среда, 19 мая 2021 г.

როგორ და რატომ ხდებიან ადამიანები ინტერნეტ ტროლები? შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება?


როგორ და რატომ ხდებიან ადამიანები ინტერნეტ ტროლები? შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება?

 https://republic.ru/posts/96928

დენის შლიანცევი

ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ამ „ანტისოციალური პრიმატებისთვის“ დამახასიათებელი  პიროვნული თვისებების ბნელი ტეტრადი და ქცევის ნიმუშები.

რატომ ხდებიან ადამიანები ინტერნეტ ტროლები? რა მიზეზით იქმნება ონლაინ ემპათიის დეფიციტი? ამ კითხვებს სვამს ფსიქიატრი ადამ ბელი OneZero–სთვის დაწერილ სტატიაში Medium–ის პლატფორმაზე. სტატიის დაწერა ავტორის ბავშვობაში მომხდარმა  შემთხვევამ განაპირობა: როდესაც 10 წლის ბელი პირველად გაეცნო ინტერნეტს, ის შედიოდა ფორუმებსა და ჩატებში, სადაც ეცნობოდა სხვადასხვა ადამიანს. მისი მოგონებების თანახმად, იგი ეკითხებოდა თავის ახალ ონლაინ მეგობრებს რამდენი წლის არიან, რას აკეთებენ, რამდენ ფულს აძლევენ მათ მშობლები ჯიბის ხარჯებისთვის და ა.შ.

როდესაც ადამს ეწვია მისი ნამდვილი (ოფლაინ) მეგობარი, რომელსაც სახლში კომპიუტერი საერთოდ არ ჰქონდა, ის მაშინვე შევიდა ყველა ამ ფორუმზე და დაწერა ყველა მისთვის ცნობილი სალანძღავი და შეურაცხყოფელი სიტყვები. „შეშინებულმა იმით, რომ ჩემს მეგობარში ამგვარი ბოროტი ბნელი ძალა გავაღვიძე, მე გამოვრთე კომპიუტერი და აღარ ვპატიჟებდი მას სტუმრად. მე დღემდე შეცბუნებული ვარ მისი საქციელით: ინტერნეტის უსასრულო შესაძლებლობების დანახვისას, პირველი, რაც მან გააკეთა, შეურაცხყოფა მიაყენა მისთვის უცნობ ადამიანებს. ეს გულუბრყვილო ათი წლის ბავშვი სწრაფად გადაიქცევა ტროლად“, - იხსენებს ბელი.

როგორ არის მოწყობილი ინტერნეტ ტროლინგი? სტატიის ავტორი განმარტავს მისი მუშაობის პრინციპს ეტიმოლოგიური ლექსიკონის დახმარებით, რომელიც ხედავს კავშირს თევზაობასთან. ტროლი სატყუარას აგდებს (შეურაცხმყოფელი კომენტარი) ინტერნეტის წყლებში. თევზი (შეურაცხყოფილი იუზერი), რომელსაც არაფრის ეჭვი არ აქვს, ყლაპავს სატყუარას (პასუხობს კონტრარგუმენტით), რის შემდეგაც ისინი დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ. მაგრამ თუ მეთევზეს გარკვეული ჯილდო აქვს ძალისხმევისთვის (ნათევზავი), მაშინ ტროლის მოტივები და ჯილდოები ბოლომდე ნათელი არ არის. სიტუაციას ართულებს ტროლინგის სახეობის უზარმაზარი ასორტიმენტი. რას ფიქრობენ ფსიქოლოგები მათ შესახებ?

===

https://sciencejournals.ru/view-article/?j=jourvnd&y=2020&v=70&n=1&a=JourVND2001004Dygalo
ი.პ. პავლოვის სახელობის უმაღლესი ნერვული აქტივობის ჟურნალი, 2020, ტ. 70, № 1, გვ. 3-11
დეპრესიული აშლილობების გამოვლენისა და კორექციის ნეიროქსელური ასპექტი  
ნ.ნ. დიგალო 1, 2, *, გ.ტ. შიშკინა 1
1  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტი. ნოვოსიბირსკი, რუსეთი
2 ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნოვოსიბირსკი, რუსეთი
ანოტაცია
წარმოდგენა დიდი დეპრესიის მექანიზმების შესახებ, რომლებიც მოიცავენ ნეიროტრანსმიტერულ, ნეიროენდოკრინულ, ნეიროტროფიულ, იმუნოლოგიურ და მოლეკულურ-გენეტიკურ პროცესებს, ამჟამად გაფართოებულია  ტვინის სტრუქტურების ურთიერთქმედების დარღვევების ასოციაციის შესახებ ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებით - კონექტიურობის, პათოლოგიის სიმპტომების. ამ უკანასკნელი ცნობების თანახმად, დეპრესიის სიმპტომების გამოვლინება და მისი თერაპიის დამატებითი შესაძლებლობები ემყარება არა მხოლოდ, და არა იმდენად შიდანეირონულ და/ან სინაფსურ პროცესებს, რამდენადაც ნეირონების ქსელის შეთანხმებულ ნორმალურ ან აბერანტულ აქტივობას, რომელიც აყალიბებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას. მიმოხილვაში განხილულია დეპრესიული პათოლოგიების თანამედროვე ნეიროქსელური ასპექტები და მათი კორექციის შესაძლო მიდგომები.
საკვანძო სიტყვები: დეპრესია, ტვინი, კონექტიურობა, ნქირონული ქსელები, ნეიროქსელური პათოლოგია, ჰემოგენეტიკა

===
https://publications.hse.ru/articles/79304267
თანამედროვე მოზარდების მიერ დემონსტრაციული მოხმარება: სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები
სოციალური ფსიქოლოგია და საზოგადოება. 2013, № 1, გვ. 52-68
ნ.კ. რადინა, ნ.ვ. კიმი, ი. მოხნატკინა
სტატიაში მოცემულია მოზარდების სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების ემპირიული შესწავლის შედეგები, დემონსტრაციული მოხმარებისადმი დამოკიდებულების განსხვავებული დონით. კვლევის შედეგების თანახმად, დემონსტრაციული მოხმარება ყველა მოზარდს ახასიათებს, მშობლების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, თუმცა შინაარსობრივად განსხვავებულია. კვლევის შედეგები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ დემონსტრაციულ მოხმარებაზე საშუალო დამოკიდებულების მქონე მოზარდებს აქვთ  დადებითი სოციალურ-ფსიქოლოგიური რესურსი.
















































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised