პროპაგანდისტული მედიის დეზინფორმაციის მიმოხილვა – 14.12.2019
https://bitter-onion.livejournal.com/2746118.html
სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიულმა სამუშაო ჯგუფმა დეზინფორმაციის რეგულარული მიმოხილვა მოამზადა, რომელიც შეიცავს ევროპის ქვეყნებში გავრცელებული კრემლის მხარდამჭერი პროპაგანდის მაგალითებს.
საინტერესოდან იქ კრემლის ფობიების კატალოგია მოცემული: ალეტეოფობია, ალოდოქსაფობია, ატელოფობია, აუტოფობია, დემოფობია, ელეუტეროფობია, ეფებიფობია, მიზოფობია. არის კიდევ ევროპოფობია, უკრაინოფობია, ქსენოფობია, ოქსიდოფობია, პოლონოფობია და მრავალი სხვა. ამავე დროს, კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციული მედია ასახავს შიშის და პანიკის მდგომარეობას.
ერთი მომენტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანში გამოიწვევს განცვიფრებას, ვინც თვალს ადევნებს კრემლის მხარდამჭერ მედიას, არის ყველგან მსუფევი შიშის, შფოთვის, პანიკის და გულზე შემოწოლილი სევდის მდგომარეობა ... ყველაფერი იძირება, ინგრევა და იშლება. ამ კვირის დეზინფორმაციის შემთხვევები კრემლის ფობიების კატალოგს წარმოადგენენ.
ალეტეოფობია - სიმართლის შიში
ძველბერძნულიდან ἀλήθεια (aletheia) – „ჭეშმარიტება“, φόβος (phóbos) – „შიში“ ან „ფობია“ .
ნებისმიერისთვის სიმართლის მიღება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, მაგრამ კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის შემთხვევაში, შეიძლება შეინიშნებოდეს სიმართლის თავიდან აცილების პრაქტიკულად ფანატიკური შეპყრობილობა. როგორც, მაგალითად, ყირიმის სიტუაციასთან დაკავშირებით. კრემლის მედია განაგრძობს განცხადებებს, რომ უკრაინის ტერიტორიის ეს უკანონო ანექსია ე.წ. „რეფერენდუმის“ შემდეგ განხორციელდა დემოკრატიული გზით და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. თუმცა ეს ასე არ არის. ყირიმის უკანონო ანექსია რჩება საერთაშორისო სამართლის დარღვევად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ ცდილობენ ტყუილის თქმას მომხდარის შესახებ. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო გერმანიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მედიის რეაქცია მდგომარეობს მათ მიერ „ყველაფრის უარყოფის“ მიდგომის გამოყენებაში, მიუხედავად გერმანიის პოლიციის დამაჯერებელი მტკიცებულებებისა.
ალოდოქსაფობია - სხვა მოსაზრებების შიში
ძველბერძნულიდან ἄλλος (állos) – „სხვა“, δόξα (dóxa) – „აზრი“ , φόβος (phóbos) — „შიში“ ან „ფობია“ .
ეს, ალბათ, დღეს კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ფობიაა. საიტმა EUvsDisinfo–ამრამდენიმე მასალა გამოაქვეყნა რუსეთის ხელისუფლების მცდელობის შესახებ გაეჩუმებინა განსხვავებულად მოაზროვნენი და გაეკონტროლებინა მედია, რათა ისინი ერთ ხმად ქცეულიყვნენ, რომელიც მთავრობას აქებს. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ. გარდა ამისა, შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ რუსი ჟურნალისტების მასალები, რომლებიც უარს ამბობენ გაჩუმებაზე!
ატელოფობია - არასრულყოფილების შიში
ძველბერძნულიდან ατελής (atelès)- „არასრულყოფილი“, „არასრული“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია“ .
კრემლის მხარდამჭერი მედიისთვის არაფერი არ შეიძლება იყოს უფრო საშინელი, ვიდრე საკუთარი შეცდომების ან გადაცდომების აღიარება, იქნება ეს საეჭვო და იმპერიული დიპლომატიური ნაბიჯები წარსულში, დაკვეთილი მკვლელობები, სპორტული შედეგების გაუმჯობესების ხელოვნური მცდელობები, ან სავალალო გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე: კრემლს უბრალოდ არ შეუძლია მიიღოს ფაქტები, ისტორიული დოკუმენტები ან მტკიცებულებები. პასუხისმგებლობის აღიარება კრემლის მხარდამჭერებისთვის უბრალოდ საზარელი ნაბიჯია.
აუტოფობია - მარტოობის შიში
ძველბერძნულიდან αὐτός (autos) — „მარტოხელა, მე, იგივე, მარტო ვარ“, φόβος (phóbos) — „შიში“ ან „ფობია“ .
ალბათ არცერთი სხვა შიში არ იჩენს თავს კრემლის საქმიანობაში დეზინფორმაციის გავრცელების მხრივ, როგორც შიში იმისა, რომ არ აღმოჩნდე მოთხოვნადი, დარჩე ათვალწუნებული და დაუფასებელი. მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის დაახლოებით 350 შემთხვევა უკავშირდება „რუსოფობიას“ - კონცეფციას, რომელიც ემყარება იდეას, რომ რუსეთი არავის უყვარს. ამ კვირაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ „რუსოფობიას“ ნატოს ქმედებების ასახსნელად რუსეთის წინააღმდეგ, ლიტვის პოლიტიკას და დასავლურ ჟურნალისტიკას.
დემოფობია - ბრბოს შიში
ძველბერძნულიდან δῆμος (demos) – „უბრალო ადამიანები“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია“ .
პროტესტი, საზოგადოებრივი მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება - ცოტა რამ შეიძლება იყოს კიდევ უფრო საშიში კრემლის თვალსაზრისით. დასავლეთმა დაიწყო „ფერადი რევოლუციების“ მეორე ტალღა რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესუსტების მიზნით, ისევე როგორც ასი წლის წინ ანგლო-საქსებმა რუსეთში სამოქალაქო ომის პროვოცირება გამოიწვიეს. მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის დაახლოებით 500 შემთხვევა უკავშირდება იდეას, რომ ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტი, იქნება ეს ჰონგკონგში, უკრაინაში, ბოლივიასა თუ ვენესუელაში, ყოველთვის გარეშე ძალთა მაქინაციების შედეგია.
ელეუტეროფობია - თავისუფლების შიში
ძველბერძნულიდან ἐλευθερία (eleuthería) – „თავისუფლება“, φόβος (phóbos) - „შიში“ ან „ფობია“ .
ეს შიში მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოფობიასთან და ალოდოქსაფობიასთან. ის თავს იჩენს როგორც აზრთა პლურალიზმისა და უთანხმოების ღრმად გამჯდარი შიში. ნებისმიერი, ვინც ხელისუფლებას კითხვებით მიმართავს, განადგურების და რევოლუციის წამქეზებელი იარაღია. შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენონ ხელისუფლების მოქმედებები, თუ შეთქმულების მონაწილე არ ხარ. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ს გეგმა ქრისტიანობის აღმოსაფხვრელად.
ეფებიოფობია - მოზარდების შიში
ძველბერძნულიდან ἔφηβος (éphēbos) – „ახალგაზრდობა“ ან „მოზარდი“, φόβος (phóbos)— „შიში“ ან „ფობია“ .
გრეტა თუნბერგი, სკოლის მოსწავლე შვედეთიდან, რომელმაც დასაბამი მისცა მოძრაობას „სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის“, თვეების განმავლობაში კრემლის შიშის ობიექტად იქცა. მისმა „ომმა თეთრკანიან ადამიანებთან“ კრემლის პოლიტტექნოლოგებს სისხლი გაუყინა ძარღვებში. კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციული მედია მეორე კვირაა იგივე განცხადებებს იმეორებს .
მიზოფობია - ბაქტერიების შიში
ძველბერძნულიდან μύσος (musos) – „სიბინძურე“, φόβος (phóbos) — „შიში“ ან „ფობია“ .
კრემლის კუთვნილი „სპუტნიკის“ არაბული სამსახურები ცდილობენ წარმოადგინონ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში, როგორც ვირუსებისა და დაავადებების მოდიფიცირების ლაბორატორია. 2016 წლის დასაწყისიდან ისინი ათჯერ მაინც იმეორებენ უარყოფილ ბრალდებას. ეს როგორც მაშინ იყო სიცრუე, სიცრუედ რჩება დღესაც.
რა თქმა უნდა, ეს არ არის კრემლის ფობიების სრული ჩამონათვალი. ასევე არსებობს ევროპოფობია, უკრაინოფობია, ქსენოფობია, ოქსიდოფობია, პოლონოფობია და მრავალი სხვა. ამავე დროს, კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციული მედია ასახავს შიშის და პანიკის მდგომარეობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised