среда, 19 мая 2021 г.

პრეადაპტაციოგენეზი როგორც განვითარებადი სისტემების ევოლუციის მიმართულება: ადაპტაციის პარადიგმიდან პრეადაპტაციის პარადიგმამდე



პრეადაპტაციოგენეზი როგორც განვითარებადი სისტემების ევოლუციის მიმართულება: ადაპტაციის პარადიგმიდან  პრეადაპტაციის პარადიგმამდე

ალექსანდრ გრიგორიევიჩ ასმოლოვი   https://psy.su/feed/8578/

26-27 სექტემბერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ონლაინ ფორმატში ატარებს სრულიად რუსულ სამეცნიერო კონფერენციას „შემოქმედება თანამედროვე სამყაროში: ადამიანი, საზოგადოება, ტექნოლოგიები“.

კონფერენცია ეძღვნება მეცნიერების მეთოდოლოგიის და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის დარგში ფუნდამენტური კვლევითი სკოლის დამფუძნებლის იაკოვ ალექსანდროვიჩ პონომარევის დაბადებიდან 100 წლისთავს.

ღონისძიების წინ გიწვევთ გაეცნოთ რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნების ფსიქოლოგიის კათედრის გამგის, რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიასთან არსებული ანთროპოლოგიის სკოლის დირექტორის ალექსანდრ გრიგორიევიჩ ასმოლოვის თეზისებს.

„აწმყოსა და მომავლის“ შოკისგან, „შავი გედების“ შემოსევისგან დატანჯულ სხვადასხვა სიჩქარის სამყაროში, ადამიანის, ბუნებისა და საზოგადოების ევოლუციის მიმართულებების და პერსპექტივების შესწავლის ჩვენი სამოტივაციო განწყობა ატარებს არა მხოლოდ სციენტურად ორიენტირებულ ხასიათს, არამედ ეგზისტენციალურსაც. ამასთან დაკავშირებით, ევოლუციის საფუძველზე მომავლის პროგნოზირების მიზნით და მრავალგანზომილებიანი რეალობის შემეცნების ურთიერთსაწინააღმდეგო სურათების „ფასეტური ხედვის“ (დ.ვ. უშაკოვი) გადასალახად,  შემოთავაზებულია შემდეგი სამოქმედო პროგრამა.

მოქმედება პირველი.  მზარდი ღირებული და კოგნიტური დისონანსების რეფლექსია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რთული სისტემების შესახებ დიალოგს აზროვნების სხვადასხვა თანაარსებულ სტრუქტურებსა და სტილებს შორის. მრავალგანზომილებიანი რეალობის ხედვის კონფლიქტური ოპტიკის საილუსტრაციოდ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე: წინააღმდეგობები სტაბილურობის ფილოსოფიასა და არასტაბილურობის ფილოსოფიას, წესრიგის ფილოსოფიასა და ქაოსის ფილოსოფიას შორის (ილია პრიგოჟინი); წინააღმდეგობები სარგებლობის უტილიტარულ, უნიფიცირებულ  კულტურას (პრინციპი „შეუცვლელები არ არსებობენ“) და ღირსების კულტურას (შეუცვლელობის და თვითღირებულების პრინციპი) შორის; კონკურენტული განწყობა „ადამიანური კაპიტალისა“ და „ადამიანური პოტენციალის“ განვითარების მიმართ; ადაპტაციონიზმის („ჰომეოსტაზის პრინციპი“) და არაადაპტაციონიზმის პარადიგმების (გადაჭარბების, თვითდეტერმინაციის და ტრანსფორმაციისთვის მზადყოფნის) დაპირისპირება.

მოქმედება მეორე.  პრეადაპტაციოგენეზის შესახებ შეხედულებების შემუშავება, როგორც განვითარებადი სისტემების კონსტრუქციული ევოლუციის მიმართულებაზე, რაც შესაძლებელს გახდის რთული სისტემების სტაბილურობასა და ცვალებადობას შორის კომპრომისის ევოლუციური მნიშვნელობის დასაბუთებას  (ლ. კენო, ჯ.გ. სიმპსონი, ს.ს. ჩეტვერიკოვი, ა.ა. ლუბიშჩევი, ი.მ. ლოტმანი, მ. ლინჩი, რ. ლევონტინი, მ. კიმურა, მ.ვ. ვოლკენშტაინი, ე. კუნინი და სხვ.). პრეადაპტაციის ფენიმენების, როგორც „არაპროგნოზირებადი ცვლილებების წინსწრების“ ფენომენების („მოულოდნელის მოლოდინის“) ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ პრეადაპტაციოტოგენეზი, როგორც კონსტრუქციული ევოლუციის გამჭოლი მიმართულება. წამოყენებულია ჰიპოთეზა უნივერსალური სიჭარბის, როგორც  რთული სისტემების განვითარების სარეზერვო პრეადაპტაციური პოტენციალის აუცილებელი პირობის შესახებ, რომელიც ამოქმედდება „გარემოსთან მიდგომის“  „გარემოს გარდაქმნაზე“ გადასვლისას. ამ გადასვლას თან ახლავს გადახრა „ტრენდების“ რეჟიმიდან ნოვაციების წარმოების რეჟიმზე და გაუთვალისწინებელთან შეხვედრა. პრეადაპტაციოგენეზის პროცესში იზრდება ისტორიულ–ევოლუციური პროცესის თვითდეტერმინაცია და სუბიექტურობა.

მოქმედება მესამე.  ევოლუციურ ფსიქოლოგიაში, შემოქმედების ფსიქოლოგიასა და პიროვნების ფსიქოლოგიაში თეორიული სქემებისა და ემპირიული კვლევების გამოყოფა, რომლებსაც აქვთ ზოგადსისტემური ხასიათი და საშუალებას იძლევა ნათელი მოჰფინონ პრეადაპტაციის ბუნებას და განვითარების ნახტომს, ე.ი. ევოლუციის ემერჯენტული ხასიათი.  ამ თეორიებსა და ექსპერიმენტულ გამოკვლევებს შორის პირველ რიგში გამოირჩევა მოსაზრებები ინსაიტის, როგორც პრობლემური სიტუაციების რესტრუქტურიზაციის მექანიზმის (გეშტალტფსიქოლოგია) შესახებ; როგორც „გვერდით პროდუქტზე“ შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრის პროცესში (ი.ა. პონომარევი); როგორც ურთიერთობებზე არაადაპტაციურ, „ზესიტუაციურ“ აქტივობაზე და პარამეტრებს შორის, როგორც ქცევის სტაბილიზატორებზე (ვ. ა. პეტროვსკი, გ. ასმოლოვი) და სხვ. ყველა ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს გავამდიდროთ ა.ნ სევერცოვის მოსაზრებები იდიოადაპტაციისა და არომოროფოზის - ფენომენების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს სინთოგენეზს და სეგრეგაციოგენეზს ევოლუციურ პროცესში (კ. მ. ზავადსკი). დადასტურებულია, რომ შემოქმედების ფსიქოლოგიის სფეროში კვლევაზე დამოკიდებულება საშუალებას გვაძლევს გადავდგათ ნაბიჯი პრეადაპტაციის ფენომენის ამოხსნისკენ, რომელსაც სტივენ გოლდმა მხატვრულად „ჩარლზ დარვინის კოშმარი“ უწოდა.

ზოგადად, უნივერსალური სიჭარბის, როგორც პრეადაპტაციოოგენეზის ინსტრუმენტის, ევოლუციური მნიშვნელობის გაგება ხელს უწყობს კულტურის სემიოტიკური თეორიის ავტორის ი.მ. ლოტმანის კარდინალურ კითხვებზე პასუხის გაცემას - „როგორ შეუძლია განვითარება სისტემას, რომელიც უცვლელი რჩება?“ და ევოლუციური ბიოლოგიის კლასიკოსის ი.ი. შმალჰაუზენის კითხვაზე -  „როგორ ხდება არაპროგნოზირებად მომავალზე გამიზნული პრეადაპტაციების ფორმირება და შენარჩუნება იმ გარემოში, რომელშიც ორგანიზმები ადრე ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ?“ 

მოქმედების შემოთავაზებული პროგრამა საშუალებას იძლევა გადავიდეს ევოლუციის პროცესში ფსიქიკურის  წარმოშობის კლასიკური კვლევებიდან ფსიქიკურის, როგორც პრეადაპტაციოგენეზის დრაივერის, გამოყოფამდე და, ამრიგად, ააგოს ხიდი ფსიქოლოგიასა და სხვა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს შორის, რომლებიც შეისწავლიან სხვადასხვა ბიოლოგიური, კოგნიტური, სოციალური და მენტალური რთული სისტემის სტაბილურობისა და პროგრესული განვითარების კანონზომიერებებს.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised