вторник, 14 декабря 2021 г.

მეცნიერმა გააფრთხილა დედამიწაზე სუპერვულკანის გაღვიძების შესახებ

      მეცნიერმა გააფრთხილა დედამიწაზე სუპერვულკანის გაღვიძების შესახებ

https://profile.ru/news/scitech/uchenyj-predupredil-o-probuzhdenii-na-zemle-supervulkana-414283/

        მეცნიერმა გააფრთხილა დედამიწაზე სუპერვულკანის გაღვიძების შესახებ

კალდერას, რომელიც მდებარეობს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, ეწოდება სუპერვულკანი, რადგან მას გააჩნია უნარი, ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში, მოახდინოს დედამიწისთვის კატასტროფული შედეგების პროვოცირება. აშშ-ს გეოლოგიური სამსახური (USGS) მუდმივად აკონტროლებს ამ რაიონს, მაგრამ მეცნიერმა ბრაიან უოლშმა დახატა პირქუში სურათი, რომელიც მომავალში პლანეტას დაატყდება თავს.

„ჯერ დაიწყება მიწისძვრების სერია, რომელიც უფრო გაძლიერდება. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ. წნევა მოიმატებს მანამ, სანამ მაგმა, როგორც შამპანური ბოთლში, რომელსაც ძლიერად შეანჯღრევენ, არ ამოხეთქავს დედამიწიდან ტიტანური ამოფრქვევით. შედეგად, ჰაერში აღმოჩნდება დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები“, - განაცხადა მან.

„ეს გაგრძელდება რამდენიმე დღე, და იელოუსტონი ჩაიძირება ლავაში ორმოცი მილის (67 კმ) რადიუსში“, - დასძინა მან.

უოლშმა გააფრთხილა, რომ ნაცრის, ლავის და ვულკანური აირების შლეიფი იელოუსტოუნიდან მიაღწევს მინიმუმ 15 მილის (24 კმ) სიმაღლეს და გაივლის ჩრდილოეთ ამერიკაში. „საავადმყოფოები გადაივსება მსხვერპლით, რომლებიც ახველებენ სისხლს, რადგან ნაცარში არსებული სილიკატი მათ ფილტვებს დასერავს“, - აღნიშნა მან.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნაცარს შეუძლია მოწამლოს მათესი და გამოიწვიოს ვულკანური ზამთარი მთელს მსოფლიოში, რომლის დროსაც გლობალური საშუალო ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 8 გრადუს ცელსიუსამდე ათწლეულის განმავლობაში. მეცნიერის თქმით, „აშშ-ს კონტინენტური ნაწილის არც ერთი კუთხე არ დაემალება სუპერვულკანს“.

==
https://play.google.com/store/books/details/Фундаментальные_космические_исследования_Книга_2_С?id=yMl3CwAAQBAJ&hl=es_NI&gl=US
 ფუნდამენტური კოსმოსური კვლევები. წიგნი 2. მზის სისტემა

ავტორთა კოლექტივი

წიგნში ასახულია ასტროფიზიკური ობიექტების, მზე-მიწიერი კავშირების და მთლიანად მზის სისტემის შესწავლის ამოცანები. შემოთავაზებულია მათი გადაჭრის მეთოდები, ნაჩვენებია სამეცნიერო აპარატურისა და კოსმოსური კომპლექსების აგების პრინციპები. წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კვლევების ძირითადი შედეგები. განხილულია ამ ამოცანების განვითარების მიმართულებები და კოსმოსური ტექნოლოგიების ევოლუცია 2050 წლამდე. დასახულია პერსპექტიული კოსმოსური კომპლექსების შექმნის ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები. მონოგრაფია განკუთვნილია მეცნიერ მუშაკებისა და ინჟინრებისთვის - კოსმოსური ტექნიკის დარგის სპეციალისტებისთვის, ასევე ასპირანტებისა და შესაბამისი სპეციალიზაციის სტუდენტებისთვის.

==
https://www.rbc.ru/society/15/07/2020/5f0f0d579a79474c6ce0dad3
მეცნიერებმა გააფრთხილეს საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოს მოსახლეობის კლების შესახებ
        ამერიკელი მკვლევარების აზრით, 2064 წელს მსოფლიოს მოსახლეობა პიკს მიაღწევს და შეადგენს 9,7 მილიარდ ადამიანს, 2100 წლისთვის კი 8,8 მილიარდამდე შემცირდება. 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, მოსახლეობა 50%-ზე მეტით შემცირდება.
მსოფლიოს მოსახლეობა პიკს მიაღწევს შუა საუკუნის შემდეგ და მერე დაიწყებს კლებას. ამ დასკვნამდე მივიდნენ სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მეცნიერები. კვლევა სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა.
მოხსენების ავტორებმა შეისწავლეს, თუ როგორ იცვლებოდა შობადობის მთლიანი კოეფიციენტი (ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე გაანგარიშებით) რამდენიმე წლის განმავლობაში, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის მცირდება. თუ 1950 წელს ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იყო 4,7,  2017 წელს იგი თითქმის განახევრდა - 2,4-მდე.
თუ კოეფიციენტი 2.1-ზე დაბლა დაეცემა, მოსახლეობა იწყებს კლებას, აღნიშნავენ მკვლევარები. 2100 წლისთვის, მეცნიერთა პროგნოზით, ის 1,7-ზე დაბლა დაეცემა, იუწყება ბი-ბი-სი.
       ინსტიტუტის შეფასებით, მოსახლეობის რიცხვი პიკს 2064 წელს მიაღწევს და 9,6 მილიარდ ადამიანს შეადგენს. საუკუნის ბოლოსთვის, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს რიცხვი 8,8 მილიარდამდე შემცირდება.
       დემოგრაფებს მიაჩნიათ, რომ 2100 წლისთვის შობადობის კოეფიციენტი საკმარისი არ იქნება 195 ქვეყნიდან 183-ში მოსახლეობის ზრდისთვის. ავტორები ამ ფაქტორს უკავშირებენ მთელ მსოფლიოში ქალების განათლების დონის ამაღლებას, ასევე კონტრაცეფციის საშუალებების გავრცელებას.
        შობადობის დონე 2100 წელს 2017 წელთან შედარებით მხოლოდ ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიზრდება.
        გაეროს მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 7,7 მილიარდ ადამიანს შეადგენდა. გასულ წელს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც 2050 წელს მოსახლეობა გაიზრდება 2 მილიარდით, 9,7 მილიარდამდე. გაერო თვლის, რომ პიკი დადგება XXI  საუკუნის ბოლოს, როცა პლანეტაზე თითქმის 11 მლრდ. ადამიანი იქნება. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised