენებისთვის იყო და საკმაოდ წარმატებულია. ყოველ შემთხვევაში, ისინი ორგანულად გამოიყურება. ქალის მოძრაობები ხან აჩქარებულია, ხან ნელდება, ამიტომ არაბუნებრივად გამოიყურება. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ჩვენი სამყაროდან  არ არის.

სამწუხაროდ, ამგვარი ეფექტებისგან ატმოსფეროს სატელეფონო საუბრები ასუსტდებს, რომელიც ხდება მოკლე სცენებს შორის. თუ პირველი გამოჩენისთანავე ფრაზების ნაწყვეტები ნაწილობრივ გამოავლენს კონფლიქტს, შემდეგ ისინი უფრო  მქრქალი ხდება  - ისეთივე, როგორც მთელი სიუჟეტი.

მაგრამ სიუჟეტი ასეთ ფილმში არ არის მთავარი: მაყურებლის ყურადღებას იპყრობენ ბრწყინვალე სახეები. მაგრამ ისინიც კი ყოველთვის არ არიან წარმატებულები: „იმიერობამ“ მტაცებლის მოძრაობებში უმტყუნა მას კულმინაციურ მომენტში, როდესაც მამაკაცი გათავისუფლდა თოკებისგან და გაქცევას ცდილობდა. ქალი, რომელიც საყვარელ ადამიანს დაეწია, შეებრძოლა მას, რომლის შედეგს ფილმის ნახვისას შეიტყობთ. თუმცა, აქ დასასრული არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ის იმ სიუჟეტის ნაწილია, რომლის უმნიშვნელობაზე ახლახან იყო საუბარი. მნიშვნელობა სხვა რამეს აქვს. განთავისუფლების მცდელობისას გმირი აღმოჩნდება ოთახის ზღურბლზე, საიდანაც უცნაურ სურათს აკვირდება: მტაცებელი ქალი წყნარად დგას მამაკაცის წინაშე, რომელიც მას აცმევს. როდესაც წითელი ტყავის კორსეტს შავ ნეილონის კოსტუმზე შეკრავს, მამაკაცი მობრუნდება, და მასში გმირი საკუთარ თავს იცნობს, მხოლოდ სუფთა, არა სისხლიანი სახით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის „მთავარი“ იდეა ბოლოს გამოიკვეთა, აქ უფრო მნიშვნელოვანი, ღრმა აზრი დავინახე. მოკლე სცენაში ნაჩვენებია, მსხვერპლი როგორც აცმევს თავის ჯალათს სამოსს, და ამით თავის წამების უფლებას აძლევს. როგორც ხედავთ, აქ ქალს მტაცებლად აქცევს ის, ვინც აღიარებს საკუთარი თავის მიმართ მტაცებლის ზიზღს. ამრიგად, ის მტაცებელს გახსნის საშუალებას აძლევს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულია და მბრძანებლობა  უყვარს,  ქალს სჭირდება, რომ ასეთად ის  მამაკაცმა აქციოს .

ახალგაზრდა დედებისთვის ფილმის ნახვა სავალდებულოა, რადგან მკაფიოდ გამოყოფს ქალის ორ მთავარ როლს - საყვარელის და დედის. ერთი სახის მაგალითზე ნაჩვენებია, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის, როგორც ბავშვის აღქმამ, რომელზეც უნდა იზრუნო, და მასში მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავდე. ქალები ამას, როგორც წესი, საპირისპირო სქესთან ცუდი გამოცდილების გამო განიცდიან. საყვარელი მამაკაცის მიტოვების შემდეგ („ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს!“), მათ გადააქვთ იდეალური მამაკაცის თვისებები თავიანთ ვაჟებზე - და, ამით, თრგუნავენ ამ უკანასკნელს. ასეთი ქალის მიერ გაზრდილი მამაკაცი (რომელიც დაბმული ჰყავს, როგორც ფილმშია ნაჩვენები) მხოლოდ მას ეკუთვნის. ასე მტაცებელი დედა კლავს შვილში მამაკაცურ  ძალას, რადგან ის დედას აღმერთებს. აქ შეგიძლიათ დიდი დრო დაუთმოთ ონტოლოგიურ მსჯელობებს იმის შესახებ, რომ კარგი ღვთაება მკვდარი ღვთაებაა, მაგრამ დარჩეს ეს კადრს მიღმა. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ადრე თუ გვიან, ვაჟები დედებს იმედებს უცრუვებენ და მათ სურთ „ყველაფერი თავიდან დაიწყონ“, ხოლო „αναφορα“ ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „გამეორება“.


===


https://www.stone2art.ru/мемориальная-скульптура/eros-i-tanatos

ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...

ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სასიცოცხლო აქტივობა განისაზღვრება ორი ძალის: სიცოცხლის ინსტინქტის (ეროსი) და სიკვდილის ლტოლვის (თანატოსის) შერწყმით. მან შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „ნებისმიერი სიცოცხლის მიზანი სიკვდილია“, ხოლო ცხოვრების გზა არის ბრძოლის არენა ეროსსა და თანატოსს შორის, რადგან თითოეულ ინდივიდს აქვს დესტრუქციულობისა და აგრესიისკენ მიდრეკილება. ამის დასტურია კაცობრიობის მიერ თავისი ისტორიის მანძილზე წარმოებული ომები.

იცით თუ არა, რომ სასაფლაოები ყოველთვის და ყველგან ლაპარაკობენ სიყვარულზე? იცით თუ არა, რომ საფლავის ქვებს შორის უფრო მეტ ემოციას აძლევთ უფლებას, ვიდრე სახლის კედლებში? არ გინდათ შეურიგდეთ იმას, რომ სიკვდილმა შეიძლება დაგვყოს ჩვენ?

მარი ფრენსის დელმასი 25 წლის ასაკში დაიღუპა 1908 წლის 13 მარტს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. მოქანდაკე ლუიჯი ორენგომ (1865-1940) გამოსახა უკანასკნელი კოცნის სცენა. ეს მარმარილოს სკულპტურა სიმბოლურად განასახიერებს და აერთიანებს დანგრეული ახალგაზრდული ცხოვრებისა და სიყვარულის თემას. ნაწარმოები გამსჭვალულია სიკვდილის გარდაუვალობის შეგნებით, მაგრამ ის შერბილებულია ნაზი ჩახუტებით და გოგონას სხეულის მდგომარეობით საყვარელი ადამიანის კალთაში, თითქოს მას სძინავს. ეს მარმარილოს სკულპტურული კომპოზიცია გენუის სასაფლაოზე სიყვარულით არის სავსე.

ისინი სიგიჟემდე ფარულად შეყვარებულები არიან, როგორც რომეო და ჯულიეტა. ისინი შიშვლები და გაუმაძღრები არიან, როგორც ქალი და მამაკაცი. მათ არ ეშინიათ საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვის. ისინი გაიყინნენ ნეტარების მწვერვალზე ... ქვემოთ კი საფლავები, ძეგლები და ყვავილებია. ეს ერთ-ერთი ულამაზესი მონუმენტური საფლავის ქვაა ვერონაში. მის ქვეშ განისვენებს პოეტი Lionello Fiumi.

პარიზში პერ ლაშეზის სასაფლაოზე ფერნან არბელოტის საფლავია, რომელიც უფრო ცნობილია თავისი საფლავის ქვით, ვიდრე იმით, რაც მან გააკეთა ცხოვრებაში. ალბათ, არავის ახსოვს ის, როგორც მუსიკოსი, მსახიობი ან არქიტექტორი. მაგრამ ბევრმა ახლა იცის მისი უკანასკნელი სურვილი - სამუდამოდ უყურებდეს ცოლის სახეს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. თვალითვალ გაყრილი - სამუდამოდ...

მათ უყვარდათ ერთმანეთი, რელიგიური აკრძალვების მიუხედავად. ის კავალერიის პოლკოვნიკი იყო, პროტესტანტი, ქალი კი დიდგვაროვანი კათოლიკე. ისინი დაქორწინდნენ 1842 წელს. 1888 წელს მამაკაცი გარდაიცვალა, ქალს კი სურდა ქმრის გვერდით დაეკრძალათ, მაგრამ, კანონის თანახმად, ეს შეუძლებელი იყო. რურმონდის სასაფლაოზე (ნიდერლანდები) ისინი დაკრძალეს კედლის ორ მხარეს - პოლკოვნიკი პროტესტანტულ მხარეს, მისი მეუღლე კი კათოლიკურ მხარეს. მაგრამ - სიურპრიზი! საფლავის ქვები ისე მაღლა იყო აღმართული, რომ ყველა არქიტექტურული ბარიერის გვერდის ავლით შესაძლებელი გახდა მათი გაერთიანება. როგორც სიმბოლომ, მოსიყვარულე ადამიანების ორმა ხელმა გადალახა ეკლესიის ყველა აკრძალვა.

        რამდენი სიყვარულია სიკვდილამდე ერთ ნაბიჯში, რამდენი ტრაგიკული ამბის მოყოლა შეუძლია სასაფლაოებს. და თქვენთვის ნათელი ხდება, რომ სიტყვები „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“, აზრს მოკლებული ფრაზაა. რადგან სიყვარული სცილდება ჩარჩოებს: როგორც კედლით გაყოფილი და ერთმანეთისკენ გაწვდილი ორი ხელი; გადახლართული სხეულები;  მზერა - თვალი თვალში. ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...

ბუნებრივი მარმარილოსგან დამზადებული მემორიალური ქანდაკების ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს გალერეაში „მემორიალური ქანდაკება“.


https://схемо.рф/schema/30990-eros-i-tanatos.html

ეროსი და თანატოსი

                                ცხრილი 97.  ეროსი და თანატოსი

ეროსი თანატოსი

ხასიათი კონსტრუქციული დესტრუქციული

გამოხატავს სიცოცხლისა და სიყვარულის ნება სიკვდილისა და აგრესიულობის  ნება

მიჰყავს განვითარებისკენ შექმნა განადგურება, მკვლელობა, თვითმკვლელობა

მიზანი ორგანული ცხოვრების განვითარება ადამიანებისა და ყოველივე ცოცხალის დაბრუნება არაორგანული მდგომარეობისკენ



https://proza.ru/2016/01/21/2365
შენ ხარ ჩემი ეროსი, მე შენი თანატოსი
იანუს იაროვსკი  
შენ ჩემი ეროსი ხარ, მე კი შენი თანატოსი.
ღვინოსავით მინდა შენი შესმა,
მინდა, რომ ამას იქით არავის ერგო,
მინდა, რომ არავინ შეუშვა შენს სისხლში.

მინდა, რომ არ შეუშვა ბიწიერება შენს სხეულში,
რაც არ უნდა ტკბილად  მღეროდეს ასმოდეუსი
თუ მას შემთხვევით გადაეყრები,
ვნებათა უფსკრულში აღმოჩნდები.

მე გაგანადგურებ ჩემი სიყვარულით, 
შენ კი მაწამებ მრისხანე მზერით. 
ჩვენი ექსტაზი გაბანილია სისხლით!
ჩვენი ექსტაზი  გაბანილია შხამით!

ხომ გახსოვს ანგელოზები? სულელი ფრინველები.
მათ იცავდნენ და არ აჩვენებდნენ სამყაროს,
ისინი კი ყვებოდნენ თავიანთ მონაჩმახს,
სადაც სატირად  წარმომაჩენდნენ.

ისე ადვილად წყდებოდათ ფრთები,
მე კი მათ თითქმის არც შევხებივარ.
მათი ფილტვები ავავსე მტვერით.
და, როგორც იქნა, ამას მივაღწიე!

მე და შენ წამიერად გავერთიანდით,
ერთმანეთის ტანჯვით  ვტკბებოდით.
მე შენ გკლავდი ჩემი სხეულით 
შენ კი მტანჯავდი შენი სურვილით.

მე შენი ეროსი ვარ, შენ ჩემი თანატოსი.
ჩვენს ვნებაში ყველა როლი იკარგება.
და არ აქვს მნიშვნელობა, რა როლი გვერგო,
სანამ ჩვენი სხეულები ერთმანეთში გადახლართულია.

http://postcultura.ru/graphics/388-2015-tanatos-55-67-1.html

თანატოსი 55/67≠1
არიან მხატვრები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ სიუჟეტს ხატავენ. ან ერთ და იგივე პერსონაჟს სხვადასხვა ვითარებაში. რატომღაც, პოლონელები ძალიან მიდრეკილნი არიან ამისკენ. პოლონური ფერწერის ორი ბურჯი - მატეიკო და მალჩევსკი - თავისტილოებზე თავის თავს ხატავდნენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სცენებში. მატეიკო, რომელიც სპეციალიზებული იყო მონუმენტურ მხატვრობაში, დარჩა მის თითოეულ ეპიკურ ტილოზე.  ბევრზე კი - რამდენჯერმე.
სერიებისკენ მიდრეკილება ასევე ეთნიკურ პოლონელ ვრუბელსაც ჰქონდა. ალბათ, გამეორებაში არის რაღაც პოლონური. ან პოლონურში, რაღაც განმეორებადი. მაგრამ გამეორებების მეფე სიმბოლისტი იაცეკ მალჩევსკი იყო. როგორც სიმბოლისტს შეეფერება, მისი ნახატები სავსეა შეზღუდული რაოდენობის სახეებით, რომლებიც სურათიდან სურათზე გადადიან. ისინი, რა თქმა უნდა, გადადიან არა კლიშეებივით, არამედ იცვლებიან, ვითარდებიან, ცხოვრობენ. ეს ძალიან ღირებული თვისებაა: მისი წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთი და იგივე ცნების აღქმას სხვადასხვა დროს. იმ პირობით, რომ სხვადასხვა დროს აღქმის იდეა არის აზროვნების თავსმოხვეული სტერეოტიპი.
მალჩევსკის ძალიან უყვარდა თანატოსის დახატვა. ასეთი ანგელოზი არ არსებობს, მაგრამ კათოლიციზმში, რომელიც მიდრეკილია რაღაც პრიმიტიული ანიმიზმისკენ, სიკვდილს უბრალოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი, პერსონალური ანგელოზი. ეს არის თანატოსი, რაც ბერძნულად „სიკვდილს“ ნიშნავს. თანატოსი იაცეკის ტილოებზე ოცჯერ არის მაინც წარმოდგენილი. მხატვრის მიერ 55 და 67 წლის ასაკში დახატული ორი ნახატი განსაკუთრებით საყურადღებოა იმით, რომ, ერთის მხრივ, მათ შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მეორე მხრივ, რომ ნახატების კონსტრუქცია იდენტურია. მამაკაცი მუხლებზეა დაჩოქილი თანატოსის წინაშე, ხელები გულზე აქვს დაკრეფილი. თანატოსი მას სიცოცხლეს ართმევს. ორივე სურათზე სიკვდილს აქვს არა ანგელოზის, არამედ ქალის სახე და სხეული. თანატოსი ამ სახით არის Femme fatale.
ამ ორი სურათის შედარება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ მარტივი და იოლი დასკვნებისა და ვარაუდებისგან, რომლებმაც შეიძლება გააფუჭონ თამაში. ხელოვნებათმცოდნეები იასამნისფერთმიანი მოხუცი ქალების სახით, რომლებიც მიყუჩებულნი არიან თითოეულ ჩვენგანში, ადვილად იღვიძებენ და იწყებენ მომზადებული ექსკურსიისთვის განკუთვნილი სისულელეების ლაპარაკს „სხვადასხვა პერიოდების“ შესახებ. მხატვრობა მეტყველებს მხოლოდ იმის შესახებ, რასაც აჩვენებს, ისევე როგორც მუსიკა - მხოლოდ იმის შესახებ, რაც ჟღერს. ანალოგია კი ყოველთვის გაუმართლებელი მსჯელობაა. ორივე ნახატის ანალიზში არის უზარმაზარი მინიშნებები აღმოჩენებზე, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაკეთდეს, რათა ყველამ ისარგებლოს.


https://avidreaders.ru/book/eros-i-tanatos.html
ეროსი და თანატოსი
კაზაკოვი ალექსეი ვიქტოროვიჩი 
ჟანრი: თანამედროვე რუსული ლიტერატურა 
 „ეროსი და თანატოსი“ 
წიგნის შესახებ
წიგნი შეიცავს ერთი თემით გაერთიანებულ ისტორიებს: სიყვარული და სიკვდილი, ეროსისა და თანატოსისკენ სწრაფვა, ღრმა საწყისებისკენ, რომლებიც განუყოფელია და ხშირად გავლენას ახდენს ადამიანების ქმედებებზე. ამ მოთხრობებში მელოდრამა ორგანულად არის შერწყმული დეტექტივისა და მისტიკის ელემენტებთან.
ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ალექსეი ვიქტოროვიჩ კაზაკოვის წიგნი „ეროსი და თანატოსი“ უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე fb2, rtf, epub, pdf, txt ფორმატში, წაიკითხოთ წიგნი ონლაინ  ან შეიძინოთ წიგნი ონლაინ მაღაზიაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised