вторник, 14 декабря 2021 г.

რატომ უმიზნებენ ასტრონომები ლაზერებს კარინას ნისლეულს

 https://futurita.ru/kosmos/kosmos_646.html?fbclid=IwAR3UVkMDyTR9NSeR3p9xqpeqjiDYyO4Pgf7LBm4QpUyB0h-3q0abCk8_f-U

      რატომ უმიზნებენ ასტრონომები ლაზერებს კარინას ნისლეულს

ევროპის სამხრეთ ობსერვატორიამ გამოაქვეყნა სამუშაო პროცესის სურათი, რომელიც ჰგავს კადრს ფანტასტიკური ფილმი ბოევიკიდან. ძლიერი ლაზერები დედამიწიდან სინქრონულად უმიზნებენ შორეულ სამიზნეს - კარინას ნისლეულს, რომელიც ჰგავს განსაკუთრებით კაშკაშა იისფერ ლაქას ღამის ცის კამარაზე. განაზრახი უაზრო ჩანს, რადგან ნისლეული 7,5 ათასი სინათლის წლის მანძილზეა, და რას ავნებს მას რამდენიმე ლაზერი? მიუხედავად ამისა, სროლა გრძელდება, იმიტომ რომ ის ეხმარება ასტრონომებს მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებაში.

კარინას ნისლეულში რამდენიმე ვარსკვლავური შეჯგუფებაა, როგორც ძველი, ისე ახალგაზრდა ვარსკვლავების. ყველაზე თვალსაჩინოა ეტა კარინა, ორმაგი სუპერგიგანტი ვარსკვლავი 5 მილიონი მზის სიკაშკაშით. ის თავისი სასიცოცხლო ციკლის ბოლოს იმყოფება, ძალიან არასტაბილურია და მუდმივად გამოდევნის გაზს და მატერიას, რომლებიც ქმნიან ნისლეულს. ასტრონომები თვლიან, რომ ვარსკვლავი წუთი წუთზე შეიძლება განახლდეს, მას ეძლევა არაუმეტეს ორი ათასი წელი - ყველას ძალიან აინტერესებს მისი ქცევაზე დაკვირვება.

მაგრამ არსებობს დიდი პრობლემა - ტურბულენტობა, გრიგალი ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში, რის გამოც შორეული ვარსკვლავებიდან მომავალი სინათლე მახინჯდება. ამის გამო ისინი ლამაზად ციმციმებენ ღამით, მაგრამ ამ ეფექტის გამო ზუსტი დაკვირვების გაკეთება უკიდურესად პრობლემურია. ამიტომ, ჩილეში, ატაკამას უდაბნოში დიდი ტელესკოპების ჯგუფის მშენებლობისას მათ დაურთეს ორი ტექნიკური ნოუ-ჰაუ. პირველ რიგში, ტელესკოპების 8 მეტრიანი სარკეები ადაპტირებადია და, მეორეც, იგივე ლაზერები მათ მუშაობაში ეხმარება.

დაკვირვებამდე ლაზერები მიმართულია ცის მოცემულ მონაკვეთზე და მათი გამოსხივების დახმარებით აღაგზნებს ნატრიუმის ატომებს ატმოსფეროს ზედა ფენებში. ისინი იწყებენ ნათებას, როგორც პატარა ვარსკვლავები, სუპერკომპიუტერმა კი ზუსტად იცის მათი პარამეტრები და ამ შუქურებზე დაკვირვებისას ოპტიკური დამახინჯების გაანალიზებით, გამოიანგარიშებს მიმდინარე მეტეოროლოგიურ მდგომარეობას. მონაცემები გადაიქცევა ბრძანებებად ტელესკოპის სარკეებისთვის, რომლებიც შეეწყობა ამინდს და შეუძლიათ ეტა კარინაზე დაკვირვება ხელის შეშლის გარეშე. ამ ტექნოლოგიის დახმარებით უკვე გაკეთდა არაერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული აღმოჩენა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised