mr7.ru: ფორსაიტ-პროექტი „ბავშვობა 2030“ მშობლებს ბავშვების ტვინის ჩიპიზაციით აშინებს
https://spbu.ru/news-events/universitet-v-smi/forsayt-proekt-detstvo-2030-pugaet-roditeley-chipizaciey-mozga-detey
„გენოციდი!“ - ასე იქნა დაგმობილი 2011 წლის ბოლოს მოსკოვში XVII სრულიად ყუბანის კირილესა და მეთოდეს საკითხავებზე და სრულიად რუსულ მშობელთა ფორუმზე ფორსაიტ-პროექტი „ბავშვობა 2030“. რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის მიერ განსახილველად შემოთავაზებული პროექტი შლის ყველა ტრადიციულ იდეას ოჯახისა და განათლების შესახებ.
მისი იდეები მოცემულია ეგრეთ წოდებულ საგზაო რუქაში - 2030 წლამდე რუსეთში ბავშვობის განვითარების სქემაში პროექტის detstvo2030.ru ვებსაიტზე (საიტმა შეწყვიტა არსებობა).
პროექტის კურატორები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2005 წელს შექმნილი საქველმოქმედო ფონდი „ჩემი თაობა“ და ერთ-ერთი საერთაშორისო მეთოდოლოგიური ასოციაცია. პროექტის ხელმძღვანელია ალინა რადჩენკო, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის აპარატის ხელმძღვანელი, თავად პალატა კი პროექტის მთავარი პარტნიორია.
საგზაო რუქა (ეტაპები შეიცვალა პროექტის არსებობის სხვადასხვა დროს, მაგრამ „MR“-მა შეაგროვა ყველაფერი, რაც პროექტის ავტორებმა მიუთითეს):
2018 — სიცოცხლის ვირტუალური იმიტაცია, მოწყობილობა თავის ტვინის ქერქში ინფორმაციის ჩამოსატვირთად
2020 —სრული რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობა, ერთობლივი ცხოვრების მრავალფეროვნება, ბავშვები იზრდებიან საგანმანათლებლო საზოგადოებებში, ბავშვები სხვადასხვა საკითხებში და სხვადასხვა დროს ხდებიან დამოუკიდებლები (12-30 წლის ასაკში), ბავშვებს შეეძლებათ ფულის გამომუშავება ინტერნეტში, ხოლო ნებისმიერი პროფესიის ათვისება შესაძლებელია ვირტუალურ რეალობაში
2023 — რობოტი ბავშვისა და რობოტი ძიძის გამოჩენა
2025 —ბავშვები შეიძლება დაიბადონ მოცემული მახასიათებლებით, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნივთების, მოწყობილობებისა და ინტერფეისების შექმნაში, ბავშვების აღზრდა და მათზე ზრუნვა შეიძლება რობოტებმა იტვირთონ, ბავშვის შესაძლებლობები შეიძლება გაიზარდოს ტექნოლოგიური ნოვაციების ხარჯზე, მშობელობის პროფესიად აღიარება, საგანამათლებლო პროგრამების შექმნა მშობლებისთვის.
2030 — ადამიანის ჩიპიზაცია, ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაცია
„უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყოველი ინდივიდის მუდმივი კავშირი გლობალურ საინფორმაციო-მმართველობით ქსელთან. ნანოელექტრონიკა დაიწყებს ინტეგრირებას ბიოობიექტებთან და უზრუნველყოფს უწყვეტ კონტროლს მათი სასიცოცხლო აქტივობის შენარჩუნებაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, და ამ გზით შეამცირებს სახელმწიფოს სოციალურ ხარჯებს“ (ამ ფრაზის წაკითხვა რეალური „2025 წლამდე პერიოდისთვის რუსეთის ელექტრონული მრეწველობის განვითარების სტრატეგიიდაბ“ შეიძლება საიტზე კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში).
ამ ეტაპების გარდა, პროექტის იდეოლოგები გვთავაზობენ:
ფორსაიტ-პროექტის „ბავშვობა 2030“ პრეზენტაცია გაიმართა 2009 წლის 24-27 ივნისს სამეცნიერო და ტექნიკური ახალგაზრდობის IX სრულიად რუსულ გამოფენაზე. რუსეთის სახელით ასევე წარმოდგენილი იყო შანხაიში სამეცნიერო მიღწევების მსოფლიო გამოფენაზე „ექსპო-2010“.
განათლებაში:
გაუქმდეს საკლასო-საგაკვეთილო სისტემა, შეფასების სისტემა, პროგრამის სტანდარტები და სკოლები მათი დღევანდელი გაგებით. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ცოდნის მიღების ინდივიდუალური ტრაექტორიები
ქალაქთმშენებლობასა და საცხოვრებელ გარემოში ქალაქის გარდაქმნა ბავშვებსა და მოზრდილებს შორის „ურთიერთქმედების პორტალებად“. ბინები, დაწესებულებები, ეზოები, ქუჩები უნდა ხელახლა დაპროექტდეს ბავშვების ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მიზნით.
ოჯახში:
კომპეტენტური მშობელობის ინსტიტუტის, როგორც მშობლების სპეციალური მომზადების სისტემის დანერგვა
სახელმწიფოს მხრიდან მატერიალური მხარდაჭერა დაკავშირებული იქნება მშობლების მიერ მათი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებასთან
„ელექტრონული საოჯახო პასპორტის“ შემუშავება ოჯახებთან „მუშაობისთვის“.
„სააღმზრდელო საზოგადოებების“ შექმნა. იდეოლოგები ზოგან დასაშვებად მიიჩნევენ ფორმულირებას იმის შესახებ, რომ ბავშვები იქ „იზრდებიან“, ზოგან კი დამატებით შესაძლებლობებს იძენენ.
რა მოხდება შემდეგ
საზოგადოებრივი პროგრამა „ბავშვობა“ ჯერ არ ვარაუდობს პირდაპირ რეალიზაციას რაიმე კანონპროექტების სახით. როგორც იდეოლოგები წერენ, ჯერჯერობით მიზანია ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებსა და მშობლებს შორის კონსტრუქციული დიალოგი.
„მთავარი ამოცანაა საზოგადოების შენჯღრევა, იმის გადმოცემა, რომ ბავშვთა პრობლემები დღეს უფრო სერიოზულ ყურადღებას, სისტემურ შესწავლას და გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს“.
ექსპერტთა მოსაზრებები
პაველ პრავოსუდოვი, ჟურნალ „ტექნოლოგიები ელექტრონულ მრეწველობაში“ მთავარი რედაქტორი
როგორც მე მესმის, ჩვენ ვსაუბრობთ საკომუნიკაციო ჩიპზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ ქსელს. ჩემი აზრით, პროგრამის ავტორებმა ხელმეორედ ნახეს ანიმე. ჩიპებს უკვე ხშირად უნერგავენ ცხოველებს, მაგალითად, ძაღლებს ან ძროხებს. ჩიპები შეიცავს მათ შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, მაგალითად, ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში.
ადამიანში ასეთი ჩიპის ჩანერგვის პერსპექტივა ერთი შეხედვით უაზრობას ჰგავს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რა იქნება ჩინოვნიკების გონებაში 2030 წლისთვის. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ადამიანში ჩიპის კანქვეშ ჩანერგვა ბიომეტრიული და ნებისმიერი მონაცემით ახლავეა შესაძლებელი.
ამ შემთხვევაში, ჩიპის „გამორთვა“ საკმაოდ რთულია, სავარაუდოდ, მისი მხოლოდ ამოღებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ტვინის ჩიპიზაციას და ჩიპის მეშვეობით გავლენას პიროვნებაზე, ეს ფანტასტიკაა.
ნერვული ქსოვილის ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირების შესაძლებლობა არ არსებობს და, ალბათ, არც გაჩნდება, ამიტომ უნარებზე ზემოქმედებაზე საუბარი შეუძლებელია. არსებობს ელექტრონიკის იმპლანტაციის ტექნოლოგიები კუნთების შეკუმშვისთვის, მაგრამ მეტი არაფერი.
ოლეგ ტიხოდეევი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკისა და სელექციის კათედრის დოცენტი
დღეს საერთაშორისო დონეზე გენმოდიფიცირებული ადამიანების მისაღებად ნებისმიერი სამუშაოები ოფიციალურად აკრძალულია. შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ უახლოეს 20 წელიწადში, არ ვიცი. ჯერჯერობით, ამის სერიოზული საფუძველი არ არსებობს.
წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაცია სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთუჯრედიანი ემბრიონის დონეზე. ზრდასრული, ან, თუნდაც, ახალშობილი ბავშვის შეცვლა უკვე გვიანია: იგი შედგება მრავალი მილიარდი უჯრედისგან და თითოეული უნდა შეიცვალოს (თორემ თავდაპირველი მემკვიდრეობითი მიდრეკილებები დარჩება).
ამჟამად, მუშაობა გენების გამოსავლენად, რომლებიც აკონტროლებენ ადამიანის ფსიქიკას, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. უკვე გამოვლენილია დაახლოებით 15 გენი, რომლებიც მონაწილეობენ ქცევის ისეთი ასპექტების კონტროლში, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება, ახალ ამოცანებზე სწრაფად გადართვის შესაძლებლობა, ალკოჰოლიზმი და ჭარბი ჭამის ტენდენცია.
მაგრამ თითოეული ამ გენის გავლენა საკმაოდ მცირეა, რადგან ადამიანის ფსიქიკის ნებისმიერ მახასიათებელს ერთობლივად აკონტროლებს მრავალი ათეული გენი. ამიტომ, მოცემული გონებრივი თვისებების მქონე ბავშვების გაჩენის საკითხი ჯერ კიდევ ძალიან შორეული ფანტაზიაა.
მაგრამ, ადამიანის ქცევის გენეტიკასთან დაკავშირებული ობივატელური შიშის მიუხედავად, ამ სფეროში კვლევა ყოველმხრივ უნდა განვითარდეს. ადამიანის ქცევის მოლეკულურ-გენეტიკური საფუძვლების დეტალური შესწავლის გარეშე, ჩვენ ვერასდროს ვისწავლით ისეთი სამწუხაროდ ცნობილი და გავრცელებული დაავადებების მკურნალობას ან თუნდაც დროებით შენელებას, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება და მრავალი სხვა მსგავსი.
ჩემი პირადი აზრი: რადგან პროექტი 2008 წელს იყო ამოქმედებული, მისი ზოგადი იდეოლოგია ძალიან ჰგავს მთელი სასკოლო განათლების რეფორმირების იმდროინდელ მცდელობებს. საწყისი იდეა, როგორც ჩანს, შემდეგში მდგომარეობდა: გამოეცხადებინათ რაღაც სუპერგლობალური ამოცანები, რათა მათთვის მეტი თანხა გამოეყოთ და რა მოუვათ მათ შემდეგ - როგორც ყოველთვის, კონკრეტული შედეგები არავის აინტერესებდა.
მიხეილ ეპშტეინი, საგანმანათლებლო ცენტრ „მონაწილეობის“ დირექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
„ბავშვობა 2030“-ის მთელ რიგ დებულებებს-ვარაუდებს ვეთანხმები. მაგალითად, საკლასო-საგაკვეთილო სისტემისა და შეფასების სისტემის არაეფექტურობას, მე მხარს ვუჭერ სტანდარტიზებული განათლებიდან ინდივიდუალურ ტრაექტორიებზე გადასვლას. ვეთანხმები, რომ სკოლების არქიტექტურა უნდა შეიცვალოს.
ამაზე დიდი ხანია ბევრი მკვლევარი, პედაგოგი და სხვა მოღვაწე საუბრობს. ზოგი ლოკალურ „ექსპერიმენტებშიც“ კი ახორციელებს რეალიზაციას. მაგრამ როდის მოხდება ეს სისტემურად, არ ვიცი. შესაძლოა 2030 წლისთვის...
ოჯახისა და მშობელობის შესახებ - ტენდენციები, ჩემი აზრით, სწორად არის მონიშნული. ამაზე უკვე ბევრი საუბრობს, მაგრამ სახელმწიფო პრობლემას ვერ ამჩნევს, ასეთი სახელმწიფო გვაქვს.
მაგრამ რა არის „კომპეტენტური მშობელობა“ - ნამდვილად არ მესმის. როგორ შეიძლება შეფასდეს ტრადიციულ რუსულ პირობებში „მშობლების მიერ მათი მოვალეობების შესრულების კეთილსინდისიერება“ - არ მესმის და მეშინია.
ის, რომ „2020 წლისთვის ბავშვები ინტერნეტით ფულის გამომუშავებას შეძლებენ“, მჯერა, ეს უკვე დღესაც ხდება. რაც შეეხება ყველა სახის ჩიპებს და რობოტებს... ერთი მხრივ, ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ: რაც ადრე ფანტასტიკა იყო, ჩვენს თვალწინ რეალობად იქცევა. ყველა ეს „ჩიპი“ და ნებისმიერი „ვირტუალურობა“ მართლაც რეალობად იქცევა, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულ „ჩიპიზაციამდე“ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი...
ვფიქრობ, პროექტი ტენდენციების ანალიზია და არა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ამიტომ არ ვარ მიდრეკილი პრობლემის გაბერვისკენ. გახსოვთ, როგორ ჰქონდა ჟვანეცკის: 2050 წლის შესახებ პროგნოზების გაკეთება უსაფრთხოა - ძნელად თუ მიაღწევს იმ დროს ის, ვინც დღეს ამას უსმენს..
რაც შეეხება პროექტთან „საზოგადოების“ ბრძოლას... ვერაფერს მოვიმოქმედებთ, სამწუხაროდ, ხალხი ისეა „დაჩიპული“, რომ არ ძალუძტ რეალურ პრობლემებზე და ამოცანებზე (მ.შ. ამ პროექტშიც წამოჭრილი) მსჯელობა, სამაგიეროდ სიამოვნებით იწყებენ ბრძოლას მომდევნო „ჯადოქრებთან“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised