პათოლოგიური ძალაუფლება: ხელისუფლებაში მყოფი ნარცისებისა და ფსიქოპათების მთავრობის საშიშროება
https://inosmi.ru/social/20191029/246130045.html
ავტორი მისთვის არასასიამოვნო პოლიტიკოსებს პიროვნების „ნარცისული“ აშლილობის დიაგნოზს უსვამს. მართალია, „პარტოკრატების“ სიაში მან მხოლოდ ისინი ჩაწერა, ვინც „მეინსტრიმის“ პრესას არ მოსწონს: ტრამპი, პუტინი, ორბანი. მაგრამ „ნარცისების“ დაწუნებისას როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ სუსტი ნებისყოფის ლიდერის არჩევას? პოლიტიკური ნების არარსებობა დიქტატურაზე უკეთესი არ არის. მაგრამ ავტორს ეს ფაქტი არ აინტერესებს.
პათოლოგიური ძალაუფლება: ხელისუფლებაში მყოფი ნარცისებისა და ფსიქოპათების მთავრობის საშიშროება (The Conversation, ავსტრალია)
სტივ ტეილორი (Steve Taylor)
პოლონელმა ფსიქოლოგმა ანჯეი ლობაჩევსკიმ, რომელმაც ცხოვრების დასაწყისში ჯერ ნაცისტების, შემდეგ კი სტალინური რეჟიმის მიერ მიყენებული ტანჯვა განიცადა, თავისი კარიერა მიუძღვნა ფსიქიკურ აშლილობასა და პოლიტიკას შორის ურთიერთობების შესწავლას. მას სურდა გაეგო, რატომ იზიდავს ასე ძლიერ ფსიქოპათებსა და ნარცისებს ძალაუფლება და რის წყალობით შეუძლიათ მათ მრავალი ქვეყნის ხელში ჩაგდება.
შედეგად, ამ აშლილობების მქონე ადამიანების მიერ განხორციელებული ძალაუფლების აღსაწერად, ის მივიდა ტერმინამდე „პათოკრატია“, და ეს ცნება სულაც არ შემოიფარგლება წარსულის რეჟიმებით.
მაგალითად, აშშ-ში არსებობს წესი, რომლის თანახმად, ფსიქოლოგებს არ აქვთ უფლება, თუნდაც არაოფიციალურად, დიაგნოზი დაუსვან იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მათ არ გამოუკვლევიათ. (ეს ცნობილია, როგორც გოლდუოტერის წესი, და იმ ეპიზოდის სახელი მიენიჭა, როდესაც ფსიქიატრებმა 1964 წელს ეჭვქვეშ დააყენეს სენატორ ბარი გოლდუოტერის ფსიქიკური ჯანმრთელობა). მიუხედავად ამისა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის პროფესიონალმა, საჯაროდ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ავლენს პიროვნების ნარცისული აშლილობის ყველა ნიშანს.
ფსიქოლოგებმა მსგავსი დიაგნოზი სხვა პოლიტიკოსებსაც დაუსვეს, ვისაც „ძლიერი პერსონალიზებული ძალაუფლების“ მისწრაფება ჰქონდა, მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს.
გასაკვირი არ არის, რომ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებს პოლიტიკური ძალაუფლება იზიდავს - ნარცისებს სწყურია ყურადღება, ისინი სხვებზე მაღლა გრძნობენ თავს და თვლიან, რომ მათ აქვთ სხვებზე ბატონობის უფლება. მათ ასევე არ ჰყოფნის ემპათია (თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსების მიმართ), რაც მათ საშუალებას აძლევს უმოწყალოდ გამოიყენონ ადამიანები ძალაუფლების გამო. ფსიქოპათებს აქვთ მსგავსი უპირატესობის გრძნობა და ემპათიის ნაკლებობა, მაგრამ ყურადღების და თაყვანისცემის მიღწევის მძაფრი სურვილის გარეშე.
მაგრამ პათოკრატია არ ეხება მხოლოდ პიროვნებებს. როგორც ლობაჩევსკიმ აღნიშნა, პათოლოგიურ ლიდერებს აქვთ სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიზიდვის თვისება. ამავდროულად, სამართლიანი და მგრძნობიარე ადამიანები თანდათან მიდიან. ზოგჯერ მათ განდევნიან, ზოგჯერ ისინი თვითონაც ნებდებიან, აღშფოთებას გამოხატავენ მათ გარშემო არსებული პათოლოგიის გამო.
შედეგად, დროთა განმავლობაში პათოკრატიები უფრო ღრმად იდგავენ ფესვებს და უფრო მეტად ძლიერდებიან. მაგალითად, სწორედ ასე ჩაიგდეს ნაცისტებმა ხელში ძალაუფლება გერმანიაში 1930-იან წლებში, როდესაც გერმანია დემოკრატიიდან პათოკრატიაზე გადავიდა ორ წელიწადზე ნაკლებ დროში.
დემოკრატია ადამიანების პათოლოგიური პოლიტიკოსებისგან დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა, მათი ძალის შემზღუდველი პრინციპებისა და ინსტიტუტების წყალობით (კარგი მაგალითია ბილი უფლებების შესახებ, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ს მოქალაქეთა გარკვეულ უფლებებს).
სწორედ ამიტომ სძულთ პათოკრატებს დემოკრატია. ძალაუფლების მოპოვებისთანავე, ისინი ყველაფერს აკეთებენ დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის პრესის თავისუფლებისა და ლეგიტიმურობის, გასანადგურებლად და დისკრედიტაციისთვის. ეს იყო პირველი, რაც ჰიტლერმა გააკეთა, როგორც კი გახდა გერმანიის კანცლერი, და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ცდილობდნენ ავტოკრატები, როგორიცაა ტრამპი, პუტინი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, თუმცა ჩვენი პრესა მხოლოდ სიმართლეს წერს მათზე და მათ ქვეყნებზე.
აშშ-ში, ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლისთანავე, აშკარად დაიწყო პათოკრატიისკენ მოძრაობა. როგორც ლობაჩევსკის თეორია პროგნოზირებს, თეთრი სახლის უფრო ზომიერი წარმომადგენლების ძველი გვარდია - „ოთახში მოზრდილებისა“ - წავიდა. აშშ-ს პრეზიდენტი ახლა გარშემორტყმულია პიროვნებებით, რომლებიც იზიარებენ როგორც მის ავტოკრატიულ ტენდენციებს, ისე თანაგრძნობისა და მორალის ნაკლებობას. საბედნიეროდ, გარკვეული მნიშვნელობით, ამერიკულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა მოახერხეს ოდნავ მოგერიება.
დიდ ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაუმართლა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ბოლოდროინდელ პრემიერ მინისტრს (და სხვა მინისტრს) აქვს პათოკრატიული მიდრეკილება, მათ შორის, ემპათიის უკმარისობა და საკუთარი მნიშვნელობის ნარცისული გრძნობა. მაგრამ ბრიტანეთის საპარლამენტო და საარჩევნო სისტემა - და, შესაძლოა, ინგლისელთა კულტურული უპირატესობა სხვა ერებზე, რაც გამოწვეულია მათი სამართლიანობით და სოციალური პასუხისმგებლობით - ყველა ეს ფაქტორი იცავს დიდ ბრიტანეთს პათოკრატიის ყველაზე უარესი გამოვლინებებისგან.
ჩვენი დროის პათოკრატიული პოლიტიკა
სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები ძალიან საგანგაშო ჩანს. თითქოს დიდი ბრიტანეთი მიუახლოვდა პატოკრატიას, ვიდრე ოდესმე. ზომიერი კონსერვატორების ბოლოდროინდელი წასვლა დამახასიათებელი „წმენდაა“, რომელიც თან ახლავს დემოკრატიის პათოკრატიად გადაქცევას.
უნდობლობა და დემოკრატიული პროცესების უარყოფა, რომლებსაც დემონსტრირებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ასევე მისი მინისტრები და მრჩევლები - პარლამენტის მუშაობის შეჩერება, აღნიშვნა იმისა, რომ მათ შეიძლება არ დაიცვან კანონები, რომელთაც არ ეთანხმებიან - ეს ასევე დამახასიათებელია პათოკრატიისთვის.
როგორც ფსიქოლოგი, მე, რა თქმა უნდა, არ შევეცდები ჯონსონის დიაგნოსტირებას, თუ არ შევხვდები მას. მაგრამ, ჩემი აზრით, ის აშკარად ცდილობს მის ირგვლივ იყვნენ თავისი პარტიის ყველაზე დაუნდობელი და უპრინციპო, ყველაზე პათოკრატიული წარმომადგენლები. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ჯონსონის მთავარ მრჩეველს დომინიკ კამინგსს „პროფესიონალი ფსიქოპატიც“ კი უწოდა.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მათგან ყველას, ვინც ხდება პათოკრატიული მთავრობის ნაწილი, არ აქვს ფსიქიკური აშლილობა. ზოგი ადამიანი შეიძლება არ იყოს ემპათიური და იყოს უბრალოდ გულქვა, და არ განიცდიდეს განვითარებულ ფსიქიკურ აშლილობას.
სხვებს შეიძლება ჰქონდეს ნარცისიზმის ის ტიპი (უპირატესობის გრძნობაზე დაფუძნებული), რომელიც წარმოიქმნა გარკვეული აღმზრდელობითი სტილის გამო. ზოგიერთ პოლიტიკოსს შეუძლია უბრალოდ შეესაბამებოდეს პარტიის პოზიციას ერთგულებისა და რწმენის გამო, რომ ისინი შეძლებენ მათ გარშემო მყოფი ადამიანების პათოკრატიული იმპულსების ალაგმვას.
ჯერჯერობით, პარლამენტის მოქმედებებისა და რამდენიმე პრინციპული კონსერვატორის გამბედაობის წყალობით, ჯონსონის პოტენციური პათოკრატიული ძალაუფლების შეზღუდვა შეიძლება.
მაგრამ საფრთხე იმისა, რომ დემოკრატია პათოკრატიად გადაიქცევა, ყოველთვის რჩება. ის ყოველთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, და თუ მან ფეხის მოკიდება შეძლო, ის გაანადგურებს ყველა დაბრკოლებას მის გზაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised