აუცილებელია ქვეყნის განთავისუფლება ტრანსნაციონალური კაპიტალის ოკუპაციისგან
https://stalinline.ru/2020/07/нужно-освободить-страну-от-оккупации /
ამხანაგებო,
ალბათ, ჩვენი საქმე, ცუდად წავა, თუ მხოლოდ იმისთვის შევიკრიბებით, რომ ლენინზე წარსულ დროში ვილაპარაკოთ. ის გენიოსი იყო, მან განჭვრიტა და განახორციელა ესა და ეს.
მაგრამ დღეს, დღევანდელ ვითარებაში, მივმართავთ რეალურად ლენინს რჩევისთვის? მუშაობს ჩვენზე დღეს ლენინიზმი?
ლენინი, უპირველეს ყოვლისა, ასწავლიდა ბოლომდე სიტუაციის ჭეშმარიტი, ზუსტი, ერთმნიშვნელოვანი შეფასების მიცემას; შეფასებიდან გამომდინარე ამოცანების ფორმულირებას; ამოცანებიდან გამომდინარე ლოზუნგების ფორმულირებას; ლოზუნგების გარშემო ძალების ერთ მუშტად შეკრებას; ძირითად ძალოვან ბირთვს უნდა მიეზიდა მერყევი მასა. ლენინი ასევე ასწავლიდა: ვისაც ამის გაკეთება არ სურს, ისინი მოღალატეებად უნდა ჩაითვალონ, და არ უნდა დავდევდეთ მათ ყვირილით „გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ!“, არამედ ვამხილოთ და ჩამოვიშოროთ მოძრაობას.
ე.ი., სიტუაციის შეფასების მიხედვით. რატომ არის ჩვენთვის, ნახევრისთვის მაინც, გაუგებარი, რომ საომარ მდგომარეობაში ვართ? კიდევ რა უნდა დაემართოს ქვეყანას, რომ ეს მოღვაწეები მიხვდნენ: ომი, ოკუპაცია მეტაფორა კი არ არის, არამედ ლენინურ-სამეცნიერო განმარტებაა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისა? იგონებენ რაღაც გარდამავალ პერიოდებს, მეორე სოციალისტურ რევოლუციას. არ გვჭირდება მეორე, პირველი კარგი გვქონდა. აუცილებელია მისი მონაპოვარის დაცვა, ეს კი სხვა საქმეა.
დავალებების მიხედვით. აუცილებელია ქვეყნის გათავისუფლება ოკუპანტებისგან. რატომ არ სურს მოძრაობაში მონაწილეთა ნახევარს ამის გააზრება? არ უნდა განვეწყოთ უცხო უღლის ქვეშ დიდხანს ყოფნისკენ. ოკუპანტები დროს ტყუილად არ კარგავენ, დღე არ გავა, რომ ხელში რამე ახალი არ ჩაიგდონ. ომი უჩვეულოა, გახრწნილი, ვერ გაიგებ, სად არის ფრონტი, სად ზურგი. აუცილებელია გვესმოდეს: ჩვენი ზურგი ის საბჭოთაა, რაც დღემდე შემოგვრჩა და ხელთ გვაქვს. პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა: საბჭოთა მოქალაქეობა. მეორე წელია, ბოლშევიკური პლატფორმა საუბრობს სამუშაოების გაფართოების აუცილებლობაზე, ჩვენი ხალხის, როგორც სსრკ მოქალაქეების, გაერთიანებისთვის. ყველა დაყრუვდა. რა არის ეს - მხოლოდ არგაგებაა?.. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სსრკ-ს აღდგენისთვის არაა საჭირო ყველა სახის კომიტეტებისა და ყრილობების ორგანიზება, არამედ თავად სსრკ-ს მოქალაქეების მოძრაობის, რადგან ასეთი მოძრაობა თავისთავად უკვე წარმოადგენს სსრკ-ს აღდგენის პროცესს, მის მატერიალურ საწყისს. სსრკ ხომ არ არის ტერიტორია, როგორც ასეთი, არც რაიმე სამართლებრივი აქტი, როგორც ასეთი, პირველ რიგში, ეს ჩვენ ვართ.
ლოზუნგების მიხედვით. ახლა იყენებენ ლოზუნგს: ჩვენ აღვადგენთ სსრკ-ს - საბჭოთა ხელისუფლებას - სოციალისტურ საზოგადოებრივ წყობას. კარგი ლოზუნგია, ხალხი, როცა ისმენს მას, მქუხარეთ უკრავს ტაშს. მაგრამ ამ ლოზუნგს გააჩნია მეოთხე წევრი, რომლის გარეშეც დანარჩენი სამი სამიტინგო სიცარიელედ გარდაიქმნება. კერძოდ: თუ ჩვენ ვერ აღვადგენთ ბოლშევიკურს, თავისი ხასიათით საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, აზრი არ აქვს ლოდინს, რომ აღორძინდება რამე მაინც დარჩენილიდან. ჩვენ არ გვჭირდება ნუგეში, რომ ის, თითქოს, თავისთავად აღდგება მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს ავაღორძინებთ. ის საჭიროა არა შემდეგ, არამედ მანამდე. და ამისთვის. ამიტომ ნებისმიერი, ვინც სსრკ-ს აღორძინებაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს მას ურევს და ეშმაკობს ერთიანი სკკპ-ს დაუყოვნებლივ აღორძინების საკითხთან დაკავშირებით, ლენინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უბრალოდ შარლატანუ და დემაგოგია. ლენინს ჰქონდა ასეთი სიტყვები, რომელთა ხმარება უყვარდა.
დანარჩენი, ამხანაგებო, თქვენზეა დამოკიდებული.
თუ ყველამ მტკიცედ თქვა, რომ ის სსრკ-ს მოქალაქეა და სურს ასეთად დარჩენა, საბჭოთა პასპორტის შენარჩუნება, საბჭოთა ხალხი აღდგება.
თუ ყველა მოაზროვნე კომუნისტი ბოლშევიკურ სკკპ-ში დაბრუნდება, კომუნიზმი აღორძინებას დაიწყებს.
თუ ბევრი ვიქნებით, მტერი შედრკება.
თუ ბევრი ვიქნებით, მესამე მსოფლიო ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, როგორც დაიწყო, გასროლის გარეშე.
და ჩვენ ლენინთან მივალთ, რათა ვუთხრათ, რომ მისი დროშის ქვეშ გავიმარჯვეთ. მეგობრებო, თქვენზეა დამოკიდებული, რომ ეს დღე მოახლოვდეს.
სკკპ-ში ბოლშევიკური პლატფორმის მდივანი და კოორდინატორი, სკპ-სკკპ პარტიათა საბჭოს წევრი
თ. ხაბაროვა - გამოსვლა მშრომელთა მიტიჰგზე ქ. მოსკოვში, რომელიც ეძღვნებოდა ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 124 წლისთავს. მოსკოვი, 1994 წლის 22 აპრილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised