გახდება თუ არა ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ლიდერი? მოსაზრება ამერიკიდან
ანოტაცია
https://regnum.ru/news/3215467.html
ანგელინა პოტერიაიკო
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემის ანალიზს და მათი მოხმარების უზარმაზარი შიდა ბაზრის არსებობას მივყავართ დასკვნამდე, რომ ჩინეთის პრეტენზიები ლიდერობაზე უკვე უახლოეს წლებში მსოფლიო ეკონომიკის ამ სტრატეგიულ დარგში გამართლებულია.
ჩინეთი და აშშ გამოცხადდნენ ლიდერებად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დარგში და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივ კონკურენტულ დაპირისპირებაში იმყოფებიან ამ ლიდერობის მისაღწევად. ჩინეთის უპირატესობების შესახებ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაში წერს ამერიკელი ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბერნარ მარი 2021 წლის 15 მარტს Forbes-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში „ჩინეთი მზად არის დომინირებდეს ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე“. IA REGNUM გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს.
თუ თქვენ ან თქვენი შვილები გატაცებული ხართ TikTok-ით, შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ თქვენი საყვარელი აპლიკაციის უკან დგას ხელოვნური ინტელექტის გიგანტური ტექნოლოგიური კონგლომერატი ჩინეთში. დასავლეთის ბევრ მოსახლეს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ჩინეთი რეალურად იღებს კურსს, რათა გახდეს მსოფლიო ლიდერი ხელოვნური ინტელექტის დარგში და რომ რამდენიმე ძირითადი ჩინური კომპანია, რომელიც მუშაობს ხელოვნური ინტელექტის წარმოებაზე, უკვე გახდა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთში, შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ჩინეთის ლიდერებმა ხელოვნური ინტელექტი თავის სტრატეგიულ პრიორიტეტად აქციეს და ჩინურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას საშუალებას აძლევენ განსაზღვროს სტანდარტები და ნორმები გლობალური ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის.
ჩინეთის პოზიციის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებულ დარგში განპირობებულია სამი ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორით:
1. წვდომა უზარმაზარ შიდა ბაზარზე. ჩინეთის მოსახლეობა, რომელიც შეადგენს მომხმარებელთა 1,4 მილიარდს, ყველაზე დიდი შიდა ბაზარია მსოფლიოში. ამ ბაზრისთვის არსებობს ხელოვნური ინტელექტის მრავალი პოტენციური აპლიკაცია, ამიტომ ჩინეთი არის ნაყოფიერი ნიადაგი მაღალტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ხელოვნური ინტელექტის შექმნით.
2. ხელოვნური ინტელექტი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ამიტომ ჩინეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა მკაფიო და ამბიციური მისია ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. ჩინეთის მთავრობასა და ბიზნესს ესმით, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის მომხმარებელთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს; ისინი სიხარულით იღებენ ახალ ტექნოლოგიას და შეიმუშავებენ მკაფიო სტრატეგიას ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში.
3. ჩინეთი გაშმაგებით იცავს თავის შიდა ბაზარს და ბლოკავს მთავარ ამერიკელ მოთამაშეებს ხელოვნური ინტელექტის დარგში, როგორიცაა Facebook და Google. ეს პრაქტიკულად გამორიცხავს კონკურენციას დასავლური კომპანიების მხრიდან, ამიტომ შიდა ტექნოლოგიური ინოვაციები განწირულია კეთილდღეობისთვის. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა ასევე დააწესა საექსპორტო შეზღუდვები ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
წარმოგიდგენთ რამდენიმე უმსხვილესი ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს, რომლებიც ლიდერობენ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებად სამყაროში.
Baidu. მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია პოპულარული საძიებო სისტემა: ჩინეთში საძიებო მოთხოვნების 70%-ზე მეტი მასზე გადის. DuerOS, Baidu-ს ხელოვნური ინტელექტის სასაუბრო პლატფორმა - ამატებს ციფრულ ინტელექტს სახლის მოწყობილობებს, როგორიცაა მუსიკალური დინამიკები ან მაცივრები.
Alibaba — ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომლის გაყიდვებმა 2020 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - დაახლოებით 72 მილიარდ აშშ დოლარს. ჩინელი მომხმარებლები იხდიან ტრანზაქციებს მობილური ტელეფონებით უფრო ხშირად, ვიდრე მომხმარებლები მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, თან იყენებენ Alipay-ს - მობილური გადახდების პლატფორმას Alibaba-ს. კომპანია ასევე სთავაზობს ღრუბლოვანი გამოთვლის მომსახურებას და ცოტა ხნის წინ პარტნიორობდა AutoX-თან - ავტონომიურ ტაქსის პარკთან შანხაიში.
Tencent, რომლის ყველაზე პოპულარული პროდუქტია WeChat. მან დაიწყო ფუნქციონირება როგორც შეტყობინებების გაცვლის პლატფორმამ, მაგრამ ახლა მას დაემატა ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას წაიკითხონ ახალი ამბები, შეიძინონ პროდუქტები და მომსახურება, შეუკვეთონ საკვები და დაჯავშნონ მოგზაურობები.
ტექნოლოგიური TikTok-ისა და Douyin-ის (TikTok-ის ჩინური ეკვივალენტი) უკან დგას კომპანია ByteDance. კომპანია ამჟამად 180 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას „მარტორქად“ (მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სტარტაპო) არის მიჩნეული.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა Baidu, Alibaba და ByteDance, აშკარად არიან ხელოვნური ინტელექტის კვლევის ავანგარდში და მათი პროდუქტები და მომსახურება ინტეგრირებს ხელოვნურ ინტელექტს ჩინეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მის ფარგლებს გარეთ.
უახლოეს მომავალში, დასავლური ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებსაც სურთ ზედაპირზე დარჩენა, დაიწყებენ ჩინეთში ციფრული ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის დარგში მიღწევის ძებნას. რადგან სტარტაპების, მასშტაპური კომპანიების და ჩინეთის მსხვილი კორპორაციული ორგანიზაციების ფართო სპექტრი აგრძელებს ტექნიკური უფსკრულის შემცირებას თავად ჩინეთსა და დასავლურ ეკონომიკებს შორის, ეს უკანასკნელნი მზად არიან გახდნენ მსოფლიო ლიდერები ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემებისა და მანქანური სწავლების სფეროში
https://habr.com/ru/news/t/557258/
ეკონომიკის უმაღლესმა სკოლამ გაიმარჯვა ხელოვნური ინტელექტის რუსული სტანდარტების შემუშავების კონკურსში
ეკონომიკის უმაღლესმა სკოლამ გაიმარჯვა ხელოვნური ინტელექტის რუსული სტანდარტების შემუშავების კონკურსში. პროექტის ბიუჯეტი 100,2 მილიონი რუბლს შეადგენს.
საკონკურსო დოკუმენტების თანახმად, 70-ზე მეტი სტანდარტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სხვადასხვა სფეროს, მზად უნდა იყოს 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს. ზოგიერთი სტანდარტის პირველი რედაქციები წარმოდგენილი იქნება ამ შემოდგომაზე.
კონტრაქტის საწყისი თანხა 111 მილიონს შეადგენდა. კონკურსის მეორე მონაწილე იყო ინოპოლისის უნივერსიტეტი, რომელმაც შესთავაზა თანხა 83,5 მილიონი რუბლის ოდენობით.
როგორც როსსტანდარტი მიიჩნევს, „ხელოვნური ინტელექტის სტანდარტიზაცია შეამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, გაზრდის მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების უსაფრთხოების დონეს“. სტანდარტიზაცია შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კავშირგაბმულობის ქსელებში, ვიდეო ანალიტიკურ სისტემებში, ნეირონულ ქსელებში, საჯარო სერვისების მიწოდების სისტემებში, ალკოჰოლის ბრუნვაზე კონტროლში, საარქივო საქმეში, უძრავი ქონების ბაზარზე და სხვა სფეროებში.
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის დისრექციის მთავარმა ექსპერტმა სამეცნიერო პროექტების დარგში ტატიანა უსმანოვამ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სტანდარტული მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მეთოდები ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს და განხორციელდეს შესაბამის სტანდარტებში.
„ხელოვნური ინტელექტის სტანდარტების არარსეობა არ იძლევა ამ ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას ბევრ მნიშვნელოვან გამოყენებით სფეროში, მათ შორის, მაგალითად, განათლებაში, სადაც საჭიროა ინტელექტუალური სისტემების მუშაობის ხარისხის გარკვეული გარანტიები“, - თქვა ექსპერტმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised